საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მილოცვა

ჭეშმარიტი მამულიშვილი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე

აკადემიკოსი როინ მეტრეველი - 85

 

IMG 9951

ბატონო როინ,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და აგრარიკოს-მეცნიერთა სახელით გულითადად გილოცავთ თქვენ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარეს დაბადებიდან 85 და სამეცნიერო, საზოგადოებრივი და პედაგოგიური მოღვაწეობის 60 წლისთავს.

უდიდესია თქვენი დამსახურება საქართველოს ისტორიის „ოქროს ხანის“ შესწავლაში. ჩვენი წმინდანად შერაცხული მეფეების დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის მრავალმხრივი მოღვაწეობის სხვადასხვა მხარის გაშუქებაში, რომელთა შორისაა რეფორმები ეკონომიკური, სამხედრო, საეკლესიო თუ სამართლის დარგებში, ეპოქის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკურ-კულტურული მიმოხილვა და სხვ.

თქვენს მიერ გამოცემული თითოეული სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფია, სახელმძღვანელო თუ სამეცნიერო სტატია უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული საისტორიო მეცნიერების წარმოჩინებაში.

მეტად ღირებულია თქვენი ისტორიოგრაფიული ნაშრომებიც: წერილები და მონოგრაფიები ვახუშტი ბაგრატიონზე, ივანე ჯავახიშვილზე, ექვთიმე თაყაიშვილზე, შოთა მესხიაზე, ნიკო ბერძენიშვილზე და სხვა გამოჩენილ ქართველ ისტორიკოსებზე.

ფასდაუდებელია თქვენი წვლილი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის 12 ტომის გამოცემის საქმეში. თქვენი უდიდესი ძალისხმევის შედეგად ქართველ ხალხს მიეცა მისი დიდი კულტურისა და ისტორიის დამდასტურებელი საბუთი.

თქვენ ბრძანდებოდით თბილისის ალექსანდრე პუშკინის (ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის) სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. თქვენი უდიდესი დამსახურებაა, რომ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტმა ავტონომიური უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი აღიდგინა, რაც 1926 წლის შემდეგ დაკარგული ჰქონდა და რომ დღესდღეობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დიდი საბჭო მართავს. და არა მარტო ეს. თქვენი უშუალო ხელმძღვანელობით უნივერსიტეტში აღდგა სამედიცინო ფაკულტეტი, შეიქმნა ათამდე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და სამეცნიერო ცენტრი, ჩამოყალიბდა ახალი კათედრები, გაიზარდა სპეციალობების რაოდენობა და სხვ.

სამაგალითოა თქვენს მიერ გაკეთებული მოხსენებები არაერთ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაზე საქართველოს ისტორიის წარმოსაჩენად.

თქვენ წლების განმავლობაში ბრძანდებოდით საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ევრაზიის უნივერსიტეტების ასამბლეის გენერალური კომიტეტის წევრი. თქვენი ძალისხმევით თბილისის უნივერსიტეტი 1999 წლიდან ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციაში გაერთიანდა.

მისაბაძია თქვენი დიდი მონდომება, რათა ქართულ მეცნიერებაში მოვიდეს ღირსეული ახალი თაობა.

თქვენ, როგორც მკვლევარი და მეცნიერების ორგანიზატორი დამსახურებულად აღიარებული ხართ დიდი ივანე ჯავახიშვილის საქმის ღირსეულ გამგრძელებლად.

       

ბატონო როინ,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენ, ღირსეულ მამულიშვილს, აღიარებულ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, შესანიშნავ მეუღლეს, მამასა და ბაბუას ამ ღირსშესანიშნავ თარიღებს. გისურვებთ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, ნაყოფიერ შემოქმედებით, სამეცნიერო-პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში!

შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან

    4883c14a 3a60 4a1e a23a 187979218cb1   მიმდინარე წლის 3 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას საქმიანი ვიზიტით ეწვია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ბატონი სოლომონ პავლიაშვილი.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიკოსები: თენგიზ ყურაშვილი და ჯემალ გუგუშვილი, ასევე აკადემიის აპარატის თანამშრომლები.

 

შეხვედრა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ. აღინიშნა, რომ აკადემიას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დიდი ხნის საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს. გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მასში გაწერილი საკითხების   შესრულება მნიშვნელოვნად წაადგება ქვეყნის სოფლის მეურნეობის შემდგომ განვითარებას და შესაბამისად ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას. ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ მეცნიერულ საფუძველზე დამყარებული სოფლის მეურნეობა არამარტო წარმოებული პროდუქციის რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობას იძლევა, არამედ მისი ხარისხის გაუმჯობესებისასაც.

 

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ასევე სოფლის მეურნეობის დარგში, უკანასკნელ პერიოდში გამოცემულ მაღალი ხარისხის მეცნიერულ ნაშრომებზეც. ამ მხრივ ხაზი გაესვა აკადემიაში გამოჩენილ აგრარიკოს მეცნიერთა სახელობითი პრემიების მისანიჭებლად ჩატარებულ კონკურსს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აგრარული დარგში მოღვაწე მეცნიერებმა. გამარჯვებულ კონკურსანტებს შორის გახლდათ ბატონი სოლომონ პავლიაშვილიც - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი). ბატონი სოლომონის მიერ საკონკურსოდ, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის პეტრე ჟღენტის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილმა ნაშრომმა „სოფლის მეურნეობა, ეკონომიკური ეფექტიანობის მართვა და ცირკულარული ეკონომიკა“, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსების მხრიდან საუკეთესო გამოხმაურება და დიდი მოწონება ჯერ კიდევ 2020 წელს დაიმსახურა, როდესაც ბატონი სოლომონი აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე ნაშრომთან დაკავშირებით ფართე მოხსენებით წარსდგა დამსწრე საზოგადოების წინაშე. 8607465f 7e2c 40a8 adc8 d42f84912109

 

აუდიტორიის თხოვნით ბატონმა ს. პავლიაშვილმა მსმენელების მოკლედ წარუდგინა ნაშრომში წარმოდგენილი მასალები. ისაუბრა ზოგადად ცირკულარული ეკონომიკის მნიშვნელობაზე, საქართველოში შექმნილი ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებზე ფუნქციონირებადი საწარმოების მუშაობის ზოგად სურათზე და სხვ. 

 

შეხვედრის დასასრულს აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ მადლობა გადაუხადა ბატონ სოლომონს მობრძანებისათვის და საინტერესო მოხსენებისათვის. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობა კიდეც უფრო გაღრმავდება და გააქტიურდება, რაც შედეგად სოფლის მეურნეობის დარგში მნიშვნელოვანი საკითხების რაციონალური გადაწყვეტის შესაძლებლობას მოგვცემს.

პრეზიდიუმის სხდომა

აქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა

 

785b9873 46b2 4fe8 884c 68bd98ef68f4 მიმდინარე წლის 29 ნოემბერს გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ როგორც პრეზიდიუმის წევრები, ასევე მოწვეული სტუმრები, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ აგრარიკოს-მეცნიერთა სახელობითი პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურში გამარჯვებული ნაშრომების ავტორები, ახად არჩეული სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები და აკადემიის აპარატის თანამშრომლები. 

პრეზიდიუმის სხდომა წარიმართა შემდეგი დღის წესრიგით:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის მიერ მე-3 კვარტალში შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების   შესახებ. (პრეზენტაცია იხ. ბმულზე)

მომხსენებელი: აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი, აკადემიკოსი ზაურ ფუტკარაძე

2. ინფორმაცია - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს რეგიონებში ჩატარებული ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის - „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის“ შედეგების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი

3. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ, თავისი წესდების II თავის მე-9 მუხლის თ) პუნქტის და გამოჩენილ აგრარიკოს მეცნიერთა სახელობითი პრემიების მინიჭების დებულების შესაბამისად, ა.წ. 7 ოქტომბერს გამოცხადებული კონკურსის შედეგების შესახებ. 899ff3e4 53ef 430b 9901 942a5a9379c6

მომხსენებელი: აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი 

4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდების IX თავის -საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილება - საფუძველზე სამეცნიერო განყოფილების სწავლული მდივნის დებულების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი

5. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნების კანდიდატურების დამტკიცების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი

6. მიმდინარე საკითხები

1. ინფორმაცია მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით საჯარო-კერძო პარტნიორობის ქსელის ჩამოსაყალიბებლად ჩატარებული სამუშაოების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე.

სხდომა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მისი თხოვნით აუდიტორიამ წუთიერი დუმილით მიაგო პატივი აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის ხსოვნას. აღნიშნულის შემდეგ, ბატონმა გივიმ სიტყვა გადასცა აკადემიური დეპარტამენტის უფროსს, დოქტორ მარინე ბარვენაშვილს, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა აკადემიის მიერ აგრარიკოს-მეცნიერთა სახელობითი პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურში გამარჯვებული ნაშრომები და ნაშრომთა ავტორები. გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, რომელზეც აკადემიის პრეზიდენტმა, თითოეულ გამარჯვებულ ავტორს გადასცა დიპლომი.

43bb6496 1c4b 41e3 bca3 c3671a3d8425 

 დღის წესრიგის შესაბამისად პრეზიდიუმის სხდომაზე განხილული თითოეული საკითხის ირგვლივ დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზედაც მომხსენებლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.

მოსმენილ საკითხთა შორის ყურადღება გამახვილდა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნის დებულებაზე, რომელიც მოწონებული და დამტკიცებული იქნა წარმოდგენილი სახით. აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლულ მდივნებად შეირჩნენ შემდეგი პირები: 757fb25e 518c 4bf7 b89d b1446221eabf

1. აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილებაში - სოფლის მეურნეობის დოქტორი გიორგი ღამბაშიძე;

2. მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება - ვეტერინარიის დოქტორი ზურაბ მაკარაძე;

3.    აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება - ტექნიკის დოქტორი მამუკა ბენაშვილი;

4.    გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება - სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი;

5. სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება - ქიმიის დოქტორი დარეჯან დუღაშვილი;

6.   ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილება - ეკონომიკის დოქტორი ნატო ჯაბნიძე.

აკადემიის პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნო საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტთა საბჭოს გადაწყვეტილება, რს საფუძველზეც მედლით „საინჟინრო მამაცობისათვის“ დაჯილდოვდა მისი თანაშემწე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამაზ ბაციკაძე. დამსწრე საზოგადოებამ ტაშით მიულოცა ბატონ თამაზს ესოდენ დიდი გამარჯვება და წარმატება უსურვა შემდგომ საქმიანობაში.

განცხადება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის განცხადება

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით გამოჩენილ აგრარიკოს-მეცნიერთა სახელობითი პრემია მიენიჭათ:

1. აკადემიკოს მიხეილ საბაშვილის სახელობის პრემია - სოფლის მეურნეობის დოქტორ ზურაბ ბუკიასა და ქიმიის მაგისტრ ციცინო ათამაშვილს ნაშრომისათვის - „მცენარის სელექციური ჯიში - სასურსათო და სამედიცინო უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი“.

2. აკადემიკოს მიხეილ რჩეულიშვილის სახელობის პრემია - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს თენგიზ ყურაშვილს, ბიოლოგიის დოქტორ ლევან ციცქიშვილსა და ვეტერინარ ექიმ კონსტანტინე ყურაშვილს ნაშრომისათვის - „ცხოველთა ინფექციური დაავადებები“.

3. აკადემიკოს ალექსანდრე დიდებულიძის სახელობის პრემია - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ ედუარდ კუხალაშვილს, აკადემიკოს გივი გავარდაშვილსა და ტექნიკის დოქტორ შორენა კუპრეიშვილს ნაშრომისათვის - „ბმულ ღვარცოფთა მოსალოდნელი რისკები და მათთან ბრძოლა“.

4. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორ ანდრო ნიჟარაძის სახელობის პრემია - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ მარიამ ხოსიტაშვილს, ტექნიკის დოქტორ მარიკა მიქიაშვილს, აგრარულ მეცნიერებათა აკადემიურ დოქტორ მირანდა გორგილაძესა და ტექნიკის დოქტორ მედეა ორმოცაძეს ნაშრომისათვის - „სხვადასხვა საფუარის გავლენის დადგენა ღვინის არომატულ კომპონენტებზე“.

5. აკადემიკოს ვასილ გულისაშვილის სახელობის პრემია - სოფლის მეურნეობის დოქტორ რეზო ვასაძესა და ზეინაბ ვასაძეს ნაშრომისათვის - „აჭარის მუქწიწვოვანი კორომების საერთო სანიტარული მდგომარეობის გაუარესების გამომწვევი მიზეზები და სატყეო სატაქსაციო მაჩვენებლების დინამიკა ტყის ტიპების მიხედვით“ და ბიოლოგიის დოქტორებს: მედეა ბურჯანაძესა და არჩილ სუპატაშვილს ნაშრომისათვის - „საქართველოს წიწვოვან ტყეებში გავრცელებული მავნე ქერქიჭამიები“.

6. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორ პეტრე ჟღენტის სახელობის პრემია - აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილს ნაშრომისათვის - „სოფლის მეურნეობა, ეკონომიკური ეფექტიანობის მართვა და ცირკულარული ეკონომიკა“.

მ ი ლ ო ც ვ ა

cf6932c8 5404 42cc 82ab ioib5b35897f6e2  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწე,

საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი,

ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამაზ ბაციკაძე

საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტთა საბჭოს გადაწყვეტილებით,

საინჟინრო საქმის განვითარებაში დიდი წვლილისათვის, ახალი მასალებისა და ტექნოლოგიების

დამუშავებისა დ დანერგვის საქმეში მიღწეული მაღალი მედეგობისთვის, სახელმწიფოთაშორისო

სამეცნიერო-ტექნიკური კავშირების განვითარებაში მონაწილეობისათვის და

საქართველოს საინჟინრო აკადემიის 30-წლისთავთან დაკავშირებით

                 დაჯილდოვდა მედლით „საინჟინრო მამაცობისათვის.“ da73bcee 298d 4308 adb7 974iii3953456e0

      

          საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს ამ დიდ ჯილდოს ბატონ თამაზს,

უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

                                          

               საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები

         იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციის ფარგლებში შექმნილ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“-ს შეტანის მიზნით ქართველ მეცნიერთა მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა მნიშვნელოვანი საძიებო სამუშაოები: ხორბლის (ადგილობრივი ჯიშების) მოყვანასთან, მოვლასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული დღეისათვის არსებული ტრადიციული სოციალური პრაქტიკების, ბუნებისა და სამყაროს შესახებ ცოდნის, ზეპირსიტყვიერების ნიმუშებისა და გამოხატვის ფორმების, ენის, ადათ-წესებისა და ჩვეულებების, რიტუალებისა და დღესასწაულების, ფოლკლორისტრადიციული ხელოსნობისა და საშემსრულებლო ხელოვნების ასევე მათთან დაკავშირებული ინსტრუმენტების, საგნებისა და კულტურული სივრცეების შესახებ

       სამიწათმოქმედო წეს-ჩვეულებები: ზაფხულში მოსავლის აღება-დაბინავება,   გაზაფხულის და შემოდგომის ბუნიობაზე ხვნა-თესვა

         სარიტუალო პურების ცხობა: ზაფხულის ათნიგენობაზე და ყველა სხვა დღესასწაულებზე; საჯანმრთელო პურები (ბასილები), ბედის კვერები და სხვა ხორბლით დალოცვები სხვადასხვა დღესასწაულებზე და ხორბლის გამოყენება რიტუალებში.

      მასალები (სამეცნიერო სტატიები) შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე / სტატიები .

      

ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭო

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს გაფართოებული სხდომა

WhatsApp Image 2024 11 08 at 16.05.50 მიმდინარე წლის 8 ნოემბერს შედგა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს გაფართოებული სხდომა. ღონისძიება ჩატარდა ჰიბრიდულ ფორმატში, რომელსაც ესწრებოდნენ, როგორც საბჭოს წევრები, ასევე მოწვეული მონაწილეები ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტიდან, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან.

სხდომაზე მოწვეული იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მევნიერებათა აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი, რომელმაც აუდიტორიასთან ისაუბრა სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის ანალიზის იმპლემენტაციის საკითხებზე. ფართოდ და სიღრმისეულად მიმოიხილა ეროვნულ დონეზე საკითხის სამართლებრივი და სისტემური რეგულირების პროცესები და ამ მიმართულებით არსებული პროგრესი. აღსანიშნავია, რომ აკად. ზურაბ ცქიტიშვილი, მის გუნდთან ერთად, არის ეროვნულ დონეზე სურსათის უვნებლობის სფეროში ძირითადი მეთოდოლოგიური ბაზის შემქმნელი, საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის ინიციატორი და ავტორი, შესაბამისად უშუალოდ მასთან ინტერაქტიულ რეჟიმში განხილულმა საკითხმა დიდი ინტერესი გამოიწვია აუდიტორიის მხრიდან.

სამუშაო შეხვედრა სამინისტროში

აქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის შეხვედრა

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების წარმომადგენლებთან

 

 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ სსიპ სამეცნიერო კვლევითი ერთეულებისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრის მონაწილეებმა თავიანთ კვლევით დაწესებულებებში მიმდინარე კვლევებზე და მათი კომერციალიზაციის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

მხარეებმა სამეცნიერო-კვლევით სფეროში არსებულ გამოწვევებზეც იმსჯელეს და მათი დაძლევის კუთხით სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა რიგი საკითხების დეტალურად განხილვის მიზნით სამომავლო შეხვედრები დაგეგმეს.

 

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ანა მღებრიშვილმა, სსიპ სამეცნიერო კვლევითი ერთეულებისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელებმა და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეებმა.

 

  466676368 970295721794507 4785065244677970951 n     467317880 970295921794487 4930521706822192993 n                                      

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                              466651635 970295715127841 5389097444423261417 n                      466977898 970295705127842 1866038021438273238 n                                    

            

 

 

 

 

 

 

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

dceb7526 fc1c 408a aa4d ad5ecda3bd9f  მიმდინარე წლის 13 ნოემბერს შედგა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „საგანმანათლებლო სექტორი და აგრო ექსტენცია იმერეთის რეგიონის მაგალითზე“ გამოვიდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიულ მეცნიერებათა დეპარატამენტის ასოცირებული პროფესორი, სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის რეგიონული კოორდინატორი, დოქტორი ნინო კელენჯერიძე. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა აგრო-საექსტენციო სერვისების მიზნებზე, ყურადღება შეაჩერა ფერმერთა შორის სამეცნიერო კვლევების შედეგების გავრცელების მნიშვნელობაზე, ამ პროცესებში სტუდენტების ჩართულობის, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების დამუშავებისა და განხორციელების პროცესის პრობლემებზე. მოხსენებაში წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ბოლო ორ წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ. მათში ასახული იყო აგრარული მიმართულების ცოდნის გავრცელების ინოვაციური მეთოდების განხორციელებას იმერეთის რეგიონისთვის. წარმოდგენილი პროექტები მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:

  • საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმის შექმნა, სადაც განთავსებულია აგრარული მიმართულების სასწავლო კურსები, მოცემულია როგორც საკითხავი ტექსტები, ასევე ტესტირება თვითშეფასებისთვის. კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ეძლევა შესაბამისი სერტიფიკატი;
  • პროფესიულ კოლეჯ „იბერია“-ში მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამის: „მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა“ და პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტ“-ში პროგრამის: „ვენახის გაშენება-მოვლა“ შემუშავება, ხოლო კოლეჯ „იბერია“-სთვის არაფორმალური განათლების აღიარების მოპოვება;
  • გზამკვლევის, სასწავლო რესურსების და ტრენინგ-მოდულის შექმნა - „დემო ფერმის მოწყობა“; ასევე ამ ტრენინგ-მოდულის თეორიული და პრაქტიკული სწავლების ჩატარება ფერმერების, პროფესიული სასწავლებლის მასწავლებლების და სტუდენტებისთვის იმერეთის და გურიის რეგიონებში;
  • ციფრული საგანმანათლებლო რესურსების განვითარების ხელშეწყობა პროფესიულ განათლებაში, კერძოდ კი პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ შექმნილ ციფრულ საგანმანათლებლო პლატფორმაზე სასწავლო კურსის -„მცენარის კვება“ განთავსება. 002dd236 056b 4b67 9b6d ffd62789332b

შემდეგ პრეზენტაციით: „ციფრული ექსტენცია“ მსმენეთა წინაშე წარსდგა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლაშა შალამბერიძე. ან აღნიშნა, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს 9 რეგიონული სამსახური და 45 საინფორმაციო ცენტრი საექსტენციო მომსახურების სერვისს სთავაზობს ფერმერებს. ისინი ასევე მზად არიან დაინტერესებულ პირს მიაწოდონ ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი მხარდამჭერი ღონისძიებებისა და პროექტების შესახებ. მომსახურება მოიცავს, როგორც საოფისე და დისტანციურ, ასევე საველე კონსულტაციას, მიმდინარეობს ექსტენციონისტების მიერ ტრენინგების ჩატარება. გარდა ამისა, სააგენტოს ელექტრონული ბიბლიოთეკა (elibrary.mepa.gov.ge) ფერმერებს აძლევს საშუალებას უფასოდ გაეცნონ უახლეს სამეცნიერო ლიტერატურასა და სარეკომენდაციო ხასიათის მასალებს. პლატფორმაზე აგრეთვე განთავსებულია ღონისძიებების კალენდარი და ფერმერს აქვს საშუალება მასში მიიღოს მონაწილეობა. სააგენტო, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით,  ფერმერებს ახალ, თანამედროვე საექსტენციო პაკეტს სთავაზობს, რაც გულისხმობს კლიმატური პირობების გათვალისწინებით შემუშავებული რეკომენდაციების მიწოდებას ფერმერებისთვის. საპილოტედ, კახეთსა და შიდა ქართლში გავრცელებული კულტურების მწარმოებლებისათვის ხელმისაწვდომი იქნება თანამედროვე საექსტენციო პაკეტი, რაც გულისხმობს ამინდის გათვალისწინებით შემუშავებულ რეკომენდაციებს დაავადებების პრევენციისა და ხარისხიანი მოსავლის უზრუნველყოფისათვის. აგრო-მეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის აღჭურვილობისა და შესაძლებლობების გაუმჯობესებისათვის დაინერგება GECSA-ს სისტემა, რომელიც ვებ-აპლიკაციაზე დაფუძნებული ციფრული პლატფორმაა აგრო-მეტეოროლოგიური სერვისებისთვის. მას ოპერირებას გაუწევს სააგენტო, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან და სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან კოორდინაციაში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ხელშეწყობით. 

მოხსენებების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებმა: გ.ჯაფარიძემ, გ.ალექსიძემ, რ.კოპალიანმა, რ.ასათიანმა, ა.დიდებულიძემ, პროფესორებმა: ე.ხარაიშვილმა, ო.თედორაძემ,  დოქტორებმა: ი.ახალბედაშვილმა, გ.ცოფურაშვილმა, ე.კაციტაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სამმართველოს უფროსმა მ.ოკუჯავამ, „აგროჰაბის“ ტექნოლოგმა ც.ნაცვლიშვილმა. მიღებული იქნა დადგანილება, რომელშიც აღნიშნულია ჩატარებული სამუშაოების აქტუალობა და შემდგომი მუშაობის გააქტიურების მიზანშეწონილება.

გიორგი შხვაცაბაია - 120

გამოჩენილი მეცნიერი, ნოვატორი და გამომგონებელი

გიორგი შხვაცაბაია - 120

309e606f 07fa 4708 bb85 3266f01d5bfb   მიმდინარე წლის 12 ნოემბერს დაბადებიდან 120 წელი შეუსრულდა გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, მის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და პირველ ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საკავშირო და რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების წევრ-კორესპონდენტს, საქართველოს მეცნიერების და ტექნოლოგიების დამსახურებულ მოღვაწეს, პედაგოგსა და საზოგადო მოღვაწეს გიორგი შხვაცაბაიას. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა მრგვალი მაგიდა.

მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გ. ალექსიძე, აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ა. დიდებულიძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მ. ბარვენაშვილი, აკადემიის აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რ. მახარობლიძე, აკადემიკოსი ჯ. კაციტაძე, აკადემიის სტიპენდიატი, ტექნიკის დოქტორი მ. ბენაშვილი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორები ო. თედორაძე და ზ. შხვაცაბაია, ტექნიკის დოქტორი თ. ცარციძე.  1fa1ebc1 7181 4f48 bb1d cc5eef1047e1

მრგვალი მაგიდა გახსნა აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა რევაზ მახარობლიძემ. მან დიდი სითბოთი და პატივისცემით გაიხსენა ბატონი გიორგი. ყურადღება გაამახვილა მის სამეცნიერო მოღვაწეობაზე, პიროვნულ თვისებებზე. აღინიშნა, რომ აკადემიკოსი გ. შხვაცაბაია არამარტო დიდი მეცნიერი და წარმატებული მკვლევარი გახლდათ, არამედ იგი იყო საოცრად გულისხმიერი, კაცთმოყვარე და კეთილმოსურნე პიროვნება, რაც კიდევ უფრო მეტ ღირსებას მატებდა მის პიროვნულ თვისებებს.

მრგვალ მაგიდაზე აკადემიკოს გ. შხვაცაბაიას ცხოვრებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ ფართე მოხსენებით მსმენელთა წინაშე წარსდგა მისი ყოფილი ასპირანტი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ომარ თედორაძე. ბატონმა ო. 6cb213ff 9609 4277 80ce 134fca477e02თედორაძემ აღნიშნა, რომ აკადემიკოს გ. შხვაცაბაიას მიერ შემუშავებული იქნა ახალი მექანიკური გამზომი ხელსაწყოების კომპლექსი, კერძოდ, წევითი და მბრუნავი დინამოგრაფები და მუშაობის საზომი ხელსაწყოები, ენერგიის საზომი მანქანა, სახნავი აგრეგატის მიერ გაკეთებული კვლის საზომი და პროფილის ჩამწერი ავტომატური მოწყობილობა, და სხვ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ხელსაწყოები მათი სიმარტივის და სიზუსტის გამო ახლაც წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა აგრეგატების წევითი მახასიათებლების შესწავლის დროს. აკადემიკოსი გ. შხვაცაბაია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა მცირე მექანიზაციის როლს მეჩაიეობაში. მის მიერ დამუშავებული იქნა ჩაის პლანტაციებში ხელის ელექტროძრავიანი სასხლავი და საკრეფი მანქანების ელექტრო მომარაგებისათვის ელექტროქსელის პროექტი, ასევე შედგენილი იქნა ამ მანქანების სათანადო ინსტრუქცია, რომელიც   ბროშურების სახით დაურიგდათ მეჩაიე ფერმერებს. აღსანიშნავია, რომ აკადემიკოსი გ. შხვაცაბაია   არამარტო უდიდესი მეცნიერი, არამედ წარმატებული სპორტსმენიც გახლდათ. იყო კარგი ტანმოვარჯიშე, ქუთაისის ფეხბურთელთა გუნდის „ტრიუმფის“ კაპიტანი, ამიერკავკასიის ჩემპიონი 60, 100 და 200 მეტრზე რბენაში, საკავშირო ჩემპიონატის პრიზიორი, პირველი ქართველი ჩემპიონი და რეკორდსმენი მძლეოსნობაში.

 a38b0134 ed39 4dfc a5fd e9331b4f58c4

მრგვალ მაგიდაზე აკადემიკოსი გ. შხვაცაბაია გაიხსენეს აკადემიკოსებმა: ჯ. კაციტაძემ, ა. დიდებულიძემ. მათ ისაუბრეს მის ნოვატორულ ნიჭზე, გამოგონებებზე, ახალგაზრდა თაობის მიმართ გამოჩენილ ყურადღებასა და მხარში დგომაზე. ბატონი გიორგი გაიხსენა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ალექსიძემაც, რომელიც მართალია მას პირადად არ იცნობდა, თუმცა ბატონ გიორგიზე, როგორც მეცნიერზე და საუკეთესო პიროვნებაზე ბევრი რამ ჰქონდა გაგონილი. 

 

მრგვალი მაგიდის დასასრულს აუდიტორიის წინაშე სამადლობელი სიტყვით წარსდგა აკადემიკოს გ. შხვაცაბაიას ვაჟიშვილი, ბატონი ზურაბ შხვაცაბაია. მან მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილე თითოეულ წევრს დიდი მადლობა გადაუხადა მამის გახსენებისათვის და მისი ღვაწლის დაფასებისთვის. აკადემიას კი საჩუქრად გადასცა აკადემიკოს გ. შხვაცაბაიას ბარელიეფი, რომელიც მისი მეორე ვაჟიშვილის,   მოქანდაკე გ. შხვაცაბაიას მიერ იყო დამზადებული.

 b6ccfee6 31b3 49cd 9bb6 9d0d3514a0b3

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com