საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017

„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017“

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

            საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით მიმდინარე „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017“-ის ფარგლებში 2017 წლის 28 სექტემბერს  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა საჯარო ლექციები ქ. თბილისის 31-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებისათვის.

            შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ. მან ხაზგასმით აღნიშნა ამ შეხვედრის მნიშვნელობა და მოსწავლეებს განათლებისა და მეცნიერებისკენ მიმავალ გზებზე ესაუბრა, განსაკუთრებით აღინიშნა აგრარული მეცნიერების როლი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილიზაციის მიმართულებით.

            საჯარო ლექციების დაწყების წინ აკად. გურამ ალექსიძემ და 31-ე სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მარინე ნიჟარაძემ ხელი მოაწერეს აკადემიასა და სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, სადაც ერთხელ კიდევ ხაზი გაესვა გამოჩენილი მეცნიერებისა და მოსწავლე ახალგაზრდობას შორის აღმზრდელობით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი  კავშირების მნიშვნელობას.

            შეხვედრაზე მოსმენილი იქნა საჯარო ლექციები თემებზე:

-         “მზის სისტემა, გეოგრაფია, ბიომრავალფეროვნება და ადამიანის როლი ბუნების შენარჩუნებაში”, მომხსენებელი აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი, დოქტ. რევაზ ლოლიშვილი;

-         „გლობალური - ეკოლოგიური პრობლემები და ზოგადსაკაცობრიო ბუნების ფილოსოფია ვაჟა ფშაველას შემოქმედებაში“, მომხსენებელი აკადემიის თანამშრომელი, დოქტ. ირინა ბახტაძე.

ლექციებმა მსმენელებში დიდი ინტერესი გამოიწვია - მოსწავლეების მხრიდან იყო მრავალი შეკითხვები, აზრის გაზიარება,  გამოსვლები და ლექციების თემატიკის ირგვლივ შეფასებები.

შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გ. ჯაფარიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკად. ე. შაფაქიძე, პრეზიდენტის მოადგილე დოქტ. ა. გიორგაძე, სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი, დოქტ. მ. ბარვენაშვილი, პრეზიდენტის თანაშემწე თ. ეპიტაშვილი, აკადემიის აპარატის თანამშრომელები.

შეხვედრის დასასრულს აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გ. ალექსიძემ მოსწავლეებს საჩუქრად გადასცა აკადემიის მეცნიერების მიერ დამუშავებული მონოგრაფიები და წიგნები, ხოლო საჯარო ლექციების ავტორებმა დოქტ. რ.ლოლიშვილმა და დოქტ. ი. ბახტაძემ კი მოსწავლეებს გადასცეს წაკითხული საჯარო ლექციის დაბეჭდილი ნაშრომები..

Bavshvebtan 1

თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელს აწერენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე და ქ. თბილისის 31-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი მარინე ნიჟარაძე.

 Bavshvebtan 2

მოსწავლეები აკადემიის საგამოფენო დარბაზში. მათ ესაუბრება აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტ. ა. გიორგაძე.

ლექციების დაბეჭდილი ნაშრომები იხილეთ ბმულებზე:

-              -    “მზის სისტემა, გეოგრაფია, ბიომრავალფეროვნება და ადამიანის როლი ბუნების შენარჩუნებაში”;   
      -    
 „გლობალური - ეკოლოგიური პრობლემები და ზოგადსაკაცობრიო ბუნების ფილოსოფია ვაჟა ფშაველას შემოქმედებაში“.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com