საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

შეხვედრა აკადემიის აპარატთან

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის შეხვედრა აკადემიის აპარატთან

366763715 721770983201693 1907330363814903797 n მიმდინარე წლის 22 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში მოეწყო აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის შეხვედრა აპარატთან. საუბარი წარიმართა აკადემიის მიერ 2023 წელს შესრულებული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების ირგვლივ. ბატონმა გ. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მიდინარე წელი აკადემიის მიერ შესრულებული სამუშაოების მხრივ მეტად დატვირთული იყო. შედგა არაერთი შეხვედრა, მრგვალი მაგიდა, ჩატარდა ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები, გაფორმდა მემორანდუმები ადგილობრივ თუ უცხოელ სამეცნიერო და სამთავრობო უწყებებთან. აკადემიის პრეზიდიუმი, პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭო, აგრარული ინოვაციების კომისია, ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭო, ასევე აკადემიის ექვსივე სამეცნიერო განყოფილება ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა მუშაობას. მათ საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული აკადემიის თითოეული თანამშრომელი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს 4-6 ოქტომბერს ჩატარებული საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია: „სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა და ცხოველთა ბიომრავალფეროვნება, კონსერვაცია და გამოყენების პერსპექტივები“, რომლის წარმატებით ჩატარებაშიც დიდი წვლილი მიუძღვით აკადემიის აპარატის მუშაკებს. თუმცა გასაკეთებელი ბევრია, საჭიროა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა და მონდომება თითოეული თანამშრომლის მხრიდან, რათა აკადემიის საქმიანობა კიდევ უფრო მეტად ეფექტური გახდეს. „ყველასათვის ცნობილია, რომ აკადემია არის მთავრობის მრჩეველი აგრარულ საკითხებში, რაც განსაკუთრებით ზრდის თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობას. აქედან გამოდინარე საჭიროა, რომ ჩვენი საქმიანობა იყო ეფექტური, ხარისხიანი და დღევანდელ მოთხოვნებთან შესაბამისი“ - განაცხადა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აკადემიაში შექმნილ მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკზე. აღინიშნა, რომ ბანკი უახლოეს მომავალში აღიჭურვება მცენარეთა საშრობი დანადგარით და შეივსება ახალი მასალით.

 

 

შეხვედრა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში

      განათლებისა დამეცნიერების  კომიტეტის  თავმჯდომარე  გივი  მიქანაძე  საქართველოს  სოფლის  მეურნეობის  მეცნიერებათა   აკადემიის  პრეზიდენტს

აკადემიკოს   გივი   ჯაფარიძეს  და  პრეზიდენტის მოადგილეს,  აკადემიკოს   ანატოლი   გიორგაძეს  შეხვდა.

   გივი მიქანაძემ აკადემიის წარმომადგენლებს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, გივი ჯაფარიძემ კომიტეტის თავმჯდომარეს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წინაშე არსებული გამოწვევები გააცნო.პარ-2.jpg

შეხვედრის ფარგლებში, გამოიკვეთა ის შესაძლებლობები, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობით შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით, საქართველოს რეგიონებში საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერებისა და მათი საქმიანობის ხელშეწყობის კუთხით.

პარ

10 ნოემბერი - მეცნიერების მსოფლიო დღე

370624515 238823069217343 5474111361078719213 n  მიმდინარე წლის 10 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის ნამდვილი წევრები, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, აგრარული დარგის წამყვანი და ახალგაზრდა სპეციალისტები, მეცნიერები. სხდომა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. მოკლე მისალმების შემდეგ, ბატონმა გ. ალექსიძემ მიმოიხილა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიული ფაქტები, ისაუბრა აგრარული დარგში მოღვაწე გამოჩენილ მეცნიერებზე და მათ ღვაწლზე ქვეყანაში აგრარული მეცნიერებისა და აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით. შემდეგ გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო და მადლობის სიგელებით დაჯილდოების ცერემონიალი. დაჯილდოებულმა პირებმა მადლობა გადაუხადეს აკადემიას დაფასებისა და აღიარებისათვის და აღუთქვეს, რომ კიდევ მეტი შემართებითა და მოტივაციით გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას.

საზეიმო სხდომის დღის წესრიგის შესაბამისად აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ა. დიდებულიძემ აუდიტორიას წარუდგინა მოხსენება თემაზე: ,,სოფლის მეურნეობის სივრცით - ტერიტორიული განვითარების პრიორიტეტები  (კახეთის მაგალითზე)“. მოხსენების ირგვლივ დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზედაც აკადემიკოსმა ა. დიდებულიძემ ამომწურავი პასუხები გასცა.

მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომის დასასრულს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ალექსიძემ კიდევ ერთხელ მიულოცა დამსწრე საზოგადოებას ეს ღირსშესანიშნავი თარიღი, უსურვა წარმატება და წინსვლა სამეცნიერო საქმიანობაში.

მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ 375014282 351769740711110 98635711491413380 n

 

1.   საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ბატონი აპოლონ კაკაბაძე - გარემოს დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისათვის.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამართლის დოქტორი, პროფესორი ზაზა მარუაშვილი - განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

3. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების მთავრი მეცნიერ თანამშრომელი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი მელაძე კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

4. ფონდ ‘’განვითარება და გარემო’’-ს თავმჯდომარე - თეიმურაზ ტყემალაძე - გარემოს დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისათვის.

5. ფონდ ‘’განვითარება და გარემოს“ მთავარ კოორდინატორი - იოსებ ტყემალაძე - გარემოს დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისათვის.

6. ფონდ ‘’განვითარება და გარემოს“ აღმასრულებელ დირექტორი, ჟურნალის ‘’ველური ბუნება’’ მთავარი რედაქტორი - გოჩა კობერიძე - გარემოს დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისათვის.

DSC015677777777777777777777777777. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე, აგრარულ მეცნიერებათა   დოქტორი გიორგი იაკობაშვილი - მცენარეთა დაცვის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.

8. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ბიოლოგიის დოქტორი ზურაბ ლიპარტია - მცენარეთა დაცვის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.

9. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი მარიამ ჩუბინიშვილი - მცენარეთა დაცვის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.

10. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი დემნა ხელაია - ვეტერინარიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.

11. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი დავით გოდერძიშვილი - ვეტერინარიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.

12. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვეტერინარიის კვლევის სამსახურის უფროსი, ბიოლოგიის დოქტორი ლევან ციცქიშვილი - ვეტერინარიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.

13. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლევან მაკარაძე - ვეტერინარიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.

14. თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის დოქტორს მალხაზ სამადაშვილი - სატყეო დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.

15. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ალექსანდრე აფციაური - სატყეო დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.

16. აჭარის ა/რ ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ ეკოლოგიური ექსპერტი, სოფლის მეურნეობის დოქტორი არჩილ ძირკვაძე - სატყეო დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.

17. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგიის დოქტორი   ზურაბ ქუჩუკაშვილი - გამოყენებითი ბიომეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.  DSC015888888888888888888888888

18. აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ცოტნე სამადაშვილი - მემარცვლეობის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.

19. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ეთერ ხარაიშვილი - ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.

20. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ზაირა შაფათავა - სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.

21. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მოლეკულური მარკირების ლაბორატორიის უფროსი, სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორი კახა ბიწკინაშვილი - გენეტიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.

22. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის ლაბორატორიის უფროსი, ბიოლოგიის დოქტორი ივეტა მეგრელიშვილი - მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.

23. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ბობოქაშვილი - მეხილეობის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.

24. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ეკოფიზიოლოგიის სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი თემურ ორთოიძე - მცენარეთა ეკოფიზიოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.

25. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი მერაბ ჟღენტი - სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.

26. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, სოფლის მეურნეობის დოქტორი გულნარი ჩხუტიაშვილი - მემარცვლეობის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის

 370148776 1416768775871211 2403226445059793236 n

 

 მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მადლობის სიგელით დაჯილდოვდნენ:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე - ვეტერინარიის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის

2. FAO-ს პოლიტიკის უფროსი მრჩეველი ჯუმბერ მარუაშვილი - მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

3. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიოლოგიის დეპარტამენტის გამოყენებითი ბიომეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის იმართულების  დოქტორანტი მერაბ სეფაშვილი - ქიმიური რისკების შეფასების პროცესში რისკის ანალიზის მეცნიერული კომპონენტის - რისკის შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებისათვის.

4. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიოლოგიის დეპარტამენტის გამოყენებითი ბიომეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის იმართულების  დოქტორანტი ანი ქირია - ქიმიური რისკების შეფასების პროცესში რისკის ანალიზის მეცნიერული კომპონენტის - რისკის შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებისათვის.

 

 

მილოცვა

  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა,

აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ

მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიეტის

ოქროს მედლით დააჯილდოვა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ულოცავს ბატონ ნოდარს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოქროს მედალს,

უსურვებს ჯანრთელობას, დიდხსანს სიცოცხლეს, ნაყოფიერ სამეცნერო საქმიანობას ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.

371547511 353097157240748 8243107799074551136 n

მრგვალი მაგიდა

2023 წლის 24 ოქტომბერს გაიმართა- საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდა თემაზე:

FAO/ WHO/CAC/GL 62 სურსათის უვნებლობის რისკის ანალიზი კონცეპტუალური   ასპექტები

(სურსათის უვნებლობის ,ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის სფერო)

384560481 194838366930096 6632458510420719406 n   სხდომას ესწრებოდნენ:

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის აკადემიკოს-მდივნი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრები, აკადემიის აპარატის თანამშრომლები; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი რამაზ გახოკიძე; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები; სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე, ბატონი ნოდარ ხატიაშვილი, ამავე ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის უფროსი მაია მეტრეველი და სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის უფროსი მერაბ ჟღენტი, აღნიშნული სამსახურების მეცნიერ-თანამშრომლები; სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხარისხის მართვისა და აღიარების სამმართველოს უფროსი კახა სოხაძე; სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის დეპარტამენტების პასუხისმგებელი პირები. 368065051 844334827172865 8413447626371753539 n

სხდომაზე მოხსენებით, „სურსათის უვნებლობის რისკის ანალიზის კონცეპტუალური   ასპექტები,“ გამოვიდა, აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, ზურაბ ცქიტიშვილი , რომელმაც აღნიშნა, -რომ მსოფლიოში გარემოს სწრაფი და მკვეთრი ცვლილების, გლობალური ბაზრების, საერთაშორისო სავაჭრო ნაკადების, მრავალი დასახელების სურსათის წარმოების ტექნოლოგიებში სწრაფად ცვლადი ტენდენციების და მოხმარების ახალი ჩვევების წინააღმდეგ, რომლებიც წარმოქმნიან „აღმოცენებად რისკებს,“ სურსათის უვნებლობის სისტემის ოფიციალური პირები სისტემატურად იყენებენ რისკის ანალიზს, როგორც „ბასრ იარაღს“, რისკის შეფასებით განსაზღვრული რისკის პროპორციული, მინიმიზირების ზომების გასატარებლად. მან ყურადღება გაამახვილა CAC/GL62 ის მიერ განსაზღვრულ რისკის ანალიზის მომცველი სამი განსხვავებული კომპონენტის: რისკის შეფასების, რისკის მართვისა და რისკის კომუნიკაციის, მჭიდრო ურთიერთკავშირის პრინციპის მნიშვნელობაზე. მან  ხაზი გაუსვა FAO-ს და WHO-ს მიერ შემუშავებულ რისკის ანალიზის იმ კონცეპტუალურ ასპექტს, რაც უკავშირდება სურსათის უვნებლობის რეგულატორების მიერ სურსათის უვნებლობის ეროვნულ სისტემებში (რომლის პირველად აუდიტორიას სურსათის უვნებლობის ოფიციალური პირები წარმოადგენენ), რისკის  370115250 2060129324331832 1533973196290647316 n ანალიზის აღქმისა და გამოყენების გაუმჯობესების ტენდეციას. აღნიშნა FAO-ს პოლიტიკის უფროსი მრჩევლის-ჯუმბერ მარუაშვილის ნაყოფიერ ჩართულობაზე, საქართველოში რისკის ანალიზის კომპონენტების, რისკის შეფასების და რისკის მართვის, თანამედროვე მეთოდების სასემინარო სწავლების ორგანიზების საკითხებში (ევროპელი ექსპერტების მობილიზება)

2) „რისკის შეფასების ინიცირების პროცედურები“(პროექტის ავტორი აკადემია) , როგორც რისკის შეფასების საწყისი წერტილის სისტემური მექანიზმი და მის საფუძველზე განხორციელებული პროექტები, წარმოადგინეს:

       - სურსათის უვნებლობა - ვასილ კვერნაძე (სურსათის ეროვნული სააგენტო)

სუდანის ჯგუფის საღებავებით დაბინძურებული სხვადასხვა კატეგორიის სურსათის მოხმარებით განპირობებული რისკის შეფასების ინიცირება

1.საქართველოში მალაქიტის მწვანის, ლეუკო მალაქიტის მწვანის და ლეუკო კრისტალ იისფერის ნარჩენების შემცველი თევზის მოხმარებით განპირობებული ადამიანის ჯანმრთელობის რისკის შეფასების ინიცირება

       - მცენარეთა დაცვა/ფიტოსანიტარია - მარიამ ჩუბინიშვილი (სურსათის ეროვნული სააგენტო)  367409497 1445096839369763 7177712188989763741 n

1.თალაქიანი დროზოფილას - Drosophila suzukii– რისკის შეფასების ინიცირება

2.ლაქებიანი ჭიჭინობელას - Lycorma delicatula (Hemiptera: Fulgoridae) რისკის შეფასების ინიცირება

         - ვეტერინარია - ელენე ნინიძე (სურსათის ეროვნული სააგენტო)

1.საქართველოში გარეული და მიუსაფარი ცხოველებიდან შინაური ცხოველების ცოფით ინფიცირების რისკის შეფასების ინიცირება

2.ბლუთანგის (ლურჯი ენა, ცხვრის კატარული ცხელება) დაავადების საქართველოში შემოჭრა-გავრცელების“ რისკის შეფასების ინიცირება

3) სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების სამეცნიერო მეთოდოლოგიები 

დარეჯან დუღაშვილი (საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიანტი)

4) მიმდინარე პერიოდში, რისკის შეფასების, ინსპექტირებისა და კონტროლის მიმართულებით FAO- საქმიანობის შესახებ-FAO-ს პოლიტიკის უფროსი მრჩეველი-ჯუმბერ მარუაშვილი

ბოლოს გაიმართა დისკუსია...დისკუსიის შედეგაკადემიკოს მდივანმა ზურაბ ცქიტიშვილმა დადებითად შეაფასა მიმდინარე პერიოდში, ცენტრის და სააგენტოს ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე განხორციელებული პროექტები და ასევე ძალზე დადებითად დაახასიათა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, 2023 წ.11 აგვისტოს სამუშაო შეხვედრაზე, აკადემიის მიერ წარდგენილი, უწყვეტი, გამჭირვალე და დოკუმენტირებული რისკის ანალიზის უზრუნველმყოფი ღონისძიებების“ პროექტის მხარდაჭერა.

 

მრგვალი მაგიდის მონაწილეები გაეცნენ იტალიის ჯანდაცვის კვლევის ინსტიტუტის დირექტორის, ბატონი ალბერტო მანტოვანის მიმართვას აკადემიაში გამართული მრგვალი მაგიდის მონაწილეთათვის.

მოგესალმებით,

„მე მქონდა შესაძლებლობა მემუშავა საქართველოს რისკის შემფასებლებთან, რისკის მმართველებთან და აკადემიის წევრებთან ჩემი მისიის დროს, თემაზე „საქართველოში სურსათის ჯაჭვებში ქიმიური საფრთხის შეფასება და ანალიზი“ FAO-ს პროგრამის „სურსათის უვნებლობისა და SPS სექტორის მხარდაჭერა“ ENPARD IV ფარგლებში.  (თბილისი, 2023 წლის მარტი და ივნისი-ივლისი).

ქართველ ექსპერტთა ჯგუფი შთამბეჭდავი სისწრაფითა და ენერგიით მუშაობდა ამ საკითხების პოტენციურ გადაჭრაზე, ცდილობდა გარკვევას როგორ მოერგებოდა საერთაშორისო ორგანოების (FAO, JECFA, EFSA) ზოგადი რეკომენდაციები საქართველოს რესურსებს, საჭიროებებსა და ინსტიტუციურ ჩარჩოებს სურსათის უვნებლობის ეფექტური სისტემის შესაქმნელად.

გისურვებთ წინსვლას“

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

396618806 1498965397559430 3662861911011223538 n     მიმდინარე წლის 31 ოქტობერს შედგა კომისიის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის მეცხოველეობის განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელი გვანცა ბეჟანიშვილი მოხსენება: „მსხვილფეხა მეცხოველეობის განვითარების პროგრამა“.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მეცხოველეობის დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მიზნობრივი საგრანტო და საკრედიტო პროგრამების შემუშავება და განხორციელება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს, რომ დაიხვეწოს და გაიზარდოს შესაძლებლობები ფერმერებისთვის, განხორციელდეს ქვეყანაში მაღალპროდუქტიული ჯიშების შემოყვანა და ფერმების სათანადო აღჭურვა-მოდერნიზაცია.

მსხვილფეხა მეცხოველეობის განვითარების პროგრამის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს წარმოადგენს სოფლად ეკონომიკის განვითარება და დივერსიფიკაცია, შემოსავლების ზრდა; მსხვილფეხა მეცხოველეობის მდგრადი და ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობა; ცხოველთა პროდუქტიულობის გაუმჯობესება; ცხოველური წარმოშობის სურსათის ხარისხის გაუმჯობესება; რძის/ხორცის წარმოების პრაქტიკის მოდერნიზაცია; ცხოველთა ჯანმრთელობის და კეთილდღეობის გაუმჯობესება; კლიმატგონივრული წარმოების პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა.

მსხვილფეხა მეცხოველეობის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, მოხდა მიზნობრივი პროგრამის შემუშავება, რომელიც მსხვილ, საშუალო და მცირე ფერმერებს სთავაზობს მერძეული, მეხორცული, კომბინირებული, სანაშენე და სასუქი სულადობისთვის ფერმების აშენება/რეკონსტრუქცია/აღჭურვას და ცოცხალი სულადობის შეძენის შესაძლებლობას.

მსხვილფეხა მეცხოველეობის განვითარების ძირითადი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად განსაზღვრულია სამი მიმართულება. პირველი განკუთვნილია ფერმებისთვის, ვისაც ჰყავს სულ მცირე 25 სული უშობელი და მეტი, ხოლო სანაშენეს შემთხვევაში 50 უშობელი. სესხის მაქსიმალური ოდენობა არის 5 მლნ ლარი სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება-სესხის პროცენტის სუბსიდირება 11%-ია, ხანგრძლივობით არაუმეტეს 7 წლისა. მიმართულება მოიცავს ფერმის აშენება/რეკონსტრუქციას, აღჭურვას, ცოცხალი პირუტყვის, .. უშობლებისა და კურო-მწარმოებლის შეძენას.

მეორე მიმართულება მოიცავს სასუქი სულადობისთვის სადგომის მოწყობას. არანაკლებ 100 მოზარდისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. სესხის მაქსიმალური ოდენობა 1,000,000 ლარი, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება-სესხის პროცენტის სუბსიდირება 11%-ია, ხანგრძლივობით არაუმეტეს 4 წლისა. მიმართულება ფარავს სადგომის აშენებას, აღჭურვა-რეკონსტრუქციას.

მესამე მიმართულება მცირე მეურნეობების ხელშეწყობას ემსახურება, ფერმერებს ვისაც ჰყავს 25 სულზე ნაკლები. ეს მიმართულება მოიცავს საგრანტო კომპონენტს არაუმეტეს 40,000 ლარის. შეღავათიანი აგროკრედიტი მცირე მეურნეობების ხელშეწყობისთვის განსაზღვრულია არაუმეტეს 250,000 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსება-სესხის პროცენტის სუბსიდირება 11%, ხანგრძლივობით არაუმეტეს 4 წლისა. დასაშვები ინვესტიციააშენობა-ნაგებობისა (სადგომი) და ფერმის მოწყობისთვის საჭირო აღჭურვილობა-დანადგარები.

მოხსენების შემდეგ გამართულ კამათში მონაწილეობდნენ აკადემიკოსები ნ.ჭითანავა, რ.ასათიანი, ე.გუგუშვილი, ალ.დიდებულიძე, პროფესორები გ.გოგოლი, ო.თედორაძე, დოქტორები ი.ახალბედაშვილი, გ.ცოფურაშვილი, ე.კაციტაძე, გ.ქუთელია, თ.ფირცხალაიშვილი, ზ.კაზალიკაშვილი. სხდომამ მიიღო დადგენილება, რომლითაც, გამოთქმული შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით, მოიწონა წარმოდგენილი პროგრამა.

იუბილე

       აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილე

 

  345   მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს ქ. ქუთაისში აღინიშნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილე. საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო და საგანმანათლებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, 1 1

   საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან კი აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე და აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე. აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ შალვა კირთაძეს გადასცა აკადემიის პრეზიდენტის მისალოცი ადრესი, რომელშიც იგი აკადემიის სახელით გულითადად ულოცავდა ამ ღირსშესანიშნავ თარიღს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, მათ ვინც   დაუღალავად ემსახურებ უნივერსიტეტის განვითარებას და ფასდაუდებელ ცოდნასა და გამოცდილებას გადასცემქვეყნის ხვალინდელი დღის მშენებლებსახალგაზრდობას, სტუდენტებს. ადრესთან ერთად რექტორს გადაეცა სამახსოვრო საჩუქარი.

     რექტორთან მიღების შემდეგ ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართა საზეიმო ღონისძიება, სადაც მისალოცი სიტყვით გამოვიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბატონი გიორგი ამილახვარი. საზეიმო ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ბატონი ნოდარ პაპუკაშვილი, მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბატონი ზაზა მარუაშვილი და სამინისტროს სხვა ოფიციალური პირები.

            234          

გასვლითი ღონოსძიება

შეხვედრა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

დასავლეთ საქართველოს სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრებთან

393875278 7006348806089038 5075130387790414441 n     2023 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე და აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე საქმიანი ვიზიტით ესტუმრნენ აკადემიის დასავლეთ საქართველოს სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრს.393610994 705890397690786 868069623022221503 n შეხვედრა გახსნა დასავლეთ საქართველოს სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორმა, აკადემიკოსმა როლანდ კოპალიანმა, რომელმაც მიმოიხილა ცენტრის სამომავლო გეგმები და დასახული ამოცანები. ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით თავიანთი აზრი გამოთქვეს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ და პრეზიდენტის მოადგილემ, აკადემიკოსმა ანატოლი გიორგაძემ.

აღინიშნა, რომ ცენტრს მეტად მნიშვნელოვანი მისია აკისრია. ეს არის აგრარული მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის გზით სასოფლო-393644173 338493725329003 3528432294783426006 nსამეურნეო წარმოებაში ეკონომიკურ-ორგანიზაციული და ტექნიკურ-ტექნოლოგიური სიახლეებისა და მიღწევების რაციონალური გამოყენებისა და დანერგვის ორგანიზაცია, რამაც უნდა უზრუნველყოს დასავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული, მდგრადი და სტაბილური განვითარება და სასურსათო უსაფრთხოება.

    

შეხვედრას ესწრებოდნენ და დისკუსიაში მონაწილეობნენ: ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქეთევან კინწურაშვილი; სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი როზა ლორთქიფანიძე; სოფლის მეურნეობის დოქტორები: ნუნუ ჩაჩხიანი, ნინო ყიფიანი, ეთერ ბენიძე, მარიეტა თაბაგარი, შორენა კაპანაძე, ვლადიმერ უგულავა; ტექნიკის დოქტორები: სოსო თავბერიძე, მაყვალა ფრუიძე; ეკონომიკის დოქტორები: კახა კუპატაძე და დალი სილაგაძე.

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

394486077 880620710264270 8559158322468587105 n  მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს შედგა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელის, პროფესორ ეთერ ხარაიშვილის მოხსენება თემაზე: „ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობაში: ტენდენციები და გამოწვევები“.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სამყარო მუდმივი ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის პროცესშია. თანამედროვე სოფლის მეურნეობის სექტორიც მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის მსოფლიოში მიმდინარე პროცესების, განსაკუთრებით სურსათზე მოთხოვნის   ზრდის, მომხმარებელთა პრეფერენციებში ცვლილებების,   ტექნიკურ-ტექნოლოგიური განვითარების, გლობალიზაციის, ურბანიზაციისა და სხვა ფაქტორების გავლენის გამო.

ციფრიზაცია კონკურენტუნარიანობის ზრდის, პროდუქტიულობის   მდგრადი განვითარების შესაძლებლობაა. თუმცა, სხვა სექტორებთან შედარებით, ეს პროცესი სოფლის მეურნეობაში გართულებულია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებების გამო. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ციფრული ტრანსფორმაციის ტენდენციების შეფასება საქართველოს სოფლის მეურნეობაში, უცხოური გამოცდილების შესწავლა, ციფრიზაციის პროცესში არსებული გამოწვევების გამოვლენა და განვითარების პერსპექტიულ მიმართულებებზე რეკომენდაციების შემუშავება.

მოხსენებაში დასაბუთებული იყო ციფრული ტრანსფორმაციის განხორციელების აუცილებლობა საქართველოს სოფლის მეურნეობაში, შედარდა მეცნიერთა განსხვავებული მოსაზრებები ციფრიზაციის კონცეფციის შესახებ. საქართველოს სოფლის მეურნეობის ციფრულ ტრანსფორმაციაში არსებული გამოწვევების გამოსავლენად ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა მაიდენტიფიცირებელი, კომპეტენციების, პრაქტიკული და შეფასებითი სექციების მიხედვით. კვლევით დადგინდა: რესპონდენტთა ციფრული უნარების ფლობის დონე, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების პერიოდი და მიზნები, აპლიკაციები და სერვისები; შეფასდა ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა, ,,ციფრული განხეთქილებისდონე, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა, ციფრული ტექნოლოგიების ბარიერები; განსაზღვრულია სახელმწიფოს როლი სოფლის მეურნეობის სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციაში; გამოვლინდა სოფლის მეურნეობის სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის საჭიროებები; შეფასდა სოფლის მეურნეობის სექტორის ციფრული ტრანსფორმაციიდან მიღებული სარგებელი.

კვლევაში გამოყენებული იქნა შემდეგი მეთოდოლოგია: ბიბლიოგრაფიული კვლევა, ანალიზის, სინთეზის, შედარების, ექსპერტული, მატრიცული, ფაქტორული და სხვადასხვა სტატისტიკური მეთოდი.

ზემოაღნიშნულის გარდა ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა, მრავლობითი რეგრესიის მოდელის საშუალებით დადგინდა მწარმოებლურობაზე ინტერნეტისა და სოციალური მედიის მომხმარებელთა რაოდენობის გავლენის შედეგები. წარმოდგენილი იქნა დასკვნები ციფრული ტრანსფორმაციის ტენდენციებსა და გამოწვევებზე, შემოთავაზებული იყო რეკომენდაციები ციფრიზაციის განვითარების პერსპექტიულ მიმართულებებზე.

წარმოდგენილი თემის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: . ჭითანავამ, ალ. დიდებულიძემ, . ასათიანმა; დოქტორებმა: . ცოფურაშვილმა, . ხოხაშვილმა, . კაციტაძემ, . ქარჩავამ, . ქუთელიამ, . ძიძიკაშვილმა, რომლებმაც აღნიშნეს მომხსენებლის მიერ ჩატარებული მუშაობის აქტუალურობა, მოხსენების ინფორმატიულობა და მიდგომის ინოვაციურობა. სხდომამ მიიღო შესაბამისი დადგენილება.

 

 

„ღვინის დღეები“-ს ფარგლებში გამართული კონფერენცია:

„ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო-პროექტი - შედეგები და სიახლეები“

 

400334641 634135005339658 7780591248257476873 n მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს სასტუმრო „შერატონ მეტეხში“ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო-პროექტი - შედეგები და სიახლეები“. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ მსოფლიოს 11 ქვეყნის მეცნიერ-მკვლევარები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან კონფერენციას ესწრებოდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გ. ალექსიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ა. გიორგაძე, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ა. დიდებულიძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მ. ბარვენაშვილი.

კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და კონფერენციის მუშაობაში წარმატება უსურვეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბატონმა ოთარ შამუგიამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ნოდარ პაპუკაშვილმა. აღინიშნა, რომ ღვინის დღეებით ჩვენ ვახსენებთ მთელ საზოგადოებას, რომ ქართული ღვინო არის ჩვენი კულტურის და ისტორიის ნაწილი და რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ღვინის დაყენების 8000 წლიანი უწყვეტი ისტორიით.

კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის მულტიდისციპლინარულ სამეცნიერო პროექტში ქართველ მეცნიერებთან ერთად, ჩართული იყვნენ პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტების, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INRA) მეცნიერები. ქართული ვაზისა და ღვინის ისტორიის, თანამედროვე მდგომარეობისა და მევენახეობა – მეღვინეობის მომავალი განვითარების პოტენციალის წარმოჩინების მიზნით, პროექტის ფარგლებში მოხდა ქართულ ვაზისა და ღვინის შესწავლა სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინის საშუალებით.  399785158 359016496683214 5740216610324367211 n 1

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერი, მკვლევარი პატრიკ მაკგოვერნი, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის პროექტით უკვე დადასტურდა ქართული ღვინის დაყენების 8000 წლიანი ისტორია. კონფერენციაზე ასევე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ: საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი, ბატონი დავით ლორთქიფანიძე, რომლის მოხსენება გახლდათ: „ბიოკულტურული პროცესები ღვინის ისტორიის მიღმა“; ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერი სტეფან ბატიუკის მოხსენება იყო: „გადაჭრილი გორის“ რეგიონალური არქეოლოგიური პროექტის ექსპედიცია (GRAPE) 2016-2023: სამხრეთ კავკასიის ნეოლითური ლანდშაფტების გამოკვლევა და რა მნიშვნელობა აქვს მას მსოფლიო ისტორიისათვის“; მონპელიერს უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშროელმა ლორან ბუბმა ისაუბრა თემაზე: „ძველი ვაზების დახასიათება წიპწის ფორმის ანალიზის საშუალებით და კულტივირებული ვაზების ევოლუცია საქართველოში ათასწლეულების განმავლობაში“ და სხვ.

„ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის“ კოორდინატორმა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დავით მაღრაძემ აღნიშნა, რომ გაიზარდა პროექტში ჩართული მეცნიერების რაოდენობა, ნათლად გამოჩნდა პროექტის საქმიანობის გაფართოების პერსპექტივა, რაც მომავალში ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის იმ მრავალფეროვანი საკითხების შესწავლას წაადგება, რითაც ასე მდიდარია ეს დარგი.

 

 

 

29 სექტემბრის პრეზიდიუმის სხდომა

 

მიმდინარე წლის 29 სექტემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები, აკადემიკოსები: გ. ჯაფარიძე, გ. ალექსიძე, რ. ასათიანი, ჯ. გუგუშვილი, ა. დიდებულიძე. ლ. დოლიძე, გ. მარგველაშვილი, რ. მახარობლიძე, ლ. უჯმაჯურიძე, ზ. ფუტკარაძე, ნ. ჩხარტიშვილი, ზ. ცქიტიშვილი, ნ. ჭითანავა, დოქტორები: ი. ახალბედაშვილი, მ. ბარვენაშვილი, ო. კაჭარავა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორები: ზ. მახარობლიძე, ო. თედორაძე, ო. ქარჩავა, ტექნიკის დოქტორები: ვ. მარუაშვილი, თ ნადირაშვილი, თ. ცარციძე, გ. ქუთელია. მ. ბენაშვილი, ხ. გოჭოშვილი, ასევე პრეზიდიუმთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრები და აპარატის თანამშრომლები.

პრეზიდიუმი გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ. შემდეგ მან აუდიტორიას გააცნო პრეზიდიუმის მუშაობის დღის წესრიგი:

1. ინფორმაცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2023 წლის საუკეთესო ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომის გამოსავლენად ჩატარებულ კონკურსის შედეგების შესახებ. (გამარჯვებულთა დაჯილდოება).

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

3. ინფორმაცია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, „სასოფლო-სამეურნეო მცენარეებისა და ცხოველების ბიომრავალფეროვნება, კონსერვაცია და გამოყენების პერსპექტივები“, მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

4. საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მანქანების რემონტის და წარმოების აუცილებლობის შესახებ.

მომხსენებელი: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა მახარობლიძე.

  1. მიმდინარე საკითხები

1. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნულ კოორდინატორებთან მრგვალი მაგიდის ჩატარების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე

პირველ საკითხთან დაკავშირებით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ძირითადი საკითხები შეთანხმებულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ხელმძღვანელობასთან. უახლოეს პერიოდში შედგება ხელმოწერის ცერემონია, რომელიც უფრო მნიშვნელოვანს და ნაყოფიერს გახდის ორივე აკადემიის საქმიანობას.

მეორე საკითხის ირგვლივ ისაუბრა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, დოქტორმა მ. ბარვენაშვილმა. მან აღნიშნა, რომ აკადემიის მიერ 2023 წლის საუკეთესო ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომის გამოსავლენად გამოცხადებული კონკურსი ჩატარდა შესაბამისი დებულების სრული დაცვით. გამარჯვებულები გახდნენ და პრემიები გადაეცათ 10 ნაშრომის ავტორებს. მათი გვარები და ნაშრომები ატვირთულია აკადემიის ვებ-გვერდზე. აღნიშნულის შემდეგ, აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ კონკურსის გამარჯვებულებს გადასცა სამახსოვრო დიპლომები.

           საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, „სასოფლო-სამეურნეო მცენარეებისა და ცხოველების ბიომრავალფეროვნება, კონსერვაცია და გამოყენების პერსპექტივები“ ჩასატარებლად მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, დოქტორმა მარინე ბარვენაშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნულმა პროექტმა გაიმარჯვა მიმდინარე წლის დასაწყისში შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში. პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, მთავარი კოორდინატორი - აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, ძირითადი შემსრულებლები: აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი. განცხადება კონფერენციის ჩატარებისა ვადებისა და სამეცნიერო სტატიების მიღების წესების შესახებ გამოქვეყნდა აკადემიის ვებ-გვერდზე, გაზეთ საქართველოს რესპუბლიკაში. საინფორმაციო ვიდეო რგოლი მთელი თვის განმავლობაში გადიოდა „საფერავი ტვ“-ის ეთერში. ინფორმაციები ასევე დაეგზავნათ ადგილობრივი და საზღვარგარეთის პარტნიორ ორგანიზაციებს. ჩატარდა მთელი რიგი სამუშაოები, რომელიც გათვალისწინებული იყო საკონფერენციო გრანტის გეგმა-გრაფიკით. მომზადდა კონფერენციის მოსაწვევები, პროგრამა და სამეცნიერო კრებული. სულ შემოსულია 100 სამეცნიერო სტატია 200-ზე მეტი მეცნიერის ავტორობით. სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს საფრანგეთის, ლატვიის, რუმინეთის, ალბანეთის და უკრაინის მეცნიერებმა. სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება 2023 წლის 4-6 ოქტომბერს.

            ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა მახარობლიძე დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა მოხსენებით „საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მანქანების რემონტის და წარმოების აუცილებლობის შესახებ“ (მოხსენების სრული ტექსტი იხ. ბმულზე). წარმოდგენილმა მოხსენებამ აუდიტორიის მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზედაც მომხსენებელმა ამომწურავი პასუხები გასცა.

            პრეზიდიუმის დასასრულს, აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია აკადემიის ეროვნულ კოორდინატორებთან მრგვალი მაგიდის ჩატარების შესახებ და პრეზიდიუმის წევრებს გააცნო ანგარიშის ახალი ფორმა, რომლის მიხედვითაც ეროვნულმა კოორდინატორებმა უნდა წარადგინონ მათ მიერ შესრულებული სამუშაოები.

ხსოვნა

ღვაწლმოსილი მეცნიერი - ოთარ ლიპარტელიანის ხსოვნა

    

 DSC06999999999999999999999999903 გარდაიცვალა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ღვაწლმოსილი მეცნიერი ოთარ ლიპარტელიანი.

             ბატონი ოთარი დაიბადა 1932 წლის 5 დეკემბერს ლენტეხის რაიონის სოფელ კახურაში. ლენტეხის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1949 წელს სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიულ ფაკულტეტზე და მისი დამთავრების შემდეგ მიენიჭა სწავლული აგრონომის კვალიფიკაცია.

           ბატონმა ოთარმა შრომითი საქმიანობა დაიწყო 1955 წელს საქართველოს სახელმწიფო სასელექციო სადგურში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 1961 წლიდან 2006 წლამდე მან გაიარა დიდი და ნაყოფიერი გზა მცხეთის სასელექციო სადგურში ჯერ უფროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდგომ განყოფილების გამგედ და დირექტორის თანამდებობაზე. 2006 წელს იგი არჩეულია ი. ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე და ამავე ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად. 2014 წლიდან ბატონი ოთარ ლიპარტელიანი დაინიშნა და მუშაობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად.

           მან პირველმა დაიწყო მცენარეთა კერძო გენეტიკის კურსის კითხვა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენეტიკის კათედრაზე   (1976-1979 წ. წ. ) და შემდეგ კითხულობდა სელექცია-გენეტიკის კურსს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის გენეტიკა-სელექციისა და მეთესლეობის კათედრაზე.

           ბატონი ოთარი ითვლება საქართველოში სიმინდის სელექციაში პირველ ხაზთაშორისი ჰიბრიდების ავტორად. მან პირველმა შეაგროვა სიმინდის ადგილობრივი ჯიშების გენოფონდი ( 244 ნიმუში) , შეისწავლა ისინი ბოტანიკურად, გენეტიკურად და დასახა მათი სელექციური გამოყენების სწორი გზები. მან პირველმა შეისწავლა ისინი კომბინაციური უნარიანობის მიხედვით, სტერილურობის მიმართ რეაქციის თვალსაზრისით და ამ მხრივ პირველმა მოგვცა მათი ბოტანიკური და გენეტიკური კლასიფიკაცია.

           ბატონი ოთარ ლიპარტელიანი ბრძანდება 200-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი, რომელიც გამოქვეყნებულია როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე უცხოურ გამოცემებში, მათ შორის 7 მონოგრაფიის, ერთი სახელმძღვანელოს, 13 რეკომენდაციის. მისი ავტორობითა და თანაავტორობით გამოყვანილი და წარმოებაში დანერგილია 25 ჯიში, მათ შორის ხორბლის 2 ჯიში, სიმინდის 15 ჰიბრიდი და 1 ჯიში, ქერის 4 ჯიში, ლობიოს მუხუდოს და ოსპის თითო ჯიში. აქედან სიმინდის 1 ჯიში და 2 ჰიბრიდი დარაიონებულია უცხოეთშიც.

           ბატონი ოთარის სამეცნიერო პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა სათანადოდ არის დაფასებული. იგი დაჯილდოვებულია საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის პირველი ხარისხის დიპლომით (1983 წ.); საქართველოს სახელმწიფო პრემიით მეცნიერებაში (1986 წ.); „ღირსების“ ორდენით (1999 წ); საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელით (2002, 2016 წ. წ.) და მინიჭებული აქვს საუკეთესო მეცნიერის წოდება აგრონომიულ დარგში (2013 წ.)

                 წავიდა კიდევ ერთი ღვაწლმოსილი ადამიანი ჩვენი რიგებიდან. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ღირსეული მეცნიერის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს. აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ოთარ ლიპარტელიანის სახელი დიდხანს დარჩება მისი კოლეგების, მეგობრებისა და ახლობლების გულებში.

საქართველოს სოფლის მეურნეობის

მეცნიერებათა აკადემია

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com