საერთო კრება
მიმდინარე წლის 18 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა აკადემიის საერთო კრება. კრებას ესწრებოდა აკადემიის 24 ნამდვილი წევრი, (აკადემიკოსი), აკადემიის აპარატი, აკადემიის სტიპენდიატი, აკადემიის დარგობრივი მიმართულებების კოორდინატორები და მოწვეული სტუმრები, რომელთა შორის გახლდათ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნერების განვითარების დეპარტამენტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი მინდია ოკუჯავა.
კრება გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მოკლე მისალმების შემდეგ მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო კრების დღის წესრიგი, რომლის შესაბამისად წარიმართა კრების მუშაობა. პირველი საკითხის ირგვლივ - ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის (1 ადგილი) და ეკონომიკურ (1 ადგილი) მეცნიერებათა განყოფილებებში სტიპენდიატების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატების შესახებ, მოხსენებით გამოვიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის და ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილებების სტიპენდიატების ვაკანტურ ადგილებზე სტიპენდიატების ასარჩევად კონკურსის მაღალორგანიზებულად ჩატარების მიზნით აკადემიის პრეზიდენტის №52 ბრძანებით შექმნილი საექსპერტო-საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე - აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა. მან კრების მონაწილეებს გააცნო შემოსულ კანდიდატთა ბიოგრაფიული მონაცემები. აღინიშნა, რომ სულ შემოსული იყო 3 განცხადება, 2 სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებაში (საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი მაია მეტრეველი; ქიმიის დოქტორი დარეჯან დუღაშვილი), ერთი ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილებაში (ეკონომიკის დოქტორი ნატო ჯაბნიძე), თუმცა (საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორ მაია მეტრეველის კანდიდატურა მოხსნილი იქნა კონკურსიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ა.წ. 1 ივლისის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით (ოქმი №7) და აკადემიის პრეზიდენტის ა.წ. 1 ივლისის №53 ბრძანებით ერთჯერადად გაერთიანებული სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის, ეკონომიკურ და აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილებების 2024 წლის 12 ივლისის საერთო კრებაზე გამოუცხადებლობის გამო. 
შემდეგ დღის წესრიგის თანახმად მოსმენილი იქნა კონკურსანტთა მოხსენებები. აკადემიკოსთა მხრიდან დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზედაც კონკურსანტებმა კვალიფიციური პასუხები გასცეს. აკადემიის წესდებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიის აკადემიკოს-მდივნის, აკადემიის პრეზიდიუმის სხვა წევრების, აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნების, აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების), აკადემიის საპატიო და უცხოელი წევრების და აკადემიის სტიპენდიატების არჩევნების ჩატარების დებულების შესაბამისად ჩატარდა არჩევნები, რის შედეგად გამოვლინდა შემდეგი, აკადემიის სტიპენდიატებად არჩეულნი იქნენ: აკადემიის სურსათის
უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებაში: ქიმიის დოქტორი დარეჯან დუღაშვილი, ხოლო ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილებაში, ეკონომიკის დოქტორი ნატო ჯაბნიძე. ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით კრებას გააცნო ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ჯემალ კაციტაძემ.
აკადემიის ახლად არჩეულ სტიპენდიატებს აკადემიის სტიპენდიატობა მიულოცა აკადემიის პრეზიდენტმა, ბატონმა გ. ჯაფარიძემ, რომელსაც დამსწრე საზოგადოებაც შეუერთდა.
აკადემიის საერთო კრების მე-4 საკითხად განხილული იყო ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებულ საკითხთა (თემების) შესრულების მიმდინარეობის შესახებ. 
- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემის ფორმირების კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური ასპექტები- რომლის გარშემოც ფართო მოხსენება გააკეთა აკადემიკოსმა ნოდარ ჭითანავამ. ბატონმა ნოდარმა მსმენელთა ყურაღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: საბაზრო პრინციპებზე ეროვნული ეკონომიკის გადასვლის პროცესი; განვლილ პერიოდში ქვეყნის განვითარების თავისებურებები და ტენდენციები; მიზეზ-ფაქტორები, რომლებმაც შეაფერხეს ქვეყნის განვითარება; ეკონომიკური გარდაქმნების ზნეობრივი ასპექტები; საქართველოს მიწის რესურსების გამოყენების თანამედროვე მდგომარეობა და სხვ. მომხსენებელმა თითოეული საკითხის ირგვლივ გააკეთა მნიშვნელოვანი განმარტებანი, რის გამოც აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. აღინიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით საჭირო იყო აკადემიის წესდებაშიც ცვლილებების შეტანა, ასევე საჭირო იყო ნაწილობრივ სტილისტური შეცდომების შესწორებაც. წამოყენებულ საკითხებს აკადემიის აკადემიკოსთა მხრიდან სრული მხარდაჭერა გამოეცხადა.
დღის წესრიგის ბოლო საკითხთან დაკავშირებით - აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის 85 და სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 60 წლის და აკადემიის პრეზიდენტის მოადგილის, აკადემიკოს ანატოლი გიორგაძის 55 და სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება - სიტყვით გამოვიდა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, რომელმაც აუდიტორიას გააცნო აკადემიკოს გ. ალექსიძის ბიოგრაფიული მონაცემები.
დოქტორ მარინე ბარვენაშვილის მოხსენების შემდეგ აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ სიტყვა გადასცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილს.
ბატონმა სოლომონმა მადლობა გადაუხადა აკადემიის პრეზიდენტს მოწვევისათვის, რის შემდეგ მიულოცა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად არჩევა, უსურვა წარმატება და წინსვლა ახალ პოზიციაზე.
ბატონმა სოლომონ პავლიაშვილმა აკადემიკოს გ. ალექსიძეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბატონ ოთარ შამუგიას და პირადად თავისი სახელით მიულოცა საიუბილეო თარიღი. ხაზი გაუსვა აკადემიკოს გ. ალექსიძის დამსახურებას ქვეყნისა და ერის წინაშე. ყურადღება გაამახვილა მის სამეცნიერო საქმიანობაზე, მის ცნობადობაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. „ბატონ გურამს გამოქვეყნებული აქვს 240-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათგან 70-მდე საერთაშორისო გამოცემებში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 20-მდე სადოქტორო დისერტაცია, რომელთა შორის არიან უცხოელი სპეციალისტებიც. აკად. გ. ალექსიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე დღესაც დაუღალავი, გამორჩეული შემართებით ზრდის ახალ თაობას. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე კითხულობს ლექციებს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოხატავს უდიდეს მადლიერებას ბატონი გ. ალექსიძის მიმართ, რომელმაც მამის, ცნობილი მეცნიერის, ვაზის დაცვის ერთ–ერთი ფუძემდებლის, პროფესორ ნიკო ალექსიძის საქმის გამგრძელებელმა უდიდესი წვლილი შეიტანა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ინტეგრირებული ბრძოლის საქმეში“ - აღნიშნა აკადემიკოსი ს. პავლიაშვილმა და ბატონ გურამს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. 
ბატონმა სოლომონმა საიუბილეო თარიღი ასევე მიულოცა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილეს, აკადემიკოს ანატოლი გიორგაძეს. უსურვა წარმატებები და წინსვლა და ახალ-ახალი მიღწევები მის სამეცნიერო-პედაგოგიურ და საზოგადო საქმიანობაში.
აკადემიის მთავარმა აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ აუდიტორიას გააცნო აკად. გ. ალექსიძისადმი გამოგზავნილი მისალოცი წერილები, რომლებსაც ხელს აწერდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ბატონი ნოდარ პაპუკაშვილი; საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი გელა სამხარაული; ლატვიის სოფლის მეურნეობის და მეტყევეობის აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი ბაიბა რივზა; ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების (UEAA) ექსპრეზიდენტი, პროფესორი მიშელ ტიბიერი; ინდოეთის აგრარულ მეცნიერებების განვითარების ფონდიდან, დოქტორი რაჯ პაროდა; ცენტრალური აზიისა და კავკასიის სოფლის მეურნეობის კვლევითი ორგანიზაციის ასოციაციის (CACAARI) ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი ალიშერ ტაშმატოვი და აღმასრულებელი მდივანი ბოტირ დოსოვი (ასოციაციიდან ასევე მიღებულია აკად. გ. ალექსიძის დამსახურების აღიარების სერტიფიკატი)
იუბილარებს ღირსშესანიშნავი თარიღები მიულოცეს ასევე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნერების განვითარების დეპარტამენტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსმა მინდია ოკუჯავამ, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა ლ. უჯმაჯურიძემ, აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გ. მარგველაშვილმა, აკადემიკოსებმა რ. კოპალიანმა და ნ. ჭითანავამ.
საერთო კრების დასასრულს იუბილარებს მისალოცი სიტყვით მიმართა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ, რომელმაც ისაუბრა არამარტო მათ სამეცნიერო მიღწევებზე, არამედ ხაზი გაუსვა მათ დამსახურებასა და ღვაწლს აკადემიის წინაშე, მათ დაუღალავ შრომას იმისათვის რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობა კიდევ უფრო წარმატებული და ნაყოფიერი იყოს. მისალოცი სიტყვის დასასრულს ბატონმა გ. ჯაფარიძემ იუბილარებს გადასცა საიუბილეო ადრესები, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება შეაჯამა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და კრების მუშაობაში აქტიური მონაწილეობის მიღებისათვის.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მიმდინარე წლის 27 ივნისს ჩატარდა ბუნების კონსერვაციის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა, სადაც მსმენელთა წინაშე მოხსენებით: 
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 17 ივნისს აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სემინარი თემაზე: 
ამიტომ არის, რომ ჩვენს მცირემიწიან ქვეყანაში 500 ათასამდე ჰა მიწა დაუთესავი, მიტოვებული, გაუდაბნოების საფრთხის ქვეშ მყოფია“ - აღნიშნა აკადემიკოსმა გ. მარგველაშვილმა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და გამოფენების ცენტრი „ექსპოჯორჯიას“ ორგანიზებით 2024 წლის 7 ივნისს გაიხსნა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2024, რომელშიც მსოფლიოს 8 ქვეყნის 200-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. 
აუდიტორიის წინაშე ზემოაღნიშნული მოხსენებით „საქართველოში ბოლო პერიოდში გავრცელებული მცენარეთა საშიში ინვაზიური მავნებელ-დაავადებები” წარსდგა დოქტორი არჩილ სუპატაშვილი, რომელმაც მსმენელებს მოუთხრო ისეთი ინვაზიური მავნებელ-დაავადებების შესახებ, როგორებიცაა: ბზის ალურა, წაბლის კიბო, კვიპაროსის კიბო, ფაროსანა, ჭადრის ბაღლინჯო, ამერიკული თეთრი პეპელა, მუხის ბუსუსებიანი მეკაკლურა, წაბლის მენაღმე ჩრჩილი. მომხსენებელმა დაწვრილებით აღწერა ამ მავნებელთა ბიოლოგიური თავისებურებები, სასიცოცხლო ციკლი, მცენარეებზე მათ მიერ მიყენებული ზიანი. ბატონმა არჩილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ამ მავნებლების წინაღმდეგ გამოყენებულ ქიმიურ და ბიოლოგიურ საშუალებებზე. აღინიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ისეთი მცენარეების დაცვაზე, როგორებიცაა: კოლხური ბზა, წაბლი, ქართული მუხა, სოსნოვსკის ფიჭვი და სხვა რომლებიც ძვირფას მერქნიან ხე-მცენარეებს მიეკუთვნებიან.
მიმდინარე წლის 4 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, აკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძე, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. ბატონმა გივიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დ. გურგანიძეს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და უნივერსიტეტის მეცნიერ-პედაგოგებს გულთბილი მიღებისათვის. აუდიტორიას გააცნო აკადემიის სტრუქტურა. ისაუბრა აკადემიაში მოქმედ სამეცნიერო განყოფილებებზე, მათ საქმიანობაზე. ხაზი გაუსვა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს შორის წლების განმავლობაში არსებულ ახლო საქმიან ურთიერთობასა და მეგობრობას. აღნიშნა, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ამ ორ ინსტიტუციას შორის კიდევ უფრო მეტად დააახლოებს მათ და სამეცნიერო და სასწავლო საქმიანობის გაღრმავების საშუალებას მისცემს. ჩატარდება ერთობლივი სამეცნიერო დისკუსიები, სიმპოზიუმები, კონფერენციები, მრგვალი მაგიდები, სემინარები, ტრენინგები აგრარული დარგში არსებულ პრობლემატურ და მნიშვნელოვან საკითხებზე.
მიმდინარე წლის 31 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა. სხდომას ესწრებოდა პრეზიდიუმის 15 წევრი, აკადემიკოსები: გ. ჯაფარიძე. გ. ალექსიძე, რ. ასათიანი, ა. გიორგაძე, ჯ. გუგუშვილი, ა. დიდებულიძე, ლ. დოლიძე, გ. მარგველაშვილი, რ. მახარობლიძე, ლ. უჯმაჯურიძე, ზ. ფუტკარაძე, ნ. ჩხარტიშვილი, ნ. ჭითანავა, დოქტორები: ი. ახალბედაშვილი, მ. ბარვენაშვილი, ო. კაჭარავა, ასევე პრეზიდენტის თანაშემწე, დოქტორი თ. ბაციკაძე და აკადემიის აპარატის თანამშრომლები. მოწვეულ სტუმრებს შორის იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, აკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძე. 
მიმდინარე წლის 22 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობს მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა თემატური სხდომა, რომელიც მიეძღვნა ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს. სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას შორის იყვნენ: აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის სტიპენდიატი, მარიამჯვრის ნაკრძალის დირექტორი, დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: ლარისა ჩაიკა, ქეთევან ჭიპაშვილი, დალი თარხნიშვილი, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსწორების ღონისძიებების დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების სამმართველოს უფროსი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვის მიმართულებით დარგობრივი კოორდინატორთა ჯგუფის წევრი, ბიოლოგიის დოქტორი ხათუნა წიკლაური.
მოხსენების დასასრულს დოქტორმა ხ. წიკლაურმა ისაუბრა დეპარტამენტის გეგმებზე, რომელიც ითვალისწინებს ბოლნისის, დმანისის და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში მიწის ზიანისთვის დაკისრებული მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტების საბოლოო შეთანხებას და ბოლნისის, ჭიათურის, საგარეჯოს და თერჯოლის მუნიციპალიტეტში გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ათ (10) შემთხვევაზე, რომლის შედეგადაც მოხდა ზედაპირულ წყლის ობიექტის დაბინძურება, დაკისრებული მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოებით დადგენილი შესაბამისი პროცედურების აღსრულება.
მიმდინარე წლის 22-24 მაისს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „მცენარეთა გენეტიკური რესურსები: შესაძლებლობები და გამოწვევები“. კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, აკადემიკოსმა ლევან უჯმაჯურიძემ. ოფიციალურ გამომსვლელთა შორის ასევე იყვნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ბატონი იური ნოზაძე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი, დოქტორი ივერი ახალბედაშვილი, აკადემიკოსი თინათინ სადუნიშვილი, შ. რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი, ბატონი თეიმურაზ დოჭვირი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან კონფერენციის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, აკადემიკოსმა ანატოლი გიორგაძემ, აკადემიის მთავარმა აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ და აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივნმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა . 
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მიმდინარე წლის 20 მაისს, მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებთა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნა ფუტკრების საერთაშორისო დღეს. მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ: აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: ლარისა ჩაიკა, ქეთევან ჭიპაშვილი, დალი თარხნიშვილი. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ აკადემიის მეფუტკრეობის მიმართულების კოორდინატორი, დოქტორი მაია ფეიქრიშვილი, მეფუტკრეობის ასოციაციის თავმჯდომარე, დოქტორი რამაზ თავართქილაძე, დოქტორი ალეკო ყურაშვილი.