საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

420032017 931545895168160 5007176984093866863 n

  მიმდინარე წლის 17 იანვარს შედგა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: ,,აგრარული სფეროს ტექნიკური შეიარაღების პროგნოზირება მექანიზებული სამუშაოების ენერგეტიკული შეფასების საუძველზე“ (სამთო პირობების გათვალისწინებით)   გამოვიდა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ოთარ ქარჩავა. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მემცენარეობის პროდუქციის კონკურენტურნარიანობას ბაზარზე განსაზღვრავს მისი თვითღირებულება, რაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მისი წარმოებისთვის საჭირო მექანიზებული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებაზე ფულადი სახსრების დანახარჯებზე. ეს უკანასკნელი საკმაოდ დიდ დიაპაზონში იცვლება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების, გამომუშავების, შრომის და საწვავ-საზეთ მასალებზე ხარჯის, ასევე ტრაქტორების, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, შრომის, ენერგომატარებლების და ტექნიკური სერვისის საბაზრო ღირებულების ცვლილების მიხედვით. ამასთან საქართველო, როგორც მიწათმოქმედების რეგიონი, ეკუთვნის სამთო ზონას, სადაც ნაკვეთები ხასიათდებიან არასწორი კონფიგურაციით, განლაგებულნი არიან ფერდობებზე და ხშირად ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეებზე. ყოველივე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს მობილური სასოფლო-სამეურნეო აგრეგატების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და საბოლოო ჯამში წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. ასეთ საექსპლუატაციო პირობებში მნიშვნელოვნად იცვლება აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო სატრაქტორო პარკის სტრუქტურული და რაოდენობრივი შემადგენლობა. ამიტომ ასეთი ამოცანების გადაწყვეტისთვის საყოველთთაოდ მიღებული კრიტერიუმი - ფულადი სახსრების ხვედრითი დანახარჯები ობიექტურად ვეღარ ასახავდა საწარმოო სიტუაციას.

სატრაქტორო სამუშაოების მოცულობის შეფასებისთვის შემოღებული იქნა სატრაქტორო სამუშაოს მოცულობის შეფასების კომპლექსური ენერგეტიკული კრიტერიუმი - ხვედრითი ენერგეტიკული დანახარჯები, რომელიც თავისთავში შეიცავს აგრეგატების ლითონტევადობას, საწვავ-საზეთი მასალების ენერგოშემცველობას და შრომის ენერგეტიკულ ექვივალენტს. განისაზღვრა მისი ენერგეტიკული ექვივალენტი და დიფერენცირებულ საწარმოო პირობებისთვის დამუშავდა მაკორექტირებელი კოეფიციენტების რიცხობრივი მაჩვენებელების განსაზღვრის მეთოდიკა, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა სატრაქტორო სამუშაოების მოცულობების განსაზღვრა კონკრეტულ საწარმოო პირობებში და შესაბამისი ნორმატიული ბაზის შექმნა. ამასთან, სამთო პირობების გათვალისწინებით კორექტირება გაუკეთდა არსებული სატრანსპორტო ამოცანის მათემატიკურ მოდელს და შეიქმნა მემცენარეობის მიმართულების ფერმერული მეურნეობების ოპტიმალური მანქანათა სისტემებით უზრუნველყოფის მეთოდოლოგია ენერგეტიკული კრიტერიუმის გამოყენებით. მიღებული შედეგები რეალიზებული იქნა პილოტ-პროქეტებში საერთოდ ქვეყნისთვის (2013 წელს) სხვადასხვა სიმძლავრის ფერმერული მეურნეობებისთვის (2015 – 2021 წელს).

     მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გ.ჯაფარიძემ; აკადემიკოსებმა: ნ.ჭითანავამ და ა.დიდებულიძემ;   პროფესორებმა ც.სამადაშვილმა და ო.თედორაძემ; დოქტორებმა: ნ.ხოხაშვილმა, გ.ქუთელიამ და ე.კაციტაძემ, რომლებმაც დადებითად შეაფასეს ჩატარებული კვლევა და ხაზი გაუსვეს წარმოდგენილი თემის აქტუალობას. დაადგინეს: 1.მოწონებული იქნეს წარმოდგენილი მოხსენება და მეთოდიკა; შედგენილი მეთოდიკის საშუალებით შესაძლებელია მემცენარეობაში ნებისმიერი სიმძლავრის მეურნეობისთვის საჭირო სატრაქტორო პარკის პროგნოზირება, აგრეთვე დახურული გრუნტისთვის საჭირო მოტობლოკების, ელექტროტრაქტორების და სტაციონარული დანადგარების ოპტიმალური შემადგენლობის დადგენა; 2. საჭიროებას მოითხოვს მეთოდიკის სრულყოფა ნიადაგდამცავი, რესურსდამზოგი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიების გავრცელების გათვალისწინებით; მიზანშეწონილია სერვისის ბაზების ოპტიმალური ტექნიკური შეიარაღების და მათი განლაგების ოპტიმალური ადგილების შერჩევის მეთოდიკის დამუშავება.

სასტიპენდიო პროგრამა

პოლონეთის რესპუბლიკის ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან შემოსულია კორესპონდენცია იმის თაობაზე, რომ გამოცხადებულია პოლონეთის რესპუბლიკის ლეინ კირკლენდის კვლევითი პროგრამა (2024 KIRKLAND RESEARCH SCHOLARSHIPS), რომელიც განკუთვნილია საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვას, ტაჯიქეთის, უკრაინისა და უზბეკეთის 45-წლამდე ასაკის მკვლევარებისათვის, რომლებიც ფლობენ დოქტორის ხარისხს და ამჟამად იკავებენ აკადემიურ პოზიციას; პროგრამის დაფინანსებას აწარმოებს თავისუფლების პოლონურ-ამერიკული ფონდი. სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 მარტი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://kirkland.edu.pl/en/about-the-program/

კითხვების შემთხვევაში მიმართეთ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამების
კოორდინატორებს მეილზეThis email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.">This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

გისურვებთ წარმატებას!

მილოცვა

  

rezojabn

საქართველოს სოფის მეურნეობის  მეცნიერებათა აკადემიის  აკადემიკოსს,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებთა დოქტორსბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორს,

რ ე ზ ო    ჯ ა ბ ნ ი ძ ე ს

დაბადებიდან   70 და სამეცნიეროპედაგოგიური მოღვაწეობის 45 წელი შეუსრულდა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია   გულითადად  ულოცავს

ბატონ  რეზო ჯაბნიძეს  ამ  ღირსშესანიშნავ  თარიღებს,  უსურვებს  ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს,

წარმატებულ სამეცნიერო,   პედაგოგიურ და საზოგადოებრივ  საქმიანობას ჩვენი  ქვეყნის  საკეთილდღეოდ!

 

 

 

ttt

 

საქართველოს სოფის  მეურნეობის  მეცნიერებათა აკადემიის  მილოცვა აკადემიკოს

დავით გურგენიძეს

საქართველოს  სოფის  მეურნეობის  მეცნიერებათა აკადემია, 

ქვეყნის აგრარიკოს-მეცნიერები გულითადად გილოცავთ ბატონო დავით

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე მეორედ არჩევას.

გისურვებთ დღეგრძელობას, წარმატებას და წინსვლას სამეცნიერო,

პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!

მ ი ლ ო ც ვ ა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

გულითადად ულოცავს 80 წლის იუბილეს აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს გივი ჯაფარიძეს

და უსურვებს დღეგრძელობას, წარმატებას და წინსვლას სამეცნიერო ასპარეზსა და პირად ცხოვრებაში

IMG 4881

 

 bbc8a928 7def 4af3 9a85 923f80dba585

  

გაზეთ საქართველოს რესპუბლიკაში გამოქვეყნებული ტექსტი იხ. ბმულზე. 

 

მილოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ღრმა პატივისცემითა და უდიდესი სიყვარულით

ულოცავს დაბადების 91-ე წლისთავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,

უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსს,

ილია მეორეს და უსურვებს ჯანმრთეობას, დიდხანს სიცოცხლეს და სულიერ მხნეობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

image 2024 01 05 162631539

ხსოვნა

                                                         შალვა კერესელიძე  

fa5c83ed 572f 4a8c 90cb 3a46408f5cc3   არიან ადამიანები, რომელთა მოღვაწეობა სიცოცხლეშივე მისაბაძია თანამედროვეებისათვის. ასეთ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნება 1913 წლის 25 დეკემბერს ზემო რაჭის მშვენიერ მაღალმთიან სოფელ უწერაში, იასონ კერესელიძისა და ოლღა რეხვიაშვილის მეტად მშრომელ და კეთილსინდისიერ, პატიოსნობით სავსე ოჯახში, დაბადებული შალვა კერესელიძე. ბუნებისგან ჭარბი ნაბოძები ნიჭი, დაუშრეტელი ენერგია და უდრეკი ნებისყოფა შალვა კერესელიძეს დაჰყვა ბავშვობიდანვე.

მამა 1921 წელს გრიპის ეპიდემიისას 41 წლის ასაკში გარდაიცვალა, და ხუთი შვილის აღზრდა დედას მოუწია, თუმცა მას გვერდში ამოუდგნენ და მზრუნველობა გამოიჩინეს ბიძებმა და ბიძაშვილმა.

შალვამ დაამთავრა ონის საშუალო სკოლა, სწავლობდა ფრიადებზე, სოფლიდან ონამდე 12 კილომეტრზე ძირითადად ფეხით დადიოდა. 1931 წელს თბილისში უმაღლეს სასწავლებელში - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მექანიზაციის ფაკულტეტზე მოეწყო და სწავლისას თავს ირჩენდა ფრიადოსნის სტიპენდიით. 1936 წელს ინსტიტუტის წარმატებით დამთავრების შემდეგ მას შესთავაზეს ასპირანტურაში დარჩენა, მაგრამ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით იმავე წელს ის მეცნიერ თანამშრომლად მუშაობას იწყებს ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ანასეულში, სადაც 1938 წლამდე მონდომებით იღწვოდა ამ სტრატეგიულ კულტურებში ტექნოლოგიური პროცესების მექანიზაციის დონის ასამაღლებლად. შემდეგ ბატონი შალვა სწავლობდა ასპირანტურაში მოსკოვის სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ინსტიტუტში, საიდანაც 1941 წელს გაიწვიეს ჯარში.

1943 წელს დემობილიზაციის შემდეგ შ. კერესელიძე უბრუნდება თავის საყვარელ საქმეს და მუშაობას იწყებს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ასისტენტად, ხოლო საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ მას ირჩევენ დეკანის მოადგილედ.

1949 წელს შალვა კერესელიძე დაინიშნა ახლად შექმნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სახელმწიფო სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსად და აქედან იწყება მისი დაუღალავი შემოქმედებითი მეცნიერული და საკონსტრუქტორო მოღვაწეობა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურებისათვის განკუთვნილი მანქანების შესაქმნელად. 1961 წელს იგი იცავს სადოქტორო დისერტაციას, ხოლო 1962 წელს მას პროფესორის წოდება ენიჭება. განუზომელია ბატონ შალვას ღვაწლი ხარისხოვანი ჩაის ფოთლის მექანიზებული კრეფის პრობლემის გადაწყვეტის საქმეში, რაც სათანადოდ დაფასდა - 1967 წელს მას, როგორც ჩაის საკრეფი მანქანა „საქართველოს“ პრინციპული სქემის ავტორსა და მანქანის სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში გავრცელების სამუშაოების ხელმძღვანელს, კონსტრუქტორთა ჯგუფთან ერთად ლენინური პრემია მიენიჭა.

დიდია პროფესორ კერესელიძის დამსახურება საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ინჟინერთა თაობების მომზადების საქმეში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ორმოცდაათამდე საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია, იგი 1954-1962 წლებში მუშაობდა ახლად შექმნილი საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის პრორექტორად და ხელმძღვანელობდა ტრაქტორებისა და ავტომობილების კათედრას, შემდეგ 1962-1970 წლებში იყო კონსტანტინე ამირეჯიბის სახელობის საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

1971 წელს შალვა კერესელიძეს მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება და ამავე წელს მისი ინიციატივით შეიქმნა საკავშირო სამთო მიწათმოქმედების და სუბტროპიკული კულტურების მანქანათა საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი, რომლის დირექტორადაც დაინიშნა; ამავე პერიოდში მან მიიღო სუბტროპიკული კულტურების დარგში გენერალური კონსტრუქტორის წოდება. 1975 წლიდან პროფესორი შალვა კერესელიძე დაუბრუნდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, სადაც მიუხედავად ხანდაზმულობისა სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებს სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო საქმიანობას. 1994 წელს იგი არჩეული იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ჯერ საპატიო, ხოლო შემდეგ ნამდვილ წევრად.

შალვა კერესელიძე 200 სამეცნიერო შრომისა და მონოგრაფიის ავტორია, მას ეკუთვნის 80-მდე გამოგონება. ბატონმა შალვამ როგორც ღირსეულმა, უმწიკლო პატიოსნებისა და უკომპრომისო პრინციპულობის ქართველმა კაცმა, დიდმა მეცნიერმა, ნიჭიერებისა და შრომისმოყვარეობის დამფასებელმა პედაგოგმა და ნამდვილმა პატრიოტმა ნათელი კვალი დატოვა და მისი ხსოვნა მარად დარჩება ქართველი ერის ცხოვრებაში.

შალვა კერესელიძე გარდაიცვალა 1997 წელს. 

 

 

  

აკადემიკოს შალვა კერესელიძის გახსენება

 

5e5036fc 05d6 4401 9cf0 585705f69467 2023 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში აკადემიის აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა მიძღვნილი აკადემიკოს შალვა კერესელიძის 110 წლისთავისადმი. მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; პრეზიდიუმის მრჩეველი აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა; აკადემიის აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის სტიპენდიატი, დოქტორი გიორგი ქუთელია. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: აკადემიკოსები: ჯემალ კაციტაძე, ლევან უჯმაჯურიძე; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორები: ზაზა მახარობლიძე და ნუგზარ ებანოიძე, ტექნიკის დოქტორები: ნიკო ჯავახიშვილი, თამაზ ნადირაშვილი და თენგიზ ცერცვაძე.

მრგვალი მაგიდა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მისალმების შემდეგ მან ისაუბრა აკადემიკოს შალვა კერესელიძის მიერ გაწეულ უდიდეს ღვაწლზე სამამულო სატრაქტორო და სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობის განვითარების საქმეში. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მის საქმიანობაზე თბილისის სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობის ქარხანაში ჩაის საკრეფი მანქანების წარმოების ათვისებასთან დაკავშირებით, სადაც საფუძველი ჩაეყარა ჩაის მოვლა-მოყვანისა და ფოთლის კრეფის მანქანათა კომპლექსის სერიულ გამოშვებას. სწორედ ჩაის საკრეფი მანქანის „საქართველოს“ წარმოებაში დანერგვისათვის პროფესორ შ. კერესელიძეს მიენიჭა იმ დროისათვის მეტად პრესტიჟული ლენინური პრემია. აკადემიკოსი გ. ჯაფარიძე ასევე შეეხო შ. კერესელიძის პიროვნულ თვისებებს. აღინიშნა, რომ აკად. შალვა კერესელიძე იყო არამარტო დიდი მეცნიერი, არამედ მეტად კეთილშობილი, კაცთმოყვარე და ქვეყნისათვის თავდადებული პიროვნება. 7699116c 3ae2 4eba 986f 8e45fd0987f9

აკადემიკოს შალვა კერესელიძის ბიოგრაფიულ მონაცემებზე ფართო მოხსენებით გამოვიდა აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე, რომელმაც თავის მოხსენებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო შ. კერესელიძის მიერ ჩატარებულ ურთულეს სამეცნიერო-კვლევით და საკონსტრუქციო-ტექნოლოგიური სამუშაოების განხილვას. აკად. რ. მახარობლიძემ ასევე ისაუბრა შ. კერესელიძის ნოვატორულ და ორიგინალურ შეხედულებებსა და მიმართულებებზე. ხაზი გაუსვა იმას, რომ შ. კერესელიძემ არა მარტო პირველმა დააყენა სამთო მიწათმოქმედებისა და სუბტროპიკული კულტურების მექანიზაციის პრობლემები და გვიჩვენა მათი პრაქტიკული განხორციელების გზები, არამედ გვიკარნახა სისტემური კვლევის ელემენტების ფართოდ გამოყენების აუცილებლობაც.

მრგვალ მაგიდაზე შ. კერესელიძის ავტობიოგრაფიულ მონაცემებთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდნენ აკადემიკოსები: ნ. ჭითანავა, რომელმაც ბატონი შალვა ქვეყნისათვის გაწეული მეტად მნიშვნელოვანი საქმიანობიდან გამომდინარე არაერთი თბილი სიტყვით მოიხსენია; გ. ალექსიძემ და ა. დიდებულიძემ აღნიშნეს, რომ ბატონი შალვას ცხოვრება ია-ვარდით არ ყოფილა მოფენილი. მიუხედავად   დიდი აღიარებისა, მას მრავალი სირთულის გადალახვა მოუწია, თუმცა არასდროს არ დაუყრია ფარ-ხმალი და მუდამ საკუთარი პრინციპების ერთგული დარჩენილა. აკადემიკოსმა ჯ. კაციტაძემ დამსწრე საზოგადოების ყურადღება შ. კერესელიძის პიროვნულ ღირსებებზე შეაჩერა და სიამაყით აღნიშნა, რომ მისი აღზრდილი იყო.

აკადემიკოსი შ. კერესელიძე დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გაიხსენეს ასევე მისმა ყოფილმა ასპირანტებმა, ბატონებმა: ნ. ებანოიძემ, ზ. მახარობლიძემ, თ. ნადირაშვილმა. მათ ბატონი შალვა დაახასიათეს როგორც საუკეთესო პედაგოგი და ახალგაზრდების დიდი გულშემატკივარი, რომელმაც ბევრ სტუდენტს გაუწოდა დახმარების ხელი და ბევრსაც მეცნიერებში გაუკაფა გზა.

მრგვალ მაგიდის მუშაობა შეაჯამა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და აკადემიკოს შ. კერესელიძის გახსენებისათვის.

 

 

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

 

         2023 წლის 20 დეკემბერს შედგა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იყო ინჟინერიის დოქტორის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის უფროსი სპეციალისტის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატის გიორგი ქუთელიას მოხსენება თემაზე: ,,მოტობლოკის ბაზაზე ბაზოს წარმომქმნელი და მულჩსაფარი კომბინირებული აგრეგატის შესახებ“.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის კომპლექსური მექანიზაციისთვის საჭირო ოპერაციების შესასრულებლად გამოიყენება როგორც მობილური, ასევე მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებები, მოტობლოკები და მათზე დააგრეგატებული მოწყობილობები. მათი გამოყენება განსაკუთებით ეფექტიანია მცირეკონტურიან და მთიან ადგილებში განლაგებულ სასოფლო-სამეურნეო ფართობებზე. აღნიშნული პირობებისთვის შემოთავაზებულია ნიადაგზე ბაზოს წარმომქნელი და მულჩსაფარი რესურსდამზოგი კომბინირებული სასოფლო-სამეურნეო აგრეგატი მოტობლოკის ბაზაზე, რომელიც დაცულია საქართველოს პატენტით № P 2021 7299 B, რაც სიახლეს წარმოადგენს.

საქართველოში მრავლადაა შინა მეურნეობების ნაკვეთები, რომელთა ფართობი შეადგენს 0,25-2,5 ჰა და სადაც იწარმოება ბოსტნეული, ბაღჩეული და კენკროვანი კულტურები. სწორედ ეს სეგმენტია მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების ძირითადი მომხმარებელი.

შემოთავაზებული კომბინირებული აგრეგატი იძლევა ეკოლოგიურ და ეკონომიკურ სარგებელს, რაც გამოიხატება ნაკვეთზე მისი მინიმალური გამოყენებით; ნაკლებია საპოხ-საზეთი მასალებით ნიადაგის დაბინძურება და შემცირებულია ცალკეული სასოფლო-სამეურნეო ოპერაციების შესრულება ერთი გავლით, რაც 2-2,5 ჯერ ზრდის მის ეფექტიანობას. კომბინირებული მანქანა საშუალებას იძლევა მცირე ენერგეტიკული დანახარჯებით ერთჯერადად შეასრულოს ექვსი ოპერაცია: ნიადაგის გაფხვიერება აქტიური სამუშაო ორგანოებით (ფრეზებით); ბაზოს წარმოქმნა; წვეთოვანი წყლის სისტემის გაყვანა; პლასტიკური მულჩის დაგება დაგებულ პლასტიკურ მულჩზე მიწის შემოყრა; დაგებული პლასტიკური მულჩის დახვრეტა.

ახალი აგრეგატი შეავსებს აგრარული ბაზრის აუთვისებელ სეგმენტს ინოვაციური ტექნიკური საშუალებების გამოყენების თვალსაზრისით, ასევე  აუცილებლად მაღალმოთხოვნადი იქნება მცირემიწიან და დახურულ გრუნტში (სათბურებში) სასოფლო - სამეურნეო კულტურების წარმოებისას.

პროექტი ხორციელდება ინტელექტუალური საკუთრების და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით [ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის ფარგლებში 2021 - YS-21-342].

განხილვაში მონაწილეობდნენ: პროფ. . ქარჩავა, დოქტ. ძიძიკაშილი, აკად. .კაციტაძე, აკად .დიდებულიძე, რომლებმაც აღნიშნეს მომხსენებლის მიერ ჩატარებული მუშაობის აქტუალურობა და მიდგომის ინოვაციურობა. სხდომამ მიიღო შესაბამისი დადგენილება.

აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დღე

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დღე აღინიშნა

8b3db65a aba4 435d 82a5 1144625794e3       საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დღე აღინიშნა, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ესწრებოდნენ აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიკოსი ჯალ გუგუშვილი.

       საუნივერსიტეტო სივრცეში ახალი ფაკულტეტი10 წლის წინ, 2013 წლის 16 დეკემბრს ჩამოყალიბდა და დღეს აგროინჟინერიის, მევენახეობა ენოლოგიის, სასურსათო და აგრარული ტექნოლოგიების მიმართულებით ახორციელებს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას.

       აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა სტუ-ის რექტორმა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და სტუმრებს მიულოცა ფაკულტეტის დღე და აღნიშნა, რომ აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტია, სადაც სტუდენტებს ყველა შესაძლებლობა აქვთ ჩამოყალიბდნენ დარგის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად.

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისპრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ სტუ-ის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მადლობა გადაუხადა ფაკულტეტის დღის დაწესებისთვის. როგორც გივი ჯაფარიძემ აღნიშნა, სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მენეჯმენტი ორიენტირებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებასა და დარგის განვითარებაზე.

     ფაკულტეტს წარმატებები უსურვეს აკადემიკოსებმა გივი გავარდაშვილმა, ჯემალ გუგუშვილმა და სხვა გამომსვლელებმა.

   სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა, აკადემიკოსმა ედიშერ კვესიტაძემ მადლობა გადაუხადა რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს ფაკულტეტის მხარდაჭერისთვის. როგორც დეკანმა განაცხადა ფაკულტეტზე, სადაც აგრარული მიმართულების 22 პროგრამა ფუნქციონირებს, საუნივერსიტეტო სწავლების სამივე საფეხურზე, 2000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

   ღონისძიების დასასრულს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა აკადემიკოს გურამ ტყემალაძეს, საპატიო დიპლომები პროფესორებს: ნინო ჩხარტიშვილს, მალხაზ დოლიძეს და იოსებ სარჯველაძეს. ასევე, რექტორმა და ფაკულტეტის დეკანმა მადლობის სიგელები გადასცეს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენტებს: მილენა მალხასიანს, თამარ ზედგენიძეს, ჯემალ გაბრიჭიძეს, ნინი ყავლაშვილს და სალომე მიქაძეს

 

მ ი ლ ო ც ვ ა

 

2023 წლის 15 დეკემბერს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებთა დოქტორს, პროფესორ ზაურ ჩანქსელიანს

დაბადებიდან   75 და სამეცნიერო -  პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წელი შეუსრულდა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს

ბატონ ზაურ ჩანქსელიანს ამ ღირსშესანიშნავ თარიღებს,

უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს წარმატებულ სამეცნიერო,

პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!

 

912f3ead f2e4 47e2 84eb 387a0d8e930e

პრეზენტაცია

საქართველოს პარლამენტში

პუბლიკაციის  -  საქართველოს სოფლის

მეურნეობა: ტრანსფორმაცია და ბოლო ათწლეულის განვითარების

ტენდენციები - პრეზენტაცია გაიმართა

 

 

01 29 მიმდინარე წლის 13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში პუბლიკაციის -  „საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია და ბოლო ათწლეულის განვითარების ტენდენციები“ პრეზენტაცია გაიმართა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან პრეზენტაციას ესწრებოდნენ აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ ასათიანი, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

ღონისძიება გახსნა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა. 01 5

მან აღნიშნა, რომ პუბლიკაციაში ნაბიჯ-ნაბიჯ ნაჩვენებია, ბოლო ათწლეულში თუ როგორ ვითარდება და აღმასვლას იწყებს განადგურებული სოფლის მეურნეობა, როგორც ინსტიტუციურად, ასევე, საკანონმდებლო დონეზე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ უკვე მიაღწია წინსვლას სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული პოლიტიკის კუთხით, რაც ევროკავშირსა და საქართვლოს შორის ვაჭრობის გაზრდის და დივერსიფიკაციის საშუალებას იძლევა. საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს თევზჭერის მართვის რეგიონულ ორგანიზაციებთან. სახვადასხვა დარგობრივი ასოციაციების მეშვეობით, პროგრამული დახმარების კომპონენტით ხდება ფერმერების გაძლიერება. საკანონმდებლო ჰარმონიზაციის პროცესში არ შეიძლება არ აღინიშნოს პარლამენტის როლი, რომელმაც ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებიდან 2022 წლამდე 58 ახალი კანონი მიიღო, ცვლილება შეიტანა 570-ზე მეტ კანონში, მხარი დაუჭირა 12 დადგენილებას და 26 საერთაშორისო შეთანხმებას. განახორციელა 73 ევროდირექტივის, 3 გადაწყვეტილების, 14 რეგულაციისა და 7 რეკომენდაციის საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტს თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მან აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში და ასევე, სოციალური კეთილდღეობის გაზრდაში. საქართველოს მოსახლეობის 40% დღესაც სოფლად ცხოვრობს და ამიტომ სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. პარლამენტმა არაერთი ნაბიჯი გადადგა, რომ შეექმნა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა სოფლის მეურნეობის და ზოგადად სოფლის განვითარებისათვის, მათ შორის ევროკავშირთან დაახლოების მხრივ. ევროკავშირის 180-ზე მეტი სამართლებრივი აქტია გადმოღებული ქართულ კანონმდებლობაში, რაც ასახულია შეფასებებში. 01 21

01 9პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სოფლის მეურნეობას და სოფლის განვითარებას იმ მხრივაც აქვს დატვირთვა, რომ კეთილდღეობის ზრდასთან ერთად საქართველო მიიყვანოს იმ ეკონომიკურ ნიშნულამდე, რომელიც აუცილებელია, რომ სერიოზულად იქნას აღქმული საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ყურადღება სექტორში იმ მიღწევებზე გაამახვილა, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა. მისი თქმით, სამინისტრო რეფორმებს აგრძელებს და ეს რეფორმები ემსახურება იმ მიზანს, რომ ყველა პროგრამა და პროექტი, ცვლილება განხორციელდეს, რომ ფერმერებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვის ყველა მხარდამჭერი ღონისძიება უფრო ეფექტიანი და ხელმისაწვდომი იყოს.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ თავის გამოსვლაში ევროკავშირსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

01 32ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე - „საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია და ბოლო ათწლეულის განვითარების ტენდენციები“, რომლის მოდერატორი აგრარულ საკითხთა   კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი იყო.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხატია წილოსანმა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, აკადემიკოსმა რევაზ ასათიანმა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, აკადემიკოსმა ლევან უჯმაჯურიძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საგანგებო სიტუაციების მართვის, სამოქალაქო დაცვის, სოფლის განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების პროგრამის მენეჯერმა ქეთევან ხუციშვილმა და ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, სამეცნიერო წრეებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

   მიმდინარე წლის 14 დეკემბერს გაიმართა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე. განხილული იქნა ორი საკითხი:

1. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში;  par

მომხსენებელი:ლევან მეხუზლა - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე;

2. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს  ინფორმაცია 2023 წლის რთველის შესახებ;

მომხსენებელი: ლევან მეხუზლა - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.

სხდომას თავმჯდომარეობდა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული.

აღინიშნა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს - რომელიც შექმნილია „ვაზისადა ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე - საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: მევენახეობის განვითარება; ქართული ღვინის პოპულარიზაცია; ღვინის ხარისხის კონტროლი; რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები; ქართული ვაზის კულტურის კვლევა და პოპულარიზაცია; ქართული ღვინის ადგილწარმოშობების სისტემის განვითარება. ღვინის ეროვნული სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებსა და მეღვინეობის სფეროში მოქმედ კომპანიებთან თანამშრომლობის რეჟიმში. სააგენტოს მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას უწყების თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ წარმოადგინა.

მომხსენებლის თქმით, მეღვინეობა-მევენახეობის დარგი ქვეყნისთვის სტრატეგიულია და, შესაბამისად, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყოველთვის იგრძნობა როგორც მოსახლეობისგან, ასევე მთავრობისა და პარლამენტისგან, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ დარგის განვითარებისა და წინსვლისათვის. ღვინის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამების მიხედვით მოქმედებს. ამ ეტაპზე გვაქვს ექვსი პროგრამა: რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები; მევენახეობის განვითარების ღონისძიებები; ღვინის ლაბორატორიული კვლევა; ქართული ვაზის წარმოშობის პოპულარიზაცია; ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებები და ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების სისტემის განვითარებისა და დაცვის ხელშეწყობის ღონისძიებები“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს თითოეული პროგრამის მიხედვით სააგენტოს აქტივობა გააცნო და იმ მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წელს მიაღწია.

     აღინიშნა, 2022 წელი ზოგადად მეღვინეობა-მევენახეობის დარგისთვის გამოწვევებით დაიწყო. რეგიონში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე, წლის პირველ ნახევარში ქართული ღვინის ექსპორტმა იკლო რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე. წლის მეორე ნახევრიდან მდგომარეობა დასტაბილურდა და ექსპორტის ზრდის ბოლო წლების ტენდენცია გაგრძელდა. შედეგად, 2022 წელს, მსოფლიოს 66 ქვეყანაში, ექსპორტირებული იყო 104 მილიონ ლიტრამდე, 252,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 2021 წელთან შედარებით გაზრდილია 5,5%-ით, ხოლო რაოდენობა - 30%-მდე, ყურძნისეული ალკოჰოლიანი სასმელების წილი კი მთლიან ექსპორტში 4,5%-ია.

ლევან მეხუზლამ კომიტეტის წევრებს ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რთველის შესახებ და აღნიშნა, რომ წლევანდელი რთვლის ფარგლებში საქართველოში მოსავალი სრულად დაბინავდა. ქვეყნის მასშტაბით გადამუშავდა 221,2 ათას ტონამდე ყურძენი, მისი რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი კი 303 მილიონ ლარს აღემატება. სააგენტოს თავმჯდომარის ინფორმაციით, რთველი ორგანიზებულობით გამოირჩეოდა და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე ჩატარდა.

აკადემიკოსმა ალქსანდრე დიდებულიძემ თავის გამოსვლაში აღვნიშნა, რომ აკადემია ძალიან აფასებს კომიტეტთან მჭიდრო ურთიერთობებს, რაშიც დიდია აკადემიის პრეზიდიუმის წევრის, აგარული კომიტეტის აპარატის უფროსის დოქტორ ივერი ახალბედაშვილის დამსახურება. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის აგრარული სექტორის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა აგრარული პროდუქციის ნეტო-ექსპორტიორად ტრანსფორმაცია, რაშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ღვინის ექსპორტს. ასევე ხაზი გაესვა ვენახების კადასტრის პროექტის წარმატებით განხორციელებას.

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com