გამოცხადებული კონკურსის სამეცნიერო ნაშრომების გამოვლენის შესახებ
აქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებული კონკურსის სოფლის მეურნეობის დარგში სხვადსხვა მიმართულებით 2015 წლის საუკეთესო ფუნდამენტალური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო ნაშრომების გამოვლენის შესახებ.
მიმდინარე წლის 23 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებთა აკადემიის აკადემიურმა საბჭომ შესაბამისი დებულების თანახმად ფარული კენჭისყრით გამოავლინა 2015 წელს სოფლის მეურნეობის დარგში საუკეთესო ფუნდამენტალური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო ნაშრომები სოფლის მეურნეობის სხვადსხვა მიმართულებების მიხედვით:
აგრონომია – ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის თენგიზ ურუშაძის, დოქტორ ამირან თხელიძის და დოქტორ გიორგი ღამბაშიძის ნაშრომი “საქართველოს ნიადაგები“;
მეცხოველეობა, ვეტერინარია და საკვებწარმოება – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის გურამ ტყემალაძის ნაშრომი “ბიოქიმიის საფუძვლები”;
აგროსაინჟინრო – ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ირაკლი ყრუაშვილის ნაშრომი “ღვარცოფები და მასთან ბრძოლის მეთოდები”;
სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვა და გადამუშავება - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ნუგზარ ბაღათურიას ნაშრომი “ენოლოგია – ღვინის წარმოქმნა და დავარგება“;
სურსათის უვნებლობა – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, რისკის შეფასების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ქეთი დადიანის ნაშრომი “გარემოს ქიმიური დამაბინძურებლების რისკის შეფასება“;
ეკონომიკა - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ნოდარ ჭითანავას ნაშრომი “საქართველოს სოფლის მეურნეობა – ტრანსფორმაცია, პრობლემები, პერსპექტივები.“
აკადემიური საბჭო გულითადად ულოცავს წარმატებას გამარჯვებული ნაშრომების ავტორებს და უსურვებს მომავალში ნაყოფიერ შემოქმედებით სამეცნიერო საქმიანობას.