საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინფორმაცია ქ. პეკინში ჩატარებული კონსულტაციის შესახებ

ინფორმაცია ქ. პეკინში (ჩინეთი) ჩატარებული რეგიონალური კონსულტაციის შესახებ,

CABI - აზია და წყნარი ოკეანის ქვეყნების თანამშრომლობის შესახებ

(16-19 ოქტომბერი, 2018 წელი)

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ CABI (საერთაშორისო ბიოლოგიური კვლევების ორგანიზაცია) და ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. მონაწილეობდნენ ყველა ის ქვეყანა ვისთანაც CABI-ის აქვს გაფორმებული ხელშეკრულება ერთობლივი კვლევების ჩატარების შესახებ. CABI-ის კვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ეს ინვაზიური სახეობებია და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ბიოლოგიური ღონისძიებების დამუშავება და პრაქტიკაში გამოიყენება.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ჩინეთმა, კორეამ, ავსტრალიამ, ინდოეთმა, პაკისტანმა, მალაიზიამ, ფილიპინებმა, ინდონეზიამ, იაპონიამ, ლაოსმა, აფრიკის ქვეყნებმა და ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების კვლევითი ორგანიზაციების ასოციაციამ (კაკაარი). ამ უკანასკნელის სახელით მოწვეული იყო და მოხსენება გააკეთა კაკაარის პრეზიდენტმა აკად. გ. ალექსიძემ. თავის გამოსვლაში ის ფართოდ შეეხო ისეთ საკითხებს როგორიცაა: კალიების, აზიური ფაროსანას, ამერიკული თეთრი პეპელას და სხვა სახეობების ფართოდ გავრცელებას რეგიონში. ასევე წინადადებით შევიდა სხდომის წინაშე რათა მომხდარიყო CABI-ის ბიოლოგიური საშუალებების ფართო გამოყენება ჩვენს რეგიონში, რაც არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი იქნებოდა. ასევე მან დააყენა საკითხი რათა მომხდარიყო საქართველოს და CABI-ის ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცება.

სხდომებს ხელმძღვანელობდა CABI-ის ერთ - ერთი ხელმძღვანელი დოქტორი ტრევორ ნიკოლსი. შემდეგი სხდომა გაიმართება ინგლისში მომავალი წლის სექტემბერში. თათბირის ბოლო დღეს ჩატარდა ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის დათვალიერება, რამაც დაიმსახურა დიდი მოწონება.

Pekini X 2018

მრგვალი მაგიდა სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასების საკითხებზე

           2018 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა მრგვალი მაგიდა სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასების საკითხებზე, რომელშიც მონაწილეობდნენ სურსათის უვნებლობისა და რისკების შეფასების  გერმანიის ფედერალური ინსტიტუტის პრეზიდენტი - პროფესორი ანდრეას ჰენსელი  (Prof. Dr. Dr. Andreas Hensel), ოფისის აღმასრულებელი ხელმძღვანელი: დოქტორი მაგნუს ეგერი (Dr. Magnus Jäger). აღნიშნული  ინსტიტუტის საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის საკითხებთან. Risk 1ინსტიტუტი ახორციელებს დამოუკიდებელ სამეცნიერო  შეფასებებს, კვლევებს  და გამჭვირვალე კომუნიკაციას სურსათთან  და ცხოველის საკვებთან, სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქციასთან  და ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკების თაობაზე. ისინი ატარებენ ასევე კვლევებს, რათა სამეცნიერო ექსპერიმენტის პირობებში, მინიმუმამდე  შემცირდეს  ცხოველთა გამოყენებამათი კვლევის შედეგები  მეცნიერებს შესაძლებლობას აძლევს, გადაწყვეტილებები  მიიღონ    მეცნიერულად დასაბუთებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ეს არის გერმანიის  წამყვანი ინსტიტუტი, რომელიც ადგენს სტანდარტებს  მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, რათა ადამიანებისთვის  მსოფლიო  გახდეს უფრო უსაფრთხო.  ინსტიტუტში საქმიანობს  დაახლოებით 750  შტატიანი თანამშრომელი  და მის სტრუქტურაში შედის 9 დეპარტამენტი:  ადმინისტრაციულირისკის კომუნიკაციის, ექსპოზიციის, ბიოუსაფრთხოების, სურსათის უვნებლობის, პესტიციდების უსაფრთხოების,  ქიმიური ნივთიერებებისა და პროდუქტების უსაფრთხოების, სასურსათო ქსელის უსაფრთხოების, ექსპერიმენტული ტოქსიკოლოგიის. Risk 2

        აღნიშნული მრგვალი მაგიდის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები, აკადემიის აპარატი და აკადემიის ეროვნული კოორდინატორები.

        მრგვალი მაგიდის მუშაობა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის ვიცე პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. იგი მიესალმა გერმანელ სტუმრებს და აღნიშნა, რომ

სურსათის სფეროში მოღვაწე  მეცნიერებისთვის კარგად არის ცნობილი  საქართველოში სურსათის რისკის შეფასებისთანამედროვე და ინოვაციური სამეცნიერო  გარემო, ხარისხის უზრუნველყოფა. აღინიშნა, რომ ინსტიტუციური შესაძლებლობების  გაფართოება შეუძლებელია ამ სფეროში  ევროპის წამყვან ავტორიტეტულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის, მათი გამოცდილების გაზიარებისა და ამ სივრცეში ინტეგრაციის გარეშე. მით უმეტეს, რომ  სწრაფად განვითარებად მსოფლიოში  მუდმივად არსებობს ახალი რისკ-ფაქტორების წარმოქმნის საშიშროების პირობები, სულ უფრო რთულდება ადამიანის ჯანმრთელობის გაფრთხილებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შერჩევა. 

Risk 3საქართველოში რისკის ანალიზის შესაძლებლობების განვითარებისათვის, მეტად მნიშვნელოვანია  ქვეყნის მასშტაბით გამოცდილი ადამიანური რესურსის  არსებობა.  სურსათის უვნებლობისა და რისკების შეფასების  გერმანიის ფედერალური იინსტიტუტი ამ კუთხით  უამრავ აქტივობას ახორციელებს: გადაცემს ცოდნას და მჭიდროდ თანამშრომლობს ქართველ მეცნიერებთან და დარტგის სპეციალისტებთან. ეს კი ხელს შეუწყობს საქართველოში  ერთის მხრივ სათანადო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების  რაოდენობის გაზრდას და ასევე, ეროვნულ დონეზე სურსათის უვნებლობის სფეროში  მეცნიერული პრინციპებისა და რისკის ანალიზის თანმიმდევრული გამოყენების შესაძლებლობების არსებობას.

          აკად. გ. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ აკადემიის როგორც მასპინძლის როლი განპირობებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიზნებისა და ამოცანების, ასევე აკადემიის ფარგლებში რისკის შეფასებასთან დაკავშირებული აქტივობებიდან გამომდინარე. აკადემიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრუქტურას წარმოადგენს სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიების სამეცნიერო განყოფილება, რომელიცRisk 4 აქტიურად არის ჩართული საქართველოში მიმდინარე ყველა იმ პროცესში, რომელიც უკავშირდება სურსათთან დაკავშირებული რისკების შეფასებას, საფრთხეების ინიცირებას,  მეცნიერული განხილვების ორგანიზებას, თუ საკანონმდებლო ინიციატივებს.

ამის შემდეგ მან სიტყვა გადასცა სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიების სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანს, აკადემიკოს ზურაბ ცქიტიშვილს. მან დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა   მოკლე ინფორმაცია იმ სამუშაოების შესახებ, რომელსაც ახორციელებს აკადემიის  სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება.

Risk 5დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სურსათის უვნებლობისა და რისკების შეფასების  გერმანიის ფედერალური ინსტიტუტის  პრეზიდენტმა,  პროფესორმა ანდრეას ჰენსელმა, რომელმაც   ისაუბრა გერმანიის გამოცდილებაზე რისკების შეფასებისა და მათი პრევენციის მიმართულებით. დასასრულს მან წარმატება უსურვა ქართველ კოლეგებს და გამოთქვა სურვილი მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.  

გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: აკადემიკოსებმა: არჩილ ვაშაკიძემ, ალექსანდრე დიდებულიძემ, პროფესორებმა ანზორ მესხიშვილმა და ქეთევან დადიანმა.

მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ.

საჯარო ლექცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი

საქართველო - 2018

მიმდინარე წლის 27 სექტემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა საჯარო ლექცია თემებზე: 1. “ფრინველი და ფიზიკა”, მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინა ბარვენაშვილი; 2. “საქართველოს გარემოს დაბინძურება”, მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი რევაზ ლოლიშვილი. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ მოწყობილმეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018”-ის ფარგლებშიLeqcia 1

ლექციას ესწრებოდნენ . თბილისის 31- საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი მარინა ნიჟარაძე და ამავე სკოლის უფროსკლასელები. მათ მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ, რომელმაც ფართოდ ისაუბრა აგრარული მეცნიერებისა და აგრაული დარგის მნიშვნელობაზე. მან მოსწავლეებს უსურვა წარმატება მათ ძირითად საქმიანობაში - სწავლაში და გამოთქვა დიდი იმედი იმისა, რომ ბევრი მათგანი თავის მომავალ პროფესიას აგრარულ დარგს დაუკავშირებდა. რაც შეეხება მოხსენებებს, პირველი თემის ირგვლივ საუბარი წარიმართა პლანეტაზე არსებულ ფრინველთა მრავალფეროვნებაზე, იმაზე, თუ როგორ დააცილა ისინი ერთმანეთს საარსებო გარემოს განსხვავებულმა პირობებმა და ნაირგვარი საკვების გამოყენებამ. ლექციის მსვლელობისას მოსწავლეები გაეცნენ ფრინველის ანატომიურ აგებულებასა და ფიზიოლოგიურ თავისებურებებს, ასევე მათ ქცევებს. შემდეგ მათ პასუხი გასცეს კითხვებს, რომელიც ეხებოდა ფრინველის ფიზიკას. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული მთელი ლექციის მსვლელობის პროცესში, კითხვებს სვამდნენ მათთვის საინტერესო საკითხების ირგვლივ, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. მოსწავლეებმა დიდი ყურადღებით მოისმინეს მეორე თემაც. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ისეთმა დამაბინძურებლებმა, როგორიცაა ტოქსიკური მეტალები, რადიონუკლიდები, პესტიციდები, პოლიეთილენის ნაწარმი. მოსწავლეებმა გაიგეს თუ რაოდენ დიდი ზიანი მოაქვს ადამიანის ჯანმრთელობისათვის თეთრ დარიშხანს, მძიმე მეტალებს. რომ დამაბინძურებლების უმრავლესობა იწვევს ავთვისებიან სიმსივნეებს და სხვა მძიმე დაავადებებს. მოსწავლეებმა მსგავსი თემების დამუშავებაში ჩაბმის სურვილი გამოთქვეს.

Leqcia 2 ლექცია შეაჯამა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორმა, დოქტორმა ანატოლი გიორგაძემ. მან გამოთქვა სურვილი, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მეცნიერებთან ერთად თემის დამუშავებაში აქტიურად ჩაერთვნენ მოსწავლეებიც და თემატიკაც მოიცავდეს მათი ინტერესების სფეროებს.

ბოლოს, სიტყვით გამოვიდა . თბილისის 31- საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი მარინა ნიჟარაძე, რომელმაც დიდი მადლობა გადაუხადა აკადემიის ხელმძღვანელობას, მომხსენებლებს და გამოთქვა მზაობა მომავალი თანამშრომლობისათვის.

Leqcia 3

ჩინეთის სპეციალისტების ვიზიტი

ინეთის ლუდონგის უნივერსიტეტის სპეციალისტების ვიზიტი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

მიმდინარე წლის 26 სექტემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ჩინეთის იანტაის პროვინციის ლუდონგის უნივერსიტეტის ორი პროფესორი იანსენ ჩენგი და ფა კუი. ვიზიტის მიზანი იყო ჩინეთის ამ უნივერსიტეტსა და ჩვენს აკადემიას შორის კავშირის დამყარება ორი მიმართულებით: მევენახეობის და მარცვლეული კულტურების ხაზით. სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის მუდმივმოქმედი გამოფენის დარბაზები, გაეცნენ სტრუქტურას და აკადემიის მუშაობის ძირითად მიმართულებებს. დაისახა ურთიერთთანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც შემდეგში გაფორმდება ოფიციალური ხელშეკრულებით. ჩვენი სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ქართული ვაზის და ხორბლის ჯიშებით, რომელთა შესწავლასაც ისინი გეგმავენ მომავალ წელს ჩინეთში. ამავე დროს, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მომზადდეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, სადაც დეტალურად გაიწერება ქართველი და ჩინელი მეცნიერების შემდგომი მუშაობის პრიორიტეტები. ჩინეთის მხარემ გამოთქვა სურვილი მომავალი წლის მაისის თვეში მიიწვიოს ქართველი სპეციალისტები იანტაის პროვინციაში და გააცნოს უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევები სოფლის მეურნეობაში. აღსანიშნავია, რომ იანტაის პროვინცია ჩინეთის სოფლის მეურნეობის ძირითადი რეგიონია და მისი გაცნობა ჩვენი აკადემიის მეცნიერებისათვის სასარგებლო იქნება.  

Chinelebi 1Chinelebi 2

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი საქართველო - 2018

სამეცნიერო კონფერენციასაქართველოში მეცხოველეობისა და ვეტერინარიის არსებული მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივები

rez 1 ამა წლის 25 სექტემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ”საქართველოში მეცხოველეობისა და ვეტერინარიის არსებული მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივები”. აღნიშნული ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ მოწყობილმეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალს 2018”. კონფერენცია გახსნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. მან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ მეცხოველეობისა და ვეტერინარიის მდგომარეობაზე და გამოთქვა იმედი, რომ ქართველი მეცნიერები, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მხარდაჭერით ყოველგვარ ღონეს იხმარენ, რათა აღნიშნული დარგების წინაშე მდგარი პრობლემები დროულად იქნეს გადაჭრილი. ამის შემდეგ მან აკადემიის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა ის მეცნიერები, რომლებსაც გარკვეული წვლილი მიუძღვით მეცხოველეობისა და ვეტერინარიის დარგის განვითარებაში.  rez 2

კონფერენციაზე მოსმენილი იქნა მაღალი მეცნიერული ღირებულების მქონე მოხსენებები. თითოეული მოხსენების შემდეგ იმართებოდა დისკუსიები, რომლებსაც მეტად საქმიანი ხასიათი ჰქონდა.

კონფერენციის მუშაობა შეაჯამა მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა, რომელმაც დიდი მადლობა გადაუხადა მონაწილეებს წარმოდგენილი პრეზენტაციებისათვის და დამსწრე საზოგადოებას კონფერენციის მსვლელობის პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის.

 rez 3

rez 4

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი

საქართველო - 2018

22 სექტემბერი - 1 ოქტომბერი

Festival 0

       ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში უმაღლესი სასწავლებლები და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებები სხვადასხვა სახალისო-სამეცნიერო აქტივობებით იყვნენ წარმოდგენილიფესტივალში მონაწილეობენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სან დიეგოს უნივერსიტეტი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, სხვადასხვა კერძო კომპანიები და მეცნიერების სფეროს უცხოელი წარმომადგენლები. მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2015 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით იმართება.

Festival 1

       საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საგამოფენო სივრცეს ხელმძღვანელობდნენ აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე. საგამოფენო სირცის მომზადებასა და წარმოდგენაში მონაწილეობდნენ აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი დოქტორი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის სწავლული მდივნები დოქტორები რევაზ ლოლიშვილი და მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწე დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი. აკადემიის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო აკადემიის მიერ ბოლო ხუთი წლის მანძილზე შექმნილი ინტელექტუალური პროდუქცია: მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, რეკომენდაციები, სხვადსხვა სამეცნიერო ნაშრომები.

        2018 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მასპინძლობს. ფესტივალი 1 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება და ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სამეცნიერო და შემეცნებითი ღონისძიებები - გამოფენები, საჯარო ლექციები, კონფერენციები, ტრენინგები, ვორქშოპები, ღია კარის დღეები, უახლესი სამეცნიერო გამოცემებისა და პროექტების პრეზენტაციები, გასვლითი ღონისძიებები და სხვა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 25 სექტემბერს გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს მეცხოველეობისა და ვეტერინარიის არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები“, ხოლო 27 სექტემბერს თბილისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე „ფრინველი და ფიზიკა“ - დოქტორი მარინე ბარვენაშვილი; „საქართველოს გარემოს დაბინძურება „ - დოქტორი რევაზ ლოლიშვილი.

  Festival 2 მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები

         როგორც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, ფესტივალი რეგიონული მნიშვნელობისაა, რადგან მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული უცხოელი სტუმრები იღებენ. მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში 500-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი. გაიმართება სახალისო აქტივობები. ფესტივალის განმავლობაში იქნება საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის მეცნიერების დღეები, სადაც მონაწილეობას მიიღებს პარტნიორი ქვეყნებიდან ჩამოსული 200-ზე მეტი უცხოელი სტუმარი.

            საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართულისიმბოლურია, რომ ფესტივალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს, ის უნივერსიტეტი, რომლის სათავეებთანაც ჩვენი ყველაზე დიდი ქართველი მეცნიერები იდგნენ. მომავალი ნამდვილად მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიებს ეკუთვნის. მეცნიერების, კვლევებისა და ინოვაციების განვითარება არის და იქნება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი,“ - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

   განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე თევზაძის ინფორმაციით, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი თბილისის გარდა ბათუმსა და ქუთაისშიც ჩატარდება

  Festival 3 მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ გერმანული, იტალიური და ფრანგული მეცნიერების დღეებში, დაათვალიერონ ცერნის ლაბორატორიის ინტერაქტიული გამოფენა, ერთი დღე გაატარონ გრაკლიანის არქეოლოგიურ ექსპედიციაში, ჩაერთონ სამეცნიერო პიკნიკში ბათუმსა და ქუთაისში.

     1 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილია ევროპის აკადემიის რეგიონალური ჰაბის გახსნა. თსუ ასევე უმასპინძლებს ევროკომისიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ კვლევისა და ინოვაციის აღმოსავლეთ პარტნიორობის პანელის საერთაშორისო კონფერენციას „EU4Innovation: კვლევებისა და ინდუსტრიების კავშირების ხელშეწყობა“.

    

 

ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული რეგიონული კომისიის რიგით 28-ე კონფერენცია

           მიმდინარე წლის 17-21 სექტემბერს თბილისში (სასტუმრო  Holiday Inn) ტარდება ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული რეგიონული კომისიის რიგით 28- კონფერენცია. კონფერენციას ესწრებიან ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალი დონის წარმომადგენლები. მათ შორის გენერალური დირექტორი, ორგანიზაციის პრეზიდენტი, რეგიონში შემავალი 53 წევრი ქვეყნის დელეგატები, ვეტერინარიის სფეროში მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.

კონფერენცია ოფიციალურად გახსნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან და ორგანიზაციის პრეზიდენტთან ერთად.

სოფლის მეურნეობის მეცნირებათა აკადემიიდან კონფერენციის მუშაობაში ოფიციალურად მიწვეულები იყვნენ აკდემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი დავეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი.

საერთაშორისო სიმპოზიუმი ნუტრიციოლოგიაში

მიმდინარე წლის 12-13 სექტემბერს თბილისში ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი ნუტრიციოლოგიაში. სიმპოზიუმი ტარდებოდა შემდეგი დევიზით: “ნუტრიციოლოგიისა და ჯანმრთელობის ურთიერთკავშირითანამედროვე ტენდენციები.” პირველ დღეს სიმპოზიუმში მონაწილე წევრებს უმასპინძლა საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, ხოლოNutri 2 მეორე დღეს – 13 სექტემბერს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ. სხდომა გახსნა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. მან აღნიშნა, რომ იგი მიესალმება საქართველოში ნუტრიცილოგთა საზოგადოების ჩამოყალიბებას და ნუტრიციული სტატუსის ზედამხედველობის სისტემის ფორმირებას. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აკადემიაში ფუნქციონირებს 6 სამეცნიერო განყოფილება, რომელთაგან ერთ-ერთი – “სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიებისსწორედ სურსათთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებს იხილავს. სამეცნიერო განყოფილებას ხელმძღვანელობს აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი, რომელიც ყოველთვის სწრაფ რეაგირებას ახდენს ქვეყანაში წარმოქმნილ საკვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საჭირბოროტო საკითხზე და მაქსიმალურად ცდილობს ქვეყნის მოსახლეობას თავიდან აარიდოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები.

Nutri 3სიმპოზიუმს მრავლად ესწრებოდა სხვადასხვა ორგანიზაციებისა და სპეციალობის წარმომადგენელი, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები. უცხოელი სტუმრებიდან სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ბრიტანელმა და ირლანდიელმა ნუტრიციოლოგებმა. დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით თემაზე: “ნუტრიციოლოგთა საზოგადოების შექმნის მიზნები, ამოცანები და პერსპექტივები საქართველოშიწარსდგა ბატონი მარკ ჰოლინგსვორსი. მოხსენების დამთავრების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსმა . ცქიტიშვილმა, პროფესორებმა: . ღვამიჩავამ, . დადიანმა, შალვა ზარნაძემ, ნათაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ნატა კაკაბაძემ და სხვებმა. კრებამ საქართველოს ნუტრიცილოგთა საზოგადოების თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია ბრიტანეთის ნუტრიციოლოგთა ასოციაციის წევრი, ქალბატონი მანანა გობეჯიშვილი. ქალბატონმა მანანამ დიდი მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას ნდობისათვის და პირობა დადო რომ ძალისხმევას არ დაიშურებს საქართველოში ნუტრიციოლოგიის მეცნიერების განვითარებისათვის.

საქართველო-კორეის ერთობლივი ექსპედიცია

     მიმდინარე წლის 1-6 სექტემბერსს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათაKorea 6 IX 18 აკადემიის გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრს სამუშაო ვიზიტით ეწვია სამხრეთ კორეის დელეგაცია, კიმ სონ დოკი (კორეის მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტი), პარკ ჰე ჯინი (კორეის მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტი), პროფესორი ჰუნ ჰე კიონი (კორეის იონამის უნივერსიტეტი), რომელიც განხორციელდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და სამხრეთ კორეის სოფლის მეურნეობის განვითარების ადმინისტრირების აგრობიომრავალფეროვნების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანი და ამოცანაა მცენარეთა გენეტიკური რესურსების გაცვლის, მართვისა და კვლევის ორმხრივი თანამშრომლობის სისტემის განხორციელება. საქართველოს Korea 6 IX 18 1მხრიდან ექსპედიციაში მონაწილეობდნენ აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზედენტი აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი, აკადემიის გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე დოქტ. ანატოლი გიორგაძე, ცენტრის სწავლული მდივანი დოქტ. თინათინ ეპიტაშვილიKorea 6 IX 18 2

ვიზიტის ფარგლებში ექსპედიციის მონაწილეებმა მოინახულესმეღვინეობა ხარებისყვარლის ვაზის საკოლექციო ნარგაობა, ალაზნის ველის განაპირას მდებარემეღვინეობა ხარებასუნიკალური ღვინის საცავიგვირაბი, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ვაზის ქართულ ენდემურ ჯიშებს, დააგემოვნეს ღვინის სხვადასხვა სახეობა. მათ ასევე მოინახულესკორპორაცია ქინძმარაული”- ღვინის ქარხანა ყვარელში, სადაც საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ღვინის წარმოების როგორც ძველ, ტრადიციულ, ასევე ახალ ტექნოლოგიებს. სპეციალურად სტუმრებისთვის მოეწყო ღვინის 7 სახეობის დეგუსტაცია.

Korea 6 IX 18 3ექსპედიციის ფარგლებში კახეთის და აჭარის რეგიონებში შეგროვებული და გაგზავნილი იქნა სამხრეთ კორეის მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევით ინსტიტუტში, მათი ქსოვილის კულტურის მეთოდით გამრავლების მიზნით ქართული ვაზის გენეტიკური რესურსების 52 ნიმუში. მომავალში გათვალისწინებულია ქართველი სპეციალისტების მივლინება კორეაში ქართული ვაზის ჯიშების ადგილობრივ პირობებში გამრავლების შესწავლის მიზნით.

ექსპერტთა საკონსულტაციო თათბირი პრაღაში (ჩეხეთის რესპუბლიკა)

       2018 წლის 28-30 აგვისტოს ჩეხეთის რესპუბლიკისა და FAO-ს მოწვევით პრაღაში ჩატარდა ექსპერტთა საკონსულტაციო თათბირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა, ოფიციალურმა პირებმა, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა. ისინი განიხილავდნენ ბიოუსაფრთხოების საკითხებს, უზიარებდნენ ერთმანეთს გამოცდილებას გენური ინჟინერიის უპირატესობებზე, რისკებზე და რეგულაციის საკითხებზე.

       საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან საკონსულტაციო თათბირში მონაწილეობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, დოქტორი ანატოლი გიორგაძე. აღნიშნულ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ წარმომადგენლები: ავსტრიიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, ბოსნია-გერცოგოვინადან, ბულგარეთიდან, ჩეხეთიდან, გერმანიიდან, მოლდოვადან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან.

     უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული ქვეყნების მთავრობები თანამედროვე ბიოტექნოლოგიის სფეროში იყენებენ ორმხრივ პოლიტიკას. ეს არის „მაქსიმალური უპირატესობა და რისკების მინიმიზაცია.“

     „მაქსიმალურ უპირატესობაში“ მოიაზრება სასურსათო უსაფრთხოება და კვების გაუმჯობესება, კლიმატის ცვლილებების მიმართ ადაპტაცია და მისი ზეგავლენის შესუსტება, ასევე ბუნებრივ რესურსებზე ზეწოლის შემცირება. რისკების მინიმიზაციაში კი მოიაზრება ბიოუსაფრთხოების სფეროში ეროვნული სისტემებისა და წესების შემუშავება და დანერგვა.

     FAO-ს სპეციალისტმა ნევენა ალექსანდროვა-სტეფანოვამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დახმარება გაეწიოს მთავრობებს რათა მათ განამტკიცონ თავიანთი ცოდნა ბიოტექნოლოგიის სფეროში და ეს მიღწეული უნდა იქნეს იდეების ურთიერთგაცვლით ყველა დონეზე. მან ასევე აღნიშნა, რომ კვლევები და ინოვაციები თამაშობენ გადამწყვეტ როლს დღევანდელი და ხვალინდელი პრობლემების გადაჭრაში, ამიტომაც რთული ამოცანები რთულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.

     თათბირი ჩატარდა პრაღის მემცენარეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. მონაწილეებმა დაათვალიერეს ინსტიტუტის გენეტიკური რესურსების ბანკი და საცდელი ნაკვეთები.

Praga 2018

 

 

  1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა
  2. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონიძიებების მიმდინარეობას მეცნიერები გაეცნენ
  3. საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი უკრაინაში
  4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მხარდაჭერა
  5. მრგვალი მაგიდა ეროვნული კოორდინატორების მონაწილეობით
  6. მრგვალი მაგიდა ვეტერინარიის მიმართულების ეროვნულ კოორდინატორებთან
  7. სსმ სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის ანგარიში
  8. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
  9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე სტუმრად აკადემიაში
  10. კვლევითი ორგანიზაციების ანგარიშების განხილვა

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com