საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

შეხვედრა გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მიმართულებების კოორდინატორებთან

მრგვალი მაგიდა - გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მიმართულებების კოორდინატორებთან

 

        410bfdf5 6391 49be b7f7 4a3688ef2f4c მიმდინარე წლის 16 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილებაში შედგა შეხვედრა გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მიმართულებების კოორდინატორებთან. სხდომას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის სტიპენდიატები: სატყეო მიმართულების კოორდინატორი, დოქტორი გიორგი ქავთარაძე და გარემოს დაცვის მიმართულების კოორდინატორი, დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: ლარისა ჩაიკა და ქეთევან ჭიპაშვილი, ასევე გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მიმართულების კოორდინატორთა ჯგუფის წევრები: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსწორების ღონისძიებების დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების სამმართველოს უფროსი, დოქტორი ხათუნა წიკლაური, გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე არსენ ჩინჩალაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ტყის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი შალვა ნოზაძე.

            მრგვალი მაგიდა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მან აუდიტორიას კიდევ ერთხელ შეახსენა დარგის კოორდინატორთა საქმიანობის მნიშვნელობა, ისაუბრა ქვეყანაში გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მიმართულებით საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტის საქმეში მათ მიერ შეტანილ წვლილზე. შემდეგ აკადემიკოსმა ლ. დოლიძემ სიტყვა გადასცა აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს გივი ჯაფარიძეს. აკადემიის პრეზიდენტმა გ. ჯაფარიძემ მოკლედ მიმოიხილა ქვეყნაში სატყეო მიმართულებით არსებული მდგომარეობა, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტყეებთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებზე, მეტყევე-სპეციალისტების ღვაწლზე ქვეყანაში გარემოს დაცვასა და ტყეების დაცვის საქმეში.

            გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიომრავალფეროვნების სამმართველოს უფროსმა, ქალბატონმა ხათუნა წიკლაურმა აღნიშნა, რომ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება მეტად მნიშვნელოვანი საკითხია არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. სამწუხაროდ ჩვენთან ამის გამოცდილება ნაკლებად გვაქვს. ამიტომ ქართველი სპეციალისტები მუდმივ კომუნიკაციაში არიან უცხოელ კოლეგებთან, რათა გაეცნონ მათ მიდგომებს, შეისწავლონ და საუკეთესო მეთოდები ჩვენთანაც დანერგონ.

            გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილემ არსენ ჩინჩალაძემ დამსწრე საზოგადოების ყურადღება შეაჩერა ტყის კოდექსის ახალ რეგულაციებზე, რომლის თანახმად დაცულ ტერიტორიებზე დაიგეგმა ხე-ტყის დამზადებასთან დაკავშირებული საქმიანობა (მოვლითი, სანიტარული ჭრები). ამასთან დაკავშირებით, ბატონი არსენის მიერ შედგენილი იქნა ინსტრუქცია, სადაც დეტალურად იქნა გაწერილი ჭრებთან დაკავშირებული ყველა წესი, მონიშვნა იქნება ეს, ჭრა, დამზადება, გატანა თუ სხვა.

რაც შეეხება სატყეო დეპარტამენტის ტყის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტს შალვა ნოზაძეს, მან ისაუბრა ტყის პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სადაც ძირითადი აქცენტი ტყის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზეა გადატანილი.

მრგვალი მაგიდის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც განხილული იქნა დარგში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემები და დაისახა მათი გადაწყვეტის გზები.

მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მან მადლობა გადაუხადა აუდიტორიას მობრძანებისათვის და პრობლემატური საკითხების განხილვისას აქტიური ჩართულობისათვის.  

მემორანდუმი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა

და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ ტექინფორმს შორის

მიმდინარე წლის 14 მაისს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ ტექინფორმს შორის.

 

 6dd4beab 193f 49a5 a0ee 04f4cd9f85ff

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიანობისა და კავშირის მთავარი სპეციალისტი, დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი, ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ ტექინფორმიდან, ტექინფორმის დირექტორი ქალბატონი ნელი მახვილაძე.

შეხვედრა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ აკადემიასა და ტექინფორმს შორის არაერთი წლის თანამშრომლობა აკავშირებს, რაც მეტად მისასალმებელია. მემორანდუმი კიდევ უფრო დააახლოებს ამ ორ ორგანიზაციას, რას შემდგომში გააძლიერებს და გაზრდის ქვეყნის აგრარული დარგის ცნობადობას საერთაშორისო დონეზე. თავის მხრივ ტექინფორმის დირექტორმა, ქალბატონმა ნელი მახვილაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ამ ორ ინსტიტუციას შორის ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (FAO) შემავალ სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორების (ASTI-ის) საპილოტე პროექტის განხორციელებას (FAO ASTI).0eb206f2 41d1 4699 90fd d3c27b214517

მხარეები შეთანხმდნენ: რომ მემორანდუმის ფარგლებში მოხდება FAO ASTI-ის მიერ შემუშავებული კითხვარების დააგზავნა შესაბამის უწყებებში პასუხების მოსაპოვებლად. ასევე შეჯერებული პასუხები გადაეგზავნებათ FAO ASTI-ის ოფიციალურ წარმომადგენლებს. ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ საპილოტე პროექტში საკვანძო ორგანიზაციად განისაზღვროს სტუ-ს ინსტიტუტი ტექინფორმი.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ ტექინფორმის დირექტორმა, ქალბატონმა ნელი მახვილაძემ.

სამეცნიერო კონფერენცია

ვეტერინარი ექიმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია:

ვეტერინარიის აქტუალური საკითხები თეორიასა და პრაქტიკაში

05c7306f 1439 429d 9084 64f53c2eb204  მიმდინარე წლის 30 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა ვეტერინარი ექიმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია თემაზე:  ვეტერინარიის აქტუალური საკითხები თეორიასა და პრაქტიკაში.“

კონფერენციას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ა. გიორგაძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მ. ბარვენაშვილი, აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიკოსი ჯ. გუგუშვილი, აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი თ. ყურაშვილი, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლ. დოლიძე, აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: ლ. ჩაიკა და მ. მოსაშვილი. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: სეს-ის უფროსის მოადგილე ვ. ბასილაძე, სეს-ის ვეტერინარული დეპარტამენტის უფროსი ვეტერინარულ მეცნიერებათა დოქტორი დ. ხელაია და მისი მოადგილეები: ვეტერინარულ მეცნიერებათა დოქტორი დ. გოდერძიშვილი და ი. მენთეშაშვილი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორები: მ. კერესელიძე და კ. მიქაძე, ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი ს. ბერიძე, სეს-ის ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ე. ნინიძე, „ნიუვეტ“ კლინიკის დირექტორი, დოქტორი ნ. ომარაშვილი, ვეტერინარიის დეპარტამენტის და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვეტერინარიის კვლევის სამსახურის თანამშრომლები: ვ. ბარათაშვილი, ს. ჭელიძე, გ. კიკალიშვილი, გ. ბახტაძე, ი. თათრიშვილი, ნ. ფაღავა, ლ. ციცქიშვილი, ა. ყურაშვილი, მ. ლომინეიშვილი, ასევე დოქტორანტები: გ. ბუცხრიკიძე, გ. გლუნჩაძე. 49b95505 315b 4384 b5c9 d42d4babab94

კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილმა. მან ისაუბრა ვეტერინარიის მნიშვნელობაზე თანამედროვე საზოგადოების ყოფაში. აღინიშნა, რომ ვეტერინარია არის სამეცნიერო ცოდნის სფერო, რომლის შესწავლის საგანია ცხოველთა დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა, აგრეთვე ადამიანებსა და ცხოველებს შორის ურთიერთობის სხვადასხვა სამედიცინო საკითხები, როგორიცაა ადამიანებისა და ცხოველებისთვის საერთო დაავადებებისგან დაცვა და ადამიანებისთვის უსაფრთხო სოფლის მეურნეობის პროდუქტებით უზრუნველყოფა. შემდეგ აკადემიკოსმა თ. ყურაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. პირველი საკითხის ირგვლივ: პარამფისტომატოზების გავრცელება დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში სასაკლაოს მონაცემების მიხედვით მოხსენებით გამოვიდა სეს-ის უფროსის მოადგილე ვ. ბასილაძე, მეორე საკითხთან დაკავშირებით კენტჩლიქიანი ცხოველების ბრუცელოზის გავრცელება საქართველოში და მისი ეპიზოოტიური და ეპიდემიური შეფასება ისაუბრა ვეტერინარული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ი. მენთეშაშვილმა. მოხსენებებით ასევე გამოვიდნენ: სეს-ის ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ე. ნინიძე - ქუ ცხელება და მისი გავრცელების საფრთხეები საქართველოში; დოქტორატი გ. ბუცხრიკიძე - ენდომეტრიტით დაავადებული ფურებიდან გამოყოფილი E-coli-ის ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობა; დოქტორანტი გ. გლუნჩაძე - Mycobacterium Bovis - საქართველოში (პრობლემის მიმოხილვა), ვეტერინარიის დოქტორი ვ. ბარათაშვილი - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტუბერკულოზი თითოეული მომხსენებლის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია მეტად საინტერესო და აქტუალური იყო, რადგან ეხებოდა არა მარტო ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, არამედ ადამიანისა და ცხოველის ურთიერთობის სხვადასხვა სამედიცინო საკითხებს, როგორიცაა ადამიანებისა და ცხოველებისთვის საერთო დაავადებებისგან დაცვა და მოსახლეობის უსაფრთხო სოფლის მეურნეობის პროდუქტებით დაკმაყოფილებას.      

კონფერენციაზე მომხსენებელთა მიმართ დასმული იყო არაერთი შეკითხვა, რაზედაც თითოეულმა მათგანმა ამომწურავი პასუხი გასცა.

ვეტერინარი ექიმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია შეაჯამა აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა თ. ყურაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა როგორც მომხსენებლებს, მნიშვნელოვანი მოხსენებების წარმოდგენისათვის, ასევე დამსწრე საზოგადოებას, მობრძანებისათვის და კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის.

მემორანდუმი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას, ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაციას, ცენტრალური აზიისა და კავკასიის სოფლად საკონსულტაციო სერვისების ფორუმს, სოფლის საკონსულტაციო სერვისების გლობალურ ფორუმსა და შვეიცარიის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ასოციაციას შორის

მიმდინარე წლის 26 აპრილს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას, ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაციას, ცენტრალური აზიისა და კავკასიის სოფლად საკონსულტაციო სერვისების ფორუმს, სოფლის საკონსულტაციო სერვისების გლობალურ ფორუმსა და შვეიცარიის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ასოციაციას შორის.  ed5b76c6 15b4 4ab3 b46d 5144431033ce

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი, GFRAS-ის გენერალური მდივანი, დოქტორი კარლ ერიკ ლარსენი, AFRD-ის პრეზიდენტი, დოქტორი კახა ნადირაძე, GFRAS-ის პროგრამის მენეჯერი, დოქტორი ჯოეპ სლაატსი, CAC-FRAS-ის თავმჯდომარე, დოქტორი ბოდირ დოსოვი, GFRAS-ის კომუნიკაციების კოორდინატორი ქალბატონი ინგრიდ ოლივიერა, ინოვაციური განათლების ფონდის დირექტორი, ბატონი მერაბ ლაბაძე.

თანამშრომლობის საგანს წარმოადგენს: სოფლის საკონსულტაციო და გაფართოებული სერვისების განვითარება, სოფლის მეურნეობის მეცნიერებებისა და განათლების ციფრული ტრანსფორმაცია ისეთ სფეროებზე, როგორიცაა: აგროეკოლოგიური და აგრობიზნესის კოლეჯების განვითარება საქართველოში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, საოჯახო ფერმების, აგრეთვე სხვადასხვა მიმართულების ფერმებისა და ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერა.

სამუშაო შეხვედრა

პარტნიორების შეხვედრა

 

2024 წლის 22 აპრილს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა პარტნიორთა სამუშაო შეხვედრა. (შეხვედრა - ‘’სმოუკი დათუნიასთან’’)

შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა დაინტერესებული მხარეების თანამონაწილეობით განხილულიყო ტყის ხანძრების პრევენციის, ტყის ხანძრების მართვის და შედეგების მიმოხილვა

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - კარლო ამირგულაშვილი, აშშ - ს სატყეო სამსახურის ევროპა - აზიის ჯგუფის პროგრამების მენეჯერი - სეთ დევისი, აშშ - ს სატყეო სამსახურის საგანგებო სიტუაციების მართვის სპეციალისტი - კერრი გრინი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა - კარლო ამირგულაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მთელ მსოფლიოში ტყის ხანძრების პრევენციას, ტყის ხანძრების მართვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა შემდეგი პრეზენტაციები:

-          ველურ ბუნებაში ხანძრების პრევენციის, „სმოუკი დათუნიას“ კამპანიის და აშშ - ში სააგენტოთა შორისი კოოპერაციის მიმოხილვა. სპიკერი - აშშ - ს სატყეო სამსახურის საგანგებო სიტუაციების მართვის სპეციალისტი - კერრი გრინი;

-          ტყის ხანძრებთან მიმართებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლება - მოვალეობების მიმოხილვა. სპიკერი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი - ნინო ბარქაია;

-          დაცულ ტერიტორიებზე ტყის ხანძრების მართვისა და შედეგების მიმოხილვა. სპიკერი - სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - დავით კობახიძე;

-          ხანძრების პრევენციის და საპასუხო ზომების მიმოხილვა ბორჯომ - ხარაგაულის ეროვნულ პარკში. სპიკერი - ბორჯომ - ხარაგაულის ეროვნულ პარკის ადმინისტრაციის უფროსი - ლევან საბანიძე;

-          აშშ- ის სატყეო სამსახურთან ერთობლივი პროექტის მიმოხილვა საქართველოში ტყის ხანძრების მოდელირების თაობაზე. სპიკერი - NACRES - ის გამგეობის წევრი, ბუნებრივი რესურსების მართვის პროგრამის კოორდინატორი - კახა არცივაძე;

-          ტყის ხანძრების მართვის პრაქტიკა ეროვნულ სატყეო სააგენტოში. სპიკერი - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის დაცვის სამმართველოს უფროსი - გიორგი ბერჩეკიძე:

-          UNDP - ის საქმიანობის მიმოხილვა კლიმატის ცვლილების რისკების მართვასთან დაკავშირებით საქართველოში. სპიკერი - გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UNDP) გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმღვანელი - ნინო ანთაძე;

-          საქართველოში ბუნებრივ საფრთხეებზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედების მიმოხილვა. სპიკერები: CENN -პროექტის კოორდინატორი - ვახო ჩიტიშვილი; სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - იოსებ ქინქლაძე.

აქტუალური საკითხების ირგვლივ გაიმართა დისკუსია. სხდომა შეაჯამა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა - კარლო ამირგულაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობისათვის.  

 

 

 

ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესი (მესამე სამუშაო შეხვედრა)

     

    2024 წლის 19 აპრილს  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის (ესპპ) 2024 წლის  მესამე სამუშაო შეხვედრა.

შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა დაინტერესებული მხარეების თანამონაწილეობით განხილულიყუკვე განხორციელებული სამუშაოების და შექმნილი დოკუმენტების გაცნობა, სამომავლო აქტუალური საკითხების განხილვა.

სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე - ნინო თანდილაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი - კარლო ამირგულაშვილი,  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების კოორდინატორი - მარიამ გვარჯალაძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე - დავით დამენია, GIZ - ექსპერტი - ნატა ჯამბურია, CENN/DEPA - მკვლევარი - ზაზა ბარბაქაძე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ - ნინო თანდილაშვილმა,  რომელმაც აღნიშნა, რომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და კლიმატის მწვანე ფონდის პროექტის (GCF)  მხარდაჭერით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს სხვადასხვა სახის აქტივობებს, რომელთა ძირითადი მიზანია ტყის მერქნიანი რესურსების ეფექტური გამოყენება  და საქართველოში შეშის გონივრული მოხმარების განვითარება. აღნიშნული მიზნის განხორციელებისათვის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად ტყისა და სასოფლო - სამეურნეო ნარჩენებისაგან წარმოებული მყარი ალტერნატიული საწვავის გამოყენება სახელდება.

აქტუალური საკითხების ირგვლივ გაიმართა დისკუსია. სხდომა შეაჯამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ - ნინო თანდილაშვილმა,   რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობისათვის.   

ინოვაციების კომისიის სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

 

0afc3fdf 9705 43c3 a5eb cb8271073213   მიმდინარე წლის 17 აპრილს შედგა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „საქართველოს სასარგებლო მცენარეთა ბიორესურსი, ეთნობოტანიკური უნარ-ჩვევები და მდგრადი გამოყენება” გამოვიდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი თამარ კაჭარავა. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მდიდარი და უნიკალური ფიტოგენოფონდი ქვეყნის ბუნებრივ - ისტორიული სიმდიდრეა, რომელიც მუდმივ დაცვასა და კონსერვაცია - აღდგენას საჭიროებს, რადგან ნადგურდება ან იცვლება სხვადასხვა სტიქიური თუ ანთროპოლოგიური ზემოქმედებებით. პრობლემა აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის, აქ გავრცელებულია სასარგებლო, ანუ სამკურნალო, არომატული, საღებარი, თაფლოვანი, სანელებელი და შხამიანი მცენარეების ის უნიკალური სახეობები, რომლებიც სხვაგან არ გვხვდება. ბევრი მათგანი დღევანდელი მდგომარეობით გადაშენების პირასაა მისული, მიმდინარეობს გენეტიკური რესურსის ეროზიული პროცესები, უკონტროლო ექპლუატაცია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ex-situ და in-situ/on farm უზრუნველყოფა.

მომავალი მოხმარებისთვის, გენეტიკური და სახეობრივი მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია შემდეგი პარამეტრები და მათი დარეგულირება:

  • საქართველოს მასშტაბით, განსხვავებული ეკოსისტემის პირობებში, დომინანტი სასარგებლო მცენარეთა, მათ შორის ენდემური ან იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ბიორესურსის მოძიება-კატალოგირება, მონიტორინგი, კონსერვაცია, ბიომორფოლოგიური საჭიროების შემთხვევაში კი ქიმიური შედგენილობის კვლევა, არსებული მონაცემთა ბაზის გამდიდრება;
  • საქართველოს უნიკალური ფლორის ბიორესურსის დაცვისა და რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობაზე ინფორმირების ამაღლება;
  • სამრეწველო პლანტაციების გაშენება ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულის მისაღებად;
  • ეთნობოტანიკური ტრადიციებისა და ფიტოპროდუქციის პოპულარიზებისმექანიზმების ინტენსიფიკაცია და მდგრადი გამოყენება;
  • ნატურალური საკვები დანამატების დასამზადებლად   საინტერესო მცენარეთა ბლოკების შერჩევა, მაგალითად ცხოველთა კომბინირებული საკვებისთვის   ფიტოდანამატების შერჩევა;                                          
  • სასარგებლო მცენარეთა დამზადების, გაშრობის, გადამუშავების, შენახვის პირობების დიფერენცირება მათი რაციონალური გამოყენების მიზნით;
  • ფიტოინდუსტრიისათვის ეკოლოგიურად სუფთა სანედლეულო ბაზის შექმნა;
    • მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილების პრინციპების ინტეგრირება ბიომრავალფეროვნების იმ კონვენციით მინიჭებული უფლებებით, რომლის წევრიც არის საქართველო.

მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ: აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, პროფესორი ოთარ ქარჩავა, დოქტორი გოჩა ცოფურაშვილი, პროფესორი მედეა ბურჯანაძე, მარიამ ხოჭოლავა და თინათინ დევაძე, რომლებმაც დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი ნაშრომი. აღინიშნა, რომ შესრულებულია დიდი მოცულობის მნიშვნელოვანი და საინტერესო სამუშაოები, რაშიც იკვეთება მომხსენებლის პროფესიონალიზმი და შრომისმოყვარეობა.

გამოფენა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ტრადიციული ქართული სამიწათმოქმედო კულტურა და თანამედროვეობა (ხორბალი) - გამოფენა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

c767b62a e91d 4555 8bda 044a48b7baff  მიმდინარე წლის 15 აპრილს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის „ტრადიციული ქართული სამიწათმოქმედო კულტურა და თანამედროვეობა“ - (ხორბალი) ფარგლებში გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ხორბლის კულტურასთან დაკავშირებული ექსპონატები, რომელთა შორის იყო ეტრატები, ფოტოები, წიგნები, მემორიალური ნივთები, მარცვლეულის  უნიკალური სახეობები, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა. მნახვეთა ყურადღებას იპყრობდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შრომის იარაღები და ხორბლის ნამზადის დასამზადებლად საჭირო ჭურჭელი, განსაკუთრებით კი საქართველოს ეროვნული არქივიდან წამოღებული უძველესი ხელნაწერები (როგორც დედნები, ასევე ასლები), რომლებიც უტყუარი დასტურია იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა   პურეულსა და ზოგადად ხორბალს ქართველთა ყოფაში. 

 3b7af338 7ab3 460d a3fa 8a8d704ffed6  ასე მაგ., სოფელ საბუეში მცხოვრები ყმების წყალობის წიგნი - ბატონიშვილი თეიმურაზის (მეფე ლეონის ძე) ბოდბელი მაქსიმესადმი. „თხრობის“ ნაწილში ნახსენებია წისქვილი, ხელრთვა „თეიმურაზ“ 1568 წელი; ოქმი - ერეკლე II-ის დარბაზბატონი ნაზირი დიმიტრისადმი, გორსა და ცხინვალში ცხენების გაგზავნისა და ქარხნისთვის ფქვილის ჩატანის შესახებ - 1762 წ. 29 დეკემბერი; ხელწერილი - გიორგი ზუბინაშვილის სახაბაზოში ბატონიშვილი იულონის მიერ გამოგზავნილი ფქვილის მიღების შესახებ - 1789 წ. 10 სექტემბერი და სხვ. 

გამოფენა გახსნა და აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ. მომხსენებელმა მსმენელთა ყურაღება გაამახვილა პურობის ტრადიციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღინიშნა, რომ ქართულ სუფრაზე მარცვლოვანი კულტურებისგან დამზადებული საკვები დომინანტური იყო. განსაკუთრებით ხორბლეული. რექტორმა ისაუბრა ასევე სხვა აგრარული კულტურების მრავალფეროვნებაზე, მათი სამეცნიერო შესწავლის მნიშვნელობაზე.

ჩვენი მიზანია ქართული ხორბლის ენდემური სახეობების პოპულარიზაცია ქვეყნის გარეთ. რამდენიმე წლის წინ ჩვენმა ქვეყანამ იუნესკოს წინაშე დააყენა საკითხი ქართულ ხორბალს კულტურული ძეგლის სტატუსი მინიჭებოდა,“- განაცხადამან. ba6339e0 b8c3 42ce 9708 6abbbdcdcd7f

 

გამოფენაზე ქართული ხორბლის კულტურასთან და ხორბლისა და პურის თანამედროვე ქართულ ტრადიციულ სარიტუალო პრაქტიკასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ მოხსენებით გამოვიდა პროფ. როზეტა გუჯეჯიანი. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია საზოგადოებრიობას კიდევ ერთხელ შეხსენდეს ქართველთა უდიდესი წვლილი მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში, კერძოდ ჩვენი ხალხის სამიწათმოქმედო გამოცდილება. საქართველოში ენდემური ჯიშის ქართული მემინდვრეობის არაერთი ელემენტი მოიპოვება, რომელსაც დაცვა და პოპულარიზაცია სჭირდება.  80c56eeb 99f1 4a18 9bce 03abac9ab54e

          

გამოფენაზე მოხსენებებით გამოვიდნენ ასევე ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი ქეთევან ხუციშვილი, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, აკადემიკოსი ლევან უჯმაჯურიძე, საკითხით დაინტერესებული მეცნიერ-თანამშრომლები, რომებმაც ისაუბრეს საქართველოში ღვინისა და ხორბლის მოყვანისა და რიტუალური დატვირთვის ხანგრძლივი ისტორიის შესახებ

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე და აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

სამუშაო შეხვედრა

ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესი

(მეორე სამუშაო შეხვედრა)

 

2024 წლის 2 აპრილს, თბილისში, ღვინის ეროვნული სააგენტოს დარბაზში გაიმართა ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის (ესპპ) 2024 წლის მეორე სამუშაო შეხვედრაშეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა დაინტერესებული მხარეების თანამონაწილეობით მუნიციპალური ტყის ფორმირებისა და ტყის მართვის განვითარების შესაძლებლობების განხილვა; უკვე განხორციელებული სამუშაოების და შექმნილი დოკუმენტების გაცნობა; სამომავლო საქმიანობის დაგეგმვა.

სხდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე - ლიკა გიორგაძე, GIZ - ის იურისტ - კონსულტანტი - ეკატერინე ოთარაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, GIS და დისტანციური ზონდირების საკონსულტაციო ცენტრი - „გეოგრაფიკი“ - გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორი - მამუკა გვილავა, ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა - აღდგენის დეპარტამენტის უფროსი - მერაბ მაჭავარიანი, GIZ, გარემოსდაცვითი და სოციალური გარანტიებისა და გენდერის მრჩეველი - მარიკა ქავთარაშვილი, დამოუკიდებელი ექსპერტი - გიორგი ლემონჯავა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ქალბატონმა ლიკა გიორგაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადაადგილობრივი მნიშვნელობის ტყის განსაზღვრის კრიტერიუმები და ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემის წესი“- სამუშაო ვერსია. გარდ ამისა, კლიმატის მწვანე ფონდის პროექტის (GCF) ფარგლებში მომზადდა ტყის მართვის დაგეგმვის და განხორციელების პროცესში საზოგადოების გაუმჯობესებული თანამონაწილეობის კონცეფცია დამერქნიანი მცენარეებით დაფარული ბუნებრივი სივრცეების მართვის სახელმძღვანელო“. აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს რვა სამიზნე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ტყის მართვის შესაძლებლობების შეფასება, არსებული შესაძლებლობების გამოყენებისა და ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა.

აქტუალური საკითხების ირგვლივ გაიმართა დისკუსია. სხდომა შეაჯამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ქალბატონმა ლიკა გიორგაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანების და სამუშაო შეხვედრაში აქტიური მონაწილეობისათვის.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2024 წლის 27 მარტს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის

1   მიმდინარე წლის 27 მარტს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა შეხვედრა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ხელმძღვანელობას შორის.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწე, პროფესორი თამაზ ბაციკაძე, ხოლო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აადემიკოსი რამაზ ხუროძე, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, აკადემიკოსები: ავთანდილ კორახაშვილი და გია ჯაფარიძე, ადმინისტრაციული აპარატის უფროსი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ფელიქს კალანდარიშვილი, უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ზინა ჯორბენაძე და ადამიანური რესურსების მართვისა და სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ აბაშიძე2

შეხვედრა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. აღინიშნა, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას დიდი ხნის საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს და მათ მონაწილეობა ერთობლივად არაერთ ღონისძიებაში აქვთ მიღებული. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე. მან დამსწრე საზოგადოების ყურადღება გაამახვილა აკადემიებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე, გეგმებზე, რომელთა განხორციელებაც ქვეყნისათვის დიდი სიკეთის მომტანი იქნება.

7 

   შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორმხრივი მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობას და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, ასევე, ქართული მეცნიერების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას, მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური პროექტების მოსალოდნელი შედეგების შესახებ ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და საზოგადოებისათვის რეკომენდაციების წარდგენას.

 

 

 

 

 

 

ტყის საერთაშორისო დღე

 

21 მარტი - ტყის საერთაშორისო დღე

        

93b96864 3a85 4384 91bc c5037342e206    მიმდინარე წლის 21 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა თემატური სხდომა: აჭარის ტყეებში გავრცელებული ინვაზიური მავნებელ-დავადებები და მათი უარყოფითი ზემოქმედების შედეგები“, რომელიც მიეძღვნა ტყის საერთაშორისო დღეს.

     სხდომას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიის სტიპენდიატი, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, აკადემიის სტიპენდიატი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგიის დოქტორი მედეა ბურჯანაძე, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, აჭრის სატყეო სააგენტოს ტყის მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი რეზო ვასაძე, აკადემიის აპარატის მუშაკები. 5bc6cd85 45da 48d4 9592 0b3b5eb94aeb

            სხდომაზე მოხსენებით აჭარის ტყეებში გავრცელებული ინვაზიური მავნებელ-დავადებები და მათი უარყოფითი ზემოქმედების შედეგები“ გამოვიდა ს/მ დოქტორი რ. ვასაძე. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ უკანასკნელი მონაცემებით აჭარაში ზღვის დონიდან სხვადასხვა სიმაღლეზე აღირიცხება ველუ­რად მოზარდი ხე-მცენარეთა 1837 სახეობა, მ. შ. 177 - მერქნიანი. თითოეული მათგანი მავნებელ-დაავადებების მასპინძელ მცენარეს წარმოადგენს, რომელზეც მეტ-ნაკლები ინტენსი­ვობით დასახლებულია მწერი, სოკო, ვირუსი ან სხვა. ბევრი მათგანი საშიში საკარანტინო მავნებლების სიაშია შეტანილი, თუმცა არიან მავნებლებიც, რომელთა რიცხოვნობა იმდენად დაბალია, ხოლო ზიანი იმდენად უმნიშვნელო, რომ ისინი პრაქტიკულად არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენენ. მიუხედავად ამისა კლიმატური ცვლილებების ფონზე მოსალოდნელია მათი აფუთქარება, ამიტომ საჭიროა მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი. დოქტორმა რ. ვასაძემ განსაკუთრებული ყურადღება შეაჩერა ისეთ მავნებლებზე, როგორებიცაა: მბეჭდავი ქერქიჭამია, კენწეროს ქერქიჭამია, ნაძვის დიდი ლაფანჭამია, ექვსკბილა ქერქიჭამია, ფიჭვის დიდი ლაფანჭამია, ფიჭვის პატარა ლაფანჭამია, ბზის სიდამწვრე, წაბლის ქერქის კიბო და სხვ.; აღწერა ამ მავნებლების მორფოლოგიური და ფიზიოლოგიური მახასიათებლები, განვითარების ციკლი; ისაუბრა მათ მიერ მიყენებული ზიანზე და ა. შ. ბატონმა რეზომ მსმენელთა ყურადღება ასევე გაამახვილა ისეთ მავნებელ-დაავადებებზე, როგორებიცაა: საჭმელი წაბლის ცილინდროსპორიოზი, ინფექციური დაავადება მელანა, მუხის ბაღლინჯო, მუხის ერთფეროვანი ჩრჩილი და სხვ.

აღინიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში აჭარის ტყეებში მეტად სავალალო მდგომარეობაშია კოლხური ბზა, რომელსაც ერთი მხრივ უტევს სოკოვანი დაავადება ანუ "სიდამწვრე", მეორე მხრივ კი - ბზის ალურა. ბზის „სიდამწვრ“-ის გამომწვევია პათოგენური სოკო. ახლადდაინფიცირებულ ფოთლებზე ჩნდება მუქი ყავისფერი ლაქები, ფოთოლი კარგავს სიმწვანეს, თანდათან ხდება ქლოროტული და ცვივა. ეს პროცესი მეორდება რამდენჯერმე, შემდეგ იწყებს ხმობას მცენარის ტოტები, საბოლოოდ კი მთლიანად ხე. მეორე მიზეზით, ბზის ხმობა გამოწვეულია ბაქტერიებით, ნიადაგის სოკოებით და უნაყოფო სოკოს მიცელიუმით. აღნიშნული ბაქტერიები და ნიადაგის უნაყოფო სოკოს მიცელიუმი იწვევს მცენარის ფესვების ბუსუსების დაზიანებას, ლპობას, რაც გამოიხატება მცენარის კვების რეჟიმის დარღვევით. მცენარე ჭკნება, ცვივა ფოთლები და ხმება. მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ალურას წინააღმდეგ გატარდა ბრძოლის ბიოლოგიური ღონისძიება-წამლობა. მოხდა ბზის შეწამვლა შერჩეული ბიოლოგიური პრეპარატით - ლეპიდინით, რომელიც დამზადდა Bacillus thuringiensis var. kurstaki-ის (BTK) ბაზაზე. მნიშვნელოვანია, რომ ლეპიდინი არ არის ტოქსიკური და ცოცხალი ორგანიზმებისთვის არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს. cb096624 6885 4474 968e d189c1689cce

მოხსენების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია. მსმენელთა მხრიდან დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზეც დოქტორმა რ. ვასაძემ ამომწურავი პასუხები გასცა.

თემატურ სხდომაზე ასევე მოხდა წიგნების: „უცხო მერქნიან მცენარეთა ინვაზია საქართველოს დაცული ტერიტორიების ტყის ჰაბიტატებში (ავტორები: გ. ქავთარაძე, ლ. ბასილაძე, ე. ავოიანი და სხვ.) და „აჭარის მუქწიწვოვანი კორომების საერთო სანიტარული მდგომარეობის გაუარესების გამომწვევი მიზეზები და სატყეო სატაქსაციო მაჩვენებლების დინამიკა ტყის ტიპების მიხედვით (ავტორები: რ. ვასაძე, ზ. ვასაძე) პრეზენტაცია-განხილვა.

პირველ ნაშრომთან დაკავშირებით აუდიტორიის წინაშე წარსდგა დოქტორი გ. ქავთარაძე, ხოლო მერე წიგნის ირგვლივ ისაუბრა დოქტორმა რ. ვასაძემ.

ორივე ნაშრომმა დამსწრე საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. დაისვა შეკითხვები, რაზეც მომხსენებლების მხრიდან კვალიფიცირებული პასუხები  გაიცა. ორივე წიგნმა მსმენელთა მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.

თემატური სხდომის ბოლოს გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლ. დოლიძემ დიდი მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და სხდომის მუშაობაში აქტიური ჩართულობისათვის.

 

 

საქართველოა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო 10 წლისაა. ინფორმაცია იხ. ბმულზე

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com