ინტერნეტ სამეცნიერო კონფერენცია - ვეტერინარიის საერთაშორისო დღე
მიმდინარე წლის 29 აპრილს მსოფლიომ ფართო მაშტაბით აღნიშნა ვეტერინარიის საერთაშორისო დღე და პატივი მიაგო ამ დარგის სპეციალისტებს მთელს მსოფლიოში. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ 2020 წლის 8-10 მაისს ჩაატარა ვეტრინარიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ინტერნეტ სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „საქართველოს ვეტერინარიის პერსპექტივები კორონავირუსის პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში“.
ინტერნეტ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ვეტერინერიის დარგის 31 მეცნიერმა, რომელთა მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო სტატიები ყურადღებას იმსახურებენ და საინტერესო იქნება მკითხველისათვის.
ინტერნეტ კონფერენციის ჩატარების ორგანიზატორი აკადემიის აკადემიურ დეპარტამენტთან ერთად იყო მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება (აკადემიკოს-მდივანი, აკად. ჯ. გუგუშვილი, აკად. თ. ყურაშვილი).
ინტერნეტ კონფერენციის მასალები განთავსდა კონფერენციის სამეცნიერო შრომათა კრებულის ელექტრონულ ვერსიაში, რომელიც დაურიგდათ კონფერენციის მონაწილეებს. მათვე გადაეცემათ ინტერნეტ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის შესაბამისი სერტიფიკატები.
ელექტრონულ შრომათა კრებულში წარმოდგენილია აგრეთვე აკად. თ. ყურაშვილის და ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ლ. ციცქიშვილის ნაშრომი „კორონავირუსული ინფექცია ცხოველებში“ (გვ.42-69), რომელიც აგრეთვე საინტერესო იქნება მკითხველისათვის.
(ვეტრინარიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ინტერნეტ სამეცნიერო კონფერენციის შრომათა კრებულის ელექტრონული ვერსია იხილეთ ბმულზე).