განცხადება
2020 წლის 04 მაისს ონლაინ რეჟიმში ჩატარებული სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარის თემაზე: „სატყეო კვლევის პოტენციალი საქართველოში და პერსპექტივები“ მნიშვნელობიდან და თემატიკიდან გამომდინარე, ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია სატყეო პრობლემებით დაინტრესებულ საზოგადოებაში. სემინარის ორგანიზატორმა - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ გადაწყვიტა სემინარში მონაწილეთა გამოსვლები გააერთიანოს ერთ შრომათა კრებულში და მისი ელექტრონული ვერსია და სემინარში მონაწილეობის სერტიფიკატები დაურიგოს ონლაინ რეჟიმში ჩატარებული სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარის ყველა მონაწილეს.
(სტატიის წარმოდგენის წესი იხილეთ ბმულზე).
შენიშვნა: 1. სტატიის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 20 ივნისი;
2. სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ელ-ვერსიის სახით სსმმ აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში აკადემიის სტიპენდიატის, დოქტ. გიორგი ქავთარაძის სახელზე. E-mail: g.kavtaradze@agruni.edu.ge
საქართველოს სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიის
აკადემიური დეპარტამენტი