საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს დამფუძნებელი სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს დამფუძნებელი სხდომ

314707035 1766704250377183 369848314569604476 n 2022 წლის 11 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს დამფუძნებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, პრეზიდენტის მოადგილე აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, სწავლული მდივანი დოქტ. მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის თანამშრომლები, ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარის მ/შ გიორგი ქავთრაძე და საბჭოს წევრობის კანდიდატები.

სხდომას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და საბჭოს დაფუძნების შესახებ აკადემიის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აკადემია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საბჭოს შექმნას, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა მეცნიერების და სპეციალისტების მხარდაჭერას, მათი ინტეგრაციის ხელშეწყობას აკადემიურ სივრცეში და ხაზი გაუსვა აკადემიის მზაობას მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიოს საბჭოს საქმიანობაში.

შემდეგ ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ქავთრაძემ, საბჭოს გააცნო ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წესდებით გათვალისწინებული საკითხები, რომლის შემდგომ წარადგინა საბჭოს წევრობის კანდიდატები.

საბჭოს დაფუძნებას მიესალმნენ და საქმიანობაში წარმატებები უსურვეს აკადემიკოსებმა ელგუჯა შაფაქიძემ, ანატოლი გიორგაძემ, ლაშა დოლიძემ და დოქტორმა მარინე ბარვენაშვილმა. ხაზი გაესვა საბჭოს მჭიდრო თანამშრომლობის აუციელებლობას აკადემიის სამეცნიერო განყოფილებებთან.


314931701 813079233243690 925708173603370088 n

 

315107808 1093605621352443 2722347297602039790 n

 

 

 

 

 

პრეზიდიუმის სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

პრეზიდიუმის სხდომა

2022 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა.

სხდომას ხელმძღვანელობდა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკად. გივი ჯაფარძე.

 

სხდომის დღის წესრიგი:

 

1. საქართველოში სოფლად მდგრადი განვითარების სივრცით-ტერიტორიული ასპექტების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე (აკად. ა. დიდებულიძის მოხსენება იხილეთ ბმულზე).

2. მიმდინარე საკითხები.

 313042637 509829897444398 5535271938015024599 n

გახსენება

ვეტერინარიის დარგში

პირველი ქართველი აკადემიკოსის გუგული გოდერძიშვილის გახსენება

მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში, აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა საზეიმო სხდომა მიძღვნილი ვეტერინარიის დარგში პირველი ქართველი აკადემიკოსის გუგული გოდერძიშვილის დაბადებიდან 95 წლისთავის აღსანიშნავად. სხდომას ესწრებოდნენ: აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების წევრები: განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები: აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, და სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, ასევე მოწვეული სტუმრები, რომელთა შორის იყვნენ როგორც ვეტერინარიის დარგის მეცნიერები და პროფესორ-მასწავლებლები, ასევე პრაქტიკოსი ვეტერინარები. 313097928 849700176065470 5795185707491360528 n

საზეიმო სხდომა გახსნა აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა. მოკლე მისალმების შემდეგ მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო სხდომის დღის წესრიგი, რის შემდეგ სიტყვა გადასცა აკადემიკოს თენგიზ ყურაშვილს. ბატონმა თენგიზმა მსმენელებს გააცნო აკადემიკოს გუგული გოდერძიშვილის ბიოგრაფია, ხაზი გაუსვა მის ღვაწლს ქართული ვეტერინარული მეცნიერების განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში. აკადემიკოს თენგიზ ყურაშვილის შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ: პროფესორები: ლევან მაკარაძე და მერაბ ნათიძე, ვეტერინარიის დოქტორი ნინო მილაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე, საქართველოში FAO-ს წარმომადგენელი მიხეილ სოხაძე, საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის პრეზიდენტი ლალი ვაშაკიძე, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელი, ბატონი ვლადიმერ გვარჯელაძე. მომხსენებლებმა გაიხსენეს აკადემიკოს გუგული გოდერძიშვილთან გატარებული მუშაობის წლები, ყურადღება გაამახვილეს მის ღვაწლზე ახალგაზრდა ვეტერინარი-ექიმების აღზრდაში, აღნიშნეს მისი   განსაკუთრებული დამოკიდებულება მომავალი მეცნიერ-პარაზიტოლოგების მიმართ და სხვა.

313037591 799583314596188 7615785555042543836 nგუგული გოდერძიშვილის დაბადებიდან 95 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომას ესწრებოდნენ ასევე მისი ოჯახის წევრები. აღსანიშნავია, რომ მისი ერთ-ერთი შვილი ვეტერინარულ მეცნიერებათა დოქტორი დავით გოდერძიშვილი მამის პროფესიას გაყვა. ამჟამად იგი მუშაობს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილდ. ბატონმა დავითმა სხდომის ორგანიზატორებს და მობრძანებულ სტუმრებს დიდი მადლობა გადაუხადა   ბატონი გუგული გოდერძიშვილის ხსოვნის მიმართ პატივის მიგებისა და მამის მიერ ქართული ვეტერინარიის დარგში გაწეული ღვაწლის დაფასებისათვის.

საზეიმო სხდომა დახურა აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მობრძანებისა და ქართული ვეტერინარიის საამაყო შვილის, ბატონი გუგული გოდერძიშვილის გახსენებისათვის.

განყოფილების სხდომა

აქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა

განყოფილების სხდომა

 

2022 წლის 20 ოქტომბერს ჩატარდა   აქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისმეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1.საქართველოში მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი (აკად. ჯ. გუგუშვილის მოხსენება იხილეთ ბმულზე).

2. მიმდინარე საკითხები.

აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების სხდომა

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების სხდომა

 

312832528 1767450816957406 8160799882554868927 n 2022 წლის 27 ოქტომბერს ჩატარდა აკადემიის აგროინჟინერიის მენიერებათა განყოფილების სხდომა. სხდომას ეწრებოდნენ განყოფილების წევრები აკადემიკოსები რ, მახაობლიძე, ე. შაფაქიძე, ჯ. კაციტაძე, ა. დიდებულიძე, აკადემიის სტიპენდიატი დოქტ. გ. ქუთელია, მოწვეული სტუმრები პროფ. ზ. მახარობლიძე, სტუმრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან - პროფ. გ. ჯავახიშვილი, პროფ. ე. კუხალაშვილი, დოქტორები შ. კუპრეიშვილი და თ.სუპატაშვილი. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან დოქტორები მ. ნადირაშვილი და მ. ცარციძე, განყოფილების სწავლული მდივანი დოქტ. მ. ბარვენაშვილი.

დღის წესრიგი:

1. ინფორმაცია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპაში და პერსპექტივები“ შედეგების შესახებ.

მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე (მოხსენება იხილეთ ბმულზე);

2. ბუნებრივი ანომალიების რისკების მართვის და გარემოს დაცვის ინოვაციური სტრატეგიის შესახებ.

მომხსენებელი: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. ედუარდ კუხალაშვილი (მოხსენება იხილეთ ბმულზე);

3. მიმდინარე საკითხები.

სემინარი აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებთა განყოფილებაში

311493189 630734775156491 2010741327323293914 nმიმდინარე წლის 18 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა სემინარი თემაზე: „თრიალეთის ქედის ნიადაგების ორგანული ნახშირბადის მარაგები და მდგრადი მართვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფარგლებში.“ სემინარს ესწრებოდნენ აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების წევრები: განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, აკადემიკოსები: ნოდარ ჩხარტიშვილი, ზაურ ჩანქსელიანი, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის სტიპენდიატი, ქიმიის დოქტორი გიგა ქვარცხავა, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები: სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი და აკადემიკოსი ლაშა დოლიძე და მოწვეული სტუმარი სოფლის მეურნეობის დოქტორი გიორგი ღამბაშიძე.

სხდომა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა. მისალმების შემდეგ ქალბატონმა გოგოლა მარგველაშვილმა ისაუბრა საქართველოს ნიადაგების მდგომარეობის შესახებ, ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის ღონისძიებებზე. აღინიშნა, რომ აგრარული სექტორის წარმატების უდიდესი წილი ნიადაგებზეა დამოკიდებული, ამიტომ საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ნიადაგების ამჟამინდელ მგომარეობას, რათა სწორად დაიგეგმოს მათი ექსპლუატაციისა და გაუმჯობესების გზები.

აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა შემდეგ სიტყვა გადასცა აკადემიკოს ზაურ ჩანქსელიანსა და სოფლის მეურნეობის დოქტორს გიორგი ღამბაშიძეს, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს მოხსენება თემაზე „თრიალეთის ქედის ნიადაგების ორგანული ნახშირბადის მარაგები და მდგრადი მართვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფარგლებში.“ მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ დღეისათვის, არ არსებობს ერთიანი მონაცემთა ბაზა ნიადაგის შესახებ, რომლის შექმნა აუცილებელია როგორც ნიადაგზე მონიტორინგის დაწესების, ისე არსებული რესურსების შეფასების მხრივ. მათ მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით ხაზი გაუსვეს იმას, რომ ნიადაგის ორგანული ნახშირბადის მარაგის შეფასება მოხდა NASA-ს და FAO-ს მეთოდოლოგიით. პროექტის ფარგლებში ციფრულ კარტოგრაფირებასთან ერთად, რომელიც განხორციელდა ნიადაგის მსოფლიო საინფორმაციო სისტემის GLOSIS მოთხოვნების და FAO-ს მიერ შემუშავებული თემატური მიმართულების მეთოდური სახელმძღვანელოების შესაბამისად, ადგილზე მოხდა ნიადაგის მაღალნაყოფიერი ფენის შესწავლა ნიმუშების აღების საშუალებით (2კმx2კმ) წერტილების განმსაზღვრელი ბადის მეშვეობით. კვლევის შედეგები დიდ დახმარებას გაუწევს, როგორც ფერმერებს, ისე სახელწიფო და კერძო ორგანიზაციებს სივრცითი დაგეგმარების, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ასევე სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტიციების მოსაზიდად.

მოხსენება მოწონებული იქნა მსმენელების მიერ. აღინიშნა, რომ შესრულებულია დიდი მოცულობის მნიშვნელოვანი სამუშაოები, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია ნიადაგების შესწავლის მიმართულებით.

სემინარი შეაჯამა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და სემინარის მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია კიევის ბიორესურსებისა და ბუნებათსარგებლობის ეროვნულ უნივერსიტეტში

     312153662 1122739568416396 5019125070851944486 n   მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს კიევის ბიორესურსებისა და ბუნებათსარგებლობის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ გოლოსიივსკის მეფუტკრეობის სამეცნიერო-კვლევითი საწარმო - მეფუტკრეობის განვითარების კერა“, რომელიც მიეძღვნა აღნიშნული სამეცნიერო-კვლევითი საწარმოს დაარსებიდან 100 წლის იუბილეს. კონფერენციის მუშაობა გახსნა უნივერსიტეტის პრორექტორმა სამეცნიერო და ინოვაციების ნაწილში, პროფესორმა ვადიმ კონდრატიუკმა, მისასალმებელი სიყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართა მეცხოველეობისა და წყლის ბიორესურსების ფაკულტეტის დეკანმა რუსლან კონონენკომ.

       კონფერენციის მუშაობაში ონლაინ რეჟიმში მონაწილება მიიღო და მისასალმებელი სიტყვით მონაწილეებს მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, აკადემიკოსმა ანატოლი გიორგაძემ (საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი). პლენარულ სხდომაზე მოხსენებით „ახალი მიმართულებები საქართველოს ფერმერულ მეფუტკრეობაში“ გამოვიდა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მეცნიერები სლოვაკეთიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, ახალი ზელანდიიდან, უზბეკეთიდან, საქართველოდან და უკრაინიდან. სულ კონფერენციაზე მოსმენილი იქნა 17 მოხსენება, რომლებიც ეხებოდა ფუტკრის სელექცია-გენეტიკისა და მეფუტკრეობის პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების ტექნოლოგიის სხვადსხვა საკითხებს. კონფერენციის მუშაობა შეაჯამა კიევის ბიორესურსებისა და ბუნებათსარგებლობის უნივერსიტეტის მეფუტკრეობის კათედრის გამგემ, პროფესორმა ნიკოლოზ პოვოზნიკოვმა.

მეჩაიეთა კონფრენცია ანასეულში

საქართველოში ჩაის მრეწველობის პერსპექტივები - მეჩაიეთა კონფრენცია ანასეულში

2022 წლის 23 ოქტომბერს ქ. ოზურგეთში, ანასეულში, ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტში, ჩატარდა სააქციო საზოგადოება „ქართული ჩაის“ დაფუძნების საიუბილეო თარიღის აღსანიშნავი მეჩაიეთა კონფერენცია. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, აკადემიკოსმა ელგუჯა შაფაქიძემ.

 unnamed 1 2        კონფერენციის სპიკერი ბრძანდებოდა საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ბატონი თენგიზ სვანიძე.       

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: გურიის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქალბატონი ქეთევან მოისწრაფიშვილი. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ბატონი გიორგი ხანიშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი დოქტ. ომარ კაჭარავა, სამინისტროს სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტი, პროფ ომარ თედორაძე,  ჩაის სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი, აკად. თემურ რევიშვილი და ინსტიტუტის განყოფილების გამგე, აკად. ვალერიან ცანავა და ინსტიტუტის თანამშრომელები, მოწვეული სტუმრები - სოფლის განვითარებისა და რეგიონების მართვის დეპარტამენტების წარმომადგენლები, წალენჯიხის, ხონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საინფორმაციო- საკონსულტაციო სამსახურების უფროსები, საქართველოში დღეისათვის მოქმედი ჩაის მრეწველობის კომპანიების წარმომადგენლები და ინდ. მეწარმეები.  unnamed 4

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: - საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ბატონი თენგიზ სვანიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ბატონი გიორგი ხანიშვილი, გურიის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფიშვილი., ჩაის სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი, აკად. თემურ რევიშვილი.  

სააქციო საზოგადოება „ქართული ჩაის“ დაფუძნების საიუბილეო თარიღის აღსანიშნავ მეჩაიეთა კონფერენციას მიესალმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე, რომელმაც საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ბატონ თენგიზ სვანიძეს გადასცა ამ ღონისძიების აღსანიშნავად აკადემიის ადრესი, რომელსაც ხელს აწერს აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე. აკად. ე. შაფაქიძემ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტისა და პრეზიდიუმის სახელით მიულოცა სააქციო საზოგადოების „საქართველოს ჩაი“ ღირშესანიშნავი თარიღი - დარსებიდან 150 წლისთავი, მიესალმა საქართველოს მეჩაიეთა კონფერენციის მონაწილეებს და უსურვა ჩაის მრეწველობის აღდგენა-განვითარების საშვილიშვილო ღონისძიებების წარმატებით ჩატარება.

მოხსენებით „სააქციო საზოგადოება „საქართველოს ჩაი“ 97 – 150 (მოკლე ისტორია)“ კონფერენციაზე გამოვიდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი აკად. თემურ რევიშვილი

კონფერენციაზე პრეზენტაცია - პროგრამა „ქართული ჩაი“ წარადგინა სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა , ბატონმა ლევან თურმანიშვილმა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის საქართველოში ფუნციონირებს ჩაის მწარმოებელი 24 კომპანია და შპს და 3 ინდ. მეწარმე, რომელთა წარმომადგენლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს კონფერენციის მუაობაში.

კონფერენციის მუშაობა შეაჯამა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილემ, ბატონმა გიორგი ხანიშვილმა.

                   IMG 20221023 155015 1                     

 

 

აგროინოვაციების კომისიის სხდომა

312132546 669557917818565 8653305968548819814 n

 2022 19 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა კომისიის სხდომა, რომელზეც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის რეკომენდაციით მოხსენებით: „DG Systems - სუპერინტენსიური წარმოებისათვის განკუთვნილი ინოვაციური სასათბურე დინამიური სისტემები“ წარსდგა შპს დავინჩის მწვანე სისტემების (Da Vinci Green Systems LLC) დირექტორი თორნიკე მჟავანაძე.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სულ უფრო აქტუალური ხდება ენერგოეფექტიანი და მაღალპროდუქტიული ტექნოლოგიების გამოყენება სოფლის მეურნეობაში, რაც აისახა დახურული გრუნტის კონცეფციის ტრანსფორმაციაში. ამის საპასუხოდ კომპანიამ DG Systems შეიმუშავა ინოვაციური დინამიური სისტემები, რომლებიც რიგ კულტურაში ტრადიციული აგროტექნიკის პირობებში წარმოებასთან შედარებით უზრუნველყოფენ მოსავლიანობისა და დახურულ გრუნტში სასარგებლო ფართის წილის ზრდას, ენერგორესურსების დაზოგვას, შრომის პროდუქტიულობის ამაღლებას. ისინი თავისი უნიკალური კონსტრუქციული თავისებურებებიდან გამომდინარე გამოყენებადია როგორც ინდუსტრიული კომბინატების, ასევე მცირემიწიანი რეგიონებისა და მკაცრი კლიმატური პირობებისათვის.

მსოფლიო ბაზარზე ცნობილია „Greenhouse oscillating growing“, „Swinging growing“ ან „Lifting growing“ სახელწოდებებით მოხსენიებული დინამიური სასათბურე სისტემები ინტენსიური წარმოებისათვის. მოხსენების ავტორის ხელმძღვანელობით შეიქმნა სისტემა, რომელიც თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით მნიშვნელოვნად აღემატება არსებულ ანალოგებს და მოითხოვს დაახლოებით სამჯერ ნაკლებ საინვესტიციო კაპიტალს, ხოლო პროდუქტის საინვესტიციო საფასური ერთ ჰექტარზე არ აღემატება 350 ათას ევროს.

საქართველოში სისტემაზე საქპატენტში 2022 წლის 4 აპრილს შეტანილია განაცხადი გამოგონებაზე # AP 2022 15922 "ტრანსფორმირებადი სასათბურე სისტემა".

მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობნენ აკადემიის ექსპერტი, დოქტორი გოჩა ცოფურაშვილი, აკადემიის სტიპენდიატი დოქტორი გიორგი ქუთელია, ჟურნალაგრარული საქართველო“-ს მთავარი რედაქტორი შოთა მაჭარაშვილი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, დოქტორი ზურაბ ლოლაძე („აგროქართლი“), დოქტორი არჩილ სუპატაშვილი (აგრარული უნივერსიტეტი), დოქტორი ალექსი ნონიაძე, ფირმა „პროაგრო“-ს დირექტორი დოქტორი დავით მალაზონია, რომლებმაც დადებითად შეაფასეს ჩატარებული მუშაობა და ხაზი გაუსვეს დინამიური სასათბურე სისტემების წარმოებაში გავრცელების მიზამშეწონილებას.

 

სემინარი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

2022 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა

სემინარი თემაზე: ღია მეცნიერების პრინციპები და FAO AGRIS ღია მონაცემთა სისტემა

 

310440949 1169556147248974 1964134488873251911 n  სემინარის ორგანიზატორები: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია და ინსტიტუტი ტექინფორმი.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ, პრეზიდენტის მოადგილემ აკად. ა. გიორგაძემ, აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა აკად. ე. შაფაქიძემ, აკადემიკოსებმა ჯ. გუგუშვილმა, ნ. ჩხარტიშვილმა, რ. ასათიანმა, რ. მახარობლიძემ, ა. დიდებულიძემ, ლ. დოლიძემ, ზ. ჩანქსელიანმა, აკადემიის სტიპენდიატებმა დოქტ. გ. ქუთელიამ, დოქტ. მ. ბენაშვილმა, დოქტ. ზ. ტიგინაშვილმა, დოქტ. გ. ქავთარაძემ, სამეცნიერო განყოფილებების სწავლულმა მდივანმა დოქტ. მ. ბარვენაშვილმას, აკადემიის აპარატის თანამშრომელებმა ლ. ჩაიკამ, დ. თარხნიშვილმა, მ. მოსაშვილმა, ქ. ჭიპაშვილმა; მოწვეულმა სტუმრებმა - ინსტიტუტ ტექინფორმის დირექტორმა დოქტ. ნელი მახვილაძემ, დირექტორის მოადგილემ დოქტ. მარი რაზმაძემ და ინსტიტუტის თანამშრომელებმა - თ. ჩუბინიშვილმა, ი. ბედინაშვილმა, ც. ოსმიშვილმა, , აკადემიის ეროვნულმა კოორდინატორმა პროფ. ე. კუხალაშვილმა, აგრეთვე სსიპ სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშომელებმა დოქტ. თ. ნადირაშვილმა და დოქტ. თ. ცარციძემ. 

      

დღის წესრიგი:

 

1.საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების ჩართულობა FAO- საინფორმაციო ქსელებში და ტექინფორმის როლი;

მომხსენებელი: ტექინფორმის დირექტორი, აკად. დოქტორი, ნელი მახვილაძე;

2.ღია მეცნიერების პრინციპები და FAO AGRIS-ში ღია მონაცემთა სისტემის შესაძლებლობები.

მომხსენებელი: ტექინფორმის დირექტორის მოადგილე, აკად. დოქტორი, მარი რაზმაძე.   287938956 5540801856012743 4120989148975115733 n

         სემინარი შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გ. ალექსიძემ, რომელმაც სემინარის მონაწილეებს გააცნო სემინარის მიზანი: ქვეყნის აგროსფეროს სამეცნიერო მიღწევების შესახებ მსოფლიო საზოგადოების ცნობადობისა და ხილვადობის გაზრდა. აღინიშნა იმ ურთიერთობის მნიშვნელობა, რომელიც ჩამოყალიბდა აკადემიასა და ინსტიტუტ ტექინფორმს შორის, აკადემიის შესაძლო აქტიურობა და მონაწილეობა FAO AGRIS-ში და იმედი გამოთქვა, რომ სემინარი ერთხელ კიდევ განამტკიცებს ორმხრივ თანამშრომლობას აღნიშნულ ორ ორგანიზაციას შორის.

FAO - ს ძირითადი ოფისიდან (რომი, იტალია) სემინარის მონაწილეებს ონლაინ რეჟიმში მიესალმა ოფიციალური წარმომადგენელი, საინფორმაციო სამეცნიერო სერვისების განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი - იმმა სუბირატსი (Imma Subirats), რომელმაც წარმატებები უსურვა მათ სამეცნიეო საქმიანობაში.

ტექინფორმის დირექტორმა, ქალბატონმა ნელი მახვილაძემ თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტი ამავე დროს არის გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO- საერთაშორისო საინფორმაციო სისტემის AGRIS ეროვნული ჰაბი საქართველოში.

მოხსენება ეხებოდა სამეცნიერო პუბლიკაციების საერთაშორისო მონაცემთა ბაზებს და მათ თავისებურებებს, ასევე განხილული იქნა ინსტიტუტ ტექინფორმის როლი ეროვნული სამეცნიერო ბაზების განვითარების და გაძლიერების საკითხებში. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ადგილობრივ მონაცემთა ბაზებზე, აგრეთვე ქართული რეფერატული ჟურნალის (ქრჟ) მნიშვნელობაზე, რომელიც დღეს წარმოადგენს ერთადერთ რეფერირებად ჟურნალს საქართველოს სამეცნიერო სივრცეში. ასევე მოხსენების დროს შეეხო საქართველოში სამეცნიერო პუბლიკაციების საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის, სოფლის მეურნეობაში ტერმინოლოგის დახვეწის და ერთიანი შეთანხმებული ტერმინოლოგიის სივრცის დაფუძნების საკითხებს. ასევე, განიხილა ციტირების ინდექსისა და მეცნიერების შეფასების სხვა ალტერნატიული, თანამედროვე მეთოდები, მაგალითად როგორიცაა ალტმეტრია.

ტექინფორმის დირექტორის მოადგილის, ქალბატონ მარი რაზმაძის მოხსენება ეხებოდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნების ორგანიზაციის (FAO) სამეცნიერო საინფორმაციო სერვისების შესაძლებლობებს. ღია მეცნიერების პრინციპების, მათი დანერგვის და გამოყენების უპირატესობებს თანამედროვე სამეცნიერო სივრცეში/სამყაროში, როგორც სოფლის მეურნეობის დარგში ასევე სხვა სამეცნიერო მიმართულებებშიც. განხილული იქნა სოფლის მეურნეობის დარგის სამეცნიერო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და სამეცნიერო შრომების ხილვადობის საკითხები საერთაშორისო საინფორმაციო სისტემაში AGRIS. მოხსენების დროს აღინიშნა რა როლი უჭირავს სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტ - ტექინფორმს, როგორც AGRIS ეროვნულ ჰაბს, ქვეყანაში ამ სერვისების განვითარების და გაძლიერების თვალსაზრისით. ჩატარდა საერთაშორისო მონაცემთა ბაზის AGRIS სხვადასხვა შესაძლებლობების დემონსტრირება.

განხილული საკითხების ირგვლივ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა გ. ალექსიძემ, ჯ. გუგუშვილმა, რ. ასათიანმა, ზ, ჩანქსელიანმა,   ე. შაფაქიძემ, დოქტორებმა. გ. ქუთელიამ, თ. ნადირაშვილმა და თ. ცარციძემ. 310470780 525334639259009 4100660812028532660 n

სემინარზე აღინიშნა აგრეთვე, რომ ტექინფორმი 2023 წლის დასაწყისისათვის გამოუშვებს ქართულ რეფერატულ ჟურნალს სოფლის მეურნეობაში, სადაც ციტირებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსების ნაშრომები და რომელიც 2013 წლის შემდეგ არ გამოსულა, ამ ღონისძიებას ტექინფორმი მიუძღვნის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაარსების 65 წლისთავს.

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com