საერთაშორისო სემინარი თემაზე: „დაჭაობებული ტერიტორიების ეკოსისტემის მდგრადი მართვა“.
2014 წლის 04 აპრილს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ჰიდრომელიორაციის მიმართულების ეროვნული კოორდინატორის დარგობრივი ჯგუფის სემინარი თემაზე: „დაჭაობებული ტერიტორიების ეკოსისტემის მდგრადი მართვა“ (ეროვნული კოორდინატორი ირაკლი ყრუაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი).
სემინარი ჩატარდა შემდეგი ორგანიზაციების ეგიდით:
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, თბილისი, საქართველო;
2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო;
3. სომხეთის ეროვნული აგრარული უნიევრსიტეტი, ერევანი, სომხეთი;
4. არქიტექტურისა და მშენებლობის ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერევანი, სომხეთი;
5. იუნესკოს წყლის რესურსების მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, დელფტი, ნიდერლანდები; ძირითადი მომხსენებელი: პროფესორი ანი ვან-დამი, იუნესკოს წყლის რესურსების მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, დელფტი, ნიდერლანდები;
სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს:
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გ. ალექსიძემ (სემინარის ხელმძღვანელი), აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოს-მდივანმა, აკად. გ. ჯაფარიძემ, სსმმ აკადემიის აკადემიკოსმა ნ. ბაღათურიამ, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, სსმმ აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ე. შაფაქიძემ, აკადემიის სწავლულმა მდივანმა, დოქტორმა ა. გიორგაძემ, აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების მთავარმა სპეციალისტმა თ. ეპიტაშვილმა;
საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტიდან: ირაკლი ყრუაშვილმა – სრული პროფესორი; ირმა ინაშვილმა - ასოცირებული პროფესორი; კონსტანტინე ბზიავამ - ასოცირებული პროფესორი; თამაზ ოდილავაძემ - ასოცირებული პროფესორი; შორენა კუპრეიშვილმა - ასოცირებული პროფესორი; ინგა ირემაშვილმა - ასისტენტ პროფესორი; ედუარდ კუხალაშვილმა - აგრარული უნივერსიტეტი, სრული პროფესორი;
სომხეთის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტიდან: არტაკ ზახარიანმა - ასოცირებული პროფესორი; რუზანა შაგინიანმა - ასოცირებული პროფესორი; ჰასმიკ ხურშუდიანმა- ასოცირებული პროფესორი; მარინე მარკოსიანმა - აგრარულ მეცნიერებათა კანდიდატი; ლილიტ სიმონიანმა - მეცნიერ თანამშრომელი;
არქიტექტურისა და მშენებლობის ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან: ოფელია კუჩკოიანმა - ასოცირებული პროფესორი; ზარა მანველიანმა - პროფესორი; ლილია ხაჩატურიანმა - ასოცირებული პროფესორი; ლილიტ კარაპეტიანმა - ასოცირებული პროფესორი; ანუშ ხუდოიანმა -არქიტექტურისა დ მშენებლობის ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასისტენტი.