ვეტერინარი ექიმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია:
„ვეტერინარიის აქტუალური საკითხები თეორიასა და პრაქტიკაში“
მიმდინარე წლის 30 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა ვეტერინარი ექიმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ვეტერინარიის აქტუალური საკითხები თეორიასა და პრაქტიკაში.“
კონფერენციას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ა. გიორგაძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მ. ბარვენაშვილი, აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიკოსი ჯ. გუგუშვილი, აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი თ. ყურაშვილი, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლ. დოლიძე, აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: ლ. ჩაიკა და მ. მოსაშვილი. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: სეს-ის უფროსის მოადგილე ვ. ბასილაძე, სეს-ის ვეტერინარული დეპარტამენტის უფროსი ვეტერინარულ მეცნიერებათა დოქტორი დ. ხელაია და მისი მოადგილეები: ვეტერინარულ მეცნიერებათა დოქტორი დ. გოდერძიშვილი და ი. მენთეშაშვილი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორები: მ. კერესელიძე და კ. მიქაძე, ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი ს. ბერიძე, სეს-ის ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ე. ნინიძე, „ნიუვეტ“ კლინიკის დირექტორი, დოქტორი ნ. ომარაშვილი, ვეტერინარიის დეპარტამენტის და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვეტერინარიის კვლევის სამსახურის თანამშრომლები: ვ. ბარათაშვილი, ს. ჭელიძე, გ. კიკალიშვილი, გ. ბახტაძე, ი. თათრიშვილი, ნ. ფაღავა, ლ. ციცქიშვილი, ა. ყურაშვილი, მ. ლომინეიშვილი, ასევე დოქტორანტები: გ. ბუცხრიკიძე, გ. გლუნჩაძე. 
კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილმა. მან ისაუბრა ვეტერინარიის მნიშვნელობაზე თანამედროვე საზოგადოების ყოფაში. აღინიშნა, რომ ვეტერინარია არის სამეცნიერო ცოდნის სფერო, რომლის შესწავლის საგანია ცხოველთა დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა, აგრეთვე ადამიანებსა და ცხოველებს შორის ურთიერთობის სხვადასხვა სამედიცინო საკითხები, როგორიცაა ადამიანებისა და ცხოველებისთვის საერთო დაავადებებისგან დაცვა და ადამიანებისთვის უსაფრთხო სოფლის მეურნეობის პროდუქტებით უზრუნველყოფა. შემდეგ აკადემიკოსმა თ. ყურაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. პირველი საკითხის ირგვლივ: პარამფისტომატოზების გავრცელება დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში სასაკლაოს მონაცემების მიხედვით მოხსენებით გამოვიდა სეს-ის უფროსის მოადგილე ვ. ბასილაძე, მეორე საკითხთან დაკავშირებით კენტჩლიქიანი ცხოველების ბრუცელოზის გავრცელება საქართველოში და მისი ეპიზოოტიური და ეპიდემიური შეფასება ისაუბრა ვეტერინარული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ი. მენთეშაშვილმა. მოხსენებებით ასევე გამოვიდნენ: სეს-ის ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ე. ნინიძე - ქუ ცხელება და მისი გავრცელების საფრთხეები საქართველოში; დოქტორატი გ. ბუცხრიკიძე - ენდომეტრიტით დაავადებული ფურებიდან გამოყოფილი E-coli-ის ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობა; დოქტორანტი გ. გლუნჩაძე - Mycobacterium Bovis - საქართველოში (პრობლემის მიმოხილვა), ვეტერინარიის დოქტორი ვ. ბარათაშვილი - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტუბერკულოზი თითოეული მომხსენებლის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია მეტად საინტერესო და აქტუალური იყო, რადგან ეხებოდა არა მარტო ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, არამედ ადამიანისა და ცხოველის ურთიერთობის სხვადასხვა სამედიცინო საკითხებს, როგორიცაა ადამიანებისა და ცხოველებისთვის საერთო დაავადებებისგან დაცვა და მოსახლეობის უსაფრთხო სოფლის მეურნეობის პროდუქტებით დაკმაყოფილებას.
კონფერენციაზე მომხსენებელთა მიმართ დასმული იყო არაერთი შეკითხვა, რაზედაც თითოეულმა მათგანმა ამომწურავი პასუხი გასცა.
ვეტერინარი ექიმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია შეაჯამა აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა თ. ყურაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა როგორც მომხსენებლებს, მნიშვნელოვანი მოხსენებების წარმოდგენისათვის, ასევე დამსწრე საზოგადოებას, მობრძანებისათვის და კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის.


მიმდინარე წლის 17 აპრილს შედგა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „საქართველოს სასარგებლო მცენარეთა ბიორესურსი, ეთნობოტანიკური უნარ-ჩვევები და მდგრადი გამოყენება” გამოვიდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი თამარ კაჭარავა. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ
მიმდინარე წლის 15 აპრილს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის „ტრადიციული ქართული სამიწათმოქმედო კულტურა და თანამედროვეობა“ - (ხორბალი) ფარგლებში გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ხორბლის კულტურასთან დაკავშირებული ექსპონატები, რომელთა შორის იყო ეტრატები, ფოტოები, წიგნები, მემორიალური ნივთები, მარცვლეულის უნიკალური სახეობები, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა. მნახვეთა ყურადღებას იპყრობდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შრომის იარაღები და ხორბლის ნამზადის დასამზადებლად საჭირო ჭურჭელი, განსაკუთრებით კი საქართველოს ეროვნული არქივიდან წამოღებული უძველესი ხელნაწერები (როგორც დედნები, ასევე ასლები), რომლებიც უტყუარი დასტურია იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა პურეულსა და ზოგადად ხორბალს ქართველთა ყოფაში.
ასე მაგ., სოფელ საბუეში მცხოვრები ყმების წყალობის წიგნი - ბატონიშვილი თეიმურაზის (მეფე ლეონის ძე) ბოდბელი მაქსიმესადმი. „თხრობის“ ნაწილში ნახსენებია წისქვილი, ხელრთვა „თეიმურაზ“ 1568 წელი; ოქმი - ერეკლე II-ის დარბაზბატონი ნაზირი დიმიტრისადმი, გორსა და ცხინვალში ცხენების გაგზავნისა და ქარხნისთვის ფქვილის ჩატანის შესახებ - 1762 წ. 29 დეკემბერი; ხელწერილი - გიორგი ზუბინაშვილის სახაბაზოში ბატონიშვილი იულონის მიერ გამოგზავნილი ფქვილის მიღების შესახებ - 1789 წ. 10 სექტემბერი და სხვ. 
მიმდინარე


2024 წლის 19 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს სხდომა.
მიმდინარე წლის