საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

  მიმდინარე წლის 3 ივლისს შედგა კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „ევროკავშირთან სურსათის უვნებლობის სამართლებრივი ჰარმონიზაციის და იმპლემენტაციის ძირითადი გამოწვევები“ გამოვიდა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრი. დოქტორი თამარ ნოზაძე - სურსათის უვნებლობის საკონსულტაციო ჯგუფის (FSCG) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ა(ა)იპ „People in Need Georgia“ სურსათის უვნებლობის ექსპერტი. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში სურსათის უვნებლობის საკითხს ბოლო რამოდენიმე ათწლეულია განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, ვინაიდან საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებამ, თანამედროვე ტექნოლოგიებმა და გარემოში მიმდინარე პროცესებმა განაპირობა ახალი საფრთხეების წარმოშობა და სურსათისმიერი დაავადებების ზრდის ტენდენცია. “სურსათის უვნებლობა”-ის განმარტება, მსოფლიო სასურსათო სამიტზე 1974 წელს იქნა შემუშავებული და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების - ჯანმრთელობისა და  სიცოცხლის დაცვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომლის ქვეშ მოიაზრება კონცეფცია, რომ სურსათი მისი მიზნობრივად მომზადების ან/და მოხმარების შემთხვევაში უარყოფითად არ იმოქმედებს მომხმარებლის ჯანმრთელობაზე ან/და სიცოცხლეზე.   43e60ccb 0069 48da a639 4e28c055d19f

საქართველოში სურსათის უვნებლობის სისტემის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს ფორმირება 2004 წლიდან იწყება, რომლის ფარგლებშიც გარდამავალი ეკონომიკის გათვალისწინებით, შესაბამისი რეფორმების გატარება დღემდე გარკვეული სირთულეებით ხასიათდება. 2014 წლის 27 ივნისს საქართველოს და ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ, რომლის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“  შეთანხმება (DCFTA), საქართველოში სურსათის უვნებლობის რეგულირების სისტემა სრულიად სხვა ეტაპზე გადაიყვანა და წარმოშვა 102 საკანონმდებლო ნორმატიული აქტის ევროკავშირის შესაბამის ნორმატიულ აქტებთან დაახლოების ვალდებულება.

საქართველოს ევროკავშირთან სურსათის უვნებლობის სამართლებრივი ჰარმონიზაციის და იმპლემენტაციის პროცესში გამოკვეთილი გამოწვევები, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია თანამედროვე მეცნიერების საფუძვლებს მოკლებული საგანმანათლებლო პროგრამები, შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ინტელექტუალური რესურსის ნაკლებობა, პირველადი წარმოების რეგისტრაცია და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარება, ქვეყნის მასშტაბით გამართული და კონტროლს დაქვემდებარებული სასმელი წყლით მომარაგების სისტემა, მწირი ლაბორატორიული შესაძლებლობები, სახელმწიფო და ბიზნეს სექტორს შორის პასიური კომუნიკაცია, კონტროლის ეფექტიანობისთვის და შედეგის გრძელვადიანობისთვის უფლებამოსილ პირთა სათანადოდ გადამზადება, სურსათის უვნებლობის მნიშვნელობაზე და მის გავლენაზე ბიზნესოპერატორთა და მომხმარებლთა დაბალი ცნობიერება, წარმოადგენენ რა მულტიდისციპლინარულ და მრავალასპექტიან გამოწვევებს, საჭიროებენ სამთავრობო უწყებების, საგანმანათლებლო ინსტიტუციების, ბიზნესოპერატორების, მომხმარებლების და არასამთავრობო სექტორის კომპლექსურ, მიზანმიმართულ და გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს ევროკავშირთან შეუფერხებელი და სრულფასოვანი ინტეგრაცია.

მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიკოსებ ზურაბ ცქიტიშვილი და ალექსანდრე დიდებულიძე, დოქტორებ მინდია ოკუჯავა, ივერი ახალბედაშვილი, გოჩა ცოფურაშვილი, ცოტნე სამადაშვილი, ანზორ მესხიშვილი, გიორგი ქუთელია და თამაზ ნადირაშვილი, რომლებმაც ხაზი გაუსვეს საკითხის აქტუალობასა და მნიშნვნელობას. აღინიშნა საქართველოს ევროკავშირთან სურსათის უვნებლობის სამართლებრივი ჰარმონიზაციის და იმპლემენტაციის პროცესში ძირითადი მულტიდისციპლინარული და მრავალასპექტიანი გამოწვევები, რომლებიც საჭიროებენ სამთავრობო უწყებების, საგანმანათლებლო ინსტიტუციების, ბიზნესოპერატორების, მომხმარებლების და არასამთავრობო სექტორის კომპლექსურ, მიზანმიმართულ და შედეგებზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს ევროკავშირთან შეუფერხებელი და სრულფასოვანი ინტეგრაცია.

ამ განყოფილებაში სტატია არ არის. თუ სუბკატეგორიები ჩანს ამ გვერდზე, ისინი შეიძლება შეიცავდნენ სტატიებს.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com