საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

2023 წლის 16 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრების მიერ საქართველოს

სოფლის მეურნეობის  მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად არჩეულია

აკადემიკოსი გურამ ალექსიძე

gurami

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს აკადემიკოს გურამ ალექსიძეს ვიცე-პრეზიდენტად არჩევას. უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, წარმატებულ სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

2023 წლის 16 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრების მიერ საქართველოს

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკდემიკოს მდივნად არჩეულია

აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე

სანდრო

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს აკადემიკოს ალექსანდრე დიდებულიძეს

აკადემიის აკადემიკოს მდივნად არჩევას. უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, წარმატებულ სამეცნიერო და

საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

საერთო კრება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

საერთო კრება

354496240 1182252042455626 2005942558444934062 n   2023 წლის 16 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება. კრებას ესწრებოდნენ აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები), აკადემიის სტიპენდიატები, აკადემიის აპარატის თანამშრომლები.

აკადემიის საერთო კრება გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. აკადემიის საერთო კრების მდივნად არჩეული იქნა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე.

   კრების თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო საერთო კრების მუშაობის დღის წესრიგი

1. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.

2. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივნის შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტისა და აკადემიის აკადემიკოს-მდივნის არჩევნები.

4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.

5. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნების და აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების შემადგენლობის შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.

6. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის შემადგენლობის შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.

7. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დასავლეთ საქართველოს სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის დებულების შესახებ.

მომხსენებლები: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი როლანდ კოპალიანი; აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე.

8. მიმდინარე საკითხები.  354862014 644065004269759 6742581271416380027 n

      აკადემიის საერთო კრების მუშაობის დღის წესრიგისთანახმად, გაიმართასაქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის და აკადემიის აკადემიკოს მდივნის არჩევნები.

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტადარჩეული იქნა აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, ხოლო აკადემიის აკადემიკოს-მდივნად აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძედარბაზში მყოფმა საზოგადოებამ გულთბილად მიულოცა ბატონ გურამს და ბატონ ალექსანდრეს  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე -პრეზიდენტად და აკადემიკოს-მდივნად არჩევა. უსურვა მათ წარმატებები შემდგომ საქმიანობაში.

     აკადემიის წესდების თანახმად აკადემიის საერთო კრებამ დაამტკიცა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების საერთო კრებების მიერ ჩატარებული არჩევნების შედეგები, რომლებმაც აკადემიკოს-მდივნებად აირჩიეს: აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილებაში - აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი; მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილებაში - აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი; აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილებაში - აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე; სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებაში - აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი; გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილებაში - აკადემიკოსი ლაშა დოლიძე; ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილებაში - აკადემიკოსი რევაზ ასათიანი.

     აკადემიის საერთო კრებაზე აკადემიის წესდების თანახმად დამტკიცდა აკადემიის პრეზიდიუმის განახლებული შემადგენლობა. კრებამ ასევე დაამტკიცა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დასავლეთ საქართველოს სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის დებულება.

     აკადემიის საერთო კრების მუშაობა შეაჯამა აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

გ  ა  ნ  ც  ხ  ა  დ  ე  ბ  ა

2023 წლის 25 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრების მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად ერთხმად არჩეულია

აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე

IMG4444444444444444 4881

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს აკადემიკოს გივი ჯაფარიძეს პრეზიდენტად არჩევას. უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, წარმატებულ სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

საერთო კრება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

 საერთო კრება

350722099 2921776101289528 5266554386488926100 n  2023 წლის 25 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება. კრებას ესწრებოდნენ აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები), აკადემიის სტიპენდიატები, აკადემიის აპარატის თანამშრომლები.

აკადემიის საერთო კრება გახსნა აკადემიის უხუცესმა წევრმა, აკადემიკოსმა ნოდარ ჩხარტიშვილმა. მოკლე მისალმების შემდეგ, მან საერთო კრების თავმჯდომარედ აკადემიის ნამდვილ წევრებს შესთავაზა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილის, აკადემიკოს ანატოლი გიორგაძის კანდიდატურა, რაზედაც ერთსულოვანი თანხმობა მიიღო. აკადემიის საერთო კრების მდივნად არჩეული იქნა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

 კრების თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ანატოლი გიორგაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო საერთო კრების მუშაობის დღის წესრიგი: 1. აკადემიის პრეზიდენტის ასარჩევად საარჩევნო კამპანიის მაღალორგანიზებულად მომზადებისა და ჩატარების მიზნით შექმნილი საექსპერტო-საკონკურსო  კომისიის მიერ ჩატარებული მუშაობის შედეგების შესახებ. მომხსენებელი: საექსპერტო-საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა. 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის არჩევნები. 350239904 760817722440431 4991021668125290372 n

    349214858 201948799434622 3649163464395598217 n აკადემიკოსმა ნოდარ ჭითანავამ აკადემიის საერთო კრებას გააცნო საექსპეტო-საკონკურსო კომისიის დასკვნა, რომლის თანახმადაცაკადემიკოს გივი ჯაფარიძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, სამეცნიერო-შრომითი საქმიანობა და კვალიფიკაცია სრულად შეესაბამება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს და აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე დაშვებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებაზე აკადემიის პრეზიდენტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურში მონაწილეობის მისაღებად.“

      აკადემიის საერთო კრების მუშაობის დღის წესრიგის თანახმად, გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის არჩევნები, რომელმაც 350367398 1716721352120396 6468484470987764851 nსაქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად ერთხმად აირჩია აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე. დარბაზში მყოფმა საზოგადოებამ გულთბილად მიულოცა ბატონ გივის  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად არჩევა და უსურვა წარმატებები შემდგომ საქმიანობაში.350375630 3581322638815495 8587450355066124073 n

აკადემიის საერთო კრებაზე აკადემიკოს ზურაბ ცქიტიშვილის ინიციატივით   დამსწრე საზოგადოებამ   მადლობა გადაუხადა აკადემიის ექს-პრეზიდენტს, აკადემიკოს გურამ ალექსიძეს გაწეული ღვაწლისათვის და მხურვალე ტაშით დააჯილდოვა იგი.

საერთო კრების ბოლოს სიტყვით გამოვიდა აკადემიის ახლადარჩეული პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა აკადემიის ნამდვილ წევრებს მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვა რომ ერთიანი ძალისხმევითა და შემართებით აკადემია კვლავაც ჩვეული წარმატებით გააგრძელებს თავის საქმიანობას.

აკადემიის საერთო კრების მუშაობა შეაჯამა აკადემიკოსმა ანატოლი გიორგაძემ. 

კონფერენცია

ვასილ გულისაშვილის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი

მიძღვნილი კონფერენცია

 

344297075 203853475794742 8710208521217561837 n 2023 წლის 5 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა დიდი ქართველე მეცნიერის, სამთო მეტყევეობის ფუძემდებლის, აკადემიკოს ვასილ გულისაშვილის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია. კონფერენციას ესწრებოდნენ, აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის სტიპენდიატები: ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე და მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, ასევე მოწვეული სტუმრები: წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი რეზო ვასაძე, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორები, სოფლის მეურნეობის დოქტორები ნატო კობახიძე და ალექსანდრე აფციაური, ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები, ბიოლოგიის დოქტორები: მედეა ბურჯანაძე და არჩილ სუპატაშვილი, მ. საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, სოფლის მეურნეობის დოქტორი გიული წერეთელი, დოქტორანტები: ნატალია ხარაბაძე და გიორგი ჯინჭარაძე და აგრარული უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის სატყეო საქმის მიმართულების სტუდენტები.

კონფერენცია გახსნა აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მისასალმებელი სიტყვის შემდეგ მან ისაუბრა ვ. გულისაშვილის მიერ საქართველოში სატყეო მეცნიერების განვითარებისათვის გაწეულ უდიდეს ღვაწლზე, მის მიერ დაარსებული სატყეო ინსტიტუტის მნიშვნელობასა და საქმიანობაზე. აკადემიკოსი გ. ჯაფარიძე ასევე შეეხო საქართველოს ტყეების არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებს, ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდა თაობის ჩართულობის აუცილებლობაზე სატყეო მეურნეობის დარგის შემდგომი განვითარების მიმართულებით.   344289882 925361338671158 7776911725736974142 n

კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ: ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორი, სატყეო საქმის დოქტორი გ. ქავთარაძე; წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი რეზო ვასაძე; მარიმაჯვრის დაცული ტერიტორიის დირექტორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი და ვ. გულისაშვილი სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ბიოლოგიის დოქტორი, პროფესორი მედეა ბურჯანაძე. დოქტორმა გ. ქავთარაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო აკადემიკოს ვ. გულისაშვილის ბიოგრაფიული მონაცემები, ისაუბრა მის კვლევებზე, სატყეო დარგის მიმართულებით გამოცემულ სახელმძღვანელოებსა და ფუნდამენტურ ნაშრომებზე. აღინიშნა, რომ ვ. გულისაშვილის სახელმძღვანელოებზე, რომელთა შორისა: მცენარეთა ეკოლოგია, ზოგადი მეტყევეობა, ბუნების დაცვის საფუძვლები და სხვა, არაერთი მეტყევე-სპეციალისტი აღიზარდა და მათ დღესაც არ დაუკარგავთ თავისი მნიშვნელობა და აქტუალობა. ვ. გულისაშვილი იყო ფართო დიაპაზონის მეცნიერი, როგორც მისი თანამედროვენი აღწერდნენ „ბუნების დაუღალავი მკვლევარ-მოგზაური, ვისაც ფეხით ჰქონდა შემოვლილი ამიერ და იმიერ კავკასიის ტყეები.“

სოფლის მეურნეობის დოქტორის რეზო ვასაძის მოხსენების თემა გახლდათ: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და თურქეთის რესპუბლიკის სასაზღვრო ზოლში ტყის შემქმნელი მერქნიანი მცენარეების ფიტოსანიტარული მდგომარეობა“. თავის მოხსენებაში იგი შეეხო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და თურქეთის რესპუბლიკის სასაზღვრო ტყის ზოლში გავრცელებულ მავნებელ-დაავადებებს, აღწერა მათი ზემოქმედებით ტყის შემქმნელი მერქნიანი მცენარეების ფიტოსანიტარული მდგომარეობა. საუბარი წარიმართა აჭარასა და ართვინის პროვინციებში გავრცელებული ტყეების არსებულ მდგომარეობაზე. ყურადღება გამახვილდა ისეთ მავნებლებზე, როგორებიცაა ნაძვის მბეჭდავი და კენწეროს ქერქიჭამიები, პათოგენური სოკო ე. წ. ბზის სიდამწვრე, ბზის ალურა და სხვა, მათ მიერ გამოწვეულ ზარალზე და ამ მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე. დოქტორმა რ. ვასაძემ ასევე ისაუბრა საჭმელი წაბლის მავნებლებზე, რომელთა შორის გამოყო მეტად საშიში მავნებელი აზიური წაბლის ბუზი. აღნიშნა, რომ ჩვენდა სასიხარულოდ, ეს მწერი აჭარაში არ არის დაფიქსირებული.

მარიმაჯვრის დაცული ტერიტორიის დირექტორმა, სოფლის მეურნეობის დოქტორმა ზვიად ტიგინაშვილმა ისაუბრა მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალზე, აკადემიკოს ვ. გულისაშვილის როლზე მის დაარსებაში. ხაზი გაუსვა მარიამჯვრის ნაკრძალის ბიომრავალფეროვნებას და მისი დაცვის აუცილებლობას. მცენარეებიდან გამოყო ისეთი სახეობები, როგორებიცაა: სოსნოვსკის ფიჭვი, ჭალის მუხა, უთხოვარი, საღსაღაჯი, რცხილა, ჯაგრცხილა და სხვ. რაც შეეხება ფაუნის წარმომადგენლებს, აღნიშნა, რომ აქ გვხვდება: ევროპული შველი, მგელი, ტყის კატა, ტყის კვერნა, ჩვეულებრივი მელა, მაჩვი, გარეული ღორი, მურა დათვი, ტურა, კოლხური ხოხობი, დურაჯი, კაკაბი, ბექობის არწივი და სხვ. დოქტორმა ზ. ტიგინაშვილმა მსმენელებს მოუთხრო ასევე ნაკრძალის ტერიტორიაზე დაფიქსირებული სამართალდარღვევების სახეებზე და მათი აღკვეთის ღონისძიებებზე, ტყეების სანიტარულ მდგომარეობაზე, მართვაზე და სხვ.

ბიოლოგიის დოქტორი, პროფესორი მედეა ბურჯანაძე აუდიტორიის წინაშე წარსდგა პრეზენტაციით: „წაბლის ქერქის კიბო Cryphonectria parasitica და მის წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის დანერგვა საქართველოში“. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს წაბლნარებში ხმობა მრავალი ათეული წელია მიმდინარეობს, რასაც თავის მხრივ ხელი შეუწყო ისეთმა დაავადებამ, როგორიცაა წაბლის ქერქის კიბო. დაავადების გამომწვევი სოკო აზიანებს ქერქს, რომელზედაც ზოგჯერ წარმოიქმნება კიბოს ნეკროზები. სოკო იწვევს ტოტების მასობრივი ხმობას, წვერხმელობას და ფოთლების ჭკნობას. სოკოს გავრცელება ხდება მწერების, ფრინველების, ქარისა და წვიმის საშუალებით. შვეიცარიელ, მაკედონელ და ხორვატ კოლეგებთან თანამშრომლობით, საქართველოში ჩატარდა წაბლნარების პათოლოგიების გამოკვლევები, რომლის მიზანი იყო, როგორც დაავადების გავრცელების დადგენა, ასევე ამ დაავადების წინააღმდეგ ბიოკონტროლისათვის სოკოს ჰიპოვირულენტური შტამების გამოვლენა. გამოკვლევები ჩატარდა ქვეყნის 14 რაიონში. საქართველოსა და შვეიცარიაში ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა გამოავლინა C. Parasitica - ს პოპულაციური მრავალფეროვნება, ხოლო შვეიცარიაში ჩატარებულმა გენეტიკურმა ანალიზმა კი - გენეტიკური მრავალფეროვნება და ჰიპოვირულენტური შტამების არსებობა საქართველოში. გამოვლენილი იქნა ქართული ყველაზე აქტიური ჰიპოვირულენტური შტამები CHV-1, რომელიც ინახება შვეიცარიაში ტყის თოვლისა და ლანდშაფტის ფედერალურ ინსტიტუტში (WSL). საქართველოდან გაგზავნილი 664 C. parasitica იზოლატიდან, 62 იზოლატი დადებითად დადასტურდა CHV-1-ზე. საყურადღებოა, რომ CHV-1 შტამებიდან შესაძლებელია დამზადდეს ბიოლოგიური პრეპარატი, რომელიც გამოყენებული იქნება წაბლის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისათვის. მოხსენების ბოლოს პროფესორმა მ. ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს წაბლნარების გაჯანსაღების მიზნით, საჭიროა სამუშაოების გაგრძელება, რაც საჭიროებს დამატებით ფინანსური რესურსების მოძიებას და ახალგაზრდა კადრების მოზიდვას. 342926649 138892192430430 4246325883313756370 n

კონფერენციის მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩაბმული, როგორც სატყეო დარგის მეცნიერები, ასევე სტუდენტები. წარმოდგენილი მოხსენებების ირგვლივ დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზედაც მომხსენებლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.

კონფერენციაზე აღინიშნა, ისიც რომ ვ. გულისაშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სატყეო დარგის მეცნიერებმა ყვავილების გვირგვინით შეამკეს აკადემიკოს ვ. გულისაშვილის საფლავი.

კონფერენციის მუშაობა შეაჯამა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, სოფლის მეურნეობის დოქტორმა მარინე ბარვენაშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მობრძანებისა და კონფერენციაში მონაწილეობის მიღებისათვის.

 

 345729124 991212512241501 4000480117466922157 n

მაის-ივნისის ღონისძიებები

 

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

14 ივნისს შედგა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იქნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის წყლის სამმართველოს ხელმძღვანელის მარიამ მაკაროვას მოხსენება თემაზე: ინფორმაცია „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თაობაზე.

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა აღნიშნული კანონის მიღების დაჩქარების აუცილებლობას.

თავის მოხსენებაში მარიამ მაკაროვამ აღნიშნა, რომ 1997 წლის 16 ოქტომბერს მიღებული „წყლის შესახებ” საქართველოს კანონის სამართლებრივი ნორმების უმეტესობა მხოლოდ ნომინალურ ხასიათს ატარებს, იგი ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და ვერ უზრუნველყოფს წყლის რესურსების ეფექტიან მართვას. გარდა ამისა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების თანახმად, წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD/2000/60/EC) დანერგვა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ვალდებულებას წყლის რესურსების მართვის სექტორში.        აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა ახალი კანონმდებლობის ჩამოყალიბება ევროპულ სტანდარტებსა და წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის (IWRM) კონცეფციაზე დაყრდნობით. შესაბამისად, მომზადდა „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ ახალი კანონის პროექტი, რომელიც მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ და წარდგენილია საქართველოს პარლამენტში. მიმდინარე წლის აპრილში კანონპროექტმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენა წარმატებით გაიარა.

            კანონის პროექტის ძირითადი მიზანია წყლის რესურსების მართვის ისეთი სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას და ინტეგრირებული/სააუზო მართვის პრინციპების შესაბამისად წყლის რესურსების დაცვასა და მდგრად გამოყენებას.           დოკუმენტში ასახულია ევროკავშირის შემდეგი დირექტივების მიდგომები და მოთხოვნები:

  • წყლის ჩარჩო დირექტივა (2000/60/EC);
  • დირექტივა ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდის შესახებ (91/271/EEC);
  • დირექტივა წყალდიდობების რისკების შესახებ (2007/60/EC);
  • დირექტივა სოფლის მეურნეობის წარმოების შედეგად გენერირებული ნიტრატებით წყლის დაბინძურების შესახებ (91/676/EEC).
  • დირექტივა ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი წყლის ხარისხის შესახებ (98/83/EC).

წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის ძირითადი პრინციპებია: აუზის ფარგლებში სხვადასხვა ეკონომიკური სექტორების წყალმოსარგებლეთა საქმიანობის კოორდინაცია; მდინარის ზედა და ქვედა დინებაში განლაგებულ წყალმოსარგებლეთა ინტერესების გათვალისწინება; ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების მდგომარეობის ურთიერთქმედების განსაზღვრა; დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული მხარეების და ფართო საზოგადოების მონაწილეობა.

კანონპროექტის სიახლეებია: უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციების გამიჯვნა; სააუზო მართვის სისტემის ჩამოყალიბება; აუზების ფარგლებში წყლის გამოყენების პრიორიტეტიზაცია; ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყალაღებაზე და ზედაპირული წყლის ობიექებში ჩამდინარე წყლების ჩაშვებაზე სანებართვო სისტემის აღდგენა (გაუქმდა 2008 წელს); ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყალაღების მოსაკრებლის აღდგენა (ფასიანი ბუნებათსარგებლობის“ პრინციპი). აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ზედაპირული წყალი ერთადერთი ბუნებრივი რესურსია, რომლითაც სარგებლობა უფასოა.

კანონპროექტით დადგენილი ნორმების ამოქმედება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ეტაპობრივად.

მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ აკადემიკოსები: რევაზ ასათიანი და ალექსანდრე დიდებულიძე, პროფესორები: მარტინ ვართანოვი, ედუარდ კუხალაშვილი და ნოდარ ფოფორაძე, დოქტორები: შორენა კუპრეიშვილი და აკაკი მაღლაკელიძე, რომლებმაც აღნიშნეს კანონის ინფორმაციულობა და საავტორო კოლექტივის მიერ ჩატარებული დიდმოცულობიანი და სასარგებლო მუშაობა.

 

ავსტრიელი მეცნიერი სტუმრად საქართველოს სოფლის

მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

 

354431185 807165044094856 641267075749342968 n მიმდინარე წლის 13 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას სამუშაო ვიზიტით ეწვია ავსტრიის ტყეების, ბუნებრივი საფრთხეებისა და ლანდშაფტის ფედერალური კვლევითი და ტრეინინგ ცენტრიგენეტიკის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ბერტოლდ ჰაინზე. შეხვედრა გაიმართა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში. სტუმარს დახვდნენ აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი და აკადემიის სწავლული მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე. შეხვედრის მონაწილეთა შორის იყვნენ: აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, . გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის . ., სატყეო საქმის დოქტორი  გიორგი ქავთარაძე, სსიპ სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ნანა გოგინაშვილი, სსიპ სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის სპეციალისტებ: მარგალიტა ბაჩილავა და ირინე თვაური,  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ახალგარდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრები,  დოქტორები: თინათინ ეპიტაშვილი; ლაშა ჩიბურდანიძე; ირინე ჩარგეიშვილი; მარიამ ნოზაძე; ნატალია ტოგონიძე; მაგისტრები: ბაგრატ რაზმაძე; ალექსანდრე საკანდელიძე; აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: ქეთევან ჭიპაშვილი, მარიკა მოსაშვილი და  ლარისა ჩაიკა.

შეხვედრა გახსნა აკადემიის ახალგარდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარემ,  დოქტორმა გიორგი ქავთარაძემ. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო პროფესორ ბერტოლდ ჰაინზეს საქართველოში ჩამოსვლის მიზანი. აღინიშნა, რომ ბატონი ბერტოლდი გახლავთ ქართველ მეცნიერ-მეტყევეთა ერთ-ერთი პროექტის უცხოელი კონსულტანტი. იგი წლებია თანამშრომლობს ქართველ მეცნიერებთან  და მათთან ერთად განიხილავს ტყეებთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებს,   გეგმავს მათი გადაჭრის რაციონალურ  გზებს.  შემდეგ დოქტორმა გ. ქავთარაძემ სიტყვა გადასცა ბატონ ბ. ჰაინზეს. სტუმარმა დამსწრე საზოგადოებას მოუთხრო თავისი საქმიანობის შესახებ. აღნიშნა, რომ ავსტრიის ტყეები ძირითადად მონოკულტურებით-სოჭნარებითაა წარმოდგენილი. როგორც ცნობილია, მონოკულტურებში მავნებლები გაცილებით სწრაფად ვრცელდებიან, რადგან მათ წინ არ ხვდებათ არავითარი წინააღმდეგობა.  ისინი ერთი ხიდან  თავისუფლად გადადიან  მეორეზე და ასე  მრავლდებიან. სწორედ ეს გახლავთ ტყეების განადგურების განმსაზღვრელი მიზეზი. სტუმარმა აუდიტორიას ასევე  გააცნო თავისი სამეცნიერო ინტერესის სფერო, რომელიც უკავშირდება მცენარეთა, მოლეკულურ  და  კონსერვაციულ გენეტიკას. თვლის, რომ გენეტიკოსთა ერთ-ერთ მთავარ მიზანს  წარმოადგენს ისეთი მცენარეთა გენომის დადგენა ან ისეთი მცენარეების მიღება, რომლებიც გლობალური დათბობის ფონზე განსაკურებული სიმტკიცით გამოირჩევიან სხვადასხვა მავნებელ-დაავადებების მიმართ. 

შეხვედრის ფარგლებში საუბარი წარიმართა საქართველოს ტყეების დღევანდელ მდგომარეობაზეც. ამასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოთქვა სოფლის მეურნეობის დოქტორმა ნანა გოგინაშვილმა. გარდა ამისა მან ყურადღება გაამახვილა პროექტით გათვალისწინებულ საკითხებზეც.  აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ტყეების განსაკუთრებულობას. მან თქვა, რომ ავსტრიის ტყეებისგან განსხვავებით და არა მარტო ავსტრიის, ზოგადად ევროპის ტყეებისგან განსხვავებით, რომელთა უდიდესი ნაწილი ხელოვნურადაა გაშენებული, ჩვენი ტყეები ბუნებრივი წარმომავლობისაა, და ამდენად მათი რეზისტენტობაც გარკვეული დაავადებების მიმართ გაცილებით ძლიერია. სწორედ ამიტომაა, რომ დიდი ყურადღება ეთმობა ქართული სოჭის გაშენებას მთელ ევროპაში, რისთვისაც მაგალითისთვის, ქვეყნიდან სოჭის თესლი გააქვთ. დოქტორმა მარინე ბარვენაშვილმა აღნიშნა, რომ ზოგადად ტყეებთან დაკავშირებული თითოეული პრობლემა ეს არაა ერთი თუ ორი ქვეყნის გადასაწყვეტი, იგი გლობალური მნიშვნელობისა და ამიტომ მთელი მსოფლიო უნდა ჩაერთოს მის გადაწყვეტაში.

შეხვედრა შეაჯამა დოქტორმა გიორგი ქავთარაძემ. მან დამსწრე საზოგადოების სახელით მადლობა გადაუხადა სტუმარს მობრძანებისათვის  და წარმატება უსურვა შემდგომ საქმიანობაში.

შეხვედრის ბოლოს დოქტორებმა მარინე ბარვენაშვილმა და თინათინ ეპიტაშვილმა პროფესორ ბერტოლდ ჰაინზეს დაათვალიერებინეს აკადემიის მუდმივმოქმედი გამოფენა, გააცნეს  წარმოდგენილი ექსპონატები.

 

5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღე

354258476 198395526123162 7992235012254170747 n  მიმდინარე წლის 5 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა თემაზე: „თბილისსა და მის შემოგარენში ფიჭვების მდგომარეობა და მათი ხმობის მიზეზები“ - მომხსენებელი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილების უფროსი, ბიოლოგიის დოქტორი არჩილ სუპატაშვილი.

მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების წევრები: განყოფილების სწავლული მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, განყოფილების სტიპენდიატები: სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, . გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის . ., სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, სსიპ სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ნანა გოგინაშვილი, ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ბიოლოგიის დოქტორი მედეა ბურჯანაძე,   აკადემიის აპარატის მუშაკები და მოწვეული სტუმრები.

დოქტორ არჩილ სუპატაშვილმა, დაწვრილებით მიმოიხილა, თბილისსა და მის შემოგარენში ფიჭვების მდგომარეობა და მათი ხმობის მიზეზები. მან აღნიშნა, რომ მოცემულ არეალში ფიჭვების ხმობა ძირითადად გამოწვეულია ფიჭვის დიდი მებაღის (ლაფნიჭამია - Tomicus piniperda L.) მავნებლობით. ხოჭოები შეიჭრებიან რა ფიჭვის ყლორტებში, მათ გამოუჭამენ გულს, გამოცარიელებული ყლორტების ძირში შეიმჩნევა ნაღრღნი ღეროზე და ფისის „ძაბრები“. ყლორტები მტვრევადია.  ზეზემდგომი ხეების ღეროების ქვედა ნაწილში შეჭრისას ხოჭოები ღრმა ხვრელებს აკეთებენ და იწყება ხეების მასობრივი დაზიანება, რასაც ხშირ შემთხვევაში ხეების ხმობა მოყვება. ზიანი მოაქვს, როგორც ხოჭოს, ასევე მატლს. არანაკლები ზიანი მოაქვს ფიჭის პატარა მებაღესაც. შედარებისთვის მომხსენებელმა განიხილა ფიჭვების მდგომარეობა დაცული ტერიტორიების თუშეთის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე (ომალო). აღინიშნა, რომ აქ უმთავრესად ფიჭვებს ანადგურებდა  ფიჭვის პატარა მებაღე (ლაფნიჭამია -Tomicus minor Hart). ფიჭვის პატარა მებაღის ბიოლოგიიდან გამომდინარე, ფიჭვის მთავარი ღეროდან გამოფრენის შემდეგ, დამატებითი კვების მიზნით, ის შეიჭრება ახალ ყლორტებში, რის შედეგადაც ყლორტები ხმება (ამითაა გამოწვეული წიწვების მასობრივად ფერის  შეცვლა) და ძლიერი ქარის შემდეგ ტყდება ანუ იკრიჭება. მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელია ორივე მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩატარდეს ამორჩევითი სანიტარიული ჭრები; მოიჭრას ყველა გამხმარი ხე და გამოტანილი იქნეს ტყიდან ჭრის არსებული წესების დაცვით, ასევე მნიშვნელოვანია საჭერი ხეების მოწყობა და შემდეგ მოჭრა, გაქერქვა და გამოტანა. მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ფორმად შესაძლებელია ფერომონების გამოყენებაც.

ბიოლოგიის დოქტორმა ა. სუპატაშვილმა ფიჭვების ხმობის ერთ-ერთი ფაქტორად - გლობალური დათბობაც დაასახელა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მომავალში ფიჭვების ხმობის თავიდან ასაცილებლად საპრევენციო ღონისძიებების შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ მიმართულებით მაღალი რეზისტენტობის მქონე მცენარეთა შერჩევა. სხდომის ბოლოს გაიმართა დისკუსია. მომხსენებლის მიმართ დაისვა არაერთი შეკითხვა, რაზედაც ბატონმა არჩილმა ამომწურავი პასუხები გასცა.

მრგვალი მაგიდა შეაჯამა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების სწავლულმა მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს საქართველოს ტყეებთან დაკავშირებულ აქტუალური საკითხების განხილვა-გადაწყვეტას.

 

 

 

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

 

350369849 955213835615504 8970129876356116630 n 2023 წლის 17 მაისს შედგა კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იქნა ფიზიკა-მათემატიკის დოქტორის, ტელეკომპანიასაფერავის“ ხელმძღვანელის, მეწარმე დიმიტრი კოსტაროვის მოხსენება თემაზე: „ინოვაციები როგორც წარმოების ფაქტორი და მათი როლი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში“. მომხსენებელმა გააკეთა არსებული ვითარების ანალიზი, განიხილა ობიექტური პირობები და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხის გადაჭრის გზები, კერძოდ კი ძირითად სტრატეგიულ ამოცანებად მიიჩნია სასურსათო უსაფრთხოება, ექსპორტის განვითარება და ორგანული პროდუქტის წარმოების გაფართოება. დოქტორმა დ. კოსტაროვმა ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობაში წარმოებული პროდუქციის რაოდენობასა და სამომავლო პოტენციალზე, ფასების ფორმირებასა და წარმოების ფაქტორებზე, თუ რა ვაწარმოოთ, როგორ მივაწოდოთ ფერმერს სწორი ინფორმაცია. მან დიდი დრო დაუთმო ახალი ტექნოლოგიების, მაგალითად No-Till-ტექნოლოგიის გავრცელების საკითხს, მინერალური სასუქებისა და პესტიციდების გამოყენების ოპტიმიზაციის მნიშვნელობას.

განხილვაში მონაწილეობდნენ აკადემიკოსები ნოდარ ჭითანავა და ალექსანდრე დიდებულიძე, ფერმერი თეიმურაზ ფსუტური, პროფესორები: ომარ თედორაძე, ოთარ ქარჩავა, ანზორ მესხიშვილი, ალექსი ნონიაძე, მურმან ქურიძე, დოქტორები გოჩა ცოფურაშვილი, ზურაბ ლოლაძე და გიორგი ქუთელია, ჟურნალისტი ირაკლი გოგავა.

სხდომამ დაადგინა:

1.მოწონებული იქნეს წარმოდგენილი მოხსენება;

2.აღინიშნოს მომხსენებლის მიერ ტელეკომპანია „საფერავში“ მოღვაწეობით საქართველოს სოფლის მეურნეობის ინოვაციური განვითარებისათვის გაწეული დიდი და სასარგებლო მუშაობა.

3.მიზანშეწონილად ჩაითვალოს ე.წ. No-Till ტექნოლოგიის, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ნიადაგის ნულოვანი დამუშავება, გავრცელება იმ პირობებში, სადაც დიდია ნიადაგის ეროზია, განსაკუთრებით ქვიშიან და მშრალ ნიადაგებზე და ფერდობებზე, რადგან ეს ტექნოლოგია სხვა სარგებელთან ერთად უზრუნველყოფს ნიადაგში წყლისა და ორგანული ნივთიერებების შეკავებას. გასათვალისწინებელია, რომ ამ ტექნოლოგიის დანერგვისას აუცილებელია შესაბამისი ტექნიკისა და იარაღების გამოყენება, უნდა წინასწარ მოხდეს ნიადაგის მომზადება.

4.ახალი ტექნოლოგიის გასავრცელებლად აუცილებელია ფერმერებისთვის და მექანიზატორებისთვის სასწავლო კურსების ჩატარება, მ.შ. სადემონსტრაციო ნაკვეთების გამოყენებით, რისი პრაქტიკაც გააჩნია აკადემიას და ტელეკომპანია „საფერავს“.

5.მიზანშეწონილად ჩაითვალოს  როგორც ძალზე მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საქმე, მწარმოებლისგან მომხმარებლამდე ლოგისტიკურ ჯაჭვში ჩართულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის, პირველ რიგში კი ფერმერებისთვის, აგრარული ბაზრების შესწავლის და პროგნოზირების თაობაზე ინფორმაციის გავრცელება როგორც მეცნიერთა, ასევე ჟურნალისტთა მხრიდან.

 

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა

 

344161206 1602585163579660 163138460143138046 n  2023 წლის 2 მაისს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც განხილული იქნა შემდეგი საკითხები:

 

1. აკადემიის მიერ საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმების შესრულების მიმდინარეობის შესახებ (იხ. ბმულზე).

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის მთავარი სპეციალისტი, საერთაშორისო პროგრამების, საგრანტო პროექტების კონსულტანტი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამაზ ბაციკაძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი  344247191 139671092419573 1739585550616594710 n

 

2. აკადემიის მუდმივმოქმედი გამოფენის ორგანიზაციის სრულყოფის ღონისძიებების შესახებ (იხ. ბმულზე).

 

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე.

 

3. ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და   

ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მიერ 2022 წელს გაწეული სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობისა და სამომავლო გეგმების შესახებ (იხ. ბმულზე).

341133937_989268915774797_4744363704743995626_n.jpg 

მომხსენებელი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი გიგა ქვარცხავა

4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატის გიორგი ქვარცხავას მიერ 2022 წელს გაწეული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შესახებ (იხ. ბმულზე).  

 

 

  

 

 

 

ღონისძიებები

 

ვეტერინარი ექიმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი

მრგვალი მაგიდა

 

 

344308892 908255576925443 6896339582185833932 n

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მიმდინარე წლის 27 აპრილს გაიმართა ვეტერინარი ექიმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა თემაზე: ვეტერინარია დღეს, მიღწევები, გამოწვევები. მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ: მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის სწავლული მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი, აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: ქეთევან ჭიპაშვილი და ლარისა ჩაიკა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორები: დავით გოდერძიშვილი და მაია კერესელიძე, ვეტერინარიის დოქტორები მარინა ჭიკაიძე, ირაკლი თათრიშვილი, ალექსანდრე ყურაშვილი, ნუნუ ომარაშვილი, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი დავით ბოსტაშვილი, საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის პრეზიდენტი ლალი ვაშაკიძე და ვეტერინარი ექიმი ანნა ბოჭორიშვილი. 

344289786 632979138243585 4972522311078911971 n

მრგვალი მაგიდა გახსნა მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ისაუბრა ვეტერინარიის მნიშვნელობაზე, მის დღევანდელ მდგომარეობაზე, პრობლემებზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დარგის სპეციალისტთა დეფიციტზე, ამ პროფესიისადმი ახალგაზრდების დაბალ ინტერესზე. შემდეგ სიტყვა გადასცა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ვეტერინარიის მეცნიერებთა დოქტორს დავით გოდერძიშვილს, რომელიც მსმენელთა წინაშე წარსდგა მოხსენებით: ვეტერინარია დღეს, მიღწევები, გამოწვევები. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ დღეს ვეტერინარიის დეპარტამენტი თავის საქმიანობას ახორციელებს ხუთი მიმართულებით, ესაა: ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა, ცხოველთა იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია, ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაცია, ცხოველთა გადაადგილების კონტროლი, ვეტერინარული კონტროლი. მნიშვნელოვანია, რომ ვეტერინარული დეპარტამენტის თაოსნობით ქვეყანაში ცხოველთა დაავადებების თავიდან აცილების მიზნით ყოველწლიურად სახელმწიფოს დაფინანსებით ტარდება სხვადასხვა მანიპულაციები. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ისეთი საშიში დაავადების მხრივ, როგორიც თურქულია, საქართველო მე-3 საფეხურზე დგას, მე-4 საფეხურის შემდეგ მოდის თურქულისგან სრულიად გათავისუფლება, რაც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივი პროდუქცია გაიტანოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. შემდეგ საუბარი წარიმართა ზოგადად ეპიზოოტურ დაავადებებზე, რომლებიც ორ ჯგუფადაა დაყოფილი. პირველ ჯგუფში შედის სწრაფ შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებები (15) რა დროსაც ტარდება შედარებით მკაცრი შეზღუდვები ექსპორტთან/ტრანზიტთან დაკავშირებით 1-3 წელი, ხოლო მეორე ჯგუფში - აგრეგირებულ შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებები (208), რა დროსაც მოთხოვნები არის შედარებით ნაკლებად მკაცრი, შეზღუდვები ექსპორტთან/ტრანზიტთან დაკავშირებით რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე გრძელდება. დოქტორი დ. გოდერძიშვილი ასევე შეეხო ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის საკითხებს, ცხოველთა გადაადგილებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის გზებს, მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველთა ექსპორტს ვეტერინარული კონტროლსა და სხვ.

მოხსენების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია. მსმენელთა მხრიდან დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზეც ბატონმა დავითმა ამომწურავი პასუხები გასცა.

მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა, მრგვალი მაგიდის დღის წესრიგის თანახმად სიტყვა გადასცა აკადემიკოს თენგიზ ყურაშვილს, რომელმაც განავრცო მისი წინამორბედის მოხსენება. ბატონმა თენგიზმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ვეტერინარ ექიმთა კადრების სიმცირეზე. აღნიშნა, რომ რაიონებში ძირითადად 65 წელს გადაცილებული სპეციალისტები მუშაობენ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სამსახურებში ხელშეკრულებით არიან გაფორმებულები. დასაქმებული სპეციალისტები, რომელთა ხელფასიც დიდ თანხას არ შეადგენს, დასაქმების გამო ვერ ღებულობენ კუთვნილ პენსიას, მაშინ როდესაც პენსიონერ ექიმებსა და მასწავლებლებს ხელფასთან ერთად პენსიაც ერიცხებათ. აკადემიკოსმა თ. ყურაშვილმა გამოხატა დამსწრე საზოგადოების სურვილი, რათა აკადემიიდან წერილი გაიგზავნოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში თხოვნით, რომ მთავრობის წინაშე შუამდგომლობა გაეწიოთ პენსიონერ ვეტექიმებს, რათა მათ ხელფასთან ერთად პენსიაც დაერიცხოთ.

მრგვალი მაგიდის დასასრულს აკადემიკოსმა ჯ. გუგუშვილმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის.

 

 

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

ჩატარდა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა

საბჭოს მე-3 სხდომა

 

343442487 231263832884545 268117022216415968 n მიმდინარე წლის 26 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს მე-3 სხდომა. სხდომაზე მოსმენილი იყო შემდეგი მოხსენებებით: 1. „ნატურალური სოფლის მეურნეობის საუკეთესო თანამედროვე გამოცდილების შესახებ (იაპონიისა და სამხრეთ კორეის პრაქტიკა)“. მომხსენებელი: მაგისტრი ალექსანდრე საკანდელიძე, აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრი. 2. მიკობაქტერიების ზეგავლენა ცხოველების  ჯანმრთელლობაზე,  ზოგიერთი ვექტორული დაავადებების გავრცელების  დინამიკა საქართველოში (ყირიმ - კონგოს  ჰემორაგიული ცხელება, ნოდურალური დერმატიტი)“. მომხსენებელი: დოქტორი ვლადიმერ ბარათაშვილი, აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრი.

აღნიშნულ მოხსენებებზე მოკლე ტექსტური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ბმულზე.

 

 

 

 

სამეცნიერო საბჭოს სხდომა  

 

 

340095690 1961356770877000 1765510214017501762 n 2023 წლის 21 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა.

            სხდომაზე მოხსენებით  გამოვიდნენ: სტუ-ს მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე, რომელიც მსმენელთა წინაში წარსდგა თემით: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის განვითარების ფაკულტეტის საქმიანობა   (მიზნები, ამოცანები, მიმართულებები) და   სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იოსებ სარჯველაძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა თემა: ბუნებრივი საკვები სავარგულების გაუმჯობესების და მათი სტაციონალურად გამოყენების შესახებ.

           პირველ თემასთან დაკავშირებით მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ახალად დაარსებული მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციისა და პოპულარიზაციის მიმართულებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

       მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ოთხივე პრიორიტეტულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა სახელმწიფოს მიერ სრულად არის დაფინანსებული. ეს პროგრამებია: მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი; მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა; ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა; მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება. მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან კოლაბორაციის ერთობლივი მოდელის შემუშავება.

     ფაკულტეტს ტექნიკურ და პრაქტიკულ საკითხებზე უკვე ჩამოყალიბებული აქვს თემატური პარტნიორობა ისეთ ცნობილ ევროპულ უნივერსიტეტებთან, როგორიცაა: შოტლანდიის მაღალმთიანეთისა და მყინვარების უნივერსიტეტი და იტალიის UNIMONT-. ამ ეტაპზე შემუშავებულია თანამშრომლობის მოდელი, რაც საშუალებას იძლევა, მომზადდეს ერთობლივი ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამები. ფაკულტეტის ხელმძღვანელობას მიჩნია, რომ განათლების მიღებისა და სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, მსგავსი კოლაბორაცია უმნიშვნელოვანესია, რადგან წარმატებულ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემა, მოიპოვონ ორი დიპლომი, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე ევროპული.

        საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, არაერთი ღია კარის დღე იქნა გამართული საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში - დუშეთისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში, რომელზეც მიწვეული იყვნენ საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები, სტუდენტები, აბიტურიენტების მშობლები, პედაგოგები, სკოლების დირექტორები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები.

 რაც შეეხება მეორე თემას, ბატონმა იოსებ სარჯველაძემ ვრცლად ისაუბრა ბუნებრივი საკვები სავარგულების გაუმჯობესების გზებზე. კერძოდ აღნიშნა, რომ მეცხოველეობის განვითარების, მისი პროდუქტიულობის გადიდებისა და ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს მტკიცე საკვები ბაზის შექმნა. ბუნებრივი საკვები სავარგულების გამოყენება დღეისათვის ერთადერთი საშუალებაა სახნავად გამოუსადეგარი მრავალი ათეული ათასი ჰექტარიდან მიღებული იქნეს მეცხოველეობის იაფი პროდუქცია (რძე, ხორცი, მატყლი და სხვ.) ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, სადაც სახნავი მიწების სიმცირის პირობებში სწორედ ბუნებრივი სათიბ-საძოვრები წარმოადგენს ბევრ რეგიონში მაღალხარისხოვანი საკვების წარმოების თითქმის შეუცვლელ და საიმედო წყაროს. გარდა აღნიშნულისა ეს სავარგულები საზღვრისპირა რეგიონშია განლაგებული, და ამდენად მათ გონივრულ გამოყენებას მოსახლეობის მთაში დამაგრების თვალსაზრისით, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ბუნებრივ სავარგულებზე წარმოებული საკვების ხვედრითი წილი საკვებთა საერთო ბალანსში. აღნიშნულიდან გამომდინარე ახლებურად უნდა იქნეს განხილული და შესწავლილი მინდვრად საკვებწარმოების პრაქტიკული საკითხები, დაზუსტდეს სავარგულების ცალკეული მასივების გაუმჯობესების საჭიროება, დაინერგოს უახლესი ტექნოლოგიები, სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სისტემები და სხვა.

საკვები სავარგულების არასწორი გამოყენებისა და მოუვლელობის გამო წლიდან წლამდე თანდათან მცირდება სათიბ-საძოვრების ფართობი, მდელოები იფარება ბუჩქნარით, ჭაობდება და შეიმჩნევა სხვა უარყოფითი პროცესები, რომლებიც აფერხებს გაუმჯობესების სამუშაოების მექანიზაციას.

ბუნებრივი საკვები სავარგულების ძირეული გაუმჯობესების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნიადაგის დროულ, სწორ და ხარისხიან დამუშავებას, დასათესი ბალახების თესლის სიწმინდეს, ბალახების თესვის ტექნოლოგიების სრულად დაცვას. ნახევრად უდაბნოსა და მაშრალი ველის ზონებში საჭიროა ადრე გაზაფხულზე მრავალ წლიანი ბალახების ნათესების დაფარცხვა,რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტენის შენარჩუნებას,სარეველების მოსპობას.

მეცხოველეობის მტკიცე საკვები ბაზის შესაქმნელად მინდვრად საკვებ წარმოებასთან ერთად ბუნებრივი სათივ-საძოვრების გაუმჯობესება და მათი რაცონალური გამოყენება გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს, რისთვისაც ფართოდ უნდა იქნეს გამოყენებული მეცნიერების თანამედროვე მიღწევები და ქვეყანაში არსებული მდიდარი გამოცდილება.

მოხსენებების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაება დამსწრე საზოგადოება. შემდეგ მოხსენებებში განხილული საკითხების ირგვლივ თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს აკადემიკოსებმა: ჯ.კაციტაძემ, ჯ.გუგუშვილმა, პროფესორებმა მ. კერესელიძემ და გ.მაძღარაშვილმა, დოქტორებმა: ე.კალანდიამ და გ.ცოფურაშვილმა. აღინიშნა, რომ 1) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მთის მცოდნე სპეციალისტთა მომზადებით, სამომავლოდ, სფეროში პროფესიონალი კადრების დეფიციტის პრობლემას გადაჭრის და პირველად საქართველოს პირობებში, რეგიონული დონის ყველა სამსახურისთვის მთის მცოდნე, მდგრადი განვითარების ექსპერტ-სპეციალისტებს მოამზადებს; 2) საკვები სავარგულების მოსავლიანობის ამაღლება წარმოადგენს საკვების წარმოების მნიშვნელოვან რეზერვს, ამიტომ საჭიროა მათი რაციონალურად გამოყენება, კულტურული საძოვრების შექმნა - განსაკუთრებით სარწყავ მიწებზე. საქართველოს სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციის ზონების ბუნებრივ ეკონომიკური და სოციალური მავენებლების გათვალისწინებით საჭიროა შეიქმნას საკვებწარმოების განვითარების გეგმა.

     სამეცნიერო საბჭოს მუშაობა შეაჯამა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ აკადემიკოსმა ჯ. გუგუშვილმა.

დედამიწის საერთაშორისო დღე

22 აპრილი - დედამიწის საერთაშორისო დღე

     343373271 1863794500655656 7378072456911153833 n   საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, 2023 წლის 20 აპრილს, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა.

         სხდომას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის სტიპენდიატები: სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე და სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: ქეთევან ჭიპაშვილი, ლარისა ჩაიკა და მარიკა მოსაშვილი, ასევე მოწვეული სტუმრები: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ნანა გოგინაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრები: ილიას უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, მეტყევე, ეკოლოგი ვასილ მეტრეველი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მთავარი სპეციალისტი, ეკონომისტი ბაგრატ რაზმაძე.

სხდომა გახსნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მოკლე მისალმების შემდეგ, მან ისაუბრა დედამიწის საერთაშორისო დღის დაარსების ისტორიაზე, მის მნიშვნელობაზე, იმაზე, რომ ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები და რომ იგი ყოველწლიური ღონისძიებაა და 22 აპრილს აღინიშნება. დღესდღეობით დედამიწის საერთაშორისო დღეს 193 მეტ ქვეყანაში ზეიმობენ. შემდეგ სიტყვა მოხსენებისათვისჭალის ტყის ცვლილებების ანალიზი სატელიტური სურათების გამოყენებით ჭაჭუნას მაგალითზეგადასცა მეტყევე-ეკოლოგ ვასილ მეტრეველს.342367160 747499496835123 3700749673643802309 n

ვასილ მეტრეველმა აღნიშნა, რომ ზოგადად ჭალის ტყეები, ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ეკოსისტემაა მთელს მსოფლიოში, ვინაიდან ისინი ძირითადად დაბლობებზე და ადვილად მისადგომ ადგილებზე მდებარეობს. გარდა ხე-ტყის მოხმარებისა, ტუგაის ტიპის ჭალის ტყეებს უდიდეს ზიანს აყენებს საქონლის ძოვება, რადგან ის ესაზღვრება ნახევარ უდაბნოებსა და სტეპებს, რომლებიც ძირითად რესურსს წარმოადგენს, საძოვრების თვალსაზრისით. შემდეგ ისაუბრა ძირითადი თემის ირგვლივ, კერძოდ, ჩატარებული კვლევის მიზნებზე, რომელშიც შედიოდა: მდინარე ივრის ჭალის ტყეების აღწერა და მდგომარეობის შეფასება, მათი ბუნებრივი საზღვრების განსაზღვრა, შედარება დღევანდელ საზღვრებთან და ცვლილებების მიზეზების დადგენა. ასევე, იმის გარკვევა, შეამცირა თუ არა, კონკრეტულად დალის წყალსაცავმა ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიაზე არსებულ ჭალის ტყეების ფართობი. იქონია თუ არა გავლენა, იქ არსებული ფლორისტული შემადგენლობის ცვლილებებზე. აღნიშნულის დასადგენად მოხდა დალის წყალსაცავის ზედა და ქვედა ნაწილში არსებული ტყეების მდგომარეობის შეფასება-შედარება, დროის 40 წლიან მონაკვეთში ტყის ფართობების დათვლა 10 წლიანი ინტერვალებით, ცვლილებების გამოვლენა და სხვ. კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ 40 წლიან მონაკვეთში ჭალის ტყის ფართობები ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიაზე საგრძნობლად შემცირდა, შეიცვალა ფლორისტული შემადგენლობაც, შესაბამისად დალის წყალსაცავმა მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია, რაც ნათლად აისახა არსებულ ეკოსისტემაზე.

მოხსენების დასრულების შემდეგ წარმოდგენილი თემის ირგვლივ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დოქტორებმა: გ. ქავთარაძემ, ნ. გოგინაშვილმა, ზ. ტიგინაშვილმა. დამსწრე საზოგადოების მხრიდან დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზეც ვ. მეტრეველმა ამომწურავი პასუხები გასცა.

სხდომა შეაჯამა აკადემიკოსმა . დოლიძემ. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებელს საინტერესო პრეზენტაციისათვის, ხოლო დამსწრე საზოგადოებას, მობრძანებისა და სხდომის მუშაობაში აქტიური მონაწილეობის მიღებისათვის. აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს საქართველოს ჭალის ტყეებთან დაკავშირებული გამოწვევების განხილვა-გადაწყვეტას.

განყოფილების სხდომა

2023 წლის 20 აპრილს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის

მეცნიერებათა განყოფილების სხდომა, რომელზეც განხილული იქნა შემდეგი საკითხი:

 

1.  ქალაქ თბილისის ტყის ბიომასის და ნახშირბადის დაგროვების პოტენციალის შეფასების შესახებ (იხ. ბმულზე).

მომხსენებლები: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიის სტიპენდიატი, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე;   სატყეო ექსპერტი კობა ჩიბურდანიძე.

 

 

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

339862294 766105508289011 1909257546350507948 n   19 აპრილს შედგა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იქნა ეკონომიკის დოქტორის, აიპ ,,ჯორჯიან გაპი“-ს დამფუძნებლის გოჩა ცოფურაშვილისა და ინჟინერიის დოქტორის, აიპ ,,მწვანე პარტნიორობა მშვიდობისათვის“ თავმჯდომარის ალექსი ნონიაძის მოხსენებები თემაზე: „სოფლის განვითარების პროგრამულ-კონცეპტუალური მოდელი: საპილოტე თემა - ,,სოფლის საძოვარი''.

     პირველმა გამომსვლელმა დოქტორმა გოჩა ცოფურაშვილმა აღნიშნა, რომ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, განსახილველად გამოტანილი იყო პროგრამული მოდელი, სადაც სოფლის განვითარების კონცეფციიდან ერთი კონკრეტული თემაა განხილული და შემოთავაზებულია მეცნიერულ მიდგომებზე დაფუძნებული სამოქმედო გეგმა, რომელიც ასევე ეყრდნობა საქართველოს პარლამენტის ეგიდით ჩატარებულ კვლევებს. მან დამსწრეთა ყურადღება გაამახვილა სოფლის განვითარების კონცეპტუალური მიდგომების და პრინციპების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე, სამართლებრივ და უფლებრივ-ქონებრივ საკითხებზე და შესაბამისი სტრუქტურულ-ორგანიზაციული ფორმების შერჩევაზე, აგრეთვე სტატისტიკურ-ანალიტიკური და სიტუაციურ-კონტექსტუალური ანალიზის წარმოდგენის მნიშვნელობასა და მიკროზონული - სოფელ-თემის ტერიტორიულ რესურსული შესაძლებლობების კვლევაზე და ბოლოს, მოდელირებული პროგრამის ჩამოყალიბების პრინციპები - ,,სოფლის საძოვრის'' მოდელის მაგალითზე, სადაც განხორციელდება კონკრეტული ღონისძიებები.

მეორე გამომსვლელმა, დოქტორმა ალექსი ნონიაძემ ისაუბრა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სათიბ-საძივრების სხვადასხვა დონეზე   მართვის პოლიტიკის თავისებურებებზე:

ა) სოფელში - სოფლის დონეზე, მუნიციპალიტეტში - მუნიციპალიტეტის დონეზე საძოვრების მართვის ჯგუფების შექმნა დეცენტრალიზაციის პრინციპის გამოყენებით (სლოვენიის გამოცდილება);

ბ) საძოვრების მიმაგრება სოფელსა და მუნიციპალიტეტზე საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში (ჩეხეთის გამოცდილება);

გ) სამართლებრივი საფუძვლებისა და კრიტერიუმების შემუშავება საძოვრების იჯარით გაცემის წესთან დაკავშირება (პოლონეთის გამოცდილება);

დ) საძოვრების ფლობის სამართლებრივი საფუძვლების შემუშავება და მიწისთვის საძოვრის სტატუსის მინიჭებისა და ჩამორთმევის მექანიზმები (ლიეტუვას გამოცდილება);

ე) ზამთრისა და ზაფხულის საძოვრების მართვის ასპექტები (პოლონეთის გამოცდილება ნაციონალური პარკის მაგალითზე);

ვ) საძოვრების სარგებლობის წესების შემუშავება მუნიციპალიტეტების დონეზე (სტანდარტებისა და რეკომენდაციების შემუშავება, მოლდოვას გამოცდილება).

მოხსენების შემდეგ მომხსენებლებმა არგუმენტებული და ამომწურავი პასუხები გასცეს დამსწრეთა შეკითხვებს.

მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ აკადემიკოსები: გივი ჯაფარიძე, ნოდარ ჭითანავა, რევაზ ასათიანი და ალექსანდრე დიდებულიძე, მინისტრის მრჩეველი, დოქტორი ომარ კაჭარავა, მიწის მდგრადი მართვის სააგენტოს უფროსი  გიორგი მიშველაძე, პროფესორები: ნოდარ ხატიაშვილი, ანზორ მესხიშვილი, ნინო ნადიბაიძე.

კომისიამ დაადგინა: მოწონებული იქნეს წარმოდგენილი მოხსენება და იმის გათვალისწინებით, თუ რა დიდ საქმე კეთდებასაძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის შექმნისა და მისი ფართო წრეების მიერ განხილვის მიმართულებით, აგრეთვე ფერმერთა და სპეციალისტთათვის ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის გასაცნობად,  ა.წ. ივნისის თვეში ჩატარდეს კომისიის რიგგარეშე სხდომა, სადაც მოხდება აღნიშნული კონცეფციის განხილვა.

 

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com