შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის
სემინარი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა
აკადემიაში
2018 წლის 20 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და Clarivate Analytics-ის მიერ ორგანიზებული პრაქტიკული სემინარი Web of Science-ის მოხმარების წესების გაცნობის მიზნით. სემინარს უძღვებოდა Clarivate Analytics-ის საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი ვალენტინ ბოგოროვი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელი ქალბატონი ნატალია გვერდწითელი. სემინარს ესწრებოდნენ აკადემიის დეპრტამენტების და აპარატის თანამშრომელები და სხვა დაინტერესებული სპეციალისტები.
სემინარზე განხილული იქნა Clarivate Analytics-ის ერთ-ერთ წამყვანი საერთაშორისო ონლაინ გამომცემლობა - Web of Science მუშაობისა და გამოყენების პრაქტიკული მიდგომები. ონლაინ გამომცემლობა აერთიანებს მსოფლიოს როგორც უახლეს, ასევე გასული საუკუნის (1990-2017) სამეცნიერო ლიტერატურას, სტატიებს, მონოგრაფიებს, წიგნებს და ა.შ. რომლის ბაზაშიც შეიძლება მოძიებულ იქნას სამეცნიერო და აკადემიური კვლევები, გამოგონებების და პატენტების ანალიზი და სარეგულაციო სტანდარტები, სავაჭრო ნიშნის დაცვა, ინტელექტუალური საკუთრების მენეჯმენტი და ა.შ.