ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ
2021 წლის 01 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ,,საქართველოს თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაციას,, შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია სათესლე და სარგავი მასალის დამზადების, მოვლა-მოყვანისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ აკადემიის წევრების მიერ შედგენილი რეკომენდაციების მომზადება და გადაცემა „ასოციაციისათვის“ შემდგომი გავრცელების მიზნით დაინტერესებულ პირებს (ფერმერები, დარგის სპეციალისტები, ბიზნესმენები, სანერგე მეურნეობები, სექტორული ასოციაციები და ა. შ.) შორის.
მხარეები აცნობიერებენ, რომ ამ მემორანდუმით გათვალისწინებული საქმიანობისას მათ შეიძლება შეხება ჰქონდეთ კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, შესაბამისად თანხმდებიან, რომ ასეთი სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობა მკაცრად იქნება დაცული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მემორანდუმის შინაარსთან დაკავშირებით მხარეთა შორის წამოჭრილი სადავო საკითხები გადაიჭრება კონსულტაციებისა და მოლაპარაკების გზით მემორანდუმის მხარეების მიერ გამოყოფილი პასუხისმგებელი პირების უშუალო მონაწილეობით.
მემორანდული ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში 2026 წლის 01 დეკემბრის ჩათვლით.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, საქართველოს თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაციის გენერალური მდივანი ალექსანდრე საკანდელიძე.
ამ განყოფილებაში სტატია არ არის. თუ სუბკატეგორიები ჩანს ამ გვერდზე, ისინი შეიძლება შეიცავდნენ სტატიებს.
... თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00; 294 13 20;
ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com