საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში, ქ. მარაკეში, მაროკო.

     2016 წლის 18-20 აპრილს, ქ. მარაკეშში (მაროკო) ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია რომელიც მიეძღვნა საკვებად გამოსაყენებელი პარკოსანი კულტურების შესწავლას. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ მშრალი რეგიონების სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ცენტრი და მოროკოს სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის სამინისტრო.

  marok 2   კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 300-მდე სპეციალისტმა, რომლებიც მუშაობენ აღნიშნულ კულტურებზე. ქართული აგრარული მეცნიერება კონფერენციაზე წარადგინა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გ. ალექსიძემ.

      კონფერენციის მუშაობის პერიოდში მოხსენებებით გამოვიდნენ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები - პროფ. რატან ლაი - აშშ ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ICARDA-ს გენერალური მდივანი პროფ. მაჰმუდ სოლხი, მაროკოს სოფლის მეურნეობის მინისტრი დოქტ. ნაბელ ჩაოექი, FAO-ს, IFAD-ის, ICGISAT-ის, ICARDA-ს, ამერიკის, კანადის, ახალი ზელანდიის, ინდოეთის, ესპანეთის, ეთიოპიის, საფრანგეთის, მაროკოს, ავსტრალიის და სხვათა წარმომადგენლები.

Maroko 2016 1 აკად. გურამ ალექსიძე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებთან ერთად (მაროკო).

  

 აკად. გურამ ალექსიძემ კონფერენციაზე წარადგინა პოსტერი, სადაც განხილული იყო საქრთველოში არსებული პარკოსანი კულტურების გენეტიკური რესურსები, აგრეთვე ამ კულტურების მავნებელ-დავადებები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები. აკად. გ. ალექსიძეს კონფერენციის პერიოდში ჰქონდა შეხვედრები მსოფლიოს გამოჩენილ მეცნიერებთან, ზოგიერთმა მათგანმა სურვილი გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც გაიმართება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 2016 წლის 28-30 სექტემბერს.

 

     კონფერენციის ბოლო დღეს მიღებული იქნა დეკლარაცია, რომელიც ასახავს პარკოსანი კულტურების შესწავლის თანამედროვე მდგომარეობას და მსოფლიოს ქვეყნებში მათი გამოყენების პერსპექტივებს.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com