საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ტელეკომპანია “საფერავს” შორის

     მიმდინარე წლის 23 თებერვალს აკადემიური საბჭოს სხდომაზე ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ტელეკომპანია “საფერავს” შორის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს თანამშრომლობა დიდი ხანია დაწყებულია და ერთობლივად უკვე გაკეთდა მთელი რიგი გადაცემები, რომლებიც შეეხება საქართველოს მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობის აქტუალურ პრობლემებს. სამომავლოდ დაგეგმილია მნიშვნელოვანი ღონისძიებების და პრობლემატური თემების ერთობლივად გაშუქება. მემორანდუმს ხელი მოაწერეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკდემიის მხრიდან, აკადემიის პრტეზიდენტმა აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ, ხოლო ტელეკომპანია “საფერავის” მხრიდან, დირექტორმა დიმიტრი კოსტარიოვმა.

                                                                 Guramiსაქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ტელეკომპანია “საფერავს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ამსახველი ფოტოები

მემორანდუმი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.

      2016 წლის 19 თებერვალს გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმზე ხელი მოაწერეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ და უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. მერაბ ბერიძემ.

     მემორანდუმის მიზანია აკადემიას და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა მეცნიერებისა და განათლების სფეროებში და აღნიშნული თანამშრომლობის განხორციელება საერთო ინტერესებისა და თანაბარ ურთიერთობათა საფუძველზე; საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა; პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნათა დაკმაყოფილება; თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი კომპენტენციის მქონე აგრარული მიმართულების სპეციალისტების მომზადება, რაც უზრუნველყოფს მათ კონკურენტუნარიანობას შიდა და საგარეო ბაზარზე; მჭიდრო თანამშრომლობა სამეცნიერო-კვლევითი და საკონსულტაციო საქმიანობის განსახორციელებლად; მხარეების ერთობლივი მონაწილეობა პროექტებსა და პროგრამებში; პროფესორ-მასწავლებელთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზღვარგარეთის მოწინავე სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში მივლინების ხელშეწყობა.

     ახლო მომავალში მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება აკადემიის წევრების მიერ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გასვლითი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ჩატარება.

ნოდარ ტარასაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

Tarasashvili     2016 წლის 19 თებერვალს, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში გაიმართაA სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ნოდარ ტარასაშვილის 85 წლისთავს.

     კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გივი ჯაფარიძე.

     აკადემიის წ/კ ნ. ტარასაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოხსენებით გამოვიდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო Kაკადემიკოსი თენგიზ ურუშაძე. მოხსენებებით და მოგონებებით სხვა გამომსვლელებთან ერთად კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ სსმმ აკადემიის აკადემიკოსები ზ. ჩაქსელინი და რ. ჩაგელიშვილი.

     მომხსენებლებმა და გამომსვლელებმა აღნიშნეს ბატონ ნოდარის დიდი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა, გაიხსენეს ბატონი ნოდარის არაჩვეულებრივი ადამიანური და მოქალაქეობრივი თვისებები და პატივი მიაგეს მის ნათელ ხსოვნას.

ინფორმაცია

    2016 წლის 18 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში აკადემიის სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორაციის ეროვნული კოორდინატორის ინიციატივით ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: "კვლევა და სწავლება ნიადაგისა და წყლის რესურსების მართვაში". ძირითადი მომხსენებელი გახლდათ პროფ. ვილიბალდ ლოისქანდლი (Dl.Dr. Villibald Loiskland) - ვენის (ავსტრია) საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ბუნებრივი რესურსების უნივერსიტეტის (BOKU) წყლის, ატმოსფეროსა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის (WAU) ჰიდრავლიკისა და სოფლის მეურნეობაში წყლის მართვის ინსტიტუტის (IHLW) დირექტორი და დოქტ. მარგარიტა ჰიმელბაუერი (Dr.Margarita Himmelbauer) - ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი

     მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ სსმმ აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი აკად. ე. შაფაქიძე, აგრონომიული სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკად. გ. მარგველაშვილი, ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკად. ო. ქეშელაშვილი, აკად. თ. ყურაშვილი, აკადემიის აპარატის თანამშრომელები; სსმმ აკადემიის სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორაციის მიმართულების ეროვნული კოორდინატორი პროფ. ი. ყრუაშვილი და კოორდინატორის ჯგუფის წევრები პროფესორები ე. კუხალაშვილი, დ. გუბელაძე, ზ. ლობჟანიძე, კ. ბზიავა და სხვები.

     საინტერესო მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა. განხილულ საკითხებზე თავიანთი მოსაზრება გამოთქვეს აკადემიკოსებმა გ. ალექსიძემ, გ. მარგველაშვილმა, ე. შაფაქიძემ და აკადემიის ეროვნულმა კოორდინატორმა, პროფ. ი. ყრუაშვილმა.

     აკად. გ. ალექსიძის და პროფ. ვილიბალდ ლოისქანდლის წინადადებით მიზანშეწონილია მომზადდეს თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ვენის (ავსტრია) საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ბუნებრივი რესურსების უნივერსიტეტის ჰიდრავლიკისა და სოფლის მეურნეობაში წყლის მართვის ინსტიტუტს შორის, რისთვისაც მოსამზადებელი სამუშაოებისათვის შესაბამისი დავალება მიეცათ აკად. ე. შაფაქიძეს, პროფ. ი. ყრუაშვილს და დოქტ. მარგარიტა ჰიმელბაუერს.

160218 vena 1მრგვალი მაგიდის გახსნა-სსმმ აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გ. ალექსიძე

 

160218 vena 2მრგვალი მაგიდის მიმდინარეობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

160218 vena 3მრგვალი მაგიდის მონაწილეები

 160218 vena 4ავსტრიელი მეცნიერები აკადემიის საგამოფენო დარბაზში
მარცხნიდან - აკად. გ. ალექსიძე, პროფ. ვ. ლოისქანდლი, დოქტ. მ. ჰიმელბაუერი,
პროფ. კ. ბზიავა, აკად. ე. შაფაქიძე. 

 

მონაწილეობა საერთაშორისო ასამბლეაში

(ქ. კიგალი, რუანდა, აღმოსავლეთ აფრიკა)

მონაწილეობა საერთაშორისო ასამბლეაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე TAP-ის საერთაშორისო ასამბლეაზე.2016 წლის 19-21 იანვარს რუანდის დედაქალაქ კიგალში ჩატარდა ტროპიკული ქვეყნების სოფლის მეურნეობის განვითარების პარტნიორთა ასამბლეა (TAP), რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქვეყნის 80-მდე წარმომადგენელმა. ძირითადი განსახილველი საკითხები იყო TAP-ის სამდივნოს მიერ მომზადებული ორი საკითხი: სამუშაო გეგმა და “ტაპიპედია” (კომპიუტერული სისტემა ტროპიკული ქვეყნების სახელმძღვანელოდ). ამავე დროს, განიხილებოდა საკითხი წინასწარ შერჩეული ქვეყნების: ჰონდურასის, გვატემალას, ლაოსის, ბანგლადეშის, ანგოლას, ბურკინა ფასოს, ეთიოპიის და რუანდის სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები. მოხსენებები გააკეთეს ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა, რომლებიც მანამდე (ასამბლეის ჩატარებამდე), თითოეული ქვეყანაში განიხილეს არსებული მდგომარეობა.
ასამბლეა გახსნა FAO-ს წარმომადგენელმა ატაპერ მეიგამ, რომელმაც სიტყვა გადასცა რუანდის სოფლის მეურნეობის მინისტრს ქალბატონ ჯერალდინ მუკაეშიმას, რომელმაც ძირითადად ილაპარაკა რუანდის სოფლის მეურნეობაზე და ინოვაციურ სისტემებზე. TAP-ის მიერ გატარებული სამუშაოები ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში შეაჯამა TAP-ის თავმჯდომარემ, დოქტორმა კრისტიან ჰოსტემ და FAO-ს წარმომადგენელმა კარინ ნიხტერლეინმა.
მონაწილეობა საერთაშორისო ასამბლეაშიტროპიკული ქვეყნების სოფლის მეურნეობის განვითარების (TAP) პარტნიორთა ასამბლეის მონაწილეებიასამბლეის მუშაობაში აგრეთვე მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები: მსოფლიო ბანკი, FAO, CIGIAR, GIFAR, რეგიონალური ცენტრები და სხვა. ძალზედ მნიშვნელოვანი იყო AGRONATURE-ს მონაწილეობა, რომელიც აერთიანებს ევროპის 31 ქვეყნის 2 ათას მეცნიერს, რომლებიც მუშაობენ კვლევის, განათლების და ტრეინინგის საკითხებზე და აქტიურად არიან ჩართულები რვა ტროპიკული ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარების პრობლემებზე.
პროგრამის ბოლოს ჩატარდა მინდვრის დღე, რომელიც მიეძღვნა მემცენარეობისა და მეცხოველეობის განვითარების საკითხებს რუანდაში.
ასამბლეის სხდომებში მონაწილეობა მიიღო CACAARI-ს თავმჯდომარემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ, რომელმაც თავისი მონაწილეობა დააფიქსირა გამოსვლებში, სადაც წინა პლანზე წამოწეული იქნაCACAARI-ის რეგიონში არსებული მდგომარეობა და TAP-ის პროგრამაში მონაწილეობის აუცილებლობა. განხილული იქნა საკითხი TAP-ის მიერ დამუშავებული საკითხების CACAARI-ის რეგიონში განსახილველად.

ქვეკატეგორიები

გვერდი 48    48-დან

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com