საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აკადემიის სტუმრები

 

2017 წლის 10 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ჩინეთის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია ჰუაჰე ინტერნეიშენელის კომერციული დირექტორი ქალბატონი ჩენ ძინი და სომხეთში ჩინეთის ცენტრის დირექტორი ქალბატონი იზაბელა მურადიანი.Chineli stumari 1

აკადემიის მხრიდან სტუმრებს შეხვდნენ აკადემიის პრეზიდენტი აკად. გ. ალექსიძე, ვიცე-პრეზიდენტი აკად. გ. ჯაფარიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი აკად. ე. შაფაქიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტ. ა. გიორგაძე, აკადემიის აპარატის თანამშრომელები.

აკად. გ. ალექსიძემ სტუმრებს გააცნო აკადემიის საქმიანობა, აკადემიაში დამუშავებული მოკლე და ხანგრძლივ ვადიანი საინვესტიციო პროექტები, აკადემიის წევრების სამეცნიერო მიღწევები.Chineli stumari 2a

შეხვედრის მიზანი იყო ერთობლივი პროექტების შედგენა და განხორციელება. გადაწყდა, მომზადდეს პრაქტიკული წინადადებები, როგორც საქართველოს, ისე ჩინეთის მხრიდან და პროექტები გადაეგზავნოს მონაწილე მხარეებს შემდგომი განხილვისა და განხორციელებისათვის. შეხვედრაზე განიხილეს ჩინეთში საერთაშორისო გამოფენაზე ქართული დელეგაციის მონაწილეობის და საგამოფენო თემატიკის საკითხები.

Chineli stumari 3

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com