2017 წლის 10 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ჩინეთის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია ჰუაჰე ინტერნეიშენელის კომერციული დირექტორი ქალბატონი ჩენ ძინი და სომხეთში ჩინეთის ცენტრის დირექტორი ქალბატონი იზაბელა მურადიანი.
აკადემიის მხრიდან სტუმრებს შეხვდნენ აკადემიის პრეზიდენტი აკად. გ. ალექსიძე, ვიცე-პრეზიდენტი აკად. გ. ჯაფარიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი აკად. ე. შაფაქიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტ. ა. გიორგაძე, აკადემიის აპარატის თანამშრომელები.
აკად. გ. ალექსიძემ სტუმრებს გააცნო აკადემიის საქმიანობა, აკადემიაში დამუშავებული მოკლე და ხანგრძლივ ვადიანი საინვესტიციო პროექტები, აკადემიის წევრების სამეცნიერო მიღწევები.
შეხვედრის მიზანი იყო ერთობლივი პროექტების შედგენა და განხორციელება. გადაწყდა, მომზადდეს პრაქტიკული წინადადებები, როგორც საქართველოს, ისე ჩინეთის მხრიდან და პროექტები გადაეგზავნოს მონაწილე მხარეებს შემდგომი განხილვისა და განხორციელებისათვის. შეხვედრაზე განიხილეს ჩინეთში საერთაშორისო გამოფენაზე ქართული დელეგაციის მონაწილეობის და საგამოფენო თემატიკის საკითხები.