საქართველოს
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
პრეზიდენტის არჩევნების შედეგები
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე
2018 წლის 23 მარტს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება, რომლის დღის წესრიგში იყო აკადემიის პრეზიდენტის არჩევნები. კრებას უძღვებოდა აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, აკად. გივი ჯაფარიძე. მან აღნიშნა, რომ აკადემიის პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენა დამთავრდა 2018 წლის 12 მარტს. საკონკურსოდ წარმოდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატი - აკად. გურამ ალექსიძე.
არჩევნების საკონკურსო კომისიის თავმჯდომარემ, აკად. ნოდარ ჭითანავამ კრების მონაწილეებს გააცნო საკონკურსოდ წარმოდგენილი აკად. გ. ალექსიძის დოკუმენტები, რომლებიც სრულ შებამისობაშია აკადემიის პრეზიდენტის არჩევნების დროებით დებულებასა და აკადემიის წესდებათან. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კრებას გააცნო აგრეთვე აკად. გ. ალექსიძისის ბიოგრაფიული მონაცემები.
აკადემიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, აკად. გ. ალექსიძემ კრებაზე წარმოადგინა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობის სრულყოფის პროგრამა 2018-2022 წლებისათვის, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.
ჩატარდა კენჭისყრა, რომლის შედეგად კრებაზე დამსწრე აკადემიის 30 წევრიდან 29 ხმა მიიღო აკად. გურამ ალექსიძემ, ერთი ბიულეტენი ჩაითვალა ბათილად.
ამრიგად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ აკადემიის პრეზიდენტად ხუთი წლის ვადით აირჩია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ალექსიძე.
აკადემიის საერთო კრების თავმჯდომარე, აკად. გივი ჯაფარიძე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მთელი შემადგენლობა ულოცავს ბატონ გურამს აკადემიის პრეზიდენტად არჩევას, უსურვებს მრავალ წარმატებას სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში.