საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს დადგენილებები 2015 წელი
| თარიღი და ოქმის # |
განხილული საკითხები და შესაბამისი დადგენილებები | |||||||||
| 1. |
16 იანვარი, 2015 წელი; |
|
||||||||
2. |
31 იანვარი, 2015 წელი; ოქმი # 3 |
|
||||||||
3. |
25 თებერვალი, 2015 წელი; ოქმი # 5 |
1. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, აკადემიკოს ნ. ქარქაშაძის ინფორმაცია სამეცნიერო საბჭოს 2014 წლის სამეცნიერო საქმიანობის და 2015 წლის სამუშაო გეგმის შესახებ. Dდაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად. 2. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიკოს გ. ჯაფარიძის ინფორმაცია აგრარულ სფეროში წლის საუკეთესო მეცნიერის წოდების მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში საექსპერტო-საკონკურსო კომისიების მიერ ფარული კენჭისყრით რეკომენდებული კანდიდატურების დამტკიცების შესახებ. დაადგინეს: აგრარულ სფეროში 2014 წლის საუკეთესო მეცნიერის წოდება მიენიჭოს:
3. მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრების ვაკანტურ ადგილებზე ასარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ. დაადგინეს: 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდების მე-10 თავის შესაბამისად გამოცხადდეს კონკურსი საქართველის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ასარჩევად შემდეგ ვაკანტურ სპეციალობებში: . აგრონომიულ სამეცნიერო განყოფილებაში-სპეციალობა “აგრონომია” სპეციალიზაცია-“აგროტექნოლოგია” - 1 ადგილი; . აგროსაინJინრო სამეცნიერო განყოფილებაში_ სპეციალობა- “აგროინJინერია”, სპეციალიზაცია "სოფლის მეურნეობის მექანიზაცია" -1 ადგილი; . ეკონომიკის განყოფილებაში- სპეციალობა “ეკონომიკა”-1 ადგილი; 2.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის განცხადება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ასარჩევად კონკურსის გამოცსადების შესახებ გამოქვეყნდეს პრესაში და აკადემიის ვებ-გვერძე. 4. მოისმინეს: აკადემიის მთავარი ბუღალტრის ნ. სოზიაშვილის ინფორმაცია აკადემიის 2014 წლის ფინანსური ანგარიში და 2015 წლის ბიუჯეტის შესახებ. დაადგინეს: დამტკიცდეს წარმოდგენილი ფინანსური ანგარიში. |
||||||||
4. |
20 მარტი, 2015 წელი. |
მოისმინეს: საქართველოს კანონში “საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ” მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ. მომხსენებელი - სსმმ აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გ. ალექსიძე დაადგინეს: 1. აკადემიური საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და მოსაზრებების შესახებ ეცნობოს საქართველოს პარლამენტის მეცნიერების, განათლებისა და კულტურის კომიტეც. 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გაფართოებული აკადემიური საბჭოს მიერ სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და მოსაზრებების საქართველოს პარლამენტის მიერ განხილვამდე დროებით შეჩერდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2015 წლის 6 მარც აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) ასარჩევად გამოცხადებული კონკურსი ( გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” # 42, 6 მარტი, 2015 წელი). |
||||||||
5. |
.. 27 მარტი, 2015 წელი. |
1. მოისმინეს: აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსის აკადემიის წევრ/კორესპონდენტის ე. შაფაქიძის ინფორმაცია აკადემიის მიერ 2014 წელს გამოცემული რეკომენდაციების, აგროწესების, ინსტრუქციების, ბუკლეტების, ბროშურებისა და სხვა ბეჭდვითი და ელექტრონული სამეცნიერო-საინფორმაციო გამოცემების მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. დაადგინეს: აღნიშნული ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად. 2. მოისმინეს: აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნების ინფორმაციები ეროვნული კოორდინატორების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად. 3. მოისმინეს: აკადემიის წევრ/კორესპონდენტის რ. ჯაბნიძის ინფორმაცია იაპონიიდან შემოტანილი მანდარინის ადრემწიფადი ჯიშების აკლიმატიზაციისა და პროდუქტიულობის შესახებ. დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად. 4. მოისმინეს: აკადემიის წევრ/კორესპონდენტის ე. შაფაქიძის ინფორმაცია "აგრარულ სფეროში საუკეთესო ფუნდამენტალური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომებისათვის აკადემიის პრემიის მინიჭების" დებულების შესახებ. დაადგინეს: 1. მოწონებული იქნას დებულება "აგრარულ სფეროში საუკეთესო ფუნდამენტალური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომებისათვის აკადემიის პრემიის მინიჭების" თაობაზე. 2. ბათილად ჩაითვალოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2013 წლის 31 მაისის სხდომის გადაწყვეტილება (ოქმი #7) აგრარულ სფეროში წლის საუკეთესო მეცნიერის წოდების მინიჭების დებულების შესახებ. |
||||||||
6. |
24 აპრილი 2015 წელი |
|
||||||||
7. |
|
|
||||||||
8. |
23 ივლისი 2015 წელი ოქმი # 11 |
|
||||||||
9. |
30 სექტემბერი, 2015 წ. ოქმი #12 |
1. მოისმინეს: ინფორმაცია გლობალური ფორუმის (ისიკ-ყული, ყირგიზეთი) მე-6 წლიური თათბირის შესახებ (მომხსენებელი - აკადემიკოსი გურამ ალექსიძე) დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული 2. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსაინJინრო სამსახურის უფროსის, პროფესორ ნ.ებანოიძის ინფორმაცია აგროსაინJინრო სამსახურის საქმიანობის შესახებ. დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად. 3. მიმდინარე საკითხები: 3. I. მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გ.ალექსიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სურსათის უვნებლობისა და მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების სამეცნიერო განყოფილებების შესახებ. დაადგინეს: I. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში შეიქმნას სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილება შემდეგი შემადგენლობით: აკად. ზ. ცქიტიშვილი (აკადემიკოს-მდივანი) , წევრები: აკად. რ. ასათიანი, აკად. რ. ჩანქსელიანი, აკად.წ/კ თ. თურმანიძე. II. აკადემიის მეცხოველეობის, ვეტერინარიის, საკვებწარმოებისა და მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავების სამეცნიერო განყოფილებას შეეცვალოს სახელი და მას ამიერიდან "ეწოდოს მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების სამეცნიერო განყოფილება". III. წარმოდგენილი ცვლილებები დასამტკიცებლად წარედგინოს აკადემიის საერთო კრებას. 3.2. მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2015 წლის 6 მარც (გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” # 42) აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) ასარჩევად გამოცხადებული დროებით შეჩერებული კონკურსის განახლების შესახებ. დაადგინეს: 1. განახლდეს გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” (6 მარტი, 2015 წელი, #42 (7687) ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) ასარჩევად გამოცხადებული კონკურსი სამეცნიერო განყოფილებების შემდეგ ვაკანტურ ადგილებზე: 1.1. აგრონომიულ სამეცნიერო განყოფილებაში_სპეციალობა 0101 “აგრონომია”, სპეციალიზაცია 010103 “აგროტექნოლოგია” (სუბტროპიკული კულტურების მიმართულებით) _ 1 ადგილი; 1.2. აგროსაინJინრო სამეცნიერო განყოფილებაში _ სპეციალობა 0415 “აგროინJინერია”, სპეციალიზაცია 041502 სოფლის მეურნეობის მექანიზაცია-1 ადგილი; 1.3. ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილებაში_სპეციალობა 0701 “ეკონომიკა” _1 ადგილი. 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ვაკანტურ ადგილებზე არჩევნების ჩატარების დებულების შესაბამისად (მუხლი V) არჩევნებში მონაწილე კანდიდატების საბუთების მიღება იწარმოებს 2015 წლის 31 ოქტომბრამდე. 3. დამტკიცდეს საექსპერტო_საკონკურსო კომისიის შემადგენლობა: _აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე-(თავმჯდომარე); _აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი; _ აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე; _ აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი. |
||||||||
10 |
02 ნოემბერი, 2015 წ. ოქმი #13 |
1. მოისმინეს: აკადემიის სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივნის, აკადემიკოს ზ.ცქიტიშვილის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის სტრუქტურის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ. დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად. 2. მოისმინეს: აკადემიკოს რ. ასათიანის ინფორმაცია ა(ა)იპ _ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს “სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების დაფინანსების პროექტის” შესრულების მიმდინარეობისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ. დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად. 3. მოისმინეს: აკადემიკოს ზ. ცქიტიშვილის ინფორმაცია სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ. დაადგინეს: დამტკიცდეს სსმმ კადემიის სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილების დებულება წარმოდგენილი სახით. მიმდინარე საკითხები: 1. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსის, აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ე. შაფაქიძის ინფორმაცია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “გლობალური დათბობა და აგრობიომრავალფეროვნება” საორგანიზაციო საკითხების შესახებ, რომელიც ჩატარდება 2015 წლის 4,5 და 6 ნოემბერს. კონფერენციის მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობს პოლონეთის, ბელორუსიის, უკრაინის. ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, აზერბაიჯანის და ჩრდილო ოსეთის მეცნიერები. მომხსენებელმა სხდომას წარუდგინა საორგანიზაციო კომიტეტის მიერ ჩატარებული ღონიაძიებების ნუსხა. დაადგინეს: 1. ინფორმაცია კონფერენციის მომზადების საორგანიზაციო კომიტეტის მიერ ჩატარებული მუშაობის შესახებ მიღებული იქნას ცნობად. 2. საერთაშორისო კონფერენციის შედეგები მოხსენდეს აკადემიის საერთო კრებას. |
||||||||
| 11 |
ოქმი #14 |
|
||||||||
| 12. | 25 დეკემბერი 2015 წელი |
|
