საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველო-კორეის რესპუბლიკის ერთობლივი ექსპედიცია

            2017 წლის 15 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას სამუშაო ვიზიტით ეწვია სამხრეთ15 VI 17 Korea 1 კორეის დელეგაცია -  დოქტ. ჰონგ ჯე პარკი (კორეის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აგრობიომრავალფეროვნების ცენტრი), დოქტ. მა კუნჰო (კორეის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აგრობიომრავალფეროვნების ცენტრი), დოქტ. იუნ-სუპ ჩო (კორეის მეხილეობის კვლევითი ცენტრი). სამუშაო ვიზიტი ხორციელდება ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 15 VI 17 Korea 2რომლის მიზანი და ამოცანაა  მცენარეთა გენეტიკური რესურსების გაცვლის, მართვისა და კვლევის ორმხრივი თანამშრომლობის სისტემის განხილვა. საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობს და ექსპედიციას ხელმძღვანელობს  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკდ. გ. ალექსიძე; პროეტში საქართველოს მხრიდან მონაწილეობს აგრეთვე დოქტორანტი თ. ეპიტაშვილი. ექსპედიციის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით მოხდება მცენარეთა გენეტიკური რესურსების შეგროვება და კორეის აგრობიომრავალფეროვნების ცენტრის გენბანკში გაგზავნა-შენახვა. 

საქართველოს ფერმერთა მესამე კონგრესი

მიმდინარე წლის 6 ივნისს საგამოფენო ცენტრიექსპოჯორჯიასმე-3 პავილიონში ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციამ 18891433 1743730335667628 792451487739873754 oელკანა”, ოქსფამის თანადგომით გამართა საქართველოს ფერმერთა მესამე კონგრესი. კონგრესზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი გიორგი მიშელაძე, ოქსფამის წარმომადგენელი საქართველოში ლევან დადიანი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე, ფერმერები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან კონგრესისმუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აკადედიმიის პრეზიდენტის მოადგილემ, დოქტორმა ანატოლი გიორგაძემ და აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლულმა მდივნებმა დოქტორებმა რევაზ ლოლიშვილმა და მარინე ბარვენაშვილმა.

კონგრესი გახსნა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციაელკანა”- დირექტორმა მარიამ ჯორჯაძემ, რომელმაც მისასალმებელი სიტყვის შემდეგ აღნიშნა კონგრესის მნიშვნელობა საქართველოში ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის 19023705 1743735845667077 1292984597010389264 oთვალსაზრისით. ისაუბრა განვლილ წლებში ჩატარებული სამუშაოების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ფერმერთა დაინტერესებაზე სოფლის მეურნეობის  პროდუქტების წარმოების რაოდენობის ზრდისა და ხარისხის გაუმჯობესების საქმეში. კონგრესზე ფართო სიტყვით გამოვიდა სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ქართული პროდუქციის გატანაზე საერთაშორისო ბაზარზე და მისკონკურენტუნარიანობაზე ევროპის ქვეყნებში წარმოებულ პროდუქციასთან. კონგრესის მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებას უჩვენეს ვიდეო რგოლი, რომელშიც ასახული იყო გასული წლის კონგრესის შეფასება. პარალელურად პროექტის მენეჯერი რუსუდან თაბუკაშვილი საუბრობდა შესრულებულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე.18893021 1743735292333799 462787885033433998 n

კონგრესზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფერმერთა პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას. კითხვა-პასუხის რეჟიმში ფერმერების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი გასცა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

კონგრესი დახურა ქალბატონმა მარიამ ჯორჯაძემ, რომელმაც ფერმერებს წარმატებები უსურვა და აღუთქვა დახმარება ბიომეურნეობების დანერგვასა და მათთვის აქტუალური საკითხების მოგვარებაში.

დანიელი პროფესორის სტინ სტენდერის საჯარო ლექცია-სემინარი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

30 V 1საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 2017 წლის 19 მაისს დანიელმა მეცნიერმა, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორმა, კლინიკური ბიოქიმიის დეპარტამენტის ლაბორატორიის უფროსმა, დანიური ნუტრიციის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა სტინ სტენდერმა ჩაატარა ლექცია-სემინარი თემაზე: “ინდუსტრიალურად წარმებული ტრანსცხიმის საზიანო ზემოქმედება კარდიოვასკულარულ სისტემაზე და ტრანსცხიმები პოპულარულ სურსათში. დროა დავიცვათ მოსახლეობა.”

სხდომას უძღვებოდა აკადემიის სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი. ლექციას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის თანამშრომლები, ცნობილი 30 V 2მეცნიერები, ტექნიკური და აგრარული უნივერსიტეტების პროფესორები, ბაკალავრები, მაგისტრები, დოქტორანტები და საკითხით დაინტერესებული პირები.

ლექცია-სემინარი ჩაიწერა ტელევიზიებმა: TV-1, საფერავი Tდაპულსმა”.

როგორც ცნობილია, ბევრ ქვეყანაში დღეს არსებული საკანონმდებლო რეგულაციებით მაქსიმალურად იზღუდება ტრანსცხიმების გამოყენება კვების ინდუსტრიაში, რაც განპირობებულია მათი მიღების დროს გამოწვეული დაავადებების სიმძიმით - ტრანსცხიმები არღვევენ უჯრედის მემბრანის განვლადობას და მოქნილობის რეგულირების მექანიზმს, სრულფასოვნად არ მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში, გამოირჩევიან ორგანიზმში კუმულაციის უნარით, იწვევენ .. “ცუდი ქოლესტერინისრაოდენობის მატებას დაკარგი ქოლესტერინისშემცირებას, რაც წარმოადგენს გულსისხლძარღვთა იშემიური30 V 3 დაავადების ათეროსკლეროზის განვითარების მაღალ რისკს, ასევე არსებობს საფრთხე ალცჰეიმერის და ონკოლოგიური დაავადების განვითარების და სხვა.

ტრანსცხიმები გვხვდება მარგარინში, სპრედის ცხიმში, ტკბილეულში, ნამცხვრებსა და დონატებში, შემწვარ საკვებში, სწრაფი კვების პროდუქტებში.

მომხსენებელმა ფართოდ ისაუბრა ტრანსცხიმების მავნე ზემოქმედების შესახებ, სხვადასხვა ქვეყანაში საკვებ პროდუქტებში მისი შემცველობის შემცირების ღონისძიებების გატარებაზე. აღსანიშნავია, რომ სტინ სტენდერი სათავეში ჩაუდგა ევროკავშირის მასშტაბით ტრანსიზომერული ცხიმის, როგორც პოტენციური საფრთხის და ადამიანის ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი ქიმიური ნივთიერების გამოკვლევას და მისი უარყოფითი ზეგავლენის ალბათობის მინიმიზაციის ღონისძიებები შეიმუშავა. დანია გახდა 30 V 4პირველი ქვეყანა, რომელმაც გაამკაცრა საკანონმდებლო სისტემა ტრანსცხიმების შემცველი სურსათის რეგულირების მიზნით, რომელიც ეფექტურად კრძალავს ნახევრად ჰიდროგენიზებულ ტრანსცხიმებს. დანიაში მოხმარებისთვის დადგენილია ცხიმსა და ზეთებში ტრანსცხიმების შემცველობის 2%-იანი ზღვარი.

საქართველოში ტრანსიზომერებთან დაკავშირებით პირველი მწვავე განცხადება გააკეთა აკდემიკოსმა ზურაბ ცქიტიშვილმა. მისი თაოსნობით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის რისკის შეფასების სამსახურში განხორციელდა პროექტიინდუსტრიული ტრანსიზომერული ცხიმების ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გავლენის ალბათობისა და სიმძიმის შეფასება.” აკადემიკოს . ცქიტიშვილის ინიციატივით აკადემიამ მოამზადა სამთავრობო წერილი, სადაც მოცემულია  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემუშავებული სამეცნიერო დასკვნა და რეკომენდაციები. ამ წერილის საფუძველზე შემუშავებული იქნა მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის #262 დადგენილება, სადაც განისაზღვრა სურსათში ინდუსტრიული ტრანსიზომერული ცხიმების შემცველობის ნორმა:30 V 5

-           სურსათში ტრანსცხიმების შემცველობა 100 გრ მცენარეულ ცხიმში არ უნდა აღემატებოდეს 2 გრ-;

-         ჩვილ ბავშვთა და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათი არ უნდა შეიცავდეს ტრანსცხიმს.

აღნიშნული დადგენილება ძალაში შევა 2017 წლის 01 აგვისტოდან.

 

გასვლითი სამეცნიერო ექსპედიცია

2017 წლის 23 მაისს  საქართველოს სოფლის  მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა გასვლითი  სამეცნიერო ექსპედიცია შ.პ.ს. „მარგებელი“, ‘შ.პ.ს.“ლაშარელა“,  შ.პ.ს. ‘ლომთაგორა „ და კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკაში. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას  ღებულობდნენ აკადემიის მეცხოველეობის, ვეტერინარიის, საკვებწარმოების განყოფილების და სამეცნიერო საბჭოსწევრები,მეცხოველეობის და ვეტერინარიის მიმართულების ეროვნული კოორდინატორები.

J G 1aშ.პ.ს. „მარგებელში“ მეცნიერები გაეცვნენ  მეცხოველეობის კომპლექსის საქმიანობას, დაათვალიერეს მათი ბაზა,  საკვებგადამამუშავებელი საწარმო. მეძროხეობის საკითხებზე ვრცლად ისაუბრეს პროფ გ. გოგოლმა, გ.ბეღელურმა. კომპლექსის ზოოტექნიკოსებს და ვეტერინარებს  მიეცათ რეკომენდაციები, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების და პერსპექტიული ღონისძიებების გატარების შესახებ.

შ.პ.ს. „ლომთაგორაში“ სხდომას ესწრებოდნენ სტუმრებთან ერთად ადგილობრივი ფერმერები და სპეციალისტები, მეცხვარეობის დარგის არსებულ მდგომარეობაზე, შენიშვნები, წინადადებები და საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს: პროფ. გ.ბეღელურმა, აკად. გუგუშვილმა, პროფ. რ.კიკვიძემ.

კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკაში ფრინველთა ვეტერინალური მდგომარეობის და არსებული პრობლემების მოგვარების შესახებ მოხსენებები გააკეთეს პროფ. მ. კერესელიძემ, პროფ .ა. ბოკუჩავამ, პროფ. ი. თათრიშვილმა.J G 1

გასვლითი სამეცნიერო ექსპედიციის შედეგები შეაჯამა აკადემიის მეცხოველეობის, ვეტერინარიის, საკვებწარმოების განყოფილების აკადემიკოს- მდივანმა ელგუჯა გუგუშვილმა, რომელმაც ფერმერებს გააცნო აკადემიის სამეცნიერო საქმიანობა და  პრიორიტეტები. ისაუბრა ჩატარებული ღონისძიებების მნიშვნელობაზე, დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, რათა მომავალში მოეწყოს მსგავსი შინაარსის შეხვედრები, რომელიც ხელს შეუწყობს  მეცნიერების ინტეგრაციას წარმოებასთან.

J G 2

აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე – 75

 

G Shapakidze 75

 

         2017 წლის 20 აისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს - აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძეს დაბადებიდან 75 და სამეცნიეროპედაგოგიური მოღვაწეობის 55 წლისთავი უსრულდებ.
        

         ბატონო  ელგუჯა!

        სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღებს - დაბადებიდან 75 და სამეცნიეროპედაგოგიური მოღვაწეობის 55 წლისთავს.

         გისურვებთ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, ნაყოფიერ შემოქმედებით, სამეცნიეროპედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ.

აკადემიკოსი ჯემალ კაციტაძე – 80

 

 Kacitadze 2

        2017 წლის 26 აისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს - აკადემიკოს ჯემალ კაციტაძეს დაბადებიდან 80 და სამეცნიეროპედაგოგიური მოღვაწეობის 55 წლისთავი უსრულდებ.

ბატონო  ჯემალ!
        სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად გილოცავთ ბრწყინვალე მამულიშვილს, ღირსეულ მოქალაქეს, გამოჩენილ მეცნიერს, საუკეთესო ოჯახის ღირსეულ წარმომადგენელს ღირსშესანიშნავ თარიღებს - დაბადებიდან 80 და სამეცნიეროპედაგოგიური მოღვაწეობის 55 წლისთავს.

         გისურვებთ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, ნაყოფიერ შემოქმედებით, სამეცნიეროპედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ.

                

აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების გასვლითი სემინარი, 2017 წლის 9 მაისი

სემინარის თემა: „ქართული სატყეო მეცნიერებისა და განათლების ფუძემდებლების – აკადემიკოს ვასილ გულისაშვილისა და პროფესორ სოლომონ ქურდიანის გახსენება“.

           05 17 2017 1 2017 წლის 9 მაისს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების ინიციატივით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო და დაცული ტერიტორიების სააგენტოებთან ერთად საგარეჯოს რაიონში ჩატარდა სემინარი თემაზე: “ქართული სატყეო მეცნიერებისა და განათლების ფუძემდებლების–აკადემიკოს ვასილ გულისაშვილისა და პროფესორ სოლომონ ქურდიანის გახსენება“.

            აკადემიკოს ვ. გულისაშვილისა და პროფესორ ს. ქურდიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ვრცლად ისაუბრა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს–მდივანმა, აკადემიკოსმა რ. ჩაგელიშვილმა, რომელმაც სემინარის მონაწილეებს კიდევ ერთხელ შეახსენა ამ ორი ერისკაცის უდიდესი დამსახურების შესახებ არა მხოლოდ სატყეო მეცნიერებისა და განათლების განვითარების თვალსაზრისით საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, არამედ მათ დიდ მოქალაქეობრივ მისიასა და ღვაწლზეც საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე. აღინიშნა, რომ პროფესორ ს. ქურდიანმა, სხვა დიდ ქართველ მამულიშვილებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისა და ეროვნული უმაღლესი განათლების წინსვლის საქმეს. იგი იყო ასევე ერთ-ერთი ინიციატორი საქარველოში სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის დაარსებისაც. მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით 1930 წელს დაარსდა ამიერკავკასიის სატყეო–ტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1933 წელს გადაკეთდა თბილისის სატყეო–ტექნიკურ უმაღლეს სასწავლებლად. პროფ.ს. ქურდიანის ინიციატივითვე 1925 წელს დაარსდა ყვარლის სატყეო სასწავლებელი, რომელმაც შემდეგ თბილისში და ბოლოს ბორჯომში დაიდო ბინა, აკად. ვ. გულისაშვილმა კი საფუძველი ჩაუყარა ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველ და ერთადერთ სამთო პროფილის სატყეო სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტს, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. 05 17 2017 2

აკად. ვ. გულისაშვილისა და პროფ. ს.ქურდიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სწავლულმა მდივანმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გ. გაგოშიძემ, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ მთ. რედაქტორმა გ. გოგიაშვილმა, საქართველოს სატყეო ინსტიტუტის დირექტორმა, დოქტორმა გ.ქავთარაძემ, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორმა ა. სუპატაშვილმა და სხვებმა.

            სემინარის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე თ. დეკანოიძე, ამავე სააგენტოს წამყვანი მეტყევე–სპეციალისტები ა. მიქაბერიძე და გ.კაპანაძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს წამყვანი სპეციალისტი ვ. ჩალაძე, მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ბუნებრივი რესურსების უფროსი  სპეციალისტი 05 17 2017 3ზ.ტიგინაშვილი, ამავე ნაკრძალის დაცვის სამსახურის უფროსი მ.ებრალიძე, მეტყევე–სპეციალისტი, ს/მ მეცნიერებათა დოქტორი ლ.დოლიძე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ა. აფციაური, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მეტყევე–სპეციალისტი ვ.გრძელიშვილი, საგარეჯოს რაიონის სოფ. გიორგიწმინდის აკად. ვ. გულისაშვილის სახელობის საჯარო სკოლის დირექტორი მ.ჭიაბერაშვილი და მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალისა და საგარეჯოს სატყეოს მეტყევე–სპეციალისტები.

            სემინარის მუშაობა შეაჯამა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს–მდივანმა, აკადემიკოსმა რ. ჩაგელიშვილმა.

საიუბილეო შეხვედრა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

      Metreveli 100 1 2017 წლის 19 აპრილს აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა აკადემიკოს ვალერიან მეტრეველის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო შეხვედრა შემდეგი დღის წესრიგით: 1. საიუბილეო შეხვედრის გახსნა - აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე; 2. აკად. ვალერიან მეტრეველის ცხოვრება და მოღვაწეობა - მომხსენებელი აკად. არჩილ ვაშაკიძე; 3. მოგონებები.

საიუბილეო შეხვედრაზე აკად. ვალერიან მეტრეველის შესახებ მოგონებებით გამოვიდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გ. კვესიტაძე;  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თ. მარსაგიშვილი; საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ი. ნოზაძე; საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი, საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი  ბ. გულუა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები - ა. დიდებულიძე, ზ. ცქიტიშვილი,  რ. მახარობლიძე, ე. შაფაქიძე, ჯ. კაციტაძე, გ. პაპუნიძე, რ. ჩაგელიშვილი, პროფესორი რ. რუსიეშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გ. ჯაფარიძე, ბატონი ვალერიანის შვილი, ქალბატონი მარინა მეტრეველი.

Metreveli 100 0

გამოსვლელებმა გაიხსენეს ბატონი ვალერიანის საქმიანობის პერიოდები საქართველოს მექანიზაციის და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად მოღვაწეობის დროს, მისი წარმატებული საქმიანობა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის რექტორად მუშაობისას და რაც მთავარია მისი უდიდესი წვლილი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აღდგენის საშვილიშვილო საქმეში; გაიხსენეს იგი, როგორც დიდი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, გაიხსენეს მისი პირადი თვისებები და დამოკიდებულება ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების აღზრდაში და მათ მიმართ გამოჩენილი უდიდესი ყურადღებისა და გვერდში დგომის ეპიზოდები.

Metreveli 100 01აკად. მეტრეველის ხსოვნა მუდამ იქნება მისი ოჯახის, მეგობრების და კოლეგების, აგრარული სფეროს მეცნიერთა გულებში. ნათელში იყოს მისი სული, ამინ!

 

 

 

 

Metreveli 100 02

აკადემიკოსი ვალერიან მეტრეველი – 100

    

saqarTvelos soflis meurneobis mecnierebaTa akademiა

Metreveli 100 2b

akadემიკოსი valerian metreveli

17.04.1917 – 24.01.2004

 100

    valerian metreveli daibada onis raionis sofel uweraSi. 1941 wels daamTavra saqarTvelos politeqnikuri institutis  energetikis fakulteti da dauswreblad - Tbilisis saxelmwifo universitetis meqanika-maTematikis fakulteti (1942). swavlis paralelurad muSaobda Tbilisis eleqtroganaTebaTa trestSi.

Aakadემიკოსი valerian metreveli:  

  • teqnikis mecnierebaTa doqtori (1964);
  • profesori ( 1966);
  • leninis sax. sakavSiro soflis meurneobis mecnierebaTa akademiis (ВАСХНИЛakademikosi (1978);
  • saqarTvelos soflis meurneobis mecnierebaTa akademiis akademikosi (1990).
  • saqarTvelos soflis meurneobis sამინისტროს ელექტრიფიკაციის სამმართველოს განყოფილების გამგე, სამმართველოს უფროსი (1939–1955);
  • saqarTvelos soflis meurneobis sამინისტროს ელექტრიფიკაციის  მთავარი სამმართველოს უფროსი (1956–1961);
  • საქართველოს მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (1961–1974);
  • saqarTvelos sasoflo-sameurneo institutis reqtori (1974-1983);
  • leninis sax. sakavSiro soflis meurneobis mecnierebaT akademiis (ВАСХНИЛ) amierkavkasiis regionaluri ganyofilebis Tavmjdomare (1983-1990);
  • saqarTvelos agromrewvis Tavmjdomaris moadgile samecniero uzrunvelyofis dargSi (1983-1990);
  • saqarTvelos soflis meurneobis mecnierebaTa akademiis prezidenti (1990-2004);
  • საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1969);
  • ჯილდოები: ლენინის, შრომის წითელი დროშის, ოქტომბრის რევოლუციის, ხალხთა მეგობრობის, ღირსების ორდენები და მედლები; საქართველოს 3 აკადემიის წევრი;
  • უნგრეთის აგრარული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი;
  • გამოქვეყნებული აქვს 250–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მ.შ. 10 მონოგრაფია, 5 სახელმძღვანელო;
  • ავტორი – 40 გამოგონების, მ.შ. საზღვარგარეთის ქვეყნების 11 პატენტი.

აკადემიის სტუმრები

 

2017 წლის 10 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ჩინეთის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია ჰუაჰე ინტერნეიშენელის კომერციული დირექტორი ქალბატონი ჩენ ძინი და სომხეთში ჩინეთის ცენტრის დირექტორი ქალბატონი იზაბელა მურადიანი.Chineli stumari 1

აკადემიის მხრიდან სტუმრებს შეხვდნენ აკადემიის პრეზიდენტი აკად. გ. ალექსიძე, ვიცე-პრეზიდენტი აკად. გ. ჯაფარიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი აკად. ე. შაფაქიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტ. ა. გიორგაძე, აკადემიის აპარატის თანამშრომელები.

აკად. გ. ალექსიძემ სტუმრებს გააცნო აკადემიის საქმიანობა, აკადემიაში დამუშავებული მოკლე და ხანგრძლივ ვადიანი საინვესტიციო პროექტები, აკადემიის წევრების სამეცნიერო მიღწევები.Chineli stumari 2a

შეხვედრის მიზანი იყო ერთობლივი პროექტების შედგენა და განხორციელება. გადაწყდა, მომზადდეს პრაქტიკული წინადადებები, როგორც საქართველოს, ისე ჩინეთის მხრიდან და პროექტები გადაეგზავნოს მონაწილე მხარეებს შემდგომი განხილვისა და განხორციელებისათვის. შეხვედრაზე განიხილეს ჩინეთში საერთაშორისო გამოფენაზე ქართული დელეგაციის მონაწილეობის და საგამოფენო თემატიკის საკითხები.

Chineli stumari 3

  1. BACSA -ს საერთაშორისო კონფერენცია მეაბრეშუმეობაში
  2. საერთაშორისო კონფერენცია ვინიცის (უკრაინა) ეროვნულ აგრარულ უნივერსიტეტში
  3. სემინარი მიძღვნილი ტყის საერთაშორისო დღისადმი
  4. აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა
  5. აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებული სხდომა
  6. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წლიური საანგარიშო კრება
  7. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია , ბრძანება # 13
  8. წლიური ანგარიში 2016
  9. მეცნიერებაში მოღვაწე ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე აკადემიაში
  10. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს სხდომა

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com