საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

განყოფილების სხდომები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების სხდომა

                       2021 წლის 23 ივლისს გათვალისწინებული იყო ეკონომიკის სამეცნიერო   განყოფილების სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1.აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის ინფორმაცია 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ.

2.საქართველოში სოფლის განვითარების ინოვაციური მიდგომის შესახებ.

                              მომხსენებელი: აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი (მოხსენება იხილეთ ბმულზე)

           3.მიმდინარე საკითხები.

 

          2021 წლის 19 ივლისიდან საქართველოს მთავრობის დადგენილებით ტრეინინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება

მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

ამასთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის გამო ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების სხდომაზე განსახილველი მოხსენების

ელ-ვერსიას ფართო აუდიტორიისათვის გასაცნობად წარმოგიდგენთ აკადემიის  ვებ-გვერდზე ბმულის სახით.

 

 

აგრონომიული სამეცნიერო-განყოფილების სხდომა

         საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2021 წლის სამუშაო გეგმის შესაბამისად 2021 წლის 22 ივლისს გათვალიწინებული იყო

აგრონომიის სამეცნიერო განოფილების სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

 

1.აკადემიის სტიპენდიატის, ქიმიის დოქტორის გიორგი ქვარცხავას ანგარიში 2021 წლის პირველ  ნახევარში

ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ;

2.    ნიადაგის დაცვის ეკოლოგიური ასპექტები.

მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი რევაზ ლოლიშვილი

3. მიმდინარე საკითხები.

            2021 წლის 19 ივლისიდან საქართველოს მთავრობის დადგენილებით ტრეინინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება

მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება შესაძლებელი. 

ამასთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის გამო სამეცნიერო განყოფილების სხდომაზე განსახილველი მოხსენებების ელ. ვერსიას ფართო აუდიტორიისათვის

გასაცნობად წარმოგიდგენთ აკადემიის  ვებ-გვერდზე ბმულების სახით.

 

 

1.დოქტ. გ. ქვარცხავას მოხსენება იხილეთ ბმულზე.

 

2.დოქტ. რ. ლოლიშვილის მოხსენება იხილეთ ბმულზე.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო   განყოფილებ

2021 წლის 20 ივლისს გათვალისწინებული იყო გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო   განყოფილების სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1. ეროზიული პროცესების განვითარების რისკები ქ. თბილისის შემოგარენის წყნეთი-კოჯორის მიდამოებში და მათი პრევენციის სატყეო-სამელიორაციო ღონისძიებები.

მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოადგილე, აკადემიკოსი გიორგი გაგოშიძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ლაშა დოლიძე (მოხსენება იხილეთ ბმულზე).

2. მიმდინარე საკითხები.

2021 წლის 19 ივლისიდან საქართველოს მთავრობის დადგენილებით ტრეინინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

ამასთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის გამო გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სხდომაზე განსახილველი მოხსენების ელ-ვერსიას ფართო აუდიტორიისათვის გასაცნობად წარმოგიდგენთ აკადემიის  ვებ-გვერდზე ბმულის სახით.

აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი - 80

 

qese5555l DSC 4616       ჭეშმარიტ მეცნიერთა ძალისხმევა ახლა განსაკუთრებით სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ასეთ მეცნიერთა შორის გამორჩეული ადგილი უკავია ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ომარ ქეშელაშვილს, რომელსაც 2021 წლის 9 ივლისს დაბადებიდან 80 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 55 წელი შეუსრულდა.

საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკისა და ორგანიზაციის ფაკულტეტი დამთავრების შემდეგ იგი მუშაობდა სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც გაიარა გზა მეცნიერ თანამშრომელიდან დირექტორობამდე, მუშაობდა საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის ეკონომიკისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად, აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტის, ჯერ დირექტორად, ხოლო შემდეგ, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ, ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმღვანელად.

ამჟამად არის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი და ამავე აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, ფერმერთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, გამომცემლობა `აგროს~ ხელმძღვანელი და აკადემიის ჟურნალის “მოამბე” მთავარი რედაქტორი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი არის ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, საქართველოს ეკონომიკის, ბიზნესისა და ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი. აკად. ო.ქეშელაშვილი უაღრესად ნაყოფიერი და პროდუქტიული მეცნიერია. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი, მ.შ. 53 მონოგრაფია, 9 სახელმძღვანელო, 136 ბროშურა, 27 მინიატურული პოპულარული წიგნი, 5 დარგობრივ-თემატური ატლასი, 33 გამოცემულია საზღვარგარეთ. გარდა ამისა გამოქვეყნებული აქვს 275 საგაზეთო სამეცნიერო-პუბლიცისტური ნაშრომი.

აგრარული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, 2013 წელს მიენიჭა აგრარულ სფეროში წლის საუკეთესო მეცნიერის საპატიო წოდება-ეკონომიკის დარგში.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი და მთელი შემადგენლობა ულოცავს ბატონ ომარს საიუბილეო თარიღებს და უსურვებს დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ახალ წარმატებებს.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა

 

2021 წლის 02 ივლისს ჩატარდა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა (ოქმი 4). სხდომას ესწრებოდნენ: აკად. ჯ.გუგუშვილი, აკად. ჯ.კაციტაძე, აკად. რ. ასათიანი , ჟ. „ახალი აგრარული საქართველოს“ რედაქორი შ. მაჭარაშვილი, პროფ. მ.კერესელიძე, სოფ.მეურ.მეცნ.დოქტ. გ.გოგოლი, სოფ.მეურ.დოქტ. ე.კალანდია, ჯ.სადაღაშვილი, ვეტ.დოქტ. ნ.ომარაშვილი, ვეტ.დოქტ. თ.მარხვაშვილი, ვეტ.დოქტ. ლ.თათრიშვილი, ბ.სინიუკი, მ.კოტეტიშვილი.

სხდომაზე მოისმინეს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გიული გოგოლის მოხსენება „საქართველოს მეცხოველეობა, გუშინ, დღეს, ხვალ” .

(პროფ. გ. გოგოლის მოხსენება იხილეთ ბმულზე).

მომხსენებელს შეკითხვები დაუსვეს: აკად. რ. ასათიანმა, აკად. ჯ. გუგუშვილმა, ვეტ.დოქტორმა თ.მარხვაშვილმა, სოფ.მეურ.დოქტ ე.კალანდიამ.

აზრი გამოთქვეს: აკად. ჯ. გუგუშვილმა,პროფ. მ.კერესელიძემ, სოფ.მეურ.დოქტ. ე.კალანდიამ, ვეტ.დოქტ. თ.მარხვაშვილმა.

სამეცნიერო საბჭოს სხდომამ დაადგინა:

1. პროფ. გ.გოგოლის ინფორმაცია, თემაზე: „საქართველოს მეცხოველეობა, გუშინ, დღეს, ხვალ“-ის შესახებ მიღებული იქნას ცნობად;

2. ქვეყნის ეკონომიკური და ეკოლოგიური მდგომარეობიდა გამომდინარე მეცხოველეობის განვითარება უნდა მოხდეს ორი მიმართულებით: ა) იქ, სადაც ამის საშუალებას იძლევა ცხოველთა პროდუქტიულობის გენეტიკური პოტენციალი და არის ძირითადი საკვები საშუალებების ადგილზე წარმოების გარანტირებული შესაძლებლობა, ხელი უნდა შეეწყოს რძისა და  ხორცის წარმოების ინდუსტრიულ ტექნოლოგიაზე გადასვლას; ბ) წვრილ და საშუალო ფერმერულ მეურნეობებში   ადგილობრივი ჯიშებისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენებით, ნახევრად ინტენსიური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობით.

                

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა

            1 111111112021 წლის 25 ივნისს გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობდა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გივი ჯაფარიძე;

            პრეზიდიუმის სხდომის მონაწილეებმა მოისმინეს აკადემიის სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანიაკადემიკოს ზურაბ ცქიტიშვილის მოხსენება: „რისკის შეფასებისათვის სისტემური მიდგომის შესახებ“.

            მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2019 წლის დეკემბერში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით (აკადემიკოს-მდივანი ზ. ცქითიშვილი) და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტების და დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციების საფუძველზე ქვეყანაში შემუშავდა რისკების შეფასების „საწყისი წერტილის“ თანამედროვე და სისტემური მიდგომის უზრუნვემყოფი პროცედურები, რომელიც მოწონებულ იქნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ (2019 წლის 11 დეკემბრის ოქმი # 16). აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს „რისკების შეფასების ინიცირების პროცედურების“ დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებულმა პროექტებმა საფყძველის ჩაუყარეს რისკის შეფასების პროცესების სისტემურ იმპლანტაციას.

            აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს აკად. ჯ. გუგუშვილმა, ნ. ჩხარტიშვილმა, გ. ჯაფარიძემ, რომლებმაც მოიწონეს აკადემიის და პირადად აკად. ზ. ცქიტიშვილის მიერ ჩატარებული მუშაობა ამ მიმართულებით.  zura1111111111

პრეზიდიუმის სხდომაზე მოსმენილი იქნა საკითხი „.ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის მიერ 2020 წელს შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შესახებ.

მომხსენებლები: ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი როლანდ კოპალიანი; აგრარული ფაკულტეტის დეკანი პროფ. ქეთევან კინწურაშვილი

(ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის ანგარიში იხილეთ ბმულზე).

მოხსენების ირგვლივ დაისვა შეკითხვები (აკადემიკოსები ჯ. გუგუშვილი, ე. შაფაქიძე, გ. მარგველაშვილი, რ. მახარობლიძე), რომლებიც ძირითადად ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტზე მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეხებოდა.

საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს აკადემიკოსებმა გ. მარგველაშვილმა, ზ. ცქიტიშვილმა, რ. მახარობლიძემ, ე, შაფაქიძემ, ჯ. გუგუშვილმა და გ. ჯაფარიძემ. აღინიშნა, რომ თანახმად   საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდებისა, აკადემია არის ქვეყა­ნაში აგრარულ მეცნიერებათა პრიორიტეტული მი­მარ­თულებების განმსაზღვრელი, სამეცნიერო-კვლე­ვითი სამუშაოების კოორდინატორი, მთავრობის მეც­ნიერული მრჩეველი აგრარულ საკითხებში, ამდენად მის მიერ უმაღლესი აგრარული მიმართულების ფაკულტეტების სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის განხილვა და შეფასება აკადემიის ფუნქციებში შედის. აღინიშნა, რომ წარმოდგენილი ანგარიში მაღალ შეფასებას იმსახურებს და მიზანშეწონილია აკადემიის ამ საქმიანობის გაგრძელება საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებლების მიმართაც, სადაც აგრარული პროფილის ფაკულტეტები ან დეპარტამენტები ფუნქციონირებენ.

აკადემიის პრეზიდიუმმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შესახებ. მომხსენებელი: აკადემიის აჭარის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ზაურ ფუტკარაძე.

futkaraze1111აკად. ზ. ფუტკარაძის ინფორმაციის ირგვლივ შეკითხები დასვეს, ხოლო შემდეგ შეაფასეს აკადემიის აჭარის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა  აკადემიკოსებმა გ. მარგველაშვილმა, ჯ. გუგუშვილმა, რ. მახარობლიძემ, ნ. ჩხარტიშვილმა, ე. შაფაქიძემ, ზ. ცქიტიშვილმა და გ. ჯაფარიძემ. აღინიშნა, რომ აჭარის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თემატიკა სრულიად შეესაბამება აჭარის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტექნიკურ საშუალებებს, მეცხოველეობის განვითარების მიმართულებით ჩატარებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს. მისასალმებელია, რომ   ცენტრის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ქტიურად ჩართულია აკადემიის ნამდვილი წევრებიც, რაც ცენტრის საქმიანობას უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს.rolandi 1111111111111

პრეზიდიუმის სხდომაზე აკად. გ. ჯაფარიძემ წამოაყენა წინადადება საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის განვითარება-მოდერნიზაციის მიზნით პროგრამების შემუშავების კომისიის ჩამოყალიბების შესახებ, სადაც გარდა აკადემიის ნამდვილი წევრებისა, გაერთიანდებიან დარგის თვალსაჩინო წარმომადგენლებიც. კომისიის შემადგენლობის შესახებ წინადადებები დაევალა სსმმ აკადემიის აკადემიკოს რევაზ ასათიანს - შპს საქართველოს მელიორაციის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს.qetevan 111111111111111

                           

 

მრგვალი მაგიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში 2021 წლის 21 ივნისს, 14 საათზე გაიმართა მრგვალი მაგიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერებისა და საქართველოს ენოლოგთა კავშირის წევრების მონაწილეობით.

           eddden20210621 150722მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები: გივი ჯაფარიძე (აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი), ნ. ჭითანავა, ე. შაფაქიძე, ნ. ჩხარტიშვილი, ი. ვასაძე, ა. დიდებულიძე, გ.პაპუნიძე, დოქტორები ა. გიორგაძე, მ. ბარვენაშვილი, რ. ლოლიშვილი, წამყვანი სპეციალისტები დ. თარხნიშვილი, ლ. ჩაიკა მ. მოსაშვილი; საქართველოს ენოლოგთა კავშირის წევრები - მურმან ქურიძე (კავშირის თავმჯდომარე), ჟორა გაბრიჩიძე, რუსლან გვარამაძე, თეიმურაზ გონჯილაშვილი, გიორგი დაქიშვილი, საქართველოს ირითად ღვინის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან დავით ჩიჩუა, ელენე სალია, მაია მირველაშვილი, თეკლა ზაკალაშვილი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი ივერი ახალბედაშვილი, ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი შოთა მაჭარაშვილი.

მრგვალი მაგიდა გახსნა და მის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, რომელმაც აღნიშნა მრგვალი მაგიდის ფორმატში   ქართველი მეღვინეებისა და მეცნიერების შეხვედრის, აგრეთვე დარგის სპეციალისტების მიერ გამოთქმული ყველა წინადადების მნიშვნელობა, რომელიც საქართველოში მეღვინეობის დარგის განვითარებისკენ იქნება მიმართული. აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდა კონსტრუქციული საუბრისკენ და გარკვეული წინადადებების შემოთავაზებისკენ, რომელიც ქართული მეღვინეობის პრობლემების გადაჭრისა და დარგის პერსპექტივებზე იქნება მიმართული.

საქართველოს ენოლოგთა კავშირის თავმჯდომარის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის მურმან ქურიძის მიერ მრგვალ მაგიდაზე გაკეთდა მოხსენება: „ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებისსრულყოფა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება“, რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

მოხსენების ირგვლივ დაისვა რამდენიმე შეკითხვა,რომლებიც ძირითადად ქართული ღვინის წარმოების ტექნოლოგიებს, ექსპორტს, მცირე და საშუალო კომპანიების მუშაობის გაუმჯობესებას, ქართველი მეცნიერების როლს ქართული ღვინის მსოფლიო ასპარეზზე წარმოჩენას და ა.შ. შეეხებოდა.

მრგვალ მაგიდაზე გაკეთდა მოხსენებები: „ადგილობრივი წარმოების პროდუქციის რეალიზაციის შესახებ“ -მომხსენებელი გიორგი დაქიშვილი(საქართველოს ენოლოგთა კავშირის წევრი, მეღვინე); „ენდემური საფუარის შესახებ“ - მომხსენებელი ელენე სალია (სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი);„ბიო ღვინის წარმოების შესახებ“ - მომხსენებელი მაია მირველაშვილი (სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი);

გაკეთებულ მოხსენებებზე და წამოჭრილ შეკითხვებზე აზრი გამოთქვეს: ჟ. გაბრიჩიძემ, გ. დაქიშვილმა და თ. გონჯილაშვილმა საქართველოს (ენოლოგთა კავშირი), ზ. ვაჭარაძემ (საქართველოს ღვინის სააგენტო), აკადემიკოსებმა ი. ვასაძემ, ნ. ჩხარტიშვილმა, ა. დიდებულიძემ, გ. პაპუნიძემ, სსიპ სამეცნიერო კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა დ. ჩიჩუამ და თ. ზაკალაშვილმა, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსმა ივერი ახალბედაშვილმა, ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ რედაქტორმა შ. მაჭარაშვილმა.

მრგვალ მაგიდაზე წარდგენილი მოხსენებების, გამოსვლებისა და წინადადებების გათვალისწინებით მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა მიიღეს შესაბამისი დადგენილებები, რომლებიც გადაეგზავნებათ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვა ადრესატებს.

სხდომაზე მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ ეთხოვოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობასსაქართველოს მეღვინეობის შესახებ წარმოდგენილ მოხსენებებზე (აკადემიის საერთო კრებაზე, აკადემიის პრეზიდიუმის ან სამეცნიერო განყოფილებების სხდომებზე) დაესწრონ აგრეთვე საქართველოს ენოლოგთა კავშირის წევრებიც.

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

11112021 წლის 16 ივნისს ჩატარდა აკადემიის აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „მეცხვარეობის განვითრების პერსპექტივები საქართველოში“ გამოვიდა ცნობილი ფერმერი და ამავე დროს მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ბექა გონაშვილი. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მეცხვარეობის დარგის განვითარებაზე უარყოფითი ზეგავლენა იქონია წინა საუკუნის 90-იანი წლების მოვლენებმა, როდესაც დაირღვა კავშირი პრაქტიკოს ფერმერებსა და დარგის სპეციალისტებს შორის და ფერმერებს მიაჩნდათ, რომ მათ იცოდნენ ყველაფერი, არ ჭირდებოდათ სპეციალისტები - სელექციონერები, ვეტერინარები, ტექნოლოგები და სხვ., მეტიც, დარწმუნებულები იყვნენ, რომ ყველაფერს კარგად უძღვებოდნენ, თუმცა გავიდა წლები და შეიძლება განვაცხადოთ, რომ ამ ხიდჩატეხილობამ ბევრი ღრმული გააჩნია, რომლის ამოვსებასაც წლები სჭირდება და ალბათ თაობათა ცვლაც. დღეს მეცხვარეობაში ჩართულნი მეტწილად თავისი შრომის ანაზღაურებას იღებენ და ეს ნაკლებად არის ბიზნესი ამ სიტყვის სტანდარტული გაგებით. სპეციალისტების მომზადება არ ხდება, რადგან არ არის მოთხოვნა მათზე და ფერმერებში არც არის იმ დონის განათლება, რომ მათ დროზე იგრძნონ პრობლემის არსი. საჭიროა მეცხვარეობა იქცეს უფრო მეტად ბიზნესზე ორიენტირებული, ამის მისაღწევად კი სასიცოცხლოდ აუცილებელია ახალი ტექნოლოგიების მოძიება და მისადაგება ქართულ რეალობასთან. ასევე საჭიროა სხვა უფრო მეტად ეფექტიანი ჯიშების ინტროდუქცია, შეუძლებელია წინასწარი გაანალიზების გარეშე მხარი დავუჭიროთ რაიმე ჯიშის გავრცელებას ქვეყანაში.

დადებით ტენდენციად უნდა ჩაითვალოს ცოცხალი ცხვრის და ცხვრის ხორცის ექსპორტის ზრდა, მაგრამ ჩვენი მეცხვარეობის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია დივერსიფიცირებული საგარეო ბაზრების არსებობა, სადაც დაუბრკოლებლად მოხდება პროდუქციის რეალიზება, რადგან ადგილობრივი ბაზარი ძალიან პატარაა. განსაკუთრებული სიტუაცია შექმნა ამ კუთხით კორონავირუსის პანდემიამ, ვინაიდან წინა წლებში არაბული ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრების ხარჯზე მატულობდა შიდა მოხმარებაც. სამწუხაროდ კვლავ ამოუხსნელ ამოცანად რჩება ჩვენი ცხვრის მატყლის რეალიზაციის საკითხი, რაზეც მოთხოვნა ზოგადად არ არის, რასაც მრავალი განმაპირობებელი ფაქტორი აქვს, მსოფლიოში ძირითადი მოთხოვნა კი მერინოსის ჯიშის ცხვრის მატყლზეა.

ცხვრის ყველის გასაღება ძირითადად ადგილობრი ბაზარზე ხდება და ბევრია სამუშაო, პირველ რიგში ელემენტარული ჰიგიენური ნორმის დასანერგად და ასევე ამ პროდუქტის ექსპორტის და პოპულარიზაციის კუთხით.

სხდომაზე გამოსულებმა აკადემიკოსებმა - ნოდარ ჭითანავამ, თენგიზ ყურაშვილმა, ელგუჯა გუგუშვილმა, ალექსანდრე დიდებულიძემ, ექსპერტმა გოჩა ცოფურაშვილმა, პროფესორმა ომარ თედორაძემ, პროფესორმა გიული გოგოლმა, დოქტორმა ლაშა ავალიანმა,  ხაზი გაუსვეს წარმოდგენილი მასალის აქტუალურობას და მხარი დაუჭირეს მომხსენებლის მიდგომასა და წინადადებებს საქართველოს მეცხვარეობის განვითარების მიმართულებით.

სემინარი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში თემაზე: „დეგრადირებული მიწების გარდაქმნა ჯანსაღ სავარგულებად“.

 

საქართველოს  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში 2021 წლის 17 ივნისს, აგრონომიის სამეცნიერო განყოფილებამ ჩაატარა სემინარი, რომელიც მიეძღვნა გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის მსოფლიო დღეს. სემინარი ჩატარდა დევიზით: „დეგრადირებული მიწების გარდაქმნა ჯანსაღ სავარგულებად“.

            სემინარს ესწრებოდნენ: აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს- მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, აკადემიკოსები: ნუგზარ ბაღათურია, იუზა ვასაძე, ზაურ ჩანქსელიანი, ნოდარ ჩხარტიშვილი, სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები, სოფლის მეურნეობის დოქტორები მარინე ბარვენაშვილი და რევაზ ლოლიშვილი.

            სემინარი გახსნა აკადემიკოს-მდივანმა გოგოლა მარგველაშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო გაეროს ასამბლეის გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვით საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მასში შემავალმა ქვეყნებმა უნდა დაიცვან გარემო ამ ნეგატიური მოვლენისაგან და დააფინანსონ საჭირო პრევენციული პროგრამები.

            ამის შემდგომ სემინარზე მოხსენებით გამოვიდნენ: აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი - „გვალვასთან და გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე - 17 ივნისი“ და სოფლის მეურნეობის დოქტორი რევაზ ლოლიშვილი 1. „დეგრადირებული მიწების გარდაქმნა ჯანსაღ სავარგულებად“ და 2. “კლიმატის ცვლილების გავლენა აღმოსავლეთ საქართველოს დამლაშებული ნიადაგების ფართობის ზრდაზე, ფიზიკურ-ქიმიური თვისებების და ბიოლოგიური აქტივობის გაუარესებაზე“.

            აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ დედამიწის ხმელეთის ტერიტორიის მეოთხედი უდაბნოდ გადაქცევის საფრთხის ქვეშ დგას. არსებობს წარმოდგენა - თითქოს უდაბნო ეს სრულიად უდაბური ადგილია, მაგრამ სინამდვილეში ის არის მკაცრ პირობებთან ადაპტირებული უამრავი ცხოველისა და მცნარის საარსებო გარემო. დედამიწის მოსახლეობის 1/6 ნაწილი უდაბნოს პირობებში ცხოვრობს. ადამიანებმა ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იციან უდაბნოს შესახებ და აუცილებელია გაიმიჯნოს უდაბნო გაუდაბნოებისაგან. არავინ არ იცის რამდენი ცივილიზაციაა დამარხული ქვიშის ქვეშ, ან რამდენი საიდუმლოა კიდევ აღმოუჩენელი. ადამიანების ნაწილს მიაჩნია, რომ უდაბნო არაფრითაა საინტერესო და გამორჩეული, თუმცა თავისი უნიკალური თვისებების გამო მრავალ მოგზაურსა თუ თავგადასავლის მოყვარულს იზიდავ.

            მომხსენებელმა - დოქტორმა რევაზ ლოლიშვილმა თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, თუ როგორ პირობებში მიმდინარეობს გაუდაბნოება. მან აღნიშნა, რომ გაუდაბნოება არის მიწის დეგრადაცია სუბჰუმიდურ და არიდულ ადგილებში გამოწვეული სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებით, მათ შორის კლიმატის ცვლილებით და ადამიანის საქმიანობით. აღნიშნული პროცესის შედეგია ნიადაგი, რომელზეც ფაქტიურად არაფერი არ იზრდება. ამ პრობლემის წინაშე იმიტომ აღმოვჩნდით, რომ ზედმეტად გულგრილი ვიყავით მიწის მიმართ. ჩვენ ვაწარმოებდით მიწის გადაჭარბებულ ექსპლუატაციას. არარაციონალურად ვიყენებდით და უპასუხისმგებლოდ ვცდილობდით მისგან უკანასკნელი რესურსის ამოღებას. გაუტყურებამ (ტყისგაჩეხვა), ცხოველების გადამატებულმა ძოვებამ, არასწორმა რწყვამ - დააქვეითა და კვლავ მიმდინარეობს ნიადაგის ნაყოფიერების დაცემა. ამ მხრივცეცხლზე ნავთს ასხამსკლიმატის ცვლილებაც. გაუდაბნოებას დაქვემდებარებული ეკოსისტემები ძალზე მგრძნობიარეა. მათ უზარმაზარი ტერიტორიები უკავიათ, მათ შორის მშრალ მიწებს - ხმელეთის ერთი მესამედი.

            გამოსავალს არსებული სიტუაციიდან წარმოადგენს კლიმატის ცვლილების შერბილება სათბურის გაზების ემისიის შემცირებით. ეს შესაძლებელია ფოტოზინთეზის გაძლიერებით. კერძოდ, ცარიელი ფართობების მცენარეებით ათვისებით, ტყის ფართობების გაზრდით, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებით და ჯანსაღი ეკოსისტემების აღდგენით.

            წარმოდგენილ საკითხების აქტუალობასა და სემინარის თემის მნიშვნელობაზე თავის აზრი გამოთქვეს აკადემიკოსებმა ნოდარ ჩხარტიშვილმა, იუზა ვასაძემ და ნუგზარ ბაღათურიამ. გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ დეგრადირებული მიწების აღდგენა უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის შემოსავლების გაზრდას, სურსატის უსაფრთხოებასა და უვნებლობას. ეს კი თავის მხრივ ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების აღდგენას.

 

17 ივნისი გაუდაბნოებისა და გვალვის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე

222222QUDI2021 წელს, გაუდაბნოებისა და გვალვის წინააღმდეგ ბრძოლის დღე, რომელიც 17 ივნისს აღინიშნება, ეთმობა თემას - დეგრადირებული მიწების   გარდაქმნა ჯანსაღ სავარგულებად. დეგრადირებული მიწების აღდგენა უზრუნველყოფს ეკონომიკის მდგრადობას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის შემოსავლების გაზრდას, სურსათის უსაფრთხოებასა და უვნებლობას. ეს თავის მხრივ ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების აღდგენას. ატმოსფერული ნახშირბადის შებოჭვის სამუშაოების გატარება ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების პროცესის შენელებას, კლიმატის ცვლილების შერბილებას და COVID-19 პანდემიის დასასრული შესაძლოა „მწვანე“ აღდგენის დასაწყისი გახდეს.

            ტყეების, ჭარბტენიანი სავარგულების და სხვა ეკოსისტემების აღდგენა შეარბილებს კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებს და აღადგენს ბუნების დაცვის საშუალებებს სტიქიური უბედურებების და ამინდის ექსტრემალური მოვლენების მიმართ, როგორიცაა: გვალვა, წყალდიდობა, ქვიშის და მტვრის ქარიშხლები. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 350 მილიონი ჰექტარი დეგრადირებული ეკოსისტემის აღდგენა 2030 წლისთვის უზრუნველყოფს ატმოსფეროდან 26 გიგატონამდე სათბურის გაზების მოშორებას. გაეროს ეკოსისტემის აღდგენის დეკადა, რომელიც წელს იწყება, შესაძლებლობას იძლევა მთელს მსოფლიოში გაძლიერდეს ძალისხმევა ეკოსისტემების დაკარგვისა და დეგრადაციის თავიდან ასაცილებლად.

(გაუდაბნოებისა და გვალვის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ სოფლის მეურნეობის დოქტორის რევაზ ლოლიშვილის სტატიას დეგრადირებული მიწების გარდაქმნა ჯანსაღ სავარგულებად“ - იხილეთ ბმულზე)

აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მომზადებულია აკადემიკოს გოგოლა მარგველაშვილის მოხსენება: „გაუდაბნოებისა და გვალვის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე“.  (მოხსენება იხილეთ ბმულზე).

პროექტი

 „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებსაქართველოს კანონის 161 მუხლში ცვლილების შეტანის თაობაზე (ივნისი, 2021).

(პროექტისაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებსაქართველოს კანონის 161 მუხლში ცვლილების შეტანის თაობაზე იხილეთ ბმულზე...)

სამეცნიერო საბჭოს სხდომა

       2021 წლის 02 ივნისს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა (სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე აკად. ნ. ქარქაშაძე, თავმჯდომარის მოადგილე აკად. ჯ. გუგუშვილი). საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ: აკად. ჯ.გუგუშვილი, აკად. თ.ყურაშვილი, აკად. ა.დიდებულიძე, აკად. გ.გაგოშიძე, პროფ. მ.კერესელიძე, ლ.ბალიაშვილი, სოფ.მეურ.მეცნ.დოქტ. გ.გოგოლი, ვეტ.დოქტ. ნ.ზაზაშვილი, ვეტ.მეცნ.დოქტ. მ.ნათიძე, ვეტ.მეცნ.დოქტ. ჯ.ნაჭყებია, დოქტ. ჯ.სადაღაშვილი, ვეტ.დოქტ. ნ.ომარაშვილი, ვეტ.დოქტ. ვ.ქვაჭრელიშვილი, სოფ.მეურ.დოქტ. ჯ.ქიტიაშვილი, აგრ.ტექნ დოქტ. ნ.დეკანოიძე, აგრ.მეცნ.დოქტ. ლ.ავალიანი, სოფ.მეურნ დოქტ. გ.ბოჭორიშვილი, ვეტ.დოქტ. ლ.თათრიშვილი, ვეტ.დოქტ. ა.ყურაშვილი.

მოწვეული სტუმრები: ნიკოლოზ ბურდული - თბილისის მერიიდან; ნოდარ ფოფხაძე, ზურაბ კაკულია,

მარინე მარდაშოვა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან.

       სამეცნიერო საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობდა აკად. ჯემალ გუგუშვილი.

     დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე „ქ. თბილისის შემოგარენში, უძოს მთის მიდამოებში მეწყერული პროცესების განვითარების დინამიკისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ“ საბჭოს წინაშე მოხსენებით წარსდგა აკად. გიორგი გაგოშიძე.

დღის წესრიგის მეორე საკითხზე საბჭოს წინაშე პრეზენტაციით წარსდგა აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი, პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ გენერალური დირექტორი ლაშა ავალიანი. (მოხსენება იხ. ბმულზე)

 ggggggggggggggggggggggggggggg20210602 123027

მოხსენებების ირგვლივ თავისი აზრი დააფიქსირეს ლ. ბალიაშვილმა, ვეტ.დოქტ. ა.ყურაშვილმა, სოფ.მეურ.მეცნ.დოქტ. გ. გოგოლმა, სოფ.მეურ.დოქტ. ჯ.ქიტიაშვილმა, აკად. ა. დიდებულიძემ, აკად. ჯ. გუგუშვილმა.

სამეცნიერო საბჭოს სხდომამ დღის წესრიგის პირველ საკითხზე მიიღო შემდეგი დადგენილება: 1. მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მოხდეს უძოს მთის დამეწყრილი ტერიტორიის გეოლოგიური მედეგობის შესწავლა; 2. უნდა ჩატარდეს ტყის არსებული მასივების ინვენტარიზა ნიადაგის დაძრულ მასებთან ერთად მოთხრილ-მოგლეჯილი, დამსხვრეული მერქნიანი მცენარეების რაოდენობის, მოცულობისა და მათი ცენოტური მდგრადობის შესწავლის მიზნით - მომავალში მსგავსი პროცესების განვითარების შემთხვევაში, შესაბამისი დროული და ეფექტური საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად; 3. მიმდინარე სამუშაოების კოორდინაციის მიზნით, ქ. თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსდახურთან სასურველია შეიქმნას კომისია, რომელიც დაკომპლექტდება ცალკეული მიმართულების პროფესიონალებით, მათ შორის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან.

(სამეცნიერო საბჭოს სხდომის დღის წესრიგის პირველ საკითხზე აკად. გ. გაგოშიძის მოხსენება იხილეთ ბმულზე).

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com