საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აკადემიკოს ქსენია ბახტაძის დაბადებიდან 125 წლისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა

20240207 1304112024 წლის 7 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში აკადემიის აგრარულ მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა აკადემიკოს ქსენია ბახტაძის დაბადებიდან 125 წლისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა. ესწრებოდნენ: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი; აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე; აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი; აკადემიკოსი როლანდ კოპალიანი; აკადემიის კადრების ინსპექტორი ეკატერინე მიგრიაული, აკადემიის მთავარი სპეციალისტი თინათინ ეპიტაშვილი, აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: ქეთევან ჭიპაშვილი, მარიამ მოსაშვილი, ლარისა ჩაიკა და დალი თარხნიშვილი. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ბატონი ლევან ბოლქვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფროსი სპეციალისტი, ბატონი გენადი გობაძე; ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი შოთა ლამპარაძე, 20240207 130704საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის მემცენარეობის განვითარების სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ბატონი ნოდარ ხოხაშვილი, სოფლის-მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ოთარ ქარჩავა. 20240207 133528

მრგვალი მაგიდა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. მან ყურადღება გაამახვილა აკადემიკოს ქსენია ბახტაძის დამსახურებაზე მეცნიერებაში, როგორც პირველ ქალბატონ სელექციონერზე, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის ჩაის ახალი, მაღალპროდუქტიული და მაღალხარისხიანი ჩაის ჯიშების გამოყვანაში, ქვეყანაში მეჩაიეობის დარგის განვითარებაში; ხაზი გაუსვა მის კვლევებს ჩაის მცენარის ბოტანიკის, ანატომიის, ციტოლოგიისა და გენეტიკის დარგში. შემდეგ ბატონმა გურამმა მრგვალი მაგიდის დღის წესრიგის შესაბამისად სიტყვა გადასცა აკადემიკოს გოგოლა მარგველაშვილს, რომელიც დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა მოხსენებით: „აკადემიკოსი ქსენია ბახტაძე - ცხოვრება და მოღვაწეობა“. ქალბატონმა გოგოლამ ფართოდ გააშუქა აკადემიკოს ქსენია ბახტაძის მიერ განვლილი სამეცნიერო გზა. აღნიშნა, რომ ქ. ბახტაძემ მეცნიერებისადმი ლტოლვა სტუდენტობიდანვე გამოამჟღავნა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ მუშაობა დაიწყო თბილისის ბოტანიკური ბაღის თესლის საკონტროლო სადგურში. მოგვიანებით იგი გადავიდა ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჩაქვის ფილიალში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. ქალბატონ ქსენია ბახტაძის დამსახურებაა საქართველოში და არა მარტო საქართველოში ჩაის კულტურის დანერგვა-დარაიონება. თავისი კვლევების შედეგები ქ. ბახტაძემ არაერთ სამეცნიერო ნაშრომსა თუ პუბლიკაციაში ასახა, რომელთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს წიგნი „ჩაის მცენარის ბიოლოგია, სელექცია და მეთესლეობა“.   ხელისუფლებამ ჯეროვნად დააფასა აკადემიკოს ქსენია ბახტაძის მიერ გაწეული შრომა და იგი მრავალგზის დააჯილდოვა ორდენებითა და ოქროს მედლებით. 20240207 140532

აკადემიკოს გოგოლა მარგველაშვილის მოხსენების დასრულების შემდეგ, აუდიტორიის წინაშე წარსდგა აკადემიკოსი როლანდ კოპალიანი, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ჩაის კულტურის გაშენების ისტორიის შესახებ. აღინიშნა აკადემიკოს ქსენია ბახტაძის დამსახურება ამ მიმართულებით. მომხსენებლის მიერ პარალელები იქნა გავლებული საქართველოში ჩაის კუტურის გაშენების აკადემიკოს ქ. ბახტაძის დროინდელ და დღევანდელ მდგომარეობას შორის. ყურადღება გამახვილდა იმ სამწუხარო ფაქტზე, რომ ამჟამად ქვეყანაში ჩაის კულტურის მიერ დაკავებული ფართობები საგრძნობლად შემცირდა, მისახედია სელექციური სამუშაოებიც. მოხსენების მსვლელობისას ნაჩვენები იყო სამეცნიერო-პოპულარული ფილმი ქართული ჩაის შესახებ. დამსწრე საზოგადოებამ იხილა საქართველოში გაშენებული ჩაის საუკეთესო პლანტაციები, ჩაის ნერგის დაკალმება, ჩაის მცენარის სახესხვაობები, ასევე მოისმინა ჩაის გაშენებასთან და მის მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებული საკითხები.

მრგვალ მაგიდაზე სიტყვით გამოვიდა პროფესორი შოთა ლამპარაძე, რომელიც უშუალოდ იცნობდა ქაბატონ ქ. ბახტაძეს. მან აღნიშნა, რომ აკადემიკოსი ქ. ბახტაძე არამარტო კარგი მეცნიერი და გამორჩეული მკვლევარი იყო, არამედ საუკეთესო პედაგოგიც, რომელიც თავის ცოდნას და გამოცდილებას უანგაროდ გადასცემდა მომავალ თაობას. არ ყოფილა საკითხი, რომლითაც მიემართათ ქალბატონი ქსენიასთვის და მას სრულყოფილი პასუხი არ გაეცა. 

აჭარაში ჩაის კულტურასთან, მის წარმოებასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებზე ისაუბრა ბატონმა ლევან ბოლქვაძემ. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ჩაისთან დაკავშირებული საუკეთესო ტრადიციები, რომლებსაც აჭარაში ჩაეყარა საფუძველი კვლავაც უნდა გაგრძელდეს.

ბატონმა ნოდარ ხოხაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია მეჩაიეობის დარგის განვითარების კონცეფციის შექმნასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც გამოთქვა დიდი იმედი, რომ ამ მიმართულებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაც აქტიურად ჩაერთვება.

მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და აკადემიკოს ქსენია ბახტაძის ხსოვნის მიმართ პატივის მიგებისათვის.

მრგვალი მაგიდის მუშაობა გაშუქებული იქნა   საფერავი ტვ-ს მიერ.

Screenshot 2024 02 12 153415

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხორბლის კულტურა - რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია“

 

kk  მიმდინარე წლის 5-6 თებერვალს სასტუმრო „რესპუბლიკის“ – „ივენთ ჰოლში“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხორბლის კულტურა - რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია“. კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი; FAO-გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

კონფერენციის საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტი წარმოდგენილი იყო 4 ქვეყნის (საქართველო, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი) მეცნიერთა შემადგენლობით, ხოლო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს 6 ქვეყნის (საქართველო, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი, აშშ, თურქეთი) მეცნიერ-მკვლევარებმა.

კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა მოდერატორმა-სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, აკადემიკოსმა ლევან უჯმაჯურიძემ. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ ასევე: საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი ნინო წილოსანი; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ბატონი იური ნოზაძე; საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ბატონი ნოდარ პაპუკაშვილი; საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ბატონი ნიკოლოზ აზნაურაშვილი; მაღალყოვლადუსამღვდელოესობა დავითი; გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელი საქართველოში, ბატონი რაიმუნდ იელე; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ქალბატონი თინათინ სადუნიშვილი; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია; კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC) დირექტორი, ქალბატონი სოფიკო ახობაძე; საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი რატი კოჭლამაზაშვილი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან აუდიტორიის წინაშე წარსდგა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე. მომხსენებლებმა თავიანთ გამოსვლებში აღნიშნეს თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად ხორბალს მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაში, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ქართულ ხორბალზე, რომელიც გამორჩეული ნიშან-თვისებებით ხასიათდება და რის გამოც მას ფართოდ იყენებენ სელექციურ საქმიანობაში. მსოფლიოში გავრცელებული ხორბლის 27 სახეობიდან საქართველოში 14 სახეობას ვხვდებით, რომელთაგან 5: ჩელტა ზანდური (Triticum timopheevii), კოლხური ასლი (Triticum palaeocolchicum), მახა (Triticum macha), ჰექსაპლოიდური ზანდური (Triticum zhukovskyi) და დიკა (Triticum carthlicum) – საქართველოს ენდემია, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში გავრცელებული ხორბლის სახეობების ნახევარზე მეტში ქართული გენი დევს. ქართული ხორბლის სახეობები უნიკალურია თავისი გენეტიკური და სელექციური თვალსაზრისითაც, რადგან ახასიათებთ ისეთი მნიშვნელოვანი თვისებები, როგორიცაა: დაავადებებისადმი კომპლექსური იმუნიტეტი, სტერილურობისადმი გამძლეობა, ცილის მაღალი შემცველობა, ადაპტაციის მაღალი უნარი, თავთავის ღერაკის მაღალი ელასტიკურობა, გამძლეობა თავთავის ტყდომისადმი და თავთავიდან მარცვლის ცვენადობისადმი, თავთუნებიდან მარცვლების ადვილად გამოლეწვის უნარი და სხვ. gurami

გარდა ამისა მომხსენებლებმა ისაუბრეს ქართველთა ყოფაში ხორბლის მნიშვნელობაზე და იმ ტრადიციებზე, რომელიც ხორბის მოყვანასა და მის ნამზადთან არის დაკავშირებული. კერძოდ, ხაზი გაუსვეს იმას, რომ პურის ცხობა საქართველოში ძველთაგანვე კეთილშობილურ საქმედ მიიჩნეოდა. ცხვებოდა მრგვალი, გრძელი, ოთხკუთხედი, ადამიანისა და ცხოველის გამოსახულებით, გულიანი ნამცხვრები და სხვ. დანიშნულების მიხედვით იყო რიტუალური, საოჯახო, სასტუმრო. რიტუალურს განეკუთვნებოდა მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული, ღვთაებათა თაყვანსაცემად, ბუნების ძალთა აღორძინებასთან დაკავშირებით და სხვა. პურის სახეობებს სხვადასხვა ფუნქციის შესრულება ჰქონდა დაკისრებული: ყოველდღიურად ჯალაბთ სანაყრი იყო, სტუმრის დაპურების ძირითადი საშუალება. სახატო, სათემო, საოჯახო, ლხინისა თუ მწუხარების სუფრის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. ხაზგასმით აღინიშნა, რომ დღესაც ჩვენში პურის გარეშე არ არსებობს სუფრა, სალხინო იქნება ეს თუ მწუხრის.

მისალმების შემდეგ კონფერენციის მუშაობის პროგრამის შესაბამისად გაიმართა I სესიის მუშაობა, რომლის მოდერატორებიც გახლდნენ: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლოვან კულტურათა სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი ცოტნე სამადაშვილი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეთნოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი ქეთევან ხუციშვილი. I სესიაზე მოსმენილი იქნა როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერების მიერ გაკეთებული არაერთი საინტერესო მოხსენება, რომელთაგან აღსანიშნავია: ქართული ხორბლის ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები (ლ. უჯმაჯურიძე, ც. სამადაშვილი, გ. ჩხუტიაშვილი); ხორბალი ტრადიციულ ქართულ ყოფით და სარიტუალო პრაქტიკაში (ქ. ხუციშვილი); შენიშვნები ხორბლის 4.5 ენდემური სახეობის შესახებ და მათი ადგილი Triticum-ის ახალ კლასიფიკაციაში (მ. სლაგერენი); ქართული ხორბალი და მისი მოხმარების სოციალურ-კულტურული ასპექტები (ნ. შოშიტაიშვილი, გ. ჩხუტიაშვილი); უძველესი ხორბლის სახეობები ქვემო ქართლის ნეოლითური ნამოსახლარებიდან (ნ. რუსიშვილი); და სხვ.

me 6 თებერვალს II სესიამ მუშაობა დილის 10 საათიდან დაიწყო. მსმენელთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მოხსენებებმა: სარიტუალო პურები და ქართულ-ევროპული პარალელები (რ. გუჯეჯიანი); ხორბლის მოყვანის ტრადიცია ართვინის რეგიონში (თურქეთის რესპუბლიკა) (გ. უზთურქი); პურის ცხობის ტრადიციები კახეთის ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით (თ. გვიმრაძე); ქართული გენეტიკური ხაზის როლი რბილი ხორბლის წინაპრის - Aegilops tauschii Coss.-ის ევოლუციაში (ი. მაცუოკა); ხორბლის მოყვანასთან დაკავშირებული ეთნომუსიკალური ტრადიციები აღმოსავლეთ საქართველოში (ნ. ვალიშვილი) და სხვ.

II სესიის დასრულების შემდეგ კონფერენციის მუშაობა შეაჯამეს მოდერატორებმა: ქალბატონმა ქ. ხუციშვილმა და ბატონმა ც. სამადაშვილმა. უცხოელმა სტუმრებმა, ბატონებმა: მ. სლაგერენმა, ი. მაცუოკამ; ქალბატონებმა: მ. მარკოვამ, გ. უზურთურქმა, ასევე ქართველმა მეცნიერება მადლობა გადაუხადეს კონფერენციის ორგანიზატორებს მეტად მნიშვნელოვანი კონფერენციის ორგანიზებისათვის და იმედი გამოთქვეს, რომ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში ქართული ხორბლის ნამზადის რიტუალიც დაემატება.

კონფერენცია დახურა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, აკადემიკოსმა ლ. უჯმაჯურიძემ, რომელმაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილესთან აკადემიკოს ა. გიორგაძესთან ერთად სამახსოვრო სერტიფიკატები გადასცა კონფერენციის უცხოელ და ქართველ მონაწილეებს. აღნიშნულის შემდეგ აკადემიკოსმა ლ. უჯმაჯურიძემ დიდი მადლობა გადაუხადა კონფერენციის მუშაობაში ჩართულ თითოეულ მონაწილეს და წარმატება უსურვა შემდგომ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.

კონფერენციის მონაწილეებმა, კონფერენციის ორგანიზატორებთან ერთად გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, რის შემდეგ მოწვეული უცხოელი სტუმრებისათვის მოეწყო ექსკურსია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 60-ზე მეტმა მეცნიერ-მკვლევარმა, დაიბეჭდა სამეცნიერო შრომათა თეზისები, რომელშიც გაშუქდა 31 სამეცნიერო ნაშრომი. მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო ჩანთები, საწერ-კალმები, ბლოკნოტები. კონფერენციის ორივე დღე გაშუქებული იყო საფერავი ტვ-სა და სხვა ტელევიზიების მიერ.

ღონისძიებები

პროექტის - „უცხო, პოტენციურად ინვაზიური მერქნიანი მცენარეების შესწავლა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზედა

მონოგრაფიული ნაშრომის - „უცხო მერქნიან მცენარეთა ინვაზია საქართველოს დაცულ ტერიტორიების ტყის ჰაბიტატებში

 

2024 წლის 30 იანვარს თბილისში, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის - „უცხო, პოტენციურად ინვაზიური მერქნიანი მცენარეების შესწავლა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზედა მონოგრაფიული ნაშრომის - „უცხო მერქნიან მცენარეთა ინვაზია საქართველოს დაცული ტერიტორიების ტყის ჰაბიტატებშიპრეზენტაცია. პროექტი განხორციელდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის . გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის მიერ . რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოფინანსური მხარდაჭერით.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლები, სტუდენტები, . რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან სხდომას ესწრებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე.

პრეზენტაციით დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის . გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის /, სატყეო საქმის დოქტორი, პროფესორი . ქავთარაძე, რომელმაც საკმაოდ დაწვრილებით მიმოიხილა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული უცხო, პოტენციურად ინვაზიური მერქნიანი მცენარეები და მათი გავლენა ადგილობრივ ტყის ჰაბიტატებზე. პროექტის ირგვლივ გაიმართა დისკუსია.

დასასრულს შეხვედრა შეაჯამა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის . გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის . გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის /, სატყეო საქმის დოქტორმა, პროფესორმა . ქავთარაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას შეხვედრაში მონაწილეობისათვის.

 

საქართველოს ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის შედეგები და წინასწარი პოლიტიკური დასკვნები (2019 – 2023 . .)

 

2024 წლის 29 იანვარს თბილისში, სასტუმრო ‘’შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში’’ გაიმართა საქართველოს ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის შედეგების და წინასწარი პოლიტიკური დასკვნების (2019 – 2023 . .) პრეზენტაცია.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ - ნინო თანდილაშვილმა.

შემდეგ, შეკრებილ საზოგადოებას მიმართეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ერნსტ პიტერ ფიშერმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე.

საქართველოს ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის შედეგების შესახებ აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციით წარსდგა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ტყის პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელი პაპუნა კაპანაძე. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. მსმენელთა მხრიდან დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზედაც მომხსენებელმა ამომწურავი პასუხები გასცა.

შემდგომ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა წარმოადგინა წინასწარი პოლიტიკური დასკვნები საქართველოს სატყეო სექტორის რეფორმისათვის ტყის ეროვნული აღრიცხვის საფუძველზე.

დასასრულს შეხვედრა შეაჯამა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას შეხვედრაში მონაწილეობისათვის.

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

420032017 931545895168160 5007176984093866863 n

  მიმდინარე წლის 17 იანვარს შედგა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: ,,აგრარული სფეროს ტექნიკური შეიარაღების პროგნოზირება მექანიზებული სამუშაოების ენერგეტიკული შეფასების საუძველზე“ (სამთო პირობების გათვალისწინებით)   გამოვიდა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ოთარ ქარჩავა. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მემცენარეობის პროდუქციის კონკურენტურნარიანობას ბაზარზე განსაზღვრავს მისი თვითღირებულება, რაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მისი წარმოებისთვის საჭირო მექანიზებული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებაზე ფულადი სახსრების დანახარჯებზე. ეს უკანასკნელი საკმაოდ დიდ დიაპაზონში იცვლება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების, გამომუშავების, შრომის და საწვავ-საზეთ მასალებზე ხარჯის, ასევე ტრაქტორების, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, შრომის, ენერგომატარებლების და ტექნიკური სერვისის საბაზრო ღირებულების ცვლილების მიხედვით. ამასთან საქართველო, როგორც მიწათმოქმედების რეგიონი, ეკუთვნის სამთო ზონას, სადაც ნაკვეთები ხასიათდებიან არასწორი კონფიგურაციით, განლაგებულნი არიან ფერდობებზე და ხშირად ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეებზე. ყოველივე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს მობილური სასოფლო-სამეურნეო აგრეგატების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და საბოლოო ჯამში წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. ასეთ საექსპლუატაციო პირობებში მნიშვნელოვნად იცვლება აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო სატრაქტორო პარკის სტრუქტურული და რაოდენობრივი შემადგენლობა. ამიტომ ასეთი ამოცანების გადაწყვეტისთვის საყოველთთაოდ მიღებული კრიტერიუმი - ფულადი სახსრების ხვედრითი დანახარჯები ობიექტურად ვეღარ ასახავდა საწარმოო სიტუაციას.

სატრაქტორო სამუშაოების მოცულობის შეფასებისთვის შემოღებული იქნა სატრაქტორო სამუშაოს მოცულობის შეფასების კომპლექსური ენერგეტიკული კრიტერიუმი - ხვედრითი ენერგეტიკული დანახარჯები, რომელიც თავისთავში შეიცავს აგრეგატების ლითონტევადობას, საწვავ-საზეთი მასალების ენერგოშემცველობას და შრომის ენერგეტიკულ ექვივალენტს. განისაზღვრა მისი ენერგეტიკული ექვივალენტი და დიფერენცირებულ საწარმოო პირობებისთვის დამუშავდა მაკორექტირებელი კოეფიციენტების რიცხობრივი მაჩვენებელების განსაზღვრის მეთოდიკა, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა სატრაქტორო სამუშაოების მოცულობების განსაზღვრა კონკრეტულ საწარმოო პირობებში და შესაბამისი ნორმატიული ბაზის შექმნა. ამასთან, სამთო პირობების გათვალისწინებით კორექტირება გაუკეთდა არსებული სატრანსპორტო ამოცანის მათემატიკურ მოდელს და შეიქმნა მემცენარეობის მიმართულების ფერმერული მეურნეობების ოპტიმალური მანქანათა სისტემებით უზრუნველყოფის მეთოდოლოგია ენერგეტიკული კრიტერიუმის გამოყენებით. მიღებული შედეგები რეალიზებული იქნა პილოტ-პროქეტებში საერთოდ ქვეყნისთვის (2013 წელს) სხვადასხვა სიმძლავრის ფერმერული მეურნეობებისთვის (2015 – 2021 წელს).

     მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გ.ჯაფარიძემ; აკადემიკოსებმა: ნ.ჭითანავამ და ა.დიდებულიძემ;   პროფესორებმა ც.სამადაშვილმა და ო.თედორაძემ; დოქტორებმა: ნ.ხოხაშვილმა, გ.ქუთელიამ და ე.კაციტაძემ, რომლებმაც დადებითად შეაფასეს ჩატარებული კვლევა და ხაზი გაუსვეს წარმოდგენილი თემის აქტუალობას. დაადგინეს: 1.მოწონებული იქნეს წარმოდგენილი მოხსენება და მეთოდიკა; შედგენილი მეთოდიკის საშუალებით შესაძლებელია მემცენარეობაში ნებისმიერი სიმძლავრის მეურნეობისთვის საჭირო სატრაქტორო პარკის პროგნოზირება, აგრეთვე დახურული გრუნტისთვის საჭირო მოტობლოკების, ელექტროტრაქტორების და სტაციონარული დანადგარების ოპტიმალური შემადგენლობის დადგენა; 2. საჭიროებას მოითხოვს მეთოდიკის სრულყოფა ნიადაგდამცავი, რესურსდამზოგი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიების გავრცელების გათვალისწინებით; მიზანშეწონილია სერვისის ბაზების ოპტიმალური ტექნიკური შეიარაღების და მათი განლაგების ოპტიმალური ადგილების შერჩევის მეთოდიკის დამუშავება.

სასტიპენდიო პროგრამა

პოლონეთის რესპუბლიკის ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან შემოსულია კორესპონდენცია იმის თაობაზე, რომ გამოცხადებულია პოლონეთის რესპუბლიკის ლეინ კირკლენდის კვლევითი პროგრამა (2024 KIRKLAND RESEARCH SCHOLARSHIPS), რომელიც განკუთვნილია საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვას, ტაჯიქეთის, უკრაინისა და უზბეკეთის 45-წლამდე ასაკის მკვლევარებისათვის, რომლებიც ფლობენ დოქტორის ხარისხს და ამჟამად იკავებენ აკადემიურ პოზიციას; პროგრამის დაფინანსებას აწარმოებს თავისუფლების პოლონურ-ამერიკული ფონდი. სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 მარტი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://kirkland.edu.pl/en/about-the-program/

კითხვების შემთხვევაში მიმართეთ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამების
კოორდინატორებს მეილზეThis email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.">This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

გისურვებთ წარმატებას!

მილოცვა

  

rezojabn

საქართველოს სოფის მეურნეობის  მეცნიერებათა აკადემიის  აკადემიკოსს,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებთა დოქტორსბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორს,

რ ე ზ ო    ჯ ა ბ ნ ი ძ ე ს

დაბადებიდან   70 და სამეცნიეროპედაგოგიური მოღვაწეობის 45 წელი შეუსრულდა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია   გულითადად  ულოცავს

ბატონ  რეზო ჯაბნიძეს  ამ  ღირსშესანიშნავ  თარიღებს,  უსურვებს  ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს,

წარმატებულ სამეცნიერო,   პედაგოგიურ და საზოგადოებრივ  საქმიანობას ჩვენი  ქვეყნის  საკეთილდღეოდ!

 

 

 

ttt

 

საქართველოს სოფის  მეურნეობის  მეცნიერებათა აკადემიის  მილოცვა აკადემიკოს

დავით გურგენიძეს

საქართველოს  სოფის  მეურნეობის  მეცნიერებათა აკადემია, 

ქვეყნის აგრარიკოს-მეცნიერები გულითადად გილოცავთ ბატონო დავით

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე მეორედ არჩევას.

გისურვებთ დღეგრძელობას, წარმატებას და წინსვლას სამეცნიერო,

პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!

მ ი ლ ო ც ვ ა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

გულითადად ულოცავს 80 წლის იუბილეს აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს გივი ჯაფარიძეს

და უსურვებს დღეგრძელობას, წარმატებას და წინსვლას სამეცნიერო ასპარეზსა და პირად ცხოვრებაში

IMG 4881

 

 bbc8a928 7def 4af3 9a85 923f80dba585

  

გაზეთ საქართველოს რესპუბლიკაში გამოქვეყნებული ტექსტი იხ. ბმულზე. 

 

მილოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ღრმა პატივისცემითა და უდიდესი სიყვარულით

ულოცავს დაბადების 91-ე წლისთავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,

უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსს,

ილია მეორეს და უსურვებს ჯანმრთეობას, დიდხანს სიცოცხლეს და სულიერ მხნეობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

image 2024 01 05 162631539

ხსოვნა

                                                         შალვა კერესელიძე  

fa5c83ed 572f 4a8c 90cb 3a46408f5cc3   არიან ადამიანები, რომელთა მოღვაწეობა სიცოცხლეშივე მისაბაძია თანამედროვეებისათვის. ასეთ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნება 1913 წლის 25 დეკემბერს ზემო რაჭის მშვენიერ მაღალმთიან სოფელ უწერაში, იასონ კერესელიძისა და ოლღა რეხვიაშვილის მეტად მშრომელ და კეთილსინდისიერ, პატიოსნობით სავსე ოჯახში, დაბადებული შალვა კერესელიძე. ბუნებისგან ჭარბი ნაბოძები ნიჭი, დაუშრეტელი ენერგია და უდრეკი ნებისყოფა შალვა კერესელიძეს დაჰყვა ბავშვობიდანვე.

მამა 1921 წელს გრიპის ეპიდემიისას 41 წლის ასაკში გარდაიცვალა, და ხუთი შვილის აღზრდა დედას მოუწია, თუმცა მას გვერდში ამოუდგნენ და მზრუნველობა გამოიჩინეს ბიძებმა და ბიძაშვილმა.

შალვამ დაამთავრა ონის საშუალო სკოლა, სწავლობდა ფრიადებზე, სოფლიდან ონამდე 12 კილომეტრზე ძირითადად ფეხით დადიოდა. 1931 წელს თბილისში უმაღლეს სასწავლებელში - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მექანიზაციის ფაკულტეტზე მოეწყო და სწავლისას თავს ირჩენდა ფრიადოსნის სტიპენდიით. 1936 წელს ინსტიტუტის წარმატებით დამთავრების შემდეგ მას შესთავაზეს ასპირანტურაში დარჩენა, მაგრამ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით იმავე წელს ის მეცნიერ თანამშრომლად მუშაობას იწყებს ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ანასეულში, სადაც 1938 წლამდე მონდომებით იღწვოდა ამ სტრატეგიულ კულტურებში ტექნოლოგიური პროცესების მექანიზაციის დონის ასამაღლებლად. შემდეგ ბატონი შალვა სწავლობდა ასპირანტურაში მოსკოვის სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ინსტიტუტში, საიდანაც 1941 წელს გაიწვიეს ჯარში.

1943 წელს დემობილიზაციის შემდეგ შ. კერესელიძე უბრუნდება თავის საყვარელ საქმეს და მუშაობას იწყებს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ასისტენტად, ხოლო საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ მას ირჩევენ დეკანის მოადგილედ.

1949 წელს შალვა კერესელიძე დაინიშნა ახლად შექმნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სახელმწიფო სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსად და აქედან იწყება მისი დაუღალავი შემოქმედებითი მეცნიერული და საკონსტრუქტორო მოღვაწეობა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურებისათვის განკუთვნილი მანქანების შესაქმნელად. 1961 წელს იგი იცავს სადოქტორო დისერტაციას, ხოლო 1962 წელს მას პროფესორის წოდება ენიჭება. განუზომელია ბატონ შალვას ღვაწლი ხარისხოვანი ჩაის ფოთლის მექანიზებული კრეფის პრობლემის გადაწყვეტის საქმეში, რაც სათანადოდ დაფასდა - 1967 წელს მას, როგორც ჩაის საკრეფი მანქანა „საქართველოს“ პრინციპული სქემის ავტორსა და მანქანის სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში გავრცელების სამუშაოების ხელმძღვანელს, კონსტრუქტორთა ჯგუფთან ერთად ლენინური პრემია მიენიჭა.

დიდია პროფესორ კერესელიძის დამსახურება საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ინჟინერთა თაობების მომზადების საქმეში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ორმოცდაათამდე საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია, იგი 1954-1962 წლებში მუშაობდა ახლად შექმნილი საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის პრორექტორად და ხელმძღვანელობდა ტრაქტორებისა და ავტომობილების კათედრას, შემდეგ 1962-1970 წლებში იყო კონსტანტინე ამირეჯიბის სახელობის საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

1971 წელს შალვა კერესელიძეს მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება და ამავე წელს მისი ინიციატივით შეიქმნა საკავშირო სამთო მიწათმოქმედების და სუბტროპიკული კულტურების მანქანათა საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი, რომლის დირექტორადაც დაინიშნა; ამავე პერიოდში მან მიიღო სუბტროპიკული კულტურების დარგში გენერალური კონსტრუქტორის წოდება. 1975 წლიდან პროფესორი შალვა კერესელიძე დაუბრუნდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, სადაც მიუხედავად ხანდაზმულობისა სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებს სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო საქმიანობას. 1994 წელს იგი არჩეული იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ჯერ საპატიო, ხოლო შემდეგ ნამდვილ წევრად.

შალვა კერესელიძე 200 სამეცნიერო შრომისა და მონოგრაფიის ავტორია, მას ეკუთვნის 80-მდე გამოგონება. ბატონმა შალვამ როგორც ღირსეულმა, უმწიკლო პატიოსნებისა და უკომპრომისო პრინციპულობის ქართველმა კაცმა, დიდმა მეცნიერმა, ნიჭიერებისა და შრომისმოყვარეობის დამფასებელმა პედაგოგმა და ნამდვილმა პატრიოტმა ნათელი კვალი დატოვა და მისი ხსოვნა მარად დარჩება ქართველი ერის ცხოვრებაში.

შალვა კერესელიძე გარდაიცვალა 1997 წელს. 

 

 

  

აკადემიკოს შალვა კერესელიძის გახსენება

 

5e5036fc 05d6 4401 9cf0 585705f69467 2023 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში აკადემიის აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა მიძღვნილი აკადემიკოს შალვა კერესელიძის 110 წლისთავისადმი. მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; პრეზიდიუმის მრჩეველი აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა; აკადემიის აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის სტიპენდიატი, დოქტორი გიორგი ქუთელია. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: აკადემიკოსები: ჯემალ კაციტაძე, ლევან უჯმაჯურიძე; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორები: ზაზა მახარობლიძე და ნუგზარ ებანოიძე, ტექნიკის დოქტორები: ნიკო ჯავახიშვილი, თამაზ ნადირაშვილი და თენგიზ ცერცვაძე.

მრგვალი მაგიდა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მისალმების შემდეგ მან ისაუბრა აკადემიკოს შალვა კერესელიძის მიერ გაწეულ უდიდეს ღვაწლზე სამამულო სატრაქტორო და სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობის განვითარების საქმეში. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მის საქმიანობაზე თბილისის სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობის ქარხანაში ჩაის საკრეფი მანქანების წარმოების ათვისებასთან დაკავშირებით, სადაც საფუძველი ჩაეყარა ჩაის მოვლა-მოყვანისა და ფოთლის კრეფის მანქანათა კომპლექსის სერიულ გამოშვებას. სწორედ ჩაის საკრეფი მანქანის „საქართველოს“ წარმოებაში დანერგვისათვის პროფესორ შ. კერესელიძეს მიენიჭა იმ დროისათვის მეტად პრესტიჟული ლენინური პრემია. აკადემიკოსი გ. ჯაფარიძე ასევე შეეხო შ. კერესელიძის პიროვნულ თვისებებს. აღინიშნა, რომ აკად. შალვა კერესელიძე იყო არამარტო დიდი მეცნიერი, არამედ მეტად კეთილშობილი, კაცთმოყვარე და ქვეყნისათვის თავდადებული პიროვნება. 7699116c 3ae2 4eba 986f 8e45fd0987f9

აკადემიკოს შალვა კერესელიძის ბიოგრაფიულ მონაცემებზე ფართო მოხსენებით გამოვიდა აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე, რომელმაც თავის მოხსენებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო შ. კერესელიძის მიერ ჩატარებულ ურთულეს სამეცნიერო-კვლევით და საკონსტრუქციო-ტექნოლოგიური სამუშაოების განხილვას. აკად. რ. მახარობლიძემ ასევე ისაუბრა შ. კერესელიძის ნოვატორულ და ორიგინალურ შეხედულებებსა და მიმართულებებზე. ხაზი გაუსვა იმას, რომ შ. კერესელიძემ არა მარტო პირველმა დააყენა სამთო მიწათმოქმედებისა და სუბტროპიკული კულტურების მექანიზაციის პრობლემები და გვიჩვენა მათი პრაქტიკული განხორციელების გზები, არამედ გვიკარნახა სისტემური კვლევის ელემენტების ფართოდ გამოყენების აუცილებლობაც.

მრგვალ მაგიდაზე შ. კერესელიძის ავტობიოგრაფიულ მონაცემებთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდნენ აკადემიკოსები: ნ. ჭითანავა, რომელმაც ბატონი შალვა ქვეყნისათვის გაწეული მეტად მნიშვნელოვანი საქმიანობიდან გამომდინარე არაერთი თბილი სიტყვით მოიხსენია; გ. ალექსიძემ და ა. დიდებულიძემ აღნიშნეს, რომ ბატონი შალვას ცხოვრება ია-ვარდით არ ყოფილა მოფენილი. მიუხედავად   დიდი აღიარებისა, მას მრავალი სირთულის გადალახვა მოუწია, თუმცა არასდროს არ დაუყრია ფარ-ხმალი და მუდამ საკუთარი პრინციპების ერთგული დარჩენილა. აკადემიკოსმა ჯ. კაციტაძემ დამსწრე საზოგადოების ყურადღება შ. კერესელიძის პიროვნულ ღირსებებზე შეაჩერა და სიამაყით აღნიშნა, რომ მისი აღზრდილი იყო.

აკადემიკოსი შ. კერესელიძე დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გაიხსენეს ასევე მისმა ყოფილმა ასპირანტებმა, ბატონებმა: ნ. ებანოიძემ, ზ. მახარობლიძემ, თ. ნადირაშვილმა. მათ ბატონი შალვა დაახასიათეს როგორც საუკეთესო პედაგოგი და ახალგაზრდების დიდი გულშემატკივარი, რომელმაც ბევრ სტუდენტს გაუწოდა დახმარების ხელი და ბევრსაც მეცნიერებში გაუკაფა გზა.

მრგვალ მაგიდის მუშაობა შეაჯამა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და აკადემიკოს შ. კერესელიძის გახსენებისათვის.

 

 

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

 

         2023 წლის 20 დეკემბერს შედგა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იყო ინჟინერიის დოქტორის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის უფროსი სპეციალისტის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატის გიორგი ქუთელიას მოხსენება თემაზე: ,,მოტობლოკის ბაზაზე ბაზოს წარმომქმნელი და მულჩსაფარი კომბინირებული აგრეგატის შესახებ“.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის კომპლექსური მექანიზაციისთვის საჭირო ოპერაციების შესასრულებლად გამოიყენება როგორც მობილური, ასევე მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებები, მოტობლოკები და მათზე დააგრეგატებული მოწყობილობები. მათი გამოყენება განსაკუთებით ეფექტიანია მცირეკონტურიან და მთიან ადგილებში განლაგებულ სასოფლო-სამეურნეო ფართობებზე. აღნიშნული პირობებისთვის შემოთავაზებულია ნიადაგზე ბაზოს წარმომქნელი და მულჩსაფარი რესურსდამზოგი კომბინირებული სასოფლო-სამეურნეო აგრეგატი მოტობლოკის ბაზაზე, რომელიც დაცულია საქართველოს პატენტით № P 2021 7299 B, რაც სიახლეს წარმოადგენს.

საქართველოში მრავლადაა შინა მეურნეობების ნაკვეთები, რომელთა ფართობი შეადგენს 0,25-2,5 ჰა და სადაც იწარმოება ბოსტნეული, ბაღჩეული და კენკროვანი კულტურები. სწორედ ეს სეგმენტია მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების ძირითადი მომხმარებელი.

შემოთავაზებული კომბინირებული აგრეგატი იძლევა ეკოლოგიურ და ეკონომიკურ სარგებელს, რაც გამოიხატება ნაკვეთზე მისი მინიმალური გამოყენებით; ნაკლებია საპოხ-საზეთი მასალებით ნიადაგის დაბინძურება და შემცირებულია ცალკეული სასოფლო-სამეურნეო ოპერაციების შესრულება ერთი გავლით, რაც 2-2,5 ჯერ ზრდის მის ეფექტიანობას. კომბინირებული მანქანა საშუალებას იძლევა მცირე ენერგეტიკული დანახარჯებით ერთჯერადად შეასრულოს ექვსი ოპერაცია: ნიადაგის გაფხვიერება აქტიური სამუშაო ორგანოებით (ფრეზებით); ბაზოს წარმოქმნა; წვეთოვანი წყლის სისტემის გაყვანა; პლასტიკური მულჩის დაგება დაგებულ პლასტიკურ მულჩზე მიწის შემოყრა; დაგებული პლასტიკური მულჩის დახვრეტა.

ახალი აგრეგატი შეავსებს აგრარული ბაზრის აუთვისებელ სეგმენტს ინოვაციური ტექნიკური საშუალებების გამოყენების თვალსაზრისით, ასევე  აუცილებლად მაღალმოთხოვნადი იქნება მცირემიწიან და დახურულ გრუნტში (სათბურებში) სასოფლო - სამეურნეო კულტურების წარმოებისას.

პროექტი ხორციელდება ინტელექტუალური საკუთრების და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით [ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის ფარგლებში 2021 - YS-21-342].

განხილვაში მონაწილეობდნენ: პროფ. . ქარჩავა, დოქტ. ძიძიკაშილი, აკად. .კაციტაძე, აკად .დიდებულიძე, რომლებმაც აღნიშნეს მომხსენებლის მიერ ჩატარებული მუშაობის აქტუალურობა და მიდგომის ინოვაციურობა. სხდომამ მიიღო შესაბამისი დადგენილება.

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com