მრგვალი მაგიდა სსმმ აკადემიაში
2014 წლის 18 მარტს სსმმ აკადემიაში ჩატარდა შეხვედრა აკადემიის წევრებსა და სსმმ აკადემიისა და სხვა ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმის შემმუშავებელ კომისიებთან.
2013 წელს სსმმ აკადემიამ გააფორმა შემდეგი ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმები: საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან, საქართველოს პროფესიული განათლების ფონდთან, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სამეცნიერო-საინფორმაციო ჟურნალთან “ახალი აგრარული საქართველო”, ვინიცის ეროვნულ აგრარულ უნივერსიტეტთან (უკრაინა), ყაზახეთის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ს/კ ინსტიტუტთან. მზადდება მემორანდუმის გაფორმება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან,.
შეხვედრას ხელმძღვანელობდა სსმმ აკადემიის პრეზიდენტი აკად. გ. ალექსიძე. შეხვედრის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სსმმ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოს-მდივანმა აკად. გ. ჯაფარიძემ, სსმმ აკადემიის აკადემიკოსებმა ა. დიდებულიძემ, ჯ. კაციტაძემ, რ. ჩაგელიშვილმა, თ. კუნჭულიამ, ზ. ცქიტიშვილმა, აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ე. შაფაქიძემ, აჭარის ს.მ. სამინისტროს მინისტრის პირველმა მოადგილემ ი. აბულაძემ, ა. წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ პროფ. რ. კოპალიანმა, საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის თავმჯდომარის მოადგილემ ა. თხილაიშვილმა, სტუ-ის სრ. პროფესორმა გ. გაგოშიძემ, სამეცნიერო ჟურნალ “ახალი აგრარულ საქართველო”-ს რედაქტორმა შ. მაჭარაშვილმა. შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის მხარეებს შორის სამომავლო გეგმები და ჩატარებული ღონისძიებები და ამ მიმართულებით სსმმ აკადემიის საქმიანობის სამომავლო პერსპექივები.
შეხვედრა აკადემიის წევრებსა და სსმმ აკადემიისა და სხვა ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმის შემმუშავებელ კომისიებთან.