საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინფორმაცია ქ. პეკინში ჩატარებული კონსულტაციის შესახებ

ინფორმაცია ქ. პეკინში (ჩინეთი) ჩატარებული რეგიონალური კონსულტაციის შესახებ,

CABI - აზია და წყნარი ოკეანის ქვეყნების თანამშრომლობის შესახებ

(16-19 ოქტომბერი, 2018 წელი)

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ CABI (საერთაშორისო ბიოლოგიური კვლევების ორგანიზაცია) და ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. მონაწილეობდნენ ყველა ის ქვეყანა ვისთანაც CABI-ის აქვს გაფორმებული ხელშეკრულება ერთობლივი კვლევების ჩატარების შესახებ. CABI-ის კვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ეს ინვაზიური სახეობებია და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ბიოლოგიური ღონისძიებების დამუშავება და პრაქტიკაში გამოიყენება.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ჩინეთმა, კორეამ, ავსტრალიამ, ინდოეთმა, პაკისტანმა, მალაიზიამ, ფილიპინებმა, ინდონეზიამ, იაპონიამ, ლაოსმა, აფრიკის ქვეყნებმა და ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების კვლევითი ორგანიზაციების ასოციაციამ (კაკაარი). ამ უკანასკნელის სახელით მოწვეული იყო და მოხსენება გააკეთა კაკაარის პრეზიდენტმა აკად. გ. ალექსიძემ. თავის გამოსვლაში ის ფართოდ შეეხო ისეთ საკითხებს როგორიცაა: კალიების, აზიური ფაროსანას, ამერიკული თეთრი პეპელას და სხვა სახეობების ფართოდ გავრცელებას რეგიონში. ასევე წინადადებით შევიდა სხდომის წინაშე რათა მომხდარიყო CABI-ის ბიოლოგიური საშუალებების ფართო გამოყენება ჩვენს რეგიონში, რაც არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი იქნებოდა. ასევე მან დააყენა საკითხი რათა მომხდარიყო საქართველოს და CABI-ის ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცება.

სხდომებს ხელმძღვანელობდა CABI-ის ერთ - ერთი ხელმძღვანელი დოქტორი ტრევორ ნიკოლსი. შემდეგი სხდომა გაიმართება ინგლისში მომავალი წლის სექტემბერში. თათბირის ბოლო დღეს ჩატარდა ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის დათვალიერება, რამაც დაიმსახურა დიდი მოწონება.

Pekini X 2018

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com