საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სამეცნიერო საბჭოს სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს სხდომა

 

63d8f304 2dc4 46fb aa05 4c3e51f6b441  2024 წლის 19 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს სხდომა.

სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო სხდომის დღის წესრიგი, რომლის თანახმად მოსმენილი იქნა მოხსენება თემაზე: ,,ვეტერინარიის თანამედროვე მდგომარეობა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებები“. მომხსენებელი გახლდათ აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი, თანამომხსენებელი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიული გოგოლი.

აკადემიკოსმა თ. ყურაშვილმა ვრცლად ისაუბრა ცხოველთა სადგომებში არსებული მდგომარეობის შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველოში იშვიათია ცხოველთა სადგომი, რომელიც სრულად პასუხობდეს ვეტერინარულ-სანიტარულ მოთხოვნებს. ხშირად ისინი პრიმიტიულადაა აშენებული, ნაკელგამტანები და ფერმის ანარჩენების საცავები მოუწყობელია, არასრულად და უხარისხოდ ხდება დასუფთავება, არ ტარდება დეზინფექციები, დეზინსექციები და დერატიზაციები, რაც არღვევს ცხოველთა მოვლა-შენახვისათვის აუცილებელ ყოველგვარ მოთხოვნას. შესაბამისად ირღვევა ტემპერატურულ რეჟიმი, ტენიანობა, განათება, იზრდება მავნე აირების კონცენტრაცია და სხვ. სადგომებში არსებული მდგომარეობა ხელს უწყობს დაავადების აღმძვრელების: ბაქტერიების, ვირუსების, სოკოების, პარაზიტების კვერცხების და ლარვების წლების მანძილზე დაგროვებას, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს ინფექციური და ინვაზიური დაავადებების გაჩენას და ქმნის არაკეთილსაიმედო კერებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ყოველივე ამის ფონზე ქვეითდება ცხოველის ორგანიზმის რეზისტენტობა (გამძლეობა) და დახარჯულ შრომაზე უკუგება. წარმოებული ცხოველური პროდუქტები და ნედლეული უხარისხოა და ხშირად საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. შესაბამისად ცხოველთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება, მათთვის აუცილებელი მოვლა-შენახვის პირობების უზრუნველყოფა ხელს უწყობს არამარტო ცხოველური პროდუქტების წარმოების ზრდას, არამედ მაღალხარისხიანი პროდუქციის მიღებასაც, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ტექნოლოგიური, ტექნიკური და ორგანიზაციულ-ეკონომიკური ღონისძიებების ერთობლივად განხორციელებაზე. სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა პროფესორმა გ. გოგოლმა.

ბატონმა გ. გოგოლმა აღნიშნა, რომ ცხოველთა პროდუქტიულობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა, ნაყოფიერება და ზრდა-განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მის გენოტიპზე და გარემო პირობებზე. მხოლოდ ორივე პირობის ურთიერთშეთანაწყობითაა შესაძლებელი სასურველი შედეგის მიღწევა. საუკეთესო გენოტიპის მქონე ორგანიზმებიც კი ცუდი გარემო-პირობების შემთხვევაში ვერ ამჟღავნებენ თავიანთ გენეტიკურ შესაძლებლობებს და კნინდებიან. ასე მაგალითად,  მზის რადიაცია ნორმის ფარგლებში აღიზიანებს ნერვულ დაბოლოებებს და ენდოკრინულ ჯირკვლებს, ორგანიზმში აძლიერებს ჟანგვა-აღდგენითი ფერმენტების აქტიურობას, მზის სხივები ხოცავს კანსა და ბალნის საფარზე პათოგენურ მიკროფლორას, არასაკმარისი რადიაციის დროს ყოველივე ზემოაღნიშნული პროცესი ფერხდება; მაღალი ტემპერატურის დროს ხდება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება-პროდუქტიულობის შემცირება; მაღალი სითბური დატვირთვისას ქვეითდება ცხოველთა რეზისტენტობა; სიცივე ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზომაზე მეტად სითბოს გაცემას და სხვ.

            მოხსენებების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაება დამსწრე საზოგადოება. საკითხების ირგვლივ თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს: პროფესორმა იოსებ სარჯველაძემ,   ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორმა დავით გოდერძიშვილმა, ვეტერინარიის დოქტორმა ნიკოლოზ ზაზაშვილმა და სხვებმა. აღინიშნა, რომ საჭიროა შესაბამისი სამსახურების მიერ შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის ცხოველთა სადგომებში არსებულ მდგომარეობას, მის გამოსასწორებლად დასახავს სხვადასხვა ღონისძიებებს.

          სამეცნიერო საბჭოს მუშაობა შეაჯამა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა.

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

e468fef9 31b3 462e 99d0 d48011afadb7            მიმდინარე წლის 13 მარტს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში შედგა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: ,,ფიტოტესტერი - მცენარეთა ფიზიოლოგიური მდგომარეობის ექსპრეს დიაგნოსტიკის პორტატული ინსტრუმენტი და მისი პრაქტიკული გამოყენება გამოვიდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების სრული პროფესორი, ტექნიკის დოქტორი თამაზ ბიჭიაშვილი. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მემცენარეობის თანამედროვე კვლევები და პრაქტიკა წარმოუდგენელია მცენარიდან ობიექტური ინფორმაციის მიღების, მცენარესთან „დიალოგის“ ინსტრუმენტული მეთოდებისა და ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების გარეშე.  საყოველთაოდ აღიარებულია, რომ მცენარეში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების მახასიათებელ ინტეგრალურ ინფორმაციულ პარამეტრებს წარმოადგენენ მცენარეთა ბიოფიზიკური პარამეტრები - აქტიური და პასიური ბიოელექტრული პოტენციალები/სიგნალები და იმპედანსი.

დოქტორ თ. ბიჭიაშვილის მიერ შექმნილია პორტატული მოწყობილობა სახელწოდებით „ფიტოტესტერი“, რომელიც უზრუნველყოფს მცენარის აქტიური და პასიური ელექტრული სიგნალებისა და იმპედანსის მახასიათებელ პარამეტრთა გაზომვა-რეგისტრაციას. ხელკსაწყო შესრულებულია ორ ვარიანტად:

მცენარის ფიზიოლოგიური მდგომარეობის ჯიბის ტესტერი;

მცენარის ბიოფიზიკური პარამეტრების ინტელექტუალური სენსორი, სმარტფონთან მისაერთებელი პორტატული ადაპტორის სახით.

ფიტოტესტერი გამოყენებული იქნა ვაზის სამყნობი კომპონენტების ვარგისიანობის შეფასებისათვის, ასევე ნამყენი ნერგის ცხოველქმედების განსაზღვრისათვის და ბიოფიზიკური მეთოდებით მცენარეთა ფესვთა სისტემის ფიზიოლოგიური მდგომარეობის ექსპრეს დიაგნოსტიკისთვის.

ფიტოტესტერის მთავარი ღირსებაა - ობიექტური ექსპრეს დიაგნოსტიკა, დიაგნოსტიკის სიმარტივე, დაბალი ფასი, მაღალი სიზუსტე. მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. აღსანიშნავია, ისიც რომ ვეგეტაციაში მყოფი მცენარიდან, ასევე მისი ცალკეული ორგანოებიდან, ობიექტის ბიოლოგიური მთლიანობის დარღვევის გარეშე, ფიტოტესტერით ხორციელდება ბიოელექტრული სიგნალების მიღება.

ფიტოტესტერი დაცულია 2023 წლის საქართველოს პატენტით B 7540 და სასაქონლო ნიშნით M37256, ხოლო ტესტირების მეთოდები სახელწოდებით ,,მცენარეთა ფიზიოლოგიური მდგომარეობის განსაზღვრის ხერხი“ - დაცულია საქართველოს 2016 წლის საქართველოს პატენტით U 1937.

მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ: აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, პროფესორი ოთარ ქარჩავა, პროფესორი ომარ თედორაძე, დოქტორი გოჩა ცოფურაშვილი, დოქტორი ოთარ ნადირაშვილი, მეცნიერებათა კანდიდატი დიმიტრი კოსტაროვი, რომლებმაც დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი ნაშრომი, ხაზი გაუსვეს მის აქტუალობასა და მნიშნვნელობას. მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ აგრარულ სფეროში აღნიშნული გამოგონების გავრცელების დაჩქარების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნრობის სამინისტროს   სამეცნიერო-კვლევით ცენტრის სადემონსტრაციო ნაკვეთში მოეწყოს საწარმოო გამოცდა, სადაც აქტიურად იქნებიან ჩართულები აკადემიის წარმომადგენლები.

 

შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხების განხილვა

akademia     2024 წლის 13 მარტს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გაიმართა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო მიზნობრივი პროგრამის (2024-2030) „მარცვალი“ შემუშავებისათვის ნიადაგის მომზადება.

     შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, სამინისტროს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე ზვიადაძე, მინისტრის მრჩეველი ომარ კაჭარავა, ნოდარ ხოხაშვილი, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი, სამინისტროსა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სხვადსხვა სამსახურების უფროსები და სპეციალისტები, შპს „ლომთაგორას“ დირექტორი კახა ლაშხი.

   საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე და აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი.

 შეხვდრა გახსნა და საქართველოში მარცვლეულის წარმოების პრობლემებზე ისაუბრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: მინისტრის მრჩეველმა ომარ კაჭარავამ, ნოდარ ხოხაშვილმა, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნოდარ ხატიაშვილმა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიშთა გამოცდის სამსახურის წარმომადგენელმა გიორგი ღუღუნიშვილმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა, აკადემიკსმა ანატოლი გიორგაძემ, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლების სამსახურის უფროსმა ცოტნე სამადაშვილმა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსმა აგრონომმა ადოლი ტყეშელაშვილმა, შპს „ლომთაგორას“ დირექტორმა კახა ლაშხმა.

       შეხვედრა შეაჯამა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ.

    

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა

          2024 წლის 7 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა. წარმოდგენილი იყო თემა: „სეისმური საშიშროების ალბათობის შეფასება საქართველოში: ისტორიის მიმოხილვა და მთავარი გამოწვევები“ - მომხსენებელი: ნინო წერეთელი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ - თანამშრომელი.

კომისიის სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი რ. მეტრეველი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის წევრები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის აკადემიკოს - მდივანი ა. დიდებულიძე და აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი ლ. დოლიძე.
კომისიის სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა რ. მეტრეველმა, შემდეგ მან სიტყვა გადაცა ნინო წერეთელს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ - თანამშრომელს, რომელმაც პრეზენტაციისას წარმოადგინა სეისმური საშიშროების ალბათური შეფასების ახალი რუკები. აღნიშნული საკითხის ირგვლივ გაიმართა დისკუსია.
სხდომა შეაჯამა და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის მადლობა გადაუხადა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა რ. მეტრეველმა.

ველური ბუნების მსოფლიო დღე

3 მარტი ველური ბუნების მსოფლიო დღე

1bfcdd5b 9815 4d25 89fa a9da1ee6169a მიმდინარე წლის 4 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ტრადიციისამებრ გაიმართა ველური ბუნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების წევრები: განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, ს/ დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, განყოფილების სტიპენდიატი: სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, აგრარული უნივერსიტეტის . გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილების პროფესორი, ბიოლოგიის დოქტორი მედეა ბურჯანაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი - ნანა გოგინაშვილი, აკადემიის აპარატის მუშაკები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, ასოცირებულმა პროფესორმა, სსმმ აკადემიის სტიპენდიატმა, სოფლის მეურნეობის დოქტორმა ზ. ტიგინაშვილმა წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „ერუშეთის ეროვნული პარკის ტყის ბიომასისა და მასში დეპონირებული ნახშირბადის დადგენა’’.

დოქტორმა ზ. ტიგინაშვილმა თავისი მოხსენება დაცული ტერიტორიების მნიშვნელობით დაიწყო, ყურადღება გაამახვილა მცენარეთა და ცხოველთა უნიკალურ სახეობებზე, ლანდშაფტების მრავალფეროვნებაზე, რომელიც დაცულ ტერიტორიებზე გვხვდება. ისაუბრა დაცული ტერიტორიების მმართველობაზე, მიზნებზე, კატეგორიებზე, რომელშიც შედის: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია. შემდეგ შეეხო საქართველოში დაცული ტერიტორიების დაარსების ისტორიას, იმას, რომ საქართველოში ბუნებრივი ტერიტორიების დაცვის ისტორია ჯერ კიდევ XII საუკუნიდან იწყება, თუმცა დაცულ ტერიტორიების ოფიციალურად დაარსებას მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა საფუძველი. აღინიშნა, რომ უკანასკნელ წლებში (2021-2023) ქვეყანაში შეიქმნა 7 დაცული ტერიტორია, მ.შ. ერუშეთის ეროვნული პარკი (11385ჰა). ერუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე კარგადაა გამოხატული შემდეგი სარტყლები: უროიანი სტეპების, მთის ქსეროფიტების (900-1300მ); ფართოფოთლოვანი ტყის (1300-1900მ); სუბალპური (1850- 2400(2500 მ) არყნარებით (Betula litwinowii), ჭნავით (Sorbus caucasigena, მდგნალით (Salix caprea), მაღალმთის მუხნარებით (Quercus macranthera), ნაძვნარებითა (Picea orientalis) და სუბალპური მდელოებით; ალპური (2500-2950 მ) მაღალმთის მდელოების სხვადასხვა ვარიანტებით მარცვლოვან-ნაირბალახოვანი, მარმუჭიანი (Alchemilla erythropoda), ძიგვიანი (Nardus stricta) და ალპური ხალებით (Campanula aucheri, Carum caucasicum). ცხოველთა სამყაროდან აქ გვხვდება: ამფიბიების - 5 სახეობა; ქვეწარმავლების - 15 სახეობა ქვეწარმავლებიდან გამორჩეულია დარევსკის გველგესლა – სახეობა, რომელსაც უმაღლესი კატეგორია აქვს მინიჭებული IUCN-ის წითელ ნუსხაში; თევზების 16 სახეობა, რომეთაგან აღსანიშნავია საქართველოს წითელი ნუსხის სახეობა – ნაკადულის კალმახი“; ფრინველების - 108 სახეობა, რომელთაგან  საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილია, კავკასიური როჭო და კასპიური შურთხი, ასევე, გლობალურად გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ფასკუნჯი და ბექობის არწივი; ძუძუმწოვრების - 45 სახეობა დიდი ზომის ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია: მურა დათვი, ევრაზიული ფოცხვერი და არჩვი – საქართველოს წითელი ნუსხის სახეობები; ჩვეულებრივი მაჩვი, შველი და გარეული ღორი; მცირე ზომის ძუძუმწოვრებიდან ყურადღებას იმსახურებს გლობალურად საფრთხის ქვეშ მყოფი ჭრელტყავა. ერუშეთის დაცულ ტერიტორიები გამოირჩევა მცენარეთა მრავალფეროვნებითაც. აქ გვხვდება უნიკალური სახეობრივი შემადგენლობის მქონე ტყეები, ბუჩქნარები და ბალახეული თანასაზოგადოებები. ასეთია, მაგალითად, სამხრეთ კავკასიური ტიპის ნაძვნარები და ნაძვნარ-სოჭნარები. ასევე, ორიგინალური სახეობრივი კომპოზიცის მქონე - მუხნარების, წიფლნარების და ფიჭვნარების თანასაზოგადოებები. ეროვნული პარკის მცენარეულობის მრავალფეროვნებას, ასევე, ქმნიან მაღალმთის ნაირგვარი მდელოები და მდელოსებრი სტეპები. წითელი ნუსხის ძირითადი სახეობებია: მაღალმთის მუხა (Quercus macranthera) უხრავი (Ostrya carpinifolia) პატარა თელადუმა (Ulmus minor) კაკალი (Juglans regia) ტიგრანის დიდგულა (Sambucus tigranii). ერუშეთის ეროვნული პარკის არსებობა რეგიონში, უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებას, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას ეკოტურისტულ სერვისებში. რაც შეეხება ერუშეთის ეროვნული პარკის ტყის ბიომასასა და მასში დეპონირებული ნახშირბადის რაოდენობას, ერუშეთის ეროვნული პარკის ტყის ბიომასა, სადაც გაბატონებულ მერქნიან სახეობებს შორის აღსანიშნავია არყ (ლ), არყი (მ), ვერხვი, მდგნალი, მუხა ქ., მუხა (მმთ.), ნაძვი, რცხილა, უხრავი, ფიჭვი - შეადგენს სულ 913781 ტონას, ხოლო მასი დეპონირებული ნახშირბადი - 491770 ტ-ს.

სხდომა შეაჯამა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის სხდომის მუშაობაში აქტიური ჩართულობისათვის. აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს მომავალში საქართველოს დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განხილვა-გადაწყვეტას.

 

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება

20240301 130550   2024 წლის 1 მარტს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2023 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2024 წლის ამოცანების შესახებ. 

მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.          

2.2030 წლამდე პერიოდისათვის სოფლისა დასოფლის მეურნეობის განვითარება-მოდერნიზაციის პროგრამის შედგენის კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური მიდგომების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი - სამეცნიერო მიმართულებების კოორდინატორი, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა.

3.აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების მიერ 2023 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა დa 2024 წლის ამოცანების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

4.აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების მიერ 2023 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2024 წლის ამოცანების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

5. აკადემიის აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების მიერ 2023 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2024 წლის ამოცანების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

6.აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების მიერ 2023 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2024 წლის ამოცანების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

7.აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების მიერ 2023 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2024 წლის ამოცანების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

8.აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების მიერ 2023 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2024 წლის ამოცანების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ ასათიანი; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

 9. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის მიერ 2023 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2024 წლის ამოცანების შესახებ.

     მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების  კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე.

10. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს მიერ 2023 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2024 წლის ამოცანების შესახებ.

   მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს  თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიკოსი   ჯემალ გუგუშვილი.

11. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრების არჩევის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.

12. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრის არჩევის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.

13. ინფორმაცია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციის ფარგლებში შექმნილ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში „ქართული ხორბლის მოყვანისა და გამოყენების ტრადიციების“ შეტანის მიზნით მიმდინარე პროექტის შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე.

სხდომის თავმჯდომარე: აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე;

მდივანი: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე.

კრებას ესწრებოდნენ აკადემიკოსები: ალექსიძე გურამი, ასათიანი რევაზი, ბაღათურია ნუგზარი, გიორგაძე ანატოლი, გუგუშვილი ჯემალი, დიდებულიძე ალექსანდრე, დოლიძე ლაშა, კაციტაძე ჯემალი, კვალიაშვილი ვაჟა, კვესიტაძე ედიშერი, კოპალიანი როლანდი, მარგველაშვილი გოგოლა, მახარობლიძე რევაზი, პაპუნიძე გურამი, რევიშვილი თემური, ტყემალაძე გურამი, უჯმაჯურიძე ლევანი, ფუტკარაძე ზაური, ყურაშვილი თენგიზი, ჩანქსელიანი ზაური, ჩხარტიშვილი ნოდარი, ცანავა ვალერიანი, ცქიტიშვილი ზურაბი, ჭითანავა ნოდარი, ჯაბნიძე რეზო, ჯაფარიძე გივი.

აკადემიის სტიპენდიატები: ბენაშვილი მამუკა, დუღაშვილი დარეჯანი, კაციტაძე ეკატერინა, ტიგინაშვილი ზვიადი, ქავთარაძე გიორგი, ქუთელია გიორგი, ქვარცხავა გიორგი, ჯაბნიძე ნატო.

მოწვეული სტუმრის სტატუსით: აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი, აკადემიის პრეზიდიუმის წევრი ტექნიკის დოქტორი, ომარ კაჭარავა; აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწე საერთო საკითხებში (საერთაშორისო ურთიერთობები, პროგრამები და საგრანტო პროექტების მიმართულებები), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბაციკაძე თამაზი; იურიდიული სამსახურის უფროსი ქარქაშაძე თენგიზი; აკადემიის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირისა და საქმიანობის მთავარი სპეციალისტი, დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი; აკადემიური დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტები: ჩაიკა ლარისა; თარხნიშვილი დალი, მოსაშვილი მარიამი; აკადემიის კადრების ინსპექტორი მიგრიაული ეკატერინე.

     აკადემიის საერთო კრების მუშაობა შეაჯამა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ.

     აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის სრული მოხსენება შეგიძლიათ იხილოთ აკადემიის ვებ-გვერდზე

 

საინფორმაციო შეხვედრა

საინფორმაციო შეხვედრა აკადემიაში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის შესახებ

2024 წლის 8 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მოხსენებით წარდგა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის მენეჯერ, თინათინ ჯაჭვაძე. მოხსენება ეხებოდა „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამას, რომელსაც სააგენტო ახორციელებს 2019 წლიდან. 2019-2021 წლებში პროგრამა იყო საპილოტე ხასიათის და მსოფლიო ბანკთან ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდებოდა, ხოლო 2022 წლიდან სააგენტომ პროგრამა გააგრძელა და მას მუდმივმოქმედი პროგრამის სახე მისცა.

ამ პროგრამის მიზანია მეცნიერების მხარდაჭერა კვლევის შედეგების კომერციალიზაციში, კერძოდ კი, ისეთი პროექტების კომერციალიზაცია, რომლებიც პასუხობს ბაზრის საჭიროებებს. ba5d9ce0 3d7d 415a 8566 19acc929d071

ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამაშიმონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ როგორც ფიზიკურმა, აგრეთვე, იურიდიულმა პირებმა (საქართველოში რეგისტრირებულმა უნივერსიტეტებმა, კვლევითმა ინსტიტუტებმა და მეცნიერებმა), რომელთაც აქვთ ისეთი კვლევითი პროექტები, რომლებიც არიან ტექნოლოგიური მზაობის TRL4 და შემდეგ დონეზე. პროგრამის მონაწილე პროექტის შეფასებას ახორციელებენ კვალიფიციური და შესაბამისი გამოცდილების მქონე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები. შეფასება გულისხმობს პროექტების დეტალურ ანალიზს ტექნოლოგიური და ბიზნეს მზაობისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით. შეფასების ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კომერციალიზაციისთვის შერჩეულ პროექტებზე ინდივიდუალურად განისაზღვრება კომერციალიზაციის გეგმები და იწყება მოლაპარაკების პროცესი პოტენციურ ინდუსტრიულ პარტნიორებთან.

„ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ ფარგლებში სააგენტო განაცხადებს ყოველწლიურად ღებულობს, ინფორმაცია იხილეთ სააგენტოს ვებ-გვერდზე - https://gita.gov.ge/programs/teknologiebis-gadatsemis-programa-omkqy8B9p.

მოხსენების განმავლობაში ქალბატონმა თინათინმა ისაუბრა პროგრამის კონცეფციის, მისი ეტაპების, მიღწეული შედეგების, განაცხადის ფორმის შევსებისა და პროგრამასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე.

მეცნიერებაში მოღვაწე ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა

76321b51 1f25 466a abf6 1d77c6e68a92 მიმდინარე წლის 12 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა საზეიმო სხდომა, რომელიც მიეძღვნა მეცნიერებაში მოღვაწე ქალბატონებს და გოგონებს. სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი, აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის აპარატის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.9214790d a1b9 434f 8c1e b4e7a52b873e

საზეიმო სხდომა გახსნა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. მან აღნიშნა, რომ 2015 წლიდან, გაერთანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ყოველი წლის 11 თებერვალს აღინიშნება მეცნიერებაში მოღვაწე ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე და მისი მიზანია მეცნიერებასა და განათლებაში თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობა. დღეს საქართველოში მეცნიერების სხვადასხვა დარგში არაერთი მეცნიერი ქალბატონი მოღვაწეობს, რომელთა შორის მრავლად არიან წარმატებული მეცნიერი აგრარიკოსი-ქალბატონები. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის აგრარული მეცნიერების და შესაბამისად დარგის განვითარებაში, რის გამოც აღნიშნული ქალბატონების შრომა და ღვაწლი მეტად საგულისხმო და დასაფასებელია. შემდეგ ისაუბრა წარსულის და თანამედროვეობის გამოჩენილი ქართველი მეცნიერი ქალბატონების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობაზე, მათ წვლილზე აგრარული დარგის განვითარების საქმეში. აკადემიკოს . ალექსიძის შემდეგ აუდიტორიის წინაშე ფართე მოხსენებით წარსდგა აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი. ქალბატონი გოგოლა ზოგადად შეეხო ქალ მეცნიერთა დამსახურებას მეცნიერების სხვადასხვა დარგის განვითარების მიმართულებით. გაიხსენა ნობელის პრემიის ორ გზის (ფიზიკაში და ქიმიაში) ლაურეატი მარია კიური, ევროპაში მოღვაწე პირველი ქართველი ფსიქო-ფიზიოლოგი ბარბარე ყიფიანი, რომელსაც ბავშვთა ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის საკითხებზე მინიჭებული ჰქონდა ოქროს მედლები, ასევე აგრარულ დარგში პირველი ქართველი აკადემიკოსი ქალბატონი ქსენია ბახტაძე, რომლის დაბადებიდან 125 წლისთავი აკადემიაში საზეიმოდ აღინიშნა და რომლის დამსახურებაც ქართული მეჩაიეობის განვითარებაში ფასდაუდებელია. ქალბატონმა გოგოლამ ასევე ისაუბრა მეცნიერებაში განვლილ საკუთარ გზაზე, თავის აღზრდილებზე და სხვ.85c57899 c36c 4712 b45b 9310e6795926

a24141da 319b 4e41 b803 ae54b1958f68მოხსენებების დასრულების შემდეგ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა . ალექსიძემ აკადემიის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა აგრარულ მეცნიერებაში მოღვაწე ქალბატონები: სოფლის მეურნეობის დოქტორი ნინო კელენჯერიძე; სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ნინო კიკნაძე; ეკონომიკის დოქტორი ნინო ლობჟანიძე; სოფლის მეურნეობის დოქტორი ირინა თვაური; მაგისტრი გვანცა ბეჟანიშვილი; ვეტერინარიის დოქტორი თეა ოშხერელი; ვეტერინარიის დოქტორი ნონა ფაღავა; სოფლის მეურნეობის დოქტორი რუსუდან ტაკიძე; საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი მარიამ ჩაჩუა; ინჟინერ-ტექნოლოგი ცინული ნაცვლიშვილი; აგრარული მეცნიერებების დოქტორანტი ქრისტინე მუსელიანი; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წყლის სამმართველოს ხელმძღვანელი მარიამ მაკაროვა. დაჯილდოებულმა ქალბატონებმა მადლობა გადაუხადეს აკადემიის ხელმძღვანელობას გამოჩენილი ყურადღებისა და დაფასებისათვის.

საზეიმო სხდომის დასასრულს სხდომის მონაწილეებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოსურათი. ღონისძიება გააშუქა საფერავი ტვ-.

აკადემიკოს ქსენია ბახტაძის დაბადებიდან 125 წლისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა

20240207 1304112024 წლის 7 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში აკადემიის აგრარულ მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა აკადემიკოს ქსენია ბახტაძის დაბადებიდან 125 წლისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა. ესწრებოდნენ: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი; აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე; აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი; აკადემიკოსი როლანდ კოპალიანი; აკადემიის კადრების ინსპექტორი ეკატერინე მიგრიაული, აკადემიის მთავარი სპეციალისტი თინათინ ეპიტაშვილი, აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: ქეთევან ჭიპაშვილი, მარიამ მოსაშვილი, ლარისა ჩაიკა და დალი თარხნიშვილი. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ბატონი ლევან ბოლქვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფროსი სპეციალისტი, ბატონი გენადი გობაძე; ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი შოთა ლამპარაძე, 20240207 130704საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის მემცენარეობის განვითარების სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ბატონი ნოდარ ხოხაშვილი, სოფლის-მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ოთარ ქარჩავა. 20240207 133528

მრგვალი მაგიდა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. მან ყურადღება გაამახვილა აკადემიკოს ქსენია ბახტაძის დამსახურებაზე მეცნიერებაში, როგორც პირველ ქალბატონ სელექციონერზე, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის ჩაის ახალი, მაღალპროდუქტიული და მაღალხარისხიანი ჩაის ჯიშების გამოყვანაში, ქვეყანაში მეჩაიეობის დარგის განვითარებაში; ხაზი გაუსვა მის კვლევებს ჩაის მცენარის ბოტანიკის, ანატომიის, ციტოლოგიისა და გენეტიკის დარგში. შემდეგ ბატონმა გურამმა მრგვალი მაგიდის დღის წესრიგის შესაბამისად სიტყვა გადასცა აკადემიკოს გოგოლა მარგველაშვილს, რომელიც დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა მოხსენებით: „აკადემიკოსი ქსენია ბახტაძე - ცხოვრება და მოღვაწეობა“. ქალბატონმა გოგოლამ ფართოდ გააშუქა აკადემიკოს ქსენია ბახტაძის მიერ განვლილი სამეცნიერო გზა. აღნიშნა, რომ ქ. ბახტაძემ მეცნიერებისადმი ლტოლვა სტუდენტობიდანვე გამოამჟღავნა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ მუშაობა დაიწყო თბილისის ბოტანიკური ბაღის თესლის საკონტროლო სადგურში. მოგვიანებით იგი გადავიდა ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჩაქვის ფილიალში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. ქალბატონ ქსენია ბახტაძის დამსახურებაა საქართველოში და არა მარტო საქართველოში ჩაის კულტურის დანერგვა-დარაიონება. თავისი კვლევების შედეგები ქ. ბახტაძემ არაერთ სამეცნიერო ნაშრომსა თუ პუბლიკაციაში ასახა, რომელთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს წიგნი „ჩაის მცენარის ბიოლოგია, სელექცია და მეთესლეობა“.   ხელისუფლებამ ჯეროვნად დააფასა აკადემიკოს ქსენია ბახტაძის მიერ გაწეული შრომა და იგი მრავალგზის დააჯილდოვა ორდენებითა და ოქროს მედლებით. 20240207 140532

აკადემიკოს გოგოლა მარგველაშვილის მოხსენების დასრულების შემდეგ, აუდიტორიის წინაშე წარსდგა აკადემიკოსი როლანდ კოპალიანი, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ჩაის კულტურის გაშენების ისტორიის შესახებ. აღინიშნა აკადემიკოს ქსენია ბახტაძის დამსახურება ამ მიმართულებით. მომხსენებლის მიერ პარალელები იქნა გავლებული საქართველოში ჩაის კუტურის გაშენების აკადემიკოს ქ. ბახტაძის დროინდელ და დღევანდელ მდგომარეობას შორის. ყურადღება გამახვილდა იმ სამწუხარო ფაქტზე, რომ ამჟამად ქვეყანაში ჩაის კულტურის მიერ დაკავებული ფართობები საგრძნობლად შემცირდა, მისახედია სელექციური სამუშაოებიც. მოხსენების მსვლელობისას ნაჩვენები იყო სამეცნიერო-პოპულარული ფილმი ქართული ჩაის შესახებ. დამსწრე საზოგადოებამ იხილა საქართველოში გაშენებული ჩაის საუკეთესო პლანტაციები, ჩაის ნერგის დაკალმება, ჩაის მცენარის სახესხვაობები, ასევე მოისმინა ჩაის გაშენებასთან და მის მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებული საკითხები.

მრგვალ მაგიდაზე სიტყვით გამოვიდა პროფესორი შოთა ლამპარაძე, რომელიც უშუალოდ იცნობდა ქაბატონ ქ. ბახტაძეს. მან აღნიშნა, რომ აკადემიკოსი ქ. ბახტაძე არამარტო კარგი მეცნიერი და გამორჩეული მკვლევარი იყო, არამედ საუკეთესო პედაგოგიც, რომელიც თავის ცოდნას და გამოცდილებას უანგაროდ გადასცემდა მომავალ თაობას. არ ყოფილა საკითხი, რომლითაც მიემართათ ქალბატონი ქსენიასთვის და მას სრულყოფილი პასუხი არ გაეცა. 

აჭარაში ჩაის კულტურასთან, მის წარმოებასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებზე ისაუბრა ბატონმა ლევან ბოლქვაძემ. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ჩაისთან დაკავშირებული საუკეთესო ტრადიციები, რომლებსაც აჭარაში ჩაეყარა საფუძველი კვლავაც უნდა გაგრძელდეს.

ბატონმა ნოდარ ხოხაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია მეჩაიეობის დარგის განვითარების კონცეფციის შექმნასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც გამოთქვა დიდი იმედი, რომ ამ მიმართულებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაც აქტიურად ჩაერთვება.

მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და აკადემიკოს ქსენია ბახტაძის ხსოვნის მიმართ პატივის მიგებისათვის.

მრგვალი მაგიდის მუშაობა გაშუქებული იქნა   საფერავი ტვ-ს მიერ.

Screenshot 2024 02 12 153415

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხორბლის კულტურა - რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია“

 

kk  მიმდინარე წლის 5-6 თებერვალს სასტუმრო „რესპუბლიკის“ – „ივენთ ჰოლში“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხორბლის კულტურა - რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია“. კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი; FAO-გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

კონფერენციის საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტი წარმოდგენილი იყო 4 ქვეყნის (საქართველო, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი) მეცნიერთა შემადგენლობით, ხოლო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს 6 ქვეყნის (საქართველო, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი, აშშ, თურქეთი) მეცნიერ-მკვლევარებმა.

კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა მოდერატორმა-სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, აკადემიკოსმა ლევან უჯმაჯურიძემ. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ ასევე: საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი ნინო წილოსანი; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ბატონი იური ნოზაძე; საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ბატონი ნოდარ პაპუკაშვილი; საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ბატონი ნიკოლოზ აზნაურაშვილი; მაღალყოვლადუსამღვდელოესობა დავითი; გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელი საქართველოში, ბატონი რაიმუნდ იელე; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ქალბატონი თინათინ სადუნიშვილი; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია; კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC) დირექტორი, ქალბატონი სოფიკო ახობაძე; საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი რატი კოჭლამაზაშვილი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან აუდიტორიის წინაშე წარსდგა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე. მომხსენებლებმა თავიანთ გამოსვლებში აღნიშნეს თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად ხორბალს მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაში, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ქართულ ხორბალზე, რომელიც გამორჩეული ნიშან-თვისებებით ხასიათდება და რის გამოც მას ფართოდ იყენებენ სელექციურ საქმიანობაში. მსოფლიოში გავრცელებული ხორბლის 27 სახეობიდან საქართველოში 14 სახეობას ვხვდებით, რომელთაგან 5: ჩელტა ზანდური (Triticum timopheevii), კოლხური ასლი (Triticum palaeocolchicum), მახა (Triticum macha), ჰექსაპლოიდური ზანდური (Triticum zhukovskyi) და დიკა (Triticum carthlicum) – საქართველოს ენდემია, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში გავრცელებული ხორბლის სახეობების ნახევარზე მეტში ქართული გენი დევს. ქართული ხორბლის სახეობები უნიკალურია თავისი გენეტიკური და სელექციური თვალსაზრისითაც, რადგან ახასიათებთ ისეთი მნიშვნელოვანი თვისებები, როგორიცაა: დაავადებებისადმი კომპლექსური იმუნიტეტი, სტერილურობისადმი გამძლეობა, ცილის მაღალი შემცველობა, ადაპტაციის მაღალი უნარი, თავთავის ღერაკის მაღალი ელასტიკურობა, გამძლეობა თავთავის ტყდომისადმი და თავთავიდან მარცვლის ცვენადობისადმი, თავთუნებიდან მარცვლების ადვილად გამოლეწვის უნარი და სხვ. gurami

გარდა ამისა მომხსენებლებმა ისაუბრეს ქართველთა ყოფაში ხორბლის მნიშვნელობაზე და იმ ტრადიციებზე, რომელიც ხორბის მოყვანასა და მის ნამზადთან არის დაკავშირებული. კერძოდ, ხაზი გაუსვეს იმას, რომ პურის ცხობა საქართველოში ძველთაგანვე კეთილშობილურ საქმედ მიიჩნეოდა. ცხვებოდა მრგვალი, გრძელი, ოთხკუთხედი, ადამიანისა და ცხოველის გამოსახულებით, გულიანი ნამცხვრები და სხვ. დანიშნულების მიხედვით იყო რიტუალური, საოჯახო, სასტუმრო. რიტუალურს განეკუთვნებოდა მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული, ღვთაებათა თაყვანსაცემად, ბუნების ძალთა აღორძინებასთან დაკავშირებით და სხვა. პურის სახეობებს სხვადასხვა ფუნქციის შესრულება ჰქონდა დაკისრებული: ყოველდღიურად ჯალაბთ სანაყრი იყო, სტუმრის დაპურების ძირითადი საშუალება. სახატო, სათემო, საოჯახო, ლხინისა თუ მწუხარების სუფრის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. ხაზგასმით აღინიშნა, რომ დღესაც ჩვენში პურის გარეშე არ არსებობს სუფრა, სალხინო იქნება ეს თუ მწუხრის.

მისალმების შემდეგ კონფერენციის მუშაობის პროგრამის შესაბამისად გაიმართა I სესიის მუშაობა, რომლის მოდერატორებიც გახლდნენ: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლოვან კულტურათა სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი ცოტნე სამადაშვილი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეთნოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი ქეთევან ხუციშვილი. I სესიაზე მოსმენილი იქნა როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერების მიერ გაკეთებული არაერთი საინტერესო მოხსენება, რომელთაგან აღსანიშნავია: ქართული ხორბლის ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები (ლ. უჯმაჯურიძე, ც. სამადაშვილი, გ. ჩხუტიაშვილი); ხორბალი ტრადიციულ ქართულ ყოფით და სარიტუალო პრაქტიკაში (ქ. ხუციშვილი); შენიშვნები ხორბლის 4.5 ენდემური სახეობის შესახებ და მათი ადგილი Triticum-ის ახალ კლასიფიკაციაში (მ. სლაგერენი); ქართული ხორბალი და მისი მოხმარების სოციალურ-კულტურული ასპექტები (ნ. შოშიტაიშვილი, გ. ჩხუტიაშვილი); უძველესი ხორბლის სახეობები ქვემო ქართლის ნეოლითური ნამოსახლარებიდან (ნ. რუსიშვილი); და სხვ.

me 6 თებერვალს II სესიამ მუშაობა დილის 10 საათიდან დაიწყო. მსმენელთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მოხსენებებმა: სარიტუალო პურები და ქართულ-ევროპული პარალელები (რ. გუჯეჯიანი); ხორბლის მოყვანის ტრადიცია ართვინის რეგიონში (თურქეთის რესპუბლიკა) (გ. უზთურქი); პურის ცხობის ტრადიციები კახეთის ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით (თ. გვიმრაძე); ქართული გენეტიკური ხაზის როლი რბილი ხორბლის წინაპრის - Aegilops tauschii Coss.-ის ევოლუციაში (ი. მაცუოკა); ხორბლის მოყვანასთან დაკავშირებული ეთნომუსიკალური ტრადიციები აღმოსავლეთ საქართველოში (ნ. ვალიშვილი) და სხვ.

II სესიის დასრულების შემდეგ კონფერენციის მუშაობა შეაჯამეს მოდერატორებმა: ქალბატონმა ქ. ხუციშვილმა და ბატონმა ც. სამადაშვილმა. უცხოელმა სტუმრებმა, ბატონებმა: მ. სლაგერენმა, ი. მაცუოკამ; ქალბატონებმა: მ. მარკოვამ, გ. უზურთურქმა, ასევე ქართველმა მეცნიერება მადლობა გადაუხადეს კონფერენციის ორგანიზატორებს მეტად მნიშვნელოვანი კონფერენციის ორგანიზებისათვის და იმედი გამოთქვეს, რომ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში ქართული ხორბლის ნამზადის რიტუალიც დაემატება.

კონფერენცია დახურა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, აკადემიკოსმა ლ. უჯმაჯურიძემ, რომელმაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილესთან აკადემიკოს ა. გიორგაძესთან ერთად სამახსოვრო სერტიფიკატები გადასცა კონფერენციის უცხოელ და ქართველ მონაწილეებს. აღნიშნულის შემდეგ აკადემიკოსმა ლ. უჯმაჯურიძემ დიდი მადლობა გადაუხადა კონფერენციის მუშაობაში ჩართულ თითოეულ მონაწილეს და წარმატება უსურვა შემდგომ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.

კონფერენციის მონაწილეებმა, კონფერენციის ორგანიზატორებთან ერთად გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, რის შემდეგ მოწვეული უცხოელი სტუმრებისათვის მოეწყო ექსკურსია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 60-ზე მეტმა მეცნიერ-მკვლევარმა, დაიბეჭდა სამეცნიერო შრომათა თეზისები, რომელშიც გაშუქდა 31 სამეცნიერო ნაშრომი. მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო ჩანთები, საწერ-კალმები, ბლოკნოტები. კონფერენციის ორივე დღე გაშუქებული იყო საფერავი ტვ-სა და სხვა ტელევიზიების მიერ.

ღონისძიებები

პროექტის - „უცხო, პოტენციურად ინვაზიური მერქნიანი მცენარეების შესწავლა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზედა

მონოგრაფიული ნაშრომის - „უცხო მერქნიან მცენარეთა ინვაზია საქართველოს დაცულ ტერიტორიების ტყის ჰაბიტატებში

 

2024 წლის 30 იანვარს თბილისში, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის - „უცხო, პოტენციურად ინვაზიური მერქნიანი მცენარეების შესწავლა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზედა მონოგრაფიული ნაშრომის - „უცხო მერქნიან მცენარეთა ინვაზია საქართველოს დაცული ტერიტორიების ტყის ჰაბიტატებშიპრეზენტაცია. პროექტი განხორციელდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის . გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის მიერ . რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოფინანსური მხარდაჭერით.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლები, სტუდენტები, . რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან სხდომას ესწრებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე.

პრეზენტაციით დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის . გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის /, სატყეო საქმის დოქტორი, პროფესორი . ქავთარაძე, რომელმაც საკმაოდ დაწვრილებით მიმოიხილა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული უცხო, პოტენციურად ინვაზიური მერქნიანი მცენარეები და მათი გავლენა ადგილობრივ ტყის ჰაბიტატებზე. პროექტის ირგვლივ გაიმართა დისკუსია.

დასასრულს შეხვედრა შეაჯამა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის . გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის . გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის /, სატყეო საქმის დოქტორმა, პროფესორმა . ქავთარაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას შეხვედრაში მონაწილეობისათვის.

 

საქართველოს ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის შედეგები და წინასწარი პოლიტიკური დასკვნები (2019 – 2023 . .)

 

2024 წლის 29 იანვარს თბილისში, სასტუმრო ‘’შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში’’ გაიმართა საქართველოს ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის შედეგების და წინასწარი პოლიტიკური დასკვნების (2019 – 2023 . .) პრეზენტაცია.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ - ნინო თანდილაშვილმა.

შემდეგ, შეკრებილ საზოგადოებას მიმართეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ერნსტ პიტერ ფიშერმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე.

საქართველოს ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის შედეგების შესახებ აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციით წარსდგა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ტყის პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელი პაპუნა კაპანაძე. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. მსმენელთა მხრიდან დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზედაც მომხსენებელმა ამომწურავი პასუხები გასცა.

შემდგომ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა წარმოადგინა წინასწარი პოლიტიკური დასკვნები საქართველოს სატყეო სექტორის რეფორმისათვის ტყის ეროვნული აღრიცხვის საფუძველზე.

დასასრულს შეხვედრა შეაჯამა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას შეხვედრაში მონაწილეობისათვის.

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com