საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგრარული ინოვაციების კომისიის 2019 წლის 23 ოქტომბრის სხდომა

2019 წლის 23 ოქტომბერს აკადემიაში ჩატარდა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: “აღმოსავლეთ ევროპაში ორმაგი პროდუქტიულობის მსხვილფეხა პირუტყვის შენარჩუნება და განვითარებაგამოვიდა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ლევან თორთლაძე. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ХХ საუკუნის განსაკუთრებული მიღწევა ზოოტექნიკურ მეცნიერებაში იყო მსხვილფეხა პირუტყვის ახალი, კავკასიური წაბლას ჯიშის გამოყვანა, რომელიც კავკასიის ქვეყნების მეცნიერთა ძალისხმევის გაერთიანების საუკეთესო მაგალითია. კავკასიური მსხვილფეხა პირუტყვის შეჯვარება შვიცურ ჯიშთან პირველად განახორციელა ევროპიდან საქართველოში გადმოსახლებულმა .კუჩენბახმა. დაგროვილი მონაცემების ანალიზის საფუძველზე 1940 წელს დაიგეგმა სამუშაოები საქართველოს მთიან რეგიონებში ახალი, წაბლა ჯიშის პირუტყვის გამოყვანის მიზნით. შემდეგ ქართველი მეცნიერებისა და პრაქტიკოსების ძალისხმევა გაერთიანდა მსგავს შედეგებთან, რომელიც ხორციელდებოდა სომხეთში,   აზერბაიჯანსა და დაღესტანში.   შესაძლებელი გახდა ახალი ჯიშის გენეტიკური სტრუქტურის კონსოლიდაციის დაჩქარება და მისი აპრობაცია მოხდა 1960 წელს. უკვე 1990 წლ მონაცემების მიხედვით, საქართველოში კავკასიური წაბლა ჯიშის პირუტყვის რაოდენობა მიაღწია 171 ათასს. მაგრამ ამ საუკუნეში ჯიში გადაშენების ზღვარზე ღმოჩნდა; საკითხი ჯიშის აღდგენის შესახებ მომხსენებლის მიერ პირველად დაისვა .ერევანში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე 2002 ელს. დარგის განვითარების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების საფუძველზე და მეცნიერთა ძალისხმევით შესაძლებელია კავკასიურის წაბლას ჯიშის გადარჩენა, რაც დაწყებულია გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO- მიერ დაფინასებული   TCP/RER/3604 პროექტით.

2014 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შექმნილი სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად ატარებს სამუშაოებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ხდომაზე წარმოდგენილი ინფორმაცია შეაფასეს მოწვეულმა მეცნიერებმა და პრაქტიკოსებმა, გაიმართა საინტერესო დისკუსია.

 

 

ინფორმაცია საქართველოში სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ელჩთან კიმ სე ვუნგთან შეხვედრის შესახებ

Korea 11 Oct

     მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს საქართველოში სამხრეთ კორეის ელჩის კიმ სე ვუნგის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან აკადემიკოს გურამ ალექსიძესთან და პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორ ანატოლი გიორგაძესთან. კორეის ელჩი დაინტერესდა სამეცნიერო თანამშრომლობით, რომელიც რამდენიმე წელია წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და სამხრეთ კორეის ეროვნული გენეტიკური რესურსების ცენტრთან და სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით ინტიტუტებთან.

     აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ ბატონ კიმ სე ვუნგთან წამოსწია ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს და განავითარებს ორ ქვეყანას შორის დაწყებულ სამეცნიერო კავშირებს. მათ შორის მან ისაუბრა სამხრეთ კორეის მიერ სოფლის მეურნეობაში შემუშავებული უახლესი ტექნოლოგიების საქართველოში გავრცელების პერსპექტივებისა და მნიშვნელობის შესახებ. ელჩმა აკადემიკოს გურამ ალექსიძისგან მიიღო მიწვევა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობის უფრო ახლოს გაცნობის მიზნით, რაზედაც ბატონმა კიმ სე ვუნგმა თანხმობა განაცხადა. დაგეგმილია მისი სტუმრობა აკადემიაში უახლოეს პერიოდში.

          (ინფორმაცია ვიზიტისა და გაფორმებული მემორანდუმის შესახებ იხილეთ ბმულზე.)

 

 

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

 

2019 წლის 25 სექტემბერს აკადემიაში ჩატარდა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „საქართველოს სოფლის მეურნეობის საინჟინრო სფეროს თანამედროვე მდგომარეობა და მისი განვითარების გზებიგამოვიდა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის უფროსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნუგზარ ებანოიძე.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ დღეისათვის საქართველოში სოფლის მეურნეობის აგროსაინჟინრო სფეროს ემსახურება შპსმექანიზატორი“, რომელსაც რეგიონებში გააჩნია სერვის ცენტრები თანამედროვე ტრაქტორებითა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით. სოფლის მოსახლეობას შეუძლიათ მიიღონ ტექნიკური სერვისი სხვადასხვა კულტურების მოვლა-მოყვანიის ოპერაციების შესრულებისათვის, მაგრამ საწვავისა და ტექნიკის მაღალი თვითღირებულების, ასევე შპსმექანიზატორისმოქმედებისათვის საჭირო მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯების და სხვ. გამო ამ ოპერაციების შესრულების ტარიფული ღირებულება მაღალია.

შექნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მწვავედ დგას საკითხი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების აგროსაინჟინრო მომსახურების და ტექნიკით უზრუნველყოფის ოპტიმიზაციის შესახებ. საჭიროა გამოიძებნოს სოფლის მეურნეობის ტექნიკური სერვისის ისეთი ორგანიზაციული ფორმა, რომელიც შედარებით იაფ და ხარისახიან მომსახურებას გაუწევს ფერმერებს; მომხსენებლის აზრით, მიზანშეწონილია ცალკეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნას მანქანა-ტრაქტორთა პარკი (მტპ), რომელშიც თავმოყრილი იქნება აუცილებელი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მოეწყობა ტრაქტორებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დიაგნოსტიკის, ტექნიკური მომსახურების და მიმდინარე რემონტისათვის საჭირო სახელოსნოები. აღინიშნა, რომ საგანგაშო მდგომარეობაა სოფლის მეურნეობის აგროსაინჟინრო დარგის კვალიფიციური სპეციალისტებით უზრუნველყოფის მიმართულებით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალზე შეზღუდულია სოფლის მეურნეობის წარმოების მექანიზაციის მიმართულებები, გაუქმებულია სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები; ამ დროს მნიშვნელოვანია გასული საუკუნის 70-90-იან წლებში შექმნილი სასოფლო-სამეურნეო მანქანების, მ.შ. ჩაის მოვლა-მოყვანის მანქანათა კომპლექსის განახლების და მათი წარმოებაში გავრცელების საკითხი.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
საქარ
ველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

 

xorbali 2019 1

        2019 წლის 2-4 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: “ხორბალი ევროპის ქვეყნებში და საქართველო, როგორც ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი კერა”.

            აღნიშნული კონფერენცია ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (MG-ISE-19-196).

კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებდა საქართველოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საზღვარგარეთიდან მოწვეული მეცნიერების მისალმებებს, პლენარულ სხდომას და სამეცნიერო მოხსენებებს. xorbali 2019 2

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ:

-         პროფ. ანტონიო მიშელე სტანსა (იტალია) – ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის პრეზიდენტი, მოდენას და რეჯიო ემილიას უნივერსიტეტი;

-         პროფ. მიშელ ტიბიერი (საფრანგეთი) - საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია;

-         პროფ. ალექსეი მორგუნოვი (თურქეთი) - CIMMYT - ხორბლისა და სიმინდის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრი, თურქეთის ოფისის ხელმძღვანელი;

-         პოფ. ჟოზე ლუის არაუს ორტეგა (ესპანეთი) - ბარსელონას უნივერსიტეტი;

-         აკად. იგორ გრინუკი - უკრაინის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია;

-         პროფ. ტოფიკ ალახვერდიევი - აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია.

საქართველოდან კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს ტექნიკური, სამედიცინო, აგრარული, ბათუმის შოთა რუსთაველის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტები, სამეცნიერო ცენტრები, კერძო ასოციაციები, კომპანიები, ფირმები, საზოგადოებრივი კავშირები, თბილისი პურის ქარხნები და კომპანიები და ა. შ.

xorbali 2019 3კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ. კონფერენციას მიესალმნენ და წარმატებული მუშაობა უსურვეს პროფ. ანტონიო მიშელე სტანსამ, პროფ. მიშელ ტიბიერმა, აკად. ი. გრინუკმა, პროფ. ჟ.ლ. არაუს ორტეგამ, პროფ. ა. მორგუნოვმა, პროფ. ტ. ალახვერდიევმა, შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მეცნიერების სამმართველოს უფროსმა ზ. მარგველაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსებმა ე. ზვიადაძემ და ნ. ხოხაშვილმა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ მ. თურმანიძემ, საქართველოს ტექნიკური   უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა პროფ. გ. ქვარცხავამ, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, პროფ. ლ. უჯმაჯურიძემ, საქართველოს ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების თავმჯდომარემ ლალი მესხმა, პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ, პროფ. მ. დოლიძემ.       xorbali 2019 4

კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული იყო პლენარულ სხდომაზე-8, ხოლო მიმდინარე სხდომებზე კი 50 მოხენება.

(კონფერენციის პროგრამა იხილეთ ბმულზე).

კონფერენციის ფარგლებში აკადემიაში მოეწყო საქართველოში კულტივირებული ხორბლის ჯიშებისა და ქ. თბილისის პურის მწარმოებელთა პროდუქციის გამოფენა, რომელმაც კონფერენციის სტუმრებისა და მონაწილეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

აღნიშნული გამოფენის მოწყობაში აქტიურად მონაწილეობდნენ ფირმა „ლომთაგორა“, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, პურის მრეწველთა კავშირი და კომპანიები „მზეთამზე, „მარგი“, „იფქლი დიღომი“, „იფქლი გლდანი“, ქართული პურის სახლი, „კევრი“, მეყველეთა ასოციაცია, თელავის ჩურჩხელების საწარმო და ა.შ.

ჩატარდა კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებებიც - ექსკურსიები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში და კახეთის რეგიონში (ბოდბე, სიღნაღი).

xorbali 2019 5

xorbali 2019 6

xorbali 2019 b

აკადემიკოსი ალქსანდრე დიდებულიძე - 75

Didebulidze 75საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, აკადემიკოს ალექსანდრე დიდებულიძეს 2019 წლის 30 სექტემბერს დაბადებიდან 75 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 55 წლისთავი შეუსრულდა.

აკად. ალ. დიდებულიძე ამჟამად ნაყოფიერად მოღვაწეობს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში; ბრძანდება სსმმ აკადემიის აგროინოვაციების კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს შეფასების ასოციაციის ეკონომიკური ჯგუფის წევრი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო-ტექნოლოგიური წინადადებების ექსპერტიზისა და მათი პერსპექტივების განმსაზღვრელი კომისიის სწავლული მდივანი, გერმანიის ყოფილ სტიპენდიანტთა კავშირის წევრი, ჟურნალის “ინტელექტი” სამეცნიერო საკოორდინაციო საბჭოს წევრი, ჟურნალ “Annais of Agrarian Science” რედკოლეგიის წევრი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულწრფელად ულოცავს სახელოვან მეცნიერს ღირშესანიშნავ თარიღებს, უსურვებს ჯანმრთელობას და ბედნიერებას, მრავალ სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის აღმავლობისა და განვითარების პროცესში.

თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობა - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტუმრები

moc 1

        2019 წლის 26 სექტემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ქალაქ თბილისი 31-ე და 52-ე საჯარო სკოლის X-X1 კლასის მოსწავლეები. მათ მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ 2019 წელს გამართული “მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის” ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებაში.

            moc 2შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, დოქტ. ანატოლი გიორგაძემ.

            მოსწავლეებს მიესალმენ და აგრარულ სფეროში მიმდინარე სამეცნიერო კვლევით საქმიანობაზე ისაუბრეს აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, აკად. ე. შაფაქიძემ და აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკად. ე. გუგუშვილმა.

            შეხვედრის მნიშვნელობასა და საერთოდ მოსწავლე-ახალგაზრდობის ესთეტიკური აღზრდის საკითხებზე ისაუბრა 31-საჯარო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მარინე ნიჟარაძემ და 52-ე სკოლის პედაგმა ქალბატონმა ქეთევან ნიორაძემ, რომლებმაც აგრეთვე მადლობა გადაუხადეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარებისათვის.

            აკადემიის მეცნიერების მიერ მოსწავლეებისათვის წაკითხული იქნა საჯარო ლექციები თემებზე:moc 3

1.    საქართველოს ცხოველთა სამყაროს ბიომრავალფეროვნება და სამონადირეო ფაუნა“; მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი ანატოლი გიორგაძე; 

2.   სირაქლემა და კოლიბრი - ბუნების ორი საოცრება,  მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი; 

3.   რა ვიცით მირაჟების შესახებ“, მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი რევაზ ლოლიშვილი; 

            აღნიშნულმა ლექციებმა მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება დატოვეს. მოსწავლეების მიერ დასმული იქნა მრავალი შეკითხვა, რომელსაც საჯარო ლექციების ავტორებმა ამომწურავად უპასუხეს. 

moc 4

moc 5

სამეცნიერო კონფერენცია სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში.

 

         2019 წლის 24 სექტემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების ინიციატივით ჩატყარდა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „საქართველოში სატყეო მეურნეობის მართვის ინტეგრირებული სისტემების ჩამოყალიბების პრობლემები“.

Satkeo Konf 1a

       კონფერენცია ჩატარდა მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის (თბილისი, 21-30 სექტემბერი, 2019 წელი) ეგიდით და მეცნიერების და დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

         კონფერენცია გახსნა და შესავალი სიტყვით მიესალმა აკადემიის პრეზიდენტი , აკად. გ. ალექსიძე.Satkeo Konf 2

       კონფერნციას მიესალმენ იური ნოზაძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნათია იორდანიშვილი - საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ნინო ჩხობაძე - საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - თანათავმჯდომარე, ბაკურ გულუა - საქართველოს საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი და მარინე ნიჟარაძე - ქ. თბილისის 31-ე საჯარო სკოლის დირექტორი.

    Satkeo Konf 3   სამეცნიერო კონფერენციაზე ძალზე საინტერესო და მეცნიერულად დასაბუთებული მოხსენებებით წარდგნენ:

  • გიორგი გაგოშიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თემა: „სატყეო მეურნეობის ინტეგრირებული მართვის სისტემის ჩამოყალიბების პრობლემები საქართველოში“.
  • გიორგი ქავთარაძე - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტი, თემა: „სატყეო სექტორის ინსტიტუციური მოწყობის გამოწვევები და მდგრადი გადაწყვეტის გზები, მართვის ინტეგრირებული სისტემის ჩამოყალიბებისათვის“.  Satkeo Konf 4
  • ნათია იორდანიშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა   აკადემია, ეროვნული სატყეო სააგენტო, თემა: „საქართველოს სატყეო მეურნეობის მდგრადი განვითარების და მართვის ინტეგრირებული სისტემების ოპტიმიზაციის ღონისძიებები“;
  • მერაბ დვალი - სატყეო საქმის ექსპერტი, თემა: „ტყე-ქვეყნის ეროვნული სიმდიდრეა“;
  • ნატო კობახიძე - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი,თემა: „სატყეო განათლება საქართველოში“.
  • ანზორ მესხიშვილი - ეკონომიკური მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თემა: „საქართველოში გატარებული მიწის რეფორმის შედეგები“;
  • ზურაბ მანველიძე - ბათუმის ბოტანიკური ბაღი, თემა: „მაღალი კონსერვაციული ღირებულება, ტყის ინტეგრირებული მართვის ინსტრუმენტი“;
  • დიმიტრი ნატროშვილი - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, თემა: „რესურსდამზოგი სამანქანო ტექნოლოგიები სატყეო მეურნეობაში“;
  • Satkeo Konf 5მალხაზი სამადაშვილი - თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თემა: „ქართული მუხის არეალი შიდა კახეთში“;
  • რეზო კილაძე - ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნოივერსიტეტი, თემა:       „ ქ. ქუთაისის და მისი შემოგარენის ლანშაფტურ-რეკრეაციული პოტენციალი“;
  • მედეა ბურჯანაძე - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტი, თემა: „ადგილობრივი ბიოლოგიური პესტიციდის ბოვერ-ჯი-ის გამოყენების პერსპექტივა მავნე მწერების კონტროლისათვის საქართველოში“.

კონფერენციის მუშაობა შეაჯამეს და განხილული საკითხების მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრეს აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველმა, აკად. ნოდარ ჭითანავამ და აკად. გიორგი გაგოშიძემ.

სამეცნიერო კონფერენციამ მიიღო დეკლარაცია, რომელიც რეაგირებისათვის გადაეგზავნებათ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სატყეო მიმართულების შესაბამის ორგანიზაციებს და სტრუქტურებს.

Satkeo Konf 6

აკადემიკოსი გოგოლა (გულიკო) მარგველაშვილი - 80

Gogola Margv    2019 წლის 22 სექტემბერს თვალსაჩინო ქართველ მეცნიერს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გოგოლა მარგველაშვილს დაბადებიდან 80 და სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 55 წელი შეუსრულდა.

აკად. გ. მარგველაშვილი პირველი ქართველი ქალია, რომელმაც დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და პროფესორის წოდება აგროქიმიის სპეციალობით.

საქართველოს ისტორიაში ქალბატონი გოგოლა ერთადერთი ქართველი აკადემიკოსი ქალია აგროქიმიის სპეციალობით.

         საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მთელი შემადგენლობა გულწრფელად ულოცავს ღვაწლმოსილ მეცნიერს, ეროვნული მეცნიერებისა და ახალი თაობის აღზრდისადმი უანგარო მსახურს - აკადემიკოს გოგოლა (გულიკო) მარგველაშვილს სასახელო იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობას, ყოველივე სიკეთეს და მრავალ წარმატებას მეცნიერებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ.

საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის მექანიზაციის საკითხებზე

2019 წლის 26 - 29 ივნისს  ბულგარეთის საკურორტო ქალაქ ბურგასში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონგრესი თემაზე „მანქანები სოფლის მეურნეობაში“, რომლის მუშაობაში მონაწილეობდა ევრო კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის 50-ზე მეტი მეცნიერი ბულგარეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან, ხორვატიიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან, მოლდოვადან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, ყაზახეთიდან და საქართველოდან. საქართველოდან კონგრესში ნაწილეობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  აკადემიკოსი ჯემალ კაციტაძე და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ამავე  აკადემიის სტიპენდიატი გიორგი ქუთელია.  ბატონო ჯემალი იყო კონგრესის  საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. კონგრესი გახსნა საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარემ პროფესორმა მიხო მიხოვმა და მისალმებისათვის პირველი სიტყვა  მისცა ჯემალ კაციტაძეს , რომელიც გულთბილად მიესალმა საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესის მონაწილეებს  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სახელით, წარმატება უსურვა მუშაობაში. აკად. ჯ. კაციტაძემ კონგრესის ორგანიზატორებს გადასცა სუვენირი საქართველოდან.  

            აკად. ჯ. კაციტაძე კონგრესის პლენალურ სხდომაზე წარსდგა  სამეცნიერო მოხსენებით „Machine Reliability Research of low mechanization in the mountain conditions of Adjara with the aim of its increasing“, რომელშიაც წარმოდგენილია მანქანების საიმედოობის გაანგარიშების თეორიული საფუძვლები და მიღებული ექსპერიმენტული შედეგები აჭარის რეგიონის მაგალითზე მცირე მექანიზაციის ტექნიკისათვის. იყო შეკითხვები და დისკუსია, მოხსენება მაღალ დონეზე იქნა შეფასებული.  აკად. ჯ. კაციტაძე იყო სექციის  „მანქანების ტექნიკური სერვისი“ ერთერთი თანათავმჯდომარე.

საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონგრესზე სულ წარმოდგენილ იქნა 56 მოხსენება და ბოლოს საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტმა გამოყო საუკეთესო მოხსენება. აკად.  ჯემალ კაციტაძის ნაშრომი მოხვდა საუკეთესოთა შორის, ავტორს გადაეცა სპეციალური დიპლომი. ნაშრომი კონგრესის შრომების გარდა, დაიბეჭდა ქალაქ სოფიაში გამომავალ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში „Mechanization in Agriculture“ , რომლის სარედაქციო კომიტეტის შემადგენლობაში, მსოფლიოს 50 მეცნიერთან ერთად შეყვანილია ბატონი ჯემალი.

სამეცნიერო კონგრესმა მიიღო სპეციალური რეკომენდაციები კვლევითი შედეგების ეფექტიანად გამოყენებისა და სოფლის მეურნეობის მექანიზაციის პრობლემების გადაჭრისათვის

 აკადემიკოსმა ჯემალ კაციტაძემ ინტერვიუ მისცა ბულგარეთის ტელეკომენტატორს, რომელიც დაიბეჭდა სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალში  „მიწათმოქმედების მექანიზაცია“ (ბულგარეთი).

Kacitadze Bulgaretshi

აკად. ჯ. კაციტაძე საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონგრესზე

(ბულგარეთი, 26 ივნისი, 2019 წელი)

 

თანამშრომლობის მემორანდუმი

 

თანამშრომლობის მემორანდუმი
უკრაინის ეროვნული აგრარული მეცნიერებათა აკადემიის
ცხოველთა ბიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან

 

Lvovi 1

 

   მიმდინარე წლის 25 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ანატოლი გიორგაძე საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ქ. ლვოვის ცხოველთა ბიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს.

   უკრაინის ეროვნული აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის ცხოველთა ბიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტი უკრაინის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც შეისწავლის ცხოველთა ბიოქიმიის, ფიზიოლოგიის, კვებისა და ბიოტექნოლოგიის საკითხებს.

     ინსტიტუტის ძირითადი სამეცნიერო საქმიანობის მიმართულებებია: სასოფლო-სამეურნეო ცხოველების, ფრინველებისა და თევზების ფიზიოლოგიისა და ბიოქიმიის პრობლემების ფუნდამენტალური კვლევა; ცხოველთა აღწარმოების თვისებების ასამაღლებლად ბიოტექნოლოგიური მეთოდების შემუშავება; ცხოველთა იმუნური პოტენციალის ფორმირების მოლეკულური მექანიზმის კვლევა და მათი ამაღლების მეთოდების შემუშავება; პრიონული ინფექციების ეტიოლოგიური ფაქტორებისა და მორფოგენეტიკური ფაქტორების კვლევა და მათი პროფილაქტიკისა და დიაგნოსტიკის ახალი მეთოდების შემუშავება; ეკოლოგიური ფაქტორების გავლენის კვლევა ცხოველთა ორგანიზმის ფიზიოლოგიურ-ბიოქიმიურ სტატუსზე და მეცხოველეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღების მეთოდების შემუშავება; გენეტიკურ-ბიოქიმიური ტესტების შემუშავება სელექციური პროცესის ინტენსიფიკაციისათვის მეცხოველეობაში.

     ინსტიტუტის სტრუქტურულ შემადგენლობაში შედის 10 ლაბორატორია და 1 საცდელი მეურნეობა. ინსტიტუტში სამეცნიერო კვლევებს ახორციელებს 71 მეცნიერ თანამშრომელი, მათ შორის: 15 მეცნიერებათა დოქტორი, 50 მეცნიერებათა კანდიდატი, 7 პროფესორი და 26 უფროსი მეცნიერ მეცნიერ თანამშრომელი.

       ინსტიტუტის ასპირანტურაში და დოქტორანტურაში მზადდება სამეცნიერო კადრები: ბიოქიმიაში; ადამიანის და ცხოველის ფიზიოლოგიაში.

       აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ანატოლი გიორგაძე ინტიტუტის დირექტორის მოადგილე პროფესორ ნიკოლოზ შარანთან ერთად შეხვდა ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლებს, დაათვალიერა ინსტიტუტის ლაბორატორიები. დაისახა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და ცხოველთა ბიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებები. ყურადღება გამახვილდა ცხოველთა და ფრინველთა ადგილობრივი ჯიშების ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ღონისძიებებზე და გენეტიკური რესურსების დაცვისა და შენახვის საკითხებზე.

Lvovi 2

Lvovi 3

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com