საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

დედამიწის საერთაშორისო დღე

22 აპრილი - დედამიწის საერთაშორისო დღე

     343373271 1863794500655656 7378072456911153833 n   საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, 2023 წლის 20 აპრილს, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა.

         სხდომას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის სტიპენდიატები: სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე და სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: ქეთევან ჭიპაშვილი, ლარისა ჩაიკა და მარიკა მოსაშვილი, ასევე მოწვეული სტუმრები: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ნანა გოგინაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრები: ილიას უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, მეტყევე, ეკოლოგი ვასილ მეტრეველი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მთავარი სპეციალისტი, ეკონომისტი ბაგრატ რაზმაძე.

სხდომა გახსნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მოკლე მისალმების შემდეგ, მან ისაუბრა დედამიწის საერთაშორისო დღის დაარსების ისტორიაზე, მის მნიშვნელობაზე, იმაზე, რომ ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები და რომ იგი ყოველწლიური ღონისძიებაა და 22 აპრილს აღინიშნება. დღესდღეობით დედამიწის საერთაშორისო დღეს 193 მეტ ქვეყანაში ზეიმობენ. შემდეგ სიტყვა მოხსენებისათვისჭალის ტყის ცვლილებების ანალიზი სატელიტური სურათების გამოყენებით ჭაჭუნას მაგალითზეგადასცა მეტყევე-ეკოლოგ ვასილ მეტრეველს.342367160 747499496835123 3700749673643802309 n

ვასილ მეტრეველმა აღნიშნა, რომ ზოგადად ჭალის ტყეები, ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ეკოსისტემაა მთელს მსოფლიოში, ვინაიდან ისინი ძირითადად დაბლობებზე და ადვილად მისადგომ ადგილებზე მდებარეობს. გარდა ხე-ტყის მოხმარებისა, ტუგაის ტიპის ჭალის ტყეებს უდიდეს ზიანს აყენებს საქონლის ძოვება, რადგან ის ესაზღვრება ნახევარ უდაბნოებსა და სტეპებს, რომლებიც ძირითად რესურსს წარმოადგენს, საძოვრების თვალსაზრისით. შემდეგ ისაუბრა ძირითადი თემის ირგვლივ, კერძოდ, ჩატარებული კვლევის მიზნებზე, რომელშიც შედიოდა: მდინარე ივრის ჭალის ტყეების აღწერა და მდგომარეობის შეფასება, მათი ბუნებრივი საზღვრების განსაზღვრა, შედარება დღევანდელ საზღვრებთან და ცვლილებების მიზეზების დადგენა. ასევე, იმის გარკვევა, შეამცირა თუ არა, კონკრეტულად დალის წყალსაცავმა ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიაზე არსებულ ჭალის ტყეების ფართობი. იქონია თუ არა გავლენა, იქ არსებული ფლორისტული შემადგენლობის ცვლილებებზე. აღნიშნულის დასადგენად მოხდა დალის წყალსაცავის ზედა და ქვედა ნაწილში არსებული ტყეების მდგომარეობის შეფასება-შედარება, დროის 40 წლიან მონაკვეთში ტყის ფართობების დათვლა 10 წლიანი ინტერვალებით, ცვლილებების გამოვლენა და სხვ. კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ 40 წლიან მონაკვეთში ჭალის ტყის ფართობები ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიაზე საგრძნობლად შემცირდა, შეიცვალა ფლორისტული შემადგენლობაც, შესაბამისად დალის წყალსაცავმა მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია, რაც ნათლად აისახა არსებულ ეკოსისტემაზე.

მოხსენების დასრულების შემდეგ წარმოდგენილი თემის ირგვლივ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დოქტორებმა: გ. ქავთარაძემ, ნ. გოგინაშვილმა, ზ. ტიგინაშვილმა. დამსწრე საზოგადოების მხრიდან დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზეც ვ. მეტრეველმა ამომწურავი პასუხები გასცა.

სხდომა შეაჯამა აკადემიკოსმა . დოლიძემ. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებელს საინტერესო პრეზენტაციისათვის, ხოლო დამსწრე საზოგადოებას, მობრძანებისა და სხდომის მუშაობაში აქტიური მონაწილეობის მიღებისათვის. აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს საქართველოს ჭალის ტყეებთან დაკავშირებული გამოწვევების განხილვა-გადაწყვეტას.

განყოფილების სხდომა

2023 წლის 20 აპრილს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის

მეცნიერებათა განყოფილების სხდომა, რომელზეც განხილული იქნა შემდეგი საკითხი:

 

1.  ქალაქ თბილისის ტყის ბიომასის და ნახშირბადის დაგროვების პოტენციალის შეფასების შესახებ (იხ. ბმულზე).

მომხსენებლები: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიის სტიპენდიატი, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე;   სატყეო ექსპერტი კობა ჩიბურდანიძე.

 

 

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

339862294 766105508289011 1909257546350507948 n   19 აპრილს შედგა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იქნა ეკონომიკის დოქტორის, აიპ ,,ჯორჯიან გაპი“-ს დამფუძნებლის გოჩა ცოფურაშვილისა და ინჟინერიის დოქტორის, აიპ ,,მწვანე პარტნიორობა მშვიდობისათვის“ თავმჯდომარის ალექსი ნონიაძის მოხსენებები თემაზე: „სოფლის განვითარების პროგრამულ-კონცეპტუალური მოდელი: საპილოტე თემა - ,,სოფლის საძოვარი''.

     პირველმა გამომსვლელმა დოქტორმა გოჩა ცოფურაშვილმა აღნიშნა, რომ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, განსახილველად გამოტანილი იყო პროგრამული მოდელი, სადაც სოფლის განვითარების კონცეფციიდან ერთი კონკრეტული თემაა განხილული და შემოთავაზებულია მეცნიერულ მიდგომებზე დაფუძნებული სამოქმედო გეგმა, რომელიც ასევე ეყრდნობა საქართველოს პარლამენტის ეგიდით ჩატარებულ კვლევებს. მან დამსწრეთა ყურადღება გაამახვილა სოფლის განვითარების კონცეპტუალური მიდგომების და პრინციპების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე, სამართლებრივ და უფლებრივ-ქონებრივ საკითხებზე და შესაბამისი სტრუქტურულ-ორგანიზაციული ფორმების შერჩევაზე, აგრეთვე სტატისტიკურ-ანალიტიკური და სიტუაციურ-კონტექსტუალური ანალიზის წარმოდგენის მნიშვნელობასა და მიკროზონული - სოფელ-თემის ტერიტორიულ რესურსული შესაძლებლობების კვლევაზე და ბოლოს, მოდელირებული პროგრამის ჩამოყალიბების პრინციპები - ,,სოფლის საძოვრის'' მოდელის მაგალითზე, სადაც განხორციელდება კონკრეტული ღონისძიებები.

მეორე გამომსვლელმა, დოქტორმა ალექსი ნონიაძემ ისაუბრა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სათიბ-საძივრების სხვადასხვა დონეზე   მართვის პოლიტიკის თავისებურებებზე:

ა) სოფელში - სოფლის დონეზე, მუნიციპალიტეტში - მუნიციპალიტეტის დონეზე საძოვრების მართვის ჯგუფების შექმნა დეცენტრალიზაციის პრინციპის გამოყენებით (სლოვენიის გამოცდილება);

ბ) საძოვრების მიმაგრება სოფელსა და მუნიციპალიტეტზე საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში (ჩეხეთის გამოცდილება);

გ) სამართლებრივი საფუძვლებისა და კრიტერიუმების შემუშავება საძოვრების იჯარით გაცემის წესთან დაკავშირება (პოლონეთის გამოცდილება);

დ) საძოვრების ფლობის სამართლებრივი საფუძვლების შემუშავება და მიწისთვის საძოვრის სტატუსის მინიჭებისა და ჩამორთმევის მექანიზმები (ლიეტუვას გამოცდილება);

ე) ზამთრისა და ზაფხულის საძოვრების მართვის ასპექტები (პოლონეთის გამოცდილება ნაციონალური პარკის მაგალითზე);

ვ) საძოვრების სარგებლობის წესების შემუშავება მუნიციპალიტეტების დონეზე (სტანდარტებისა და რეკომენდაციების შემუშავება, მოლდოვას გამოცდილება).

მოხსენების შემდეგ მომხსენებლებმა არგუმენტებული და ამომწურავი პასუხები გასცეს დამსწრეთა შეკითხვებს.

მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ აკადემიკოსები: გივი ჯაფარიძე, ნოდარ ჭითანავა, რევაზ ასათიანი და ალექსანდრე დიდებულიძე, მინისტრის მრჩეველი, დოქტორი ომარ კაჭარავა, მიწის მდგრადი მართვის სააგენტოს უფროსი  გიორგი მიშველაძე, პროფესორები: ნოდარ ხატიაშვილი, ანზორ მესხიშვილი, ნინო ნადიბაიძე.

კომისიამ დაადგინა: მოწონებული იქნეს წარმოდგენილი მოხსენება და იმის გათვალისწინებით, თუ რა დიდ საქმე კეთდებასაძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის შექმნისა და მისი ფართო წრეების მიერ განხილვის მიმართულებით, აგრეთვე ფერმერთა და სპეციალისტთათვის ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის გასაცნობად,  ა.წ. ივნისის თვეში ჩატარდეს კომისიის რიგგარეშე სხდომა, სადაც მოხდება აღნიშნული კონცეფციის განხილვა.

 

მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების სხდომა

2023 წლის 12 აპრილს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების სხდომა, რომელზეც განხილული იქნა შემდეგი საკითხები:

1.საქართველოში გავრცელებული ბოცვრის ჯიშების პროდუქტიულობის შესახებ (იხ. ბმულზე).

მომხსენებელი: აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი.

 

2.შინაური ცხოველების მიერ გამოწვეული გარემოს დაბინძურების მდგომარეობის შესახებ (იხ. ბმულზე).

მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი ნაირა მამუკელაშვილი.

სტუმრად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

339106063 204498415631788 6633072351612765971 n მიმდინარე წლის 11 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას საქმიანი ვიზიტით ესტუმრნენ ფონდ „განვითარება და გარემო“-ს მთავარი კოორდინატორი ბატონი იოსებ ტყემალაძე, თავმჯდომარე, ბატონი თეიმურაზ ტყემალაძე და აღმასრულებელი დირექტორი ბატონი გოჩა კობერიძე.

სტუმრებს უმასპინძლეს აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, აკადემიკოსმა ანატოლი გიორგაძემ, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, დოქტორმა მარინე ბარვენაშვილმა, აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველმა, სამეცნიერო მიმართულებების კოორდინატორმა აკადემიკოსმა ნოდარ ჭითანავამ, აკადემიის გარემოს დაცვის, მცენარეთა გენეტიკური რესურსებისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ, აკადემიის სწავლულმა მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, და აკადემიის საერთაშორისო პროგრამების, საგრანტო პროექტების კონსულტანტმა, პროფესორმა თამაზ ბაციკაძემ.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარე, დოქტორი გიორგი ქავთარაძე, თავმჯდომარის მოადგილე დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი, ბიოლოგიის დოქტორები: არჩილ სუპატაშვილი და მედეა ბურჯანაძე, სოფლის მეურნეობის დოქტორები: ნანა გოგინაშვილი და ზვიად ტიგინაშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი, სატყეო დარგის სპეციალისტები და სხვ.

ბატონებმა იოსებ ტყემალაძემ და თეიმურაზ ტყემალაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს აკადემიაში სტუმრობის მიზანი, რაც უკავშირდებოდა თბილისის ურბანული ტყის განაშენიანებასთან დაკავშირებული საკითხების დარგის სპეციალისტებისა და დაინტერესებულ პირთათვის გაცნობას. მათ ისაუბრეს იმ მძიმე მდგომარეობაზე, რაც უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში აღენიშნებოდა ქალაქის ტყის ლანდშაფტს. განსაკუთრებული ყურადღება ნარიყალას ქედის, მთაწმინდის ქედის ფერდობებსა და მათ მახლობელ ტერიტორიებზე გაამახვილეს. შემდეგ სიტყვა გადასცეს ბატონ გოჩა კობერიძეს, რომელმაც წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით აუდიტორიას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია პრეზენტაციის - „მეტი ტყე“ სახით. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ფონდი „განვითარება და გარემო“ პროექტს „თბილისის ურბანული ტყე“ ახორციელებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერითა და სრული დაფინანსებით, რომელმაც აღნიშნულ პროექტში 22,0 მლნ ლარიანი ინვესტიცია ჩადო. პროექტი ხუთწლიანია (2020-2024 წ.წ.) და მოიცავს 677 ჰა ფართობის ტყის მასივით განაშენიანებას. თბილისის ურბანული ტყე მოიცავს ნარიყალის ქედის ჩრდილოეთ ფერდობს, მთაწმინდის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებს, კუს ტბის, თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის, ვაკის პარკის და ბულბულების ჭალის ტერიტორიებს. საწყის ეტაპზე მოხდა მწვანე ნარგავების შეფასება, საფრთხეების კლასიფიკაცია, დაიგეგმა ჩასატარებელი სამუშაოები-კვლევები, რომელიც ჩატარდა გეოლოგიის, ბიოლოგიის, ზოოლოგიის, ფიტო-სანიტარიის, ბოტანიკის, ჰიდროლოგიის, გარემოს დაცვის, ნიადაგის, ტყის, ლანდშაფტის, ურბანიზაციის, ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულებით. მოგვიანებით მოიჭრა და განადგურდა დაავადებული, ხმელი და ზეხმელი ხეები, მოწესრიგდა ტერიტორია შემდგომი განაშენიანებისათვის, რისთვისაც შეირჩა სარგავი მცენარეები, მ. შ. ჰიმალაის კედარი, ქართული ნეკერჩხალი, ქვამუხა, იფანი, რცხილა და ა.შ. სულ დაირგო 120 000 ძირი ხე, თუმცა დარგვითი სამუშაოები კვლავაც გრძელდება. ტერიტორიაზე დაგეგმილია ხოხბის, კაკბისა და გნოლის რეინტროდუქცია, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს წლების წინ არსებული ბიოგეოცენოზის აღდგენას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე რეაბილიტირებულია 20 კმ-მდე სიგრძის სავალი ბილიკი, დამონტაჟებულია ძელსკამები, გადმოსახედები, ფრინველებზე დაკვირვების ქოხი, საპიკნიკეები. 338447509 1422778658497683 4326187792238550258 n

ბატონმა გოჩა კობერიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ მსგავსი ტიპის სამუშაოების ჩატარება უახლოეს მომავალში დაგეგმილია ქალაქ ქუთაისში და ქალაქ რუსთავში.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ აზრი გამოთქვეს აკადემიკოსებმა: ნოდარ ჭითანავამ, გურამ ალექსიძემ, რომლებიც მიესალმნენ ფონდის წამოწყებას დიდ ქალაქებში შეიქმნას ველურ ბუნებასთან მიახლოებული რეკრეაციული ზონები, სადაც ქალაქის მაცხოვრებლები და არამარტო ისინი, შეძლებენ დაისვენონ, მოწყდნენ ყოველდღიურ რუტინას და შეიგრძნონ ადამიანისა და ბუნების ერთიანობა. გარდა ამისა ხაზი გაუსვეს იმასაც რომ პროექტი თავისი მნიშვნელობით სცილდება ერთი კონკრეტული ქვეყნის მასშტაბებს და მან შეიძლება მოიცვას გაცილებით დიდი სივრცე. სიტყვით გამოვიდა ასევე ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე, ნათია იორდანიშვილი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ამცნო სააგენტოს წამოწყების ტყის დაცვის პოპულარიზაციის საქმეში ახალგაზრდა თაობის ჩართვის შესახებ.

შეხვედრა შეაჯამა აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ ქვეყანაში არაერთი სასიკეთო წამოწყება დააფინანსა, რომელთა შორისაა პროექტი „თბილისის ურბანული ტყეც“. მოიწონა და დადებითად შეაფასა ის შრომატევადი და რთული სამუშაოები, რომელიც ფონდმა „განვითარება და გარემომ“ შეასრულა პროექტის განხორციელების პერიოდში. შემდეგ სტუმრებს გააცნო აკადემიაში მოქმედი გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების საქმიანობა და გამოთქვა მზადყოფნა საჭიროების შემთხვევაში დარგის მეცნიერების მხრიდან დახმარების გაწევის და მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების გაცემის თაობაზე.  

შეხვედრის ბოლოს, ორივე მხარემ: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ და ფონდმა „განვითარება და გარემომ“ გამოთქვა სურვილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ.

339841296 915611309700407 8531520270725338416 n

ინფორმაცია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის

მაღალორგანიზებულად მომზადებისა და ჩატარების მიზნით შექმნილი

საექსპერტო-საკონკურსო კომისიის შესახებ ბრძანება იხილეთ ბმულზე

პრეზიდიუმის სხდომა

337483294 920366892402162 6205943598397730728 n

 

2023 წლის 5 აპრილს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის   მეცნიერებათა აკადემიის

პრეზიდიუმის სხდომა, სადაც განხილული იქნა შემდეგი საკითხები:

 

 

  1. აკადემიკოს ჯემალ კაციტაძის ანგარიში 2022 წელს გაწეული სამეცნიერო მუშაობის შესახებ. (იხ. ბმულზე

 

2.  აკადემიის სამეცნიერო ჟურნალ "მოამბის" მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ(იხ. ბმულზე

მომხსენებლები:  აკადემიის სამეცნიერო  ჟურნალ  "მოამბისმთავარი რედაქტორიაკადემიკოსი  გურამ  ალექსიძე

სამეცნიერო ჟურნალ  "მოამბისპასუხისმგებელი  მდივანი,   აკადემიკოსი   ომარ  ქეშელაშვილი

 
 
3. აკადემიის საინფორმაციო-სარეკლამო ბიულეტენის "აკადემიის მაცნეს" მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.  (იხ. ბმულზე

მომხსენებლები: აკადემიის საინფორმაციო-სარეკლამო ბიულეტენის "აკადემიის მაცნეს" რედაქტორი, აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; საინფორმაციო-სარეკლამო ბიულეტენის "აკადემიის მაცნეს" რედაქტორის მოადგილე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, პასუხისმგებელი მდივანი აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

 

4. აკადემიის მიერ 2022 წელს გამოცემული რეკომენდაციების, აგროწესების, ინსტრუქციების, ბუკლეტების, ბროშურების და სხვა ბეჭდვითი და ელექტრონული სამეცნიერო-საინფორმაციო გამოცემების მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.   (იხ. ბმულზე) 

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

 

 

მილოცვა

339993275 2219002428308169 5552362661303146986 n 2023 წლის 22 მარტს 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, 

ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ თენგიზ ყურაშვილს დაბადებიდან 75 და პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წელი შეუსრულდა. 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს, ბატონ თენგიზ ყურაშვილს, ამ ღირშესანიშნავ თარიღებს, უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, წარმატებულ სამეცნიერო, პედაგოგიურ და  საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. 

ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭო

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

ჩატარდა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა

საბჭოს მე-2 სხდომა

მიმდინარე წლის 30 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს მე-2 სხდომა. სხდომაზე მოსმენილი იყო შემდეგი მოხსენებებით: 1. „საერთაშორისო სტანდარტები მეცხოველეობაში და მათი დანერგვის გამოწვევები საქართველოში“. მომხსენებელი: დოქტორი თამარ ნოზაძე, აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრი. 2. საქართველოს წყლის რესურსების გამოყენების თანამედროვე მდგომარეობა და პერსპექტივები“. მომხსენებელი: დოქტორი შორენა კუპრეიშვილი, აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრი.

აღნიშნულ მოხსენებებზე მოკლე ტექსტური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ბმულზე.

 

336936205 1642233279629830 8769186494594472808 n

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com