საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს სასურსათო პრობლემების გადაწყვეტის გზები

                  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აგრძელებს დისკუსიას საქართველოში მარცვლეული კულტურების და კერძოდ ხორბლის წარმოების მოცულობის გაზრდისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

წარმოგიდგენთ აკად. პაატა კოღუაშვილის, პროფ. მ. დოლიძის და დოქტ. დ. გალეგაშვილის სტატიას „შეგვიძლია მეტი ქართული ხარისხიანი პური ვაწარმოოთ“, სადაც კარგად არის ახსნილი, რომ ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ხელსაყრელი ბიოგეოკლიმატური პირობები მარცვლეულის წარმოების გადიდებისთვის, მისი მოყვანის უნარჩვევები და ტრადიციები, მარცვლეულის გადამმუშავებელი საწარმოო სიმძლავრეები და წარმოებული პროდუქციის გასაღების ადგილობრივი ბაზარი, არ უნდა იყოს აბსოლუტურად დამოკიდებული სხვა სახელმწიფოებიდან მარცვლეულის იმპორტზე (მითუმეტეს რომ იმპორტირებული ხორბალი უხარისხო და ძირითადად საფურაჟეა).

ამოცანის გადაწყვეტის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ქვეყანაში არსებული აგრარული პოლიტიკის შეცვლა და მისი მსოფლიო გლობალურ გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანა უნდა იქნეს მიჩნეული.

(აკად. პ. კოღუაშვილის, პროფ. მ. დოლიძის და დოქტ. დ. გალეგაშვილის სტატია „შეგვიძლია მეტი ქართული ხარისხიანი პური  ვაწარმოოთ“, იხილეთ ბმულზე).

განყოფილების სხდომა

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილებ

2022 წლის 19 აპრილს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და

სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:          

              

1. აჭარის ტყეების თანამედროვე მდგომარეობა და     პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

მომხსენებელი:საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობისდოქტორი რეზო ვასაძე;

(დოქტ. რ. ვასაძის მოხსენება იხილეთ ბმულზე 01, 02. );

2. საქართველოში გავრცელებული ტყის ტიპების შესახებ.  

მომხსენებელი:აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, სოფლის მეურნეობისდოქტორი ნატო კობახიძე

(პროფ. ნ. კობახიძის მოხსენება იხილეთ ბმულზე)

3 მიმდინარე საკითხები.

გახსენება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გამოჩენილი

და ღვაწლმოსილი მეცნიერების გახსენება

 

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ, დაარსებიდან 65 წლის მანძილზე, დიდი და საინტერესო გზა განვლო. იგი არის თვითმართვადი სამეცნიერო დაწესებულება, სრული ავტონომიური უფლებებით და სახელმწიფოს დაფინანსებით, ქვეყანაში აგრარულ მეცნიერებათა პრიორიტეტული მიმართულებების განმსაზღვრელი, სამეცნიერო - კვლევითი სამუშაოების კოორდინატორი, მთავრობის მეცნიერული მრჩეველი აგრარულ საკითხებში.

     ქართველმა მეცნიერებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა დიდი და წარმატებული სამუშაოები შეასრულეს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა და ცხოველთა ახალი ჯიშებისა და ჰიბრიდების გამოყვანის, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოვლა-მოყვანის პროგრესული, ზონალური ტექნოლოგიების, ნიადაგის დამუშავების, განოყიერების, ნათესებისა და ნარგაობების მოვლის, თესლთმცოდნეობის, თესლბრუნვების სქემების, აგროქიმიური კარტოგრამების, მიწის კადასტრის შედგენის, ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნებისა და აღდგენის სისტემების დამუშავების, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მავნე ორგანიზმებია წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული სისტემების დამუშავების, ზონალური პირობების მიხედვით მოდიფიცირებული მანქანათა სისტემებისა და მაღალი სამანქანო ტექნოლოგიების შექმნის, წყლის რესურსების გამოყენებისა და მართვის რეკომენდაციების, კოლხეთის დაბლობის დაშრობისა და სასოფლო-სამეურნეო ათვისების მიკრო - რეგიონული სისტემის, კვების მრეწველობის ახალი, კონკურენტუნარიანი პროდუქციის საწარმოებლად გამიზნული პროგრესული ტექნოლოგიების დამუშავების ხაზით, რამაც საფუძველი დაუდო ჩამოყალიბებულიყო სოფლის მეურნეობის გაძღოლის ერთიანი, მეცნიერულად დასაბუთებული კომპლექსური ტექნიკურ-ტექნოლოგიური და ეკონომიკურ-ორგანიზაციული ზონალური სისტემები.

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმატებებში უდიდესი წვლილი შეიტანეს გამოჩენილმა მეცნიერებმა, რომლებიც დღეს არ არიან ჩვენს გვერდით, მაგრამ მათი ღვაწლი და დამსახურება არასდროს არ მიეცემა დავიწყებას.

     დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ გამოჩენილ და ღვაწლმოსილ მეცნიერებს და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას.

(სიამაყით მოსაგონარ და პატივმისაგები ღირსეული აკადემიკოსების სიას გთავაზობთ ბმულზე)

აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის სტატია

მარცვლეულის მზარდი წარმოება -

გადაუდებელი სახელმწიფოებრივი აუცილებლობაა!

დღეისათვის, მსოფლიოში მიმდინარე რთული და სახიფათო პროცესების გამო, სასურსათო უშიშროების პრობლემის გადაწყვეტა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნების ტოლფასია.

ამ მხრივ ყურადსაღებია FAO- განცხადება მოსალოდნელი სასურსათო კრიზისის შესახებ 2022-2025 წლებში და რომ იაფი საკვების ეპოქა დასრულდა დედამიწაზე.

აღნიშნული განცხადების საფუძველზე მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი წარმოების სასურსათო უზრუნველყოფუნდა გახდეს საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანა, რასაც შეუძლია მულტიპლიკაციური ეფექტის მოცემა და გაძლიერებული მიგრაციის პროცესში მყოფი სოფლის გადარჩენა.

ამ მიმართულებით წამოჭრილი პრობლემების გადასაწყვეტად საინტერესოა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის სტატია „მარცვლეულის მზარდი წარმოება-გადაუდებელი სახელმწიფოებრივი აუცილებლობაა“, რომელსაც ვთავაზობთ აკადემიის ვებ-გვერდის მომხმარებლებს.

(აკად. პ. კოღუაშვილის სტატია „მარცვლეულის მზარდი წარმოება - გადაუდებელი სახელმწიფოებრივი აუცილებლობაა“, იხილეთ ბმულზე).

აგროინოვაციების კომისიის სხდომა

        277113077 1309308516255702 6111001132584090779 n 2022 წლის 30 მარტს შედგა კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „ხორბლის ქართული ენდემური სახეობების და ხალხური ჯიშების მდგრადი გამოყენების მნიშვნელობა და შესაძლებლობები, წარსდგა ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების დამფუძნებელი და გამგეობის თავჯდომარე ასმათ ლალი მესხი.

 

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველო გამორჩეულია მარცვლეული კულტურების მრავალფეროვნებით, ისი ტერიტორია ხორბლის, ქერის, ჭვავის, ღომის, ფეტვის, სელის ერთ-ერთ სამშობლოდაა მიჩნეული, ხოლო ხორბალი – პური არსობისა, წამყვანია მარცვლეულ კულტურებს შორის. მსოფლიოს ვერც ერთი ქვეყანა ვერ ედრება საქარველოს ხორბლის სახეობათა და ფორმათა მრავალფეროვნებით. ხორბლის ქართული ენდემური სახეობები: მახა, კოლხური ასლი, ზანდურები და დიკა საუკეთესო მასალაა სელექციისთვის, მათი ძლიერი იმუნიტეტის, არახელსაყრელ გარემოსთან შეგუების უნარის და სტაბილური მოსავლიანობის გამო. აღსანიშნავია ენდემების და ხალხური ჯიშების მაღალი კვებითი ღირებულება და საუკეთესო გემო.

რადგან ხორბლის ქართული ენდემური სახეობები და ხალხური ჯიშები გადაშენების საფრთხის ქვეშაა, ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების ინიციატივით „ქართული ხორბლის კულტურა იუნესკოს გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია წარდგენილი. ამ ჯიშების გადარჩენის ერთ-ერთი გზა არის მათი დაბრუნება ჯანსაღ კვებაში. მნიშვნელოვანია მათი გავრცელება და ადგილწარმოშობის დასახელების საქპატენტში რეგისტრაცია.

მომხსენებლვა აღნიშნა, რომ შესაძლებელია ხორბლის აბორიგენი ჯიშები გავხადოთ შემოსავლიანი და მდგრადი, ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის თესლი, მარცვალი, ფქვილი, პურეული, ბურღული, მაკარონი. უახლოეს მომავალში, ქართულმა ხორბალმა ისევე უნდა დაიმკვიდროს თავისი ადგილი შიდა და გარე ბაზრებზე, როგორც ქართულმა ღვინომ, რადგან საქართველო პურისა და ღვინის სამშობლოა.  277743516 1064420040807299 4974454409548314577 n

მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, პროფესორმა ცოტნე სამადაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველმა ომარ კაჭარავამ, მეწარმე-მეფუტკრემ თეიმურაზ ღოღობერიძემ, პროფესორმა ალექსი ნონიაძემ, აკადემიკოსებმა ნოდარ ჭითანავამ და ალექსანდრე დიდებულიძემ, რომლებმაც ხაზი გაუსვეს წარმოდგენილი მასალის აქტუალობასა და ინფორმაციულობას. ერთხმად მიღებული კომისიის სხდომის დადგენილება გადაეცემა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმს.

ინფორმაცია ტექნოპარკების შესახებ

იმ ადამიანებისათვის (დარგის სპეციალისტები, ფერმერები, ბაკალავრები, მაგისტრები, დოქტორანტები, სხვადასხვა სფეროს მეცნიერები და ა.შ.), რომლებსაც თავიანთი იდეების განსახორციელებლად ტექნიკური საშუალებები არ აქვთ, აგრეთვე დამწყებ და პატარა კომპანიებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ისეთი რესურსების შემოთავაზება, რომლებიც მათთვის ძნელად ხელმისაწვდომია, დღეს აწარმოებენ ტექნოპარკები. ტექნოპარკი (სამეცნიერო-ტექნოლოგიური პარკი) თავისუფალი ეკონომიკური ზონის ნაირსახეობაა, რომელიც ორიენტირებულია ახალი ტექნოლოგიების მოზიდვასა და მეცნიერებატევადი წარმოების განვითარებაზე და ნიშნავს განათლების, მეცნიერების, წარმოების, ბიზნესისა და სახელმწიფო სექტორის ინტეგრაციას, რომელსაც, როგორც წესი, თან ახლავს გადასახადებისა და დაბეგვრის შეღავათიანი სისტემა. ტექნოპარკების შექმნით დაინტერესებულნი არიან არა მხოლოდ კერძო საწარმოები ან უნივერსიტეტები, არამედ მთავრობებიც, ვინაიდან ტექნოპარკები ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობასა და მარგინალური რეგიონების განვითარებას.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად ჩაითვალა ჩვენი ვებ-გვერდის მომხმარებლებისათვის და არა მარტო, მიგვეწოდებინა გარკვეული ინფორმაცია ტექნოპარკების შესახებ და მისი პერაპექტივები ჩვენს ქვეყანაში.

(საქართველოში ტექნოპარკების განვითარების პერსპექტივები - იხილეთ ბმულზე).

სხდომები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობის და

ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება

 

2022 წლის 31 მარტს ჩატარდა განყოფილების სხდომა შემდეგი დრის წესრიგით:

        

1.აკადემიკოს ანატოლი გიორგაძისანგარიში 2021 წელს გაწეული სამეცნიეროსაქმიანობისშესახებ (აკად. ა. გიორგაძის მოხსენება იხილეთ ბმულზე);

2.კვერცხის, როგორც ცილის დეფიციტის შევსების საუკეთესო საშუალების შესახებ.

მომხსენებელიაკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი,

სოფლის მეურნეობისდოქტორი მარინე ბარვენაშვილი (დოქტ. მ. ბარვენაშვილის მოხსენება იხილეთ ბმულზე).

3. მიმდინარე საკითხები.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება

2022 წლის 30 მარტს ჩატარდა განყოფილების სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:  

 

1. აკადემიკოს ედიშერ კვესიტაძისანგარიში 2021 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ

(აკად. ე. კვესიტაძის .ანგარიში იხილეთ ბმულზე);

2. ინფორმაცია სპეციფიკური ფერმენტების მეშვეობით რძის გადამუშვების ინოვაციური ტექნოლოგიის შესახებ.

მომხსენებელიაკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძე (აკად. ე.კვესიტაძის ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

3. მიმდინარე საკითხები.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის    

  აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების სხდომა

2022 წლის 23 მარტს ჩატარდა აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების სხდომა შემდეგი დღის წესრიგით: 

    

1. აკადემიკოს  ელგუჯა შაფაქიძის  ანგარიში 2021 წელსგაწეული სამეცნიეროსაქმიანობისდა სამომავლო გეგმებისშესახებ

აკად. ე. შაფაქიძის მოხსენება იხილეთ ბმულზე;

2. ფერმერთა და მიწითმოსარგებლეთა ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით საქართველოს სამანქანო სატრაქტორო პარკის მოკვლევის, ანალიზის,

რეკომენდაციების  და მიზნობრივი პროგრამების შემუშავების შესახებ.

მომხსენებელიტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ომარ თედორაძე (მოხსენება იხილეთ ბმულზე).

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების

 

2022 წლის 21 მარტის სხდომ

2021 წლის 21 მარტს გაიმართა გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1. აკადემიკოს გიორგი გაგოშიძის ანგარიში 2021 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ (აკად. გ. გაგოშიძის ანგარიში იხილეთ ბმულზე).

2. კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე . თბილისის შემოგარენის ტყის შემქმნელი ძირითადი მერქნიანები და მათი გავრცელების თავისებურებების შესახებ.

მომხსენებლები:აკადემიის ვიცე-პრეზიდენტიაკადემიკოსი გივი ჯაფარიძე;აკადემიკოსმდივნის მოადგილეაკადემიკოსიგიორგი გაგოშიძე;საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სატყეო მიმართულების   დოქტორანტი გიორგი ჯინჭარაძე (მოხსენება იხილეთ ბმულზე).

21 მარტი - ტყის საერთაშორისო დღე

2022 წლის 21 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა ტყის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების წევრები: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე,   განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოადგილე, აკადემიკოსი გიორგი გაგოშიძე, განყოფილების სწავლული მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე, განყოფილების სტიპენდიატები: . გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის მ/შ, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე, სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ა. სუპატაშვილი, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი, ს/მ დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის აპარატის მუშაკები და მოწვეული სტუმრები: სოფლის მეურნეობის მაგისტრი ზვიად გოცირიძე და გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ივანე ჯაფარიძე.

276035128 676252020283913 3428247324128639342 n  სხდომა გახსნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მოკლე მისალმების შემდეგ იგი შეეხო ტყის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ თემატურ სხდომაზე დამსწრე საზოგადოების შეკრების მიზანს, ლევან გოცირიძის მონოგრაფიის  „ბორჯომის  ხეობაში  სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და ეკოლოგიური მდგომარეობა წარსულში და საკურორტო ტყეების არსებული პრობლემების“ განხილვას. აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ გაიხსენა ღვაწლმოსილი მეტყევე-მეცნიერის, ბატონ ლ. გოცირიძის დამსახურება ქვეყნისა და ერის წინაშე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ლ. გოცირიძის ინიციატივაზე პირველად კავკასიაში ევროპული სტანდარტებით შექმნილიყო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და დაცული ტერიტორია. გარდა ამისა აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ აღნიშნა ისიც, რომ ლ. გოცირიძემ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა ბორჯომის ხეობაში ტყის მავნებლის ნაძვის „დიდი ლაფნისჭამიის“ წინააღმდეგ განხორციელებულ ბრძოლის ღონისძიებებში, დაზიანებული ნაძვნარი ტყის ეკოსისტემების აღდგენასა და განახლებაში. შემდეგ მან სიტყვა გადასცა ბატონ ლევან გოცირიძის ვაჟს, მეტყევე-მაგისტრს ზვიად გოცირიძეს, რომელმაც დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილებას მოწვევისა და ზემოაღნიშნული ღონისძიების დაგეგმვისათვის. თავის მოხსენებაში ბატონმა ლ. გოცირიძემ დაწვრილებით განიხილა მონოგრაფიაში წარმოდგენილი მნიშვნელოვანი საკითხები, კერძოდ ბორჯომის ხეობის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება ტყის აღდგენასთან დაკავშირებით, ტყეების კვლავწარმოების, გაუტყევებელი ფართობების გაშენების, ტყის მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები და სხვ. აღინიშნა, რომ განხილული მონოგრაფია წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს მეტყევე სპეციალისტებისათვის და ზოგადად ბუნების მოყვარულთათვის. მოხსენების ბოლოს, ბატონმა ზ. გოცირიძემ გაიხსენა ეპიზოდები მამის ბიოგრაფიიდან.                                          276178276 1417056675392063 481233443868241712 n                             

ლ. გოცირიძის მონოგრაფიასთან დაკავშირებით თავიანთი აზრი გამოთქვეს აკადემიკოსებმა: გ. გაგოშიძემ, ლ. დოლიძემ, სოფლის მეურნეობის დოქტორმა ა. სუპატაშვილმა, რომლებმაც ხაზი გაუსვეს ნაშრომის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისათვის, რომლებიც აღნიშნულ მონოგრაფიაში აღმოაჩენენ არა მარტო თეორიულ, არამედ მრავალ საინტერესო პრაქტიკულ რჩევას.                                                                                                                                                          

 

სხდომა შეაჯამა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ,  რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებლებსა და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს მომავალში საქართველოს ტყეებთან დაკავშირებულ აქტუალური საკითხების განხილვა-გადაწყვეტას.

(აკადემიკოს გივი ჯაფარიძისა და აკადემიკოს ლაშა დოლიძის რეცენზია ლევან გოცირიძის მონოგრაფიაზე: „ბორჯომის ხეობაში სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და ეკოლოგიური მდგომარეობა წარსულში და საკურორტო ტყეების არსებული პრობლემები“ იხილეთ ბმულზე).

საერთო კრება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

საერთო კრება

         2022 წლის 18 მარტს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:

 1. საქართველოს სოფლის მეურნეობისმეცნიერებათა აკადემიის მიერ 2021 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2022 წლის აგრარული მეცნიერების ამოცანების შესახებ,მომხსენებლები: საქართველოს სოფლის მეურნეობათა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე; აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გივი ჯაფარიძე.

  2. აკადემიის სამეცნ. განყოფილებების მიერ 2021 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2022 წლის ამოცანების შესახებმომხსენებლები: აკადემიის აკადემიკოს მდივნები, აკადემიკოსები: . მარგველაშვილი, . გუგუშვილი, . მახარობლიძე, . ცქიტიშვილი, . ჩაგელიშვილი, . ქეშელაშვილი.

   3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის .. სამეცნიერო-საკოორდინაცია ცენტრის მიერ 2021 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2022 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებმომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის .. სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი, აკად. . ფუტკარაძე.

  4. მიმდინარე საკითხები.

            აკადემიის საერთო კრებას აკადემიის ნამდვილი წევრებისა და აკადემიის სტიპენდიატების გარდა ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი, დოქტ. ი. ახალბედაშილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კველვითი ცენტრის დირექტორი, პროფ. ლ. უჯმაჯურიძე და აკადემიის აპარატის თანამშრომელები.

20220318 130627           

კრების დღის წესრიგის პირველ საკითხზე ვრცელი მოხსენება გააკეთა საქართველოს სოფლის მეურნეობათა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის (UEAA) პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ (აკად. გ. ალექსიძი მოხსენება იხ. ბმულზე, www. gaas.dsl.ge, „სიახლეები“ );

         კრების დღის წესრიგის მიხედვით აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. გ. ჯაფარიძემ კომენტარები გააკეთა მოხსენების შესახებ და აღნიშნა, რომ ვრცელ მოხსენებაში განხილულია აკადემიის პრეზიდიუმისა და თითოეული სამეცნიერო განყოფილების საქმიანობა 2021 წელს, აკადემიის სამეცნიერო საქმიანობის პრიორიტეტები, აკადემიის წევრების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის თემატიკა 2021-2022 წლებში, აკადემიის საგამომცემლო საქმიანობა,   აკადემიის გარემოს დაცვის, მცენარეთა გენეტიკური რესურსებისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრის მიერ 2021 წელს შესრულებული სამუშაოების მოკლე მიმოხილვა და აკადემიის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი წინადადებები საქართველოს კანონის „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ მე-161 მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ.

           20220318 130642

     აკადემიის პრეზიდენტის აკად. გ. ალექსიძის მოხსენების შემდეგ დარგობრივი სამეცნიერო განყოფილებების 2021 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციები გააკეთეს აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკად. გ. მარგველაშვილმა, მეცხოველეობისა და ვეტერინარიის მეცნიერების განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა აკა. ჯ. გუგუშვილმა, აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკად. რ. მახარობლიძემ, სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკა. ზ. ცქიტიშვილმა, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანის მოადგილემ, აკად. გ. გაგოშიძემ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის .. სამეცნიერო-საკოორდინაცია ცენტრის მიერ 2021 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2022 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ მოხსენებით გამოვიდა ცენტრის ხელმძღვანელი, აკად. ზ. ფუტკარაძე.

აკადემიაში დამუშავებული პროგრამის „საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება - მოდერნიზაცია (2030 წლამდე პერიოდისათვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავების კონცეპტუალური და ორგანიზაციულ - მეთოდოლოგიური საკითხები)“ შესახებ აკადემიის საერთო კრებას მოახსენა აკად. ნ. ჭითანავამ.

            აკადემიის საერთო კრებას გაწეული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შესახებ ინფორმაციები მიაწოდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კველვითი ცენტრის დირექტორმა, პროფ. ლ. უჯმაჯურიძემ და სტუ-ის კვების მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორმა, აკად. ნ. ბაღათურიამ.

           

20220318 131652 

აკადემიის საერთო კრების მუშაობა შეაჯამეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გ. ალექსიძემ და აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. გ. ჯაფარიძემ.

აგროინოვაციების კომისიის სხდომა

 

           2022 წლის 16 მარტს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „კლიმატის თანამედროვე ცვლილების გავლენა აგრარულ სექტორზე“ გამოვიდა სოფლის მეურნეობის დოქტორი მაია მელაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, სტუ-ს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორი.

       მომხსენებელმა   აღნიშნა, რომ კლიმატის გლობალურმა ცვლილება საქართველოს ტერიტორიაც მოიცვა და მისგან გამოწვეული უარყოფითი შედეგები, შესაძლოა, კიდევ უფრო მძაფრად გამოვლინდეს მომავალში. ამ მხრივ ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად სექტორს სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში ტემპერატურის ცვლილებას არაერთგვაროვანი ხასიათი აქვს, რასაც განაპირობებს ტერიტორიის რთული ოროგრაფიული, ლანდშაფტურ-კლიმატური პირობები. მაღალი ტემპერატურა უარყოფითად მოქმედებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზე - ტემპერატურული და ნალექების რეჟიმის ცვლილებამ, სეზონების წანაცვლებამ და სავეგეტაციის პერიოდების ცვლილებამ საგრძნობლად შეამცირა ტრადიციული მეთოდით მოსავლის მიღება.

გამომდინარე იქედან, რომ ადამიანის საცხოვრებელი კონკრეტული არეალისთვის დამახასიათებელი კლიმატი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წესს განსაზღვრავს, კლიმატის ცვლილებასთან ერთად ტრანსფორმაციას განიცდის დარგის პრაქტიკაც. ამ პრობლემის საპასუხოდ დღის წესრიგშია სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი ახლებური მიდგომა, რაც გულისხმობს მის ისეთ გარდაქმნას, რომ გაიზარდოს ეფექტიანად მართვისა და მდგრადი განვითარების შესაძლებლობები - მოიაზრებს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრინციპების განხორციელებას, პასუხობს კონკრეტულ არეალისთვის დამახასიათებელ კლიმატის ცვლილების გამოწვევებს, ითვალისწინებს კლიმატური პარამეტრების მოსალოდნელ ცვლილებას და ხელს უწყობს მოსავლიანობის მატებას.

აღმოსავლეთ საქართველოში გამოვლენილია ტემპერატურის მეტი მატების ტენდენცია, დასავლეთ საქართველოსთან შედარებით. ამიტომ, ჩვენს მიერ აღმოსავლეთ საქართველოში ადგილის სიმაღლის მიხედვით, პერსპექტიული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ელმაგავრცელების აგროკლიმატური ზონების სცენარისათვის გათვალისწინებულია ტემპერატურის 2°C-ით მატება. კლიმატის თანამედროვე ცვლილების ფონზე გამოკვლეული და გაანალიზებულია კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო და შიდა ქართლის მშრალი სუბტროპიკული, მთიანი და მაღალმთიანი ზონების აგროკლიმატური ასპექტები, განსაზღვრულია აგროკლიმატური მახასიათებლების დროში ცვლილების დინამიკა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული არსებული აგროკლიმატური ზონების შესაძლო ტრანსფორმაცია, რის საფუძველზეც გამოყოფილია ზონები შესაბამისი პერსპექტიული კულტურების გავრცელების მიზნით.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა კომისიის 30 წევრი; მოხსენების განხილვაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა გ. ჯაფარიძემ, აკადემიის ექსპერტმა გ.ცოფურაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველმა ო.კაჭარავამ და დეპარტამენტის უფროსმა პროფ. ო.თედორაძემ, აკადემიკოსმა ა.დიდებულიძემ, პროფესორებმა მ.ლობჟანიძემ, ც.სამადაშვილმა, ა.სუპატაშვილმა და ო.ქარჩავამ, დარგის ცნობილმა პრაქტიკოსებმა ლ.მესხმა, ზ.ლოლაძემ, შ.მაჭარაშვილმა.    
             მიღებული იქნა შესაბამისი დადგენილება და რეკომენდაციები.

  1. საერთო კრება
  2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნირებათა აკადემიის იუბილარები
  3. გამსვლელი სამეცნიერო ექსპედიცია კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკაში
  4. უკრაინის აგრარულ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს იაროსლავ გადზალოს
  5. აკადემიის სამეცნიერო საბჭოს გასვლითი-სამეცნიერო ექსპედიცია
  6. თებერვლის სხდომები
  7. 11 თებერვალი მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღეა
  8. იანვრის სხდომები
  9. ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის მეცნიერებათა აკადემიების კავშირის (UEAA) სამეცნიერო კონკურსის შესახებ
  10. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წინაასაახალწლო დალოცვა

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com