საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სამოც წელზე მეტი მეცნიერების და პროგრესის სამსახურში

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინოვაცია, სიახლე, განვითარება...

სამეცნიერო განყოფილებები

საერთაშორისო სემინარი თემაზე: „დაჭაობებული ტერიტორიების ეკოსისტემის მდგრადი მართვა“.

image002 1     2014 წლის 04 აპრილს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ჰიდრომელიორაციის მიმართულების ეროვნული კოორდინატორის დარგობრივი ჯგუფის სემინარი თემაზე: „დაჭაობებული ტერიტორიების ეკოსისტემის მდგრადი მართვა“ (ეროვნული კოორდინატორი ირაკლი ყრუაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი).

სემინარი ჩატარდა შემდეგი ორგანიზაციების ეგიდით:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, თბილისი, საქართველო;

2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო;

3. სომხეთის ეროვნული აგრარული უნიევრსიტეტი, ერევანი, სომხეთი;

4. არქიტექტურისა და მშენებლობის ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერევანი, სომხეთი;

5. იუნესკოს წყლის რესურსების მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, დელფტი, ნიდერლანდები; ძირითადი მომხსენებელი: პროფესორი ანი ვან-დამი, იუნესკოს წყლის რესურსების მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, დელფტი, ნიდერლანდები;

image004 1

სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს:

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გ. ალექსიძემ (სემინარის ხელმძღვანელი), აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოს-მდივანმა, აკად. გ. ჯაფარიძემ, სსმმ აკადემიის აკადემიკოსმა ნ. ბაღათურიამ, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, სსმმ აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ე. შაფაქიძემ, აკადემიის სწავლულმა მდივანმა, დოქტორმა ა. გიორგაძემ, აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების მთავარმა სპეციალისტმა თ. ეპიტაშვილმა;

     საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტიდან: ირაკლი ყრუაშვილმა – სრული პროფესორი; ირმა ინაშვილმა - ასოცირებული პროფესორი; კონსტანტინე ბზიავამ - ასოცირებული პროფესორი; თამაზ ოდილავაძემ ­- ასოცირებული პროფესორი; შორენა კუპრეიშვილმა - ასოცირებული პროფესორი; ინგა ირემაშვილმა - ასისტენტ პროფესორი; ედუარდ კუხალაშვილმა - აგრარული უნივერსიტეტი, სრული პროფესორი;

image006 1

     სომხეთის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტიდან: არტაკ ზახარიანმა - ასოცირებული პროფესორი; რუზანა შაგინიანმა - ასოცირებული პროფესორი; ჰასმიკ ხურშუდიანმა- ასოცირებული პროფესორი; მარინე მარკოსიანმა - აგრარულ მეცნიერებათა კანდიდატი; ლილიტ სიმონიანმა - მეცნიერ თანამშრომელი;

     არქიტექტურისა და მშენებლობის ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან: ოფელია კუჩკოიანმა - ასოცირებული პროფესორი; ზარა მანველიანმა - პროფესორი; ლილია ხაჩატურიანმა - ასოცირებული პროფესორი; ლილიტ კარაპეტიანმა - ასოცირებული პროფესორი; ანუშ ხუდოიანმა -არქიტექტურისა დ მშენებლობის ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასისტენტი.

ძებნა საიტზე

სიახლეები

განცხადება

07 ნოემბერი 2024
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com