საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

განცხადება

           2021 წლის 30 აგვისტოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკდემიამ გამოაცხადა კონკურსი სამეცნიერო განყოფილებებში აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) არჩევის შესახებ შემდეგ სპეციალობებში:

  • მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება, სპეციალობა „მეცხოველეობა“- 1 ვაკანსია;
  • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება, სპეციალობა „სატყე საქმე“ – 1 ვაკანსია;
  • სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება, სპეციალობა „ბიოტექნოლოგია“ – 1 ვაკანსია.

აკადემიის პრეზიდენტის 2021 წლის 01 სექტემბერის ბრძანების (#80, 01.09.2021) საფუძველზე შეიქმნა საექსპერტო საკონკურსო კომისის შემდეგი შემადგენლობით: აკად. ნოდარ ჭითანავა (თავმჯდომარე), აკადემიკოსები-რევაზ მახარობლიძე, ვაჟა კვალიაშვილი, ნოდარ ჩხარტიშვილი, იუზა ვასაძე.

2021 წლის 08 ოქტომბერს გაიმართა საექსპერტო-საკონკურსო კომისიის სხდომა, რომლის დადგენილების საფუძველზე ქვემოთ ჩამოთვლილი კონკურსანტები დაშვებულნი არიან სამეცნიერო განყოფილებების სხდომებზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად:

  1. მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილებაში დოქტ. ანატოლი გიორგაძე:

                                ა.გიორგაძე ფოტო                   (დოქტ. ა. გიორგაძის CV იხილეთ ბმულზე... ;

 

 

 

 

  1. გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ლაშა დოლიძე:

                                               dolidze     (ს.მ. მეცნ.დოქტორის ლაშა დოლიძის

                                                                     CV იხილეთ   ბმულზე. );

 

 

 

  1. სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილებაში                                                                                                   ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ კვესიტაძე:

                                       kvesitadze    (ბიოლ. მეცნ. დოქტორის ედიშერ კვესიტაძის CVიხილეთ ბმულზე)