საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მრგვალი მაგიდა ვეტერინარიის მიმართულების ეროვნულ კოორდინატორებთან

2018 წლის 8 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ვეტერინარიის მიმართულების ეროვნული კოორდინატორის, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს თენგიზ ყურაშვილის ინიციატივით ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომელზეც განხილული იყო ორი საკითხი: 1. საქართველოში ცხოველთა  სადგომების მდგომარეობის შესახებ; მომხსენებელიაკადემიკოსი  თენგიზ ყურაშვილი;

 2. ბაქტერიული პრეპარატის გამოყენება ნაკელის (სკორეს) სწრაფი კომპოსტირებისა და შემდგომი გაუსნებოვნებისათვის; მომხსენებელი: საწარმო BIO ELEMENTS AGRO-  დირექტორი  ელენე ბოკუჩავა.

Veterinaria 08 06 2018 1მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის აკდემიური დეპარტამენტის უფროსმა, აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, აკადემიკოსმა ელგუჯა შაფაქიძემ, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, სამეცნიერო განყოფილების კოორდინატორმა, დოქტორმა ანატოლი გიორგაძემმეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა, სამეცნიერო განყოფილებების სწავლულმა მდივნებმა, დოქტორებმა რევაზ ლოლიშვილმა, მარინა ბარვენაშვილმა, საქართველოში საწარმო BIO ELEMENTS AGRO -  წარმომადგენელმა  დავით გავარდაშვილმა  და მოწვეულმა სტუმრებმა, რომელთა შორის იყვნენ კომპანიის უცხოელი წარმომადგენლები და ვეტერინარიის და მეცხოველეობის მიმართულების საკოორდინაციო ჯგუფის მეცნიერ-სპეციალისტები, აკადემიის აპარატის თანამშრომელები.

მრგვალი მაგიდა გახსნა აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილმა, მან დამსწრეებს გააცნო დღის წესრიგი, რის შემდეგაც ფართოდ ისაუბრა საქართველოში ცხოველთა  სადგომების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. იმ ძირითად პრობლემებზე, რასაც ქვეყნის ყველა რეგიონში ვხვდებით.Veterinaria 08 06 2018 2

რაც შეეხება მეორე საკითხს, მსმენელთა წინაშე საინტერესო მოხსენებით წარსდგა  აკადემიის სტუმარი, საწარმო BIO ELEMENTS AGRO -  დირექტორიქალბატონი ელენე ბოკუჩავა. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო მათი საწარმოს მუშაობის  ძირითადი მიმართულებები, რომელიც მოიცავს ბაქტერიული პრეპარატების დამზადებას მეცხოველეობის და მემეცენარეობის მიმართულებებით. მეცხოველეობის მიმართულებით მათი პრეპარატების საშუალებით შესაძლებელი ხდება ნაკელის (სკორეს) სწრაფი კომპოსტირება და შემდგომი გაუსნებოვნება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხოველთა ღრმა საფენზე შენახვის შემთხვევაში. ამ მიმართულებით დამზადებული აქვთ ბიოპრეპარატები მსხვილფეხა-რქოსანი პირუტყვისათვის, ღორისათვის, სას. სამ. ფრინველისათვის. რაც შეეხება მცენარეებს, ისინი აწარმოებენ მცენარეთა დაცვის საშუალებებს და ბიოსტიმულატორებს. განსაკუთრებით საყურადღებო იყო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შემუშავებული პრეპარატი, რომლის გამოცდაც წარმატებით მიმდინარეობს აფხაზეთში. ამ საკითხთან დაკავშირებით აკადემიას განზრახული აქვს განიხილოს აღნიშნული საკითხი კომპანიასთან საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკად. გურამ ალექსიძის და ქალბატონ . ბოკუჩავას შეხვედრის შემდეგ, რომელიც უახლოს დღეებში შედგება.

მრგვალი მაგიდის დასასრულს აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს და დამსწრე საზოგადოებას. ქალბატონმა ელენე ბოკუჩავამ გამოთქვა მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში აკადემიაში კვლავ სტუმრობის და დარგების მიხდვით სპეციალური ინფორმაციის მიწოდების შესახებ..

 Veterinaria 08 06 2018 3

* * * 

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com