საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მემორანდუმი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის

    

მიმდინარე წლის 3 თებერვალს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და სამინისტროს ხელმძღვანელობას შორის.

 

 

   GetNewsPhoto  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, პრეზიდიუმის მრჩეველი და სამეცნიერო მიმართულებების კონსულტანტი აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე. 

   საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან - ხელმძღვანელები და დეპარტამენტის უფროსები: მინისტრი ბატონი ოთარ შამუგია, მინისტრის პირველი მოადგილე ბ-ნი გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილე ბ-ნი სოლომონ პავლიაშვილი, მინისტრის მოადგილე ბ-ნი აპოლონ კაკაბაძე, სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ბ-ნი თენგიზ კალანდაძე, პოლიტიკის კოორდინაციისა და ანალიტიკის ხელმძღვანელი ქ-ნი ეკატერინე ზვიადაძე, მინისტრის მრჩეველი ბ-ნი ომარ კაჭარავა.   ShowGalleryPhoto 1

       

 

 

                     შეხვედრა წარიმართა შემდეგი დღის წესრიგით:

1.მისალმება.

 მინისტრის ოთარ შამუგია;

 აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.

2.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის და მეცნიერებათა აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის განხილვა და გაფორმება. მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა.  ShowGalleryPhoto 3

3. ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ძირითადი მიზნები და ამოცანები.  

მომხსენებელი: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.

4. საქართველოს დასავლეთ რეგიონებში მცენარეთა მავნებლის ,,ფაროსანას“ წინააღმდეგ ბრძოლის ახალი მეთოდების დანერგვის შესაძლებლობის შესახებ აკადემიის ინფორმაცია.

მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე. 

5. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა-აკადემიისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება და გააქტიურება, სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სურსათის წარმოების დღევანდელი პრობლემებიდან გამომდინარე.

მომხსენებელი: მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი. ShowGalleryPhoto

 

   შეხვედრის დასასრულს გაიმართა მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია.

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე .

პრეზიდიუმის სხდომა

 მიმდინარე წლის 31 იანვარს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში

ჩატარდა პრეზიდიუმის სხდომა, სადაც განხილული იქნა შემდეგი საკითხები:

 1. ინფორმაცია აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების მიერ 2022 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (იხილე ბმულზე).

მომხსენებელი: აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი

2. ინფორმაცია აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების მიერ 2022 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (იხილე ბმულზე).

მომხსენებელი: აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი

3.   ინფორმაცია აკადემიის აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების მიერ 2022 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (იხილე ბმულზე).

მომხსენებელი: აკადემიის აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე

4. ინფორმაცია აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების მიერ 2022 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (იხილე ბმულზე).

მომხსენებელი: აკადემიის სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი

5. ინფორმაცია აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების  მიერ 2022 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შესახე (იხილე ბმულზე).

მომხსენებელი: აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ ჩაგელიშვილი

6. ინფორმაცია აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების  მიერ 2022 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (იხილე ბმულზე).

მომხსენებელი: აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების  აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი

 

328712793 728040695357110 847402385449535859 n   328712504 612627053936149 2797198171303473705 n              

 

 

 

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

325997689 2429601870524579 3970625273601088179 n  25 იანვარს შედგა კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „სუპერმარკეტ „აგროჰაბ“-ის გადამამუშავებელი საწარმოს როლი ინოვაციური პროდუქტების შექმნაში“ გამოვიდა „აგროჰაბ“-ის ხილ-ბოსტნეულის გადამუშავების ინჟინერ-ტექნოლოგი, ექსპერტი ცინული ნაცვლიშვილი.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კომპანია „აგროჰაბი“-ს 2016 წლის დეკემბერში დაარსების მიზანი იყო მოსახლეობისთვის მაღალხარისხიანი, ნატურალური სურსათის, მ.შ. ადგილობრივი ფერმერებისგან შეძენილი ნედლეულის გადამუშავების შედეგად მიღებული კონსერვებისა და ნახევარფაბრიკატების მიწოდება. „აგროჰაბ“-ში“ მიმზიდველი გარემოა ინოვაციური ფორმულების შესამუშავებლად და ახალი პროდუქტების შესაქმნელად. ამჟამად სხვადასხვა დასახელების საწებლები, მურაბები, ჯემები, კომპოტები და სხვ.   წარმოებისას გამოიყენება როგორც კლასიკური, ასევე უახლესი ტექნოლოგიები, რაც უზრუნველყოფს მზა პროდუქტის კვებითი და ბიოლოგიური ღირებულებების შენარჩუნებას.

„აგროჰაბი“-ს გადამამუშავებელ საწარმოში მზადდება ხელოვნური დანამატებისგან თავისუფალი პროდუქცია, ნედლეულის შერჩევა ხდება კეთილსინდისიერი ფერმერებისგან, რომლებიც იცავენ ძირითად აგროწესებს და ნორმებს,   დაწყებული ნიადაგიდან დამთავრებული მოსავლის მიღებამდე. ნედლეულის მაღალი ხარისხი სტიმულს გვაძლევს ვაწარმოოთ მისგან ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქცია. ტექნოლოგიაში არ გამოიყენება   კონსერვანტები და საღებავები.

განვითარებულ ქვეყნებში კარგად იციან ჯანმრთელობის ფასი და ბიოპროდუქტების მნიშვნელობაც; მიმდინარეობს კვების პროდუქტების ეკოლოგიზაციის პროცესი. საქართველოს ბევრ რეგიონში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბუნებრივი პირობების შენარჩუნებას - ტრადიციულად იწარმოება ნატურალური პროდუქტები. ჩვენც ამ გზას ვირჩევთ; უარს ვაცხადებთ გენომოდიფიცირებული ნედლეულის გამოყენებაზე. „აგროჰაბ“-ში შეიქმნა რამდენიმე ინოვაციური პროდუქტი იმ პირობის გათვალისწინებით, რომ მომხმარებელს მიეწოდოს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, ამასთან, მიმზიდველი ორგანოლეპტიკური თვისებების სასურსათო პროდუქტი.

   უნდა აღინიშნოს, რომ საწარმოს სიმძლავრე თანდათან იზრდება. უახლოეს მომავალში ექსპლუატაციაში შევა თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი გადამამუშავებელი საწარმო, რაც საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო გავაფართოვოთ მზა პროდუქციის ასორტიმენტი. ვგეგმავთ გამოვუშვათ დიაბეტური, საბავშვო, სასაუზმე კონსერვების სხვადასხვა სახეობა - დაკვეთა თვით მომხმარებლიდან მოდის, ამიტომ ყველა მოწოდებული ვართ ამ მიზნის მისაღწევად!

მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ: აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, დოქტორი გოჩა ცოფურაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე, დოქტორი ეკატერინა კაციტაძე, დოქტორი ერნა კალანდია, დოქტორი მერაბ ჟღენტი, პროფესორი ანზორ მესხიშვილი, „აგროჰაბ“-ის საოპერაციო დირექტორი ნინი ნანაძე, დოქტორანტი ბიძინა იმნაძე, აკადემიის სტიპენდიატი გიორგი ქუთელია, აკადემიკოსები: ნოდარ ჭითანავა, ალექსანდრე დიდებულიძე, რომლებმაც აღნიშნეს სუპერმარკეტის ბაზარზე ინოვაციური პროდუქციის გავრცელების მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატებები.

სხდომის შემდეგ ჩატარდა „აგროჰაბი“-ს ინოვაციური საკონსერვო პროდუქციის გამოფენის დათვალიერება და დეგუსტაცია; დიდი მოწონება მოიპოვეს კაკლის მურაბამ, კივის საწებელმა და სხვა პროდუქტებმა.

პრეზიდიუმის სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

პრეზიდიუმის სხდომა

                        

2022 წლის 27 დეკემბერს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

 

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  2023 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის  პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2022 წლის ბიუჯეტის ხარჯვისა და 2023 წლის ბიუჯეტის პარამეტრების შესახებ;

მომხსენებლები: აკადემიის  პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე;  აკადემიის მთავარი ბუღალტერი ნინო სოზიაშვილი.

4. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 2022 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ;

მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, ინვენტარიზაციის კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე

5. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის 2023 წლის თემატიკის შესახებ (იხილეთ ბმულზე).

მომხსენებელი: აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე;

6. მიმდინარე საკითხები

321308546 691401216019480 3211325333673254553 n

 

322609038 1120458215283238 273013695042639403 n

322210303 1224671625069361 3856618254711834408 n

 

 

 

 

 

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება

      2022 წლის 23 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა აკადემიის საერთო კრება. კრებას ესწრებოდნენ აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე, აკადემიკოსები: რევაზ ასათიანი, ჯემალ გუგუშვილი, ალექსანდრე დიდებულიძე, ვაჟა კვალიაშვილი, ედიშერ კვესიტაძე, როლანდ კოპალიანი, პაატა კოღუაშვილი, გოგოლა მარგველაშვილი, რევაზ მახარობლიძე, თემურ რევიშვილი, გურამ ტყემალაძე, ზაურ ფუტკარაძე, თენგიზ ყურაშვილი, ზაურ ჩანქსელიანი, ნოდარ ჩხარტიშვილი, ზურაბ ცქიტიშვილი, ნოდარ ჭითანავა, რეზო ჯაბნიძე; აკადემიის სტიპენდიატები: ეკატერინა კაციტაძე, გიორგი ქავთარაძე, გიგა ქვარცხავა, გიორგი ქუთელია; აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები: აკადემიკოსი ლაშა დოლიძე და დოქტორი მარინე ბარვენაშილი, აკადემიის ნამდვილი წევრობის (აკადემიკოსობის) კანდიდატი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ლევან უჯმაჯურიძე, აკადემიის აკადემიური და ადმინისტრაციული დეპარტამენტის თანამშრომლები; ასევე მოწვეული სტუმრები: პარლამენტის აგრარული კომიტეტის აპარატის უფროსი, დოქტორი ივერი ახალბედაშვილი და ჟურნალ „აგრარული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი შოთა მაჭარაშვილი.

აკადემიის საერთო კრებას თავმჯდომარეობდა  აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, კრების მდივანი იყო პრეზიდენტი მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე. კრების თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას მისალმების შემდეგ გააცნო დღის წესრიგი, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს: 1.   საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2022 წელს ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ. მომხსენებლები: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე;  2. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა   აკადემიის მიერ აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ. მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; (იხ.ბმული) 3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ასარჩევად გამოცხადებული კონკურსის მაღალორგანიზებულად მომზადებისა და ჩატარების მიზნით აკადემიის პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილი საექსპერტო-საკონკურსო კომისიის დასკვნის შესახებ. (ოქმი იხ. ბმულზემომხსენებელი: საექსპერტო-საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა; 4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ვაკანტური ადგილების დასაკავებლად არჩევნების ჩატარება. (ფარული კენჭისყრა). 5. მიმდინარე საკითხები.

დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხის ირგვლივ მოხსენება გააკეთა აკადემიის პრეზიდენტმა, რომელმაც მსმენელებს გააცნო 2022 წლის განმავლობაში აკადემიაში ჩატარებული აქტივობების შესახებ.  აღინიშნა, რომ როგორც ყოველთვის, მიმდინარე წელიც საკმაოდ დატვირთული იყო  სხდომებით, სემინარებითა და მრგვალი მაგიდებით,  გაიმართა 2 ადგილობრივი და ერთი საერთაშორისო  სამეცნიერო კონფერენცია. აკადემიამ უმასპინძლა  არაერთ სტუმარს, რომელთა შორის აღსანიშნავია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბატონ ოთარ შამუგიას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბატონ ზაზა შავაძის ვიზიტები და სხვ. კრებამ მოიწონა და დადებითად შეაფასა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2022 წელს ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობა. შემდეგ აკადემიის პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას სრული ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის მიერ აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ. დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ასარჩევად გამოცხადებული კონკურსის მაღალორგანიზებულად მომზადებისა და ჩატარების მიზნით აკადემიის პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილი საექსპერტო-საკონკურსო კომისიის დასკვნის შესახებ ისაუბრა საექსპერტო-საკონკურსო კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ნოდარ ჭითანავამ. აღნიშნულის შემდეგ ჩატარდა არჩევნები საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. 316710137 821973699073341 5464641185795818350 n

არჩევნები ჩატარდა საარჩევნო დებულების სრული დაცვით.  ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა მიიღო აკადემიის 23-მა ნამდვილმა წევრმა (აკადემიკოსმა).  აკადემიის ნამდვილი წევრობის (აკადემიკოსობის) კანდიდატი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ლევან უჯმაჯურიძე ფარული კენჭისყრის შედეგად ერთხმად იქნა  არჩეული  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად).  კრებამ მიულოცა ბატონ ლევანს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) არჩევა და და უსურვა მრავალი წარმატებები სამეცნიერო, პედეაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში. 

 ბატონმა ლ. უჯმაჯურიძემ მადლობა გადაუხადა აკადემიის ხელმძღვანელობას და თითოეულ აკადემიკოსს ესოდენ დიდი ნდობისათვის და აღუთქვა, რომ კიდევ უფრო მეტი შემართებით გააგრძელებს მუშაობას სამეცნიერო მიმართულებით და თავის წვლილს შეიტანს აკადემიის საქმიანობაში.

აკადემიის საერთო კრება დახურა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მობრძანებისა და კრების მუშობაში აქტიური მონაწილეობის მიღებისათვის.

 

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

321077465 550506553625672 8830196448877435815 n 2022 წლის 21 დეკემბერს შედგა კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის განვითარება“ - გამოვიდა ნარგიზ ბარამიძე - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის და   საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის უფროსი სპეცილისტი, სოფლის მეურნეობის აკაედმიური. დოქტორი.

მომხსენებელმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ 2015 წელს აგრარული უნივერსიტეტიდან ცენტრში გადმოტანილი იქნა თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდი 65 ჯიშით. ადრე საკოლექციო ჯიშები იკვებებოდა ქუთაისის მეაბრეშუმეობის ზონალურ-საცდელ სადგურში, მაგრამ სადგურის გაუქმების შემდეგ საჭიროდ ჩაითვალა, რომ ქართული წარმოშობის ჯიშები არ დაკარგულიყო და გადმოტანილი იქნა თბილისში იმ პირობებში, როდესაც თუთის მცენარეები მთლიანად ამოძირკვული იყო და საკოლექსიო ჯიშებს თანამედროვე ქართულ ჯიშებთან ერთად იკვებებოდა ძირითადად პირადი ახსრებით შეძენილი თუთის ფოთლით. მან აღნიშნა, რომ 2018 წელს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე აშენდა მეაბრეშუმეობის ლაბორატორია, სადაც ამჟამად მიმდინარეობს თუთის აბრეშუმ­ხვევიას გენოფონდის შენარჩუნება, მაგრამ, სამწუხაროდ, თუთის ფოთოლი არ არის საკმარისი, ხოლო სოფელში ნაყიდი თუთის ფოთლის აბრეშუმის ჭიის საკვებად გამოყენება საშიშია, რადგან მცენარეები იწამლება მავნებლების საწინააღმდეგო ხსნარებით, რამაც შეიძლება გენოფონდის არსებობას საფრთხე შეუქმნას.

მომხსენებლის ინფორმაციით, დღეს გენოფონდში დაცულია ხალხური სელექციით გამოყვანილი ჯიშები, ასევე მეცნიერული სელექციით მიღებული ჯიშები: თბილნიიშ-3, ქართლი, ივერია, თბილისური, დიღომის ოჯახი 8 ჯიშის რაოდენობით, მზიურის ოჯახი 8 ჯიშის რაოდენობით, მიმდინარეობს ახალი ჯიშების გამოყვანა და დარეგისტრირება „საქპატენტში“. მნიშვნელოვანია ვ.სტრუნიკოვისა და ა.ძნელაძის მიერ მიღებული გრენის ფაზაში ნიშანდებული ჯიში ტაო 2, რომელიც საკმაოდ ხანდაზმულია და მიმდინარეობს მუშაობა მის გაუმჯობესებაზე. გაგვაჩნია იაპონური, ჩინური, ინდური, თურქული, პოლონური, აზერბაიჯანული, უზბეკური ჯიშებიც, რომლებიც კარგად შეეგუენ ჩვენს კლიმატურ პირობებს. მნიშვნელოვანია ასევე 2017 წელს ახალგაზრდა მეცნიერის მეაბრეშუმე მ. ხუციშვილის მიერ იაპონიიდან ჩამოტანილი   კრიოკონსერვაციით მიღებული ყვითელპარკიანი ჯიში, რომელიც კარგად შეეგუა ჩვენს პირობებს და გამოიყენება ფერადპარკიანი უძველესი ხალხური სელექციით მიღებული ჯიშების სისხლის განახლებისათვის. მზიურებისა და დიღმურების ჯგუფის თანამედროვე   ქართული ჯიშებს ახასიათებთ     ბიოტექნოლოგიური მაჩვენებლები, რომლებიც მეაბრეშუმეობის საერთაშორისო კომისიის მიერ დაწესებული აბრეშუმის პარკის სტანდარტის მაჩვენებლებზე უკეთესია, მაგ. პარკის ძაფის სიგრძეა 2000 მ-ის ზევით, ხოლო აბრეშუმიანობა 24-25%. მზიურების ძაფისაგან დამზადებულმა ქსოვილმა კრეპ-შიფონი 1998 წელს ესპანეთში საერთაშორისო გამოფენაზე უმაღლესი ჯილდო „პლატინის ვარსკვლავი“ მიიღო, ხოლო 2018 წელს დარგის მეცნიერების მიერ მოპოვებული მასალების საფუძველზე ქართულ აბრეშუმს მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. გენოფონდის შესანარჩუნებლად მეაბრეშუმეობის ლაბორატორიის ჯგუფი შრომობს როგორც მეაბრეშუმეობის, ასევე მეთუთეობის ხაზით, ყოველწლიურად მიმდინარეობს აბრეშუმის ჭიის გამოკვება და მომდევნო თაობის გრენის, ასევე თუთის თესლის დამზადება, თესვა, მყნობა, გადარგვა და სხვა უამრავი სამუშაოები აბრეშუმის ჭიის საკვები ბაზის გასაძლიერებლად.    თუთის აბრეშუმხვევიას აღნიშნული გენოფონდი ერთადერთია საქართველოში და მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანია მეაბრეშუმეობის აღორძინების საქმეში.

საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა გივი აკად. ჯაფარიძემ, აკადემიკოსებმა ანატოლი გიორგაძემ, ალექსანდრე დიდებულიძემ, ელგუჯა შაფაქიძემ, მინისტრის მრჩეველმა დოქტორმა ომარ კაჭარავამ, ფერმერმა, ახმეტის კოოპერატივ „აბრეშუმხვევიას“ ხელმძღვანელმა ნუნუ ნახუცრიშვილმა, პროფესორმა ცოტნე სამადაშვილმა, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრარული უნივერსიტეტის მეაბრეშუმეობის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ირაკლი გუჯაბიძემ, „სინგენტას“ წარმომადგენელმა, დოქტორმა ზურაბ ლოლაძემ. მიღებული იქნა დადგენილება, რომელიც გადაეგზავნებააკადემიაში სპეციალურად შექმნილ სამუშაო ჯგუფს აკადემიის სახელით მთავრობაში წინადადებათა მისაწოდებლად.

ნიადაგების მსოფლიო დღე

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ნიადაგების მსოფლიო დღე აღინიშნა

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2022 წლის 5 დეკემბერს ნიადაგების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა ღონისძიება. ღონისძიებას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის მოადგილეები: გიორგი ხანიშვილი, იური ნოზაძე, კახა კაკაბაძე, სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, . ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აგრარული უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, . წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA), ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაციისელკანა”, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus), კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელის (CENN) წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გურამ ალექსიძე, პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე და აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

1111111111ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ. მისალმების შემდეგ ო. შამუგიამ ისაუბრა ნიადაგის მნიშვნელობას და მისი დაცვის აუცილებლობაზე. აღინიშნა, რომ ნიადაგის რაციონალური მართვა პირდაპირ კავშირშია სასურსათო უსაფრთხოებასთან. ეს უკანასკნელი კი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისათვის პირველი რიგის გადასაწყვეტ ამოცანებს შორისაა. ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ დღეს კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე მწვავედ დგას ნიადაგის დეგრადაციის საკითხი. ამ მხრივ საჭიროა ახალგაზრდა, კვალიფიციური სპეციალისტების აღზრდა, რომლებიც თავის საქმიანობას წარმართავენ ნიადაგების დაცვისა და აღდგენის მიმართულებით.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელმაც ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნების გზით ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.222222222222222

            საქართველოს ნიადაგების მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ, რომელმაც ამ მხრივ ჩვენი ქვეყნის უნიკალობას გაუსვა ხაზი.

            ღონისძიების ფარგლებში, აგრარული მიმართულების საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებულ წარმატებულ ახალგაზრდა სპეციალისტებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს, სამეცნიერო და კვლევით სექტორში მოღვაწე მკვლევრებს ნიადაგმცოდნეობის ქართული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, აკადემიკოს თენგიზ (გიზო) ურუშაძის სახელობის საპატიო სიგელები გადაეცათ

5 დეკემბერი - ნიადაგების მსოფლიო დღე

        საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

მიმდინარე წლის 5 დეკემბერს, ნიადაგების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „დავიცვათ ნიადაგი - ჩვენი მარჩენალი და ეროვნული სიმდიდრე“.

კონფერენციას ესწრებოდნენ აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების წევრები, განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, აკადემიკოსი ზაურ ჩანქსელიანი, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები: დოქტორი მარინე ბარვენაშვილი და აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების სტიპენდიატი, დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, სსიპ - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ლაბორატორიის უფროსი, დოქტორი გიორგი ღამბაშიძე და ამავე სამსახურის თანამშრომლები.

კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა. მისასალმებელ სიტყვაში, ქალბატონმა გოგოლამ ისაუბრა ნიადაგების მსოფლიო დღის დაარსების წინაპირობაზე, ხაზი გაუსვა იმას, რომ აუცილებელია ჯანმრთელი ეკოსისტემების შენარჩუნება, ინკლუზიური კოლექტიური ქმედებების საფუძველზე ნიადაგების დაცვა და გაჯანსაღება. შემდეგ აკადემიკოსმა გ. მარგველაშვილმა მიმოიხილა მსოფლიო და საქართველოს ნიადაგების მდგომარეობა, კერძოდ მსმენელებს გააცნო მსოფლიოს მიწის ფონდის მდგომარეობა, ნიადაგების დეგრადაციის ხარისხი და ფართობი, ყურადღება გაამახვილა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სტრუქტურასა და დაბალნაყოფიერი ნიადაგების გავრცელებაზე, ნათეს ფართობებზე და სხვ.  

           კონფერენციაზე მოხსენებებით ასევე გამოვიდნენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ლაბორატორიის უფროსი, დოქტორი გიორგი ღამბაშიძე და გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების სტიპენდიატი, დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი. დოქტორ გიორგი ღამბაშიძის მოხსენების თემა გახლდათ „ნიადაგში ორგანული ნახშირბადის დაგროვებასა და მინერალიზაციაზე მოქმედი ფაქტორები“. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ნიადაგები უზრუნველყოფენ ეკოსისტემურ სერვისებს, ნიადაგში არსებული ორგანული ნახშირბადი, ისევე როგორც მიწის პროდუქტიულობა და მიწის დაფარულობა, წარმოადგენს მიწის დეგრადაციის ინდიკატორს. გარდა აღნიშნულისა მომხსენებელმა ისაუბრა საქართველოს ნიადაგებში ორგანული ნახშირბადის მარაგებზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნიადაგებში ორგანული ნახშირბადის დაგროვების პოტენციალზე, ორგანული ნახშირბადის მინერალიზაციის და მისი ნიადაგში ხანგრძლივი დაგროვების ხელშემწყობ ფაქტორებზე. რაც შეეხება დოქტორ ზვიად ტიგინაშვილის მოხსენების თემას, იგი ეხებოდა „აღმოსავლეთ ფიჭვნარების ნიადაგებში ჰუმუსისა და ნახშირბადის მარაგებს.“ მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კვლევები ჩატარდა სამცხე-ჯავახეთის (ბორჯომ-ხარაგაულის, ადიგენის) ტერიტორიაზე. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ფიჭვნარის საერთო ფართობი 66737 ჰა-ია, ნიადაგში ჰუმუსის საერთო მარგი 10,28x106 ტონაა. მასში აკუმულირებულია 5,95x106 ნახშირბადი, რაც ატმოსფეროდან აბსორბირებული 21,83x106 ტ ნახშირბადის დიოქსიდის შესატყვისია.

            მოხსენებების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია. მსმენელთა მხრიდან დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზედაც მომხსენებლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.

კონფერენციის მუშაობა შეაჯამა აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოსმა-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებლებს და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში აქტიური მონაწილეობის მიღებისათვის.

318106007 868184350998602 5073946929720058116 n

 

 

 

 

გაერთიანებული კრება

აქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

აგრონომიულ და სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებების გაერთიანებული კრებ

           

318105242 587699590022898 7086248914297381425 n  2022 წლის 5 დეკემბრს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ და სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებების გაერთიანებული კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების 2023 წლის სამუშაო პერსპექტიული გეგმის შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

2. ინფორმაცია, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილებაში - სპეციალობით მებაღეობა, მევენახეობა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ და კონკურსანტის, პროფ. ევან უჯმაჯურიძის შრომითი და სამეცნიერო მიმართულებების შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი  

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილებაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში სპეციალობით - მებაღეობა, მევენახეობა, მონაწილე კონკურსანტის, სოფლის მეურნეობის დოქტორის ლევან უჯმაჯურიძის ინფორმაცია მისი სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ (პროფ. ლევან უჯმაჯურიძის პრეზენტაცია სამეცნიერო-კლევითი საქმიანობის შესახებ იხილეთ ბმულზე);

4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილებაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში სპეციალობით - მებაღეობა, მევენახეობა, მონაწილე კონკურსანტისათვის აკადემიის აგრონომიულ და სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებების მიერ აკადემიის საერთო კრებაზე რეკომენდაციის ან დაშვების მიცემის შესახებ (ფარული კენჭისყრა).   

5. მიმდინარე საკითხები316610407 681614180351845 1503651321459815728 n

       საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ და სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებების გაერთიანებული კრების თავმჯდომარე ბრძანდებოდა აკად. გ. გოგოლა მარგველაშვილი; კრებას სწრებოდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გივი ჯაფარიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, აკად. ანატოლი გიორგაძე, აკადემიკოს-მდივანი, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი აკად. ელგუჯა შაფაქიძე, მეცნიერებათა განყოფილებების სწავლული მდივანი, დოქტ. მარინე ბარვენაშვილი და აგრონომიულ და სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებების წევრები: აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გ. ალექსიძე, აკადემიკოსები გ. მარგველაშვილი, ნ. ჩხარტიშვილი, ვ. კვალიაშვილი, ზ. ჩანქსელიანი, რ. ჯაბნიძე, ზ. ცქიტიშვილი, თ. რევიშვილი.

          პროფ. ლ. უჯმაჯურიძის პრეზენტაციის შემდეგ მომხსენებელს შეკითხვები დაუსვეს და კონკურსანტის შესახებ აზრი გამოთქვეს აკადემიკოსებმა გ. ჯაფარიძემ, ზ. ცქიტიშვილმა, ვ. კვალიაშვილმა, ზ. ჩანქსელიანმა, ნ. ჩხარტიშვილმა, რ. ჯაბნიძემ, თ. რევიშვილმა, ე. შაფაქიძემ, ა. გიორგაძემ, გ. მარგველაშვილმა.

                      განყოფილებების გაერთიანებულ კრებაზე აირჩიეს ხმის დამთვლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით: აკადემიკოსები ზ. ჩანქსელიანი, თ. რევიშვილი, ვ. კვალიაშილი.

                     ჩატარდა ფარული კენჭისყრა.   

          ფარული კენჭისყრის შედეგად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ვაკანტური ადგილის დასაკავებლად აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილებაში გამოცხადებულ კონკურსში სპეციალობით - მებაღეობა, მევენახეობა, მონაწილე კონკურსანტს,- პროფ ლევან უჯმაჯურიძეს აკადემიის აგრონომიულ და სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებების წევრების მიერ ერთხმად მიეცა რეკომენდაცია აკადემიის საერთო კრებაზე კენჭისყრაში მონაწილეობისათვის.

           

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com