საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სსმმ აკადემიის პრეზიდენტის არჩევნები

საქართველოს
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
პრეზიდენტის არჩევნების შედეგები

Archevnebi 2018 6

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე 

 

           2018 წლის 23 მარტს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება,Archevnebi 2018 3 რომლის დღის წესრიგში იყო აკადემიის პრეზიდენტის არჩევნები. კრებას უძღვებოდა აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, აკად. გივი ჯაფარიძე. მან აღნიშნა, რომ აკადემიის პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენა დამთავრდა 2018 წლის 12 მარტს. საკონკურსოდ წარმოდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატი - აკად. გურამ ალექსიძე.

        Archevnebi 2018 5არჩევნების საკონკურსო კომისიის თავმჯდომარემ, აკად. ნოდარ ჭითანავამ კრების მონაწილეებს გააცნო საკონკურსოდ წარმოდგენილი აკად. გ. ალექსიძის დოკუმენტები, რომლებიც სრულ შებამისობაშია აკადემიის პრეზიდენტის არჩევნების დროებით დებულებასა და აკადემიის წესდებათან. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კრებას გააცნო აგრეთვე აკად. გ. ალექსიძისის ბიოგრაფიული მონაცემები.Archevnebi 2018 2

        აკადემიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, აკად. გ. ალექსიძემ კრებაზე წარმოადგინა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობის სრულყოფის პროგრამა 2018-2022 წლებისათვის, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

        ჩატარდა კენჭისყრა, რომლის შედეგად კრებაზე დამსწრე აკადემიის 30 წევრიდან 29 ხმა მიიღო აკად. გურამ ალექსიძემ, ერთი ბიულეტენი ჩაითვალა ბათილად.

       Archevnebi 2018 4 ამრიგად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ აკადემიის პრეზიდენტად ხუთი წლის ვადით აირჩია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ალექსიძე.

      

 

Archevnebi 2018 1

აკადემიის საერთო კრების თავმჯდომარე, აკად. გივი ჯაფარიძე

 

      საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მთელი შემადგენლობა ულოცავს ბატონ გურამს აკადემიის პრეზიდენტად არჩევას, უსურვებს მრავალ წარმატებას სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

სსმ მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობის სრულყოფის პროგრამა

აკადემიკოსი გურამ ალექსიძე

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობის სრულყოფის პროგრამა

2018-2022 წ.წ.

(თეზისები)

          ქვეყნის განვითარების დღევანდელ ეტაპზე, როცა პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ძირითადი ფუნქცია აგრარულ სფეროში არსებული სამეცნიერო - კვლევითი ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაციის სწორი ორგანიზება, საგრანტო თემების შესწავლა და მათი ექსპერტიზაა, აკადემიის, როგორც აგრარულ საკითხებში მთავრობის მრჩევლის როლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

          აკადემიის მუშაობის ძირითადი მიმართულება არის და მომავალშიც იქნება მემცენარეობაში, მეცხოველეობაში და სასოფლო სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელ მრეწველობაში  ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების დამუშავება და მათი წარმოებაში გამოყენების ხელშეწყობა. სწორედ აქეთკენ უნდა იყოს მიმართული აკადემიის ყველა წევრის ძალისხმევაც.

      წარსული ხუთი წლის განმავლობაში აკადემიაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა: გაძლიერდა კოორდინაცია კვლევით ორგანიზაციებს შორის; დამყარდა საინტერესო ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა უცხოეთის კვლევით ორგანიზაციებთან; ჩატარდა თანამედროვე აქტუალურ პრობლემებზე საერთაშორისო კონფერენციები; დამუშავდა და გამოქვეყნდა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია და მისი განხორციელების გზები; დაიბეჭდა და გავრცელდა რეკომენდაციები ფერმერთა დასახმარებლად სოფლის მეურნეობის განვითარების აქტუალურ საკითხებზე; ყოველწლიურად ტარდება კონკურსები აგრარულ დარგში საუკეთესო მეცნიერის, ასევე საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომის გამოსავლენად. ყოველივე ეს გვაძლევს საფუძველს  დავასკვნათ, რომ აკადემია თანდათან იკავებს იმ ნიშას, რაც მისი ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის მეტად საჭირო და მნიშვნელოვანია.

          მიუხედავად საქმიანობის ერთგვარი გაუმჯობესებისა, ჯერ კიდევ ბევრი აქტუალური საკითხია გადასაწყვეტი.  

          პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ორგანიზაციული საკითხები:

1. აკადემია უნდა გახდეს ქვეყანაში აგრარული კვლევის ძლიერი სამეცნიერო - კვლევითი ცენტრი. მის სისტემაში უნდა ფუნქციონირებდეს კვლევითი ორგანიზაციები. მიუხედავად იმისა, რომ შექმნილია სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრი, ასევე აგრარულ და ტექნიკურ უნივერსიტეტებში მიმდინარეობს მუშაობა თანამედროვე აგროტექნოლოგიური ღონისძიებების დამუშავებაზე, მათ აქვთ შესაბამისი მაღალი დაფინანსებაც, ჩვენი აზრით აკადემიის სისტემაში უნდა ჩამოყალიბდეს: აგროტექნოლოგიის, აგროსაინჟინრო, მეცხოველეობის, ვეტერინარიის და საკვებწარმოების, პროდუქტთა გადამუშავების და შენახვის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრები. ასეთი სისტემა წარმატებით მუშაობს ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, რუმინეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, უნგრეთში, რუსეთში და სხვაგან. დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი ორგანიზაციული ფორმის შექმნა აუცილებელია, შესაბამისი დასაბუთებული მოსაზრებები წარედგინება საქართველოს მთავრობას. ცხადია, რომ ფუნდამენტური კვლევების გარეშე არ განვითარდება, ისეთი სამეცნიერო მიმართულებები, როგორიცაა: აგრობიოტექნოლოგია, მცენარეთა და ცხოველთა სელექცია, მავნებელ - დაავადებათა გავრცელების პროგნოზირება, ბიოსისტემების მოდელირება, აგრობიომრავალფეროვნება და სხვა, მათ გარეშე რამდენიმე წელიწადში აღარ გვექნება იმის საშუალება, რომ ვაწარმოოთ კვლევები თანამედროვე დონეზე, და, რაც მთავარია, აღარ გვეყოლება შესაბამისად მომზადებული ახალგაზრდა მეცნიერები. აქ რასაკვირველია საჭიროა მთავრობის ჩარევა და მათ მიერ მიზანმიმართული დაფინანსება. ჩვენ ამ საკითხებს დავაყენებთ.

2.  აკადემიაში აუცილებელია შეიქმნას „ახალი ტექნოლოგიების დანერგვის“ განყოფილება, რომელიც ხელს შეუწყობს აკადემიის წევრების მიერ დამუშავებული ღონისძიებების, რეკომენდაციების  ფერმერულ მეურნეობებში გამოყენებას. სქემა, ჩვენის აზრით, ასეთი იქნება: განყოფილების თანამშრომლები, აკადემიის პრეზიდიუმის მიერ შერჩეულ პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხებს ათანხმებენ ფერმერებთან, სადაც მათივე ხელმძღვანელობით ხდება ამ ახალი ღონისძიებების გამოცდა. წლის ბოლოს შეჯამდება მიღებული შედეგები, შესაბამისად, შემუშავდება დანერგვის ღონისძიებანი.  ასეთი მიდგომებით მივაღწევთ მეცნიერებისა და წარმოების (ფერმერების) დაახლოებას, რითაც შემდგომში ახალი ღონისძიებების გავრცელებას ანუ რეალურ დანერგვას განვახორციელებთ.

ჯერ კიდევ სრულად არაა გამოყენებული ახალ ტექნოლოგიებზე ინფორმაციის გავრცელების ისეთი მნიშვნელოვანი ფორმა, როგორიცაა ტელევიზია - „საფერავი ტვ“. ახლებურად უნდა  შევხედოთ ამ საკითხს და სოფლის მოსახლეობას დროულად (პერიოდების მიხედვით) მივაწოდოთ ის პროგრესული ღონისძიებები, რაც აკადემიაში ან სხვა მომიჯნავე ორგანიზაციებშია დამუშავებული. ამის კარგი მაგალითი უნდა გახდეს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების გადაცემათა ციკლი, რომლის პერიოდულობა რეალური სიტუაციების შესაბამისად უნდა განისაზღვროს. ვფიქრობ ეს ფუნქცია ახლად შექმნილმა „ახალი ტექნოლოგიების დანერგვის“ განყოფილებამ უნდა შეასრულოს.

ასევე ამ განყოფილებამ უნდა ითავოს - „მავნებელ - დაავადებათა დიაგნოსტიკისა“ და „ნიადაგის ნაყოფიერების შესწავლის“ ფუნქციაც. ეს ორივე საკითხი ძალზედ აქტუალურია დღევანდელ პირობებში. ამისათვის განყოფილება უნდა აღიჭურვოს სპეციალური აპარატურით და შეივსოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. სასოფლო - სამეურნეო წარმოებას სჭირდება ასეთი ინფორმაციები. ვფიქრობთ, განყოფილება შემდგომში უნდა მუშაობდეს თვითდაფინანსების პრინციპით.

3.  უნდა გავაძლიეროთ ახლად შექმნილი „ფერმერთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრი“-ს საქმიანობა. რეალურად აკადემიაში უკვე შექმნილია სათანადო პირობები (ინფრასტრუქტურა). დამუშავებულია სასწავლო პროგრამა, შერჩეულია მაღალკვალიფიციური პედაგოგები. ეს კურსები მომავალში თვითდაფინანსებაზე იმუშავებს. პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ არ გვაქვს პედაგოგების ანაზღაურების თანხები. ეს საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად უნდა გადავწყვიტოთ.  

4.  აუცილებლად მიგვაჩნია აკადემიაში შეიქმნას სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭო, რომელიც სოფლის მეურნეობის ძირითადი მიმართულებების მიხედვით შეარჩევს სადისერტაციო საბჭოებს აგრონომიაში, ეკონომიკაში, აგროინჟინერიაში, მეცხოველეობაში და კვების მრეწველობაში. ვფიქრობთ, რომ ასეთი საბჭოების მუშაობა აკადემიაში კიდევ უფრო გაზრდის აკადემიის ავტორიტეტს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდა კადრების მომზადების საქმეს. რაშიც ამ ბოლო ხანს საკმაოდ დიდი ჩამორჩენა გვაქვს.

თუ მეცნიერების შესახებ ახალი კანონი ჩვენც გვეხებოდა, რატომ არ უნდა დავსვათ საკითხი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე, რათა აკადემიას მიეცეს დაფინანსება სტიპენდიანტების მოსაზიდად, რაც ახალგაზრდა კადრებით აკადემიის შემდგომი შევსების წყარო გახდება.

5.  თანამედროვე ინფორმაციის მიღების და მისი შემდგომი გამოყენების ერთ - ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა, აქაც გვაქვს გარკვეული წარმატებები, თუნდაც შ. რუსთაველის ფონდით დაფინანსებული უკანასკნელი 5 საერთაშორისო კონფერენციაა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბოლო კონფერენცია - „მევენახეობა და მეღვინეობა ევროპის ქვეყნებში-ისტორიული ასპექტები და პერსპექტივები“, სადაც კარგად გამოჩნდა ქართველი და უცხოელი მეცნიერების ერთობლივი კვლევების მნიშვნელობა, რამაც ერთხელ კიდევ დაადასტურა ქართული ვაზის ისტორიული მნიშვნელობა. ახლო მომავალში ვფიქრობთ კონფერენციის ჩატარებას თემაზე: „საქართველო, როგორც კულტურული ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი კერა“ (მაისის ბოლო) და „აზიური ფაროსანა სასოფლო - სამეურნეო კულტურების და ტყის ჯიშების მნიშვნელოვანი პრობლემა“ (ოქტომბერი),  მოწვეული იქნებიან სპეციალისტები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.  

განსაზღვრული გვაქვს ჩავატაროთ სემინარი მევენახეობისა და მეღვინეობის საკითხებზე ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად. ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია და ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე წელს ჩავატაროთ.

მნიშვნელოვანია ის, რომ აკადემია ჩართულია საერთაშორისო პროექტებში, კერძოდ, აჭარის მთიანეთის (ხულო, ქედა) განვითარების მიმართულებით. უკვე დაწყებულია მუშაობა ევროკავშირის პროექტებში მონაწილეობისათვის, რაშიც აკადემიის წევრები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ შესაბამისი ანაზღაურებით. პროექტი მრავალწლიანია და აგრარული სფეროს მრავალ დარგს მოიცავს.

6. ცალკე მინდა გამოვყო აგრარული კვლევის სფეროში კოორდინაციის სრულყოფის საკითხი. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული აკადემიაში. გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულებები საქართველოს თითქმის ყველა უნივერსიტეტთან და სოფლის მეურნეობის ხაზით მომუშავე სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. თუმცა, ჩვენი აზრით, საჭიროა მისი შემდგომი სრულყოფა. კერძოდ, ვფიქრობთ ჩავატაროთ პარტნიორთა ასამბლეა, სადაც ზემოთ აღნიშნული ყველა ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას და წარმოადგენს  თავის კვლევებს და ხედვებს ამ მიმართულებით. მოკლე ანოტაციები გამოქვეყნდება ბროშურის სახით. ასეთი შეხვედრები შეიძლება ჩატარდეს ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. შესაძლებელია თითოეული ორგანიზაციის წარმომადგენლების მონაწილეობით შეიქმნას პარტნიორთა საბჭოც, რომელიც უხელმძღვანელებს ასეთი ღონისძიებების ჩატარებას. ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ თუ რა მიმართულებით მუშაობს ესა თუ ის დაწესებულება და მოვახდინოთ საკითხების რეალური კოორდინაცია.

7. უნდა დავიწყოთ აქტიური მუშაობა რეგიონების სოფლის მეურნეობის კომპლექსური განვითარების საკითხებზე. ამ მიმართულებით აკადემიას გარკვეული გამოცდილება აქვს. ამის თაობაზე ჩვენ გვქონდა კონსულტაციები აკად. ნოდარ ჭითანავასთან და აკად. ომარ ქეშელაშვილთან, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ ამ საკითხებში. დღეს ჩვენ უკეთესი სიტუაცია გვაქვს. აკადემიაში გვყავს რეგიონების წარმომადგენლები და მათი მონაწილეობით უნდა გადაწყდეს ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხი. თითოეულმა რეგიონმა უნდა იცოდეს თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა, რა კულტურებს უნდა მიექცეს ყურადღება, სად და როგორ უნდა განვითარდეს  გადამამუშავებელი საწარმოები. ამ საკითხებზე არის გარკვეული დაინტერესებაც პარლამენტის წევრების მხრივაც. საჭირო იქნება ჩვენი კონტაქტები რეგიონების ხელმძღვანელებთან და მათთან ურთიერთსასარგებლო ხელშეკრულებების გაფორმება.

8.  უნდა გავაგრძელოთ ფუნდამენტური და გამოყენებითი მნიშვნელობის ლიტერატურის მომზადება და გამოქვეყნება.  გასულ წლებში გამოვეცით ორი წიგნი მევენახეობასა და მეხილეობაში. ვფიქრობთ გავაგრძელოთ ეს სამუშაოები და გამოვცეთ წიგნები: მებოსტნეობაში, სუბტროპიკულ კულტურებში, მარცვლეულ კულტურებში და სხვა. ასევე, მისაღებია აკად. ა. დიდებულიძის წინადადება რათა აკადემიამ დაიწყოს მუშაობა და გამოსცეს წიგნი „სასოფლო - სამეურნეო ტერმინოლოგია“. მითუმეტეს, რომ ჩვენ უკვე შევიძინეთ საბეჭდი და გამავრცელებელი ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც დაიბეჭდა და გამოქვეყნდა 2017 წლის ჩვენი აკადემიის ანგარიში.

9.  კარგად ვიცით, რომ ჩვენი აკადემიკოსების ანაზღაურება კვლავაც არადამაკმაყოფილებელია. მაშინ, როდესაც სხვადასხვა უწყებებში მიმდინარეობს ხელფასის მატება (სხვადასხვა ფორმით), მეცნიერების მდგომარეობის რეალურ გაუმჯობესებაზე არავინ ფიქრობს. ჩვენთვის ეს საკითხი აქტუალურია და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ აკადემიკოსების ჰონორარი გაიზარდოს, დაპირება ამის თაობაზე მუდმივად გვქონდა მთავრობის მხრივ, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელ კიდევ დავაყენებთ ამ საკითხს და ვეცდებით მივაღწიოთ სასურველ შედეგს. მხედველობაში გვაქვს აკადემიკოს-მდივნების ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტაც.

          ვფიქრობთ, რომ ზემოთ აღნიშნული ღონისძიებების (და სხვა მრავალი საკითხის, რომელიც წარმოიშვება მუშაობის პერიოდში),  განხორციელება ხელს შეუწყობს აკადემიის საქმიანობის შემდგომ სრულყოფას, რაც საერთოდ ქვეყნის სოფლის მეურნეობის კომპლექსური განვითარების მეცნიერული უზრუნველყოფის ხელშემწყობ პირობებს შექმნის და დააჩქარებს სასოფლო - სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის ამაღლების პროცესს.         

23.03.2018  

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის სემინარი

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის
 სემინარი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა
აკადემიაში

2018 წლის 20 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო Rustavelis Fondi 1ფონდისა და Clarivate Analytics-ის მიერ ორგანიზებული პრაქტიკული სემინარი Web of Science-ის მოხმარების წესების გაცნობის მიზნით. სემინარს უძღვებოდა Clarivate Analytics-ის საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი ვალენტინ ბოგოროვი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელი ქალბატონი ნატალია გვერდწითელი. სემინარს ესწრებოდნენ აკადემიის დეპრტამენტების და აპარატის თანამშრომელები და სხვა დაინტერესებული სპეციალისტები.

   Rustavelis Fondi 2სემინარზე განხილული იქნა Clarivate Analytics-ის ერთ-ერთ წამყვანი საერთაშორისო ონლაინ გამომცემლობა -  Web of Science მუშაობისა და გამოყენების პრაქტიკული მიდგომები. ონლაინ გამომცემლობა აერთიანებს მსოფლიოს როგორც უახლეს, ასევე გასული საუკუნის (1990-2017) სამეცნიერო ლიტერატურას, სტატიებს, მონოგრაფიებს, წიგნებს და ა.შ. რომლის ბაზაშიც  შეიძლება მოძიებულ იქნას სამეცნიერო და აკადემიური კვლევები, გამოგონებების და პატენტების ანალიზი და სარეგულაციო სტანდარტები, სავაჭრო ნიშნის დაცვა, ინტელექტუალური საკუთრების მენეჯმენტი და ა.შ.

აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი - 70

Kurashvili 70

  

ბატონო თენგიზ,

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად გილოცავთ დაბადებიდან 70 და სამეცნიერო _ პედაგოგიური მოღვაწეობის 45 წლისთავს.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, ნაყოფიერ შემოქმედებით, სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

 

 

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში

აზიური ფაროსანა (Haloyomorpha halys) - გლობალური გამოწვევა

საერთაშორისო გამოცდილება და პრობლემების გადაწყვეტის საუკეთესო გზები

 Parosana

    მიმდინარე წლის 8 მარტს საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში საერთაშორისო ორგანიზაცია U USAID REAP-ისა  Trace Inc-ის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა აზიური ფაროსანას (Haloyomorpha halys) წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან მასში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ და პრეზიდენტის მოადგილემ დოქტორმა ანატოლი გიორგაძემ.

    კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ, Trace Inc-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ბილ ლინგრენმა (აშშ), USAID - ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორის მოადგილემ შამენა გალიმ (აშშ).  კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მეცნიერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იტალიიდან, რუსეთიდანთურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან.

      აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ თავის გამოსვლაში განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების მრავალწლიანი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. მან ამის ნათელ მაგალითად დაასახელა გასულ წლებში თურქეთის გამოცდილების გაზიარება ამერიკულ თეთრი პეპელას წინააღმდეგ საბძოლველად, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა.

    მოსმენილი იქნა შემდეგი მოხსენებები: საქართველოს (კავკასია) ბიომრავალფეროვნება და ინვაზიური სახეობების პრობლემები კუსებურა ბაღლინჯოს მაგალითზე. პროფესორი არნოლდ გეგეჭკორი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; პირველადი შედეგები და დასკვნები აზიური ფაროსანას ბიოლოგიის შესახებ. დოქტორი მაკა მურვანიძე, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ენტომოლოგიის ინსტიტუტი; აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებული გამოცდილება და მომავალი სეზონის გეგმები. ანდრეა კასტანია (იტალია); აზიური ფაროსანას მონიტორინგის თანამედროვე სისტემა. ბილ ლინგრენი (აშშ); ფერომონებიანი ხაფანგების ზღვარი აზიური ფაროსანასათვის: ისტორია და მომდინარე სტატუსი. პროფესორი კრის ბერგი, ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტი (აშშ); აზიური ფაროსანას მიმართ ზოგიერთი ბიოინსექტიციდის გამოცდის წინასწარი შედეგები საქართველოში. დოქტორი ზურაბ ხიდაშელი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი; წინასწარი მონაცემემი აზიური ფაროსანასაგან სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვისათვის მიკოპესტიციდების გამოყენებით საქართველოში. დოქტორი მანანა კახაძე, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიმავნებლების პოპულაციების მართვის ინტეგრირებული მეთოდის მაღალეფექტური საშუალებებისშექმნის, ტესტირების, წარმოებისა და გამოყენების პერსპექტივების მიმოხილვა. დოქტორი არჩილ ჭირაქაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; აზიური ფაროსანას მენეჯმენტის ალტერნატიული საშუალებები კომერციული ფემერებისათვის. დოქტორი გრეგ კრავჩუკი, პენსილვანიის სახელწიფო უნივერსიტეტი (აშშ); "მიიზიდე და მოკალი" აზიური ფაროსანასათვის: დამაიმედებელი მონაცემები აშშ- შუა ატლანტიკის რეგიონებიდან. პროფესორი კრის ბერგი, ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტი (აშშ); აზიური ფაროსანას პოპულაციის შემცირების პოტენციალი გამოსაზამთრებელი ადგილებისაკენ მიგრაციის პროცესში. პროფესორი კრის ბერგი, ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტი (აშშ); აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის სამეცნიერო ასპექტები. ნიკოლოზ მესხი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო; აზიური ფაროსანას ბიოლოგიური კონტროლის პერსპექტივები. დოქტორი კიმ ჰოლმერი, USDA ARS-ის სასარგებლო მწერების ინტროდუქციის კვლევითი ერთეულის მეცნიერი, დელავერი (აშშ); საქართველოს თხილის ბაღებში აზიური ფაროსანას მართვის ტერიტორიული მიდგომების შემუშავება - გამოწვევები და გადაწყვეტის გზები. დოქტორი ფილიპ მალდერი, ოკლაჰომას უნივერსიტეტი (აშშ).

 

აკადემიის პრემიის ლაურეატები

 

2018 წლის 28 თებერვალს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს სხდომა, რომელმაც განიხილა  აგრარულ დარგში 2017 წლის საუკეთესო ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომებისათვის აკადემიის პრემიების მინიჭების საკითხი.

აღნიშნულ საკითხზე აკადემიურმა საბჭომ მოისმინა აკადემიური დეპარტამენტის უფროსის აკად. ელგუჯა შაფაქიძის ინფორმაცია აგრარულ დარგში 2017 წლის  ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის  საუკეთესო ნაშრომების გამოსავლენად აკადემიის სამეცნიერო განყოფილებებში ჩატარებული კონკურსების შედეგების შესახებ.

აკადემიის სამეცნიერო განყოფილებებიდან წარმოდგენილი მასალების საფუძველზე აკადემიის აკადემიურმა საბჭომ დაამტკიცა სამეცნიერო განყოფილებების გადაწყვეტილებები და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში აგრარულ სფეროში საუკეთესო ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომისათვის 2017 წლის პრემია მიანიჭა შემდეგ ნაშრომებს:

1.       მონოგრაფიას „კლიმატის ცვლილება და სასურსათო უშიშროება“ (თბილისი, 2016), ავტორი თამაზ თურმანიძე;

2.       მონოგრაფიას „საქართველოს მომთაბარე მეცხოველეობა“ (თბილისი, 2017), ავტორები ვ. ღლიღვაშვილი, გ. ღლიღვაშვილი, ი. ქუცნაშვილი;

3.       მონოგრაფიას „მწყერის კვერცხისა და ხორცის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები“ (თბილისი, 2017), ავტორი ანატოლი გიორგაძე;

4.       სახელმძღვანელოს „ელექტრული მიკრომანქანები“ (თბილისი 2017), ავტორები ა. დიდებულიძე, მ. კონჯარია, ე. მიდელაშვილი;

5.       მონოგრაფიას „საკონსერვო წარმოების ტექნო-ქიმიური კონტროლი“ (თბილისი, 2017), ავტორი გ. გრიგორაშვილი;

6.     მონოგრაფიას „რძის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები და სარძეო ფერმის ეფექტური მართვა საქართველოში“ (თბილისი 2017), ავტორები ზ. ცქიტიშვილი, კ. პობერეჟნა, უკრაინის რძის მწარმოებელთა ასოციაცია;

7.       სახელმძღვანელოს „მცენარეთა დაცვა“ (თბილისი, 2017), ავტორები   მ. ლობჟანიძე, მ. ბერუაშვილი, გ. გაგოშიძე;

8.   მონოგრაფიას „ქართული მეჩაიეობა (უახლესი წარსული)“, თბილისი, 2017, ავტორები თ. კუნჭულია, შ. კიკალიშვილი, ზ. ბუკია.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭო ულოცავს აგრარულ დარგში 2017 წლის საუკეთესო ნაშრომების  პრემიის ლაურეატებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.

 

სსმმ აკადემიის პრეზიდენტის ანგარიში

საქართველოს
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
პრეზიდენტის ხუთი წლის საქმიანობის
ანგარიში

1 3 3

აკად. გურამ ალექსიძის საანგარიშო მოხსენება აკადემიის საერთო კრებაზე,

28 თებერვალი, 2018 წელი.

 

2018 წლის 28 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა აკადემიის საერთო კრება, სადაც განიხილეს  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის აკადემიკოს გურამ ალექსიძის ანგარიში  აკადემიის მიერ 2013_2017 წლებში გაწეული მუშაობისა და აკადემიის პრეზიდენტის საპრეზიდენტო ხუთწლიანი პროგრამის შესრულების მდგომარეობის შესახებ.1 3 1

მომხსენებელმა, აკად. გურამ ალექსიძემ კრების მონაწილეებს შეახსენა აკადემიის ის სამუშაო პროგრამები, რომელიც მან პრეზიდენტად არჩევის დროს თავის საპროგრამო მოხსენებაში გააშუქა. იგი შეეხო აკადემიის სტრუქტურას, აკადემიური საბჭოს მიერ ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას და განხილულ საკითხებს, აკად. გ. ალექსიძემ მიმოიხილა აკადემიის თანამშრომლობა საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო ორგანიზაციებთან, ისაუბრა მათთან გაფორმებულ თანამშრომლობის მემორანდუმებზე, განიხილა აკადემიის მიერ ჩატარებული ღონისძიებები - 1 3 2საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციები, სემინარები და მრგვალი მაგიდები. ისაუბრა აკადემიაში მოქმედ დარგობრივ ეროვნული კოორდინატორების ინსტიტუტის, აკადემიაში ჩამოყალიბებული ფერმერთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსების, აკადემიაში აგრობიომრავალფეროვნების სამეცნიერო ცენტრის ფუნქციონირების შესახებ;

აკად. გ. ალექსიძემ კრებას მოახსენა სტატისტიკური მასალა, რომელიც ეხებოდა განვლილ ხუთ წელიწადში აკადემიის და მისი წევრების საგამომცემლო საქმიანობას -  გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომებს, მონოგრაფიებს, სახელმძღვანელოებს, სტატიებს, პრაქტიკულ რეკომენდაციებს, გამოგონებებსა და პატენტებს.

            მოხსენების ირგვლივ აზრი გამოთქვეს აკადემიკოსებმა ნ. ქარქაშაძემ, ო. ქეშელაშვილმა, ზ. ცქიტიშვილმა, 1 3 4გ. პაპუნიძემ, რ. ჩაგელიშვილმა, ჯ. გუგუშვილმა, ვ. ცანავამ, ნ. ჭითანავამ, ე. შაფაქიძემ, ნ. ჩხარტიშვილმა, თ. ყურაშვილმა, რ. მახარობლიძემ, ი. ვასაძემ, ჯ. კაციტაძემ და რ. კოპალიანმა, რომლებმაც წარმატებულად და დადებითად შეაფასეს აკად. გ. ალექსიძის პრეზიდენტობის პერიოდში აკადემიის და მისი პრეზიდენტის მიერ გაწეული საქმიანობა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

ამავე კრებაზე მოსმენილი იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების მიერ 2017 წელს ჩატარებული მუშაობისა და 2018 წლის ამოცანების შესახებ. მომხსენებლები - აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს_მდივნები აკადემიკოსები გ. მარგველაშვილი, ჯ. გუგუშვილი, რ. მახარობლიძე, ნ. ბაღათურია, ზ. ცქიტიშვილი, რ. ჩაგელიშვილი და ო. ქეშელაშვილი. აკადემიის საერთო კრებამ მათ მიერ გაწეული საქმიანობა შეაფასა დადებითად.

1 3 5

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივა აჭარაში

 

          საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის 2013 წელს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე აკადემიის ინიციატივით 2018 წელს აჭარისSignagi 1a სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრში დაგეგმილია თუთის აბრეშუმხვევიას საცდელი-საჩვენებელი გამოკვება არა უმეტეს ერთი კოლოფი გრენისა. ამ მიზნით აგროსერვის ცენტრმა აკადემიის რეკომენდაციით შეკვეთა გააფორმა ოზურგეთის მექანიკურ ქარხანასთან, სადაც დამზადდება მეაბრეშუმეობის მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებები - თუთის ტოტებიდან ფოთლის გამცლელი და ფოთოლსაჭრელი მანქანები, მარტივი ტიპის გამოსაკვები მოწყობილობა 60 მ2 გამოსაკვები ფართით, პროექტით გათვალისწინებულია ნედლი პარკიდან აბრეშუმის ძაფის ამოხვევა ძაფსაღებ დაზგაზე, რომელიც ინვესტორმა და მეცენატმა ჯიმშერ ჩხაიძემ 2017 წელს 2 ცალი შეუძინა საქართველოს, ხოლო 2018 წელს მისი ნებართვით ამ დაზგას გამოიყენებენ აჭარაში.

            აჭარაში თუთის აბრეშუმხვევის საცდელი გამოკვებისათვის ჰიბრიდული გრენის შესაძენად 2018 წლის 06 თებერვალს აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე, მეაბრეშუმეობის გამოცდილი სპეციალისტები, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი ნარგიზ Signagi 4bბარამიძე და მეცნიერ თანამშრომელი ზოია წყარუაშვილი ესტუმრენ სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროს განთქმულ მეაბრეშუმეს, ქალბატონ ლამარა ბეჟაშვილს. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სიღნაღის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი, ბატონი გიორგი ბოლღაშვილი. სტუმრებმა დაათვალიერეს ქალბატონი ლამარას მეაბრეშუმეობის გამოსაკვები და გრენის შესანახი სათავსოები, გაეცნენ ქალბატონი ლამარას აბრეშუმის პროდუქციას. მასპინძელმა აღნიშნა, რომ იგი არის დაკავებული მცირე მოცულობის საგრენაჟო საქმით და უზიარებს თავის გამოცდილებას არა მარტო საქართველოში შემორჩენილ ან დამწყებ მეაბრეშუმეებს, არამედ საკმაო რაოდენობის საზღვარგარეთის სტუმრებსაც.

            ქალატონმა ლამარამ აკადემიას საჩუქრად გადასცა 30 გრ ჰიბრიდული გრენა, რომლითაც 2018 წელს ჩატარდება საცდელი გამოკვება აჭარაში, კერძოდ აგროსერვის ცენტრის საცდელი მეურნეობის გვარას ესპერიმენტულ ბაზაზე. აგრეთვე ქალბატონ ლამარას საშუალება ექნება მონიტორინგი გაუწიოს აჭარაში თუთის აბრეშუმხვევიას გამოკვებას, ვინაიდან მოხდება აღმოსავლეთ საქართველოდან შეტანილი გრენით დასავლეთ საქართველოში თუთის აბრეშუმხვევიას გამოკვება, რაც სპეციალისტების საკმაო ინტერესს იწვევს.

Signagi 4a

  1. შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრთან
  2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიურ საბჭოში
  3. სსმმ აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსად) ასარჩევი კონკურსიის შედეგები
  4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია - 60 წელი
  5. სტუმრად ჩინელ მეცნიერებთან
  6. საიუბილეო გამსვლელი სამეცნიერო კონფერენცია გორში
  7. საიუბილეო გამსვლელი სამეცნიერო კონფერენცია ქუთაისში
  8. საიუბილეო გამსვლელი სამეცნიერო კონფერენცია აჭარაში
  9. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
  10. სამეცნიერო კონფერენცია აგროსაინჟინრო მიმართულების საკითხებზე

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com