საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

აგროინივაციების კომისია ფოტო     2022 წლის 22 ივნისს გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა (თავმჯდომარე აკად. ა. დიდებულიძე). სხდომას კომისიის სხვა წევრებთან ერთად მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ერონული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე დაესწრო.

გიორგი მიშელაძემ საქართველოში საძოვრების მიმართულებით დღეს არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაზე აქტუალური საკითხი, რომლის გადაჭრაც დღის წესრიგში დგას, მათი ფრაგმენტაცია და სამართლებრივი რეგულირების გარეშე განკარგვაა.

„მასიურად დაურეგისტრირებელია საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები ან რეგისტრირებულია კატეგორიის გარეშე“ - განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ და დეტალურად ისაუბრა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ, აგრეთვე გიორგი მიშელიძემ პროგრამის მუშაობის მექანიზმი და არსებული მდგომარეობა გაუზიარა კომისიის წევრებს.

პროგრამის ფარგლებში, საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, იდენტიფიცირებულია სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საძოვრის კატეგორიის 1,0 ჰექტარი და მეტი ფართობის 2,647 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 113,157 ჰექტარი. პროგრამით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, საქართველოს მასშტაბით 234 საძოვრის იჯარით გაცემაზე მიღებულია თანხმობა. აღნიშნული საძოვრების საერთო ფართობი 30,153 ჰექტარია. 2022 წლის 21 ივნისის მდგომარეობით, პროგრამაში მონაწილეობის მიზნით გაკეთებულია 156 განაცხადი, სულ დაინტერესება გამოხატულია 11,670 ჰა ფართობის საძოვრებზე. აღნიშნული საძოვრები მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს 5 რეგიონს. იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდებზე www.land.gov.ge და www.mepa.gov.ge.

პროგრამის ფარგლებში, 33 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მიენიჭა საძოვრის კატეგორია (4,122 ჰა). განხორციელდა 100 ჰექტარზე მეტი ფართობის 5 მიწის ნაკვეთის (968 ჰა.) დანიშნულებისა და კატეგორიის განსაზღვრა და სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაცია“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამსვლელი სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გამსვლელი სხდომა

            2022 წლის 22 ივნისს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გამსვლელი სხდომა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში. სხდომას აკადემიის პრეზიდიუმის წევრების გარდა ესწრებოდნენ სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრები და წამყვანი სპეციალისტები და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე.

            სხდომა გახსნა აკადემიის პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საფუძველი ეყრება აკადემიის პრეზიდიუმის ახალ და მეტად მნიშვნელოვან საქმიანობას, რომელიც ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან მჭიდრო კავშირის გაღრმავებას ეხება. ამ მიმართულებით სხდომის ჩატარება მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, რომლის დირექტორიც პროფ ლევან უჯმაჯურიძე აკადემიის პრეზიდიუმის წევრიც გახლავთ. აღინიშნა აგრეთვე, რომ ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი სამსახურების მიერ წარმოდგენილი 2021 წლის საქმიანობის ანგარიშების რეცენზირება აკადემიის წევრებმა განახორციელეს.

            პრეზიდიუმის სხდომის დღის წესრიგის პირველ საკითხზე მოხსენებებით გამოვიდნენ ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის დირექტორი, პროფ. ლევან უჯმაჯურიძე და დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, დოქტ. ნოდარ ხატიაშვილი. მომხსენებლებმა დეტალურად ისაუბრეს ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი სამსახურების საქმიანობაზე, მათ მიერ ჩატარებულ ფართო და მნიშვნელოვან კვლევებზე, შედეგებზე და მათ დანერგვაზე წარმოებაში და კვლევითი საქმიანობი სამომავლო პერსპექტივებზე.

            მომხსენებლებმა უპასუხეს მრავალრიცხოვან შეკითხვებს, ხოლო რიგ შემთხვევებში გააკეთეს ვრცელი კომენტარები.

            სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობა შეაფასეს აკადემიკოსებმა

ნ. ჭითანავამ, გ. მარგველშვილმა, ზ. ცქიტიშვილმა, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკად. გ. ჯაფარიძემ და აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გ. ალექსიძემ. გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ აღნიშნული ფორმით აკადემიის პრეზიდიუმის სხდომების ჩატარება მისასალმებელია, ვინაიდან უამრავ შეკითხვას გაეცა პასუხი არა მარტო ცენტრის ხელმძღვანელობიდან, არამედ ცენტრის საბჭოს წევრებისა და სამსახურების წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელებიდან.

            გამოითქვა მოსაზრება, რომ მიზანშეწონილია გაფორმდეს ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის, სადაც მკაფიოდ აისახება ამ ორ ორგანიზაციას შორის ყველა ვალდებულება და თანამშროლობის ფორმები.

მილოცვა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მილოცვა

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და ევროპის სოფლის მეურნეობის , სურსათის და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის პრეზიდენტი,

აკადემიკოსი გურამ ალექსიძე 2022 წლის 03 ივნისს არჩეულია ლატვიის სოფლისა და სატყეო მეუნეობის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ულოცავს ბატონ გურამს საპატიო წოდებას და უსურვებს მრავალ წარმატებებს სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

(ლატვიის სოფლისა და სატყეო მეუნეობის მეცნიერებათა აკადემიის დიპლომი აკადემიკოს გურამ ალექსიძის უცხოელ წევრად არჩევის შესახებ იხილეთ ბმულზე).

აკადემიის პრეზიდენტი აჭარაში

 

  ალექსიძე სურთი 22022 წლის 3-9 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი,
აკადემიკოსი გურამ ალექსიძე საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.ვიზიტის დროს აკად. გ. ალექსიძე შეხვდა აჭარის ავტონომიური რესბუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბატონ ზაზა შავაძეს. მინისტრმა აკადემიის პრეზიდენტს სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო ხედვები გააცნო.შეხვედრაზე ასევე განიხილეს მეცნიერების ჩართულობა სამინისტროს პროგრამებში და სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.მინისტრმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარება რეგიონში, აგრარული სექტორის განვითარების მოდელი, რადგან აქ არის შერწყმული მეცნიერებისა და სახელმწიფოს ინტერესები. ალექსიძე სურათი 3
როგორც აკადემიის პრეზიდენტმა, გურამ ალექსიძემ აღნიშნა, სოფლის მეურნეობის განვითარებას ასეთი მიდგომა სჭირდება, როგორი ხედვაც წარმოადგინა შეხვედრისას აჭარის სოფლის მეურნეობის ახალმა მინისტრმა.შეხვედრას მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა და მრჩეველი მამუკა თურმანიძე ესწრებოდა.       
     აჭარაში ვიზიტის დროს აკადემიის პრეზიდენტი აკად. გ.ალექსიძე შეხვდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული მიმართულების ლექტორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, დაესწრო პრაქტიკულ საველე მეცადინეობას და წაიკითხა ლექცია მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის თანამედროვე მდგომარეობასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე აკადემიის პრეზიდენტს ასისტენტობას უწევდა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი, ბატონი მამუკა თურმანიძე. 
 
ალექსიძე სურათი 4
                                  აკად. გურამ ალექსიძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

აგროინოვაციების კომისიის სხდომა

    2022 წლის 8 ივნისს შედგა კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „ბოსტნეული კულტურების მნიშვნელობა ჰოლანდიური კომპანიის „რაიკ ცვაან“-ის (Rijk Zwaan) ჭრილში“ წარსდგა კომპანიის რეგიონული წარმომადგენელი (სამხრეთი კავკასია და ცენტრალური აზია) ბიძინა იმნაძე.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ,,რაიკ ცვაანმა’’ როლი უკვე ითამაშა თითქმის ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში - დიდი შანსია, რომ ზოგიერთი ბოსტნეული, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ, არის ამ კომპანიის ასორტიმენტიდან, განსაკუთრებით კიტრის, პომიდვრის, წიწაკის, ისპანახისა და სალათის ფოთლის შემთხვევაში, რადგან ეს ის კულტურებია, რომლებშიც Rijk Zwaan- გლობალური ბაზრის უპირობო ლიდერია. არადა ბოსტნეულის მოხმარება ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის განუყოფელი ნაწილია. ევროპის ქვეყნებში ბოსტნეულის მოხმარება მოსახლეობის ერთ სულზე გადაანგარიშებით ყოველწლიურად 300 კილოგრამამდეც კი აღწევს (მეზობელ თურქეთში - 230, უკრაინაში - 171, რუსეთში - 103 კგ), საქართველოში კი ეს მონაცემი 2020 წელს მხოლოდ 57 კგ შეადგენდა და 2013 წელთან შედარებით, სამწუხაროდ, შემცირებულია დაახლოებით 15%-ით.

კომპანია აწვდის სათესლე მასალას გლობალურ ბაზარს, განსხვავებული გარემოებების და საჭიროებების ფართო სპექტრის გათვალისწინებით და ამით დგას ბოსტნეულის წარმოების ჯაჭვის დასაწყისში, ახალი სახეობების და ჯიშების სელექციისას, ყოველთვის ითვალისწინებს მიწოდების მთელ ჯაჭვს. ბაზრის მოთხოვნები კი მუდმივად იცვლება. შედეგად, ხდება ბოსტნეულის ჯიშებისა და მათი მოყვანის ინოვაციური აგროტექნოლოგიების შემოთავაზება. ახალი ჯიშების როგორც შემუშავებისას, ასევე კომერციული გავრცელებისას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოპტიმალური კავშირის არსებობას კონკრეტულ საწარმოო რეგიონთან და/ან სამომხმარებლო ბაზართან. კვლევები კომპანიის მუშობას უფრო მეტად კონცენტრირებულს და ეფექტიანს ხდის ბიოქიმიურ კვლევას იმ ნივთიერებებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ გემოზე, ფერსა და სტრუქტურაზე, ხოლო, გენეტიკური მარკერების გამოყენება ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია ამ მახასიათებლების მაღალი სიზუსტით შერჩევა. მაგრამ ჯიშების თვისებები, რეალურად, შესაძლოა შეფასდეს მხოლოდ პრაქტიკაში, ამიტომ ტარდება სელექციური ცდები სხვადასხვა ობიექტებში, განსხვავებულ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში, მსოფლიოს მრავალ წერტილში.

კომპანია ინტენსიურად თანამშრომლობს ვაგენინგენის უნივერსიტეტთან სხვა კვლევით ორგანიზაციებთან, მათ შორის, ზოგჯერ კონკურენტებთან თანამშრომლობის პირობებშიც კი. წლიური ინვესტიცია კვლევასა და განვითარებაზე შეადგენს წლიური ბრუნვის 30%-მდე, რაც 160 მილიონ ევროს აღწევს და კოლექტივის 40% ჩართულია კვლევებსა და ცდებშ.

მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა ელგუჯა შაფაქიძემ და ალექსანდრე დიდებულიძემ, აკადემიის ექსპერტმა გოჩა ცოფურაშვილმა, პროფესორებმა ომარ თედორაძემ, ოთარ ქარჩავამ, მზაღო ლობჯანიძემ, აკადემიის სტიპენდიატმა ეკატერინა კაციტაძემ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების სამსახურის უფროსმა გიორგი ბადრიშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა ნიკო ყარსიმაშვილმა, რომლებმაც ხაზი გაუსვეს წარმოდგენილი მასალის აქტუალურობასა და ინფორმაციულობას.

აღინიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ყურადღებით დააკვირდება კომპანია „რაიკ ცვაან“-ის (Rijk Zwaan) რეგიონული წარმომადგენელის (სამხრეთი კავკასიასა და ცენტრალური აზიაში) ბიძინა იმნაძის საქმიანობას და მიზანშეწონილად მიაჩნია წლის ბოლოს მოისმინოს რეგიონალური წარმომადგენლის 2022 წლის საქმიანობის შედეგები და რეკომენდაციები.

ღია კარის დღე კომპანია „ფირმა ლომთაგორაში“

 thumbnail IMG 20220610 103740  2022 წლის 10 ივნისს კომპანიაფირმა ლომთაგორაშიგაიმართა ღია კარის დღე. კომპანია ყოველწლიურად აწყობს ღია კარის დღეს, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ სამთავრობო, სამეცნიერო, სასწავლო ორგანიზაციები და ფერმერები. სადემონსტრაციო დღის მოწყობის მიზანია მიღებული შედეგების გაცნობა და შეფასება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკდემიიდან აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ და აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, აკად. ელგუჯა შაფაქიძემ.

ღია კარის დღე შესავალი სიტყვით გახსნა კომპანიალომთაგორასგენერალურმა დირექტორმა, დოქტ. კახა ლაშხმა. მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაციაფირმა ლომთაგორასსაქმიანობის შესახებ. აღინიშნა, რომფირმა ლომთაგორამოიცავს 500 ჰა მიწის ფართობს, რომელიც მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში ზღვის დონიდან 430 მეტრ სიმაღლეზე. ფირმა მრავალდარგოვანი სასოფლო-სამეურნეო საწარმოა, რომლის საქმიანობის უმთავრესი მიმართულება ხორბლისა და სიმინდის სელექცია-მეთესლეობა და მინდვრის კულტურების წარმოებაა. კომპანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სასოფლო-სამეურნეო კვლევის ცენტრებთან თანამშრომლობასა და მათი მიღწევების საწარმოო გამოცდას. „ფირმა ლომთაგორასმჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს სიმინდისა და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრთან - CIMMYT, ასევე მშრალი რეგიონების სასოფლო-სამეურნეო კვლევის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან - ICARDA. საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გზით, კომპანიამ დიდ წარმატებას მიაღწია როგორც ახალი ჯიშების გამოყვანაში, ისე მოწინავე აგროტექნოლოგიის დანერგვაში. „ლომთაგორასუკვე შექმნილი და დარეგისტრირებული აქვს უხვმოსავლიანი და დაავადებებისადმი გამძლე სიმინდისა და ხორბლის ჯიშები, რომლებიც ითესება საქართველოს სხვადასხვა აგროკლიმატურ ზონაში. დღეს, შეიძლება ითქვას, რომლომთაგორამეთესლეობის სფეროში ქვეყანაში ერთ-ერთი სპეციალიზებული საწარმოა, რომელიც სულ უფრო

აფართოებს მის საქმიანობის სფეროს.ფირმა მნიშვნელოვან ადგილს უთმობს ხორბლისა და სიმინდის ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნება-გაუმჯობესებას. iiIMG 20220610 121709ფირმა ლომთაგორაშიშემუშავებულია ახალი ჯიშების მიღებისა და მინდვრის კულტურების მოვლა-მუყვანის ტექნოლოგიები:

· რეგიონისათვის ადაპტირებული ჯიშების გამორჩევა საერთაშორისო სანერგეებიდან;

· ნიადაგის დამუშავების ახალი ტექნოლოგია;

· საშემოდგომო ხორბლის ბაძოებზე თესვა;

· დადგენილია სიმინდის ჰიბრიდების დგომის ოპტიმალური სიხშირეIMG 2027777720610 121150

საწარმომ იაფი კრედიტის ფარგლებში შემოიტანა და დაასრულა „TUDORS“ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მარცვლეულის შესანახი ნაგებობის მშენებლობა-მონტაჟი, სადაც ერთდროულად 2000 ტონა მარცვლეულის შენახვაა შესაძლებელი.

კიდევ ერთი სიახლე, რასაცფირმა ლომთაგორასთავაზობს ფერმერებს, უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით დამუშავებული ხორბლის თესლია. ხორბლისა და სხვა მარცვლეული კულტურების გადასამუშავებელი საწარმო, რომელიც ახლახანს USAID-ის პროგრამის დახმარებით ამოქმედდა ლომთაგორაში, მარცვლეულის გაწმენდა-დახარისხებას ევროპული ტექნოლოგიების შესაბამისად ანხორციელებს.

აღინიშნა აგრეთვე, რომ ქართველი სელექციონერების მიერფირმა ლომთაგორაშიმიღებულია ხორბლის უხვმოსავლიანი ჯიშები, როგორიცაა: ჯიშილომთაგორა 126“ - მოსავლიანობა 8-10 /ჰა; ჯიშილომთაგორა 143“-ის მოსავლიანობა 6,5 /ჰა-ზე. ჯიშილომთაგორა 149“-ის მოსავლიანობა 5,0-5,5 /ჰა-ზე. ჯიშიგორდა 16“ - მოსავლიანობა 6,5-7,5 /ჰა და ..

შეხვედრაზე სიტყვებით გამოვიდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკად. გურამ ალექსიძე, საქართველოს პარლემენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი ივერი ახალბედაშვილი, მეწარმე რომან რურუა, საქარტველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი რამაზ გახოკიძე.

სადემონსტრაციო დღის მონაწილეებმა დაათვალიერესფირმა ლომთაგორასსაცდელი ნაკვეთები, გაეცნენ მარცვლეული კულტურების სხვადასხვა ჯიშებს, სადაც თითოეულ სადემონსტრაციო ჯიშზე განმარტებას იძლეოდა კომპანიის გენერალური დირექტორი კახა ლაშხი.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე

  garemo2 მიმდინარე წლის 6 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა თემაზე: „საქართველოში მერქნული ენერგეტიკული რესურსების გამოყენებისა და მისი ეფექტიანობის ამაღლების რეკომენდაციების შესახებ“.მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენგარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების წევრები:აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე და სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი,აკადემიის სტიპენდიატები: სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე და სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი,აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: ლარისა ჩაიკა და ქეთევან ჭიპაშვილი,ასევე მოწვეული სტუმრები: სოფლის მეურნეობის დოქტორები: ნატო კობახიძე, არჩილ სუპატაშვილი, ირინე ჩარგეიშვილი, ბიოლოგიის დოქტორი მედეა ბურჯანაძე, ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი ლაშა ჩიბურდანიძე, შ. რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელი ბაგრატ რაზმაძე.

მრგვალი მაგიდა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისგარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების წევრმა, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლულმა მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ.მოკლე მისალმების შემდეგაკადემიკოსმა ლ. დოლიძემ სიტყვა გადასცა აკადემიის სტიპენდიატს, ვ. გულისაშვილის სახელობის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის მ/შ, სატყეო საქმის დოქტორს გიორგი ქავთარაძეს, რომელმაც ფართო მოხსენება გააკეთა წარმოდგენილი თემის ირგვლივ. აღინიშნა, მერქნული ენერგეტიკული რესურსების გამოყენების წილი და მნიშვნელობა როგორც მსოფლიო, ასევე საქართველოს ეკონომიკაში. ყურადღება გამახვილდა საქართველოში ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე, მერქნული ენერგეტიკული რესურსების გამოყენების პოტენციალზე და სხვ. ხაზი გაესვა იმ ფაქტებს, რომ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება საწვავ მერქნულ რესურსზე ჯერ კიდევ მაღალია; მისი მოხმარების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს ტყეების რესურსულ პოტენციალს; არამდგრადი და არასრულყოფილია სათბობი ხე-ტყის ორგანიზებულად დამზადების და რესურსის მოსახლეობისთვის მიწოდების ჯაჭვი;არ არის დანერგილი და განვითარებული თანამედროვე მერქნული ბიოსაწვავის წარმოების პრაქტიკა;თანამედროვე მერქნული ბიოსაწვავის წარმოების არარსებობის გამო სათბობი მერქნული რესურსის მოპოვების ამჟამინდელ ჯაჭვში არ იქმნება დამატებითი ღირებულება; არ არის განვითარებული საწვავი მერქნის ალტერნატიული წყაროები; არ არის დანერგილი ენერგოეფექტური ბიოსაწვავი ტექნოლოგიებიდა ა. შ.

ყოველივე აღნიშნულმა მსმენელების განსაკუთრებული ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. თემის ირგვლივ დაისვა უამრავი შეკითხვა და გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა.  garemo1

მოხსენების ირგვლივ თავისი მოსაზრება გამოთქვა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მან ყურადღება გაამახვილა თემის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე. აღნიშნა, რომ საქართველოს ტყეებს ქვეყნისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მათ არა აქვთ სამრეწველო დანიშნულება. აქედან გამომდინარე, ტყეებთან დაკავშირებით განხორციელებული თითოეული ღონისძიება სიღრმისეულად უნდა იქნეს უნდა იქნეს გააზრებული და შეფასებული.

მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამაგარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების წევრმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებელსა და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და მრგვალი მაგიდის მუშაობაში აქტიური მონაწილეობის მიღებისათვის.

აღნიშნა, რომ განყოფილების ორგანიზებით არაერთი ღონისძიება ჩატარებულა, რომელთა შორის გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ სემინარებსა თუ მრგვალ მაგიდებს განსაკუთრებული ადგილი უკავია.

 

პროექტი

დღეს აუცილებელია ნიადაგი იყოს ნაყოფიერი, ჯანმრთელი და მოვლილი

გზა ,,მშრალი მიწათმოქმედებისკენ“ .

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის 2022 წლის 15 აპრილის ბრძანებით შეიქმნა ფერმერულ მეურნეობებში ნიადაგის დამუშავების   ,, NO – Till-ის ტექნოლოგიის დანერგვისა და ექსპერიმენტის მეცნიერული უზრუნველყოფის შემსწავლელი კომისია, რომელსაც პრეზიდენტი აკადემიკოსი     გურამ ალექსიძე ხელმძღვანელობს. კომისიას დაევალა მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენების პერსპექტივების შესახებ.

           ვაქვეყნებთ კომისიის წევრის აკადემიკოს გოგოლა მარგველაშვილის პროექტს ,,გზა - მშრალი მიწათმოქმედებისაკენ“.  იხ. ბმული

     ვთხოვთ   მსურველებს გამოთქვან მოსაზრებები საქართველოში აღნიშნული ტექნოლოგიების   დანერგვის პერსპექტივებთან   დაკავშირებთ.

კონფერენცია

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია UEAA და GAAS ორგანიზებით

      282238273 532038888465062 4685620311593118594 n   2022 წლის 27-28 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპაში და პერსპექტივები“. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირი ((UEAA) და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია (GAAS).

            კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე და მისი ხელმძღვანელი გახლდათ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი და ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის პრეზიდენტი აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.

            კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, რომელმაც აღნიშნა სოფლის მეურნეობაში ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების მოვლა მოყვანის თანამედროვე რესურსდამზოგი ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების მდგომარეობა ევროპაში და საქართველოში, მოკლედ მიმოიხილა ევროპასა და საქართველოში სოფლის მეურნეობის მექანიზაციის თანამედროვე მდგომარეობა და პერსპექტივები და დასახა ის ამოცანები, რომლის შესრულება აუცილებელია საქართველოში ამ მიმართულებით გარკვეული წარმატებების მისაღწევად. 284444710 1080049082919525 2170696593562922388 n

            კონფერენციის მონაწილეებს მიესალმენ და წარმატებები უსურვეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა - აკად. გიორგი კვესიტაძემ,

ლატვიის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა დოქტ. პროფ. ბაიბა რივზამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა (ონლაინ ჩართვით),, საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა მიშელ ტიბიერმა (პარიზიდან ონლაინ ჩართვით), საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსმა დოქტ. ივერი ახალბედაშვილმა. საქართველოს საპატრიარქოს სახელით კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა ბატონმა ბაკურ გულუამ, აგრეთვე კონფერენციის მნიშვნელობაზე და სოფლის მეურნეობის მექანიზაციის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს და წარმატება უსურვეს კონფერენციას და მის მონაწილეებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველმა დოქტ. ომარ კაჭარავამ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა პროფ. ლევან უჯმაჯურიძემ.

            საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში ქართველ მეცნიერებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ ევროკავშირის ექვსი ქვეყნის - საფრანგეთის, ლატვიის, შვედეთის, უკრაინის, უნგრეთის და ჩეხეთის მეცნიერები, რაც მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია.

            კონფერენციის დღის წესრიგით გათვალისწინებული მოხსენებები გააკეთეს აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ, ლატვიის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა დოქტ. პროფ. ბაიბა რივზამ. ონლაინ რეჟიმში კონფერენციის წინაშე მოხსენებებით გამოვიდნენ საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი მიშელ ტიბიერი, უკრაინის აგრარულ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, აკად. იური ლუპენკო, საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორი რენე აუტელიტი, შვედეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის სამეფო აკადემიის პრეზიდენტი დოქტ. კეტრინ ნიბლაუსი და ასოცირებული პროფესორი პერ ფრანკელიუსი, უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის პროფ. ბ. ამბრუსი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგროინჟინერიის მეცნიერებათა სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი აკად. რევაზ მახარობლიძე.

            საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და საწარმოო პროცესების ტექნოლოგიებზე, აგრეთვე საქართველოში სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დღევანდელ მდგომარეობაზე, პრობლემებზე და პერსპექტივებზე კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ: აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, პროფ. ნუგზარ ებანოიძე, პროფ. გელა ჯავახიშვილი, დოქტ. გიორგი ქუთელია, დოქტ. ზაზა მახარობლიძე, აკად. ზაურ ფუტკარაძე, პროფ. რომან მარგალიტაძე, აკად. ე. შაფაქიძე, პროფ. ომარ თედორაძე, დოქტ. თ. ნადირაშვილი და დოქტ. ო. ცარციძე.

            სულ კონფერენიაზე წარმოდგენილი იყო სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგის 44 მეცნიერის 26 მოხსენება, მათ შორის   ევროკავშირის ქვეყნებიდან   11 მეცნიერის 8 მოხსენება. აღნიშნული მოხსენებების აბსტრაქტები და ტექსტები გამოქვეყნდება სააერთაშორისო სამეცნიეო კონფერენციის შრომათა კრებულში, რომლის ელექტრონული ვერსია 10 მაისამდე, ხოლო ნაბეჭდი ეგზემპლარები კი 20 მაისამდე გადაეგზავნებათ სტატიების ავტორებს.

            აღსანიშნავია, რომ  კონფერენციაზე მომხსენებლების მიერ აღინიშნა, რომ აუცილებელია დღეს, 21-ე საუკუნეში, დღის წესრიგში დადგეს ნიადაგის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელთა განხორციელების შედეგად მცირდება პროდუქციის თვითღირებულება, კლებულობს საწვავ-საცხები მასალების ხარჯები, დიდდება პროდუქციის რაოდენობა და ხარისხი. რესურსდამზოგი ტექნოლოგიების დანერგვით უმჯობესდება ნიადაგის ფიზიკო-მექანიკური თვისებები, იზრდება მათი ნაყოფიერება, მნიშვნელოვნად მცირდება ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიის პროცესები. ეს ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგის გადასვლა თანამედროვე რესურსამზოგი ტექნოლოგიების განხორციელებისათვის   აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს ევროპის ქვეყნების გამოცდილება რობოტექნიკის, გლობალური პოზიციური სისტემების და მართვის თანამედროვე კომპლექსური ღონისძიებების მიმართულებით. კონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს ის საგანგაშო მდგომარეობაც, რომელიც შექმნილია საქართველოში აგროინჟინერიის და კერძოდ სოფლის მეურნეობის მექანიზაციის კადრების მომზადების მიმართულებით. 283833778 541729420898967 2557983578504315420 n

            საერთაშორისო კონფერენციაზე სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგის განვითარებისა და სრულყოფისავის დასახული ღონისძიებების ნუსხა და წინადადებები იქნება ასახული შესაბამის დეკლარაციაში, რომლის მომზადებაც დავალებული აქვს კონფერენციის სამეცნიერო ხელმძღვანელობას. დეკლარაცია იხილეთ ბმულზე

      აღსანიშნავია აგრეთვე, რომ კონფერენციის მსვლელობისას გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ლატვიის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებს შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ და ლატვიის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა დოქ. პროფ. ბაიბა რივზამ.  

283962143 556641949180943 8539922905567540404 n

         მიუხედავად შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ კონფერენციის იგნორირებისა, კონფერენცია მაღალ-ორგანიზაციულ დონეზე ჩატარდა, რაშიც დიდი დამსახურება მიუძღვით აკადემიის აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილებას, აკადემიურ და ადმინისტრაციულ დეპარტამენტებს და აკადემიის ტექნიკურ პერსონალს. კონფერენციისათვის აკადემიის ფინანსებით დამზადებული იქნა შესაბამისი თემატური ბანერები და თვალსაჩინო მასალა, დაბეჭდილი იქნა კონფერენციის პროგრამები ინგლისურ და ქართულ ენებზე, ევროპის ქვეყნების მეცნიერების გამოსვლები ონლაინ რეჟიმში განხორციელებული იყო „ზუმის“ პროგრამით, სათანადო სიმაღლეზე იყო ინლისურ ენოვანი ტექსტების ქართულ ენაზე თარგმნაც, რომელიც შესრულებული იყო აკადემიის თანამშრომელების და თარჯიმნის მიერ.

განყოფილების სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა

და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების სხდომა

2022 წლის 23 მაისს ჩატარდა გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

 1. ტყის ეროვნული აღრიცხვის წინასწარი შედეგებისა და ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის შესახებ;

მომხსენებელი:  ლაშა ძაძამია-გერმანული კომპანიის მრჩეველი სატყეო პოლიტიკის საკითხებში;

თანამომხსენებლები:  პაატა ტორჩინავა - სატყეო პოლიტიკის სამმართველოს მეტყევე ექსპერტი; შალვა ნოზაძე - სატყეო პოლიტიკის სამმართველოს მეტყევე სპეციალისტი;

ბექა კობერიძე - გერმანული კომპანიის მრჩეველი ტყის კონტროლისა და ზედამხედველობის საკითხებში (მოხსენება იხილეთ ბმულზე).

2. მიმდინარე საკითხები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილების სხდომა

2022 წლის 25 მაისს ჩატარდა ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილების სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

 

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიანტის ნატო ჯაბნიძის 2021-2022 წელს ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობის ანგარიში.

(აკადემიის სტიპენდიანტის ნატო ჯაბნიძის ანგარიში იხილეთ ბმულზე).

2. მიმდინარე საკითხები.

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com