საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა

 

            2018 წლის 26 ივლისს გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა, სადაც განხილული იყო ერთი საკითხი: “მეაბრეშუმეობის რეაბილიტაცია-განვითარების პერსპექტივები საქართველოში”. პრეზიდიუმის Abreshumi 26 2018 1სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის წევრები და წევრ-კორესპონდენტები და მოწვეული სტუმრები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრიდან, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის აგროსერვის ცენტრიდან; ახმეტის, სიღნაღის, ვანისა და ხონის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებიდან, იმერეთის რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრიდან, მეაბრეშუმეობის სახელმწიფო მუზეუმიდან, მეაბრეშუმე სპეციალისტების დიდი ჯგუფი ახმეტიდან, სიღნაღიდან, აჭარიდან, თბილისიდან და სხვა.

            პრეზიდიუმის გაფაერთოებული სხდომა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას შესავალი სიტყვთ მიმართა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ.

      სხდომაზე ძირითადი მოხსენებებით გამოვიდნენ აკადემიის ეროვნული კოორდინატორი მეაბრეშუმეობის  მიმართულებით, სსმმ აკადემიის Abreshumi 26 2018 2წევრ-კორესპონდენტი გიორგი ნიკოლეიშვილი - “მეაბრეშუმეობის რეაბილიტაცია-განვითარების პერსპექტივები საქართველოში” და BACSA-ს კოორდინატორი საქართველოში, სსმმ აკადემიის აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე - “შავი, კასპიის ზღვებისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების მეაბრეშუმეობის ასოციაციის (BACSA) როლი საქართველოში მეაბრეშუმეობის რეაბილიტაცია-განვითარების მიმართულებით”.

     სხდომაზე მოხსენებების ირგვლივ და საერთოდ საქართველოში მეაბრეშუმეობის რეაბილიტაციისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ საინტერესო გამოსვლები ჰქონდათ: - ხონის მუნიციპალიტეტის მერს ლადო ჯურხვაძეს, ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის დირექტორის მოადგილეს ნოდარ  ხატიაშვილს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამმართველოს უფროსს და სამინისტროს Abreshumi 26 2018 2aმეაბრეშუმეობის კომისიის თავმჯდომარეს ნოდარ ხოხაშვილს, ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის მთავარ სპეციალისტებს ნარგიზ ბარამიძეს და ნოდარ სტეფანიშვილს, მეაბრეშუმეებს ახმეტიდან და სიღნაღიდან ნუნუ ნახუცრიშვილს და ლამარა ბეჟაშვილს, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს ნინო კუპრავას, აჭარის აგროსერვის ცენტრის დირექტორს გოჩა ბერიძეს, აკადემიის ნამდვილ წევრებს, აკადემიკოსებს ზაურ ფუტკარაძეს და ნოდარ ჭითანავას, აკადემიის ვიცე პრეზიდენტს, აკად. გივი ჯაფარიძეს.

            სხდომაზე გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მეაბრეშუმეობაში შექმნილი მდგომარეობა საგანგაშოა. გასული საუკუნის 60-იან წლებში ქვეყანაში  იწარმოებოდა  4,0-4,2 ათასი ტონა ცოცხალი პარკი, 4,5=5,0 ტონა გრენა, 450-500 ტონა ნატურალური აბრეშუმის ხამი ძაფი, 4,5-5,0 მილიონი გრძივი მეტრი ნატურალური აბრეშუმის ქსოვილი და სხვა პროდუქცია. სოფლის მოსახლეობა, მხოლოდ ცოცხალი პარკის რეალიზაციიდან ღებულობდა  16,5-17,5 მილიონ მანეთს, ამასთან, დარგში დასაქმებული იყო 100-120 ათასი ოჯახი,  მრეწველობაში მუშაობდა 5,5-6,0 ათასი კაცი და მეაბრეშუმეობის სამმართველოს სიტემაში _-800 კაცზე მეტი.Abreshumi 26 2018 3a

     XX საუკუნის 60-იანი წლებიდან თუთის დაავადება “ფოთლის სიხუჭუჭის” გამოვლინება_გავრცელების შედეგად  განადგურდა 15 მილიონამდე ძირი ჯიშიანი თუთის მცენარე. ამას დაემატა საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებასთან დაკავშირებული სიძნელეები  (განსაკუთრებით სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა მაღალჩინოსანთა სუბიექტური  შეხედულებები - თითქოს საბაზრო ეკონომიკის პირობებში მეაბრეშუმეობას განვითარების პერსპექტივა არ ჰქონდა); გარდამავალი ეტაპის სირთულეებმა ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობის ტრადიციულად ჩამოყალიბებული დარგის - მეაბრეშუმეობის ლიკვიდაციას, აქედან გამომდინარე უაღრესად საშიში შედეგებით გაუარესდა ეკოლოგიური გარემო, მკვეთრად შემცირდა მოსახლეობის  შემოსავლები, დაეცა დასაქმების დონე და მასშტაბური ხასიათი მიიღი  მიგრაციამ, სოფლების დაცარიელების პროცესი ღრმავდება.  მეაბრეშუმეობა, როგორც დარგი  თითქმის თავიდან უნდა ჩამოყალიბდეს.

    Abreshumi 26 2018 4jpg მეაბრეშუმეობის რეაბილიტაცია_აღორძინება რეალურად მოითხოვს შესაბამისი ორგანიზაციულ და ეკონომიკურ ღონისძიებათა სისტემის ჩამოყალიბებას და ამ პროცესის დაჩქარებულ განხორციელებას საქართველოს ეკონომიკის განვითარების და ბუნებრივ-საწარმოო პირობებისა და შრომითი ტრადიციების გათვალისწინებით.

        საქართველოს  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებულ სხდომას საჭიროდ მიაჩნია, რომ აკადემიამ   შესაბამისი სამინისტროების, უწყებების, სხვა ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირების მონაწილეობით შეადგინოს დარგის განვითარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა (2020-2030 წწ), მოაწყოს მისი განხილვა და შესაბამის ორგანოებში დასამტკიცებლად წარდგენა;Abreshumi 26 2018 6a

       პრეზიდიუმის გაფაროებულ სხდომაზე მიღებული იქნა შესაბამისი დეკლარაცია, რომელიც სხდომის მონაწილეთა მოთხოვნის შესაბამისად გაეგზავნება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ მამუკა ბახტაძეს და პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

 

 

 

 

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com