საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ღონისძიება/სხდომა

ფუტკრების საერთაშორისო დღე

280957147 368769038619514 2607041076977167676 nმიმდინარე წლის 20 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა ფუტკრების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სემინარი თემაზე: „თანამედროვე მეფუტკრეობის ტენდენციები საქართველოში“  

          სემინარს ესწრებოდნენ მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების წევრები: განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები: სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი და აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: ლარისა ჩაიკა და ქეთევან ჭიპაშვილი, ასევე მოწვეული სტუმრები: მეფუტკრეთა კავშირის პრეზიდენტი რამაზ თავართქილაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გოგი მაძღარაშვილი, აკადემიის ეროვნული კოორდინატორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მაია ფეიქრიშვილი, სოფლის მეურნეობის დოქტორები: თენგიზ ფირცხალაიშვილი და ჯემალ სადაღიშვილი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მაია კერესელიძე, ვეტერინარი ექიმები: ნინო ყიფიანი, ირაკლი თათრიშვილი და ალექსანდრე ყურაშვილი, დ. აღმაშენებლის უნივერსიტეტის პროფესორი ალექსი ნონიაძე, პრაქტიკოსი-მეფუტკრე გიორგი იონათამიშვილი. 282103762 577827150438058 8917141163084519341 n

სემინარი გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა. მისალმების შემდეგ აკადემიკოსმა ჯ. გუგუშვილმა ისაუბრა ფუტკრის მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებაში, მის მიერ მოცემული პროდუქტების სიკეთეზე და ზოგადად მასზე, როგორც სასარგებლო მწერზე, რომლის როლიც მცენარეთა მოსავლიანობის გაზრდაში შეუფასებელია. შემდგომ სიტყვა გადაეცა მეფუტკრეთა კავშირის პრეზიდენტს, ბატონ რამაზ თავართქილაძეს, რომელმაც მსმენელებს მიულოცა ფუტკრების საერთაშორისო დღე, გააცნო ქართული მეფუტკრეობის ამჟამინდელი მდგომარეობა და სამომავლო გეგმები. აღინიშნა, რომ დღეს აპიმონდიის (მეფუტკრეთა ასოციაციების მსოფლიო ფედერაცია) მსოფლიო წევრ ქვეყნებს შორის საქართველოც მოიხსენიება, რაც დარგისათვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

სემინარზე მოხსენებებით წარსდგნენ: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გოგი მაძღარაშვილი, რომელმაც მოხსენება გააკეთა თემაზე: „ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნისა და მეფუტკრეობის პრაქტიკაში მათი გამოყენების მდგომარეობა“; ვეტერინარი ექიმის ნინო ყიფიანის მოხსენება ეხებოდა თემას: „თანამედროვე მიდგომები მეფუტკრეობაში - მკურნალობა და დეზინფექცია“; მეფუტკრე-პრაქტიკოსმა გიორგი იონათამიშვილმა მსმენელებს მოუთხრო საკუთარი საფუტკრის („იონას საფუტკრე“) და საქმიანობის შესახებ. თითოეული მოხსენება ეხებოდა თანამედროვე მიდგომებს მეფუტკრეობაში, პრობლემების გადაჭრის ახლებურ ხედვებს. ყოველივე აღნიშნულმა მსმენელების განსაკუთრებული ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. სამივე თემის ირგვლივ დაისვა უამრავი შეკითხვა და გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო სემინარის ყოველმა მონაწილემ.

სემინარის მუშაობა შეაჯამა მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა   განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებლებსა და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და სემინარის მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის. აღნიშნა, რომ განყოფილების ორგანიზებით ფუტკრების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სემინარი სხვა დროსაც ჩატარებულა, თუმცა წლევანდელი სემინარი განსაკუთრებული იყო, რადგან სემინარის მონაწილეებს საშუალება მიეცათ ერთდროულად მოესმინათ, როგორც მეფუტკრე - მეცნიერებისათვის, ასევე პრაქტიკოს-მეფუტკრისათვის, რაც საუკეთესოდ წარმოაჩენს ამ ორი სეგმენტის თანამშრომლობის მნიშვნელობას დარგის შემდგომი განვითარებისათვის.

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილებ

2022 წლის 20 მაისს ჩატარდა სამეცნიერო განყოფილების სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

                                                                                    

1. მეფუტკრეობაში თანამედროვე ტენდენციების, როგორც ქართული მთის სოფლის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორის შესახებ;

 მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი მაია ფეიქრიშვილი

(დოქტ. მ. ფეიქრიშვილის მოხსენება იხილეთ ბმულზე).

2. მიმდინარე საკითხები.

სტატია

დავუბრუნოთ სოფელს სამართალსუბიექტის სტატუსი

  

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აგრძელებს საინტერესო სტატიების ციკლს და გთავაზობთ აკად. პაატა კოღუაშვილის და ექსპერტის დავით ზარდიაშვილის სტატიას, რომელშიც  დღევანდელი სოფლის მდგომარეობას და მის სამომავლო პერსპექტივებს შეეხება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სასოფლო თემმა, აუცილებლად უნდა დაიბრუნოს უპირობო და წარუვალი ისევ სათემო  სარგებლობის  მიწასაძოვარი, სათიბი, წყლის ფონდის მიწა, ტყის ფონდის მიწა (და არამარტო!) იურიდიულად უნდა აუბრუნდეს თემს მუდმივ და უსასყიდლო მფლობელობასა და სარგებლობაში; ეს მიწა არა სახელ­მწიფო, არამედ მუნიციპალური საკუთრებისა უნდა იყოს და თემის, რომელიც მისი ერთადერთი ლეგიტიმური მფლობელი და მოსარგებლეა, დაუკითხავად შეუძლებე­ლი უნდა გახდეს ამ მიწის, .. სოფლის სამკვიდროს, სამართლიანი და ეფექტიანი მართვამისი განკარგვა, რაციონალური გამოყენება, სასოფლო-სამურნეო წარმოების თუ მიწის, როგორც ძირითადი საწარმოო საშუალების გამოყენებით სოფლის ტერი­ტორიაზე სხვა ეკონომიკური საქმიანობის სწორედ ორგანიზება, საბოლოო ანგარი­შითსასოფლო სამკვიდროს დაცვა და სოფლის გადარჩენის შემდეგ მის განვითარე­ბაზე ზრუნვა.

(აკადემიკოს პ. კოღუაშვილის და მუნიციპალური სამართლის ესქპერტის

დ. ზარდიაშვილის სტატია იხილეთ ბმულზე).

აკადემიის ეროვნული კოორდინატორის სტატია მიწის შესახებ

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დარგობრივი ეროვნული კოორდინატორები აქტიურად

არიან ჩართული აკადემიის საქმიანობაში და მნიშვნელოვან წინადადებებში, რეკომენდაციებში, სტატიებსა და

სხვა სამეცნიერო-პრაქტიკულ ღონისძიებებში გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს.

გთავაზობთ აკადემიის მიწათსარგებლობის მიმართულების ეროვნული კოორდინატორის, ეკონომიურ

მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, სერთიფიცირებული ექსპერტი უძრავი ქონების-მიწის საკითხებში,

ანზორ მესხიშვილის სტატიას „ღია წერილი მათ ვინც მიწების გაყიდვის მომხრეებია“.

            დღეს, როდესაც დედამიწაზე მოსახლეობის ზრდის შედეგად საკვების შემცირების პრობლემა სულ უფრო მწვავდება

             და სასურსათო უსაფრთხოების საკითხები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, მეტად მნიშვნელოვანია სასოფლო-                           

            სამეურნეო მიწის მოვლისა და შენარჩუნების საკითხები. ამ კუთხით კი საინტერესოა პროფ. ა. მეხიშვილის სტატია, რომელსაც     ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ.

(პროფ. ა. მესხიშვილის სტატია „ღია წერილი მათ ვინც მიწების გაყიდვის მომხრეებია“ იხილეთ ბმულზე).

პრეზიდიუმის სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

 პრეზიდიუმის 2022 წლის 29 აპრილის სხდომის

                        

       თბილისი                  დღის წესრიგი             დასაწყისი 12 საათზე

1. აკადემიის სამეცნიერო ჟურნალ "მოამბის" 2021 წლის საქმიანობის შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის სამეცნიერო ჟურნალ "მოამბის” მთავარი რედაქტორი, აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; სამეცნიერო ჟურნალ "მოამბის" პასუხისმგებელი მდივანი, აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი.

(ინფორმაცია აკადემიის სამეცნიერო ჟურნალ "მოამბის" 2021 წლის საქმიანობის შესახებ-იხილებმულზე).

2. აკადემიის საინფორმაციო-სარეკლამო ბიულეტენის "აკადემიის მაცნეს" 2021 წლის საქმიანობის შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის საინფორმაციო-სარეკლამო ბიულეტენის "აკადემიის მაცნეს" რედაქტორი, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; გაზეთ "მაცნეს" რედაქტორის მოადგილე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე.

(ინფორმაცია აკადემიის საინფორმაციო-სარეკლამო ბიულეტენის "აკადემიის მაცნეს" შესახებ იხილეთ ბმულზე).

3. აკადემიის მიერ 2021 წელს გამოცემული რეკომენდაციების, აგროწესების, ინსტრუქციების, ბუკლეტების, ბროშურების და სხვა ბეჭდვითი და ელექტრონული სამეცნიერო-საინფორმაციო გამოცემების მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ

მომხსენებლები: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი,  აკადემიკოსი  გივი ჯაფარიძე;  აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, 

აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე.

(ინფორმაცია აკადემიის ბეჭდვითი  და  ელექტრონული  სამეცნიერო-საინფორმაციო  გამოცემების მდგომარეობის შესახებ იხილეთ ბმულზე).

4. ინფორმაცია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპაში და პერსპექტივები“ მზადების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე.

(აკად. რ. მახარობლიძის მოხსენების ტექსტი იხილეთ ბმულზე).

5.   ინფორმაცია საქართველოში ნიადაგის დამუშავების ტექნოლოგიის „NO – TILL“-ის სისტემის გამოყენების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა.

(აკად. ნ. ჭითანავას მოხსენება იხილეთ ბმულზე).

6. საქართველოში პურპროდუქტების წარმოების მდგომარეობის და მისი გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგროინჟინერიის დეპარტამენტის უფროსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პოფესორი მალხაზ დოლიძე.

(პროფ. მ. დოლიძის მოხსენების ტექსტი იხილეთ ბმულზე).

7. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრაზიდიუმთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს დეებულების, შემადგენლობისა და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის დამტკიცების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გ. ჯაფარიძე.

(პრაზიდიუმთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს დეებულება იხილეთ ბმულზე).

8. მიმდინარე საკითხები.

ხორბლის გავრცელების ისტორია საქართველოში: წარსული, აწმყო და მომავალი

         საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აგრძელებს სტატიების ციკლს ხორბლის წარმოშობის, ჯიშების და მათი მოვლა მოყვანის შესახებ და აღნიშნავს ამ კულტურის განსაკუთრებულ ადგილს მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს სოფლის მეურნეობაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს მსოფლიოში პანდემიისა და ქვეყნებს შორის საომარი მოქმედებების პიობებში, როდესაც სასურსათო უსაფრთხოებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მთელი კაცობრიობისათვის.

ისტორიამ დაგვიდასტურა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობაში ხორბლის კულტურას განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. ქართველი ხალხი ქმნიდა ადგილობრივი პირობებისადმი  შეგუებულ ფორმებს რაც გარანტირებული მოსავლის მიღების საშუალება იყო. სწორედ ამიტომ საქართველოს მოსახლეობამ შექმნა ხორბლის ისეთი ბიომრავალფეროვნება, რომელიც უნიკალურია მთელ მსოფლიოში. ქართული ენდემური სახეობები ხასიათდება უნიკალური თვისებებით, რის გამოც ითვლებიან საუკეთესო გენეტიკურ წყაროდ მსოფლიო სელექციაში.

       ქართველი ხალხის ისტორიული გამოცდილება ხორბლის წარმოებაზე ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. მე-19 საუკუნის ბოლოს საქართველოს, ჯერ კიდევ,  გაჰქონდა ხორბალი საზღვარგარეთ. ქართველმა ხალხმა ბუნებრივ გენეტიკურ ლაბორატორიაში გამოარჩია დაოქროს ზოდებიუანდერძა თანამედროვე მსოფლიოს.

გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყო ხორბლის ფართობების შემცირება იმ მოტივით, თითქოს ხორბალი ნაკლებ შემოსავლიანია. საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველო გადაიყვანა ძირითადად ოთხ ძირითად შემოსავლიან კულტურაზე: ვაზი, ჩაი, ხილი და ციტრუსი. ხორბლის გავრცელების ზონა შემცირდა და მხოლოდ კახეთში, ქართლში და მესხეთ-ჯავახეთის მცირე ნაწილში დარჩა.  ამან კი გამოიწვია დარგთა შეთანაწყობის რღვევა, რაც სამწუხაროდ დღესაც გრძელდება.

        ხორბლის მოსავლიანობა საქართველოში ბოლო პერიოდში არათანაბარი, მაგრამ მეტ-ნაკლებად ზრდადი ტენდენციით ხასიათდებოდა და 2015-2016 წლებში დაფიქსირდა ბოლო ათწლეულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ერთ ჰექტარზე 2,6 ტონის ოდენობით. ამის მიუხედავად, ხორბლის საჰექტარო მოსავლიანობა ქვეყანაში უფრო დაბალია ვიდრე დანარჩენ მსოფლიოშიგაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებზე დაყრდნობით, 2011 წლიდან მოყოლებული ხორბლის საშუალო მოსავლიანობა მსოფლიოში სტაბილურად აღემატება 3 /ჰა-ზე.

     აღნიშნული საკითხებისა და  თავისებურებების  გათვალისწინება დასავლეთ საქართველოს რეგიონებში შესაძლებელს გახდის    ხორბლის  კულტურის წარმოებაში დაბრუნებას, მოცდენილი  ფართობების ათვისებას  და ქვეყნის მარცვლეულით   მომარაგების სტაბილურობას.

            ზემოთ აღნიშნულ პრობლემებს და დასავლეთ საქართველოში, რომელიც        ხორბლის კულტურის წარმოშობის ძირითადი კერაა საქართველოში, კერძოდ, კოლხეთის დაბლობი და რაჭა-ლეჩხუმი,  ხორბლის წარმოების პერსპექტივებს ეხება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მინდვრის კულტურების მიმართულების ეროვნული კოორდონატორის პროფ. ც. სამადაშვილის სტატია (პროფ. ც. სამადაშვილის სტატიას გთავაზობთ ბმულზე

ვეტერინარი ექიმის საერთაშორისო დღე

მიმდინარე წლის 27 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა ვეტერინარი ექიმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია თემაზე: „ზოოვეტერინარული მეცნიერების თანამედროვე გამოწვევები“.              კონფერენციას ესწრებოდნენ მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების წევრები: განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი ელგუჯა შაფაქიძე, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები: ს/მ დოქტორი მარინე ბარვენაშვილი და აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის წამყვანი სპეციალისტი ქეთევან ჭიპაშვილი და მოწვეული სტუმრები: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ვეტერინარიის დოქტორი ვასილ ბასილაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი დემნა ხელაია და მისი მოადგილეები: ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი დავით გოდერძიშვილი და ვეტერინარიის დოქტორი იოსებ მენთეშაშვილი, საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის პრეზიდენტი ლალი ვაშაკიძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი ლევან მაკარაძე, შპს „ბიოტექსი“-ს დირექტორი ნიკოლოზ ზაზაშვილი, შპს „როქი“-ს დირექტორი დავით ბოსტაშვილი, აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჭიჭაყუა, შპს „ბიოტექსი“-ს წამყვანი სპეციალისტი მარინა ჭიკაიძე, აკადემიის ეროვნული კოორდინატორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მაია ფეიქრიშვილი, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ნაირა მამუკელაშვილი და ვეტერინარი ექიმები: ირაკლი თათრიშვილი და ალექსანდრე ყურაშვილი.  279257080 738124464035134 4852745069261005979 n

კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა. მისალმების შემდეგ აკადემიკოსმა ჯ. გუგუშვილმა ისაუბრა ვეტერინარიის როლზე ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის და ამ მხრივ ქვეყანაში მეცხოველეობის მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების გაზრდის საქმეში. იგი ასევე შეეხო ვეტერინარიისარსებულ მდგომარეობასა და პრობლემებს, რომელთა გადაჭრაც საგრძნობლად გააუმჯობესებს ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის დონეს. შემდგომ სიტყვა გადაეცა აკადემიკოს თენგიზ ყურაშვილს, რომელმაც გააგრძელა კონფერენციის მუშაობა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და კონფერენციის ორგანიზატორებს მოწვევისათვის მადლობა გადაუხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვეტერინარიის დოქტორმა ვასილ ბასილაძემ. თავის გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ ვეტერინარი ექიმის საერთაშორისო დღე, რომელიც იმართება ყოველ წელიწადს აპრილის ბოლო შაბათს, დაარსებულია მსოფლიო ვეტერინარული ასოციაციის მიერ (World Veterinary Association, WVA) 2000 წელს. მისი მიზანია მთელ მსოფლიოს აუწყოს ვეტერინარი ექიმის წვლილი ცხოველთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების და კეთილდღეობის უზრუნველყოფის და მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნების მიმართულებით. მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ ვეტერინარი ექიმის პროფესია მუდამ პატივსაცემ პროფესიებს შორის მოიაზრებოდა. დღეს, ვეტერინარი ექიმები მუშაობენ ვეტერინარულ კლინიკებში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საწარმოებში, ზოოპარკში, მოკლედ ყველგან სადაც კი ცხოველები სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ. ვ. ბასილაძემ  კონფერენციის მონაწილეებს კიდევ ერთხელ აუწყა ცნობილი ფრაზა, რომ „მედიცინა კურნავს ადამიანს, ხოლო ვეტერინარია კაცობრიობას“. კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ: ვეტერინარი ექიმი ალექსანდრე ყურაშვილი, რომლის მოხსენება ეხებოდა თემას: „რისკების შეფასება და ეპიზოოტიების ცდები ვეტერინარულ ჯანდაცვაში“; ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ლევან მაკარაძემ გააკეთა მოხსენება თემაზე: „სწავლება-სწავლის ინოვაციური მეთოდები და მისი მნიშვნელობა“; სოფლის მეურნეობის დოქტორი მაია ფეიქრიშვილის მოხსენების თემა იყო: „ფუტკრის ოჯახებით მკურნალობა (აპითერაპია)“, აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილმა კი წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „საქართველოში ზოგიერთი ვექტორული დაავადებების რეგიონალური გავრცელება ძაღლის პოპულაციაში“. თითოეულმა მოხსენებამ მსმენელთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. თემების ირგვლივ დაისვა მრავალი შეკითხვა, რომელზეც მომხსენებლებმა კომპეტენტური პასუხები გასცეს.კონფერენციის მუშაობა შეაჯამა მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებლებსა და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ მსგავსი კონფერენციები ხელს შეუწყობს დარგში არსებული პრობლემური საკითხების წინ წამოწევას და მათი გადაჭრის რაციონალური გზების გამონახვას.

განყოფილების სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილებ

2022 წლის 21 აპრილის ჩატარდა სამეცნიერო განყოფილების სხდომა შემდეგი

დღის წესრიგით:

ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის ინსტიტუტის მიერ 2021 წელს ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი

მუშაობის  შედეგებისა და 2022 წლის ამოცანების შესახებ

მომხსენებელიკვების  მრეწველობის ინსტიტუტის  დირექტორი

აკადემიკოსი ნუგზარ ბაღათურია (კვების  მრეწველობის   ინსტიტუტის   ანგარიში   იხილეთ   ბმულზე 1,  23,   ).

 მიმდინარე საკითხები

 

განყოფილების სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისაგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილებ

2022 წლის 21 აპრილის ჩატარდა სამეცნიერო განყოფილების სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1.აკადემიკოს როლანდ კოპალიანისანგარიში 2021 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ(ანგარიში იხილეთ ბმულზე).

2.საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების პრობლემების და პერსპექტივების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსიროლანდ კოპალიანი;

(აკად. რ. კოპალიანის მოხსენება იხილეთ ბმულზე).

3. აკადემიკოს რეზო ჯაბნიძისანგარიში 2021 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა  და  სამომავლო გეგმების შესახებ.

(ანგარიში იხილეთ ბმულზე).

4.ინფორმაცია აჭარაში ციტრუსოვანი კულტურების არსებული მდგომარეობის და  განვითარების პერსპექტივების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი რეზო ჯაბნიძე(აკად. რ. ჯაბნძის მოხსენება იხილეთ  ბმულზე). 

5. მიმდინარე საკითხები.

 

 

აგროინოვაციების კომისიის სხდომა

            2022 წლის 20 აპრილს შედგა კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „კლიმატის ცვლილების გავლენა სასოფლო-სამეურნეო და ტყის მავნებელ დაავადებებზე“ წარსდგა ბიოლოგიის დოქტორი მედეა ბურჯანაძე (ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი).

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილება გლობალური გარემოს დაცვითი პრობლემაა, რომელსაც განაპირობებს: ატმოსფეროს დაბინძურება, ტემპერატურის მატება, სათბურის გაზების ნეგატიური ეფექტი, ჰაერში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდა, გამონაბოლქვი აირები და ა.შ.

აღნიშნული ხელს უწყობს ტყეებში ხანძრების, გვალვების, მეწყრული პროცესების, ქარიშხლების გააქტიურებას, მავნებლების და მათგან გამოწვეული დაავადებების გავრცელებას; შედეგად, ზიანი ადგება ბუნებას, მცირდება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა, რაც თავის მხრივ უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის   სასურსათო უსაფრთხოებაზე.

მიმდინარე არასასურველი პროცესები გავლენას ახდენს მაკრო- და მიკროორგანიზმების პოპულაციებზე. მწერებს და პათოგენებს კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში აქვთ უფრო სწრაფი რეაგირების და ადაპტაციის უნარი, ვიდრე მათ მასპინძელ ხე-მცენარეებს, რადგან უფრო მგრძნობიარენი არიან ფიზიოლოგიური თვალსაზრისით. შესაძლოა მეორადი მავნე მწერების აფუტკრება და ტრანსფორმირება პირველად მავნებლებად, რაც მასშტაბურად ზრდის არასასურველ პროცესებს.   მავნებელ-დაავადებების მასობრივი გამრავლების შემთხვევაში სასოფლო - სამეურნეო კულტურები ზიანდება, ტყეები ხმება. ხე-მცენარეების გამოშრობა კი, ხელს უწყობს ხანძრების გაჩენას, შედეგად ნახშირბადი დიდი რაოდენობით გროვდება ატმოსფეროში, რაც ხელს უწყობს გარემოს დაცვითი პრობლემების შემდგომ გამწვავებას. ადგილი აქვს სეზონურ ცვლილებებს, ატმოსფერული ნალექების შემცირებას, რაც არახელსაყრელ პირობებს უქმნის მწვანე ნარგავებს, უარყოფითად მოქმედებს ტყის სიჯანსაღეზე, სიცოცხლისუნარიანობასა და ზოგადად რეგიონების ბიომრავალფეროვნებაზე. ტყის ხე-მცენარეები, მწვანე საფარი, მავნებლები და მათი ბუნებრივი მტრები იწყებენ გადაადგილებას, იცვლიან პირვანდელ ადგილმდებარეობას, ირღვევა ფენოლოგია და სინქრონულობა.

მცენარეული ეკოსისტემა წარმოადგენს რა ნახშირორჟანგის შთანთქმის მძლავრ მექანიზმს, მისი როლი უმნიშვნელოვანესია, ამიტომ აუცილებელია ტყეები, მწვანე ნარგავები და მცენარეული საფარი დავიცვათ დაზიანებისგან და მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან.

მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, აკადემიკოსმა ნოდარ ჭითანავამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანალიტიკური სამმართველოს უფროსმა ნოდარ ხოხაშვილმა, ექსპერტმა გოჩა ცოფურაშვილმა, დოქტორმა არჩილ სუპატაშვილმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ, რომლებმაც ხაზი გაუსვეს წარმოდგენილი მასალის აქტუალობასა და ინფორმაციულობას.

მთავრობის დადგენილება

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტო დადგენილება №442

რისკის ანალიზის ფარგლებში რისკის შეფასების, რისკის მართვისა და რისკის 

კომუნიკაციის პროცედურების  დამტკიცების  შესახე შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com