საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

(აგრარული ინოვაციების კომისიის თავმჯდომარე აკად. ა. დიდებულიძე)

2021 წლის 14 აპრილ ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა (ოქმი #15), რომელზეც მოხსენებით: აგროსტარტაპების მხარდაჭერა და აგრობიზნესის დაფინანსების ახალი მიდგომები“ გამოვიდა ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიგის წევრი, სს „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელი შოთა გონგლაძე.

(ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომის შესახებ იხილეთ ბმულზე).

22 აპრილი - დედამიწის საერთაშორისო დღეა

                                          

download

ითქმის ნახევარი საუკუნეა კაცობრიობა ყოველწლიურად, 22 აპრილს აღნიშნავს დედამიწის საერთაშორისო  დღეს.   მთელ ცივილიზებულ სამყაროში - ეს უკვე საყოველთაოდ  აღიარებული ტრადიციაა.  

დედამიწის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 43-ედ აღინიშნება. წელს მისი მთავარი თემააკლიმატის ცვლილების სახე”- ექსტრემალური ამინდი, დაკარგული სახეობები, დაბინძურებული გარემო -   ჩვენი დღევანდელობა.unnamed

ყოველ წელს  ამ დღეს  მილიონობით   ადამიანი  მსოფლიოს 192  ქვეყანაში  აღნიშნავს.                           საქართველოში დედამიწის დღე 1990 წლიდან  აღინიშნება.

 ყოველდღიურად  გავუფრთხილდეთ  ჩვენს დედამიწას,  ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე!

(დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სსმმ აკადემიის ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

აკადემიის აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

 

2021 წლის 24 მარტს ჩატარდა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა #15, რომელზეც მოხსენებით: „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქმიანობა საქართველოში“ გამოვიდა საქართველოში ფაო-ს პოლიტიკის მრჩეველი ჯუბა მარუაშვილი.

აღინიშნა, რომ საქართველოში FAO მიზნად ისახავს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხარდაჭერას, რაც გამოიხატება აქტიურ მუშაობაში როგორც პოლიტიკის, ასევე სხვადასხვა პროგრამების განხორციელების მიმართულებებით.

ფაოს საქმიანობა საქართველოში ეფუძნება 5 სტრატეგიულ ამოცანას, რომელიც თანხვედრაშია მის რეგიონულ ინიციატივებსა და რეგიონულ პრიორიტეტებთან; ესენია სიღარიბის, სასურსათო საფრთხეებისა და შიმშილის აღმოფხვრა; სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და მეთევზეობის სექტორების პროდუქტიულობისა და მდგრადობის ამაღლება; სოფლად სიღარიბის შემცირება; ინკლუზიური სასოფლო-სამეურნეო და სურსათის უვნებლობის სისტემების დანერგვა; მოსახლეობის მედეგობის გაზრდა კრიზისებისა და საფრთხეების მიმართ, რაც ასახულია 4 პრიორიტეტულ მიმართულებაში:

მიმართულება 1: ინსტიტუციური განვითარება;

მიმართულება 2: რეგიონული და სექტორული განვითარება - ღირებულებათა ჯაჭვების განვითარება;

მიმართულება 3: სურსათის უვნებლობა ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა;

მიმართულება 4: კლიმატის ცვლილებები, გარემოს დაცვა და ბიომრავალფეროვნება.

ამის გათვალისწინებით, FAO ახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებასა და ამ მიზნით გაწეულ იქნა ტექნიკური მხარდაჭერა პოლიტიკის დოკუმენტების, მ.შ. საკანონმდებლო და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებისა და მონაცემთა მართვის სისტემების შემუშავების მიმართულებით, გაძლიერდა კოორდინაცია დონორებთან და უშუალოდ სამინისტროს თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგები.

მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სექტორული და რეგიონული განვითარების მიმართულებით, რაც მიზნად ისახავს სოფლად ფერმერთა კონკურენტუნარიანობის ზრდასა და სასოფლო-სამეურნეო სექტორის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას, რისთვისაც მიმდინარეობს სოფლად სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა საგრანტო მექანიზმებით წინასწარ შერჩეულ მუნიციპალიტეტებში ისეთი დარგების მხარდასაჭერად როგორიცაა: მეკარტოფილეობა, მებოსტნეობა, ხორბლის წარმოება, მერძევეობა და მესაქონლეობა. მოხდა ფინანსური რესურსების გამოყოფა სარწყავი სისტემების დასაფინანსებლად.

ორგანიზაციის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კლიმატის ცვლილებას, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და კარგი სასოფლ-სამეურნეო პრაქტიკის მიმართულებებს. აღნიშნული თემატიკის ფარგლებში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, როგორც პოლიტიკის დონეზე, ასევე ველად, სადემონსტრაციო საქმიანობების მიმართულებით.

2013 წლიდან გაძლიერდა თანამშრომლობა ევროკავშირთან და შედეგად გაწეულ იქნა სამუშაოები ტექნიკური მხარდაჭერის, ასევე ექსტენციისა და ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების განვითარების მიმართულებით.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია აგრძელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას, პოზიციონირებს როგორც ძლიერი პარტნიორი როგორც სახელმწიფო ისე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისთვის და საკუთარი გლობალური რესურსების გამოყენებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიმართულებით.

სხდომაზე გამოვიდნენ აკადემიკოსები ნოდარ ჭითანავა, ნუგზარ ბაღათურია, ალექსანდრე დიდებულიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ომარ კაჭარავა, პროფესორები ცოტნე სამადაშვილი, ომარ თედორაძე, ექსპერტი გოჩა ცოფურაშვილი, დოქტორები ნიკოლოზ კიკნაველიძე და ეკა კაციტაძე, რომლებმაც ხაზი გაუსვეს FAO -ს ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით გაწეული მუშაობის დიდ სოციო-ეკონომიკურ მნიშვნელობას.

სტუმარი უკრაინის აგრარულ მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიიდან

            2021 წლის 02 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას სტუმრად ეწვია უკრაინის აგრარულ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მაქსიმ მელნიჩუკი. საპატიო სტუმარს მასპინძლობა გაუწია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ. უკრაინელ სტუმართან ერთად აკადემიას სტუმრობდნენ აგრეთვე დოქტ. ოლეგ კონდრაშოვი (ბელარუსია) და პროფ. თემურ ვეკუა - კომპანიის „მევენახეობა ხარება“ მრჩეველი (საქართველო).

            აკადემიის პრეზიდენტმა სტუმრებს გააცნო აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი და საგამომცემლო საქმიანობა, აკადემიის სტრუქტურა და მასში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებში მიმდინარე სამეცნიერო სამუშაოები. სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის კვალიფიკაციის ამაღლების კურსების სივრცე, მინი სასტუმრო, საგამოფენო სტენდები და საგამოფენო დარბაზი.

ukraina

აკადემიის სტუმარი უკრაინიდან, მარცხნიდან პროფ. თ. ვეკუა, აკად. მ. მელნიჩუკი,

დოქტ. ო. კონდრაშოვი და აკად. გ. ალექსიძე.

სტუმარმა აკადემიის პრეზიდენტს გააცნო უკრაინის ვინიცის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის რექტორის პროფ. ვიქტორ მაზურის და უკრაინის სამეცნიერო-საგანმანათლებლო კონსორციუმის პრეზიდენტის, აკად. გრიგორი კალეტნიკის წერილები, სადაც გამოხატული იყო მათი სურვილი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების შესახებ, რაზედაც აკად. გ. ალექსიძის თანხმობა მიიღო.

აკად. მ. მელნიჩუკს გადაეცა მემორანდუმების პროექტები (მემორანდუმები ქართულ-უკრაინულ და ინგლისურ- უკრაინულ ენებზე) აკად. გ. ალექსიძის ხელმოწერით, ხოლო უკრაინის მხრიდან მემორანდუმებზე ხელის მოწერის ორგანიზაციასა და მათი გადმოგზავნაზე საქართველოში პასუხისმგებლობა იკისრა აკად. მ. მელნიჩუკმა.

           unn 1

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკად. გურამ ალექსიძე და

უკრაინის აგრარულ მეცნიერებაა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი მაქსიმ მელნიჩუკი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება

165450349 811375892791696 7048350055624818515 n2021 წლის 26 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა აკადემიის საერთო კრება, სადაც მოსმენილი იქნა აკადემიის პრეზიდენტის, აკად. გურამ ალექსიძის მოხსენება და აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის აკად. გივი ჯაფარიძის თანამოხსენება 2020 წელს აკადემიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. მოხსენებებში აღნიშნული იყო ყველა ის საკითხები და ღონისძიებები, რომლებიც განხილული და ჩატარებული იქნა 2020 წელს. აღინიშნა აკადემიის წევრების აქტივობის შესახებ, რომლებიც მათ გამოიჩინეს კოვიდ-19 პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივების შესახებ წამოყენებული წინადადებებისა და რეკომენდაციების სახით. ამ მიზნით შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს. აღინიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მყისე რეაგირება ამ საკითხებზე და სამინისტროში ჩატარებული შეხვედრა აკადემიის მეცნიერებთან, იქ მიღებული წინადადებები და გადაწყვეტილებები. აღინიშნა 2020 წელს აკადემიაში ჩატარებული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების, სემინარების, მრგვალი მაგიდების, მემორანდუმების, აკადემიაში გამოცემული ლიტერატურის და სხვა ღონისძიებების შესახებ, აგრეთვე დაისახა აკადემიის სამომავლო მიზნები  და ამოცანები . 165407915 778616592860239 7184303525403255215 n

აკადემიის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნებმა, აკადემიკოსებმა გ. მარგველაშვილმა, ჯ. გუგუშვილმა, რ. მახარობლიძემ, გ. გაგოშიძემ, აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, აკად. ზ. ფუტკარაძემ და აკადემიის აგრარული ინოვაციევის კომისიის თავმჯდომარემ, აკად. ა. დიდებულიძემ.

         აკადემიის საერთო კრებაზე სიტყვით გამოვიდა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, რომელიც შეეხო აკადემიის ზოგიერთი წევრის წინადადებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან შეერთების შესახებ (საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკად. გივი ჯაფარიძის საერთო კრებაზე გამოსვლის ტექსტი იხილეთ ბმულზე).

საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული აკადემიის ტიპენდიატების კონკურსის შესახებ კრებას ინფორმაცია მიაწოდა აკადემიის საექსპერტო-საკონკურსო კომისიის თავმჯდომარემ, აკად. ნ. ჭითანავამ. აღინიშნა, რომ კონკურსში მონაწილეობას ღებულობენ გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში (1 ადგილი) დოქტ. ზვიად ტიგინაშვილი და აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებაში (1 ადგილი) დოქტ. შორენა კუპრეიშვილი და დოქტ. მამუკა ბენაშვილი.

165226150 5182429101832300 6756718054867483025 nსტიპენდიატობის კონკურსანტების მოხსენებების (ინფორმაციები სტიპენდიატების სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შესახებ) შემდეგ ჩატარდა ფარული კენჭისყრა, რომლის შედეგებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატებად არჩეული არიან დოქტ. ზვიად ტიგინაშვილი (გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში) და მამუკა ბენაშვილი (აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებაში).165302537 250746076767159 5605014333231861910 n

მრგვალი მაგიდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება

მრგვალი მაგიდა

თემა: „ჭეოს მომზადების ინოვაციური ტექნოლოგიის საწარმოო ათვისება“

მიმდინარე წლის 23 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „ჭეოს მომზადების ინოვაციური ტექნოლოგიის საწარმოო ათვისება.“ მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების წევრები: განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, აკადემიკოსები: თ. ყურაშვილი და გ. ტყემალაძე, სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი ს/მ დოქტორი მ. ბარვენაშვილი და მოწვეული სტუმრები: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორები: გოგი მაძღარაშვილი და გიული გოგოლი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორები: ჯემალ ნაჭყებია და მაია კერესელიძე, ს/მ დოქტორი მაია ფეიქრიშვილი, მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე თემურ ღოღობერიძე, შპს "მეთაფლიას" და სააქციო საზოგადოება "აბიფიტო და ტრადიციული ბიოპროდუქტების" დამფუძნებელი როლანდ ზირაქაშვილი.

            ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ჯ. გუგუშვილმა. მან მოკლედ ისაუბრა ფუტკრისა და მის მიერ წარმოებული პროდუქციის მნიშვნელობის შესახებ, ხაზი გაუსვა მათ დადებით ზემოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობაზე. შემდეგ სიტყვა გადაეცა სმმ დოქტორს, პროფესორ გ. მაძღარაშვილს. აღსანიშნავია, რომ ბატონი გოგი ფუტკრისათვის ხელოვნური საკვების დამზადების მიმართულებით არაერთი ინოვაციის ავტორია. ამჯერადაც მან არ უღალატა ჩვეულ საქმიანობას და მსმენელთა წინაშე წარსდგა მოხსენებით: „ჭეოს მომზადების ინოვაციური ტექნოლოგიის საწარმოო ათვისება,“ სადაც მსმენელებს გააცნო მის მიერ შემუშავებული ჭეოს მომზადების ტექნოლოგია ფუტკრის ბუდის (ფიჭის) გარეშე, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ბევრად დავაჩქაროთ მისი საწარმოო მომზადების პროცესი და რადიკალურად შევამციროთ საბაზრო ფასი. მოხსენების დასაწყისში ბატონმა გოგიმ დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაახსენა თუ რას წარმოადგენდა ჭეო და რა დანიშნულებით იყენებს მას ფუტკარი და ადამიანი. აღნიშნა, რომ ჭეო, რომელსაც ფუტკრის პურსაც უწოდებენ წარმოადგენს ფუტკრის ცილოვან საკვებს. იგი შეიცავს ამინომჟავებს, ვიტამინებსა და ფერმენტებს. მას ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ანტიტოქსიკური თვისებები. იგი ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმში ერითროციტების, რეტიკულოციტებისა და ჰემოგლობინის ზრდას. გარდა ამისა ჭეო შეიცავს დიდი ოდენობით ანტიოქსიდანტებს - ფლავონოიდებს, კაროტინოიდებს, კვერცეტინს, კემპფეროლს და გლუტატიონს, რომლებიც ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს და ამ მხრივ ხელს უწყობენ ადამიანის ორგანიზმში ანთებითი პროცესების შემცირებას, ასევე ებრძვიან ინფექციებსა და აჩერებენ სიმსივნურ პროცესებს. რაც შეეხება ბატონი გ. მაძღარაშვილის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიით წარმოებულ ჭეოს, იგი ბუნებრივისაგან განსხვავებით, რომელშიც სხვადასხვა გარემოებების გამო შესაძლებელია გაჩნდეს მიკრობები, იმით განსხვავდება, რომ აღნიშნული ტექნოლოგია თრგუნავს მასში მიკრობების განვითარებას. ამის დასტურია „ლუგარის“ და „ბიოტექსის“ ლაბორატორიებში წარმოებული კვლევები და ლაბორატორიულ თეთრ თაგვებზე ჩატარებული ცდები (როდესაც ტოქსინის შესამოწმებლად ბოტულიზმის ნაზარდით დამატებული ჭეოთი გამოიკვება თეთრი თაგვები და შედეგად ყველა საცდელი თაგვი გადარჩა, ანუ საკვლევ ნიმუშებში ტოქსინი არ აღმოჩნდა). ყოველივეს ემატება კიდევ ისიც, რომ ახალი ტექნოლოგიით დამზადებული ჭეო გაცილებით იაფი ჯდება ვიდრე ბუნებრივი და ამ მხრივ ხელმისაწვდომი გახდება მოსახლეობის ფართო მასებისათვის.

            მოხსენების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ ბატონები თ. ღოღობერიძე და რ. ზირაქაშვილი, რომლებმაც მოიწონეს პროფესორ გ. მაძღარაშვილის მიერ წარმოდგენილი ტექნოლოგია და აღნიშნეს, რომ იგი ახალი სიტყვაა ქართული მეფუტკრეობის დარგში. გამოითქვა სურვილი, რომ საკითხი განხილული იქნეს მედიკოსთა თანდასწრებითაც, რადგან ჭეო სამედიცინო კუთხითაც მეტად მნიშვნელოვანია და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

            სხდომა შეაჯამა მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ჯ. გუგუშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და მრგვალი მაგიდის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის.

163728305 1188138764937592 2957804297236785941 n

   

 

me

21 მარტი - ტყის საერთაშორისო დღე

2021 წლის 19 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების ორგანიზებით გაიმართა ტყის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების წევრები: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოადგილე, აკადემიკოსი გიორგი გაგოშიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, ს/მ დოქტორი ანატოლი გიორგაძე, განყოფილების სტიპენდიატი, . გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის მ/შ, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე, განყოფილების სწავლული მდივანი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ლაშა დოლიძე, ბიოლოგიის დოქტორები: ნატო კობახიძე და მედეა ბურჯანაძე, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი, ს/მ დოქტორი მარინე ბარვენაშვილი და მოწვეული სტუმრები: სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვის და განვითარების სამსახურის უფროსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნატო სულთანიშვილი და მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორი, ს/მ დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი.

სხდომა გახსნა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მოკლე მისალმების შემდეგ მან საუბარი წარმართა საქართველოს ტყეებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, ამჟამად არსებულ პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე. ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში სატყეო მიმართულებით მაღალკვალიფიცირებულ სპეციალისტთა მომზადების აუცილებლობაზე და ქვეყნისათვის ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის სპეციალობისადმი ახალგაზრდა თაობის დაინტერესებაზე. შემდეგ აკად. გ. ჯაფარიძემ სიტყვა გადასცა ქალბატონ ნატო სულთანიშვილს, რომელიც დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა მოხსენებით თემაზე: „საქართველოს დაცული ტერიტორიები - არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები“. მომხსენებელმა ისაუბრა დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზე, მათ როლზე ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების საქმეში. აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკოლოგიური უსაფრთხოების და კონსერვაციის მყარი გარანტი დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებაა. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო დაცული ტერიტორიების მიზნები, დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე კონსერვაციული პროექტები, როგორიცაა მაგ., ჯეირნის რეინტროდუქცია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე; იმერული მუხის აღდგენა აჯამეთის აღკვეთილში და სხვ. გარდა ამისა, ხაზი გაუსვა სამართალდარღვევებთან ბრძოლისა და ხანძრების პრევენციისთვის ჩატარებულ შესაბამისი ღონისძიებების მნიშვნელობას; მომხსენებელმა ისაუბრა აგრეთვე საქართველოს დაცული ტერიტორიების საერთაშორისო აღიარების შესახებ. მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო 2021 წლისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებები, კერძოდ  ახალი დაცული ტერიტორიის დაარსება და ზოგიერთის გაფართოება, მათ შორის მარიამჯვრის დაცული ტერიტორიის, რომელსაც დაემატება ცივ-გომბორის აღკვეთილი დაახლოებით 5000 ჰა. ქალბატონ ნ. სულთანიშვილს მიერ წარმოდგენილი მოხსენების მსვლელობის დროს გარკვეულ საკითხებს მასთან ერთად აშუქებდა თანამომხსენებელი ბატონი ზ. ტიგინაშვილი, რამაც მოხსენება კიდევ უფრო საინტერესო გახადა.

სხდომა შეაჯამა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ,  რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებლებსა და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის, აღნიშნა რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს ტყესთან დაკავშირებულ პრობლემატური საკითხების რაციონალურ გადაწყვეტას.

163274903 445726053324828 3931527530654094025 n

 163499243 193800268865940 8277987071153167970 n163777119 166163765333989 4555542771414661159 n

აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა - 85

 

thumbnail images2021 წლის 10 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას დაბადებიდან 85 და სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 60 წლისთავი შეუსრულდება.  

ბატონმა ნოდარმა დაამთავრა  საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1959 წლიდან მუშაობდა კოლმეურნედ, სამშენებლო ბრიგადის ბრიგადირად, კომკავშირულ და პარტიულ ორგანიზაციებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრად, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილედ,საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანად, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

       არის ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი - აკადემიკოსი.

         ბრძანდება 134 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 14 მონოგრაფიის და 17 რეკომენდაციის ავტორი. მონაწილეობდა მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და კონგრესებში. დაჯილდოვებულია შრომის წითელი დროშის“ ორი ორდენით.

ამჟამად ნაყოფიერად მოღვაწეობს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც ბრძანდება აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი და წევრი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი და აკადემიის მთელი შემადგენლობა ულოცავს ბატონ ნოდარს ღირსშესანიშნავ თარიღებს, უსურვებს ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს და ნაყოფიერ შემოქმედებით სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას.

აკადემიკოს არჩილ ვაშაკიძის ხსოვნა

      arch      გარდაიცვალა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი, უმაღლესი სკოლის მეცნიერებათა საერთაშორისო   აკადემიის აკადემიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი არჩილ ვაშაკიძე.

ჩვენი საზოგადოებისათვის და სოფლის მეურნეობის დარგში მოღვაწე ქართველი მეცნიერებისათვის კარგადაა ცნობილი ბატონ არჩილის სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ.

          ბატონი არჩილი დაიბადა 1943 წლის 30 მაისს ქალაქ თბილისში. 1960 წელს დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა, ხოლო 1967 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკული ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ღირსეულად გაიარა მეცნიერებაში მოღვაწეობის რთული და შრომატევადი გზა. დაიწყო მუშაობა საქართველოს სასოფლო_სამეურნეო ინსტიტუტის ელტექნიკისა და ელექტრიფიკაციის კათედრაზე ლაბორანტად, საქართველოს მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურის დამთავრების და საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ კი იმავე კათედრის ასისტენტად, დოცენტად, მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციისა ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ, შემდეგ ელექტრიფიკაციისა და ავტომატიზაციის ფაკულტეტის დეკანად, ავტომატიზაციისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრის გამგედ. 1991 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. წლების განმავლობაში ბრძანდებოდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პრორექტორი და რექტორი.

აკად. არჩილ ვაშაკიძის სამეცნიერო_კვლევითი საქმიანობა ეძღვნებოდა ცოცხალ ორგანიზმებზე ენერგეტიკული ზემოქმედების მოწყობილობების ოპტიმალური პარამეტრების დადგენას, საქართველოს მთიანი რეგიონების ელექტროენერგიით უზრუნველყოფას, აღდგენილი და არატრადიციული წყაროების გამოყენებას, მათი ოპტიმალური განლაგების ტიპების, ტიპოზომების და მოთხოვნილი სიმძლევრეების პროგნოზირებას; ელექტროდინამიკაში ინდუქციურად დაკავშირებული წრედების ადეკვატური, გამარტივებული მათემატიკური მოდელის შექმნას და ათვლის ახალი სისტემის დადგენას; სამკურნალო მცენარე “იუკა დიდებულის” ამღები მანქანისა და ციტრუსების გამომრჩევი მანიპულატორის, აგრეთვე კვანტური ელექტროგენერატორის კონსტრუქციების შექმნას და სხვა.

         ბატონი არჩილი ბრძანდებოდა 95 სამეცნიერო ნაშრომის, რეკომენდაციებისა და ხუთი გამოგონების ავტორი. ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ, დეკანად და უნივერსიტეტის რექტორად მოღვაწეობის პერიოდში მნიშვნელოვანი იყო მისი დამსახურება ახალგაზრდა თაობისა და სამეცნიერო კადრების მომზადების საქმეში, რომელსაც იგი ასევე წარმატებით ასრულებდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მონაწილეობდა მრავალ ადგილობრივ და საზღვარგარეთის საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკულ კონფერენციებში. სხვადასხვა პერიოდში იყო სამეცნიერო ჟურნალების რედკოლეგიის წევრი, დაჯილდოვებული იყო “საპატიო ნიშნის” და “ღირსების” ორდენებით, სხვადასხვა მედლებითა და სიგელებით.

აკად. ა. ვაშაკიძე ნაყოფიერ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტზე სრული პროფესორის თანამდებობაზე, სადაც დიდ სამეცნიერო გამოცდილებას უზიარებდა მომავალ ენერგეტიკოსებს, ხოლო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მოღვაწეობდა აკადემიურ დეპარტამენტში სამეცნიერო მიმართულებების კონსულტანტად და ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს საპატიო თავმჯდომარედ.

         აკადემიკოს არჩილ ვაშაკიძის სახით ქართულმა აგრარულმა მეცნიერებამ დაკარგა ღვაწლმოსილი მამულიშვილი, მეცნიერი და პედაგოგი, რომლის სახელი სამუდამოდ დარჩება მისი მეგობრების, კოლეგებისა და მოწაფეების ხსოვნაში.

საქართველოს სოფლის მეურნეობის

მეცნიერებათა აკადემია

აკადემიის სტიპენდიატების არჩევა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

                                                                      თბილისი, 19 თებერვალი, 2021 წელი

თანახმად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის წესდების (თავი X, მუხლი 41, 45, 48, 50) და საქართველო   სოფლის  მეურნეობის  მეცნიერებათა   აკადემიის  პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული (ოქმი #4, 25 აპრილი, 2019 წელი) „საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატების არჩევნების დებულებისა“, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებულმა საექსპერტო-საკონკურსო კომისიამ (ოქმი #1, 11.02.2021) გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის და აგროინჟინერიის გაერთიანებული სამეცნიერო განყოფილებების საერთო კრებაზე კონკურსში ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობისათვის დაუშვა შემდეგი კონკურსანტები:

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში ასარჩევად

( 1 ვაკანსია) - ტიგინაშვილი ზვიადი;

აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებაში ასარჩევად ( 1 ვაკანსია) - კუპრეიშვილი შორენა, გოჭოშვილი ხვიჩა, ბენაშვილი მამუკა, კაპანაძე ივანე.

2021 წლის 19 თებერვალს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის და აგროინჟინერიის გაერთიანებული სამეცნიერო განყოფილებების საერთო კრება. კრებას ესწრებოდნენ განყოფილებების წევრები-აკადემიკოსები გ. ჯაფარიძე, გ. გაგოშიძე, ა. ვაშაკიძე, ა. დიდებულიძე, რ. მახარობლიძე, ჯ. კაციტაძე, ზ. ფუტკარაძე, ე. შაფაქიძე, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი დოქტ. ა. გიორგაძე, სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი დოქტ. მ. ბარვენაშვილი. გაერთიანებული სამეცნიერო განყოფილებების საერთო კრების თავმჯდომარე იყო აკად. გივი ჯაფარიძე.

          გაერთიანებული სამეცნიერო განყოფილებების სხდომაზე მოისმინეს აკადემიის სტიპენდიატობის კანდიდატების ინფორმაციები მათ მიერ გაწეული საქმიანობისა და მომავალი სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ. ინფორმაციების შემდეგ კონკურსანტებმა უპასუხეს სამეცნიერო განყოფილებების წევრების შეკითხვებს.

ჩატარდა ფარული კენჭისყრა, რომლის შედეგად გაერთიანებული სამეცნიერო განყოფილებების საერთო კრების გადაწყვეტილებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებაზე აკადემიის სტიპენდიატების ასარჩევ კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ:

  1. 1.გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში ასარჩევად -

დოქტ. ტიგინაშვილი ზვიადი - მიეცა რეკომენდაცია;

  1. 2.აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებაში ასარჩევად -

ბენაშვილი მამუკა- დაშვებულია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;

კუპრეიშვილი შორენა - დაშვებულია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;

 

(საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გაერთიანებული სამეცნიერო განყოფილებების საერთო კრების მიმდინარეობის ამსახველი ფოტოები იხილეთ  ბმულზე)      

                                                                                                      

  

 

 

 

 

  1. 11 თებერვალი და ქართველი მეცნიერი ქალები
  2. სტიპენდიატების კონკურსი
  3. 2021 წლის თებერვლის თვეში აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სხდომები
  4. შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წევრებთან
  5. აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი - 80
  6. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი პროგრამის ,,აგროსექტორის მდგრადი განვითარების“ ქვეპროგრამის ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვის“ შესახებ
  7. 2021 წლის იანვრის თვეში აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სხდომები
  8. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
  9. აკადემიკოსი იუზა ვასაძე - 85
  10. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრების ახალი ნაშრომები საინფორმაციო სივრცეში

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com