საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

21 მარტი - ტყის საერთაშორისო დღე

2021 წლის 19 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების ორგანიზებით გაიმართა ტყის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების წევრები: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოადგილე, აკადემიკოსი გიორგი გაგოშიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, ს/მ დოქტორი ანატოლი გიორგაძე, განყოფილების სტიპენდიატი, . გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის მ/შ, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე, განყოფილების სწავლული მდივანი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ლაშა დოლიძე, ბიოლოგიის დოქტორები: ნატო კობახიძე და მედეა ბურჯანაძე, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი, ს/მ დოქტორი მარინე ბარვენაშვილი და მოწვეული სტუმრები: სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვის და განვითარების სამსახურის უფროსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნატო სულთანიშვილი და მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორი, ს/მ დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი.

სხდომა გახსნა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მოკლე მისალმების შემდეგ მან საუბარი წარმართა საქართველოს ტყეებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, ამჟამად არსებულ პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე. ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში სატყეო მიმართულებით მაღალკვალიფიცირებულ სპეციალისტთა მომზადების აუცილებლობაზე და ქვეყნისათვის ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის სპეციალობისადმი ახალგაზრდა თაობის დაინტერესებაზე. შემდეგ აკად. გ. ჯაფარიძემ სიტყვა გადასცა ქალბატონ ნატო სულთანიშვილს, რომელიც დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა მოხსენებით თემაზე: „საქართველოს დაცული ტერიტორიები - არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები“. მომხსენებელმა ისაუბრა დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზე, მათ როლზე ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების საქმეში. აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკოლოგიური უსაფრთხოების და კონსერვაციის მყარი გარანტი დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებაა. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო დაცული ტერიტორიების მიზნები, დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე კონსერვაციული პროექტები, როგორიცაა მაგ., ჯეირნის რეინტროდუქცია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე; იმერული მუხის აღდგენა აჯამეთის აღკვეთილში და სხვ. გარდა ამისა, ხაზი გაუსვა სამართალდარღვევებთან ბრძოლისა და ხანძრების პრევენციისთვის ჩატარებულ შესაბამისი ღონისძიებების მნიშვნელობას; მომხსენებელმა ისაუბრა აგრეთვე საქართველოს დაცული ტერიტორიების საერთაშორისო აღიარების შესახებ. მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო 2021 წლისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებები, კერძოდ  ახალი დაცული ტერიტორიის დაარსება და ზოგიერთის გაფართოება, მათ შორის მარიამჯვრის დაცული ტერიტორიის, რომელსაც დაემატება ცივ-გომბორის აღკვეთილი დაახლოებით 5000 ჰა. ქალბატონ ნ. სულთანიშვილს მიერ წარმოდგენილი მოხსენების მსვლელობის დროს გარკვეულ საკითხებს მასთან ერთად აშუქებდა თანამომხსენებელი ბატონი ზ. ტიგინაშვილი, რამაც მოხსენება კიდევ უფრო საინტერესო გახადა.

სხდომა შეაჯამა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ,  რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებლებსა და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის, აღნიშნა რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს ტყესთან დაკავშირებულ პრობლემატური საკითხების რაციონალურ გადაწყვეტას.

163274903 445726053324828 3931527530654094025 n

 163499243 193800268865940 8277987071153167970 n163777119 166163765333989 4555542771414661159 n

აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა - 85

 

thumbnail images2021 წლის 10 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას დაბადებიდან 85 და სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 60 წლისთავი შეუსრულდება.  

ბატონმა ნოდარმა დაამთავრა  საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1959 წლიდან მუშაობდა კოლმეურნედ, სამშენებლო ბრიგადის ბრიგადირად, კომკავშირულ და პარტიულ ორგანიზაციებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრად, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილედ,საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანად, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

       არის ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი - აკადემიკოსი.

         ბრძანდება 134 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 14 მონოგრაფიის და 17 რეკომენდაციის ავტორი. მონაწილეობდა მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და კონგრესებში. დაჯილდოვებულია შრომის წითელი დროშის“ ორი ორდენით.

ამჟამად ნაყოფიერად მოღვაწეობს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც ბრძანდება აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი და წევრი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი და აკადემიის მთელი შემადგენლობა ულოცავს ბატონ ნოდარს ღირსშესანიშნავ თარიღებს, უსურვებს ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს და ნაყოფიერ შემოქმედებით სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას.

აკადემიკოს არჩილ ვაშაკიძის ხსოვნა

      arch      გარდაიცვალა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი, უმაღლესი სკოლის მეცნიერებათა საერთაშორისო   აკადემიის აკადემიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი არჩილ ვაშაკიძე.

ჩვენი საზოგადოებისათვის და სოფლის მეურნეობის დარგში მოღვაწე ქართველი მეცნიერებისათვის კარგადაა ცნობილი ბატონ არჩილის სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ.

          ბატონი არჩილი დაიბადა 1943 წლის 30 მაისს ქალაქ თბილისში. 1960 წელს დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა, ხოლო 1967 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკული ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ღირსეულად გაიარა მეცნიერებაში მოღვაწეობის რთული და შრომატევადი გზა. დაიწყო მუშაობა საქართველოს სასოფლო_სამეურნეო ინსტიტუტის ელტექნიკისა და ელექტრიფიკაციის კათედრაზე ლაბორანტად, საქართველოს მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურის დამთავრების და საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ კი იმავე კათედრის ასისტენტად, დოცენტად, მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციისა ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ, შემდეგ ელექტრიფიკაციისა და ავტომატიზაციის ფაკულტეტის დეკანად, ავტომატიზაციისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრის გამგედ. 1991 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. წლების განმავლობაში ბრძანდებოდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პრორექტორი და რექტორი.

აკად. არჩილ ვაშაკიძის სამეცნიერო_კვლევითი საქმიანობა ეძღვნებოდა ცოცხალ ორგანიზმებზე ენერგეტიკული ზემოქმედების მოწყობილობების ოპტიმალური პარამეტრების დადგენას, საქართველოს მთიანი რეგიონების ელექტროენერგიით უზრუნველყოფას, აღდგენილი და არატრადიციული წყაროების გამოყენებას, მათი ოპტიმალური განლაგების ტიპების, ტიპოზომების და მოთხოვნილი სიმძლევრეების პროგნოზირებას; ელექტროდინამიკაში ინდუქციურად დაკავშირებული წრედების ადეკვატური, გამარტივებული მათემატიკური მოდელის შექმნას და ათვლის ახალი სისტემის დადგენას; სამკურნალო მცენარე “იუკა დიდებულის” ამღები მანქანისა და ციტრუსების გამომრჩევი მანიპულატორის, აგრეთვე კვანტური ელექტროგენერატორის კონსტრუქციების შექმნას და სხვა.

         ბატონი არჩილი ბრძანდებოდა 95 სამეცნიერო ნაშრომის, რეკომენდაციებისა და ხუთი გამოგონების ავტორი. ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ, დეკანად და უნივერსიტეტის რექტორად მოღვაწეობის პერიოდში მნიშვნელოვანი იყო მისი დამსახურება ახალგაზრდა თაობისა და სამეცნიერო კადრების მომზადების საქმეში, რომელსაც იგი ასევე წარმატებით ასრულებდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მონაწილეობდა მრავალ ადგილობრივ და საზღვარგარეთის საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკულ კონფერენციებში. სხვადასხვა პერიოდში იყო სამეცნიერო ჟურნალების რედკოლეგიის წევრი, დაჯილდოვებული იყო “საპატიო ნიშნის” და “ღირსების” ორდენებით, სხვადასხვა მედლებითა და სიგელებით.

აკად. ა. ვაშაკიძე ნაყოფიერ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტზე სრული პროფესორის თანამდებობაზე, სადაც დიდ სამეცნიერო გამოცდილებას უზიარებდა მომავალ ენერგეტიკოსებს, ხოლო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მოღვაწეობდა აკადემიურ დეპარტამენტში სამეცნიერო მიმართულებების კონსულტანტად და ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს საპატიო თავმჯდომარედ.

         აკადემიკოს არჩილ ვაშაკიძის სახით ქართულმა აგრარულმა მეცნიერებამ დაკარგა ღვაწლმოსილი მამულიშვილი, მეცნიერი და პედაგოგი, რომლის სახელი სამუდამოდ დარჩება მისი მეგობრების, კოლეგებისა და მოწაფეების ხსოვნაში.

საქართველოს სოფლის მეურნეობის

მეცნიერებათა აკადემია

აკადემიის სტიპენდიატების არჩევა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

                                                                      თბილისი, 19 თებერვალი, 2021 წელი

თანახმად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის წესდების (თავი X, მუხლი 41, 45, 48, 50) და საქართველო   სოფლის  მეურნეობის  მეცნიერებათა   აკადემიის  პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული (ოქმი #4, 25 აპრილი, 2019 წელი) „საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატების არჩევნების დებულებისა“, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებულმა საექსპერტო-საკონკურსო კომისიამ (ოქმი #1, 11.02.2021) გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის და აგროინჟინერიის გაერთიანებული სამეცნიერო განყოფილებების საერთო კრებაზე კონკურსში ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობისათვის დაუშვა შემდეგი კონკურსანტები:

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში ასარჩევად

( 1 ვაკანსია) - ტიგინაშვილი ზვიადი;

აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებაში ასარჩევად ( 1 ვაკანსია) - კუპრეიშვილი შორენა, გოჭოშვილი ხვიჩა, ბენაშვილი მამუკა, კაპანაძე ივანე.

2021 წლის 19 თებერვალს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის და აგროინჟინერიის გაერთიანებული სამეცნიერო განყოფილებების საერთო კრება. კრებას ესწრებოდნენ განყოფილებების წევრები-აკადემიკოსები გ. ჯაფარიძე, გ. გაგოშიძე, ა. ვაშაკიძე, ა. დიდებულიძე, რ. მახარობლიძე, ჯ. კაციტაძე, ზ. ფუტკარაძე, ე. შაფაქიძე, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი დოქტ. ა. გიორგაძე, სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი დოქტ. მ. ბარვენაშვილი. გაერთიანებული სამეცნიერო განყოფილებების საერთო კრების თავმჯდომარე იყო აკად. გივი ჯაფარიძე.

          გაერთიანებული სამეცნიერო განყოფილებების სხდომაზე მოისმინეს აკადემიის სტიპენდიატობის კანდიდატების ინფორმაციები მათ მიერ გაწეული საქმიანობისა და მომავალი სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ. ინფორმაციების შემდეგ კონკურსანტებმა უპასუხეს სამეცნიერო განყოფილებების წევრების შეკითხვებს.

ჩატარდა ფარული კენჭისყრა, რომლის შედეგად გაერთიანებული სამეცნიერო განყოფილებების საერთო კრების გადაწყვეტილებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებაზე აკადემიის სტიპენდიატების ასარჩევ კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ:

  1. 1.გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში ასარჩევად -

დოქტ. ტიგინაშვილი ზვიადი - მიეცა რეკომენდაცია;

  1. 2.აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებაში ასარჩევად -

ბენაშვილი მამუკა- დაშვებულია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;

კუპრეიშვილი შორენა - დაშვებულია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;

 

(საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გაერთიანებული სამეცნიერო განყოფილებების საერთო კრების მიმდინარეობის ამსახველი ფოტოები იხილეთ  ბმულზე)      

                                                                                                      

  

 

 

 

 

11 თებერვალი და ქართველი მეცნიერი ქალები

     11 თებერვალი მთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც მეცნიერებაში მოღვაწე ქალთა საერთაშორისო დღე. ამ დღის აღნიშვნის გადაწყვეტილება გაერთანებული ერების ორგანიზაციამ 2011 წელს მეცნიერებასა და განათლებაში ქალების თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობად დააწესა.

ყველა დროის უდიდეს მეცნიერებს შორის ქალები მრავლად არიან და მათ არაერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა ეკუთვნით. ზოგიერთი მათგანის ღვაწლმა სამუდამოდ შეცვალა მეცნიერება და ზოგადად, მსოფლიო. მათ შორისაა მარი სკლადოვსკა-კიური, კაროლინა ჰერშელი, მარია მიტჩელი, როზალინდ ფრანკლინი და სხვები. თუმცა ამჯერად ჩვენ ქართველ მეცნიერ ქალებზე გვინდა შევაჩეროთ ყურადღება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილი ბარბარე ყიფიანი. იგი იყო პირველი ქართველი მეცნიერი ქალი, რომელიც ევროპაში წარმატებით მოღვაწეობდა. მან წარჩინებით დაამთავრა ბრიუსელის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ბარბარე ლექციებს კითხულობდა როგორც ბრიუსელის, ასევე პარიზისა და ჟენევის უნივერსიტეტებში. მის შესახებ წერდნენ ევროპული გამოცემებიც. ბარბარე ყიფიანი სამეცნიერო ნაშრომების გარდა, ევროპაში გაბნეულ ქართული ხელოვნების ნიმუშებსაც ეძებდა, რათა ეროვნული განძი არ დაკარგულიყო. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თავისი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე იგი სათავადაზნაურო გიმნაზიაში ფრანგულ ენას ასწავლიდა. იყო აკაკი შანიძის თანაშემწეც და საქართველოს ხელოვნებათა კავშირის წევრიც, თუმცა 1921 წელს, მაშინ, როცა რუსეთმა ისევ მოახდინა საქართველოს ოკუპაცია, ის იძულებული გახდა ბრიუსელში დაბრუნებულიყო, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.

         აგრარულ დარგში მოღვაწე ქართველ მეცნიერ ქალთა შორის გამორჩეული ადგილი უკავია ქსენია ბახტაძეს. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, სოციალისტური შრომის გმირმა, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებულმა მოღვაწემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი მემცენარეობის განხრით 1922 წელს.

1921-1926 წწ. მუშაობდა თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ყარაიაზის (გარდაბნის რაიონი) და განჯის საცდელ სადგურებში. 1927 წლიდან მან თავისი საქმიანობა გააგრძელა ჩაქვის საცდელ სადგურში, სადაც ხელმძღვანელობდა ჩაის სელექციისა და მეთესლეობის განყოფილებას. მის მიერ გამოყვანილი ჩაის 19 ჯიშიდან აღსანიშნავია "ქართული სელექციური ჩაი №1", "ქართული სელექციური ჩაი №2", და "სელექციური №8", "ზამთრის გმირი". ქ. ბახტაძისეული ჯიშებს მაღალი საგემოვნო თვისებები აქვს და ამავე დროს უხვმოსავლიანია.

            აღსანიშნავია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ყოველწლიურად საზეიმოდ აღნიშნავენ 11 თებერვალს. ამ დღეს აგრარული დარგში მოღვაწე წარმატებულ მეცნიერ-ქალბატონებს აკადემიის ხელმძღვანელობა აჯილდოებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელით. დაჯილდოებულ ქალბატონთა შორის გამორჩეული ადგილი უკავიათ ჩვენი აკადემიის აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანს, აკადემიკოს გოგოლა მარგველაშვილს, ზოოტექნიკის დარგში საქართველოში პირველ მეცნიერებათა დოქტორს ქალბატონ ლამარა ჯიქიას, ვეტერინარიის დარგში საქართველოში პირველ მეცნიერებათა დოქტორს ქალბატონ ზაირა ქაფიაშვილს, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს მზაღო ლობჟანიძეს  და სხვ. აქვე უნდა აღინიშნოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატი ქალების - ნატო ჯაბნიძის, ეკატერინე კაციტაძის და დარეჯან დუღაშვილის წვლილი აგრარული მეცნიერებების განვითარების საქმეში.

            საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს ამ ღირშესანიშნავ დღეს ქართველ მეცნიერ-აგრარიკოს ქალბატონებს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს თავიანთ საქმიანობაში.

სტიპენდიატების კონკურსი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა

აკადემიაში

თბილისი, 09 თებერვალი, 2021 წელი.

თანახმად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

წესდების (X თავი, მუხლი 41) და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათააკადემის პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული „აკადემიის სტიპენდიატების არჩევნების ჩატარების დებულებისა” (ოქმი #1, 25 იანვარი, 2019 წელი), საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის  ბრძანებით დამტკიცებულმა საექსპერტო-საკონკურსო კომისიამ (ბრძანება # 124, 15 დეკემბერი, 2020 წელი, სსმმ აკადემია, თბილისი) აკადემიის სტიპენდიატად ასარჩევ კონკურსში მონაწილეობისათვის სამეცნიერო განყოფილებების საერთო კრებებზე ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად დაუშვა შემდეგი კანდიდატები:

 

1. გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში

(1 ვაკანსია):

148277777 324448532331929 8682604347526001567 n1.1. ზვიად ტიგინაშვილი - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი,

სტუ–ის მიწვეული ასოცირებული პროფესორი, მარიამჯვრის სახელმწიფო

ნაკრძალის დირექტორი - დაშვებულია კონკურსში მონაწილეობის

მისაღებად; (ზ. ტიგინაშვილის CV იხ. ბმულზე)

 

2. აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებაში (1 ვაკანსია):

 

149073092 721990145173594 767911224156618368 n2.1.შორენა კუპრეიშვილი - ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი,

სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი,

სტუ-ის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი -

დაშვებულია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად; (შ. კუპრეიშვილის CV იხ. ბმულზე)

 

148806697 1567272373461857 6446589957877899396 n2.2.ხვიჩა გოჭოშვილი - ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი,

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის

სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი -

დაშვებულია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად; (ხ. გოჭოშვილის CV იხ. ბმულზე)

 

148803897 422507532411216 8560599508967130668 n2.3. მამუკა ბენაშვილი - ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ა(ა)იპ საქართველოს

აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - დაშვებულია კონკურსში

მონაწილეობის მისაღებად;

(მ. ბენაშვილის CV იხ. ბმულზე)

 

148777420 247780010238254 2383438663592536616 n2.4. ივანე კაპანაძე - აგროინჟინერიის აკადემიური დოქტორი,

ა(ა)იპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი

- დაშვებულია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;

(ი. კაპანაძის CV იხ. ბმულზე)

2021 წლის თებერვლის თვეში აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სხდომები

ქვეყანაში არსებული   Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სამეცნიერო განყოფილებების სხდომებზე განსახილველი მოხსენებების ელ. ვერსიას ფართო აუდიტორიისათვის გასაცნობად წარმოგიდგენთ აკადემიის  ვებ-გვერდზე.

1. 2021 წლის 16 თებერვლი (აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება)

1.  ინფორმაცია აკადემიკოს ზაურ ჩანქსელიანის ანგარიში 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე ).

2. ინფორმაცია აკადემიკოს ვალერიან ცანავას ანგარიში 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

           

            2.  2021 წლის 17 თებერვლი (მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება)

         1.  ინფორმაცია აკადემიკოს თენგიზ ყურაშვილის ანგარიში 2020 წელს გაწეული სამეცნიერო მუშობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

        2. ინფორმაცია აკადემიკოს გურამ ტყემალაძის ანგარიში 2020 წელს გაწეული სამეცნიერო მუშობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

          

        3. .2021 წლის 18 თებერვლი (აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება)

   1.ინფორმაცია აკადემიკოს არჩილ ვაშაკიძის ანგარიში 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო   მუშაობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

   2. ინფორმაცია აკადემიკოს ალექსანდრე დიდებულიძის ანგარიში 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

  

    4. .2021 წლის 22 თებერვლი ( სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება)

1. ინფორმაცია აკადემიკოს გურამ პაპუნიძის ანგარიში 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).    2. ინფორმაცია აკადემიკოს თემურ რევიშვილის ანგარიში 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).  

 

5.   2021 წლის 23 თებერვლი ( გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება) დასაწყისი 12 საათზე 

1. ინფორმაცია აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ანგარიში 2020 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).      2.  ინფორმაცია აკადემიკოს გიორგი გაგოშიძის ანგარიში 2020 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).   

 

6. 2021 წლის 24 თებერვლი ( ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება)

  1. ინფორმაცია აკადემიკოს ომარ ქეშელაშვილის ანგარიში 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).  
  2. ინფორმაცია აკადემიკოს თამაზ კუნჭულიას ანგარიში 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).  

2021 წლის 25 თებერვლი (აკადემიის სამეცნიერო საბჭო)

 

  1. აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ანგარიში 2020 წელს გაწეული მუშაობისა და 2021 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე; თავჯდომარის მოადგილე აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).  

  1. ახლი ბიოენერგოაქტიური ნივთიერებების მიღება და მათი უნიკალური თვისებების გამოყენება მცენარისა და ცხოველურ ორგანიზმში არესებული ღეროვანი უჯრედების გააქტიურების მიზნით.

მომხსენებლები: ვეტერინარიის დოქტორი ნიკოლოზ ზაზაშვილი, ბიოლოგიის

დოქტორი მიხეილ ჭიჭაყუა, ბიოლოგიის დოქტორი ნოდარ მინდიაშვილი -

ბიორაციონალური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი (BrTRC) (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).  

 

2021 წლის 26 თებერვლი (აკადემიის პრეზიდიუმი)

 

  1. აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ანგარიში 2020 წელს გაწეული მუშაობისა და 2021 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე; თავჯდომარის მოადგილე აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი. (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე)

 

  1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის მიერ 2020 წელს გაწეული მუშაობისა და 2021 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი, აკადემიკოსი ზაურ ფუტკარაძე . (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).  

 

შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წევრებთან

 

            2021 წლის 05 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე მოწერელია და კომიტეტის აპარატის უფროსი ივერი ახალბედაშვილი. უნდა აღინიშნოს, რომ აკადემიას ყოველთვის საქმიანი და კოლეგიალური ურთიერთობა ჰქონდა მეცხრე მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან და მეტად სასიამოვნოა, რომ ამ კარგ ტრადიციას მეათე მოწვევის აგრარული კომიტეტის ხელმძღვანელობაც აგრძელებს.

            საპატივცემულო სტუმრებს უმასპინძლა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა პრეზიდენტის აკად. გურამ ალექსიძის ხელმძღვანელობით - აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკად. გ. ჯაფარიძემ, აკადემიკოსებმა ე. შაფაქიძემ, რ. ასათიანმა, ჯ. გუგუშვილმა, თ. კუნჭულიამ, რ. მახარობლიძემ, ნ. ჩხარტიშვილმა, ზ. ცქიტიშვილმა, ნ. ჭითანავამ, დოქტ. ა. გიორგაძემ, სწავლულმა მდივნებმა დოქტორებმა მ. ბარვენაშვილმა, რ. ლოლიშვილმა, წამყ. სპეც. მ. მოსაშვილმა. სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის შენობა - ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების კურსების კაბინეტ-ლაბორატორიები, სასოფლო-სამეურნეო ექსპონატების საგამოფენო დარბაზი, გამომცემლობა „აგროს“ სივრცეები და აკადემიის სამუშაო ინფრასტრუქტურა.

            თავის შესავალ სიტყვაში აკად. გურამ ალექსიძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტს და განსაკუთრებით მის აგრარულ კომიტეტს ყოველთვის საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა აკადემიასთან და ეხმარებოდა მას საკანონმდებლო საქმიანობით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო საკანონმდებლო აქტი 2019 წელს - კანონი აკადემიის სტიპენდიატების არჩევის შესახებ, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიტანა აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ და იგი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. აკად. გ. ალექსიძემ სტუმრებს შეთავაზა აკადემიიდან აგრარული მიმართულების დარგებისათვის მეცნიერული და პრაქტიკული წინადადებების, აგრეთვე სამეცნიერო ნაშრომებისა და რეკომენდაციების მომზადება, რომელსაც აგრარული კომიტეტი კანონშემოქმედებით საქმიანობაში გამოიყენებს.

            პარლამენტთან და მის აგრარულ კომიტეტთან თანამშრომლობის მეთოდებზე და ფორმებზე ისაუბრეს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკად. გ. ჯაფარიძემ, აკად. ზ. ცქიტიშვილმა, აკად. რ. ასათიანმა, აკად. ჯ. გუგუშვილმა, აკად. ნ. ჭითანავამ.

            პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა მადლობა გადაუხადა აკადემიის პრეზიდიუმს თბილი მიღებისათვის და იმ კეთილი სურვილებისათვის, რომელიც მან მოისმინა აკადემიკოსების გამოსვლებიდან. აღინიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს და სამეცნიერო დაწესებულების ამ სახის შეხვედრები და თანამშრომლობის ურთიერთ სურვილები მეტად სასარგებლო იქნება როგორც აკადემიისათვის და მისი თითოეული წევრისათვის, ისე აგრარულ საკითხთა კომიტეტისათვის და მისი კანონშემოქმედებითი საქმიანობისათვის.

            აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე მოწერელიამ ისაუბრა იმ სიძნელეებზე, რომელიც გვხვდება რეგიონებში - სასოფლო-სამეურნეო დარგებში კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობა, სოფლის მოსახლეობის არასაკმარისი მზაობა გარკვეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოვლა-მიყვანის საქმეში, მემცენარეობის პროდუქტების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების დაბალი დონე და ტექნიკური საშუალებების სიმცირე, მეცხოველეობაში და განსაკუთრებით ვეტერინარიაში სპეციალისტების დეფიციტი და ა.შ. მან გამოთქვა სურვილი, რომ ამ მიმართულებით იგი ელოდება დიდ დახმარებას აკადემიის მხრიდან მეცნიერულად დასაბუთებული ღონისძიებების ცხოვრებაში გასატარებლად და აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა სასარგებლო იყო ორივე მხარისათვის და ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

            შეხვედრა შეაჯამა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გ. ალექსიძემ, რომელმაც კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა სტუმრებს და აღნიშნა, რომ კომიტეტსა და აკადემიას შორის შეხვედრებს ექნება სისტემატური ხასიათი და იმედი გამოთქვა, რომ აკადემიის მეცნიერები თავიანთ წვლილს შეიტანენ კომიტეტის კანონშემოქმედებით საქმიანობაში.

0001

000005

0003    

0004

146490499 115441003765860 2322748974142226250 n

აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი - 80

 

         146492483 1756419697861095 3196038055727571478 n 2021 წლის 31 იანვარს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიების სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანს, აკადემიკოს ზურაბ ცქიტიშვილს დაბადებიდან 80 და სამეცნიერო,_პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 55 წლისთავი შეუსრულდა.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ულოცავს

ბატონ ზურაბს  ღირსშესანიშნავ თარიღებს,   უსურვებს    ჯანმრთელობას  და დიდხანს სიცოცხლეს, ნაყოფიერ  შემოქმედებით სამეცნიერო და საზოგადოებრივ

საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

                აკადემიკოს ზურაბ ცქიტიშვილს საიუბილეო თარიღებს ულოცავს საქართველოს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი,  ბატონი  ლევან დავითაშვილი

(მილოცვის წერილი იხილეთ ბმულზე).

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი პროგრამის ,,აგროსექტორის მდგრადი განვითარების“ ქვეპროგრამის ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვის“ შესახებ

 

       2021 წლის 22 იანვარს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა შეხვედრა, რომელიც შეეხებოდა 2020 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და აჭარის ავტონომირი რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი პროგრამის ,,აგროსექტორის მდგრადი განვითარებ“ ქვეპროგრამის ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვის“ ფარგლებში ჩატარებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს.

      001 შეხვედრაში აკადემიიდან მონაწილეობდნენ აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს- მდივანი, აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე, აკადემიკოსი ჯემალ კაციტაძე, აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი აკადემიკოსი ზაურ ფუტრკარაძე, მოადგილე აკადემიკოსი რეზო ჯაბნიძე, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სწავლული მდივანი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ლაშა დოლიძე.

     შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ. მან აღნიშნა, რომ სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობა არის ნაყოფიერი, რაც შემდგომში დადებითად აისახება რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.002

       საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ ისაუბრა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის როლსა და გამოცდილებ შესახებ სამინისტროსთან ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელებაში. მან დაასახელა ის 15 მეცნიერ-მკვლევარი, რომელთა უშუალო მონაწილეობით მოხდება 2021 წელს სამეცნიერო-პრაქტიკული რეკომენდაციების მომზადება და შემუშავება სოფლის მეურნეობის ისეთ მაპროფილებელ დარგებში, როგორიცაა მემცენარეობა, მეცხოველეობა და სოფლის მეურნეობის მექანიზაცი.  

    

     სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის პრობლემებზე, სფეროების განვითარების მიზნით  დასაგეგმ ღონისძიებებსა  და რეკომენდაციებზე  ისაუბრეს მოწვეულმა მეცნიერებმა და ექსპერტებმა.

       პროგრამებში მონაწილე მეცნიერ-მკვლევარებმა წარადგინეს სოფლის მეურნეობის მაპროფილებელ დარგებში დასრულებულ კვლევებზე სამეცნიერო-პრაქტიკული რეკომენდაციები და შემაჯამებელი ანგარიშებიწარმოდგენილი 2020 წლის ანგარიშები აისახება პროექტის შრომათა კრებულში, რომელსაც გამოსაცემად მოამზადებს აკადემიის აკადემიური დეპარტამენტი.

 

2

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com