2019 წლის 24 დეკემბერს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიება. ღონისძიებას სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერები.
შეხვედრა გახსნა შ. რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ. შემაჯამებელ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმენ და ქვეყანის განვითარებაში მეცნიერების უდიდეს როლზე და ამ კუთხით შ. რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დამსახურებაზე ისაუბრეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გენადი მარგველაშვილმა, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
შეხვედრაზე შ. რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზ. გაბისონიამ გააკეთა ძირითადი მოხსენება ფონდის 2019 წლის საქმიანობის შეჯამებისა და 2020 წლის გეგმების შესახებ.
ძირითადი მოხსენების შემდეგ შეხვედრები გაგრძელდა სამ პანელში: პირველი პანელი - „სამეცნიერო კვლევების განვითარება“, მე-2 პანელი - „მეცნიერების პოპულარიზაცია“ და მე-3 პანელი - „მეცნიერების ინტერნაციონალიზაცია“.
პირველი პანელის მუშაობაში მონაწილეობდნენ შ. რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზ. გაბისონია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური დეპერტამენტის უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე, ახალგაზრდა მეცნიერი, ფონდის გრანტიორი.
აკად. ე. შაფაქიძემ ისაუბრა აკადემიაში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობაზე, ამ მიმართულებით აკადემიის პერსპექტიულ გეგმებზე, აგრეთვე აკადემიის მონაწილეობაზე ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო პროექტების კონკურსებში. აღინიშნა, რომ აკადემიის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების დაფინანსება 2013 წლიდან 2019 წლის ჩათვლით განახორციელა შ. რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა, რისთვისაც აკადემია მას დიდ მადლობას უხდის. აღინიშნა აგრეთვე, რომ 2020 წლის სექტემბერში ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის (რომლის წევრი 2014 წლიდან არის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია) გენერალური ასამბლეა გაიმართება საქართველოში, ქ. თბილისში, კერძოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში და იმავდროულად კავშირის ეგიდით ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპის ქვეყნებში და პერსპექტივები“. აკად. ე. შაფაქიძემ დამსწრე საზოგადოებას მოახსენა, რომ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად აკადემია უკვე ემზადება და იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურები ქმედით დახმარებას გაუწევენ აკადემიას, რათა ზემოთ აღნიშნული ფორუმი წარმატებით განხორციელდეს.
ფონდის შემაჯამებელ ღონისძიებაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან აკად. ე. შაფაქიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსმა ჯემალ კაციტაძე, აკადემიის სტიპენდიატებმა გიორგი ქუთელიამ და ეკატერინე კაციტაძემ.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიების პირველი პანელის მონაწილეები.
მარცხნიდან: აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე, შ. რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე.
2019 წლის 18 დეკემბერს ჩატარდა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „ეკონომიკური კლასტერების ფორმირება-განვითარების პირობები და შესაძლებლობები საქართველოში“ წარსდგნენ ა(ა)იპ „საქართველოს კლასტერების ეროვნული პლატფორმის“ წარმომადგენლები ნოდარ ძიძიკაშვილი და კობა კიკაბიძე. აღინიშნა, რომ საქართველოში დღემდე შექმნილია რამდენიმე სტრატეგიული დოკუმენტი და განხილვის პროცესშია „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია 2021- 2027“, მაგრამ ამ დოკუმენტებში არაა გათვალისწინებული ის შესაძლებლობები, რომელსაც იძლევა ბიზნესის ახალი ორგანიზაციული ფორმები - კლასტერები, აგრო-ლოგისტიკური ჰაბები, ტექნოლოგიური პლატფორმები და ა.შ. გლობალიზაცია ვრცელდება წარმოების ყველა დარგზე, რაზეც მეტყველებს საერთაშორისო ბიზნესის წარმართვის ქსელი. საწარმოო ჯაჭვებში შეიძლებოდა ჩართულიყვნენ ქართველი მწარმოებლებიც, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებდა თანამედროვე ტექნოლოგიების და ბიზნესის მართვის მეთოდების ათვისებას. კლასტერები ხელს უწყობენ დასაქმებას, მწარმოებლურობის ზრდას, ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერს. მაგრამ საქართველოში კლასტერების ფორმირება-განვითარებისთვის არ არსებობს არც საკანონმდებლო ბაზა და არც კლასტერული განვითარების პოლიტიკური დოკუმენტი, ამიტომ, მათი განვითარება ხდება „ქვემოდან-ზემოთ“, ხელისუფლების ჩარევის გარეშე და მთავარ ინიციატორებად გვევლინებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნესი, თანაც ზოგჯერ, ბიზნესმენებმა არც კი იციან, რომ კლასტერული მეთოდებით მუშაობენ და კლასტერული სტრუქტურის წევრები არიან.
წარმოდგენილი იყო კლასტერების ნიმუშები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაგალითზე. აქცენტი გაკეთებულია ღვინის, ეთერზეთების, ლოგისტიკური და ინტეგრირებულ კლასტერებზე. „საქართველოს კლასტერების ეროვნული პლატფორმამ“ 2018 წელს ევროპის კლასტერების კოლაბორაციულ პლატფორმაზე დაარეგისტრირა ორი - ტურიზმისა და ტუბერკულიოზის სამკურნალო - კლასტერი, რომლებსაც მიენიჭათ ბრინჯაოს სერთიფიკატები და ისინი დაფიქსირდნენ ევროპული კლასტერების რუკაზე.
2019 წლის 18 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტს შორის. მემორანდუმს აკადემიის მხრიდან ხელი მოაწერა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ, ხოლო ინსტიტუტის მხრიდან ინსტიტუტის დირექტორმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა თამაზ ნატრიაშვილმა.
მემორანდუმის საგანია მხარეებს შორის ურთიერთგაგებისa და პატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებული თანამშრომლობა, რათა მხარეებმა თავიანთი ფუნქციებისა და კომპეტენციის ფარგლებში ეთობლივად იმუშაონ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინოვაციების და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის სხვადასხვა გზების მოძიებაზე, მ.შ. საერთაშორისო მასშტაბით.
მემორანდუმის ამოცანებია ერთობლივი სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბება, სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო სამუშაოების კოორდინაცია და ინფორმაციის გაცვლა; ერთობლივი სემინარების, სიმპოზიუმებისა და კონფერენციების მხარდაჭერა და ჩატარება; დამუშავებული მანქანებისა და მოწყობილობების გამოცდებში ურთიერთდახმარება და კონსულტაციების გაწევა და სხვა აქტივობების განხორციელება.
მემორანდუმი ძალაშია 5 წლის ვადით, ამავე დროს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მასში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები და დამატებები.
მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ტელმან აბას ალიევი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტ. ა. გიორგაძე და აკად. ა. დიდებულიძე.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელს აწერენ აკად. გურამ ალექსიძე და აკად. თამაზ ნატრიაშვილი. ხელის მოწერას ესწრებიან დოქტ. ა. გიორგაძე, აკად. ტელმან აბას ალიევი და აკად. ა. დიდებულიძე.
მარცხნიდან - აკად. გურამ ალექსიძე და აკად. თამაზ ნატრიაშვილი მემორანდუმზე ხელის მოწერის შემდეგ.
2019 წლის 6-7 დეკემბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში ჩეხეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა.
აკადემიების კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის პრეზიდენტები და აკადემიების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები.
სხდომაზე განხილული იქნა ევროპის აკადემიების კავშირის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ კი მომავალ წელს ჩასატარებელი გენერალური ასამბლეისა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპის ქვეყნებში და პერსპექტივები“ ორგანიზაციული საკითხები. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ეს ღონისძიება ჩატარდება 2020 წლის 24-27 სექტემბერს საქართველოში, ქ. თბილისში და მას უმანსპინძლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.
სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის დღის წესრიგის ამ საკითხზე ინფორმაცია გააკეთა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ.
სხდომაზე აგრეთვე გადაწყდა, რომ ევროპის აკადემიების კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მორიგი შეხვედრა ჩატარდება 2020 წლის მაისში, ბელგიაში, ქ. ბრიუსელში, სადაც დაგეგმილია ევროპის აკადემიების კავშირის წევრებთან აგრარული მიმართულების სწავლებისა და განათლების მდგომარეობისა და ამ მიმართულებით თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის საკითხების განხილვა. ბრიუსელში აგრეთვე მოისმენენ აკად. გურამ ალექსიძის ინფორმაციას 2020 წლის სექტემბერში აკადემიების კავშირის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისთვის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მზადყოფნის შესახებ.
აკადემიების კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის პრეზიდენტები და აკადემიების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები.
ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის მონაწილეთა ერთი ჯგუფი.
მარცხნიდან: პროფ. ვილემ პოდჟარსკი (ჩეხეთი), პროფ. რივზა ბაიბა (ლატვია), აკად. გურამ ალექსიძე (საქართველო), ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის პრეზიდენტი პროფ. ანტონიო მიქელე სტანსა (იტალია), პროფ. ქრისტინა ნიბლაუ (შვედეთი), პროფ. მიშელ ტიბიერი (საფრანგეთი), დოქტ. იან ნედელნიკი (ჩეხეთი)
(ჩეხეთი, ქ. პრაღა, 7 დეკემბერი, 2019 წელი).
2019 წლის 5 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ნიადაგების დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: _ “საქართველოს ნიადაგები მსოფლიო ნიადაგების ჭრილში”;
კონფერენციის ორგანიზატორები: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება და აკადემიის აკადემიური დეპარტამენტი.
კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ 5 დეკემბერი ნიადაგის დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 2013 წლის შემდეგ, გაეროს 68-ე გენერალურ ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ აღინიშნება.
აკად. გ. ჯაფარიძემა აღინიშნა, რომ გაეროს ინფორმაციით, დედამიწის ნიადაგის მესამედი უკვე დეგრადირებულია. „ნიადაგის დაბინძურება შეიძლება უხილავია, მაგრამ ის ყველას აზიანებს. 2050 წლისთვის პლანეტის მოსახლეობის რაოდენობამ შესაძლოა 9 მილიარდს მიაღწიოს. მოსახლეობის ზრდის პირობებში, ნიადაგი სულ უფრო ბინძურდება. ეს აისახება საკვებზე, რომელსაც მივირთმევთ, წყალზე, რომელსაც ვსვამთ და ჰაერზე, რომელსაც ვსუნთქავთ“ -წერია გაეროს ვებ-გვერდზე. ნიადაგის დაცვის საერთაშორისო დღეს ტარდება სხვადასხვა კამპანია, რომელთა მიზანიც ნიადაგის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. აკადემიაში მიმდინარე კონფერენციაც ამ სულისკვეთებით ტარდება.
კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებები გააკეთეს აკადემიის აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკად. გოგოლა მარგველაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, პროფ. სოლომონ პავლიაშვილმა, ამავე სამინისტროს მიწის რესურსების დაცვის სამმართველოს უფროსმა ნინი ჩიქოვანმა, აკადემიის ნამდვილმა წევრებმა, აკადემიკოსებმა თენგიზ ყურაშვილმა და გიორგი გაგშიძემ, აკადემიის განყოფილებების სწავლულმა მდივანმა, დოქტ. რევაზ ლოლიშვილმა და სხვებმა.
კონფერენციის მუშაობა შეაჯამა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, რომელმაც კონფერენციის მონაწილე მეცნიერებს გადასცა კონფერენციაში მონაწილეობის სერთიფიკატები.
მიმდინარე წლის 29 ნოემბერს სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და სურსათისა და სოფლის მეურნეობის
ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისსამინისტროს უწყებების /სტრუქტურული ერთეულების და სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ჩართულობით მომზადებული საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიისა და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმების განხილვისათვის შემაჯამებელი შეხვედრა.
ზემოთაღნიშნული დოკუმენტების შემაჯამებელ განხილვას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ესწრებოდნენ აკადემიკოსები ნოდარ ჭითანავა და ზურაბ ცქიტიშვილი, რომელთაც გარკვეული წინადადებები ჰქონდათ სტატეგიის მიმართ.
შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი;
დამსწრე საზოგადოებას საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა წარუდგინა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელმა ეკატერინე ზვიადაძემ.
საკითხის განხილვაში აქტიურად მონაწილეობდნენ აკადემიკოსები ნ. ჭითანავა და ზ. ცქიტიშვილი.
ბატონმა ნოდარ ჭითანავამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ყველა ის წინადადება, რომელიც მომზადებული იყო აკადემიაში და რომლის განიხილვაც მოხდა აკადემიის პრეზიდიუმზე.
აღინიშნა, რომ ამჟამადაც ქვეყნის განვითარების უალტერნატივო პრიორიტეტია მიწის რესურსების რაციონალური გამოყენება. მიწის რესურსებს - ეროვნული სიმდიდრის უმნიშვნელოვანეს ნაწილს - ქვეყანაში სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს და იგი პროექტშიც გაანალიზებული უნდა იქნეს მიწის რესურსების გამოყენების თანამედროვე მდგომარეობის შესაბამისად.
პოზიტიურია ამას წინათ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომელიც ქმნის ხელსაყრელ გარემოს მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისათვის. აუცილებელია დადგინდეს მიწის რესურსების არა მხოლოდ რაოდენობრივი მახასიათებლები, არამედ ნიადაგის თვისებრივი მონაცემებიც. ამრიგად, მიწის რესურსების გამოყენების არსებული მდგომარეობა უნდა იყოს ამოსავალი სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი სტრატეგიის განსაზღვრისათვის.
მიწის რესურსების არსებული პოტენციალის გათვალისწინებით საჭიროა მიახლოებით მაინც დადგინდეს სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი და სტრუქტურა, უნდა დაისახოს სასურსათო უსაფრთხოების (უზრუნველყოფის) სტრატეგიული მიზანი.
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მომავალი სტრატეგიის განსაზღვრაში მიზანშეწონილია ქვეყნის ყველა დაინტერესებულმა სახელმწიფო, სამეცნიერო, არასამთავრობო და საერთაშორისო სტრუქტურებმა მიიღოს მონაწილეობა და ეროვნული ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით მომზადებული პროექტი განსახილველად წარედგინოს მთავრობას.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომელთაც გამოთქვეს საქმიანი წინადადებები 2021-2023 წლების სამოქმედო გემის წარმატებით განხორციელებისათვის.
2019 წლის 29 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეუნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომაზე (ოქმი # 14, 29.11.2019) აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის წარდგინებით დამტკიცებული იქნა აკადემიის დარგობრივი ეროვნული კოორდინატორების ახალი შემადგენლობა:
I. აგრონომიული სამეცნიერო განყოფილება
1.1. მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულება
1. აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი
2. დოქტორი ლევან უჯმაჯურიძე
3. აკადემიკოსი გურამ პაპუნიძე
1.2. მეხილეობის მიმართულება
1. აკადემიკოსი იუზა ვასაძე
2. აკადემიკოსი ვაჟა კვალიაშვილი
~
1.3. ჩაი და ციტრუსების მიმართულება
1. აკადემიკოსი ვალერიან ცანავა
2. აკადემიკოსი როლანდ კოპალიანი
1.4. მინდვრის კულტურების მიმართულება
1. პროფესორი ცოტნე სამადაშვილი
1.5. ბოსტნეული კულტურების მიმართულება
1. ს.მ. მეცნ. დოქტორი ვალერი სუხიშვილი
2. დოქტორი ნატო კაკაბაძე
1.6. მცენარეთა დაცვის მიმართულება
1. აკადემიკოსი გურამ ალექსიძე
2. ს. მ. მეცნ. დოქტორი შაქრო ყანჩაველი
1.7. მიწათმოქმედების მიმართულება
1. ს.მ. დოქტორი ნიკოლოზ კიკნაველიძე
2. ს.მ.მეცნ. დოქტორი გიორგი ბოლღაშვილი
1.8. სასოფლო-სამეურნეო ეკოლოგიის მიმართულება
1. აკადემიკოსი ზაურ ჩანქსელიანი
2. დოქტორი მაია მელაძე
1.9. აგროქიმია-ნიადაგმცოდნეობის მიმართულება
1. აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი
2. აკადემიკოსი რეზო ჯაბნიძე
1.10. მიწათსარგებლობის მიმართულება
1. ეკონ. მეცნ დოქტორი ანზორ მესხიშვილი
II. სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
მეტყევეობის მიმართულება
1. აკადემიკოსი რევაზ ჩაგელიშვილი
2. აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე
3. აკადემიკოსი გიორგი გაგოშიძე
III. მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
3.1. მეცხოველეობის მიმართულება
1. აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი
3.2. საკვებწარმოების მიმართულება
1. პროფესორი იოსებ სარჯველაძე
3.3. ვეტერინარიის მიმართულება
1. აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი
3.4. მეაბრეშუმეობის მიმართულება
1. წევრ-კორესპონდენტი გიორგი ნიკოლეიშვილი
2. აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე
3.5. მეფუტკრეობის მიმართულება
1. ს.მ. მეცნ. დოქტორი გოგია მაძღარაშვილი
2. ს.მ. დოქტორი მაია ფეიქრიშვილი
IV. აგროინჟინერიის განყოფილება
4.1. სოფლის მეურნეობის მექანიზაციის მიმართულება
1. აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე
4.2. სოფლის მეურნეობის ელექტროფიკაციისა და
ავტომატიზაციის მიმართულება
1. აკადემიკოსი არჩილ ვაშაკიძე
4.3. სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორაციის მიმართულება
1. პროფესორი ედუარდ კუხალაშვილი
V. სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიების
სამეცნიერო განყოფილება
5.1. სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულება
1. აკადემიკოსი ნუგზარ ბაღათურია
2. აკადემიკოსი თემურ რევიშვილი
2019 წლის 8 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საზეიმო სხდომა, რომელიც მიეძღვნა მეცნიერების მსოფლიო დღეს. სხდომის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდა საქართელოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია პრაზიდენტის, აკად. გურამ ალექსიძის ხელმძღვანელობით.
2001 წელს ,,იუნესკოს“ მიერ დაფუძნებული მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის, ყოველწლიურად მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება ნოემბრის თვეში. ეს დღე დაარსდა მეცნიერების მსოფლიო კონფერენციაზე, რომელიც ასევე ,,იუნესკოს“ ეგიდით ჩატარდა ბუდაპეშტში (უნგრეთი) 1999 წელს მეცნიერების საერთაშორისო კავშირის მიერ.
ყოველწლიურად ამ თარიღის აღნიშვნა ემსახურება იმ მიზანს, რომ გააცნოს საერთაშორისო საზოგადოებრიობას მეცნიერების როლის აუცილებლობა. ამავე დროს, მეცნიერების მსოფლიო დღე მიანიშნებს, თუ რა მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საერთოდ მეცნიერებას საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიები არ ჩამორჩებიან ამ საყოველთაო ზეიმს და ყოველწლიურად აღნიშნავენ ამ თარიღს. სხდომა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ და დამსწრე საზოგადოებას ეს დღე და აგრეთვე ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე მიულოცა. შემდეგ სიტყვა გადაეცა საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის პრეზიდენტს აკადემიკოს გურამ ალექსიძეს. მეცნიერები დალოცა პროტო პრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ და საპატრიარქოს სახელით ყველას მიესალმა. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომელმაც თავის გამოსვლაში აღნიშნა: ,,მეცნიერების გარეშე ვერცერთი ერი მომავალს ვერ შექმნის. მეცნიერებას შეუძლია, წარსული და მომავალი დააკავშიროს, თაობებს შორის თანამშრომლობა და საერთაშორისო საზოგადოებასთან კავშირი უზრუნველყოს. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია გელათისა და იყალთოს აკადემიების ტრადიციების მემკვიდრეა და ინახავს, თაობებს გადასცემს ცოდნას, რომლის შექმნას ასწლეულები სჭირდება. ეს ცოდნა უფრო აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული“
პარლამენტის თამჯდომარის გამოსვლის შემდეგ სიტყვა დაეთმო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს ნოდარ ჭითანავას, რომელმაც მოხსენება გააკეთა მიწის რესურსების რაციონალური გამოყენების შესახებ საქართველოში.
მეცნიერების მსოფლიო დღის მნიშვნელოვანი საკითხი გახლდათ გამოჩენილ მეცნიერებათა სახელობის აკადემიური პრემიის ლაურეატებისთვის დიპლომების გადაცემა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან საპატიო ჯილდო აგროქიმიის დარგში მიიღო აკადემიის აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა.
ამავე სხდომაზე სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ აკადემიის საპატიო სიგელით დააჯილდოვა-საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ოთარ ნათიშვილი, საქართველოს ოსფლის მეურნეობის მეცნიერებატა აკადემიის აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა და აკადემიის წევრ-კოესპონდენტი გიორგი ნიკოლეიშვილი.
... თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00; 294 13 20;
ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com