საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მრგვალი მაგიდა - „განათლება-კვლევა-ინოვაციები“

 

2017 წლის 10 ივლისს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში აგროსაინჟინრო სამეცნიერო განყოფილების და სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის მიმართულების კოორდინატორის ჯგუფის ინიციატივით საერთაშორისო პროექტის „#135 – აკადემიური თანამშრომლობა შესაძლებლობების გაზრდისათვის გარემოსდაცვით სწავლებაში (ACCES)“ ფარგლებში, ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: „განათლება-კვლევა-ინოვაციები“.Mrg Magida 1

აღნიშნულ ღონისძიებაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან მონაწილეობდნენ აკადემიკოსები რ. მახარობლიძე და ე. შაფაქიძე, სწავლული მდივნები, დოქტორები მ. ბარვენაშვილი და რ. ლოლიშვილი, წამყვანი სპეციალისტები ლ. ჩაიკა და ი. ჭყოიძე, აგროსაინჟინრო მიმართულების კოორდინატორთა ჯგუფის წევრი პროფ. ო. ქარჩავა, სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის მიმართულების კოორდინატორის ჯგუფის წევრები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრობლები: პროფ. ი.ყრუაშვილი, პროფ. დ. გუბელაძე, პროფ. თ. ოდილავაძე, პროფ. ი. ინაშვილი, პროფ. კ. ბზიავა და პროფ. ა. დავითაშვილი. მოწვეული სტუმრები: ქ. ვენის ბუნებრივი რესურსებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების უნივერსიტეტის (BOKU) წარმომადგენლები: პროფ. მ. ჰიმელბაუერი, პროფ. რ. მიხელეკი, პროფ. ვ . ლოისკანდლი.Mrg Magida 2 მრგვალ მაგიდაზე ძირითადი მოხსენება გააკეთა პროფ. მ. ჰიმელბაუერმა თემაზე - „„მწვანე ტექნოლოგიები“, რომლის ფარგლებში მან ხაზი გაუსვა გარემოსდაცვითი სწავლების მნიშვნელობას, სწავლების ახალი ფორმებისა და მიდგომების დანერგვის აუცილებლობას.Mrg magida 3

პროფ. რ. მიხეალიკმა დამსწრეებს მიაწოდა ინფრომაცია ელექტრონული სწავლების (MOODLE) დანერგვის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ქ. ვენის ბუნებრივი რესურსებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების უნივერსიტეტის (BOKU)გამოცდილებაზე.

მრგვალი მაგიდის წევრებმა მიიღეს ფადაწყვეტილება, რომ სამეცნიერო თემების გარდა  მნიშვნელოვანია საქართველოს სოფლის მეურნეობათა მეცნიერებათა აკადემიამ გარკვეული ყურადღება გაამახვილოს აგრარული განათლების საგანმანათლებლო პროგრამებზე. ამ Mrg magida 4მიმართულებით მისაბაძია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის თანამშრომლობა აკადემიასთან და ის დიდი მონდომება, რომელსაც ფაკულტეტის დეკანი პროფ. გ. ქვარცხავა და დეპარტამენტის უფროსი პროფ. კ. ყრუაშვილი იჩენენ.

მრგვალ მაგიდაზე გადაწყდა აგრეთვე, რომ საერთაშორისო პროექტზე „#135 – აკადემიური თანამშრომლობა შესაძლებლობების გაზრდისათვის გარემოსდაცვით სწავლებაში (ACCES)“, დისკუსიები სსმმ აკადემიაში ჩატარდეს რეგულარულად.Mrg magida 5

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com