საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მრგვალი მაგიდა ეროვნული კოორდინატორების მონაწილეობით

            2018 წლის 27 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: “საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული კოორდინატორების ინსტიტუტის როლისა და მნიშვნელობის შესახებ”.Koordinatorebtan 1

მრგვალი მაგიდა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. გ. ჯაფარიძემ. მან ხაზი გაუსვა აკადემიაში მოქმედი კოორდინატორების ინსტიტუტის მნიშვნელობას, მათ საქმიანობას სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროში; აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზუდიუმთან არსებული ეროვნული კოორდინატორი წარმოადგენსაკადემიასთან ჩამოყალიბებული სპეციალური დარგობრივი ჯგუფის  ხელმძღვანელს, რომლისაქმიანობას ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს შესაბამისი დარგობრივი სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, განყოფილების მიერ დამტკიცებული ეროვნულ კოორდინატორთა სამუშაო გეგმის შესაბამისად.

Koordinatorebtan 2აკად. გ. ჯაფარიძემ გაანალიზა დარგობრივბი ეროვნული კოორდინატორების საქმიანობის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები, განმარტა 2013 წელს დამტკიცებული ეროვნული კოორდინატორების დებულება და აღნიშნა მასში ცვლილებების აუცილებლობა.

            მრგვლი მაგიდის მუშაობის პროცესში საქმიანი წინადადებები და განმარტებები გააკეთეს ეროვნულმა კოორდინატორებმა - აკადემიკოსებმა ნ. ჩხარტიშვილმა, რ. მახარობლიძემ, თ. ყურაშვილმა, ი. ვასაძემ, ა. ვაშაკიძემ, ჯ. გუგუშვილმა, ზ. ცქიტიშვილმა, გ. მარგველაშვილმა, თ. რევიშვილმა, ზ. ფუტკარაძემ, რ. კოპალიანმა, მეცნიერებათა დოქტორებმა ა. მესხიშვილმა, ვ. სუხიშვილმა, გ. მაძღარაშვილმა, თ. ღვინიანიძემ, დოქტორმა ნ. კაკაბაძემ.

            ეროვნული კოორდინატორების მნიშვნელობაზე და მათ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს აკადემიის აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა აკად. ე. შაფაქიძემ და აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველმა აკად. ნ. ჭითანავამ.Koordinatorebtan 3

            მრგვალი მაგიდის მონაწილეებს საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავკასიის მთის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფ. ნოე ხოზრევანიძემ. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო მის ხელთ არსებული აგრარული მიმართულების დარგების მოვლა-მოყვანისა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე შექმნილი 300-ზე მეტი ფილმის ჩამონათვალი და აღნიშნა, რომ მზად არის ამ ფილმების ჩვენებით და შესაბამისი სპეციალისტებით დაეხმაროს ეროვნული კოორდინატორების ჯგუფებს რეგიონებში გამართულ შეხვედრების დროს, აგრეთვე აკადემიასთან არსებულ ფერმერთა და სპეციალისთა სასწავლო ცენტრს.

           Koordinatorebtan 4 აკად. გ. ჯაფარიძემ შეაჯამა რა მრგვალი მაგიდის მუშაობა, კიდევ ერთხელ აღნიშნა აკადემიაში ჩამოყალიბებული დარგობრივი ეროვნული კოორდინატორების ინსტიტუტის მნიშვნელობა, როგორც მეცნიერებასა და სოფლის მეურნეობის წარმოებას შორის ურთიერთკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმა; აღინიშნა, რომ ეს ინსტიტუტი მოითხოვს შემდგომ სრულყოფას, მიზანშეწონილია დებულების ახალი რედაქციის შემუშავება, სადაც გათვალისწინებული იქნება მრგვალ მაგიდაზე გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები და ხაზი გაესვა დარგობრივი სამეცნიერო განყოფილებების როლის გაზრდას და მუშაობის გაუმჯობესებას ეროვნული კოორდინატორების მართვის მიმართულებით.

სსმმ აკადემიის ეროვნული კოორდინატორები მიმართულებების მიხედვით (2018 წელი)

1.         მევენახეობა-მეღვინეობა _ აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი _ ბინ.2 31 13 16; მობ. 599 51 88 58; აკად. დოქტ. ლევან უჯმაჯურიძე - ბინ. 223 01 36; მობ. 595 22 22 17;

აკადემიკოსი გურამ პაპუნიძე _ ბინ.2 7 50 21; მობ.599 50 61 25;. ტექნ. მეც. დოქტორი თემურ ღვინიანიძე - მობ. 593 18 83 53; სოფლ. მეურნ. დოქტორი დავით მაღრაძე - ბინ. 224 76 78, მობ. 593 34 10 26;

2.         მეხილეობა - აკადემიკოსი იუზა ვასაძე _ ბინა 2 23 21 51; მობ. 577 40 76 31;

3.         ჩაი და ციტრუსები - აკადემიკოსი ვალერიან ცანავა _ ბინა 6 45 38 (ოზურგეთი-ანასეული); მობ. 599 53 22 25; აკადემიკოსი როლანდ კოპალიანი - მობ. 599 19 65 70;

4.         მინდვრის კულტურები-აკად. წ/კ ოთარ ლიპარტელიანი _ მობ. 599 57 10 51; აკად. ტექნიკის დოქტორი კახა ლაშხი - მობ. 591 91 82 88;

5.         ბოსტნეული კულტურები - ს.მ. მეც. დოქტ. ვალერი სუხიშვილი - ბინ. 0370 273 660; მობ. 599 97 27 02; სოფლ. მეურნ. დოქტ. ნატო კაკაბაძე - მობ. 593 34 67 02;

6.         მცენარეთა დაცვა _ აკადემიკოსი გურამ ალექსიძე _ ბინ. 2 38 00 16; მობ. 593 20 07 93; სოფლ. მეურნ. მეცნ. დოქტორი შაქრო ყანჩაველი - ბინ.253 50 56, მობ. 577 50 87 92;

7.         მიწათმოქმედება _ სოფლ. მეურნ. მეცნ. დოქტორი გიორგი ბოლღაშვილი - მობ. 599 56 29 45;

8.         სასოფლო-სამეურნეო ეკოლოგია _ აკადემიის წ/კ თამაზ თურმანიძე _

ბინ. 2 38 61 32; მობ. 591 17 04 96; სოფლ. მეურნ. დოქტ. მაია მელაძე - 593 11 81 64;

9.         აგროქიმია-ნიადაგმცოდნეობა - აკად. გოგოლა მარგველაშვილი _ ბინ. 2 38 61 34;

მობ.599 63 14 61; აკად. რეზოჯაბნიძე -მობ. 555 12 64 58;

10.       მიწათსარგებლობა - ეკონ. მეცნ. დოქტ. ანზორ მესხიშვილი - ბინ.222 55 53; მობ. 599 92 55 53;

11.       მეცხოველეობა  - აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი _ ბინ. 2 69 40 24; მობ. 577 41 29 23;

12.       აკვებწარმოება _ სოფლ მეურ. მეცნ. დოქტ. იოსებ სარჯველაძე _ ბინ.2 96 87 77; მობ. 599 17 36 20;

13.       ვეტერინარია _ აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი _ ბინ. 2 31 48 18;  მობ. 599 58 55 16;

14.       სურსათის უვნებლობა _ აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი _

   ბინ.2 37 18 52; მობ.577 57 77 71;

15.       მეაბრეშუმეობა _ აკადემიის წ/კ გიორგი ნიკოლეიშვილი _ მობ. 597 31 33 11;

აკადემიკოსი თამაზ კუნჭულია _ ბინ. 2 38 29 28; მობ.599 50 38 16. აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე - ბინ. 223 02 93; მობ. 577 711 775;

16.       სოფლის მეურნეობის მექანიზაცია  _ აკადემიკოსი რეზო მახარობლიძე _ ბინ. 2 61 00 26; მობ. 599 53 52 82; აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე - ბინ. 223 02 93; მობ. 577 711 775;

17.       სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაცია და ავტომატიზაცია - აკადემიკოსი არჩილ ვაშაკიძე - ბინა 222 53 53; 577 79 91 91;

18.       სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორაცია _ ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი ყრუაშვილი _ ბინა 2 22 22 42; მობ. 555 23 23 73.  

19.       სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების  შენახვა და გადამუშავება  - 

   აკადემიკოსი ნუგზარ ბაღათურია _ ბინ. 2 22 66 46; მობ. 599 43 15 14.

აკადემიკოსი თემურ რევიშვილი_  მობ. 599 53 34 88;

20.       მეტყევეობა _ აკადემიკოსი რევაზ ჩაგელიშვილი _ ბინ.2 23 28 74; მობ. 599 93 96 00; აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე - ბინ. 222 20 47; მობ. 599 54 99 99; ს.მ. მეცნ. დოქტ. გიორგი გაგოშიძე - მობ. 577 112 004; საკად. თენგიზ ურუშაძე - ბინა 210-20-05, მობ. 599-58-25-41; აკადემიის წ/კ თამაზ თურმანიძე _ ბინ. 2 38 61 32; მობ. 591 17 04 96;

21.       მეფუტკრეობა _სოფლ. მეურნ. მეცნ. დოქტორი გიორგი მაძღარაშვილი- ბინა 269 97 06, მობ. 555 390 756, სოფლ. მეურნ. დოქტორი მაია ფეიქრიშვილი - მობ. 593 36 31 29.

მრგვალი მაგიდა ვეტერინარიის მიმართულების ეროვნულ კოორდინატორებთან

2018 წლის 8 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ვეტერინარიის მიმართულების ეროვნული კოორდინატორის, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს თენგიზ ყურაშვილის ინიციატივით ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომელზეც განხილული იყო ორი საკითხი: 1. საქართველოში ცხოველთა  სადგომების მდგომარეობის შესახებ; მომხსენებელიაკადემიკოსი  თენგიზ ყურაშვილი;

 2. ბაქტერიული პრეპარატის გამოყენება ნაკელის (სკორეს) სწრაფი კომპოსტირებისა და შემდგომი გაუსნებოვნებისათვის; მომხსენებელი: საწარმო BIO ELEMENTS AGRO-  დირექტორი  ელენე ბოკუჩავა.

Veterinaria 08 06 2018 1მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის აკდემიური დეპარტამენტის უფროსმა, აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, აკადემიკოსმა ელგუჯა შაფაქიძემ, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, სამეცნიერო განყოფილების კოორდინატორმა, დოქტორმა ანატოლი გიორგაძემმეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა, სამეცნიერო განყოფილებების სწავლულმა მდივნებმა, დოქტორებმა რევაზ ლოლიშვილმა, მარინა ბარვენაშვილმა, საქართველოში საწარმო BIO ELEMENTS AGRO -  წარმომადგენელმა  დავით გავარდაშვილმა  და მოწვეულმა სტუმრებმა, რომელთა შორის იყვნენ კომპანიის უცხოელი წარმომადგენლები და ვეტერინარიის და მეცხოველეობის მიმართულების საკოორდინაციო ჯგუფის მეცნიერ-სპეციალისტები, აკადემიის აპარატის თანამშრომელები.

მრგვალი მაგიდა გახსნა აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილმა, მან დამსწრეებს გააცნო დღის წესრიგი, რის შემდეგაც ფართოდ ისაუბრა საქართველოში ცხოველთა  სადგომების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. იმ ძირითად პრობლემებზე, რასაც ქვეყნის ყველა რეგიონში ვხვდებით.Veterinaria 08 06 2018 2

რაც შეეხება მეორე საკითხს, მსმენელთა წინაშე საინტერესო მოხსენებით წარსდგა  აკადემიის სტუმარი, საწარმო BIO ELEMENTS AGRO -  დირექტორიქალბატონი ელენე ბოკუჩავა. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო მათი საწარმოს მუშაობის  ძირითადი მიმართულებები, რომელიც მოიცავს ბაქტერიული პრეპარატების დამზადებას მეცხოველეობის და მემეცენარეობის მიმართულებებით. მეცხოველეობის მიმართულებით მათი პრეპარატების საშუალებით შესაძლებელი ხდება ნაკელის (სკორეს) სწრაფი კომპოსტირება და შემდგომი გაუსნებოვნება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხოველთა ღრმა საფენზე შენახვის შემთხვევაში. ამ მიმართულებით დამზადებული აქვთ ბიოპრეპარატები მსხვილფეხა-რქოსანი პირუტყვისათვის, ღორისათვის, სას. სამ. ფრინველისათვის. რაც შეეხება მცენარეებს, ისინი აწარმოებენ მცენარეთა დაცვის საშუალებებს და ბიოსტიმულატორებს. განსაკუთრებით საყურადღებო იყო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შემუშავებული პრეპარატი, რომლის გამოცდაც წარმატებით მიმდინარეობს აფხაზეთში. ამ საკითხთან დაკავშირებით აკადემიას განზრახული აქვს განიხილოს აღნიშნული საკითხი კომპანიასთან საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკად. გურამ ალექსიძის და ქალბატონ . ბოკუჩავას შეხვედრის შემდეგ, რომელიც უახლოს დღეებში შედგება.

მრგვალი მაგიდის დასასრულს აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს და დამსწრე საზოგადოებას. ქალბატონმა ელენე ბოკუჩავამ გამოთქვა მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში აკადემიაში კვლავ სტუმრობის და დარგების მიხდვით სპეციალური ინფორმაციის მიწოდების შესახებ..

 Veterinaria 08 06 2018 3

* * * 

 

სსმ სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის ანგარიში

საქართველოს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა  აკადემიაში

 

2018 წლის 30 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომაზე მოსმენილი იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის 2017 წლის ანგარიში. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდების მე-2 თავის 5-ბ მუხლის შესაბამისად: „აკადემია იხილავს და აფასებს აგრარული სფეროს  სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების (მათი სამართ­ლებრივი ფორმის მიუხედავად) სამეცნიერო საქმიანობის ამსა­ხ­ველ წლიურ ანგარიშებს და დასრულებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რისთვისაც უფლება­მო­სი­ლია ამ ორგანიზაციებისაგან თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს საჭირო დამატებითი ინფორ­მა­ცია და შეფასებები აცნობოს ამავე ორგანიზაციებს, ხოლო სათანადო რეკომენდაციები - დაინტერესებულ სამთავრობო უწყებებს.

აკადემიის პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გივი ჯაფარიძე. სხდომას ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები და მოწვეული სტუმრები სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან - დირექტორი პროფ. ლევან უჯმაჯურიძე, დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი, ცენტრის დეპარტამენტების და სამსახურების ხელმძღვანელები.Centri 2018 1

უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრის ხელმძღვანელის ძირითად პრეზენტაციამდე ცენტრის თითოეული დეპარტამენტისა და სამსახურის ანგარიშები ფართოდ იქნა განხილული აკადემიის დარგობრივ სამეცნიერო განყოფილებების სხდომებზე, სადაც გამოითქვა მრავალი მოსაზრება და სურვილები ცენტრის ამა თუ იმ განყოფილების მუშაობის შეფასების დროს.

პრეზენტაცია „სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში“ პრეზიდიუმის სხდომას წარუდგინა  ცენტრის დირექტორმა, პროფ. ლ. უჯმაჯურიძემ. მომხსენებელმა ფართოდ მიმოიხილა 2017 წელს განხორციელებული პროექტები, დეტალურად გააცნო მსმენელებს თითოეული დეპარტამენტისა და სამსახურის მიერ საანგარიშო წელს გაწეული მუშაობა; სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ახორციელებს 4 ძირითად პროგრამას, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015-2020 წლების სტრატეგიული გეგმის ფარგლებში და აგრარული მეცნიერების განვითარების მიმართულებით, რომელშიც ჩართულია 90 მეცნიერი და მუშავდება 52-ზე მეტ სამეცნიერო პროექტი, რომელთა ძირითადი მიმართულებებია:

მცენარეთა და ცხოველთა აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნება და გაუმჯობესება, მცენარეთა ახალი ჯიშების გამოცდა და სელექციური სამუშაოების აღდგენანიადაგის ნაყოფიერების ამაღლება, დეგრადირებული ნიადაგების რეაბილიტაცია; ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერებისა და სანაშენე საქმიანობის ხელშეწყობა; თესლისა და სარგავი მასალის სტანდარტებისა და სერტიფიცირების სისტემის შემუშავება; ახალი ტექნოლოგიების ადაპტაცია და გავრცელება; სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში რისკის შეფასების უზრუნველყოფასასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობის ამაღლება; ბიომეთოდების შემუშავება და ბიომეურნეობების განვითარების ხელშეწყობასოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირთა ექსტენცია და სხვა.

Centri 2018 2მოხსენების შემდეგ  ცენტრის მუშაობა შეაფასეს სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნებმა და პრეზიდიუმის სხვა წევრებმა. ერთხმად აღინიშნა, რომ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს საანგარიშო პერიოდში ჰქონდა  საკმაოდ  კარგი შედეგები სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებების სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში და გამოიკვეთა დადებითი პერსპექტივები, რომელიც ცენტრს სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ერთ-ერთ მოწინავე ორგანიზაციად წარმოაჩენს. გამომსვლელებმა გამოთქვეს საინტერესო წინადადებები და სურვილები, რომელიც ცენტრის სამომავლო საქმიანობას შეეხებოდა. მათ შორის აკად. ნ. ჭითანავამ დადებითად შეაფასა ცენტრის მუშაობა და შესთავაზა ცენტრის ხელმძღვანელობას ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება საქართველოს მიწის რესურსების მართვის მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე.

 

სხდომის თავმჯდომარემ, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკად. გ. ჯაფარიძემ შეაჯამა პრეზიდიუმის სხდომის მუშაობა და დადებითად შეაფასა სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის განვლილი საქმიანობა და წინადადება შემოიტანა, რომ მიზანშეწონილია ცენტრსა და აკადემიას შორის გაფორმდეს თანამშრომლობის მემორანდუმი, გამოყენებული იქნეს აკადემიის სამეცნიერო პოტენციალი და გამოცდილება, რაც კიდევ უფრო მეტად ჩართავს აკადემიის მეცნიერებს ცენტრის სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში, რომელიც სასიკეთოდ წაადგება ცენტრის მომავალ საქმიანობას.

Centri 2018 3

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა.
სხდომის თავმჯდომარე აკადემიის ვიც-პრეზიდენტი, აკად. გივი ჯაფარიძე
(30.05.2018)

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
"მესამე ათასწლეულის მდგრადი განვითარების მიზნები: სიცოცხლისშემსწავლელ მეცნიერებათა გამოწვევები" მიძღვნილი უკრაინის (ქ.კიევი) ბიორესურსებისა და ბუნებათსარგებლობის ეროვნული უნივერსიტეტის დაარსებიდან 120 წლისთავისადმი

 

             მიმდინარე წლის 23-25 მას  ქ. კიევში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "მესამე ათასწლეულის მდგრადი განვითარების მიზნები: სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა გამოწვევები" მიძღვნილი უკრაინის (ქ.კიევი) ბიორესურსებისა და ბუნებათსარგებლობის ეროვნული უნივერსიტეტის დაარსებიდან 120 წლისთავისადმი. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მეცნიერები მსოფლიოს 24 ქვეყნიდან: აშშ, სამხრეთ კორეა, ჩინეთი, ვიეტნამი, ნიგერია, ნიდერლანდები კვიპროსი, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია, ჩეხეთი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, საქართველო, მოლდოვა, სლოვაკეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, თურქეთი. სულ კონფერენციის მუშაობაში  მონაწილებდა 1100 მეცნიერი და  მკვლევარი.

            საქართველოდან კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე დოქტორი ანატოლი გიორგაძე, რომელმაც პლენარულ სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით მიულოცა უკრაინელ კოლეგებს უნივერსიტეტის დაარსებიდან 120 წლის იუბილე. კონფერნციის მონაწილეებს მიესალმნენ: უნივერსიტეტის რექტორი, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სტანისლავ ნიკოლაენკო, უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე მაქსიმ სტრიხა, უნივერსიტეტის კურსდამთავრებული უკრაინის სურსათის უვნებლობის სახელმწიფო სამსახურის უფროსი ვლადიმერ ლაპი, უკრაინის ეროვნული აგრარული აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი იაროსლავ გაძალო, უკრაინის პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი ვასილი კრემენი,ჩინეთის შენიანის აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ჟენგლი ჟანგი, ვიეტნამის (ხანოი) ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი ფამ კვუოკტოანი და სხვები

            პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექციებში, სულ მუშაობდა 7 სექცია. კონფერენციის მონაწილეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის სატყეო მეურნეობა ბორკიში და გაეცვნენ იქ განთავსებული ტრეინინგ ცენტრის ინფრასტრუქტურასა და საქმიანობას.

            კონფერენციის მუშაობა შეაჯამა უკრაინის ბიორესურსებისა და ბუნებათსარგებლობის უნივერსიტეტის რექტორმა, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა სტანისლავ ნიკოლაენკომ.  

Kievi 2018 1

მარცხნიდან:   დოქტორი ანატოლი გიორგაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი იაროსლავ გაძალო - უკრაინის აგრარულ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი; მაქსიმსტრიხა - უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; პროფესორი, პრდაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი სტანისლავ ნიკოლაენკო - უკრაინის ბიორესურსებისა და ბუნებათსარგებლობის უნივერსიტეტის რექტორი.

 Kievi 2018 2

სტანისლავ ნიკოლაენკო - უკრაინის ბიორესურსებისა და ბუნებათსარგებლობის უნივერსიტეტის რექტორი,
დოქტორი ანატოლი გიორგაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე სტუმრად აკადემიაში

 

            2018 წლის 17 მაისს აკადემიას საქმიანი ვიზიტით ესტუმრენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე და სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ვალერიან გობრონიძე.

          17 V 2018 1  სტუმრებს დახვდნენ და მასპინძლობა გაუწიეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ, ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. გივი ჯაფარიძემ, აკადემიური და ადმინისტრაციული დეპარტამენტების უფროსებმა, აკად. ელგუჯა შაფაქიძემ და დოქტ. ანატოლი გიორგაძემ, აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველმა, აკად. ნოდარ ჭითანავამ, სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნებმა აკად. ჯემალ გუგუშვილმა და აკად. ომარ ქეშელაშვილმა, სამეცნიერო განყოფილებების სწავლულმა მდივნებმა დოქტორებმა მარინა ბარვენაშვილმა და რევაზ ლოლიშვილმა.

            შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, მაგრამ ამავდოულად დაისვა ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც აკადემიის სამომავლო პერსპექტივებს ეხებოდა.

            სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის შენობა, აკადემიის მუდმივმოქმედი საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ფერმერთა კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრი, სამუშაო კაბინეტები და საკონფერენციო დარბაზები, საგამოფენო სტენდები. განმარტებებს იძლეოდნენ აკად. გ. ალექსიძე, აკად. გ. ჯაფარიძე, აკად. ე. შაფაქიძე და დოქტ. ა. გიორგაძე.17 V 2018 2

            შემდეგ სტუმრებმა და მასპინძლებმა გადაინაცვლეს საკონფერენციო დარბაზში, სადაც აკადემიის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა, აგრეთვე აკადემიის სხვა წევრებმა, სტუმრებს გააცნეს აკადემიის ისტორია, მისი მიღწევები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, აკადემიის ფართო საერთაშორისო ურთიერთობები, მემორანდუმები საქართველოს და საზღვარგარეთის სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრებთან, აკადემიაში გამოცემული ლიტერატურა, განსაკუთრებით 100-ზე მეტი პრაქტიკული ხასიათის რეკომენდაციები და ა.შ. სტუმრებს გააცნეს აგრეთვე ყველა ის  საკითხი, რომელიც აკადემიის ნორმალურ ფუნქციონირებას უშლის ხელს. ეს საკითხებია: აკადემიის შენობასთან დაკავშირებული პრობლემები, აკადემიაში სტიპენდიანტების ინსტიტუტის შემოღების აუცილებლობა და ამ მიმართულებით სამინისტროს დახმარება, აკადემიკოსების ყოველთვიური ანაზღაურების გაზრდის საკითხი, სამეცნიერო განყოფილებების  აკადემიკოს-მდივნების და სწავლული მდივნების ხელფასების ბიუჯეტში გათვალისწინება, ფერმერთა კვალიფიკაციის ცენტრის ფუნქციონირებისათვის ბიუჯეტში განსაზღვრული თანხების გამოყოფა, სამივლინებო თანხების გაზრდა, აკადემიის წევრების სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებაში აქტიური მონაწილეობა, განსაკუთრებით პროფესიული მომზადების აგრარული მიმართულებების საგანმანათლებლო პროგრამებში აკადემიის წევრების ფართოდ ჩაბმა, სამინისტროს 17 V 2018 3სამეცნიერო საქმიანობაში აკადემიის აქტიური მონაწილეობა, შ. რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის მუშაობაში აკადემიის წევრების  ექსპერტებად ჩაბმის საკითხები და საერთოდ აკადემიასა და სამინისტროს შორის უფრო მჭიდრო კონტაქტების გაღრმავება და გაფართოება.

            მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ა. თევზაძემ გამოთქვა კმაყოფილება აკადემიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის გამო და დაპირდა მასპინძლებს სრული მზაობა ზემოთ აღნიშნული საკითხების გადაწყვეტის საქმეში მისი კომპეტენციის ფარგლებში და მათ შესახებ მინისტრის, ბატონ მ. ჩხენლკელის საქმის კურსში ჩაყენება, რათა დადებითად გადაწყდეს ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც შეხვედრის დროს დაისვა.

 

 

17 V 2018 4

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე
და სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების
დეპარტამენტის უფროსი ვალერიან გობრონიძე

 17 V 2018 4a

აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე და ვიცე-პრეზიდენტი ა
კად. გივი ჯაფარიძე სტუმრებთან ერთად აკადემიის საგამოფენო დარბაზში

 

 

 

 

კვლევითი ორგანიზაციების ანგარიშების განხილვა

 

მიმდინარე წლის 11 მაისს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში შედგა მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების რიგით მე-6 სხდომა, რომელზეც განხილული იყო ორი საკითხი:  

11 V 2018 1

1.         საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების დეპარტამენტის 2017 წლის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში.

მომხსენებელი: მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების დეპარტამენტის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი რუსუდან ბარკალაია.

2.         თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის შენარჩუნება და გაუმჯობესება

მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი ნარგიზ ბარამიძე.

             აკადემიის მხრიდან სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, დოქტორი ანატოლი გიორგაძე, მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, აკადემიკოსები: თენგიზ ყურაშვილი და გურამ ტყემალაძე, სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები, დოქტორები მარინე ბარვენაშვილი და რევაზ ლოლიშვილი. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი რუსუდან ბარკალაია, მეცხოველეობის პროდუქტების კვლევის სპეციალისტი თორნიკე ჟღენტი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ლევან თორთლაძე, ვეტერინარიის  მეცნიერებათა დოქტორი შადიმან ფოცხვერია, სოფლის მეურნეობის დოქტორები: თენფიზ ფირცხალაიშვილი, კობა ნაცვალაძე, ნარგიზ ბარამიძე, მთავარი სპეციალისტი ელდარ კაშია, ფუტკრის საკვები ბაზის სპეციალისტი ლიზა ბალიაშვილი. სტუმრებს შორის ასევე იყო სოფლის მეურნეობის დოქტორი გიორგი ბოჭორიშვილი.

11 V 2018 2სხდომაზე ფართო მოხსენებით წარსდგა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი რუსუდან ბარკალაია, რომელმაც დარგების მიხედვით ისაუბრა შესრულებულ სამუშაოებზე, პარალელურად პასუხი გასცა რეცენზენტების მიერ გაკეთებულ ზოგიერთ შენიშვნას, მიიღო ისინი და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანი გათვალისწინებული იქნება სამომავალოდ. მოხსენების დამთავრების შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ სხდომაზე დამსწრე რეცენზენტები: აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი,  დოქტორი გიორგი ბოჭორიშვილი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, რომლებმაც ისაუბრეს შესრულებული სამუშაოების, როგორც დადებით მხარეზე, ასევე მათ ნაკლოვანებებზე და აღნიშნეს რომ აკადემია მუდამ მზადაა კონსტრუქციული რჩევები მისცეს მათ ნებისმიერი საკითხის დადებითად გადაჭრისათვის.  სხდომაზე დამსწრეთა შორის  გაიმართა საქმიანი საუბარი, სადაც გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილმა აღნიშნა, რომ სასურველი იქნებოდა შეიცვალოს  ანგარიშის ფორმა, რადგან არსებული სრულად ვერ გამოხატავს ინფორმაციას შესრულებული სამუშაოების ირგვლივ; აუცილებელია  კვლევით ცენტრში შეიქმნას ლაბორატორია, სადაც მეცნიერებს სრულყოფილი კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერავითარ შედეგს ვერ მივიღებთ; გარდა ამისა საჭიროა გაფართოვდეს მკვლევართა წრე, რადგან აღნიშნული რესურსებით წარმოუდგენელია არსებული სამუშაოების სრულფასოვნად შესრულება. 11 V 2018 3

            სხდომაზე სიტყვით გამოვიდა დოქტორი ნარგიზ ბარამიძე, რომელმაც ისაუბრა მეაბრეშუმეობის დარგში არსებულ პრობლემებზე. მან აღნიშნა, რომ შენობა, რომელიც აშენდა თუთის აბრეშუმხვევიას ჯიშების შესანარჩუნებლად საკმარისი არაა, რომ მას არავითარი საშუალება არა აქვს საწარმოო გრენის დასამზადებლად, არ არის ჭიის საკვები ბაზა, არ ჰყავს დამხმარე კადრები. აღნიშნულთან დაკავშირებით აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, აკადემიკოსმა ელგუჯა შაფაქიძემ, რომელიც გახლდათ რეცენზენტი მეაბრეშუმეობის დარგში შესრულებულ სამუშაოებზე, აღნიშნა, რომ აუცილებელია აბრეშუმის ჭიის არსებული 65-ვე ჯიშის შენარჩუნება, კარგი იქნებოდა რომ ჭიის გამოკვების პროცესი ცენტრში წარმოებდეს და რაც მთავარია, აუცილებელია მუშა ჯგუფის შექმნა, რომელიც გაუკეთებს ორგანიზებას ამ დარგის აღორძინებას საქართველოში. სხვაგავარად შეუძლებელია აღნიშნულ დარგში რაიმე წარმატებაზე ან წინსვლაზე საუბარი, რადგან ასეთ ტიტანურ საქმეს ერთ ქალბატონი დახმარების  გარეშე ვერანაირად ვერ გაუძღვება. მისი რეცენზიის მიზანიც, სწორედ ეს არის, მუშა ჯგუფის გაძლიერება.

სხდომის ბოლოს შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა სხდომის მუშობაში აქტიური მონაწილეობისათვის. მან აღნიშნა, რომ შენიშვნების მიუხედავად,  მათ მიერ შესრულებული სამუშოები დადებითად უნდა შეფასდეს. გარდა ამისა გულისწყრომა გამოთქვა კვლევითი ცენტრის ზოგიერთი თანამშრომლის მიმართ, რომლებიც არ ესწრებოდნენ მიმდინარე სხდომას, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას, რომელიც ეხება ქვეყანაში მეცხოველეობის დარგის განვითარებას, დარგში არსებულ პრობლემებს, როდესაც არის შენიშვნები, მოსაზრებები, მითითებები, საკითხის წარმატებით გადაჭრისათვის აუცილებელია ორივე მხარის ყოფნა, როგორც სამუშაოების შემსრულებლების, ასევე მათი რეცენზენტების.

საგრანტო პროექტის შემაჯამებელი ანგარიში

 

2018 წლის 04 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა საგრანტო პროექტის FR/454/10 - 140/14 (ფუნდამენტური კვლევა) “ტექნოლოგიური პროცესების ენერგოდანახარჯების გაანგარიშების საფუძველზე რაციონალური სასოფლო-სამეურნეო წარმოებებისათვის აუცილებელი ტექნიკის ნომენკლატურისა და რაოდენობის განსაზღვრის მეთოდიკის დამუშავება რეგიონში კულტურათა სახეობებისა და დაკავებული ფართობების მიხედვით” დამუშავების სამი წლის ანგარიშის მოსმენა - პრეზენტაცია. პროექტის ხანგრძლივობა 01.05.2015-01.05.2018. პროექტი დაფინანსებული იყო საქართველოს შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. პრეზენტაცია ანონსირებული იყო აკადემიის ვებ-გვერდზე www.gaas.dsl.ge.

Granti 1პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გ. ალექსიძე, პროექტის ძირითადი შემსრულებლები და დამხმარე პერსონალი, აკადემიის აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკად. რ. მახარობლიძე, ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკად. ო. ქეშელაშვილი, აკად. შ. ჭალაგანიძე, აკადემიის აკადემიური და ადმინისტრაციული დეპარტამენტების   თანამშრომელები.

პროექტის ძირითადი შემსრულებლები: ელგუჯა შაფაქიძე-სსმმ აკადემიის აკადემიკოსი (პროექტის ხელმძღვანელი); გივი მოსაშვილი - სსმმ აკადემიის მთავარი სპეციალისტი, აკადემიური   დოქტორი;  გრიგოლ ჩიტაია      - აკადემიური დოქტორი.

დამხმარე პერსონალი: ანატოლი გიორგაძე - სსმმ აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიური დოქტორი; კარენ ბოძაშვილი - აკადემიური დოქტორი; როლანდ ჯაფარიძე - აკადემიური დოქტორი; მარიამ მოსაშვილი - სსმმ აკადემიის უფროსი სპეციალისტი; რევაზ მახარობლიძე - სსმმ აკადემიის აკადემიკოსი, მოწვეული სპეციალისტი, ეთერი ყურაშვილი - ბუღალტერი.Granti 2

            პრეზენტაციაზე პროექტის შემაჯამებელი მოხსენებები (ანგარიში) გააკეთეს პროექტის ხელმძღვანელმა, აკად. ე. შაფაქიძემ,  ძირითადმა შემსრულებელმა, დოქტ. გივი მოსაშვილმა, ბუღალტერმა ეთერ ყურაშვილმა.

            პროექტის დამუშავებაში ჩართული იყო საქართველოს 8 რეგიონის 36 რაიონის სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები, რომლებმაც მოწოდებული საინფორმაციო მასალების შედეგად  მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პროექტის წარმატებით განხორციელებაში.

პროექტის დამთავრების შემდეგ  მიღებულია ახალი, დასრულებული მეთოდიკა და კომპიუტერული პროგრამები ტექნიკის რაოდენობის განსასაზღვრად ცალკეული ფერმერული მეურნეობების, რეგიონებისა და რაიონებისათვის და მთლიანად ქვეყნისათვის;

Granti 3მეთოდიკა შეიძლება გამოყენებული იქნეს სამშენებლო წარმოებაში, საგზაო სტრუქტურების მოწყობაში და საერთოდ ყველა სფეროში, სადაც გამოყენებული ტექნიკის რაოდენობა დამოკიდებულია შესასრულებელი სამუშაოს ტექნოლოგიასა და მოცულობაზე. მეთოდიკის შესაბამისად გაანგარიშებული ტექნიკის რაოდენობა შეიძლება საფუძვლად დაედოს მთავრობის ტექნიკურ პოლიტიკას სოფლად.

პროექტის მასალები შესაძლებელია გამოიყენოს საქართველოს ბუნების დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტრომ, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტმა და სხვა დაინტერესებულმა უწყებებმა.Granti 4

სულ საგრანტო პროექტის დამუშავების დროს მომზადდა ტრანშების სამი პროგრამული ანგარიში, გამოცემულია 13 სამეცნიერო სტატია მაღალ რეიტინგულ გამოცემებში,, ორი სამეცნიერო ნაშრომი (ბროშურა), ერთი დასკვნითი ანგარიში და რეკომენდაციები (180 გვ).

მემორანდუმი საქართველოს პარლამენტის აპარატსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის

მიმდინარე წლისმაისს დღის 12 საათზე საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში, parlamenti 1თამარ მეფის დარბაზში, გაიმართა მემორანდუმის გაფორმების ცერემონია. მემორანდუმის გაფორმებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის აპარატმა და 11 სამეცნიერო და სასწავლო-საგანმანათლებლო ორგანიზაციებმა, რომელთა შორის იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაც. პარლამენტის აპარატის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ბატონმა გივი მიქანაძემ, ხოლო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან, აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. მემორანდუმის საგანს წარმოადგენს ურთიერთგაგებისა და პატივისცემის პრინციპზე parlamenti 2დაფუძნებული თანამშრომლობა. მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, და მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობას. მემორანდუმის ამოცანები ითვალისწინებს აქტუალურ საკითხებზე ერთობლივ სამუშაო შეხვედრებს, სემინარების, კონფერენციების ორგანიზებას, სახელმძღვანელოების და სხვა სახის პუბლიკაციების მომზადებას და parlamenti 3გამოქვეყნებას, სასწავლო პროგრამების შემუშავებას და შემუშავების პროცესში კონსულტაციების გაწევას.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გარდა ამისა თავის მხრივ ვალდებულებას იღებს დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში, კვალიფიკაციის ამაღლებაში აგრარული დარგის სხვადასხვა სფეროში და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ჩართულობას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო საქმიანობაში.  

 parlamenti

აკადემიის წარმომადგენელი აჭარის აგროსერვის ცენტრის გვარას ექსპერიმენტულ მეურნეობაში

          საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით და მისი კონსულტაციებით აჭარის სოფლის Achara abresh 1მეურნეობის სამინისტროს და პირადად მინისტრის ავთანდილ მესხიძის დიდი ძალისხმევით  სამინისტროს აგროსერვის ცენტრის გვარას ექსპერიმენტულ მეურნეობაში 2018 წელს ჩატარდება თუთის აბრეშუმხვევიას საცდელ - საჩვენებელი გამოკვება მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. აღნიშნული მიზეზის გამო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეწვია და მინისტრთან საქმიანი შეხვედრა გამართა აკადემიის წარმომადგენელმა, აკადემიკოსმა ელგუჯა შაფაქიძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე, დირექტორის მოადგილე იოსებ აბულაძე, სამინისტროს და აგროსერვის ცენტრის თანამშრომელები. 

მეაბრეშუმეობა აჭარაში და მთლიანად მთელ საქართველოში მძიმე მდგომარეობაშია - იგი თითქმის მთლიანად მივიწყებულია და აღდგენა-განვითარებას მოითხოვს.

ამ მიმართულებით აკადემიას ძალზე დიდი სამუშაო აქვს ჩატარებული  აკადემიის წევრ-კორესპონდენტის გიორგი ნიკოლეიშვილის და აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძის ხელმძღვანელობით. აკადემიაში მომზადებულია საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარების კონცეფცია 2012-2025 წლებისათვის, მეაბრეშუმეობის აღორძინების საინვესტიციო პროექტები ხონისა და ვანის რაიონში, გამოცემულია აღნიშნულ საკითხებზე  3 მონოგრაფია, მათ შორის ერთი აჭარის მეაბრეშუმეობაზე, მრავალი რეკომენდაცია და საცნობარო მასალა.

Achara abresh 2მიმდინარე წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრის გვარას ექსპერიმენტულ მეურნეობაში ჩატარდება 0,8 კოლოფი თუთის აბრეშუმხვევიას ექსპერიმენტული გამოკვება, რითაც საფუძველი უნდა ჩაეყაროს დარგის აღორძინების პირველ ნაბიჯებს აჭარაში. ამ მიზნით  აგროსერვის ცენტრმა ოზურგეთის მექანიკურ ქარხანას შეუკვეთა აკადემიის მიერ რეკომენდებული გამოსაკვები დანადგარი 60 კვ.მეტრი გამოსაკვები ფართობით, თუთის ტოტებიდან ფოთლის გამცლელი და ფოთოლსაჭრელი მოწყობილობები. ექსპერიმენტის დროს განხორციელდება ნედლი აბრეშუმის პარკიდან ძაფის ამოხვევის პროცესი მარტივი ტიპის ძაფის ამოსახვევ მოწყობილობაზე, რომელიც ბიზნესმენმა ჯიმშერ ჩხაიძემ უსასყიდლოდ გადასცა აჭარის აგროსერვის ცენტრს.

უახლოეს დღეებში დაიწყება თუთის აბრეშუმხვევიას გამოკვების პროცესი მეაბრეშუმე მეცნიერის, დოქტორ ნარგიზ ბარამიძის ხელმძღვანელობით და ცენტრის მეაბრეშუმეობის სპეციალისტების მონაწილეობით.

მასპინძლებმა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აკად. ე. შაფაქიძეს დაათვალიერებინეს თუთის აბრეშუმხვევიას გამოსაკვები სათავსო, სადაც დამონტაჟდება ზემოთ აღნიშნული მოწყობილობები, გააცნეს მას სათავსოში მიკროკლიმატის დასამყარებელი ტექნოლოგიები და ა. შ.Achara abresh 3

უნდა აღინიშნოს, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ძალზე დიდ პრაქტიკულ და კვლევით საქმიანობას ეწევა. აკად. ე. შაფაქიძემ დაათვალიერა ()იპ აგროსერვის ცენტრის ვაზის სანერგე მეურნეობის სათბური სადაც 6 ჯიშის 30 000-მდე ვაზის ნამყენია განთავსებული. აღნიშნული ნერგები შეღავათიან ფასად მაისის თვიდან მიწოდებული იქნება ფერმერებზე. მოინახულ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში ,,სასათბურე მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის’’ პროექტის მიმდინარეობა, რომელიც 2.5 ჰა-ზე განხორციელებული და მოიცავს  50 ერთეული 500 2 ფართობის სათბურების მოწყობა. ასევე დაესწრნენ ,,მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის’’ ფარგლებში ფერმერებზე ტექნიკის განაწილების პროცესს, რომელიც ნადაფინანსების პრიციპით გაიცემა ფერმერბზე და აგრომეწარმეებზე.

აგროსერვის ცენტრში ჩამოყალიბებულია აგრომარკეტი, სადაც ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ სათესი მასალა, სხვადასხვა სახის სასუქები, კარტოფილის მოვლა-მოყვანის ტექნიკური საშუალებები.

Achara abresh 4

Achara abresh 5

მონაწილეობა საქართველოს პარლამენტში აგრარული კომიტეტის ინიციატივით გამართულ კონსულტაციებში

საქართველოს
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებორგანული კანონის პროექტის თაობაზე კონსულტაციებში იღებს მონაწილეობას

2018 წლის 23 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებმა ნოდარ ჭითანავამ და ელგუჯა შაფაქიძემ მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტში აგრარული კომიტეტის ინიციატივით ჩატარებულ კონსულტაციებში, რომელიც ეხებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებორგანული კანონის პროექტის განხილვას. შეხვედრას ესწრებოდნენ აგრეთვე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

            შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ კანონპროექტი შემუშავების პროცესშია, კონსულტაციები იმართება სხვადასხვა ორგანიზაციის, სფეროსა თუ სექტორის წარმომადგენლებთან და ეს შეხვედრები ხელს შეუწყობს კანონპროექტის საბოლოო კონდიციამდე მიყვანას. როგორც მან აღნიშნა, კომიტეტში უკვე წარმოდგენილია ბევრი შენიშვნა, წინადადება თუ რეკომენდაცია, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აისახა კიდეც პროექტში.

          O Danelia  შეხვედრაზე კანონპროექტის ირგვლივ  მნიშნელოვანი მოსაზრებებით  და წინადადებებით  გამოვიდა აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა.  თავის გამოსვლაში ბატონმა ნოდარმა მხარი დაუჭირა სასოფლო სამეურნეო მიწის ეროვნული სიმდიდრის რაციონალურად გამოყენების მიზნით პროექტში ჩამოყალიბებულ ძირითად პრინციპებს და აღნიშნა, რომ კანონის მიღება დააჩქარებს სასოფლო სამეურნეო წარმოებისა და მასთან დაკავშირებული დარგების კომპლექსური განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნას. ამასთან მან წარმოადგინა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ზოგიერთი მოსაზრება, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს კანონპროექტით განხილული მიზნების (ამოცანების) განხორციელებას.

            აკად. ნ. ჭითანავამ წინადადება შეიტანა, რომ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიებში აუცილებლად შეტანილი იქნეს მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწები; მან აღნიშნა აგრეთვე, რომ საჭიროა კანონში განისაზღვროს წესი, რომლის მიხედვით უცხოელს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი გადაეცეს მხოლოდ საიჯარო ურთიერთობათა საფუძველზე, ვინაიდან საიჯარო ურთიერთობების განვითარება მიწის ბაზრის ფორმირება-სრულყოფის მნიშვნელოვანი ფაქტორია.akad N Chitanava

სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვის შესახებ კანონპროექტში სტრატეგიულად სწორად არის განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვის საკითხები. ამასთან დაკავშირებით აკად. ნ. ჭითანავამ წინადადება შეიტანა, რომ საჯარო სამსახურის იურიდიულ პირს - მიწის მდგრადი განვითარებისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს ეწოდოს „მიწის რესურსების მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სააგენტო“.

ოთარ დანელიას განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით გამოცხადებულმა მორატორიუმმა საბანკო სექტორთან მიმართებაში გარკვეული პრობლემები და სირთულეები შექმნა. კანონმდებლები ფიქრობენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის პარალელურად, ცვლილებები შეიტანონ მოქმედ მორატორიუმში, რათა ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა ისევ გახდეს უფრო თავისუფალი, ვინაიდან სწორედ ამ მორატორიუმის გამო, საკამოდ დიდი აქტივები დღეს განკარგვის გარეშეა

აკად. ნ. ჭითანავას წინადადებით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გამოყენებაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით მიზანშეწონილია შეიქმნას სპეციალიზებული საადგილ-მამულო სახელმწიფო კომერციული ბანკი, რომელიც მოემსახურება აგრარული სექტორის განვითარებას, ხელს შეუწყობს მიწის რაციონალურად გამოყენების სტიმულირებას.

Parlamentshiაკად. ნ. ჭითანავს მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რომ ამჟამად დადგენილი წესის მიხედვით საქართველოს მიწის ფონდში შეტანილია საქართველოს ტერიტორიული წყლების ფართობი. აღნიშნული ფართობი ცალკე უნდა გამოიყოს და დაფიქსირდეს მისი სტატუსის მიხედვით. აღნიშნული საკითხი გათვალისწინებული უნდა იქნეს განხილულ კანონპროექტში.

შეხვედრის დასასრულს ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ კანონპროექტის მიმართ გამოთქმული წინადადებები და მოსაზრებები გადამუშავდება კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის მიერ და შესაძლებელია მათი კანონპროექტში გათვალისწინება. ბატონმა ოთარმა კანონპროექტის მიღების პროცედურებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ინიცირება თვის ბოლომდე მოხდება, საბოლოო მიღება კი კონსტიტუციის ძალაში შესვლისთანავე იგეგმება, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით პროცედურა ასეა განსაზღვრული.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com