საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი საქართველო - 2018

სამეცნიერო კონფერენციასაქართველოში მეცხოველეობისა და ვეტერინარიის არსებული მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივები

rez 1 ამა წლის 25 სექტემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ”საქართველოში მეცხოველეობისა და ვეტერინარიის არსებული მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივები”. აღნიშნული ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ მოწყობილმეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალს 2018”. კონფერენცია გახსნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. მან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ მეცხოველეობისა და ვეტერინარიის მდგომარეობაზე და გამოთქვა იმედი, რომ ქართველი მეცნიერები, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მხარდაჭერით ყოველგვარ ღონეს იხმარენ, რათა აღნიშნული დარგების წინაშე მდგარი პრობლემები დროულად იქნეს გადაჭრილი. ამის შემდეგ მან აკადემიის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა ის მეცნიერები, რომლებსაც გარკვეული წვლილი მიუძღვით მეცხოველეობისა და ვეტერინარიის დარგის განვითარებაში.  rez 2

კონფერენციაზე მოსმენილი იქნა მაღალი მეცნიერული ღირებულების მქონე მოხსენებები. თითოეული მოხსენების შემდეგ იმართებოდა დისკუსიები, რომლებსაც მეტად საქმიანი ხასიათი ჰქონდა.

კონფერენციის მუშაობა შეაჯამა მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა, რომელმაც დიდი მადლობა გადაუხადა მონაწილეებს წარმოდგენილი პრეზენტაციებისათვის და დამსწრე საზოგადოებას კონფერენციის მსვლელობის პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის.

 rez 3

rez 4

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი

საქართველო - 2018

22 სექტემბერი - 1 ოქტომბერი

Festival 0

       ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში უმაღლესი სასწავლებლები და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებები სხვადასხვა სახალისო-სამეცნიერო აქტივობებით იყვნენ წარმოდგენილიფესტივალში მონაწილეობენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სან დიეგოს უნივერსიტეტი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, სხვადასხვა კერძო კომპანიები და მეცნიერების სფეროს უცხოელი წარმომადგენლები. მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2015 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით იმართება.

Festival 1

       საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საგამოფენო სივრცეს ხელმძღვანელობდნენ აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე. საგამოფენო სირცის მომზადებასა და წარმოდგენაში მონაწილეობდნენ აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი დოქტორი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის სწავლული მდივნები დოქტორები რევაზ ლოლიშვილი და მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწე დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი. აკადემიის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო აკადემიის მიერ ბოლო ხუთი წლის მანძილზე შექმნილი ინტელექტუალური პროდუქცია: მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, რეკომენდაციები, სხვადსხვა სამეცნიერო ნაშრომები.

        2018 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მასპინძლობს. ფესტივალი 1 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება და ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სამეცნიერო და შემეცნებითი ღონისძიებები - გამოფენები, საჯარო ლექციები, კონფერენციები, ტრენინგები, ვორქშოპები, ღია კარის დღეები, უახლესი სამეცნიერო გამოცემებისა და პროექტების პრეზენტაციები, გასვლითი ღონისძიებები და სხვა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 25 სექტემბერს გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს მეცხოველეობისა და ვეტერინარიის არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები“, ხოლო 27 სექტემბერს თბილისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე „ფრინველი და ფიზიკა“ - დოქტორი მარინე ბარვენაშვილი; „საქართველოს გარემოს დაბინძურება „ - დოქტორი რევაზ ლოლიშვილი.

  Festival 2 მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები

         როგორც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, ფესტივალი რეგიონული მნიშვნელობისაა, რადგან მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული უცხოელი სტუმრები იღებენ. მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში 500-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი. გაიმართება სახალისო აქტივობები. ფესტივალის განმავლობაში იქნება საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის მეცნიერების დღეები, სადაც მონაწილეობას მიიღებს პარტნიორი ქვეყნებიდან ჩამოსული 200-ზე მეტი უცხოელი სტუმარი.

            საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართულისიმბოლურია, რომ ფესტივალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს, ის უნივერსიტეტი, რომლის სათავეებთანაც ჩვენი ყველაზე დიდი ქართველი მეცნიერები იდგნენ. მომავალი ნამდვილად მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიებს ეკუთვნის. მეცნიერების, კვლევებისა და ინოვაციების განვითარება არის და იქნება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი,“ - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

   განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე თევზაძის ინფორმაციით, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი თბილისის გარდა ბათუმსა და ქუთაისშიც ჩატარდება

  Festival 3 მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ გერმანული, იტალიური და ფრანგული მეცნიერების დღეებში, დაათვალიერონ ცერნის ლაბორატორიის ინტერაქტიული გამოფენა, ერთი დღე გაატარონ გრაკლიანის არქეოლოგიურ ექსპედიციაში, ჩაერთონ სამეცნიერო პიკნიკში ბათუმსა და ქუთაისში.

     1 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილია ევროპის აკადემიის რეგიონალური ჰაბის გახსნა. თსუ ასევე უმასპინძლებს ევროკომისიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ კვლევისა და ინოვაციის აღმოსავლეთ პარტნიორობის პანელის საერთაშორისო კონფერენციას „EU4Innovation: კვლევებისა და ინდუსტრიების კავშირების ხელშეწყობა“.

    

 

ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული რეგიონული კომისიის რიგით 28-ე კონფერენცია

           მიმდინარე წლის 17-21 სექტემბერს თბილისში (სასტუმრო  Holiday Inn) ტარდება ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული რეგიონული კომისიის რიგით 28- კონფერენცია. კონფერენციას ესწრებიან ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალი დონის წარმომადგენლები. მათ შორის გენერალური დირექტორი, ორგანიზაციის პრეზიდენტი, რეგიონში შემავალი 53 წევრი ქვეყნის დელეგატები, ვეტერინარიის სფეროში მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.

კონფერენცია ოფიციალურად გახსნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან და ორგანიზაციის პრეზიდენტთან ერთად.

სოფლის მეურნეობის მეცნირებათა აკადემიიდან კონფერენციის მუშაობაში ოფიციალურად მიწვეულები იყვნენ აკდემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი დავეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი.

საერთაშორისო სიმპოზიუმი ნუტრიციოლოგიაში

მიმდინარე წლის 12-13 სექტემბერს თბილისში ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი ნუტრიციოლოგიაში. სიმპოზიუმი ტარდებოდა შემდეგი დევიზით: “ნუტრიციოლოგიისა და ჯანმრთელობის ურთიერთკავშირითანამედროვე ტენდენციები.” პირველ დღეს სიმპოზიუმში მონაწილე წევრებს უმასპინძლა საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, ხოლოNutri 2 მეორე დღეს – 13 სექტემბერს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ. სხდომა გახსნა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. მან აღნიშნა, რომ იგი მიესალმება საქართველოში ნუტრიცილოგთა საზოგადოების ჩამოყალიბებას და ნუტრიციული სტატუსის ზედამხედველობის სისტემის ფორმირებას. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აკადემიაში ფუნქციონირებს 6 სამეცნიერო განყოფილება, რომელთაგან ერთ-ერთი – “სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიებისსწორედ სურსათთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებს იხილავს. სამეცნიერო განყოფილებას ხელმძღვანელობს აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი, რომელიც ყოველთვის სწრაფ რეაგირებას ახდენს ქვეყანაში წარმოქმნილ საკვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საჭირბოროტო საკითხზე და მაქსიმალურად ცდილობს ქვეყნის მოსახლეობას თავიდან აარიდოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები.

Nutri 3სიმპოზიუმს მრავლად ესწრებოდა სხვადასხვა ორგანიზაციებისა და სპეციალობის წარმომადგენელი, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები. უცხოელი სტუმრებიდან სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ბრიტანელმა და ირლანდიელმა ნუტრიციოლოგებმა. დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით თემაზე: “ნუტრიციოლოგთა საზოგადოების შექმნის მიზნები, ამოცანები და პერსპექტივები საქართველოშიწარსდგა ბატონი მარკ ჰოლინგსვორსი. მოხსენების დამთავრების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსმა . ცქიტიშვილმა, პროფესორებმა: . ღვამიჩავამ, . დადიანმა, შალვა ზარნაძემ, ნათაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ნატა კაკაბაძემ და სხვებმა. კრებამ საქართველოს ნუტრიცილოგთა საზოგადოების თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია ბრიტანეთის ნუტრიციოლოგთა ასოციაციის წევრი, ქალბატონი მანანა გობეჯიშვილი. ქალბატონმა მანანამ დიდი მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას ნდობისათვის და პირობა დადო რომ ძალისხმევას არ დაიშურებს საქართველოში ნუტრიციოლოგიის მეცნიერების განვითარებისათვის.

საქართველო-კორეის ერთობლივი ექსპედიცია

     მიმდინარე წლის 1-6 სექტემბერსს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათაKorea 6 IX 18 აკადემიის გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრს სამუშაო ვიზიტით ეწვია სამხრეთ კორეის დელეგაცია, კიმ სონ დოკი (კორეის მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტი), პარკ ჰე ჯინი (კორეის მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტი), პროფესორი ჰუნ ჰე კიონი (კორეის იონამის უნივერსიტეტი), რომელიც განხორციელდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და სამხრეთ კორეის სოფლის მეურნეობის განვითარების ადმინისტრირების აგრობიომრავალფეროვნების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანი და ამოცანაა მცენარეთა გენეტიკური რესურსების გაცვლის, მართვისა და კვლევის ორმხრივი თანამშრომლობის სისტემის განხორციელება. საქართველოს Korea 6 IX 18 1მხრიდან ექსპედიციაში მონაწილეობდნენ აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზედენტი აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი, აკადემიის გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე დოქტ. ანატოლი გიორგაძე, ცენტრის სწავლული მდივანი დოქტ. თინათინ ეპიტაშვილიKorea 6 IX 18 2

ვიზიტის ფარგლებში ექსპედიციის მონაწილეებმა მოინახულესმეღვინეობა ხარებისყვარლის ვაზის საკოლექციო ნარგაობა, ალაზნის ველის განაპირას მდებარემეღვინეობა ხარებასუნიკალური ღვინის საცავიგვირაბი, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ვაზის ქართულ ენდემურ ჯიშებს, დააგემოვნეს ღვინის სხვადასხვა სახეობა. მათ ასევე მოინახულესკორპორაცია ქინძმარაული”- ღვინის ქარხანა ყვარელში, სადაც საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ღვინის წარმოების როგორც ძველ, ტრადიციულ, ასევე ახალ ტექნოლოგიებს. სპეციალურად სტუმრებისთვის მოეწყო ღვინის 7 სახეობის დეგუსტაცია.

Korea 6 IX 18 3ექსპედიციის ფარგლებში კახეთის და აჭარის რეგიონებში შეგროვებული და გაგზავნილი იქნა სამხრეთ კორეის მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევით ინსტიტუტში, მათი ქსოვილის კულტურის მეთოდით გამრავლების მიზნით ქართული ვაზის გენეტიკური რესურსების 52 ნიმუში. მომავალში გათვალისწინებულია ქართველი სპეციალისტების მივლინება კორეაში ქართული ვაზის ჯიშების ადგილობრივ პირობებში გამრავლების შესწავლის მიზნით.

ექსპერტთა საკონსულტაციო თათბირი პრაღაში (ჩეხეთის რესპუბლიკა)

       2018 წლის 28-30 აგვისტოს ჩეხეთის რესპუბლიკისა და FAO-ს მოწვევით პრაღაში ჩატარდა ექსპერტთა საკონსულტაციო თათბირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა, ოფიციალურმა პირებმა, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა. ისინი განიხილავდნენ ბიოუსაფრთხოების საკითხებს, უზიარებდნენ ერთმანეთს გამოცდილებას გენური ინჟინერიის უპირატესობებზე, რისკებზე და რეგულაციის საკითხებზე.

       საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან საკონსულტაციო თათბირში მონაწილეობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, დოქტორი ანატოლი გიორგაძე. აღნიშნულ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ წარმომადგენლები: ავსტრიიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, ბოსნია-გერცოგოვინადან, ბულგარეთიდან, ჩეხეთიდან, გერმანიიდან, მოლდოვადან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან.

     უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული ქვეყნების მთავრობები თანამედროვე ბიოტექნოლოგიის სფეროში იყენებენ ორმხრივ პოლიტიკას. ეს არის „მაქსიმალური უპირატესობა და რისკების მინიმიზაცია.“

     „მაქსიმალურ უპირატესობაში“ მოიაზრება სასურსათო უსაფრთხოება და კვების გაუმჯობესება, კლიმატის ცვლილებების მიმართ ადაპტაცია და მისი ზეგავლენის შესუსტება, ასევე ბუნებრივ რესურსებზე ზეწოლის შემცირება. რისკების მინიმიზაციაში კი მოიაზრება ბიოუსაფრთხოების სფეროში ეროვნული სისტემებისა და წესების შემუშავება და დანერგვა.

     FAO-ს სპეციალისტმა ნევენა ალექსანდროვა-სტეფანოვამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დახმარება გაეწიოს მთავრობებს რათა მათ განამტკიცონ თავიანთი ცოდნა ბიოტექნოლოგიის სფეროში და ეს მიღწეული უნდა იქნეს იდეების ურთიერთგაცვლით ყველა დონეზე. მან ასევე აღნიშნა, რომ კვლევები და ინოვაციები თამაშობენ გადამწყვეტ როლს დღევანდელი და ხვალინდელი პრობლემების გადაჭრაში, ამიტომაც რთული ამოცანები რთულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.

     თათბირი ჩატარდა პრაღის მემცენარეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. მონაწილეებმა დაათვალიერეს ინსტიტუტის გენეტიკური რესურსების ბანკი და საცდელი ნაკვეთები.

Praga 2018

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა

 

            2018 წლის 26 ივლისს გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა, სადაც განხილული იყო ერთი საკითხი: “მეაბრეშუმეობის რეაბილიტაცია-განვითარების პერსპექტივები საქართველოში”. პრეზიდიუმის Abreshumi 26 2018 1სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის წევრები და წევრ-კორესპონდენტები და მოწვეული სტუმრები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრიდან, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის აგროსერვის ცენტრიდან; ახმეტის, სიღნაღის, ვანისა და ხონის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებიდან, იმერეთის რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრიდან, მეაბრეშუმეობის სახელმწიფო მუზეუმიდან, მეაბრეშუმე სპეციალისტების დიდი ჯგუფი ახმეტიდან, სიღნაღიდან, აჭარიდან, თბილისიდან და სხვა.

            პრეზიდიუმის გაფაერთოებული სხდომა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას შესავალი სიტყვთ მიმართა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ.

      სხდომაზე ძირითადი მოხსენებებით გამოვიდნენ აკადემიის ეროვნული კოორდინატორი მეაბრეშუმეობის  მიმართულებით, სსმმ აკადემიის Abreshumi 26 2018 2წევრ-კორესპონდენტი გიორგი ნიკოლეიშვილი - “მეაბრეშუმეობის რეაბილიტაცია-განვითარების პერსპექტივები საქართველოში” და BACSA-ს კოორდინატორი საქართველოში, სსმმ აკადემიის აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე - “შავი, კასპიის ზღვებისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების მეაბრეშუმეობის ასოციაციის (BACSA) როლი საქართველოში მეაბრეშუმეობის რეაბილიტაცია-განვითარების მიმართულებით”.

     სხდომაზე მოხსენებების ირგვლივ და საერთოდ საქართველოში მეაბრეშუმეობის რეაბილიტაციისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ საინტერესო გამოსვლები ჰქონდათ: - ხონის მუნიციპალიტეტის მერს ლადო ჯურხვაძეს, ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის დირექტორის მოადგილეს ნოდარ  ხატიაშვილს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამმართველოს უფროსს და სამინისტროს Abreshumi 26 2018 2aმეაბრეშუმეობის კომისიის თავმჯდომარეს ნოდარ ხოხაშვილს, ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის მთავარ სპეციალისტებს ნარგიზ ბარამიძეს და ნოდარ სტეფანიშვილს, მეაბრეშუმეებს ახმეტიდან და სიღნაღიდან ნუნუ ნახუცრიშვილს და ლამარა ბეჟაშვილს, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს ნინო კუპრავას, აჭარის აგროსერვის ცენტრის დირექტორს გოჩა ბერიძეს, აკადემიის ნამდვილ წევრებს, აკადემიკოსებს ზაურ ფუტკარაძეს და ნოდარ ჭითანავას, აკადემიის ვიცე პრეზიდენტს, აკად. გივი ჯაფარიძეს.

            სხდომაზე გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მეაბრეშუმეობაში შექმნილი მდგომარეობა საგანგაშოა. გასული საუკუნის 60-იან წლებში ქვეყანაში  იწარმოებოდა  4,0-4,2 ათასი ტონა ცოცხალი პარკი, 4,5=5,0 ტონა გრენა, 450-500 ტონა ნატურალური აბრეშუმის ხამი ძაფი, 4,5-5,0 მილიონი გრძივი მეტრი ნატურალური აბრეშუმის ქსოვილი და სხვა პროდუქცია. სოფლის მოსახლეობა, მხოლოდ ცოცხალი პარკის რეალიზაციიდან ღებულობდა  16,5-17,5 მილიონ მანეთს, ამასთან, დარგში დასაქმებული იყო 100-120 ათასი ოჯახი,  მრეწველობაში მუშაობდა 5,5-6,0 ათასი კაცი და მეაბრეშუმეობის სამმართველოს სიტემაში _-800 კაცზე მეტი.Abreshumi 26 2018 3a

     XX საუკუნის 60-იანი წლებიდან თუთის დაავადება “ფოთლის სიხუჭუჭის” გამოვლინება_გავრცელების შედეგად  განადგურდა 15 მილიონამდე ძირი ჯიშიანი თუთის მცენარე. ამას დაემატა საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებასთან დაკავშირებული სიძნელეები  (განსაკუთრებით სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა მაღალჩინოსანთა სუბიექტური  შეხედულებები - თითქოს საბაზრო ეკონომიკის პირობებში მეაბრეშუმეობას განვითარების პერსპექტივა არ ჰქონდა); გარდამავალი ეტაპის სირთულეებმა ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობის ტრადიციულად ჩამოყალიბებული დარგის - მეაბრეშუმეობის ლიკვიდაციას, აქედან გამომდინარე უაღრესად საშიში შედეგებით გაუარესდა ეკოლოგიური გარემო, მკვეთრად შემცირდა მოსახლეობის  შემოსავლები, დაეცა დასაქმების დონე და მასშტაბური ხასიათი მიიღი  მიგრაციამ, სოფლების დაცარიელების პროცესი ღრმავდება.  მეაბრეშუმეობა, როგორც დარგი  თითქმის თავიდან უნდა ჩამოყალიბდეს.

    Abreshumi 26 2018 4jpg მეაბრეშუმეობის რეაბილიტაცია_აღორძინება რეალურად მოითხოვს შესაბამისი ორგანიზაციულ და ეკონომიკურ ღონისძიებათა სისტემის ჩამოყალიბებას და ამ პროცესის დაჩქარებულ განხორციელებას საქართველოს ეკონომიკის განვითარების და ბუნებრივ-საწარმოო პირობებისა და შრომითი ტრადიციების გათვალისწინებით.

        საქართველოს  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებულ სხდომას საჭიროდ მიაჩნია, რომ აკადემიამ   შესაბამისი სამინისტროების, უწყებების, სხვა ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირების მონაწილეობით შეადგინოს დარგის განვითარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა (2020-2030 წწ), მოაწყოს მისი განხილვა და შესაბამის ორგანოებში დასამტკიცებლად წარდგენა;Abreshumi 26 2018 6a

       პრეზიდიუმის გაფაროებულ სხდომაზე მიღებული იქნა შესაბამისი დეკლარაცია, რომელიც სხდომის მონაწილეთა მოთხოვნის შესაბამისად გაეგზავნება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ მამუკა ბახტაძეს და პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

 

 

 

 

 

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონიძიებების მიმდინარეობას მეცნიერები გაეცნენ

2018 წლის 23 ივლისს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მეურნეობის სამინისტროს სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­­გენ­ტოს ორ­გა­ნი­ზე­ბით, აზი­­რი ფა­რო­სა­ნას საწი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­­ბე­ბის მიმ­დი­ნა­რე­­ბის გაც­ნო­ბის მიზ­ნით, სა­მეგ­რე­ლოს რეგი­ონ­ში მეც­ნი­­რე­ბის­თვის ტური მო­­წყო. საქართველოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­­ბის მეცნი­­რე­ბა­თა აკა­დე­მი­­სა (აკადემიკოსები გ. ალექსიძე, ი. ვასაძე, გ. მარგველაშვილი, ნ. ჩხარტიშვილი, , ვ. ცანავა, თ. რევიშვილი, რ. კოპალიანი, ზ. ჩაქსელიანი, ზ. ცქიტიშვილი, თ.ურუშაძე) და სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­­რე­ბა­თა ეროვნული აკა­დე­მი­ის წევ­რებ­მა და­ათ­ვა­ლი­­რეს აზი­ურ ფა­რო­სა­ნას­თან ბრძო­ლის საკო­ორ­დი­ნა­ციო შტა­ბი, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ტექ­ნი­კა და სა­შუ­­ლე­ბე­ბი, მო­ის­მი­ნეს დეტალუ­რი ინ­ფორ­მა­ცია შტაბის ფუნ­ქცი­­ნი­რე­ბის, მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბის, გატარე­ბუ­ლი და და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­­ბე­ბის შე­სა­ხებ; გა­ეც­ნენ აბა­შის მუნიციპალიტეტ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ყა­ნე ფარ­თო­ბე­ბის ქი­მი­­რი და­მუ­შა­ვე­ბის პროცესს.

მეც­ნი­­რებ­მა მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მის­ცეს  სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­­გენ­ტოს მიერ გან­ხორ­ცი­­ლე­ბულ საქ­მი­­ნო­ბას. ხაზ­გას­მით აღი­ნიშ­ნა, რომ შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, მავ­ნებ­ლის პოპულა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და სის­ტე­მუ­რი მიდგომის შე­დე­გია.

მეც­ნი­­რებ­თან შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბო­და გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მეურნეობის მინის­ტრის მო­ად­გი­ლე იური ნო­ზა­ძე, რო­მელ­მაც ხაზი გა­უს­ვა სამეცნიერო წრე­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას და აღნიშნა - ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სტიმუ­ლის მომ­ცე­მია სა­კო­ორ­დი­ნა­ციო შტაბ­ში ასე­თი რან­გის მეცნი­­რე­ბის სტუმ­რო­ბა. ფა­რო­სა­ნას­თან ბრძო­ლა პირ­და­პირ კავ­შირ­შია მეცნიერებასთან, სა­მეც­ნი­­რო კვლე­ვებთან. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეც­ნი­­რე­ბა­თა აკადემიას­თან მჭი­ ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. სტუმ­რებს შტა­ბის მუ­შა­­ბა დე­ტა­ლუ­რად გა­ვა­ცა­ნით, სრუ­ლი დე­მონ­სტრა­ცია მო­ვახ­დი­ნეთ ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­­რი საქ­მი­­ნო­ბი­სა, რო­მელ­საც სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­­გენ­ტო ახორციელებს, ფა­რო­სა­ნას­თან ბრძო­ლა­ში საკ­მა­ოდ კარ­გი შე­დე­გე­ბი გვაქვს. პოპულაცია მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცი­რე­ბუ­ლია. მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი გავრცელების რის­კე­ბი სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში. ვფიქ­რობ, რომ ეს არის სწო­რი და თანმიმ­დევ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გი.

საქართველოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­­ბის მეც­ნი­­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტი გუ­რამ ალექ­სი­ძე: - "ის, რაც ქარ­თველ­მა მეც­ნი­­რებ­მა და სპე­ცი­­ლის­ტე­მა გა­­კე­თეს, უდა­ვოდ გა­საკ­ვი­რია. დღეს შე­სა­ნიშ­ნა­ვად წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეს ყვე­ლა­ფე­რი, ყვე­ლა ის ქი­მი­­რი და სხვა ღო­ნის­ძი­­ბა, რო­მე­ლიც ფა­რო­სა­ნას­თან ბრძო­ლი­სა და მათი რი­ცხობ­რი­­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მათი სტრა­ტე­გია საკ­მა­ოდ კარ­გია და შე­დე­გიც ცალ­სა­ხაა. შე­და­რე­ბაც კი არაა იმას­თან, რაც შარ­შან ამ დროს აქ ხდე­ბო­და.“

შეხ­ვედ­რას ასე­ვე ეს­წრე­ბოდ­ნენ სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­­გენ­ტოს, სა­მეც­ნი­­რო კვლე­ვი­თი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი, სა­მეგ­რე­ლო- ზემო სვა­ნე­თის რწმუ­ნე­ბუ­ლი ლე­ვან შო­ნია და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­­გენ­ტოს( USAID) სა­ქარ­თვე­ლოს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო წარ­მო­­ბის ეფექ­ტი­­ნო­ბის აღ­დგე­ნის პრო­ექ­ტის (REAP) წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

Aziuri parosana Abasha 2018

 


საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი უკრაინაში

 

            2018 წლის 2-6 ივლისს უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი თემაზე: „ევრაზიის ბიომრავალფეროვნება 2018“, მასში 12 ქვეყნის მეცნიერ-მკვლევარები მონაწილეობდნენ. საქართველოდან სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღოსაქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ბათუმის შოთა რუსთაველის J Kievi 2018სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა რეზო ჯაბნიძემ, რომელიც  არჩეული იყო სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტის წევრად და მრავალწლიანი კულტურების სექციის ხელმძღვანელად. სიმპოზიუმზე სამი სექცია მუშაობდა, სადაც ასამდე მოხსენება წაიკითხეს, რომელიც ევრაზიის ბიომრავალფეროვნებას და მისი დაცვა-შენარჩუნების პრობლემებს ეხებოდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გლობალური დათბობის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების და ამ მხრივ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ერთობლივი გეგმის შემუშავების საკითხებს. მიღებული იქნა შესაბამისი რეზოლუციაც.

            სიმპოზიუმზე აკადემიკოს რეზო ჯაბნიძის მიერ წაკითხული იქნა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის,პროფ. მერაბ ხალვაშის წერილი, 2019 წელს ანალოგიური სიმპოზიუმის ბათუმში ჩატარების სურვილისა და მიზანშეწონილობის შესახებ, რასაც სიმპოზიუმის მონაწილეები დიდი ინტერესით შეხვდნენ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მხარდაჭერა

 

2018 წლის 29 ივნისს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან 29 VI 18 1ერთად განიხილეს აკადემიის „სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიების“ სამეცნიერო განყოფილების (განყოფილების აკადემიკოს-მდივანი აკად. ზ. ცქიტიშვილი) მიერ წარმოდგენილი საკითხი: „სურსათის მეცნიერებებისა და ნუტრიციოლოგიის საბაკალვრო სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემები და ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში განსახორციელებელი ცვლილებების ინიცირება“, მომხსენებელი შპს  გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის,  ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, მედიცინის აკადემიური დოქტორი  ქეთევან დადიანი.

29 VI 18 2მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საკითხის წარდგენის მიზანს წარმოადგენს,  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებისთვის, როგორც სურსათის უვნებლობის, ადამიანის კვებისა და ზოგადად -სურსათის სფეროთი დაინტერესებული მეცნიერებისთვის, წარედგინათ  სამეცნიერო განყოფილების და ამ დარგში დასაქმებული მეცნიერების ხედვა  საქართველოში ნუტრიციოლოგიის და დიეტოლოგიის დარგში არსებულ გამოწვევებზე, პერსპექტივებზე და უფრო კონკრეტულად კი  ამ სფეროში  უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობის საკითხებზე.

დღეისათვის საქართველოში არ არსებობს საბაკალავრო პროგრამა, რომელიც სტუდენტებს მისცემს ცოდნის მიღების შესაძლებლობას ნუტრიციოლოგიისა და სურსათის მეცნიერებების დარგში.

დოქტორ ქეთევან დადიანს სამეცნიერო განყოფილების სახელით შემოაქვს წინადადებით, რომ აკადემიის პრეზიდიუმმა მხარი დაუჭიროს 29 VI 18 3 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N120/ნ -ის შესაბამისად,  „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“,  დანართი N4-ით განსაზღვრულ ჩარჩოში ახალი  დარგის/სპეციალობის „ნუტრიციოლოგიის“ დამატების ინიცირების პროცესის დაწყებას და  ასევე  ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოში  „სურსათის მეცნიერების“ , როგორც მიმართულებათშორისი დისციპლინის განსაზღვრას.

აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს აკადემიკოსებმა ზ. ცქიტიშვილმა, თ. რევიშვილმა, ი. ვასაძემ, ჯ. გუგუშვილმა, ნ. ქარქაშაძემ, ე. შაფაქიძემ, დოქტ. მანანა გობეჯიშვილმა-ინგლისის ნუტრიციოლოგთა ასოციაციის წევრმა, ინგლისის რეგისტრირებულმა ნუტრიციოლოგმა.

გამომსვლელების წინადადებები და სურვილები შეაჯამა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. გ. ჯაფარიძემ.

29 VI 18 4საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა ერთხმად მხარი დაუჭირა სამეცნიერო განყოფილების წინადადებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N120/ნ -ის შესაბამისად,  „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“,  დანართი N4-ით განსაზღვრულ ჩარჩოში ახალი  დარგის/სპეციალობის „ნუტრიციოლოგიის“ დამატების ინიცირების პროცესის დაწყებას და  ასევე  ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოში  „სურსათის მეცნიერების“ , როგორც მიმართულებათშორისი დისციპლინის განსაზღვრას.

აღნიშნული დადგენილება გადაეგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეაგირებისათვის.

  1. მრგვალი მაგიდა ეროვნული კოორდინატორების მონაწილეობით
  2. მრგვალი მაგიდა ვეტერინარიის მიმართულების ეროვნულ კოორდინატორებთან
  3. სსმ სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის ანგარიში
  4. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
  5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე სტუმრად აკადემიაში
  6. კვლევითი ორგანიზაციების ანგარიშების განხილვა
  7. საგრანტო პროექტის შემაჯამებელი ანგარიში
  8. მემორანდუმი საქართველოს პარლამენტის აპარატსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის
  9. აკადემიის წარმომადგენელი აჭარის აგროსერვის ცენტრის გვარას ექსპერიმენტულ მეურნეობაში
  10. მონაწილეობა საქართველოს პარლამენტში აგრარული კომიტეტის ინიციატივით გამართულ კონსულტაციებში

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com