2017 წლის 20 მარტს ჩატარდა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა, რომელსაც საბჭოს წევრების და მოწვეული სტუმრების გარდა ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური, საქართველოს აგრარული და გრ. ფერაძის უნივერსიტეტების სტუდენტები.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს ბრუცელიოზის პრევენციისა და კონტროლის პროგრამის შესახებ. მომხსენებელი-ვეტერინარიის დოქტორი ლაშა ავალიანი;
2. დავუბრუნოთ ქართულ ფუტკარს თავისი სახელი. მომხსენებელი - ლიზა ბალიაშვილი.
საბჭოს სხდომის დასაწყისში აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ დამსწრე საზოგადოებას და სტუდენტებს გააცნო აკადემიის მოკლე ისტორია, სტრუქტურა, მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებები, აკადემიის ეროვნული დარგობრივი კოორდინატორების ინსტიტუტი, აკადემიასთან არსებული ფერმერთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსების საქმიანობა, აკადემიის სამომავლო გეგმები. აღინიშნა, რომ მისასალმებელია საბჭოს სხდომაზე აგრარული მიმართულებების სტუდენტების დასწრება, რაც იმის წინა პირობაა, რომ აკადემიას განზრახული აქვს ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს ჩამოყალიბება, სადაც ახალგაზრდა მეცნიერებთან და სპეციალისტებთან ერთად მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარჩინებული სტუდენტებიც.
აღნიშნულ წინადადების ირგვლივ აზრი გამოთქვეს აკად. ჯ. გუგუშვილმა, აკად. გ. ტყემალაძემ. აკად. ვ. კვალიაშვილმა, აკად. ზ. ჩაქსელიანმა, სტუ-ის აგრარულ მეცნიერებათა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. გ. ქვარცხავამ.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ძალზე საინტერესო მოხსენებები გააკეთეს სურსათის უვნებლობის სააგენტოს დეპარტამენტის უფროსმა, დოქტორმა ლაშა ავალიანმა და აგრონომმა-მეფუტკრემ ქალბატონმა ლიზა ბალიაშვილმა. გამომსვლელებმა ამომწურავად უპასუხეს დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.
აკადემიის პრეზიდენტ აკად. გურამ ალექსიძის
შეხვედრა სტუდენტებთან საგამოფენო დარბაზში