აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა
15 თებერვალს შედგა კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იქნა სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოში მომზადებული მოხსენება: „საქართველოს ვენახების კადასტრის აგების გზები და შედეგები“ (ავტორები: სოფლის მეურნეობის დოქტორი, მთავარი სპეციალისტი ირმა მდინარაძე და სამმართველოს უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი დავით მაღრაძე).
სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა კომისიის თავმჯდომარემ აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ, რომელმაც მოკლედ დაახასიათა საქართველოს მეღვინეობის სექტორში არსებული მდგომარეობა და გადასაწყვეტი პრობლემები, ხაზი გაუსვა ვენახების კადასტრის შექმნის უდიდეს როლს ამ პრობლემების გადაჭრაში.
მომხსენებელმა დავით მაღრაძემ აღნიშნა, რომ ვენახების კადასტრი გააჩნია ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც განვითარებულია მევენახეობა-მეღვინეობა. არსებული რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს ვენახების კადასტრის დაგეგმვა და განხორციელება შეიძლება დახასიათდეს, როგორც ევროპული გამოცდილებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი. ზემოთ მოყვანილის გათვალისწინებით, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს საქართველოს ვენახების კადასტრის პროექტს, რომელიც წარმოადგენს ვენახების ფართობებისა და ყურძნის წარმოების მონიტორინგის საშუალებას; იგი იქმნება ვენახის ნაკვეთების შესახებ დეტალური აგრონომიული ინფორმაციის შეკრებით, მევენახეებისა და მეღვინეების რეესტრის შექმნითა და მისი მუდმივი განახლებით აერო ფოტო სურათებზე დაფუძნებული საანკეტო ინფორმაციის შეკრებით.
ვენახების კადასტრის მიზანს წარმოადგენს:
ვაზისა და ღვინის სექტორში არსებული ყველა ერთეულის (საწარმოს) შესახებ ინფორმაციის რეგისტრაცია და შენახვა;
ინფორმაციის შეგროვება, რეგისტრაცია და შენახვა საქართველოს ვენახების ადგილმდებარეობის, მათი ფართობის, ჯიშური შემადგენლობის, დარგვის წლისა და მევენახეობის პრაქტიკასთან დაკავშირებული სხვა მაჩვენებლების ჩათვლით GIS ტექნოლოგიებზე დაყრდნობით;
ვენახების საანკეტო (ე.წ. “ალფანუმერული”) და გრაფიკული ისტორიული მონაცემების წარმოება-შენახვა; 
მევენახეობის ზონების გათვალისწინება ვენახების საწარმოო პოტენიცალის ანალიზისათვის, ახალი ზონების შექმნის ხელშეწყობა და არსებული ზონების საზღვრების დაზუსტება;
ყურძნის მოსავლისა და ღვინის პროდუქციის პროგნოზირება, სტატისტიკური ანგარიშების შემუშავება მევენახეობის რეესტრში შეკრებილი ინფორმაციის საფუძველზე და სხვა.
2014-2021 წლებში ვენახების კადასტრის პროექტის ფარგლებში სრულად აღიწერა კახეთის, რაჭისა და ლეჩხუმის მევენახეობის ზონების ვენახები, ჯამში 42089 ჰა ფართობზე. რთველი აღნიშნულ ზონებში ჩატარდა ვენახების კადასტრის ამონაწერების საფუძველზე, ხოლო 2022 წელს კადასტრის აგების სამუშაოები გაგრძელდა ქართლის (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი) მევენახეობის ზონაში - რეგიონის რუკები ატვირთული იქნა ვენახების კადასტრის ერთიან მონაცემთა ბაზაში, რომლებზედაც განხორციელდა ვენახების პოლიგონების მოხაზვა და ამჟამად მიმდინარეობს საკადასტრო ინფორმაციის შეკრება. 2023 წელს დაგეგმილია კადასტრის აგების სამუშაოების გაგრძელება მესხეთის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს და აჭარის მევენახეობის ზონებში.
მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიკოსები ნოდარ ჭითანავა და ალექსანდრე დიდებულიძე, პროფესორები ცოტნე სამადაშვილი, გელა ჯავახიშვილი, ნოდარ ხატიაშვილი, ოთარ ქარჩავა, ანზორ მესხიშვილი, აკადემიის სტიპენდიატი დოქტორი ეკატერინა კაციტაძე, დოქტორი ზურაბ ლოლაძე, რომლებმაც ხაზი გაუსვეს საქართველოს ვენახის კადასტრის შექმნის მიმართულებით მნიშვნელოვან მიღწევებს და ახალი წარმატებები უსურვეს კადასტრის სამმართველოს წევრებს მათ შემდგომ მუშაობაში.


დოქტორ მ. ბარვენაშვილის მოხსენების შემდეგ, აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ალექსიძემ სიტყვა გადასცა 
მიმდინარე წლის 2 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელზეც დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია „სწავლულ ექსპერტთა რეესტრის“ პორტალის შექმნის საკითხებთან დაკავშირებით. მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, აკადემიის აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები: დოქტორი მარინე ბარვენაშვილი და აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: ლარისა ჩაიკა, დალი თარხნიშვილი, ქეთევან ჭიპაშვილი და მარიკა მოსაშვილი.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, პრეზიდიუმის მრჩეველი და სამეცნიერო მიმართულებების კონსულტანტი აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე. 







2022 წლის 21 დეკემბერს შედგა კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის განვითარება“ - გამოვიდა ნარგიზ ბარამიძე - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის უფროსი სპეცილისტი, სოფლის მეურნეობის აკაედმიური. დოქტორი.