საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

გასვლითი სამეცნიერო ექსპედიცია

2017 წლის 23 მაისს  საქართველოს სოფლის  მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა გასვლითი  სამეცნიერო ექსპედიცია შ.პ.ს. „მარგებელი“, ‘შ.პ.ს.“ლაშარელა“,  შ.პ.ს. ‘ლომთაგორა „ და კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკაში. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას  ღებულობდნენ აკადემიის მეცხოველეობის, ვეტერინარიის, საკვებწარმოების განყოფილების და სამეცნიერო საბჭოსწევრები,მეცხოველეობის და ვეტერინარიის მიმართულების ეროვნული კოორდინატორები.

J G 1aშ.პ.ს. „მარგებელში“ მეცნიერები გაეცვნენ  მეცხოველეობის კომპლექსის საქმიანობას, დაათვალიერეს მათი ბაზა,  საკვებგადამამუშავებელი საწარმო. მეძროხეობის საკითხებზე ვრცლად ისაუბრეს პროფ გ. გოგოლმა, გ.ბეღელურმა. კომპლექსის ზოოტექნიკოსებს და ვეტერინარებს  მიეცათ რეკომენდაციები, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების და პერსპექტიული ღონისძიებების გატარების შესახებ.

შ.პ.ს. „ლომთაგორაში“ სხდომას ესწრებოდნენ სტუმრებთან ერთად ადგილობრივი ფერმერები და სპეციალისტები, მეცხვარეობის დარგის არსებულ მდგომარეობაზე, შენიშვნები, წინადადებები და საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს: პროფ. გ.ბეღელურმა, აკად. გუგუშვილმა, პროფ. რ.კიკვიძემ.

კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკაში ფრინველთა ვეტერინალური მდგომარეობის და არსებული პრობლემების მოგვარების შესახებ მოხსენებები გააკეთეს პროფ. მ. კერესელიძემ, პროფ .ა. ბოკუჩავამ, პროფ. ი. თათრიშვილმა.J G 1

გასვლითი სამეცნიერო ექსპედიციის შედეგები შეაჯამა აკადემიის მეცხოველეობის, ვეტერინარიის, საკვებწარმოების განყოფილების აკადემიკოს- მდივანმა ელგუჯა გუგუშვილმა, რომელმაც ფერმერებს გააცნო აკადემიის სამეცნიერო საქმიანობა და  პრიორიტეტები. ისაუბრა ჩატარებული ღონისძიებების მნიშვნელობაზე, დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, რათა მომავალში მოეწყოს მსგავსი შინაარსის შეხვედრები, რომელიც ხელს შეუწყობს  მეცნიერების ინტეგრაციას წარმოებასთან.

J G 2

აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე – 75

 

G Shapakidze 75

 

         2017 წლის 20 აისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს - აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძეს დაბადებიდან 75 და სამეცნიეროპედაგოგიური მოღვაწეობის 55 წლისთავი უსრულდებ.
        

         ბატონო  ელგუჯა!

        სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღებს - დაბადებიდან 75 და სამეცნიეროპედაგოგიური მოღვაწეობის 55 წლისთავს.

         გისურვებთ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, ნაყოფიერ შემოქმედებით, სამეცნიეროპედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ.

აკადემიკოსი ჯემალ კაციტაძე – 80

 

 Kacitadze 2

        2017 წლის 26 აისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს - აკადემიკოს ჯემალ კაციტაძეს დაბადებიდან 80 და სამეცნიეროპედაგოგიური მოღვაწეობის 55 წლისთავი უსრულდებ.

ბატონო  ჯემალ!
        სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად გილოცავთ ბრწყინვალე მამულიშვილს, ღირსეულ მოქალაქეს, გამოჩენილ მეცნიერს, საუკეთესო ოჯახის ღირსეულ წარმომადგენელს ღირსშესანიშნავ თარიღებს - დაბადებიდან 80 და სამეცნიეროპედაგოგიური მოღვაწეობის 55 წლისთავს.

         გისურვებთ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, ნაყოფიერ შემოქმედებით, სამეცნიეროპედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ.

                

აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების გასვლითი სემინარი, 2017 წლის 9 მაისი

სემინარის თემა: „ქართული სატყეო მეცნიერებისა და განათლების ფუძემდებლების – აკადემიკოს ვასილ გულისაშვილისა და პროფესორ სოლომონ ქურდიანის გახსენება“.

           05 17 2017 1 2017 წლის 9 მაისს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების ინიციატივით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო და დაცული ტერიტორიების სააგენტოებთან ერთად საგარეჯოს რაიონში ჩატარდა სემინარი თემაზე: “ქართული სატყეო მეცნიერებისა და განათლების ფუძემდებლების–აკადემიკოს ვასილ გულისაშვილისა და პროფესორ სოლომონ ქურდიანის გახსენება“.

            აკადემიკოს ვ. გულისაშვილისა და პროფესორ ს. ქურდიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ვრცლად ისაუბრა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს–მდივანმა, აკადემიკოსმა რ. ჩაგელიშვილმა, რომელმაც სემინარის მონაწილეებს კიდევ ერთხელ შეახსენა ამ ორი ერისკაცის უდიდესი დამსახურების შესახებ არა მხოლოდ სატყეო მეცნიერებისა და განათლების განვითარების თვალსაზრისით საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, არამედ მათ დიდ მოქალაქეობრივ მისიასა და ღვაწლზეც საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე. აღინიშნა, რომ პროფესორ ს. ქურდიანმა, სხვა დიდ ქართველ მამულიშვილებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისა და ეროვნული უმაღლესი განათლების წინსვლის საქმეს. იგი იყო ასევე ერთ-ერთი ინიციატორი საქარველოში სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის დაარსებისაც. მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით 1930 წელს დაარსდა ამიერკავკასიის სატყეო–ტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1933 წელს გადაკეთდა თბილისის სატყეო–ტექნიკურ უმაღლეს სასწავლებლად. პროფ.ს. ქურდიანის ინიციატივითვე 1925 წელს დაარსდა ყვარლის სატყეო სასწავლებელი, რომელმაც შემდეგ თბილისში და ბოლოს ბორჯომში დაიდო ბინა, აკად. ვ. გულისაშვილმა კი საფუძველი ჩაუყარა ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველ და ერთადერთ სამთო პროფილის სატყეო სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტს, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. 05 17 2017 2

აკად. ვ. გულისაშვილისა და პროფ. ს.ქურდიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სწავლულმა მდივანმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გ. გაგოშიძემ, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ მთ. რედაქტორმა გ. გოგიაშვილმა, საქართველოს სატყეო ინსტიტუტის დირექტორმა, დოქტორმა გ.ქავთარაძემ, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორმა ა. სუპატაშვილმა და სხვებმა.

            სემინარის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე თ. დეკანოიძე, ამავე სააგენტოს წამყვანი მეტყევე–სპეციალისტები ა. მიქაბერიძე და გ.კაპანაძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს წამყვანი სპეციალისტი ვ. ჩალაძე, მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ბუნებრივი რესურსების უფროსი  სპეციალისტი 05 17 2017 3ზ.ტიგინაშვილი, ამავე ნაკრძალის დაცვის სამსახურის უფროსი მ.ებრალიძე, მეტყევე–სპეციალისტი, ს/მ მეცნიერებათა დოქტორი ლ.დოლიძე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ა. აფციაური, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მეტყევე–სპეციალისტი ვ.გრძელიშვილი, საგარეჯოს რაიონის სოფ. გიორგიწმინდის აკად. ვ. გულისაშვილის სახელობის საჯარო სკოლის დირექტორი მ.ჭიაბერაშვილი და მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალისა და საგარეჯოს სატყეოს მეტყევე–სპეციალისტები.

            სემინარის მუშაობა შეაჯამა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს–მდივანმა, აკადემიკოსმა რ. ჩაგელიშვილმა.

საიუბილეო შეხვედრა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

      Metreveli 100 1 2017 წლის 19 აპრილს აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა აკადემიკოს ვალერიან მეტრეველის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო შეხვედრა შემდეგი დღის წესრიგით: 1. საიუბილეო შეხვედრის გახსნა - აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე; 2. აკად. ვალერიან მეტრეველის ცხოვრება და მოღვაწეობა - მომხსენებელი აკად. არჩილ ვაშაკიძე; 3. მოგონებები.

საიუბილეო შეხვედრაზე აკად. ვალერიან მეტრეველის შესახებ მოგონებებით გამოვიდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გ. კვესიტაძე;  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თ. მარსაგიშვილი; საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ი. ნოზაძე; საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი, საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი  ბ. გულუა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები - ა. დიდებულიძე, ზ. ცქიტიშვილი,  რ. მახარობლიძე, ე. შაფაქიძე, ჯ. კაციტაძე, გ. პაპუნიძე, რ. ჩაგელიშვილი, პროფესორი რ. რუსიეშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გ. ჯაფარიძე, ბატონი ვალერიანის შვილი, ქალბატონი მარინა მეტრეველი.

Metreveli 100 0

გამოსვლელებმა გაიხსენეს ბატონი ვალერიანის საქმიანობის პერიოდები საქართველოს მექანიზაციის და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად მოღვაწეობის დროს, მისი წარმატებული საქმიანობა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის რექტორად მუშაობისას და რაც მთავარია მისი უდიდესი წვლილი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აღდგენის საშვილიშვილო საქმეში; გაიხსენეს იგი, როგორც დიდი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, გაიხსენეს მისი პირადი თვისებები და დამოკიდებულება ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების აღზრდაში და მათ მიმართ გამოჩენილი უდიდესი ყურადღებისა და გვერდში დგომის ეპიზოდები.

Metreveli 100 01აკად. მეტრეველის ხსოვნა მუდამ იქნება მისი ოჯახის, მეგობრების და კოლეგების, აგრარული სფეროს მეცნიერთა გულებში. ნათელში იყოს მისი სული, ამინ!

 

 

 

 

Metreveli 100 02

აკადემიკოსი ვალერიან მეტრეველი – 100

    

saqarTvelos soflis meurneobis mecnierebaTa akademiა

Metreveli 100 2b

akadემიკოსი valerian metreveli

17.04.1917 – 24.01.2004

 100

    valerian metreveli daibada onis raionis sofel uweraSi. 1941 wels daamTavra saqarTvelos politeqnikuri institutis  energetikis fakulteti da dauswreblad - Tbilisis saxelmwifo universitetis meqanika-maTematikis fakulteti (1942). swavlis paralelurad muSaobda Tbilisis eleqtroganaTebaTa trestSi.

Aakadემიკოსი valerian metreveli:  

  • teqnikis mecnierebaTa doqtori (1964);
  • profesori ( 1966);
  • leninis sax. sakavSiro soflis meurneobis mecnierebaTa akademiis (ВАСХНИЛakademikosi (1978);
  • saqarTvelos soflis meurneobis mecnierebaTa akademiis akademikosi (1990).
  • saqarTvelos soflis meurneobis sამინისტროს ელექტრიფიკაციის სამმართველოს განყოფილების გამგე, სამმართველოს უფროსი (1939–1955);
  • saqarTvelos soflis meurneobis sამინისტროს ელექტრიფიკაციის  მთავარი სამმართველოს უფროსი (1956–1961);
  • საქართველოს მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (1961–1974);
  • saqarTvelos sasoflo-sameurneo institutis reqtori (1974-1983);
  • leninis sax. sakavSiro soflis meurneobis mecnierebaT akademiis (ВАСХНИЛ) amierkavkasiis regionaluri ganyofilebis Tavmjdomare (1983-1990);
  • saqarTvelos agromrewvis Tavmjdomaris moadgile samecniero uzrunvelyofis dargSi (1983-1990);
  • saqarTvelos soflis meurneobis mecnierebaTa akademiis prezidenti (1990-2004);
  • საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1969);
  • ჯილდოები: ლენინის, შრომის წითელი დროშის, ოქტომბრის რევოლუციის, ხალხთა მეგობრობის, ღირსების ორდენები და მედლები; საქართველოს 3 აკადემიის წევრი;
  • უნგრეთის აგრარული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი;
  • გამოქვეყნებული აქვს 250–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მ.შ. 10 მონოგრაფია, 5 სახელმძღვანელო;
  • ავტორი – 40 გამოგონების, მ.შ. საზღვარგარეთის ქვეყნების 11 პატენტი.

აკადემიის სტუმრები

 

2017 წლის 10 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ჩინეთის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია ჰუაჰე ინტერნეიშენელის კომერციული დირექტორი ქალბატონი ჩენ ძინი და სომხეთში ჩინეთის ცენტრის დირექტორი ქალბატონი იზაბელა მურადიანი.Chineli stumari 1

აკადემიის მხრიდან სტუმრებს შეხვდნენ აკადემიის პრეზიდენტი აკად. გ. ალექსიძე, ვიცე-პრეზიდენტი აკად. გ. ჯაფარიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი აკად. ე. შაფაქიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტ. ა. გიორგაძე, აკადემიის აპარატის თანამშრომელები.

აკად. გ. ალექსიძემ სტუმრებს გააცნო აკადემიის საქმიანობა, აკადემიაში დამუშავებული მოკლე და ხანგრძლივ ვადიანი საინვესტიციო პროექტები, აკადემიის წევრების სამეცნიერო მიღწევები.Chineli stumari 2a

შეხვედრის მიზანი იყო ერთობლივი პროექტების შედგენა და განხორციელება. გადაწყდა, მომზადდეს პრაქტიკული წინადადებები, როგორც საქართველოს, ისე ჩინეთის მხრიდან და პროექტები გადაეგზავნოს მონაწილე მხარეებს შემდგომი განხილვისა და განხორციელებისათვის. შეხვედრაზე განიხილეს ჩინეთში საერთაშორისო გამოფენაზე ქართული დელეგაციის მონაწილეობის და საგამოფენო თემატიკის საკითხები.

Chineli stumari 3

BACSA -ს საერთაშორისო კონფერენცია მეაბრეშუმეობაში

      2017 წლის 01 - 07 აპრილს, Aზერბაიჯანის ქალაქ შეკში ჩატარდა შავი, კასპიის ზღვების და ცენტრალური აზიის ქვეყნების მეაბრეშუმეობის ასოციაციის (BACSA) მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზეკლიმატის და სასუქების ცვლილება-ახალი გამოწვევები მეაბრეშუმეობაში”. Bacsa 2

       კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის, საქართველოს, Aზერბაიჯანის, რუსეთის, ტაჯიკეთის, ჩინეთის, ტაილანდის და კუბის მეაბრეშუმეობის წამყვანმა მეცნიერებმა, ბიზნესმენებმა, მეაბრეშუმეობის კოოპერატივებმა და კერძო დამსაქმელებმა.

    საქართველოდან კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი . შაფაქიძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი . ბარამიძე, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეაბრეშუმეობის ლაბორატორიის ხელმძღვანელი . გუჯაბიძე და ლაბორატორიის თანამშრომელი . წყარუაშვილი.

     Bacsa 3კონფერენციის მუშაობას ხელმძღვანელობდა BACSA - პრეზიდენტი, პროფ. პანომირ ცენოვი (ბულგარეთი). მანვე გააკეთა შესავალი მოხსენებაკლიმატის ცვლილებების გავლენა ევროპის, კავკასიის რეგიონის და ცენტრალური აზიის მეაბრეშუმეობაზე”.

     საინტერესო მოხსენებებით და წინადადებებით გამოვიდნენ კონფერენციის მონაწილე ყველა დელეგაციის წევრები. აკადემიკოსმა . შაფაქიძემ კონფერენციის პლენარულ სხდომაზე გააკეთა მოხსენება თემაზე: “საქართველოს მეაბრეშუმეობაგუშინ, დღეს და ხვალ”, ხოლო კონფერენციის მეორე დღეს აკად. . შაფაქიძემ გააკეთა პრეზენტაციათანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიები და ტექნიკური საშუალებები მეაბრეშუმეობაში”, რომელმაც მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

     კონფერენციის მსვლელობისას ხაზი გაესვა მოსაზრებას, რომ საჭიროა ქმედითი დახმარება გაეწიოს ყოფილი საბჭოთა კავშირის მეაბრეშუმეობის მწარმოებელ რესპუბლიკებსსაქართველოს, აზერბაიჯანს, უზბეკეთს, ტაჯიკეთს, უკრაინას და კონფერენციამ თხოვნით მიმართა მეაბრეშუმეობის წამყვან ქვეყნებს ჩინეთს და ტაილანდს ქმედითი დახმარება გაუწიონ ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს ამ მიმართულებით.Bacsa 4

          კონფერენციის პროგრამით ჩატარდა გამსვლელი სემინარი . შეკის მეაბრეშუმეობის კომბინატში, სადაც ძალზე საინტერესო მასალაა წარმოდგენილი ძაფის ამოსახვევი თანამედროვე მანქანების, საქსოვი და სამღებრო საამქროების სახით.

       კონფერენციის ფარგლებში გაიმართა BACSA - აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, სადაც პროფ. პანომირ ცენოვის წინადადებით კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის თხოვნით მიმართვის შესახებ, რათა საქართველოს მთავრობამ განიხილოს  2019 წლისათვის BACSA - მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესაძლებლობა საქართველოში. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ეს იქნება დიდი სტიმული არა მარტო საქართველოს მეაბრეშუმეებისათვის, არამედ მთლიანად მეაბრეშუმეობის დარგისათვის.

Bacsa 1

მარცხნიდან: BACSA - პრეზიდენტი პროფ. . ცენოვი, დოქტ. . ბარამიძე და

აკად. . შაფაქიძე.

 

საერთაშორისო კონფერენცია ვინიცის (უკრაინა) ეროვნულ აგრარულ უნივერსიტეტში

         ვინიცის (უკრაინა) ეროვნულმა აგრარულმა უნივერსიტეტმა 29-30 მარტს უმასპინძლა მე-IX საერთაშოროსო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციასმეცხოველეობის პროდუქტების ხარისხისუვნებლობის, წარმოებისა და გადამუშავების ამაღლების თანამედროვე პრობლემები”. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო და პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ანატოლი გიორგაძე.

     Ukraina 2017 2კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო მეცხოველეობის ხარისხიანი და უვნებელი პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების თანამედროვე სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული გამოცდილების განვრცობა-გაზიარება, მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების შემუშავება და საწარმოო და გადამამუშავებელი წარმოებების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლი გზების ძიება. კონფერენციაზე მუშაობდა ოთხი სექცია: კლასიკური და ალტერნატიული ტექნოლოგიები მეცხოველეობაში; ინოვაციები სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და აკვაკულტურის კვებაში; სამეცნიერო კვლევების მდგომარეობა და პერსპექტივები ცხოველთა სელექციაში, გამრავლებასა და ჰიგიენაში; ინოვაციური საკვები პროდუქტების და ნედლეულის ფორმირება, ხარისხისა და უვნებლობის კონტროლი.

      Ukraina 2017 3კონფერენიცია გახსნა ვინიცის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა გრიგორი კალეტნიკმა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა ვიქტორ მაზურმა, პრორექტორმა ალექსანდრე იარემჩუკმა.

საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მეცნიერები მოლდოვადან, საქართველოდან, ბელორუსიდან, ასევე უკრაინის სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებიდან და უნივერსიტეტებიდან. პლენარულ სხდომაზე და ოთხ სექციაში მოსმენილი იქნა სულ 142 სამეცნიერო მოხსენება.

     კონფერენციის მუშაობა შეაჯამა ვინიცის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების ფაკულტეტის დეკანმა ოქსანა სკორომნამ. მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.

 Ukraina 2017 1

მარცხნიდან: გრიგორი კალეტნიკი - ვინიცის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის პრეზიდენტი; ანატოლი გიორგაძესაქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე; ვიქტორ მაზური - ვინიცის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის რექტორი


სემინარი მიძღვნილი ტყის საერთაშორისო დღისადმი

2017 წლის 22 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა სემინარი მიძღვნილი  ტყის საერთაშორისო დღისადმი.

Seminari satkeo 1                                           დღის წესრიგი:

1. „ტყის საერთაშორისო მნიშვნელობა და სატყეო მეურნეობის ოპტიმიზაციის პერსპექტივები“ .

მომხსენებლები: აკადემიის ვიცე–პრეზიდენტი, აკადემიკოსი გ. ჯაფარიძე, სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს–მდივანი, აკადემიკოსი რ. ჩაგელიშვილი; სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სწავლული მდივანი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გ. გაგოშიძე.

2. ქ. თბილისის მწვანე საფარის ფიტოსანიტარული მდგომარეობა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებები.Seminari satkeo 2

მომხსენებელი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ნ. ლომიძე

სემინარს ესწრებოდნენ სატყეო დარგის მოწვეული სპეციალისტები: ს/მ მეცნიერებათა დოქტორი ლ. დოლიძე, ს/მ დოქტორი, მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ბუნებრივი რესურესების უფროსი სპეციალისტი ზ. ტიგინაშვილი, მეტყევე–ექსპერტი მ. დვალი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგიის დოქტორი ა. სუპატაშვილი, ასევე სატყეო დარგის წარმომადგენლები – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორები გ. ვაჩნაძე, ბ. თავაძე, გ. წერეთელი, მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის დაცვის განყოფილების უფროსი მ. ებრალიძე და რეინჯერი ბ.დიღმელაშვილი.

Seminari satkeo 3სემინარის მონაწილეებს ტყის საერთაშორის დღე მიულოცა და მის დიდ მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა აკადემიის ვიცე–პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, მანვე მიმოიხილა საქართველოს ტყეების თანამედროვე მდგომარეობა, შეფასება მისცა მიმდინარე სატყეო–სამეურნეო ღონისძიებათა ეფექტურობას და ხაზი გაუსვა საქართველოს სოფლის სეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და კონკრეტულად სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების როლს დარგობრივ უწყებებთან და ზოგადად სამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობით, სატყეო მეურნეობის ოპტიმიზაციის ღონისძიებების დასახვისა და რეალიზაციის საქმეში.Seminari satkeo 4 აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ უპირველეს და უმთავრეს ამოცანად სატყეო–სამეურნეო საქმიანობათა საკანონმდებლო ბაზით უზრუნველყოფა და „ტყის კოდექსის“ საპარლამენტო განხილვისათვის მზადების  დაჩქარება მიიჩნია.

მოხსენების განხილვაში მონაწილეობა მიიღეს აკად. რ. ჩაგელიშვილმა, აკად. შ. ჭალაგანიძემ, მეტყევე–ექსპერტმა მ.დვალმა, ს/მ მეცნიერებათა დოქტორმა ლ.დოლიძემ, პროფესორებმა ა.სუპატაშვილმა, ბ. თავაძემ, ნ. ლომიძემ და გ.გაგოშიძემ.

სემინარის მუშაობა შეაჯამა აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. 

 

 

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com