1. მოისმინეს: ჟურნალ “მოამბის” მთავარი რედაქტორის, აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გ. ალექსიძის ინფორმაცია სამეცნიერო ჟურნალ “მოამბის” მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.
დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.
2. მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილის, დოქტორ ა. გიორგაძის ინფორმაცია აკადემიის საინფორმაციო_სარეკლამო ბიულეტენის “აკადემიის მაცნეს” მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.
დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.
3. მოისმინეს: აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსის, აკადემიკოს ე. შაფაქიძის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2015 წელს გამოცემული რეკომენდაციების, აგროწესების, ინსტრუქციების, ბუკლეტების, ბროშურების და სხვა ბეჭდვითი და ელექტრონული სამეცნიერო_საინფორმაციო გამოცემების მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ.
დაადგინეს: წარმოდგენილი მასალა გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით მიღებული იქნას ცნობად.
4. მოისმინეს: აკადემიკოს ო. ქეშელაშვილის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტრუქტურაში გამომცემლობა “აგროს” შექმნის შესახებ.
დაადგინეს: 1. მოწონებული იქნას წინადადება აკადემიის სტრუქტურაში გამომცემლობა “აგროს” შექმნის შესახებ.
2. აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ უზრუნველყოს აკადემიის სამეცნიერო, მეთოდოლოგიური და პრაქტიკული რეფერირებული სამეცნიერო შრომათა კრებულის „მოამბის“ დებულების, სარედაქციო-საგამომცემლო და მთარგმნელობითი ჯგუფის, სარედაქციო-სამეცნიერო საბჭოსა და საგამომცემლო-სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობის თაობაზე აკადემიის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანების მომზადება.
5. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, აკადემიკოს ნ. ქარქაშაძის ინფორმაცია სამეცნიერო საბჭოს 2016 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
დაადგინეს: 1. დამტკიცდეს აკადემიის სამეცნიერო საბჭოს 2016 წლის სამუშაო გეგმა წარმოდგენილი სახით.
მიმდინარე საკითხები:
1. მოისმინეს: აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსის, აკადემიკოს ე. შაფაქიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული კოორდინატორების შესახებ.
დაადგინეს: 1. აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნებმა მ.წ. 15 აპრილამდე წარმოადგინონ მიმართულებების ეროვნული კოორდინატორების 2016 წლის სამუშაო გეგმებში შეტანილი კორექტირებული საკითხების ახალი ვარიანტები.
2. დაიხვეწოს ეროვნული კოორდინატორების ჯგუფის წევრების შემადგენლობა, მათი ანგარიში სისტემატურად იქნეს მოსმენილი სამსხდომებზე, სამეცნიერო განყოფილებებისა და აკადემიური საბჭოს სხდომებზე.
2. მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გ. ალექსიძის ინფორმაცია, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, უკანასკნელ პერიოდში აკადემიის აკადემიური საბჭოს შემადგენლობას გამოაკლდნენ ცნობილი მეცნიერები: აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი და აკადემიის წევრ_კორესპონდენტი ომარ ბედია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მან წინადადება შემოიტანა, რომ აკადემიის აკადემიური საბჭოს წევრთა გამონთავისუფლებულ ადგილზე არჩეული იქნას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, სოფლის მეურნეობის მაკადემიური დოქტორი ლევან უჯმაჯურიძე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და გააუმჯობესებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ურთიერთთანამშრომლობასა და შემოქმედებით სამეცნიერო კავშირებს. აღნიშნული საკითხი შეთანხმებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან.
დაადგინეს: 1. მოწონებული იქნას აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გ. ალექსიძის წინადადება აკადემიურ საბჭოში ბატონ ლევან უჯმაჯურიძის არჩევის თაობაზე.
2. ეთხოვოს აკადემიის საერთო კრებას აკადემიური საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების დამტკიცება.
3. მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გ. ალექსიძის ინფორმაცია, რომელმაც ასევე შემოიტანა წინადადება, რათა აკადემიის აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში არჩეული იქნას აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, დოქტორი ანატოლი გიორგაძე.
დაადგინეს: 1.აკადემიის აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში არჩეული იქნას ბატონი ანატოლი გიორგაძე.
2. ეთხოვოს აკადემიის საერთო კრებას აკადემიის აკადემიური საბჭოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების დამტკიცება.